შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცის არტ ყელა (დასასრული)


26-08-2018, 20:46
ავტორი judi N
ნანახია 1 517

სასაფლაოს დატოვებისას თითქოს სიმსუბუქე ვიგრძენი.. ტკივილი, ცუდი მოგონებები და დაპაუზებული ცხოვრება იქ დავტოვე.
ცხოვრება ყველას რატომ ცდის?! ეს ახალგაზრდა ბიჭი , რომ გავიცანი სიცოცხლით იყო სავსე. ახლა კი ალბათ ძალიან დიდი დრო დასჭირდება ცხოვრებისგან მიღებული ტკივილების მოსაშუშებლად. მე ვეცდები გავაგრძელი იქიდან სადაც დავპაუზდი, თავიდან იქნება კოშმარები, კომის შეხსენება, იქნება შიშები და ისტერია, მერე ნელ-ნელა სხეულიც და სულიც დამშვიდდება და მოვა დავიწყება,რომელიც ამ მომენტს ბუნდოვნადღა დამიტოვებს გონებაში.. ყველაფერი ცუდ სიზმარს დაემსგავსება, რომელიც გაღვიძების თანავე შეწყდა.
სახლში შემოსვლისას ყველაფერს ისე ვათვალიერებ , როგორც პირველად. ვაკო მძიმედ მომყვება , შუქი ავანთე,მაგრამ მხოლოდ ოთახი გაანათა. ჩვენში ისევ იმალება სინათლის სხივი, ისევ ეშინია..
- ვაკო ვილაპარაკოთ
- გიყურებ, მზერას ათასჯერ ვატარებ შენში,მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებ, ვერ გიჯერებ, მგონია, რომ როგორც კი შეგეხები გაქრები.. ასე ხდებოდა, ყოველთვის.
- ვიცი, ყველა შენი სიტყვა მესმოდა. შენი ტკივილი ჩემში იღვენთებოდა , შენი ცრემლები მისველებდა უძრავად მყოფ სხეულს, მე კი ისიც არ შემეძლო , რომ ცრემლები მომეწმინდა შენთვის, ან შენს
თვალებში ჩავკარგულიყავი.
- იმ დღეს , როცა ეს მოხდა ჩემში სისხლთან ერთად ტკივილმა დაიწყო მიმოქცევა. იმ დღეს ჩვენ ბედნიერები უნდა ვყოფილიყავით, სულ სხვანაირი დასასრული უნდა ჰქონოდა იმ დღეს.
- ბუნდოვნად მახსოვს, მხოლოდ ის რომ სადღაც მიგყავდი, გიყურებდი და შენი ყურებით ვერ ვძღებოდი.. მერე იყო აუტანელი ხმაური, იყო დარტყმა , შენი ჩემს თვალებში ჩამახსოვრება და გათიშვა.
- იმ დღეს ალავერდის ტაძარში მივდიოდით, იმ დღეს ჯვარი უნდა დაგვეწერა, უფლის წინაშე უნდა მეღიარებინა ჩემი სიყვარული.. ვერკა, დათი და ნიკა მოგვყვებოდნენ უკან , ეს დღე შენთვის სურპრიზებით სავსე უნდა ყოფილიყო, თუმცა ყველა საშინელებათა ფილმის მომსწრენი გავხდით.. მე ვუყურებდი ჩემს გვერდზე მჯდომი სიყვარული როგორ მშორდებოდა ნელ-ნელა. ისინი კი უკანა რიგებიდან უყურებდნენ როგორ იმსხვრეოდა მანქანა და ჩვენი ოცნებები.
- საკურთხევლის მაგივრად საავადმყოფოს კედლებში გამოვიკეტე. შენთან ყოფნის ნაცვლად, ოთხ კედელში ჩავიკარგე. სიკვდილზე მეტად უშენობის მეშინოდა. ჭრილობებზე მეტად გული მტკიოდა.
კარზე ზარი განუწყვეტლივ რეკდა.
გაღება და ვერკას ფრაზების მთელ სახლში მიმოფანტვა ერთი იყო..
- დრამები, დრამები, დრამები.. ოოჰ ღმერთო როგორ მძულს. იქნებ როდესმე შეწყვიტოთ ტკივილწარსულიდიოტიზმში ჩარჩენა და დატკბეთ აწმყოთი. შენ გაიღვიძე , შენ სატრფო დაგიბრუუნდა , ადექით ახლა და ეხვვიეთ , ჩაკოცნეთ ერთმანეთი და აკეთეთ ჩემი ნათლულები.
- ჩემი ვერკა დაბრუნდა , ნინია როდესმე კიდე რომ დაიძინო მეთვითონ მოგკლავ, ხმას არ იღებდა ეს მოლაქლაქე გიჟი,მარტო ტიროდა და შენზე ისტორიებს ათასჯერ იმეორებდა. ძლივს არ დაბრუნდა?! მოთქვამდა დათი.
- ჩემი ცხოვრების სიგიჟეა ეს გოგო, მივედი და ისე ჩავეხუტე როგორც პირველად დაცემისას მე, რომ წამოვაყენე ბაღში. იმ დღის მერე ვუწვდით ერთმანეთს ყველა გაჭირვებისას ხელს. ყველა ტკივილს ერთად ვუძლებთ და ვიშუშებთ.
-მოკლედ მანქანა და გზა არ გამაგონოთ! ქალბატონო კაბა ვერ ვიშოვე ამ დროს,მაგრამ ეს ფატა ინგას მოვპარე, თავის ქორწილში ეკეთა 87-ში, მარა დაგაკვდება შენც. შენ დათის ბანტიკი გაიკეთე ყელზე,მალეე.
- რას აკეთებ ?
- რაც თქვენ ვერ გააკეთეთ.
კიბეები ჩაგვარბენინა და ჩემი კორპუსიდან ხუთი წუთის გზაზე მდგომ ტაძარში შეგვიყვანა
- გაგიჟდი ? ამ დროს ვინ იქნება აქ.
-მამაჩემის მეგობარია მამა ბესარიონი, ცოტაა ვეხვეწე მამა შოთიკუნას და დაურეკა,სთხოვა, ჰოდა ახლა გველოდება და იქნება გადაადგათ ფეხი.
- ჩემი შეყვარებულის დაქალზე ვფიჟდები , წამოიყვირა ვაკომ .
- აიიი რა ვუყო ამ ბიჭს , მოვაჭამო ეს თხელი ლოყები?! აკისკისდა ვერკა
პატარა, ლამაზ ტაძარში მივაბიჯებდით , წინ მამა ბესარიონი გველოდა.. მასთან მისივლამდე
ყველა მოგონება გაცოცხლდა ,კადრებად გაირბინა და გაქრა.. ვაკოს თვალებში ვჩანდი და ის ჩანდა ჩემს თვალებში. მიყვარდა და ვუყვარდი , ეს საკმარისი იყო სუნთქვისთვის.
საკურთხევლის წინ მდგომებს მღვდელმა ანთებული სანთლები მოგვცა, საკურთხეველში ნაკურთხი ბეჭდებით მღვდელმა ჯერ ვაკო ჯვრით დაჩრდილა და თქვა : „ინიშნება ღვთის მონა ვაკო ღვთის მონაზე ნინია. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულისა“ თითზე ბეჭედი გაუკეთა. შემდეგ კი ბეჭედს სამჯერ პირჯვარი გადააწერა დაა მე გამიკეთა იგივე სიტყვებით.
რიგი რიტუალების შემდეგ ამბიონზე აგვიყვანა, მოგვილოცა შეუღლება და მეჯვარეებსაც მოლოცვისკენ მოუწოდა.
ტაძრის დატოვებისას ნაცნობმა ნიავმა დამიბერა სახეზე, თითქოს ამდენხნიანი ტანჯვის შემდეგ პირველად ამოვისუნთქე თავისუფლად, პირველად არ მეშინოდა არაფრის. ვუყვარდი და მიყვარდა , ეს ორივეს გვყოფნიდა.
სახლში ამოვედით, კარი შევაღეთ, ვერკას ყველაფერზე კარგად უფიქრია , ცერემონიის მსვლელობისას ვაკოს ბებია და ბაბუას ჩვენს რამდენიმე მეგობართან ერთად სახლი მოურთავთ და სუფრა გაუწყვიათ.. ნუთუ ასეთი ამბები რეალურად ხდება და ტანჯვა-წამების შემდეგ არსებობს ბედნიერი დასასრული?! იქნებ ზღაპრებში , რომლებიც ასე გვიყვარდა ბავშვობაში არის რაღაც ნამდვილი..
სტუმრები გავაცილეთ, სახლის მილაგების თავი არვერთს გვქონდა..
- ცოლო
- ქმარო
ვუყურებდი და მასში ვიკარგებოდი, როცა ამიტაცა, ჩემი სუნი შეიგრძნო, თმაში ჩარგო თავი, მერე მისი მარწყვის ტუჩებით დამიკოცნა საახე და ოთახში ამიყვანა. ცოლ-ქმარი?! რა სიგიჟეა, არ ვიცი რა იქნება ახლა , რა შეიცვლება ამ სტატუსით, ალბათ არაფერი, მანამდეც და ახლაც უკიდეგანოდ გვიყვარს ერთმანეთი, ერთმანეთის თვალებით ვხედავთ სამყაროს,ერთმანეთის ყურრებით გვესმის და ერთმანეთის გულით ვცოცხლობთ. ჩვენს გულებში სითბო, სინათლე და სიყვარულია... გიყვარდეთ სამყარო, გიყვარდეთ ერთმანეთი.. გიყვარდეთ უმნიშვნელოც კი მიანიჭეთ მათ მნიშვნელობა და რაიცით იქნებ მათშიც ნახოთ რამე განსხვავებული, ლამაზი... სილამაზე ჩარჩოში მოქცეული სტერეოტიპი როდია.. სილამაზე სულის პატარ პატარა ნამსხვრევებია რომელიც საბოლოოდ ერთ მთლიანობას ქმნის..სილამაზეს ჩვენ თავად ვქმნით.
შუაღამე იყო , უტყვი და უგრძნობი, მაგრამ ყველა ემოციას იტევდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent