შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოსიარულე აისბერგის მახეში {4 თავი}


25-08-2018, 02:05
ავტორი Someone wandering
ნანახია 2 853

პარიზის დისნეილენდში იმყოფებოდნენ,თამარი ლაღი ბავშვივით გახარებული ცქმუტავდა და ირგვლივ ყველაფერს თვალს აყოლებდა
-აუუ ანდრონიკე,შეხედე რა სილამაზეა-ლოყებზე ხელები მიიდო,ბიჭმა კი სიცილით გადმოხედა
-პატარა ბავშვი ვარ თაიას ვფიცავარ-''თაია? როგორც წესი ან დედას,ან და-ძმას იფიცებენ... იქნებ შეყვარებულია? მეც მომცლია ერთი რაა,ეგ ვარკვიო ვინაა თაია? სულ ფეხებზე ..კარგი,ხო..მთლად არ ,აიი სულ ცოტათი მაინტერესებს...ცნობისმოყვარეობამ იცის''. გულში ფიქრობდა და საკუთარ თავს ლანძღავდა თამარი
-ბავშვობა ცუდია?ძალიანაც კარგია...ნეტავ ახლაც ბავშვი ვიყო,პრობლემებთან ჭიდილი არ დამჭირდებოდა,არ მექნებოდა სამსახური,საჭმელს დედა გამიმზადებდა,მიუხედავად იმისა,რომ კეთებით თავს არც არ ვიკლავ-ჩაიცინა და სხვათშორისად აღნიშნა-ძალიან როლებში შევიჭერი რაღაც-საკუთარ თავს გაუბრაზდა და ატრაქციონისკენ დაიძრა-ანდრონიკე,აიი აქ მინდა რომ დავჯდეთ,უარი არ გავიგონო-თითი დაუქნია
-პატარა ბავშვი მგონია,თავი რომელსაც დედა საჭმლის ჭამას აიძულებს-ჩაილაპარაკა და თვალები მოჭუტა
-ღმერთმა დამიფაროს შენი დედობისგან-პირჯვარი გადაიწერა და ცაში აღმართა ხელები,შემდეგ კი თვალები მოჭუტა-ჰე ახლაა,რას შვრები? დამიჯდები გვერდით,თუ მოსაწვევი გამოგიგზავნო?!-დოინჯი შემორტყა
-მოსაწვევს ველი...-გულ-მკერდზე ხელები დაიკრიფა. გოგოს კი წითელი აენთო ''შენი გამომცემელი დედა მოდის ტყიბულიდან,რეგვენოზავრო მამრო'',სახეზე კი სანდომიანი ღმილი გაემოესახა.
-ანდროო...ანდრონიკე...ანდრი...აბა ვინ დამიჯდებაო გვერდითოო?-სიცილი ეპარებოდა და მკლავებზე ხელებს ხვევდა ბიჭს. როდის აქეთ დაძმობილდა ეს ორი? განა თავად იციან? ნამდვილად არა. ან კი შეიძლება,რომ მათ ურთიერთობას ''დაძმობილება'' დავარქვათ?
-გამოუსწორებელი აფერისტი ხარ...-ღრმად ამოისუნთქა ანდრომ-ჩემი კაი...ვის გადავეყარე
-ჩემი კაიი ნიკალააი-ხმამაღლა წამოიყვირა გოგომ და ხელები ცაში აღმართა,ამასობაში ატრაქციონზეც მოთავსდნენ
-რას ღრიალებ გოგო,აქ შენ გარდა უამრავი ხალხია-შეუღრინა ბიჭმა
-თორე ამათაც ერთბაშად არ გაიგონ რას ვამბობ-მხრები აიჩეჩა
-ელპიტე ხარ ნატური...გაუზავებელი-ახლა ბიჭი აფხუკუნდა
-მოსიარულე აისბერგი..ღრჯო კაცი ეს..-ცხვირი აიბზუა და გულზე ხელები შემოიჭდო. უამრავ ატრაქციონზე ისხდნენ,თამარის ყურისწამღები კივილი ირგვლივ არემარეს აყრუებდა,როგორც თავად ამბობს ადრენალინზე გიჟდება.აი ანდრონიკეს კი ცალ ყურში სმენა დაუქვეითდა ამ გოგოს ხელში. ბოლოს ''მიკი მაუსთან'' ფოტოს გადაღება გადაწყვიტეს...გადაწყვიტეს რა,თამარმა წამოაყენა ეს მოთხოვნა
-ანდრონიკე ფოტო გადაგვიღე რაა-გაიწელა და ბიჭს ფოტოაპარატი მიაწოდა
-ერთი ფოტო 5 დოლარი-თვალი ჩაუკრა
-5 დოლარი რა ამბავია ბიჭო...მელომბარდე ხომ არ ხარ?-თვალები დააწვრილა
-საქართველოში კი არ ვართ გენაცვალე?! პარიზში ''ლარი'' არ არის,მხოლოდ დო-ლა-რი-ჩაიცინა-ახლა კი ადგილი დაიკავე,თოერმ გაგექცა შენი მიკი-მაუსი-ირონიულად მიუგო.
*********
-აუ როგორ დავიღალე...მაგარი იყო, არა?-ჩაიცინა და ანდრონიკეს ახედა,რომელიც დინჯი ნაბიჯებით,ჯიბეში ხელჩაწყობილი გვერდით მიყვებოდა.
-კარგი იყო,თუ იმას არ ჩავთვლით რომ მარჯვენა ყურის ბარაბანი გასკდომის პირასაა,იმდენი იყვირე.ხელები კი მტკივა,იმდენი ფოტო გადაგიღე
-მშვენიერი ფოტოები გამოვიდაა,რამდენიმეში შენც ხარ-თან ფოტოებს ათვალიერებდა,თან ლაპარაკობდა
-მე როდის გადამიღეე?-შეიცხადა და ფოტოაპარაისკენ წაიღო ხელი,თამარმა კი რეაგირება მალევე მოახდინა და ხელი გაწია
-ოოპ,ოოპ დაიხი უკან რეგვენო,თორემ წაგჭერი ყელი-წაიდრამატულა და სიცილი ატეხა-ჩუმად გადაგიღე,ბამბის ნაყინს რომ ყიდულობდი და მკვლელ მზერას ასობდი ირგლვივ მყოფთ
-შენ რომ იცინოდი ეგეც საკმარისი იყო,აბათილებდი ჩემ მკვლელ მზერებს-მკვახედ მიუგო
-ერთი კითხვა მაქვს...მარტო ჩემთან იცინი,თუ სხვებთანაც?-''რა კითხვა არის გოგო ეს? წაგაჭრი ახლა მაგ ენას,შე ტყიდან გამოქცეულო დედალო'' საკუთარ თავს უბრაზდებოდა გოგო.
-რავი,მგონი სხვებთანაც ვიცინი-ანდრონიკე შეჩერდა,დიდხანს დააკვირდა გოგოს,შემდეგ კი სრული სერიოზულობით წარმოთქვა. ბოლოს ერთიანად ამოხეთქა-ვიცი გოგო აბა მკვდარი სული ხომ არ გგონივარ?-ხმას აუმაღლა
-კარგი ხოო,რას მიყვირი-თავი დახარა. საკუთარ თავს უბრაზდებოდა ასეთი სისულელე რომ მოუვიდა აზრად. რა პრივილეგია ექნებოდა ახლა ანდრონიკეს თვალში მას,რომ მხოლოდ მასთან გაეცინა? რაც გაიცნო ცხოვრებას უმწარებს.
-ხოდა, ნუ სვამ უაზრო კითხვებს და არ ვიყვირებ-უთხრა მკაცრად
-სულ აღარ დაგისვამ-ჩაიბურტყუნა და შარვლის წვალება დაიწყო-ავალ მე ოთახში. მადლობა დევანდელი დღისთვის-სწრაფად გაიარა სასტუმროს მისაღები და საკუთარი ოთახისკენ ლიფტით დაიძრა. ანდრონიკე კი ქვემოთ დატოვა
-რა ბზიკი ეტაკა ამ ალქაჯს? არადა,ბზიკებს ვერ ვამჩნევ პარიზის ამ სასტუმროში-თავი გააქნია
********
თვითმფრინავში იმყოფებოდნენ და ელოდნენ თუ როდის დაიძვრებოდა. დილით თორნიკეს და ანას ესაუბრა. ვახოს ტელეფონი კი გამორთული იყო,რაზეც ძალიან ბრაზობდა. ერთხელ მაინც ხომ შეძლო დაერეკა? თავად 5-ჯერ დაურეკა,ზოგადად ძალიან ეჭვიანი არც არასდროს ყოფილა ვახო,თუმცა ამ ბოლო დროს ამჩნევდა რომ გაუცხოვდნენ,ხშირად აღარ საუბრობდნენ და ერთმანეთსაც იშვიათად ხვდებოდნენ. რაც შეეხება ანდრონიკეს,მას მეორე ნახევარი არ ყავს,თვლის რომ ისეთი გოგო ჯერ არ შეხვედრია,რომელიც მისი იმ ხედვის შეცვლას შეძლებდა,რომელსაც სიყვარულის გზაზე გავლა შეეძლო. ჰყავს 4 წლით უფროსი ძმა-ერეკლე და უსაყვარლესი რძალი-თებეა,რომელთა სიყვარულის ნაყოფია 3 წლის თაია. დიახ,სწორედ ის გოგო,რომელიც მისი საფიცარია.გიჟდება ამ ბავშვზე,სიცოცხლეზე მეტად უყვარს ბიძას პატარა გოგო,რომელსაც უთბილესი გული აქვს,მასთან ყოფნის დროს ანდრო მზრუნველ,თბილ და ხუმარა კაცად იქცევა,რომლისთვის პაწაწინა ხელების კისერზე შემოხვევა და გულ-მკერდზე დაწვენა სიცოცხლის აზრთან ასოცირდება. ძმასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს,ერეკლე მისგან განსვავებული ხასიათისაა,ის უფრო მხიარულია,თუმცა დასტოინი. საკუთარ რძალს დად მიიჩნევს,თებეა ძალიან თბილი და მგრძნობიარე გოგოა. რაც შეეხება ძმაკაცებს, უნდა გამოვარჩიოთ სამი ადამიანი-თემო,ტატო და ბექა. მათგან მხოლოდ ბექა ჰგავს ხასიათებით ანდრონიკეს,დანარჩენი ორი კი ერეკლესთან ერთად სრული ბომბაა. ანდროსთვის ყველაზე მტკივნეულ დღეს მშობლების დაკარგა წარმოადგენს,რომლებიც ავტოავარიას ემსხვერპლნენ,როდესაც ის 18 წლის იყო,ამიტომ ერეკლემ აიღო საკუთარ თავზე ბიზნესის მართვა,ის ავტომანქანების იმპორტ-ექსპორტს აწარმოებს.
-როგორც იქნა ტელეფონი აიღე ვახო-გახარებულმა,თუმცა ამავდროულად ნაწყენმა და გაბრაზებულმა ტელეფონში ჩაჰყვირა,შემდეგ მგზავრების სახეებს გადააწყდა,რომელთა შორის ანდროც იყო და ბოდიში ტუჩებს მოძრაობით მოიხადა
-დაკავებული ვიყავი
-იმდენად დაკავებული იყავი,რომ ერთხელაც ვერ დამირეკე არაა?
-ხომ გითხარი რომ დაკავებული ვიყავი. რას მამეორებინებ ერთი და იგივეს.
-როგორ მელაპარაკები ვახო?-თვალზე ცრემლი მოადგა,თუმცა შეუმჩნევლად მოიშორა
-ჩვეულებრივად გელაპარაკები თამარ
-თამარ?...როდიდან გავხდი შენთვის თამარი?
-აუუ ნუ გაატრაკეე რაა გთხოვ
-მე გავატრაკე არა? კარგი...დამთავრდა-მუჭით ცრმელები მოიშორა
-რა დამთავრდა...
-ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა ვახო!-დიდი ძალისხმევა დაჭირდა ამის სათქმელად,თუმცა არ სურდა ამ ყველაფრის ტელეფონით გადაწყვეტა,ძალიან უმძიმდა,გული ტკიოდა ამ სიტყვებს რომ ამბოდა. ეგონა,რომ ვახო შეაჩერებდა,თუმცა საბოლოო იმედიც გადაუწურა იმ ბიჭმა
-როგორც იტყვი თამარ,მეც ვაპირებდი დალაპარაკებას ამ თემაზე. მეც ვთვლი,რომ უნდა დავასრულოთ,რაღაც ისე კარაგდ აღარ ვართ ერთმანეთთან...სერიოზული ურთიერთობისთვის არ ვარ მზად
-ანუ მე მელოდებოდი,სანამ გეტყოდი,რომ დავშორებულიყავით? ანუ, აქამდეც მაგას ფიქრობდი? მე დავუშვი შეცდომა? მე....დამნაშავე ვარ რამეში? პატარა ბიჭი ხარ,რომ სერიოზული ურთიერთობისთვიის მზად არ ხარ?-ჩაისისინა
-არა თამო,შენ არაფერ შუაში ხარ. არც მე...უბრალოდ ასე მოხდა,ზოგჯერ ვაანალიზებთ რომ მზად არ ვართ
-მართალი ხარ, მე არაფერ შუაში ვარ...შენ არ იბრძოლე ჩემთვის,არ თვლი საჭიროდ რომ იბრძოლო,გასარკვევი აღარც არაფერი ყოფილა-ხელები გაშალა და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა,რომ კვნესა დაეხშო
-კარგი თამო...მეგობრებად დავრჩეთ?-ამოიხვნეშა
-რა ბანალურობაა ღმერთო ჩემო. ტიპიური ქართველი მამაკაცის ბოლო სიტყვა,როდესაც შეყვარებულს შორდება....იცი რაა? შენ მე ვერ 'დამადებ'.-ირონიულოად ჩაიქირქილა,საიდან ამხელა გამბედაობა თამარ?-რა მეგობრობაზე მელაპარაკები,შენ სრულ ჭკუაზე ხარ ბიჭო? ჩემი საყვარელი კაცი იყავი,მიყვარდი...ახლაც ასეა,მაგრამ ჯერ-ჯერობით! იმდენი გეგმები გვქონდა...შენ მართლა გგონია რომ მეგობრობა შეგვიძლია? ნახვამდი ვახო, არ მინდა კიდევ რამე საშინელებები ვთქვა,საკუთარ თავს ვერ ვკადრებ ამას..მაგრამ იცოდე, მე გულით შევიყვარებ სხვას და დაგვიწყებ-ხმა ვერ ამოიღო ვახომ,ან რა უნდა ეთქვა? ტელეფონი გათიშა თამარმა,თვითმფრინავი უკვე ფრენის პროცესში იმყოფებოდა,ადგილიდან წამოდგა და საპირფარეშოში შეიკეტა. აკანკალებული ხელებით ონკანი მოუშვა და წყალი სახეშე შეისხა,კისერს ხელით ისრესდა და იმ ბურთულის გამობრდღვნა უნდოდა,რომელიც ასე ტკენდა ყელს.
გაუსაძლისი ტკივილია საყვარელ ადამიანთან დაშორება...
შიგნიდან არაამქვეყნიური ტკივილი უვლიდა...
გული და სული ეწვოდა...
კედელთან ჩაიმუხლა,ხელები მუცელზე შემოიწყო...
ვეღარ მოითმინა...
მწარედ ატირდა...
უეცრად ძლიერი მკლავები იგრძნო ზურგზე,ტუჩები კი თავზე დაცოცავდა...ეს ანდრონიკე ინწკირველი იყო,რომელიც საპირფარეშოში იატაკზე დამჯდარ გოგოს იხუტებდა და თავზე მონოტონურად ხელს უსვამდა.ვერ იტანდა,როდესაც ნებისმიერ ქალს ასეთ მდგომარეობაში უყურებდა,ისეთი კაცი იყო,რომლის თვალწინ ვერავინ შეძლებდა ქალზე აუგის თქმას,ან შევიწროებას.
-ჩშშ,დამშვიდდი...-მხოლოდ ეს სიტყვები წამოსცდა მის ბაგეებს,სხვა არაფერი. მეტის თქმა არც იყო საჭირო,სიჩუმე ზოგჯერ საუკეთესო წამალია.სწორედ ეს ჭირდებოდა თამარს,ამას ითხოვს საყვარელი ადამიანებისგან,ნდობასდა სიყვარულს. ყველაზე მეტად იმედგაცრუების ეშინია,რომელიც უკვე მწარედ იწვნია.
-მტკივა...ძალიან...ძალიან მტკივა ანდრონიკე-ჩურჩულებდა ბიჭის მკლავთან,ძლიერად უჭერდა პერანგს და მას ცრემლებით უსველებდა-შიგნიდან ვიწვი,რა მწარეა იმედგაცრუება...უნდა გავუძლო,მაგრამ როგორ?...რატომ არ მასწავლა უუმისობა?-ატირდა და შუბლი ბიჭის მხარს მიადო
-შენ ძლიერი ქალი ხარ...-ღრმად ამოისუნთქა-არავინ იმსახურებს შენს ცრემლებს...არავინ-ჩურჩულებდა და თმაზე ხელს უსვამდა გოგოს-საკუთარი თავის იმედი ყოველთვის უნდა გქონდეს,ასეთი მძიმე წუთები გვაძლიერებს ადამიანებს.
-მადლობა...მადლობა ანდრონიკე-მკლავები მოხვია და ცხვირი მის ყელში ჩარგო,სასიამოვნო იმპულსები ორივეს ორგანიზმში მალევე გაიგზავნა,ეს მენთოლის სუნი მძაფრად მიედინებოდა გოგოს სხეულში,რომელსაც ჩუმად ისუნთქავდა..რაღაცნაირი შეგრძნება ეუფლებოდათ,რაღაც აუხსნელი..რაღაც ''ერთმანეთისეული''. ცოტახანში ადგილებს დაუბრუნდნენ და უხმოდ იმგზავრეს რამდენიმე საათი,გზაში თამარს ჩაეძინა და ანდრონიკეს მხარს მიეყრდნო თავით ,ბიჭსაც მალე ჩათვლიმა და თავი, გოგოს თავს დაადო.
-ნახვამდის ანდრონიკე...-ბიჭს გაუღიმა-მადლობა ამ დღეებისთვის-უკვე აეროპორტში იმყოფებოდნენ,თამარი კი თორნიკეს ელოდებოდა
-მომავალ შეხვედრამდე თამარ-თვალი ჩაუკრა და გოგოს მიუახლოვდა,სახეზე ხელები მოკიდა და ყურში ჩაჩურჩულა-არასდროს,არავის გამო არ იტირო,მათ შორის მეც ვარ.და კიდევ, ძილის წინ ჩემ ფოტოებს შეხედე,ფოტოაპარატში რომ შეინახე-ჩაიცინა.'' მან იცის...მიხვდაა...საიდან მიხვდა,რომ სასტუმროში იმ დღეს მის გამო ვიტირე? მიხვდა,რომ მეწყინა? არც მე ვიცი რატომ ვიტირე,იქნებ კედლიდან ხმა გადიოდა? სულელი ვარ,დისნეილენდში წავედით,იქიდან დაბრუნებულს სულელური კითხვა გამიჩნდა,მან კი რომ მიყვირა გული დამწყდა და სასტუმროს ოთახში ვბღაოდი... რა გჭირს თამარ,როდის აქეთ ადანაშაულებ საკუთარ თავს ამ სიხშირით? არავინ არაა ანდრონიკე ინწკირველი,გარდა თანამშრომლისა. რა ჯანდაბა ხდება ჩემ თავს?''. ''ყოველ შემთხვევაში კარგი არაფერი,მტირალა დედალო'' შემოუძახებდა ხოლმე საკუთარ თავს.
-შენი წასვლის დროა,თორნიკე აქეთ,მოდის თუმცა ჯერ ვერ გვხედავს-მოულოდნელად ტუჩის კუთხესთან ძალიან ახლოს აკოცა თამარს,რომელსაც ვერაფერი გაეცნობიერებინა
-ეს..რატომ გააკეთე?-დაბნეული იყო,თან ტუჩები უხურდა
-ისეთი არაფერი გამიკეთებია,რაც არ გესიამოვნებოდა-ირონია გაუკრთა და მათკენ მომავალ თორნიკეს ისე გაუღიმა თითქოს არაფერი მომხდარიყო,ასე ვთქვათ ანდრონიკესთვის ასეც იყო,ეს კოცნა თითქმის არაფერს ნიშნავდა. და-ძმა ერთმანეთს თბილად ჩაეხუტა,თან წარმატებას ულოცავდნენ. ბიჭები ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ,თამარი კი ფიქრობდა ''უნდა გავბრაზებულიყავი? არა! ქაჯობა გამოვიდოდა,17 წლის გოგო ხომ არ ვარ..თან არც უკოცნია. ვახოს რომ ვკოცნიდი ხომ ვგიჟდებოდი,მაგრამ ტიპს არ უკოცნია და რა დამემართა,ვდნები ხოო? ჩამოცხა რაღაც...გამოადგი თორნიკე ფეხი რას ეჭორიკნები დიდი ხნის უნახავი დაქალივით ამ...ამ...მოსიარულე აისბერგს...რაღა აისბერგს,დამწვა ქალი,მაგრამ ჯანდაბას. მაინც ჩემი ''მოსიარულე აისბერგია''..ახლა რა ვთქვი? ჩემიო?! ნამდვილად არ ვარ კარგად,არადა არ მინდა ადრეულ ასაკში ფსიქიატრიულში გამომწყვდევა.''

*********
აეროპორტში თორნიკემ მოაკითხა,ერთმანეთს დიდხანს ეხვეოდნენ,ანდრონიკემ მანამ არ დატოვა თამარი,სანამ თოკომ არ მოაკითხა.სახლში დაღლილი შევიდა,თუმცა როგორც კი ლიზა და ელენიკო დაინახა დაღლილობა ჯანდაბაში მოისროლა
-ჩემი ლამაზიი გოგოო,ჩემი სიყვარული-გულში ჩაიკრა ძმიშვილი
-მომენაატლეე-კისკისებდა გოგო,როდესაც მამიდა ყელს უკოცნიდა
-შენი შოკოლადები ჩამოგიტანეე ელეე-ხელები ერთმანეთს გაუხახუნა გოგომ და ამასობაში რძალი გადაკოცნა
-მალთლაა? მინდაა სოკოლადებიი-ხტუნვა დაიწყო ელემ
-მამიი,ჯერ ხელები დავიბანოთ ხოო?-ხელში აიტაცა უფროსმა ასათიანმა შვილი და ლოყები დაუკოცნა
-კარგიი,ჯერ ხელები დავიბანოთ
-მაა,სწორად თქვი წინადადებაა,ჩემო პრინცესაა-პატარა ცხვირზე აკოცა თორნიკემ
-ხოო თოკო,ზოგჯერ გამართულადაც ამბობს-ჩაიცინა ლიზიმ და სააბაზანოში ქმარს გაყვირა
-ჩემი ლამაზიი,მალე აღარ ვითლიფინებთოო-ჩაიცინა თამომ
ერთი საათი საუბარში და შოკოლადის ჭამაში გაატარეს,თუმცა ლიზისა და თორნიკეს არ გამოპარვიათ თამარის თვალები
-მე შევალ,დავიძინებ კაი? დაივიღალე ძალიან-ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ყველას
-რაღაც სჭირს...-სახეზე ხელები ჩამოისვა
-იქნებ უბრალოდ დაღლილია თოკო?
-არა ლიზ,ვგრძნობ...ხმაზეც ეტყობოდა.რომ გამოიძინებს დაველაპარკები,შენ ჯერ არაფერი უთხრა კაი?-ლოყაზე აკოცა ცოლს და მუხლებზე დაისვა
-კარგი არ ვეტყვი,საუკეთესო ძმა რომ ხარ იცი არა?-ტუჩთან ახლოს აკოცა
-არ ვიცი როგორი ძმა ვარ ლიზ...-ნაღვლიანად თქვა
-შენ საუკეთესო შვილი,ძმა,ქმარი და მამა ხარ! ამას მე გეუბნები-ქმრის ყელში ჩამალა სახე-მშობლები როდის ჩამოდიან თოკო?
-დედიკოს და მამიკოს გაუტკბათ შვეიცარიაში ნეტარება-ჩაიცინა-ერთ თვეში ჩამოვალთო ასე მითხრეს
-კარგია,თვითონაც დაისვენონ,არ აწყენთ, არა?..ელეს რომ დავაძინებ,საწოლი ჩვენ განკარგულებაშია-ვნებიანი ხმით ჩაჩურჩულა ქმარს და ყელში აკოცა
-შენ მიწვევ ქალბატონო ლიზა-ბაგეები დაუკოცნა ცოლს-ელეს მე დავაძინებ კაი?უკანალზე ხელი მოცხო უკვე ოთახისკენ მიმავალ ლიზას,თავად კი ელენეს შეაკითხა ოთახში
-მაა,ძილის დრო გვაქვს-ხელები გაშალა,პატარა ასათიანი მაშინვე მიხვდა რაც უნდა გაეკეთებინა,სათამაშოებს მოწყდა და მამიკოს ფეხებს ხელები შემოხვია,მანაც ხელში აიტაცა ელე,გულზე მიიხუტა,ბავშვმა პატარა ხელები მამას კისერზე შემოაჭდო და თავი მხრებზე დააადო,გაიტრუნა. თორნიკე აქეთ-იქით დადიოდა და პატარა პრინცესას ზღაპარს უყვებოდა,თან მონოტონურად თავზე კოცნიდა და ფიქრობდა ''მადლობა ღმერთო ამ საოცრებისთვის''.

-----------------
P.S. მგონი არც ისე პატარა თავია,თან არ დამიგვიანებია. ჰალილუიაა :D



№1 სტუმარი სტუმარი ნუცა

ძალიან კარგია ძალიან ასე გააგრძელე და არ გვალოდინოოო

 


№2  offline მოდერი Someone wandering

სტუმარი ნუცა
ძალიან კარგია ძალიან ასე გააგრძელე და არ გვალოდინოოო

მადლობა დიდი. ხვალ დავდებ. ძალიაან მიხარია კომენტარებს რომ ვუყურებ,ხალხის აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია disappointed

 


№3 სტუმარი აბლაბუდა

ესეიგი ჩვენი თამარ ქალი და ანდრო დაეჯახებიან ერთმანეთს:))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent