შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უნებლიე შეცდომა (8 თავი)


24-08-2018, 20:24
ავტორი naattii
ნანახია 4 772

-მობრძანდით, ჩვენ მაინც მივდიოდით_გაეღიმა დემნას და სკამიდან წამოდგა -წამო ნათი, გაგიყვან ბარემ.
-დემნა, არ გინდა რა, დაჯექი, პატარები არ ვართ, ვილაპარაკოთ.
-სალაპარაკო არაფერი დაჩი.
-ჩვენ ხომ შევთანდხმდით? ნათიას გარევა საჭირო არ იყო._თვალები უელავდა გოგის
-არა, ეს შენ გადაწყვიტე რომ არ ჩავრევდით. მე ყველაფერი ავუხსენი და გადაწყვეტილებაც თავად მიიღო.
-დემნა, არ გინდა რა.
-არა დაჩი, ჩემი ძმაკაცი ხარ და საქმე როგორ კარგ მრჩეველს ისე გაგანდე, მაგრამ ეს ჩემი გამოძიებაა და ბოლომდე უნდა მივიყვანო, რაც შეეხება შენ გოგი საერთოდ, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ხარ, ამიტომ მორჩი თვალების ბრიალს და გვაცალეთ რაც მოვიფიქრეთ. ახლა კი დაგტოვებთ_თავი დაუკრა ორივეს და კარებში პირველი ნათია გაატარა.
-აცადე გოგი, დემნა თავისი საქმის პროფესიონალია, ნათიას საფრთხეს არ შეუქმნის.
-მოიცა, მაგითი რისი თქმა გინდა? ანუ არ ჩაერევი?
-რა თქმა უნდა არა გოგი, დემნა ყველაფერში მართალია, ეს ჩემი გამოძიება არაა, მაგრამ ცხვირი მაინც ჩავყავი, შენთანაც მოლოდ იმიტომ მოვედი, რომ წარსულის გათვალისწინებით ვიცოდი ნარკოტიკს არც მიუახლოვდებოდი და გენდე, თორემ დემნა სწორია, შენ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ხარ. დასაწყისიდანვე შევთანხმდით მე და დემნა, რომ პირად ძმაკაცობას, სამსახურში არ ჩავრევდით, ახლა ის როგორც გამომძიებელი ისე მოიქცა და არა როგორც ჩვენი მეგობარი.
-მაგრამ დაჩი, ის ხომ სულ პატარაა.
-გოგი ნათია ძლიერია, ლილიაც მისი ტოლი იყო და მისი დის მკვლელობის გახსნა ისე დაიწყო სრულიად მარტო იყო, ისევე მოიქცა მეორე დაც, როცა დაჭირდა, ჩვენ ვერ ვხვდებით ხოლმე რამდენად ძლიერები არიან სანამ არ დაგვანახებენ.
-მაგრამ მათ თქვენ ყვადით.
-ნათიასაც ვყავართ. არაფერს გავუჭირვებთ დაწყნარდი. და ისე ამ გახსენებაზე ასე ძალიან წინა საუბრისას არ ნერვიულობდი, რა შიცვალა?
-ვერ ვხვდები რას გულისხმობ, ჯობია ჩემ გამოყრუებულ სახლში წავიდე_წამში წამოდგა ლაპარაკის თავიდან ასაცილებლად და მოხითხითე დაჩი მარტო დატოვა.


-ლიიილ, მოვედიი_კარებიდან დაიწყო ყვირილი დაჩიმ და მოსაცმელი ხელში შეეყინა თმა გაბურძგნული ლილია რომ დაინახა ოთახიდან ქარივით გამოვარდნილი ცალი ნასკით და შარვლის ჩაცმით დაკავებული.
-ნორმალური ხაარ? რა გაყვირებს.
-ხო მშვიდობაა?
-შენ შვილს კითხე სისხლი გამიშრო.
-სადმე მიდიხარ?
-ხო, ნატალიმ ბავშვები გავასეირნოთო და სანამ გაიღვიძებს დემეტრე ჩაცმას მოვასწრებ. საქმეზე რახდება?
-რა და დემნამ თქვენ და თქვენი ცოლები ცხვირებს ნუ მიყოფთ შიგნითო.
-აუ კარგი რა დაჩი, რა გაცინებს მითხარი.
-ჩუმად დაკავშირებია ნათიას და ლაშასთან შეუგზავნია, ამაზე გოგი გაცოფდა, მაგრამ ხახვიც ვერ დააჭრა ყურებზეე, პატარააო იძახის.
-ოჰოოჰ, აღარც ხუმრობს ეს ნათია, არადა მეგონა ლაშა უყვარდა.
-ისე ეგ მეც გამიკვირდა, ისე გამწარებული ყვებოდა გოგი მაგათზე და წამში ზურგი აქცია. არ ვიცი ქალების არ მესმის_მხრები აიჩეჩა კაცმა და დივანზე ჩამოჯდა -რას მაჭმევ?
-ნუ ხარ დაჩი კუჭის მონა_მობეზრებით აიქნია ხელი ქალმა -სამზარეულოშია საჭმელი, დემეტრეს ძინავს, მე საქმე გამომიჩნდა_გახარებულმა შემოკრა ტაში.
-ბავშვს გავასეირნებო?
-არა, მე და ნატალის საქმე გვაქ, ბავშვები მამებთან, ორი საათით არ მოკვდებით, ნაჭამია, ნახევარ საათში გაიღვიძებს, მანამდე ჭამას მოასწრებ და ვსო, მიყვარხარ_ვნებიანად აკოცა ქმარს ტუჩებზე და ხმის ამოღება არ დააცადა ისე გაიხურა კარები.
-მაინც ვერასდროს მოვახერხებ ამ ქალს შევეწინააღმდეგო და რამე გადავაფიქრებინო, ვითომ ვერ მივხვდი ვისთან წავიდა_თავი ღიმილით გადააქნია და სამზარეულოსკენ წავიდა. ამ დროს ლილია სწრაფად კრეფდა ნატალის ნომერს.

მანანას მორიგეობის გამო ნათიას საჭმლის კეთება თავად უწევდა, მაგრამ იმდენად შეეზარა ჭამაზე უარი თქვა და კომპიუტერთან მოკალათდა. ის იყო რამე კარგი სერიალის დაწყებას აპირებდა ზარი რომ დარეკეს.
გაოცებულმა გადახედა სამ შინაურულად მომღიმარ ქალს და უფრო დაიბნა.
-გისმენთ.
-გამარჯობა, ნათია არა?_პირდაპირ შემოვიდნენ სახლში და შინაურულად წამოჯდნენ დივანზე -ნუ გიკვრს, უცხოობა ჩვენი სტილი არაა.
-კი, მაგრამ.....
-მე ლილია ვარ, დაჩი თაბაგარის ცოლი, ეს ნატალია დემნას მეუღლე, ეს კი ნინაა ჩემი და, მისი ქმარიც გამომძიებელია, მაგრამ თქვენ საქმეს ამჟამად არ ეხება, აქ სხვა რამის გამო ვართ.
-ახლა უფრო დამაბნიეთ.
-საყვარელო, ჩვენ ძველი აგენტები ვართ, რომლებიც შენსავეთ ჩუმად დაძვრებოდნენ სხვის საქმეებში._აგენტებზე სიცილი აუტყდათ და ნათიაც მალევე მოეშვა, რატომღაც ვერც თითონ იგრძნო უცხოობა.
-მემგონი აგენტებამდე კიდევ ბევრი გვიკლია_სიცილით მიუჯდა გვერდით
-ოჰ, რას ამბობ, ჩვენ საქმეებსვაკეთებდით გამოცდილი შპიონები ვერ გააკეთებდნენ, ერთხელ მოგიყვებით, ახლა მთავარი შენ ხარ. აბა, როგორ უმკლავდები?
-ისიც არ ვიცი მაგაზე როგორ გიპასუხოთ_მწარედ გაეღიმა გოგოს.
-გვესმის, აქ იმიტომაც მოვედით, სამივე ვყოფილვართ შენს ადგილას და მართლა გვესმის, მე და ნინას განსაკუთრებით ახლობლის ღალატი.
-იცით რას ვერ ვგებულობ, ერთი ციფრის შეცვლის გამო ასე რატომ იქცეოდა? ლამის თავი შემაყვარა, წუთით არ მტოვებდა მარტო, ყვავილები, საჩუქრები. კიდევ ცოტაც და უგონოდ შემიყვარდებოდა.
-ვერ შეგიყვარდებოდა საყვარელო, ორი ადამიანი ერთად ვერ გეყვარება, უბრალოდ როცა თავსაც არ უტყდები სხვის კომპლიმენტებს უფრო იოლად იღებ. მოდი, დაფიქრდი და შენ თავთანაც გულახდილად გამოტყდი, როცა ლაშაზე სიმართლეს მიხვდი გული რაზე დაგწყდა? და არ ინერვიულო, ბიჭები სიტყვასაც ვერ გაიგებენ ჩვენ ცალკე კლუბი გვაქ_გამამხნევებლად გაუღიმა ნატალიმ.
-ვიცი რაც ვიფიქრე, მაგრამ ამას თუ ვიტყვი, მაშინ სხვა რამეზეც უნდა დავფიქრდე და ეს.. ეს მე არ მინდა, მე ჯერ არ მეჩქარება, ჯანდაბა რას ვბოდავ, რა თქმა უნდა დიდად არ დამწყვეტია გული და პირველი გაფიქრება ის იყო, რომ მინდოდა სახე ჩამომეღო გოგის რომ აბრალებდა ასეთ რამეს. დამერხა არა?_აფარებულ ხელებში გამოიჩყიტა ოდნავ და გოგოების გაცინებაზე თითონაც გაეცინა -ნამდვილად დამერხა, ჯანდაბა, იმის ნაცვლად ლამის შეყვარებული გამომეტირა, მისი სახის ჩამოღების სურვილი გამიჩნდა რას ქვია უჟმურს მილანძღავსთქო, პრინციპში მილანძღავს რა ჩემი არცაა. ააააჰ, ჯანდაბა_ისევ მოწყვეტით დაეშვა დივანზე და ახარხარებულ გოგოებს გადახედა.
-რა გაცინებთ როცა ასეთ დღეში ვარ_დაწვრილებული თვალებით გადახედა ქალბატონებს.
-შენ თავთანაც პირველად აღიარე?_და გოგოს კის გამომხატველ სახეზე დას და ნატალის გადახედა -კარგი, ეს აღსანიშნია, ქმრებს ვურეკავთ და ბავშვებს ვაბარებთ, ჩვენ ვსვამთ. არ განიხილება_გოგოების სახეზე თითი გაბზიკა და პირველი თვითონ დაურეკა ქმრს.
-დაჩი......
ორ საათში უკვე ისე იყვნენ ვერც გებულობდნენ რაზე იცინოდნენ.
-ღმერთო, ისიც აღარ მახსოვს რა მქვია_სიცილით ლამის გადაყირავდა დივნიდან ნატალი, დანარჩენები ჯერ კიდევ იყვნენ აზრზე.
ღამის თორმეტი იქნებოდა ნათია ძლივს ფეხზე მდგარი ხელების მოშველიებით გამწარებული ყვებოდა გოგისთან მუშაობაზე, როგორ ექცეოდა კაცი და როგორი ცივი იყო სამსახურში. კარზე ზარი არც გაუგია, ნინა წამოდგა და გამოებულ კარში ჩამდგარკაცებზე სიცილით იქვე ჩაიკეცა.
კარში ბავშვის ჩანთა გადაკიდებული კაცები იდგნენ სიმაღლეთა მიხედვით, ხელში ბავშვებით, სულ ბოლოს ამღვრეული სახით გოგი მოყვებოდათ და სწორედ მაშინ შევიდა ოთახში ნათია მოყოლას რომ ასრულებდა და მოკრა კიდევაც ბოლო სიტყვებს ყური:-და აი ამის შემდეგ ხვდებით მაინც რა იდიოტი გამოვდივარ? ასეთი უჟმური როგორ შემიყვარდა ნეტა ვიცოდე.

მაშინვე ლაშა ამოუტივტივდა გონებაში და გამწარებულმა გააღრჭიალა კბილები. ხვდებოდა რომ შეუყვარდებოდა, მაგრამ მოსმენა რთული გამოდგა. კაცების დანახვაზე წამიერად შედგა ყველა და მაშინვე ბავშვებს მივარდნენ ლოყების წელვით, თთქოს და საუკუნეა არ ენახათ. მარტო გოგი იდგა ცალკე კედელთან და შორიდან ათვალიერებდა მთვრალ ნათიას. კაცებმა ცოლებს მოკიდეს ხელი, ბავშვები არ იძინებენ ისეო და მაშინვე გაიხიკნენ, გოგი კი არც განძრეულა, იცოდა ნასვამიდან უფრო მიიღებდა პასუხებს და ურჩევნოდა ბოლომდე გახეთქოდა გული. გასვლისას ლილიამ თვალი ჩაუკრა გოგოს და კარიც გაიხურა, მაშინვე მიხვდა ნათია რა შარში იყო და ბანცალით წავიდა საძინებლისკენ ყავა რომ დაელია.
-დაჯექი, რას დაემსგავსე, ამდენი რამ დაგალევინა_ბუზღუნით დასვა გოგო სკამზე და თავად დაიწყო ყავის ძებნა.
-ბოს, მინდა გითხრათ, რომ ამჯერად ჩემს სამეფოში ხართ და ნუ მოკლედ გეტყვით, მოკეტეთ.
კაცის გაოცებულ სახეზე ისეთი სიცილი აუტყდა სკამიდან ჩამოვარდა და კაფელზე გააგრძელა.
-ტრა*ი გამეყინა_უკმაყოფილოდ ამოსძახა კაცს და ხელი გამოუშვირა. მანაც თავიდან დააჯინა სკამზე და ჩუმად განაგრძო უკმაყოფილო ბურდღუნი.
-ახლა მომიყევი რა ჯანდაბას ფიქრობ_ცხელი ყავა წინ დაუდო მთვრალს და თითონაც ჩამოუჯდა.
-აჰაა, აპირებთ ყველაფერი ნასვამს დამტყუოთ? კარგის სვლაა_ცერა თითი აუწია და ყავას სული შეუბერა.
-ვაიმე, ვინ აცივებს ეგრე ყავას.
-მე, აქანე ქუთაისია და ფრონცქვას არ ვაპირებ, სად ვუცადო თავისით როდის გაცივდება. მოკლედ ბოს, მე და დემნა გავერთიანდით ლაშიკუნკულას წინააღმდეგ და მე ამ პარტიაში დედოფლის როლი მერგო_სასაცილოდ გაბზიკა თითი და ვერც შეამჩნია როგორ ძლივს შეიკავა გაცინებიდან კაცმა თავი.
-მაგრამ შენ ხომ ის გიყვარს?
-ნუ ხუმრობთ ბოს, არასდროს გავხედავ ნარკომანს, კიდევ კარგი მალე მივხვდი რაც ხდებოდა, თუმცა მაინც ვერ შევიყვარებდი.
-რატომ?
-ბოს, ის ნარკომანია, ადამიანთან, რომლისთვისაც პირველი წამალია და ამისთვის ყველას გაყიდის ჩემთან არაფერი ესაქმება._წამიერად გაიყინა ამ სიტყვებზე კაცი და მზერა აემღვრა. ოდესმე სიმართლეს ხომ გაიგებდა? ანუ მისგანაც გაიქცეოდა?
-მე რატომ მენდე?
-იცით ბოს, ეგ მეც მიკვირს, ვერ ვხვდები, როცა შეყვარებული მეუბნება უფროსზე ნარკომნია იჭერენო, იმის ნაცვლად გული შეყვარებულისკენ მიდიოდეს ცივი ბოსისკენ მიდის. წარმოგიდგენიათ? არც კი დამიშია, რომ სწორს მეუბნებოდა, მაშინვე გული თქვენსკენ წამოვიდა და ამხელა ნდობა არავისდამი გაუმჟღავნებია. არ ვიცი რატომ, მაგრამ მე თქვენ გენდობით და ამას ვერაფერი შეცვლის, ნუ ტყუილის პატიება არ შემიძლია, ეს გაამონაკლისია_სლოკინი მიაყოლა სიტყვებს და ხელი ჩამოისვა სახეზე.
-წამო, წყალი გამოგაფხიზლებს_სააბაზანოსკენ წაიყვანა გოგო, თავად დაისველა ხელები და სახეზე ჩამოუსვა, თითეული უჯრედი მის გრძნობაზე კიოდა, რომელიც ნათიას სახის კანს ეხებოდა, ისიც სიამოვნებით გაიტრუნა და თვალები დახუჭა. ტუჩები გაეხსნა და სიმთვრალის მიუხედავად მოწოლილ ჰორმონებზე ღრმად სუნთქვა დაიწყო.
-შემომხედე_ლოყებზე დაუტოვა ხელები კაცმა და თვალებ გახელილ ნათიას ისე ახლოს დახვდა გოგის სახე ხმაც ვერ გაიღო.
-ჯანდაბა ბოს, შემიწირავთ_თითონ გამოიჩინა ინიციატივა და სახე მიუახლოვა, მიხვდა გოგი ნათიაც რომ თანახმა იყო და მთელი ძალით წვდა ქვედა ტუჩზე, გოგოს ამოკვნესაზე კალთაში ჩაიჯინა და წელზე მთელი ძალით მოხვია ხელი. ალკოჰოლმა თავისი ქნა, ისე გაათამამა ნათია აღარ ერიდებოდა ბოსისთვის ეკოცნა, მაგრამ არც იმდენად იყო გათიშული კოცნაზე შორს რომ წასულიყო. ერთმანეთის ალერსით რომ გული იჯერეს, საძინებელში დატოვა გოგო კაცმა და თვითონაც სახლისკენ წავიდა. მთელი გზა ვერ მოიშორა სახიდან უაზრო ღიმილი, რომელიც მთელ მის ბედნიერებას ასხივებდა. აღარ გახსენებია ფრაზა, როცა ამბობდნენ ყოველ ბედნიერებას თავისი წული უბედურება ახლავსო.




-----------------------------------------------------------------
რადგან ამხელა უკმაყოფილებაა და მეც სიმართლე რომ გითხრათ დავიღალე უკვე ყოველი თავის მოცულობის განხილვით შევთნხმდეთ, ან ყოველდღე დავდებ და ხან დიდ ხან პატარა თავებს დროის ქონის მიხედვით, ან დავდებ დღეგამოშვებით და ცოტა დიდებს. რომელი გირჩევნიათ???



№1  offline წევრი მია15

ძალიან მომწონს და ველი ახალ თავს.როგორც მოახერხებ ისე დადე ხოლმე

 


№2  offline მოდერი naattii

მია15
ძალიან მომწონს და ველი ახალ თავს.როგორც მოახერხებ ისე დადე ხოლმე

მადლობა ❤

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიკო

შენი პირობა მომწონს ანუ შევთანხმდით<3

 


№4  offline მოდერი naattii

სტუმარი მარიკო
შენი პირობა მომწონს ანუ შევთანხმდით<3

ანუ დღეგამოტოვებით დავდო?

 


№5  offline წევრი დარინა

რა მნიშვნელობა აქვს როდის დადებ,ლ და რამხელა თავებს, შენ როგორც მოგეხერხება ისე დადებ, ნე მიყვარს ეს ისტორია, დაჩის ვერ ვეშვებიიი ჩემი ზეკაცია რააა, დაჩი რომ ჩნდება სხვა ყველაფერი მავიწყდებააა ვინმე თუ არის მის გარშემო აღარც მახსოვს.

 


№6  offline წევრი naniko mindia

Momwons dzaliam magari gogo xar, au yovelde dade
❤️❤️❤️❤️❤️❤️Aramaq pretenzia xmas agar amovigeb gindac patara tavi iyosss :d, sauketeso xar

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️Veli shemdegs tavs
--------------------
lomidze

 


№7  offline მოდერი naattii

დარინა
რა მნიშვნელობა აქვს როდის დადებ,ლ და რამხელა თავებს, შენ როგორც მოგეხერხება ისე დადებ, ნე მიყვარს ეს ისტორია, დაჩის ვერ ვეშვებიიი ჩემი ზეკაცია რააა, დაჩი რომ ჩნდება სხვა ყველაფერი მავიწყდებააა ვინმე თუ არის მის გარშემო აღარც მახსოვს.

ჩემიცაა დაჩიკო ❤ :D

უცნაური მე
ნათიი ❤️ რა კარგი თავი იყო.. მთვრალი ნაია ძაან საყვარეელია :დ მაგრამ მემგონი სიფხიზლეში უფრო ბევრს ლაპარაკობს :დდ იმედია რამე ცუდს არ უმზადებ, მაგრამ ვგრძნიბ დაძაბულობა არ აგვცდება..
მე მირჩევნია ყოველდღე დადო.. მაგრამ რავიცი შენთვის როგორც იქნება მოსახერხებელი ისე ქენი ❤️ ეს "მალე დადე" ფრაზები ჩემზე მოქმედებს და შენ წარმომიდგენია.. მითუმეტეს რომ დღეს არ აგდებ ისე დებ ხოლმე..
მოკლედ გელოდები ❤️❤️

დიდი მადლობა ❤ ❤❤

naniko mindia
Momwons dzaliam magari gogo xar, au yovelde dade
❤️❤️❤️❤️❤️❤️Aramaq pretenzia xmas agar amovigeb gindac patara tavi iyosss :d, sauketeso xar

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️Veli shemdegs tavs

მადლობა და მადლობაა ❤

 


№8  offline აქტიური მკითხველი La-Na

ყოველ დღე და როგორც შეძლო ისეთი.უბრალოდ ჩვენ მკითხველს გვიყვარს წუწუნი როდესაც კარგი ისტორია არის მის სიდიდესთან დაკავშირებით და უნდა გიხაროდეს ესე იგი არაჩვეულებრივად წერ. ძალიან კარგი თავი იყო და გოგოებს ყოჩაღ
--------------------
ლანა

 


№9 სტუმარი აბლაბუდა

ეხლა მივხვდი წინა ისტორიიდან რომ იყვნენ :)) კარგია ძალიან მომწონდ

 


№10 სტუმარი სტუმარი ნათია

მთავარია წერო და დიდხანს არ დაიკარგო, როგორც გენდომინება,როცა ამხელა ინტერესში ვართ პრეტენზიებს აღარ უნდა ვაყენებდეთ,სამაგიეროდ შუალედებში მოვასწრი სხვა დანარჩენის წაკითხვა,ყველა ისტორია მიყვარს უკვეეე

 


№11 სტუმარი სტუმარი მარიკო

Ki dge gamotovebit Dade shenc adamiani xar da shenc gaqvs saqmeebi
Tkbilo<3

 


№12  offline მოდერი naattii

უღრმესი მადლობა ყველას. ვერ წარმოიდგენთ რამხელა სტიმულია თქვენი კომენტარები ❤

 


№13  offline აქტიური მკითხველი terooo

ახლა რამე მოხდება??? ცუდი??? კიდევ რა უნდა იყოს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent