შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

63 ნაბიჯი (4)


24-08-2018, 20:37
ავტორი Encore
ნანახია 1 453

გაოგნებული ვუყურებ ჩემს გვერდით მჯდომ მამაკაცს და ვცდილობ მასში ის კაცი ამოვიცნო, რომელიც 7 თვის წინ დავტოვე დილით თავისსავე საძინებელში, მაგრამ იმ სახის აღდგენა ძალიან მიჭირს. მანქანას გვერდით ვაჩერებ დ ავარიულებს ვრთავ. კარგად გამობერილ მუცელზე აკანკალებულ ხელებს ვიდებ და დამრგვალებული თვალებით ვუყურებ.
- არაფერი მესმის… - ვბლუყუნებ ჩემთვის. - საიდან?..
- რა საიდან? საიდან გავიგე? საიდან მოგაგენი?
ლაპარაკის ძალა არ შემწევდა, ამიტომ მხოლოდ თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.
- რამდენიმე თვის წინ შეგამჩნიე მაღაზიაში. მე მაშინვე გიცანი. მუცელი რომ დავინახე ვიფიქრე ის, რაც ვიფიქრე. რატომაც დღეს აქ ვარ.
- მე…
- წავიდეთ სადაც მიდიოდი. - არხეინად გადაწვა საზურგეზე.
მანქანის დაძრას შევეცადე, მაგრამ ვერაფერი ვერ გავაკეთე. უეცრად მომაწყდა ჩემი შვილის დაკარგვის შიში, მიუხედავად იმისა რომ ამის საშიშროება აშკარად არ არსებობდა. აკანკალებული თითები საჭეს მთელი ძალით მოვუჭირე, თუმცა დაძვრა ვერ შევძელი. ფეხებს ვერ ვიმორჩილებდი.
- არ შემიძლია… - ამოვიკნავლე.
- რა არ შეგიძლია? - გვერდულად გამომხედა.
- ვერ ვმართავ მანქანას.
- კარგი, გადმოდი.
მანქანის კარი გავაღე, ცალი ხელი მუცელზე მივიდე. უცბად მოსულმა ჩემი შვილის მამამ თავისი ძლიერი მკლავი მომხვია შეზნექილ წელზე და გადმოსვლაში დამეხმარა. ვერც კი წარმოიდგენთ რა ვიგრძენი, როცა მისი ხელი შემეხო. იმდენად სასიამოვნო შეგრძნება იყო, არასდროს მინდოდა რომ გაეშვა. ერთიანად დამაყარა ეკლებმა მთელ სხეულზე.
რაც შემეძლო სწრაფად გადავჯექი იქ, სადაც წამის წინ მამაკაცი იჯდა და ღვედი ძლივს გავიკეთე. მუხლებზე ხელები დავიწყვე. დავაფიქსირე, რომ ჩვევად მაქვს ეს მანერა, როცა საშინლად ვნერვიულობ. არც კი მჯერა, ახლა გვერდით მიზის ჩემი შვილის მამა და მე არ ვიცი რა გავაკეთო. არც მისი სახელი ვიცი, არც წარმოშობა, საერთოდ არაფერი, მაგრამ ვგრძნობ, რომ ბედნიერი ვარ. მარტო იმიტომ, რომ გვერდით მიზის. აი, ასეთი უბრალო მიზეზიც კი მყოფნის ბედნიერებისთვის.
ძალიან დაბნეული ვარ.
მანქანა დიდ გიპერმარკეტთან გავაჩერებინე. ისევ პირველი გადმოვიდა და სანამ მე მოვასწრებდი მანქანიდან გადმობობღებას, ისევ დამეხმარა.
- აქ რა გინდოდა?
- ბავშვისთვის ტანსაცმელების აგროვება დავიწყე ნელ-ნელა. - ჩუმად ვუთხარი.
შევამჩნიე როგორი დაჟინებით შემომხედა მუცელზე. თითქოს ხელის შეხებაც უნდოდა, მაგრამ ჰაერში აწეული მტევანი ღრმა ოხვრით დააბრუნა უკან. სივრცეში ჩასისხლიანებული თვალებით გაიხედა და კიდევ მეტკინა გული. არ ვიცი, რატომ. ალბათ, მისი ტკივილისგამო. თათუ. ისევ ჩემი მხსნელი თუ მიშველის. მობილურს გაბადრული ვპასუხობ და ქართულად ვიწყებ საუბარს, იმის იმედით რომ ჩემი შვილის მამა ვერაფერს გაიგებს.
- თათუ… როგორ ხარ?
- კარგად ძეტკა, შენ? - მესმის მეორე მხრიდან მისი სიცილის ხმა.
- რა ვიცი. დღეს ჩემი ბიჭი არ მასვენებს. ძალიან ბევრს მოძრაობს. - მუცელზე ხელი თბილად მოვისვი.
- რამე მოხდა? - ეგრევე შემატყო, რაღაც რომ ისე ვერ იყო.
- მოხდა…
ნელა გავხედე ჩემს გვერდზე მშვიდად მომავალ კაცს, რომელიც ყურადღებას საერთოდ არ მაქცევდა. ისევ კოპებშეკრული მიაბიჯებდა და სივრცეში უცნაურად იყურებოდა.
- დღეს მოულოდნელად გამოჩნდა ის.
- ვინ ის? - უცბად ვერაფერს ვერ მიხვდა.
- ის… - ისევ ვუმეორებ, იმის იმედით რომ მიხვდება.
- ო, ღმერთო! - დაიკივლა მთელს ხმაზე. - რანაირად?
- მანქანის კარი გამიღო და დაჯდა. ჩემს შვილს ვფიცავ, ვერ წარმოიდგენ რა შეგრძნებებით ვარ დამუხტული. როგორ მივლის მთლიან სხეულში ჟრუანტელი, როგორი ბედნიერი ვარ ჩემ გვერდით რომ არის… მაგრამ ამავდროულად ძალიან დაბნეული და შოკირებული ვარ. როგორ უნდა ავუხსნა ჩემებს ეს ყველაფერი. ისიც კი არ ვიცი, რატომ გამოჩნდა, რა უნდა ჩემგან.
- საკუთარი შვილი, ლილე, სხვა რა ენდომება?!
- არ ვიცი… - ამოვიკნავლე.
- ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია არ ინერვიულო. - მამხნევებს და მემშვიდობება.
ტელეფონს ჯიბეში ვაცურებ და წინ მივდივარ. არ ვიცი, როგორ დავიწყო საუბარი, არადა ძალიან ბევრი რამ მაინტერესებს. რა მიზანი აქვს, რატომ მოვიდა, აქამდე სად იყო თუ რამდენიმე თვის წინ შემამჩნია. ნელ-ნელა მის პროფილს ვიღდგენ. სწორედ ასე ვნახე ბოლოს. ნელ-ნელა ვიხსენებ ყველაფერს. ერთ-ერთ საბავშვო მაღაზიაში შევდივარ და ბედნიერებისგან იმაზე უფრო მეტად ვიბერები, ვიდრე ახლა ვარ. თეთრ, ლამაზ მატერიას თითებს ვატარებ და მისკენ ვიხედები.
- აქ რატომ ხარ? - ვხვდები რომ საუბრის დაწყებას თვითონ არ აპირებს და ამას ჩემ თავზე ვიღებ.
- სიმართლე გაინტერესებს? - გვერდულად მიყურებს.
- აუცილებლად.
- ჩემ შვილს მინდა გვარი მივცე. მამობა გავუწიო. როცა მივხვდი რომ ორსულად იყავი, არ ვიცი, გავაანალიზე რომ მოსალოდნელზე მეტად გამიხარდა. შვილი ყველას უხარია.
- იმ ქალისგანაც კი, რომელსაც არ იცნობ, სულ ერთხელ გყავს ნანახი და თან ისეთ სიტუაციაში?! - ღრმად ამოვიოხრე და აწყლიანებული თვალებით შევხედე მას.
- ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ჩემი კანონიერი ცოლი ატარებს ჩემს შვილს მუცლით თუ ისე. მაინც ჩემთან უნდა გადმოხვიდე საცხოვრებლად. - უბრალოდ მეუბნება ისე, თითქოს არაფერი ისეთი არ უთქვამს.
მოულოდნელობისგან ოდნავ ვარხევ სხეულს და დამრგვალებული თვალებით ვუყურებ. რა მითხრა? ჩემთან უნდა იცხოვროო?
- რა?
- რა, რა?! აბა, რა გგონია, კვირაში ერთხელ ვნახავ ჩემს შვილს? გადმოხვალ ჩემთან, მოვაწეროთ ხელი და ბავშვი ერთად გავზარდოთ.
- ასე არ გამოვა… ასე არ შემიძლია… - ვბლუყუნებ ჩემთვის და ვცდილობ გამოსავალი ვიპოვო რამენაირად. - როცა გინდა მაშინ ნახე, ოღონდ ნუ დამაძალებ შენთან ცხოვრებას. ამ ბოლო პერიოდში ისეთი რაღაცეები გავაკეთე, რაც საერთოდ არ გაქვს ჩემ თავს. არ მინდა უარესად დავიმატო.
- ამაზე მერე ვილაპარაკოთ. ახლა მშიდად იყავი, ნუ ნერვიულობ. შენთან შეუთანხმებლად არაფერს გავაკეთებ. მერამდენე თვეში ხარ?
- მეშვიდე.
- ბავშვის მდგომარეობა?
- ძალიან კარგადაა. ცოტა პატარაა, მაგრამ ძალიან ჯანმრთელი. - ბედნიერმა ამოვიჩურჩულე და წამით ყველაფერი დავივიწყე. უბრალოდ დინებას მივყვებოდი, ზედმეტი კითხვების გარეშე ჩემს თავთან.
- სქესი?
- ბიჭია. - თვალებში შევხედე.
გაჩუმდა. ხმა აღარ ამოუღია. სამაგიეროდ მე მქონდა მოსვენება ერთიანად დაკარგული. უამრავი რამ მაინტერესებდა. ცოტა ნერვებსაც კი მიშლიდი მისი დუმილი.
- რა გქვია?
- ილია. - მეუბნება და მოულოდნელობისგან წონასწორობას ვკარგავ.
- ქართველი ხარ?
- კი.
მის ხელს ვეჭიდები და ვცდილობ თავი შევიმაგრო. რამდენი ინფორმაციაა უკვე. თავი მტკივა. მუცელიც ოდნავ დაჭიმული მაქვს. ილიას ვანიშნე სკამებისკენ და ისიც წამსვე გამომყვა.
- რა გჭირს, ცუდად ხარ? - ოდნავ ვიგრძენი მის ხმაში ცვილება.
- ურალოდ… უბრალოდ არ მეგონა თუ ქართველი იყავი… - ამოვიჩურჩულე პირგამშრალმა და ტუჩები ენისწვერით დავისველე. - ძალიან ბევრი ინფორმაციაა ერთი დღის კვალობაზე. თავი მისკდება ისე მტკივა. არ მეგონა თუ ქართველი იყავი. ბედის ირონიაა არა?! - ცინიკურად ვიღიმი და ხელს მთელი ძალით ვუჭერ მკლავებზე. - სახლში წამიყვანე, რა.
უხმოდ ამიყვანა და ხელში ატაცებულმა გამიყვანა იქიდან. მიუხედავად ჩემი დიდი მუცლისა და შესაბამისად წონისა, ბუმბულივით მივყავდი. ცხვირი მის ყელში ჩავმალე და მაშინვე ვიგრძენი სუნამოს იდეალური სუნი. ოდნავ ამოვიკრუტუნე და ცხვირით ღრმად შევისუნთქე ილიას სუნი. ცალი თვალით დავინახე, როგორ ჩაეღიმა და მეც ავტომატურად გამეღიმა.
- ღვედი არ გაწუხებს?
- ცოტა. - მორიდებულად გავუცინე.
- უკან დაჯექი მაშინ. - მითხრა და ფრთხილად დამსვა უკანა სავარძელზე.
- შენთან გადმოსვლას რომ მთავაზობ, შენები როგორ მიმიღებენ? ხომ ყველაფერი აშკარა იქნება, რატომაც ვიცხოვრებთ ერთად.
- მაგაზე ნუ ინერვიულებ. ჯერ ერთი მარტო ვცხოვრობ, მეორე ჩემი ცხოვრება მე მეკუთვნის და არავის ვაძლევ უფლებას ჩაერიოს, მესამე კი ის არის რომ ლალის ძალიან გაუხარდება პირიქით. - სარკიდან გამომხედა კუშტად.
- ჩემთვის ძალიან რთულია…
- რაღაცაზე უნდა შევთანმხდეთ. მე და შენ საერთო შვილი გვყავს. მოიხსენი ეს კომპლექსები და მარტივად შეხვდი ყველაფერს. ბევრი არ იფიქრო, არ გაართულო.
- კარგი. - ვუღიმი და უხმოდ ველოდები, როდის მივალთ ჩემ სახლამდე.



№1  offline წევრი Encore

უცნაური მე
საყვარლობა ❤️ ილია კარგი ხარ ბიჭო <3

გმადლობ.❤️
დარინა
ძლივს არ გვეღირსააა, უკვე ძალიან მომწონს ილიააა, მიყვარს ასეთი მსუბუქად წასაკითხი ისტორიებიი, იმედია ბოლომდე ასწთა დარჩებააა.

არ ვიცი, სხვა როგორ, არავის წერის მანერას არ ვეხები, მაგრამ მე პირადად უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებ მსუბუქად წასაკითი ისტორიებით. ზედმეტი დრამის გარეშე. რეალურ ცხოვრებაშიც არ გვაკლია ტრაგიზმი, ამიტომ ვცდილობ ჩემთან ერთად თქვენც გასიამოვნოთ.
გმადლობ, კიდევ ერთხელ.❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი უბრალო

ძალიან კარგია! 20 წთში წავიკითხე ოთხივე. როდის დადებთ შემდეგს?

 


№3  offline წევრი Encore

სტუმარი უბრალო
ძალიან კარგია! 20 წთში წავიკითხე ოთხივე. როდის დადებთ შემდეგს?

ხვალ.
გმადლობ.❤️

 


№4 სტუმარი ))

როდის დადებთ ახალ თავს

 


№5  offline წევრი Encore

))
როდის დადებთ ახალ თავს

არ ვიცი, ხვალ ალბათ. ტელეფონს პრობლემა აქვს რაღაც და როგორც კი გავაკეთებ, მაშინვე.

 


№6 სტუმარი 1234

ძალიან მომეოწონა და ახალ თავს როდის დადებთ

 


№7  offline წევრი Encore

1234
ძალიან მომეოწონა და ახალ თავს როდის დადებთ

უუუდიდესი ბოდიში ყველა თქვენგანს...
ცოტაოდენ მოთმინებას გთხოვთ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent