შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოსიარულე აისბერგის მახეში {3 თავი}


23-08-2018, 21:53
ავტორი Someone wandering
ნანახია 2 818

დილით 9 საათზე გაიღვიძა,თვალები მოისრისა,მარცხენა მხარე დამძიმებულად იგრძნო,თავი მიატრიალა და თავის მხარზე თავდადებულ თამარს გადააწყდა,რომელსაც ცალი ხელი ლოყის ქვეშ ამოედო,მეორეთი კი ანდროს წელი დაეოკიპირებინა. ბიჭმა ღიმილით გადახედა საწოლზე უდიერად ფეხებგადახლართულ გოგოს და საწოლიდან ფრთხილად წამოიწია,ისე რომ ის არ გაეღვიძებინა. სააბაზანოში შეიკედლა,დაახლოებით ერთი საათი გრილი ჭავლის ქვეშ ნებივრობდა,იქიდან გამოსულს კი სავარძელში მჯდომი თამარი დახვდა
-დილა მშვიდობისა-ჩაილაპარაკა გოგომ და ბიჭის დაცვარულ სხეულს თვალი უმალ მოაშორა. თან ფიქრობდა ''რა სხეული აქვს ამ ჩემისას,მაგრამ ხასიათი რომ მუღამში უჯვამს?''.
-დილა მშვიდობისა-კვლავ უემოციობა იგრძნო თამარმა,რამაც სრულებით არ გააკვირვა. ''ეს ღრჯო,უჟმური,დასტოინი მამრი,დანა კი არა ჩანგალი არ გაუხსნის პირს,არადა გუშინ კი იღრიჯებოდა''
-დღეს შეხვედრა პირველ საათზე გვაქვს
-ვიცი-''ცოდნია თურმე ბიჭს,არადა მეგონა ისიც არ ახსოვდა,იურისტი რომ იყო,ისეთი გამოქლიავებული სახით გამოვიდა სააბაზანოდან,ეტყობა ბევრს ფიქრობდა ბანაობის დროს...რა ოხრობად გაინტერესებს სააბაზანოში ვინ რას აკეთებდა გოგო? შემოუძახა საკუთარ თავს.''
-კარგი, მე ოთახში დავბრუნდები,მაცნობეს,რომ დასუფთავებას მორჩნენ. მადლობა რომ შემიფარე-ბოლოს ხმადაბლა თქვა
-იმედია ხანძარს არ გააჩენ, რავი მხოლოდ ეგღა დაგრჩა განსახორციებლებელი,აბა წყალდიდობაში უკვე მოგვაქციე და...იცოდე შენი შემფარებელი აღარ ვარ. არც მასეთი კეთილი ვარ-ჩაჩურჩულა,ისე რომ ტუჩებით თითქმის მის ყურს ეხებოდა. ''რას დალენჩდი გოგო და გახევდი ერთ ადგილას,ენა პირში მოიბრუნე და გაეეცი პასუხი ამ ტარზანს. რას შემოგიტევს ხოლმე ეს ჰორმონები. რააა? რა ჰორმონები კაცო, ვახუნხულასთვისაა მხოლოდ ისინი განკუთვნილი. ჰაიტ,არ მომეკარო შე ტარზანო''.
-არც არავინ გთხოვს შეფარებას გორილა-სულ რომ ვერაფერი მოიფიქრა,ბოლოს ის სიტყვა მიაძახა,რითაც ზოგჯერ ანას მიმართავს და ოთახს გაეცალა
-მაცდური ქალი ხარ თამარ ასათიანო,მაგრამ არც იმდენად რომ შენ მახეში მომაქციო.-ჩაიღიმა და საწოლზე წამოწვა
********
პირველ საათზე საქმიან შეხვედრასთან დაკავშირებით რესტორანში იმყოფებოდნენ.
-მოგესალმებით ქალბატონ თამარ და ბატონო ანდრონიქე-ფრანგულად წარმოთქვა მამაკაცმა და ხელი ჩამოართვა მათ
-მოგესალმებით ბატონო ოლივერ-მათაც ზრდილობიანად მიუგეს,ახლა კი თამარმა დაიწყო საუბარი,აღსანიშნავია ისიც,რომ ფრანგულ ენას ძალიან კარგად ფლობდა. პირველ რიგში მათი ქვეყნის შესახებ ისაუბრეს,კულტურასა და ღირსშესანიშნაობებს შეეხნენ,საბოლოოდ კი მთავარ თემას დაუბრუნდნენ.
-ბატონო ოლივერ,როგორც მოგეხსენებათ ჩვენ წარმოვადგენთ ტანსაცმლის დიზაინის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას. მოლაპარაკებებს საქ-ოს ფარგლებს გარეთაც ვაწარმოებთ,2017 წლის სტატისტიკის მიხედვით,მოგახსენებთ იმას,რომ კომპანია ეკენომიური თვალსაზრისით წინა წელთან შედარებით 48%-ით გაიზარდა,რაც ცხადყოფს ჩვენი მასალის ხარისხიანობასა და დახვეწილობას. ამგვარად,თუ ჩვენი კომპანიები გაერთიანდება არც ერთი მხარე არ იქნება უკმაყოფილო,ურთიერთთანამშრომლობით საკუთარ კომპანიებს შევუქმნით საფუძველს,რომ მოდის ტენდეციები საკმაოდ რეალიზებული იყო სხვადასხვა ქვეყნებში. ყველას მოგვეხსენება,რომ საფრანგეთი მოდის ტენდეციების ცენტრია,ასე რომ ჩვენ ძალიან მოხარულნი ვიქნებით ურთიერთთანამშრომლობით,მერწუმენთ თქვენს იმედებს გავამყარებთ და ბიზნესპარტნიორობის შემთხვევაში უამრავ იდეას სისრულეში მოვიყვანთ.-ამ გამოსვლის შემდეგ კიდევ ბევრი ისაუბრეს,საბოლოოდ კი თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და ფორმალური მხარეც მოაგვარენ.თამარი და ანდრონიკე ერთად მიაბიჯებდა სასტუმროსკენ,გოგო იმდენად გახარებული იყო,რომ სრულიად მოულოდნელად ანდრონიკეს კისერზე ჩამოეკიდა
-ძალიან მიხარია,რომ მოლაპარაკებამ წარმატებით ჩაიარა-იცინოდა და ბიჭს ძლიერად ეკვროდა,ანდრომ ხელი ძლიერად მოხვია და ჩაიღიმა
-მეც მიხარია,თითქმის დარწმუნებული ვიყავი,რომ ყვეალფერს თავს გაართმევდი,ვიცოდი,რომ გამოცდილი პიარ-მენეჯერი იყავი. რაც მართალია,მართალია
-მადლობა-ბიჭს მოშორდა და სასტუმროში შევიდნენ-შენც მოთხოვნადი იურისტი ხარ,როგორც სხვებისგან ვიცი
-რაც მართალია,მართალია-თვალი ჩაუკრა
-ხვალ მივდივართ საქ-ში,დღეს კი შეგვიძლია სადმე წავიდეთ...თუ ეს შენც გსურს-ქვედა ტუჩი პასუხის მომლოდინემ მოიკვნიტა
-სიმართლე გითხრა დაღლილი ვარ...-თუმცა როგორც კი ნირწამხდარ თამარს შეხედა ხარხარი ვერ შეიკავა-ასეთი სახით რომ გიყურებ მამა აბრამის ბატკანი მგონიხარ,რომელიც დაჩაგრეს
-რას დამცინი ერთი ვიცოდე. რა უჟმური კაცი ხარ რაა,დისნეილენდში წამოსვლაზე რომ ადამიანი უარს იტყვის-ცხვირი აიბზუა და ხელები გულზე დაიკრიფა
-დისნეილენდში თუ არ წამოვედი ესე იგი უჟმური ვარ?-წარბი აზიდა და ისიც გოგოს მსგავსად დადგა
-მარტო მაგიტომ არა,სხვა ბევრი ფაქტორის გამო ხარ უჟმური, დანა პირს არ გიხსნის,როგორ გიძლებენ შენი მშობლები,მეგობრები ან შეყვარებული?-ხელების შლა დაიწყო,თუმცა შემდეგ მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა,როგორც კი ანდრონიკეს გაავებულ სახეს შეხედა
-მეორედ აღარ გაბედო და ჩემ მშობლებს არ შეეხო-მისკენ ნელი ნაბიჯებით დაიძრა და თითი დაუქნია-შენ არავინ გეკითხება მე როგორ სახეს დავკერავ და მოვიქცევი.უკვე მეორედ,თუმცა უკანასკნელად გეუბნები უკანალის ქიცინს შეეშვი.-კბილებში გამოსცრა და სასტუმროში წავიდა. გახევებული თამარი ერთ ადგილას გაშეშებულიყო,ვერ გაეგო რა ეტაკა ამ ბიჭს ასე მოლოდნელად? თან ფიქრობდა ''იქნებ,დედ-მამა გარდაცვლილი ჰყავს? კი,მაგრამ მე რა ვიცოდი? რას ვატლიკინებდი მე კიდევ ენას,ვერ დავეტიე ჩემ ადგილას? გამოვედი მეც დედა ტერეზა,რას ვუკითხავ ლექციებს ამხელა კაცს,რაც ვაქიცინებ მართლა ამ უკანალს? ოოხ,თამარ ასათიანო ენა გაქვს ძირში წასაჭრელი,მართლა ღირსი ვიყავი რომ ტვინი დაეჩეჩქა'' ქოთქოთობდა და სასტუმროსკენ მიმავალ გზას დაადგა,როდესაც მხარზე ხელი აადდეს და შემოაბრუნეს
-თამჩოო,როგორ ხაარ? რამდენი ხანია არ შევხვედრილვართ-გულში ძლიერად ჩაიკრეს
-თემო? ვაიმე, აქ საიდაან? როგორ მომენატრე-სახე ყელში ჩამალა და ძლიერად მოეხვია ბიჭს
-ასე უნდა ბიძაშვილის დავიწყება გოგო?-თითქოს გაბრაზებით ამოილაპარაკა
-ამას ვინ მეუბნებაა? ტელეფონზე ვარ ჩამოკიდებული საათობით,შენ რომ გელაპარაკები იდიოტო,რას მკადრებ აქ?და საერთოდ,პარიზში რა გინდა?-თვალები მოჭუტა და დოინჯი შემოირტყა
-სალო და მე წამოვედით დასასვენებლად-მხარზე ხელი მოხვია და თავზე აკოცა
-ვაიმე ჩემი სალოო,სად დამიტოვე ბიჭო რძალი? ქმარი გქვია შეენ?-მხარზე ხელი მიარტყა
-გოგო რას გაკაპასდი,ძინავს სალომეს,დაღლილი იყო, მე კიდევ საჭმლის ასატანად ჩამოვედი-გაიკრიჭა
-მზრუნველი ქმარი-ირონიულობა აიკრა სახეზე-წამოდი,კაფეტერიაში დავჯდეთ
-კი ბატონო წავიდეთ,მაგრამ ეს კაცი ასე რომ მოგვშტერებია? როგორც ვიცი თვალს არ მაკლია,თორემ ვიფიქრებდი,რომ ვახოა-ჩაიცინა ბიჭმა. თამარმა უკან მიიხედა და ანდრონიკეს მკაცრ,თუმცა ამავდროულად უემოციო მზერას წააწყდა
-ანდრონიკე ინწკირველია,კომპანიაში მუშაობს იურისტად,ჩემთან ერთადაა მოლაპრაკებაზე წამოსული. უიი,სულ დამავიწყდა, მომილოცე წარმატება,თანამშრომლობაზე დაგვთანხმდა ფრანგი ბიზნესმენი-32 კბილი გამოაჩინა და მხრებზე ხელი მოკიდა ბიჭს
-ვინ არისო ჩემი ჭკვიანი,ლამაზი და გონებამახვილიო, ვინოო? მაგრამ ამასთან ერთად ქაჯი და მოუსვენარიო?-ლოყები დაუწელა გოგოს და გულში ჩაიკრა-აუ ტოო,შენი თმის სუნზე ვგიჟდები
-მე კიდევ შენ სუნამოზე-ღრმად შეისუნთქა სასიამოვნო სურნელი. შორიდან მოსიყვარულე წყვილს მოგაგონებდათ ეს ბიძაშვილები.
ანდრონიკე კი ირონიულ მზერას აპყრობდა მის წინ მდგომთ.სასტუმრო ოთახიდან იმიტომ გამოვიდა,რომ თამარისთვის დისნეილენდში წასვლა შეეთავაზებინა,ისიც მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა.თუმცა გოგო ოთახში არ დახვდა,ამიტომ მისი მოძებნა გადაწყვიტა,პირველ სართულზე ჩამოსულს კი ეს სანახაობა დახვდა,მათკენ ნელი,დინჯი ნაბიჯებით,ჯიბეში ხელჩაწყობილი დაიძრა
-მოგესალმებით-გვერდით ამოუდგა თამარს
-სალამი-გაიცინა თემომ
-ანდრონიკე გაიცანი,ჩემი ბიძაშვილი თემო,თემო ეს ანდრონიკეა,ჩვენი კომპანიის იურისტი-ერთმანეთს თავი დაუკრეს ბიჭებმა.
-აუ თამო,სალო კაფეტერიაში ვეღარ შემოვალ სალოს ავაკითხავ რაა,აი შენ და ანდრონიკე წადით-დაეკრიჭა და ლოყები დაუკოცნა
-კარგი ხო, მიდი შენი ცოლი არ ალოდინო-თავი გააქნია და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა.ახლა მარტონი დარჩნენ.
-ბოდიშს გიხდი რამდენიმე წუთის წინ ზედმეტი მომივიდა-უჩვეულო იყო თამარისთვის ბოდიშს მოხდა,თუმცა რეალობას თვალს ყოველთვის უსწორებდა
-მიღებულია შენი ბოდიში.
-კაფეტერიაში შევიდეთ?-გაიცინა
-კაფეტერია თუ დისნეილენდს გერჩივნა არ მეგონა-მხრები აიჩეჩა
-რაა? სერიოზულა ამბობ? აუუ რა მაგარიაა-უკვე მეორედ ჩაეხუტა ბიჭს,თან კისკისებდა
-სერიოზულად ვამბობ ელპიტე,წავედით?-მხარზე მოხვია ხელი
-ელპიტეს ნუ მეძახი-ცხვირი აიბზუა-თავი მოხუცი ქალი მგონი,რაღაცნაირი სახელია...
-მოხუცი არ ხარ,მაგრამ ბებიაჩემის დაქალივით მართლა ენას რომ ხარ გამობმული?-თამარმა ქვემოდან ახედა მოხარხარე ანდრონიკეს
-მე თუ ელპიტე ვარ,შენ მოსიარულე აისბერგი ხარ...ხმა არ გავიგონო შენი და არ გააპროტესტო
-არც ვაპროტესტებ,შენგან განსხვავებით რეალობას თვალს ვუსწორებ-ხელები ზემოთ აღმართა
-რეალობას თვალს ვუსწორებ-გამოაჯავრა და სახე დაჭყანა.

_____________
p.s. გამლანძღეთ და მიწაში ჩამდეთ თუ გინდათ,ვიცი რომ დავიგვიანე. თუმცა მაინც ველი შეფასებას :D <3 ფოტო ვერ ვნახე ძველი,არადა შენახული მქონდა.ხოდაა,ჩვენი წყვილიც რომ ტომი-ჯერივითაა,არაა? :D



№1 სტუმარი nini

dzlivss rogor velodebodi vifikre agar dadsvtko

 


№2  offline მოდერი Someone wandering

nini
dzlivss rogor velodebodi vifikre agar dadsvtko

რაც არ უნდა გვიან დავდო,არასდროს შევწყვეტ დაწყებული ისტორიის წერას,არასდროს heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი Salome

იქნებ ძალიან აღარ დაგვიანო(( მიხარია რომ გამოჩნდი.

 


№4 სტუმარი სტუმარი ნათია

მიხარია რომ შემოგიერთდით მომეწინა ეს ისტორია და ველი გაგრძელებას

 


№5  offline მოდერი Someone wandering

სტუმარი ნათია
მიხარია რომ შემოგიერთდით მომეწინა ეს ისტორია და ველი გაგრძელებას

უღრმესი მადლობაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent