შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცის არტ ყელა ( ნაწილი 18)


22-08-2018, 02:07
ავტორი judi N
ნანახია 1 448

კომიდან გამოსვლა ბრმისთვის თვალის ახელას ჰგავს.. ახლიდან აღიქვამ ყველაფერს და უკვე ნაცნობ ნივთებსაც კი თავიდან იმახსოვრებ.. ადამიანის დანახვა გახარებს, რადგან იქ თვალებს მიღმა სამყაროში მათი ნაკლებობაა.. ხმაურით გაჟღენთილს გინდა მხოლოდ ხედავდე ყველას და ყველაფერს...
პალატის კარში ვერკა შემოვარდა.. ჯერ ისტერიულად ტიროდა, მერე იცინოდა და გაიძახოდა ხომ ვთქვი გადაიტანსო, მერე აქეთ-იქით დადიოდა.. ბოლოს დაღლილი საწოლთან დაეშვა..
- მომენატრე, იცი როგორ მაკლდი?! არა ვაკო ჯაყელზე არ მყოფნიდა ეჭვიანობა ახლა კომაზე მაეჭვიანე.
- არანორმალურო, სიცილი ვერ შეევიკავე..
ვაკოს ხსენებაზე რაღააც ძალიან მძიმე ვიგრძენი ჩემში.. ისევ ფიქრებში გავები..
- იცი, ვურეკავ, მაგრამ გამორთულიაქვს.
- ბებიამის დაურეკე.
- დავურეკე და არ გამოჩენილაო, გიჟს გავს ნინია ქალი.. ბოლოს რომ გნახა განადგურებული იყო.. თვალები ჩაუქრა იმედთან ერთად..
- ვიცი ვერკა, მესმოდა, ყველაფერი მესმოდა..
- მართლა? მოიცა სულ ყველაფერი?! ოხ ღმერთო რა სიტყვები დავახარჯე, მეგონა მეცლებოდი ხელიდან თორე იმდენი ტკბილი სიტყვა ამ ხნის გოგოშკა ვარ და ერთად რომ შემიკრიბო წლები არ მითქვამს..
ისევ ისეთი იყო ვერკა.. გიჟი, ბავშვური, სიცოცხლით სავსე.
ჩემი ბულკი ექიმი შემოვიდა, ექიმი დავითი.
- ნინია, როგორ გრძნობ თავს?
- ექიმო ხომ აღარაფერი ემუქრება?! ისევ ხომ არ გახდება მძინარე მზეთუნახავის პატენტი?
სიცილი ვერ შეიკავა ვერც დავითმა
- არა, ნუ ღელავ. ყოჩაღი გოგოა, საბოლოოდ გავსინჯავ და შეუძლია დაგვტოვოს, არა კი მოგვენატრება, გვიყვარდა, ყველაზე წყნარი პაციენტი იყო, არა გაგიკვირდებათ და საერთოდ არ წუწუნებდა..
იხუმრა ექიმმაც და მის ბულკივით მრგვალ სახეზე ორი ქიშმიშივით ნაჩვრეტი გაჩნდა ლოყებთან.
მძიმედ მოვავლე თვალი პალატას, რომელშიც დროის ათვლა თავიდან დაიწყო.. რომლის დეკორაციაც ვიყავი. მასში გაჭედილს ახლა თავისუფლად სუნთქვა შემეძლო, კარიც ჰქონდა. ჩემს წარმოაახვაში ეს ოთახი უკარო იყო, რადგან ვერ ვფხიზლდებოდი და ვერსად გავრბოდი. კარის ზღურბლს გადავაბიჯე, ერთიანად დამეტაკა ჰაერია მასა, რომლითაც ხარბად გავივსე ფილტვები. თვალებს უგზოუკლოდ ყველგან ვაცეცებდი, ყველას და ყველაფერა ვატევდი ჩემს მზერაში, კადრებს ვაგროვებდი და ჩემში ვიმახსოვრებდი.
სახლში დავბრუნდი.. ჩემს სამყაროში, რომლის ყველა კუნჭულში ვიგრძობოდი.. ყველგან ჩემი სუნი და ჩემი ცხოვრების ისტორია იყო.. თითქოს ყველა კუთხიდან შემომეკრა ეს მოგონებები და ერთიანად მშთანთქა.
შხაპი მივიღე და საწოლზე მთელი ძალით დავეხეთქე.. სიზმარს ჰგავდა ყველაფეერი. მეც კი არარეალურად მეჩვენებოდა საკუთარი თავი. ვაკოს განუწყვეტლივ ვურეკავდი, მაგრამ აბონენტი მიუწვდომელი იყო.. მისი სახლისკენ გავუყევი გზას. ერთი ორჯეერ წავბორძიკდი, თითქოს ახლა ვსწავლობდი სიარულს. ცხოვეების ყველა განსაცდელის შემდეგ ახლიდან იდგამ ფეხს.. ახლიდან სწავლობ ცხოვრებას. ნიავის ყველა გათამაშება მაბედნიერებდა.. ჰაერის დაჯახება, ადამიანების დანახვა.. ნაცნობ კორპუსთან მისი მანქანა არ იდგა, მაგრამ მაინც ავირბინე კიბეები, ისევე უძრავად იდგა კარი, როგორც მე რამდენიმე დღის წინ.. მის შიგნითაც ისმოდა ზარის ხმა, მაგრამ იქვე იფანტებოდა და ქრებოდა. ერთი ადგილიღა მრჩებოდა იმედად, ადგილი სადაც უიმედობა ცხოვრობდა.. ადგილი სადაც დრო გაჩერდა, ცხოვრება დაპაუზდა..
მარმარილოს ქვათა სამყოფელში უამრავი სახე იმზირებოდა.. უამრავი წელი ირეოდა.. ქაოსი იყო, ქალი, კაცი, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ყველა ერთად ინაწილებდა მის წილ მიწას. ნაცნობი ქალი გამოჩნდა.. ნაცნობი წლები.. მისი გაქვავებული თვალები, თითქოს მსაყვედურობდა ვაკოს ამ დღეში ჩაგდებისტთვის.. მისი საფლავის გვერდზე კიდევ ერთი ადგილი იყო, მიწის ზემოთ ცოცხალ-მკვდარი ვაკო ჯაყელი იწვა. თვალებზე ხელებ აფარებული ელაპარაკებოდა დედისგან დარჩენილ ქვას.
- გაქრა დედი, ის უკანასკნელი ბჟუტავი იმედიც, მიმატოვა გესმის? შენსავით მიმატოვა. შენ მიწის ქვეშ ხარ, ის მიწის ზევით, მაგრამ არცერთი ხართ ჩემთან, არცერთი მცემთ ხმას. გამიბრაზდით?! გაწყენინეთ?! ასე ნუ მსჯით. ასე ვკვდები, ნელ-ნელა ვცარიელდები.. ადამიანის ჩრდილია მარტოობა. ყოველთვის თან გდევს, როცა ხალხში ხარ იმალება, მაგრამ არ გტოვებს.. არის წამი, წამი რომელშიც მარტო რჩები უამრავი ნაცნობი სახის მიუხედავად და ჩრდილი მთლიანად გეკვრის.. ჩემს სიცოცხლეს დავუთმობდი რომ შემეძლოს ნინიას, მე ვიქნებოდი მის ადგილას და თუ გინდ საერთოდ არ გამეხილა თვალები, ოღონდ ის არ იყოს ასე, ის არ იტანჯებოდეს.. მისი ტკივილი მტკივა, უმისობაც მტკივა, ერთ მთლიან ტკივილად ქცეულს ახალი დღის გათენებაც მტკივა. მოვდივარ და გელაპარაკები, ჩემს ტკივილზე გელაპარაკები და ისევ მხოლოდ მე მესმის ჩემი, ჰაერში ტრიალებს ჩემი ფრაზებიი და ბოლოს ჩემივე სმენას უბრუნდება, ჩემგან მოდის და ჩემამდე ბრუნდება.
ხელები მოიშორა თვალებიდან, გარშემო მოავლო მზერა, მერე მე შემოხედა
- იცი?! ახლაც მას ვხედავ.. ისე ცხადად თითქოს ჩემთან იყოს. მის ყველა ნაკვთს აღვიდგენ. ახლა მოწყენილია, თეთრი სარაფანი აცვია, ანგელოზს ჰგავს დედი.. ბრიალა შავი თვალები ცრემლით აქვს სავსე. თვალების დახუჭვის მეშინია, ქრება და როცა თვალს ვახელ ისევ მარტო ვარ.. სიცარიელე.. მხოლოდ ამ ერთადერთ სიტყვას შეუძლია აღწეროს რას ვგრძნობ ახლა... არავინ მყავს და არავის ვყავარ. თითქოს ყველაფერი ისეა როგორც სხვა დროს, მაგრამ შინაგანად არ ვარ კარგად. ჩემში ერთი დიდი ქაოსია. იმედგაცრუება.. არც ღალატი , არც მიტოვება, არც ტყუილი, არაფერი არ არის იმედგაცრუებაზე რთული. სხვა ყველა გრძნობის შემდეგ შენში რაღაც რჩება , ტკივილი, სიხარული,გაოცება, მაგრამ იმედგაცრუება თითქოს შენში გადის და არაფერს ტოვებს..მხოლოდ სიცარიელეს.
ბოლოს ცრემლები რომ არ გამოქცეოდნენ ძლიერად დახუჭა თვალები, რამდენიმე წამში გაახილა, იქ ვიყავი, ისევ ვჩანდი მის გახუნებულ ნაცრისფერ თვალებში.
- თუ მოვკვდი და ეს ჯოჯოხეთია, უსასრულოდ დავრჩები აქ, ახლა უკვე ვეღარ შეაკავა ცრემლი და მის სახეზე თავისუფლად გაანავარდა.
მასთან უფრო ახლოს მივედი, ფეხებში ძალა გამოცლილი მის გვერდით ჩავიკეცე, ძლივს შევძელი ხელის მის სახემდე მიტანა, ცრემლის კვალს ავაყოლე თითები, მერე მის ყველა ნაკვთს, მის თვალებში ჩემს ანარეკლს ისევ ვხედავდი, მთელი სულით მოვეხვიე და ჩემში ნაგროვები ემოცია გავათავისუფლე, ერთმანეთს ასწრებდნენ ცრემლები თვალებიდან გამოქცევას..
საფლავი ორისთვის იყო. ჩვენ სამნი ვიყავით. ჩვენი ადგილი იქ არ იყო, ახლა არ. სიკვდილ-სიცოცხლეს შორის შემრიგებლის როლს მორგებული ვეკვროდი ვაკოს, ვეკვროდი და სიცოცხლის პულსაციას აღვუდგენდი.. მისი გული ისევ ისე ფეთქავდა, როგორც სიყვარულის ჩვენში დაბადებისას.



№1 სტუმარი natali7777

კარგი იყო, ემოციურად დატვირთული ძალიან მომწონს..

 


№2  offline წევრი judi N

natali7777
კარგი იყო, ემოციურად დატვირთული ძალიან მომწონს..

გმადლობ ჩემო საყვარელო ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent