შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასეც ხდება ხოლმე (ნაწ.2 სრულად )


26-08-2018, 21:25
ავტორი tatiachelo
ნანახია 9 110

ღამის სიჩუმეში გახვეული თბილისი, მიძინებული ქალაქის პოზიციაზე მყოფიც კი ინარჩუნებდა თავის ხიბლს, შესანიშნავი ხედებითა და ძველი იერით. წყვდიადში გამოჩენილი სავსე მთვარის ფონზე, ამ პატარა ქალაქში მყოფი, მეტად ბევრი და გასაოცარი ღირსშესანიშნაობები, კარგად შეიმჩნეოდა. განათებული იყო ბარათაშვილის ხიდი სადაც "წარსული” და ”აწმყო” ერთმანეთს ერწყმის და ძველისა და ახლის ნაზავს ქმნის. ქუჩის დასაწყისში ქართველი არქიტექტორის, შოთა ყავლაშვილის მონუმენტი იწონებს თავს. ამ ქანდაკებისგან არც თუ ისე შორს, მე-12 საუკუნის ქართველი ნეო-პლატონური ფილოსოფოსის, იოანე პეტრიწის მონუმენტიც დგას. ეს ორი ქართული სულისკვეთება მეტად ამშვენებს იქაურობას.. როდესაც ბარათაშვილზე აღმოჩნდებოდა, ყოველთვის მარცხნივ გადაუხვევდა და სიძველეში გახვეულ სახლებს ათვალიერებდა. დიდი დაკვირვებით უყურებდა გაბზარულ კედლებს, ჩამოშლილ აივნებს და დანგრეულ, აღარ არსებულ შენობებს. მის საყვარელ შარდენის ქუჩას, რომ მიუახლოვდებოდა მკრთალად გაიღიმებდა, თვალებს დააწვრილებდა, ღრმად ჩაისუნთქავდა თითქოს სხვა ჰაერს, ფილტვებს აივსებდა განსხვავებული სურნელით და ნელა დაუყვებოდა ძალიან ვიწრო და მოკლე ქუჩას. სანამ ფრანგი მკვლევარი ჟან შარდენი ამ მშვენებას მოინახულებდა მანამდე ქუჩას "ბნელი რიგი" ეწოდებოდა, რადგან იგი გადაჭედილი იყო მაღაზიებითა და სახელოსნოებით. გასაოცარი იყო პატარა, განსხვავებული და სხვანაირად მოწყობილი გარემო. მისთვის დამამშვიდებელს სწორედ ეს წარმოადგენდა. წვრილი წვიმა ერთვოდა მის ნაბიჯებს ნელ-ნელა, რომ მატულობდა..
მას კი არ ანაღვლებდა.
თავზე კაპიუშონი წამოეფარებინა და ისევ მშვიდი, დინჯი ნაბიჯებით მიუყვებოდა გზას.
აგვისტოს დასასრული იყო..
სექტემბრის დასაწყისი.
ზაფხულის ბოლო წუთი და შემოდგომის პირველი წამი. სახე ცისკენ აღმართა. გაეღიმა ცხელ სახეზე წვეთები, რომ იგრძნო.
ნაცნობი სიცილის ხმაზე გვერდით გაიხედა და დაინახა გიკა ხიონაკი ბიჭების წინ, რომ იდგა და რაღაცაზე გულიანად იცინოდა. ღიმილი სახეზე შეაშრა, სახე ზიზღისგან დაემანჭა, თავზე გადახდილი კაპიუშონი ისევ წამოიფარა და ჩქარი ნაბიჯით გაეცალა მისთვის არა სასურველ სილვეტს. არ ელოდა ხიონაკის თბილისში ნახვას. ბოლო იმფორმაციით ბათუმში იყო, ბიჭებთან ერთად და დაბრუნებას ვერ მოახერხებდა სკოლის დაწყებამდე, მაგრამ მას ხომ ყველაფერი უნდა ჩაემწარებინა მისთვის. ისედაც საკმაოდ დიდხანს უწევდა გიკას ატანა. შვიდი წლის იყო ხიონაკი მის მეზობლად, რომ დასახლდა. მეხუთე სართულზე მცხოვრები მოსვენებას არ აძლევდა მეოთხეზე მცხოვრებს, თავისი აუტანელი საქციელებით. მალევე დაუახლოვდა უბანში მაცხოვრებლებს, არ გაჭირვებია ხიონაკს ახალთან შეჩვევა..
ის?
არა ის არასოდეს არ ელაპარაკებოდა გიკას. არასოდეს მიუქცევია მისთვის ყურადღება.. ეზოში ჩასული ბარდიურზე ჩამოჯდებოდა და წიგნს კითხულობდა. ხიონაკი ცუდი ბიჭის, როლში იყო და არც გამოსულა ამ როლიდან. აწვალებდა წითურ, დაუცველ, ობოლ გოგოს სხვადასხვა ოხუნჯობებით. ბაბალე არ იყო ისეთი, როგორიც ყველა. ჩაკეტილი ბავშვი გახლდათ. თავის ნაჭუჭში მყოფი, რომელიც არასოდეს დალაპარაკებია არავის მის ტკივილზე. ერთადერთი მეგობარი ყავდა. ანასტასია დვალი.. განსაკუთრებით უყვარდა ეს გოგო მისი სიგიჟეებითა და სითბოთი. ერთად სწავლიბდნენ ანასტასია, გიკა და ბაბალე.. ერთ სკოლაში, ერთ სართულზე ერთ კლასში..
ქებურია წითური, ჭორფლიანი, მწვანეთვალება და უბრალო სულის მქონე გოგო იყო. ჭკვიანი და ნიჭიერი. გართობის არა მოყვარული.. სწავლაზე მიჯაჭვული.. დედისა და მამის გარდაცვალების შემდგომ ბებიამ გაზარდა, ახლაც ბებიასთან ერთად ცხოვრობდა და მას უვლიდა. თავ დაუზოგავად სწავლობდა, რათა მიზნისთვის მიეღწია და თავისი ადგილი დაემკვიდრებინა. სწავლობდა თავისი ერთფეროვანი ცხოვრება, რომ შეეცვალა და ბედნიერება ეპოვა. აბიტურიენტი იყო, მაგრამ ისეთი არა როგორიც ხიონაკი. ფულის არქონის გამო თავად სწავლობდა... ბაბალეს ძალიან აღიზიანებდა ხიონაკის ფეხებზე მკიდიობა, გიკას მშობლების ადგილზე ასე არ გაანებივრებდა ისედაც გაგიჟებულ, თავის თავზე გაფანატებულ ბიჭს. ისე მშობლებს არაფერს ერჩოდა.. 7 წლიდან იცნობდა ზევითა მეზობლებს, რომლებსაც 10 წელი აკვირდებოდა.. ლუკა ხიონაკი და ლიკა თოდუა ყველაზე ზე ცოლქმარად ითვლებოდნენ და ერთმანეთისთვის შექმნილები გახლდნენ.. მხოლოდ ერთი ნაკლი ქონდათ.. თავიანთი შვილი. ამას უკვე საშველი აღარ ექნებოდა და აბა რა აზრი ქონდა ლაპარაკს. ჩაფიქრებული კორპუსისკენ მიმავალ გზაზე გადადიოდა ფეხებთან სწრაფად მოძრავი მანქანა, რომ გაუჩერდა. გულ აფართხალებულმა გახედა მომღიმარ მძღოლს და ხელი მარცხენა მხარეს მკერდთან მიიდო..ნერვები უარესად აეშალა საჭესთან მოთავსებული გიკას დანახვაზე. სწრაფი ნაბიჯით წავიდა და სადარბაზოს კიბეებს აუყვა.. კარები ფრთხილად გააღო ბებია, რომ არ გაეღვიძებინა. ოთახში შევიდა და პირდაპირ ჩაეშვა საწოლში. იცით როდის შესძულდა ასე მძაფრად გიკა ხიონაკი? მეხუთე კლასში. უნებლიედ, მისმა გულმა გიკას ძმაკაცი ანდრია თორია, რომ მიითვისა და შეიყვარა. ანდრიასაც მოწონდასავით, მაგრამ ხიონაკმა იმდენი გააკეთა გოგო უბრალოდ მასხრად ააგდებინა თორიას. ყველამ დასცინა.. აბუჩად და მასხრად აიგდეს უბრალო მიზეზის გამო, რომ ანდრო უყვარდა და ის ანდროს ღირსი არ იყო.. ვეღარ გაუძლო ბაბალემ და იმ წლის მეორე სემესტრიდანვე შეიცვალა კლასი. მაგრამ ამასაც ხომ ბედი უნდა? შემდეგ წელს კლასში არსებული 15 მოსწავლის გამო უაზროდ მიიჩნიეს მეორე ჯგუფის შექმნა.. აი სწორედ ასე და ამგვარად ისევ ერთად მოთავსდნენ ხიონაკი და ქებურია. წლები გავიდა და ბავშვური სიყვარულიც გადაივიწყა.. მაგრამ ახლა ანდრია თორია იყო გაუსაძლის სიტუაციაში. როლები გაიცვალა.. წამოზრდილი, დაქალებული, ჭკვიანი, სრულფასოვანი და განსაკუთრებული თვისებების მატარებელი ქებურია შეუყვარდა თორიას. არა ბავშვურად, არამედ ასე გულწრფელი ნაღდი გრძნობით. გიკას, რომ უთხრა ბაბალე მიყვარსო. ხიონაკს ხარხარი აუტყდა. მეღადავებიო გაიძახოდა.. ხო და ამასაც დაცინვის ობიექტად ყოფნა არ სურდა და სიცილში აყვა. გეღადავები აბა მაგას რა შემაყვარებსო..
"თავის თავში ჩაკეტილებს ზურგს უკან სხვა ფიქრები ქონდათ".
აგვისტოს ცხელ თვეში მიტოვებული თბილისი მალევე გაივსო სექტემბერში. ისევ იგივე ტემპში ჩადგა საზოგადოება, შემოდგომის ტალღას აყვნენ.. კვლავ სამსახურები და სასწავლებლები.. დაკისრებული ვალდებულებები და თან დართული თავდაუზოგავი შრომა. ზაფხულის დასვენება წამიერი აღმოჩნდა ბავშვებისთვის.. ჯერაც არ იყვნენ გამოსულები იმ ეიფორიიდან რასაც სკოლაში არ სიარული ერქვა..
ახლა?
ისევ დაიწყო მათი სატანჯველი. პირველი დღე და ახალი სასწავლო წელი. მეთორმეტე კლასელებისთვის რთულად გადასალახი ჯოჯოხეთი.
-ჩემო ბაბალე.. სკოლის წინ გაჩერებული მანქანიდან გადმომხტარი ანასტასია ყვირილით მირბოდა მეგობრისკენ. -როგორ მომენატრე ბაბი. ხელები მოხვია დიდი ხნის უნახავ დაქალს და ლოყაზე აკოცა.
-მეც მომენატრე ან.. როგორც ყოველთვის სიმშვიდე არ დაუკარგავს ქებურიას და მისი გიჟი გოგოს მსგავსად ეზოში მდგომების ყურადღებაც არ დაუმსახურებია.. მანქანიდან გადმოსულ მაქსიმეს ღიმილით მიესალმა. ბიჭმაც ხელი აუწია მისალმების ნიშნად და ხიონაკისკენ დინჯი ნაბიჯებით წავიდა. სამაგიეროდ გიკა იყო აცდენილი დასტოინობას და მაქსიმე დვალის დანახვაზე ისეთი სისწრაფით გაექანა მისკენ ბიჭი ლამის ადგილიდან მოსწყვიტა და დასცა ძირს. ანასტასია გვერდით ამოუდგა გოგოს და შენობისკენ გაემართნენ..
-შენ არ უნდა ნახო? გიკასკენ ანიშნა თავით.
-ვნახე გუშინ ჩვენთან იყო გამოსული თავის შეყვარებულთან ერთად. სახე დამანჭა.. -ისე ვერ გავიგე რამ შეაყვარა.. მხრები აიჩეჩა და გაღიმებულმა შეხედა ბაბის.. -გუშინ ანდრიაც იყო ჩვენთან.
-არ მაინტერესებს ეგ ხომ იცი? სულერთიას სახით შეხედა, თვალი ჩაუკრა და საკლასო ოთახში შევიდა. მასწავლებელს მიესალმა და მის წინ დაჯდა. ანასტასიაც გვერდით მიუჯდა. -ნიკა ბიძია და ნიდა დეიდა როგორ არიან? თემა შეცვალა და დანაღვლიანებულ გოგოს მიუტრიალდა.
-რაჭაში დარჩნენ.. გაეღიმა დედ-მამის გახსენებაზე. -მე და მაქსი დავბრუნდით გუშინ მარტო, ეგენი ერთი კვირით იქნებიან იქ. ლამარა ბებო როგორაა?
-გუშინ წინ გახდა ცუდად, ახლა არაუშავს.. სევდიანად გაიღიმა. -სამსახური ვიშოვნე შენ სანამ ისვენებდი და გყავდი მიტოვებული.. თითქოს ნაწყენმა აარიდა თვალი, მაგრამ ტუჩის კუთხე ჩაუტყდა. დვალმა თვალები გააფართოვა და დაქალს ხელზე დაქაჩა.
-აქამდე არ უნდა გეთქვა? სასაცილოდ აიქნია თითი და დოინჯი შემოირტყა წელზე. -როგორ არ მითხარი ბაბალე?
-გუშინ გადავწყვიტე. ჩემი სადარბაზოს ქვევით, რომ მაღაზიაა აი იქ ვიმუშავებ..სხვა გზაც არ მაქვს თან. გაუღიმა გაბრაზებულს. -ბებოს პენსია გადასახადებს ძლივს ყოფნის, ამას დამატებული წამლები, თან უნარებზე მინდა შესვლა..
-ხო ვიცი. დამნაშავესავით ჩახარა თავი. -მე გასესხებ ფულს. გაბრწყინებულმა ახედა.. -რამდენიც დაგჭირდება.. მამას გამოვართმევ, ვეტყვი რაღაც უნდა ვიყიდოთქო და მოგცემ.. როცა გექნება მაშინ დამიბრუნე.
-არ გამოვა მასე. თავი დახარა -რამეს მოვახერხებ, ჩემით. მადლობა ან.. ყველაზე კარგი ხარ. ძალიან მიყვარხარ.. ჩაეხუტა დაქალს და კარებში შესულ ანდროს დანახვაზე თვალები დახუჭა. ზარის დარეკვიდან 15 წუთის შემდგომ შევიდა გიკა და ანდრიას გვერდით მოთავსდა. არაფერი არ იყო განსაკუთრებული, ერთი ჩვეულებრივი დღე დაუსრულებელი, ახლი მოსწავლის გაცნობითა და ზაფხულის არდადეგებით გაჟღენთილი ამბებით. ბაბალეს მოსაყოლი არაფერი ქონდა, ამიტომ ფანჯარაში იყურებოდა და ყურადღებას არ აქცევდა ხიონაკის მოყოლილ ბათუმურ ვოიაჟს. რაღაცნაირი უჩვეულო შეგძნება დაეუფლა სკოლიდან გამოსვლისას ანდრიას თვალებს, რომ წააწყდა. ანასტასიას ელოდებოდა სკოლის ეზოში ხიონაკის შეყვარებულთან და თავად ვაჟბატონთან ერთად, რომ იდგა და რაღაცას გაცხარებით უხსნიდა. დითხანს უყურა თორიამ, ბოლოს ღრმად ამოისუნთქა სიგარეტი გადააგდო და წინ წამებში აესვეტა წითურს. არაფერი უთქვამს, ცოტახანს თვალებში უმზერდა და იღიმოდა. არც ბაბალე არღვევდა დუმილს.
-ბაბი, როგორ ხარ? თორიამ ისე კითხა ქებურიას თითქოს წლები იყო გასული მას შემდეგ რაც არ უნახავს. გოგოს ჩაეცინა, ორი ნაბიჯით უკან დაიხია და ანდრია აათვალიერა. ბიჭი აშკარად ნერვიულობდა. თავზე გადაისვა ხელი და თვალი ასფალტს გაუსწორა. -არ მელაპარაკები? ჩუმად კითხა წინ მდგომს და თავი ნელა აწია ზევით. -ბაბალე ისე ნუ მექცევი როგორც ქანდაკებას. წყობიდან გამოვიდა და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.
-არ ხარ? არ ელოდა ასე თუ შეუბრუნებდა ქებურია კითხვას.
-შენთვის ვაარ? თვალები აემღვრა და ხმა გაებზარა. ის დღე გაახსენდა ბაბალეს ხელი თავად, რომ კრა და თავისი თავი შეზიზღდა.
-ხარ. უემოციოდ, მაგრამ მკაცრად უთხრა და მათკენ მიმავალ ანასტასიას და მისთვის აუტანელ წყვილს გახედა. ხიონაკი ისე ეხვეოდა თავის შეყვარებულს, როგორც ხეს სურო. -წავედით? ანასტასიას მიუახლოვდა. გოგონამ თავი დაუქნია..
-იმას რა ჭირს ტო? გიკა წარბებ შეკრული უყურებდა მიმავალ ბაბალეს და ნერვები ეშლებოდა მის სიმშვიდეზე. ადრე ან ჩხუბს დაუწყებდა ან ატირდებოდა. ახლა კი უემოციო და უგრძნობი ადამიანივით იქცეოდა.
-რაში გაინტერესებს შენ ბაბალეს მდგომარეობა? ეჭვიანობის პიკზე იყო ნიაკო.. ბიჭს გაეცინა გოგოს გაკაპასებაზე, მისკენ მიქაჩა და ტჩის კუთხეში აკოცა. ანდრია უბრალოდ აორთქლდა და ისეთ ადგილას აღმოჩნდა სადაც ყველაფერს გადაივიწყებდა. კლუბის მეტი ხომ არაფერი უშველიდა.
სახლში მისულ ბაბალეს ბებია ფეხზე ამდგარი, რომ დახვდა ძალიან გაუხარდა. სამზარეულოში იყო და რაღაცას ამზადებდა. იმდენი აკოცა ქალს დანაოჭებულ ლოყაზე სანამ ლამრო არ გაუბრაზდა და არ გააგდო სამზარეულოდან, მანამ ვერ მოისვენა. საღამომდე ოთახში იყო და მეცადინეობდა, მერე ბებიასთან გავიდა წნევა გაუსინჯა, წამალიც დაალევინა და სამსახურში წასასვლელად მოემზადა. ფეხით ჩადიოდა კიბეზე უფროს ხიონაკს, რომ შეეჯახა.
-ბოდიში. თვალი ვერ გაუსწორა დაზარალებულ ლუკას.
-არაუშავს ბაბი. გაუღიმა და გოგოს თავზე ხელი გადაუსვა. -როგორაა ლამრო? ისევ აწუხებს წნევა?
-კარგად არის. ხანდახან აქვს ხოლმე.
-შენ უვლი და კარგად იქნება აბა რა იქნება. გაუცინა ქებურიას. -ფრთხილად ჩადი კიდე ვინმეს არ შეასკდე. სიცილით გააფრთხილა და კიბეები აირბინა.
-მოვედი.. დაიყვირა მამაკაცმა, რომელიც პარკებით ხელდამშვენებული შევიდა მისაღებში და ცოლს ლოყაზე აკოცა. ქალმაც ღიმილით უპასუხა და სამზარეულოში გაყვა.
-ლუკა.
-რა იყო ლამაზო? პარკები მაგიდაზე დააწყო და ცოლს მიუბრუნდა. -ხომ გვაქვს მშვიდობა ოჯახს?
-რა ვიცი თუ არ დაგვაქცევს ეს შენი ორეული მაშინ გვექნება. წარბები შეკრა და ქმარს მიეხუტა.
-ახლა რაღა ჩაიდინა? მკაცრად იკითხა.
-საცოლე უნდა ამოიყვანოს და წარგვიდგინოს. თვალებში მიაჩერდა კაცს.
-ვინ საცოლე? დაძაბულმა იკითხა.. ქალმა მხრები აიჩეჩა და მეუღლეს გაცილდა. -გადამრევს ეგ ბავშვი. რა სუ მე დამემსგავს ტო.
-შენი შვილია და ვის უნდა დამსგავსებოდა სხვას?
-ხო ეგეც მართალია. გაიცინა. -როდის უნდა დაგვაყენოს თავზე თავისი საცოლე?
-რა ვიცი. დილით მითხრა ამოვიყვანო და.. სიტყვა ლუკას ტელეფონმა გააწყვეტინა. მამაკაცმა სწრაფად ამოიღო ჯიბიდან მობილური და იოანეს ზარს უპასუხა.
-რაო ვეღარ ძლებ უჩემოდ? სიცილით კითხა და მომცინარ ლიკას თვალი ჩაუკრა.
-ახლა შენი უაზრო გამოხტომებისთვის მცხელა?
-აბა გცივა?
-40 წლის, რომ ხარ როდის უნდა შეგეტყოს?
-ორ წელს ნუ მიმატებ. გაბრაზებულმა წარბები შეკრა. -38 წლის ვარ ჯერ და წინ მაქვს კიდევ ცხოვრება. ახლა ჩემ წლოვანებაზე სალაპარაკოთ დარეკე?
-ხო მართლა რაზე გირეკავ. ხვალ ბაკურიანში მივდივარ იმ სასტუმროს ამბავზე და ქეთოს ხომ დაიტოვებს ლიკა ერთი დღით? ნიდა რაჭაშია თორემ არ შევაწუხებდი ლიკუნას.
-რას მიხსნი ბიჭი, გამოიყვანე დღესვე დავიტოვებთ თუ გინდა.
-ჯიგარ.
-ნიკოლოზს ელაპარაკე დღეეს?
-ხო დილით დავურეკე.
-ეეე გამიტყდა ტო. მაგას რატო დაურეკე ჩემამდე? გაბრაზებულმა წარბები შეკრა და მისაღებში გავიდა.
-ვაფშე არ უნდა დამერეკა.. გაღიზიანდა იო.
-რას მირეკავდი მერე?
-აუ ახლა თუ გამოვარდი მანდ ჩაგმარხავ.
-რა დღეში გაქვს ნერვები.
-ფუ შენი.. გულში შეაკურთხა და ტელეფონი გათიშა.. ლუკამ სიცილით მიაგდო მობილური და მისაღებში შესულ შვილსა და სარძლოს შეხედა.
-გამარჯობა. გოგომ ჩუმად დაიჩურჩულა და სამზარეულოდან გამომავალ ქალს გაუღიმა. ლუკიტომ უმცროს ხიონაკს გახედა .
-გაიცანით ეს არის ჩემი ნიაკო. ღიმილით წარუდგინა მის გვერდით მყოფი.
ლუკამ თავი დაუკრა და ლიკას თვალით ანიშნა სამზარეულოში გაყოლოდა.
-სირცხვილია. თვალები უბრიალა ქმარს.
-სირცხვილი კი არა დროზე დაახვიოს ამ ცარაბუტა ბავშვმა აქედან თორემ გადავაბავ ორივეს ერთმანეთზე.
-შენ ხომ არ გაგიჟდი? რანაირად იქცევი ქმარს ხელში სწვდა და მისკენ დაქაჩა.
-მე მეგონა ხუმრობდა.. მეღადავება ახლა თუ რას შვება ვერ ვხვდები. რა საცოლე ? ღადაობთ დედა-შვილი თუ ჩემი გაგიჯება გინდათ? 17 წლის ლაწირაკს ცოლი მოუნდა თურმე. ცოტაღა აკლდა ყვირილამდე.
-გაჩერდი დამშვიდდი და გავიდეთ.
-ასე მშვიდად როგორ ამბობ გოგო? გავგიჟდები ახლა. ღრმად ამოისუნთქა და თვალი მისაღებისკენ გააპარა. -თან დავით ხახუბიას შვილია.. როგორ მეზიზღება ეგ კაცი. სახე მოეღრიცა.
-თავისი ცხოვრება და რაც უნდა ის ქნას. თანაც კარგად იცი შენი შვილის ხასიათი.. მალევე მობეზრდება ეს ურთიერთობა..ტუჩებში მოწყვეტით აკოცა და მაცდურად გაუღიმა ქმარს.
-ისე მართალი ხარ. ოდნავ დამშვიდებული გავიდა მისაღებში და ტყავის დივანში მჯდომი შვილის კალთაში დასკუპებული ვითომ სარძლო, რომ დაინახა თვალები ლამის შუბლზე აუვიდა. ხველება აუტყდა.. გიკა მიხვდა მამამისის თვალების ბრიალს და გოგონა გვერდით გადასვა, რაც ნამდვილად არ მოეწონა ნიაკოს. ლიკამ წვენი და ნამცხვარი გამოიტანა მისაღებში და პატარა მაგიდაზე დააწყო. გოგომ წვენი მოსვა და გიკას უფრო მიეხუტა.
-როგორ გაიცანით ერთმანეთი? ლუკა მკაცრი მამის როლში იმყოფებოდა.
-რა მნიშვნელობა აქ? გიკამ დაბღვერილმა გადახედა მამამისს. ლიკა დაიძაბა ლუკას თვალებში განრისხებული ჭინკები, რომ დაინახა.
-გიკა.. გოგომ ხელი მუხლზე დაადო . -ჩვენ საერთო მეგობრის დაბადებისდღეზე შევხვდით. სიტუაცია გამოასწორა ნიაკომ და მომავალ მამამთილს გაუცინა. კითხვებს აყრიდა ლუკიტო წყვილს და მათგან მხოლოდ მოკლე პასუხს ისმენდა. ბოლოს დასკვნა ასეთი იყო. მთლად ცუდი გოგოც არ იყო დავით ხახუბიას შვილი. ნუ დასაწუნი გარეგნობა ნამდვილად არ ქონდა, სწორედ მაგიტომ იყო 14 წლიდან მოდელი. ბევრი ლაპარაკის შემდგომ სახლიც დატოვა წყვილმა და გასართობათ კარაოკე ბარში წავიდნენ, სადაც უკვე ელოდნენ მეგობრები.
ბაბალე მაღაზიაში იყო ამ დროს. ხალხი არ ჩანდა, ამიტომ წიგნს კითხულობდა. თორმეტს 15 აკლდა. სულ რამოდენიმე წუთი რჩებოდა მაღაზიის დაკეტვამდე და ბაბიც წამებს ითვლიდა. მობილურზე ანასტასიას წერდა კარები, რომ გაიღო და მაღაზიაში ხიონაკი შებანცალდა.
-რა გნება... გიკას დანახვაზე თვალები გადაატრიალა. -ეს ლოთიღა მაკლდა ამ ღამით. ჩაიბურტყუნა თავისთვის და სალაროსთან მდგომს ახედა. -რა გინდა? არყის სუნმა, რომ მიაღწია მის ცხვირთან მაშინვე ხელი აიფარა.
-ყველგან შენ როგორ ხარ ჰა? ხელები ჩამოდო სალაროს მაგიდაზე და გოგოსკენ გადაიხარა. - აქაც მე ვარ იქაც მე ვარ იმიტომ, რომ ბაბალე ვააარ.. წაიღიღინა ხითხითით.
-რა გინდათქო? ყურადრება არ მიუქცევია მისი ცანცარისთვის, ისევ მშვიდად კითხა.
-ვა. რა ნერვები გაქვს შენ ტო.. თავი გადააქნია.. -მალბორო Goldი მომეცი ორი პაჭკა.
-აჰა აიღე. ფეხზე წამოდგა, ორი შეკვრა აიღო და წინ დაუდო.
-ამ ზაფხულს თავი რამეს დაარტყი? მისი სიმშვიდით გაოცებულმა კითხა.
-შენთან საბაასოდ არ მცალია. ნაგლურად გაუღიმა და კარისკენ წავიდა.
-რა სამწუხარუა.. გულ დაწყვეტილის პოზიცია შეინარჩუნა და შენობიდან გავიდა. კედელს მიეყრდნო და სიგარეტის მოწევა დაიწყო. ბაბალე მაღაზიის კარს კეტავდა. -თუ გინდა დაგეხმარები.
-არ მჭირდება. ღრენით გამოხედა.
-არც თავს ვიკლავდი დიდად.. გაუღიმა
-საიდუმლო აღარ არის ხო რო მძულხარ?
-არა.. თუ არ ვცდები 7 წლიდან.. ისევ იღიმის.
-ზუსტად. სულ რაღაც 10 წელი და რამოდენიმე თვე. სადარბაზოში შესულ ბაბის უკან გაყვა.
-ამ შენს წითელ თავს როგორ იტან? ზიზღით შეხედა თმებზე.
-შენ? სწრაფად შებრუნდა გაღიზიანებული. -შენ გული არ გერევა შენს საქციელებზე? ამაზრზენი რომ ხარ? თვალები ისე გაუმუქდა, როგორც წვიმის დროს ცისფერ ცაზე გამოჩენილი შავი ღრუბელი.
-ისე ნუ იზამ ჭკუიდან გადავიდე და რამე არასწორი ჩავიდინო. კბილები ერთმანეთს დააჭირა და გოგოს გვერდი აუარა. -მერე შენი დასტოინობაც და ანასტასიას მეგობრობაც სუ ფეხებზე. არ გეხები არ მეხების პრინციპით ვიყოთ. მოაძახა და სახლის კარები შეგლიჯა. მანქანის გასაღები ტყავის დივანზე მიაგდო და თვითონაც ჩაეშვა შიგნით. თვალები დახუჭა და თავი უკან გადააგდო.
-ვერთობით და ვგულაობთ ახალგაზრდავ? ლუკა წამოადგა თავზე.
-კაი რა მამა ახლა შენი გახურება არ მინდა.. მეძინება. ფეხზე წამოდგა.
-დაეტიე მანდ. ხელი კრა და კუთვნილ ადგილზე დააბრუნა. -17 წლის ლაწირაკის კვალობაზე დიდი მიზნებით მოძრაობ. ცინიკურად გახედა შვილს და მის წინ ჩამოჯდა..-საცოლეც გყოლია თურმე..
-ნიაკოზე ცუდის თქმას თუ აპირებ მაშინ არაფერი გვქონია სალაპარაკო.
-გიკა. ლუკას მიერ წარმოთქმული მისი სახელი ყოველთვის აშეშებდა, ახლაც ერთ ადგილზე იდგა და ელოდა ცხოვრებისეულ ლექციას. -ნაღდად გიყვარს?
-დავიფიცო თუ დავიგინო?
-ცხოვრების აზრზეც არ ხარ. ხელი ჩაიქნია და შვილს თმები აუჩეჩა. - გაერთე სანამ დრო გაქვს, მაგრამ ძაანაც ნუ მიქარავ.. ცოლის მოყვანა ჯერ არ იფიქრო. თვალი ჩაუკრა და თავის ოთახში შევიდა.
ფანჯარასთან იდგა და სავსე მთვარეს აკვირდებოდა, თან ნიაკოს ელაპარაკებოდა ტელეფონზე.
მქრთალ განათებაზე შენიშნა სადარბაზოდან გასული ქებურია და თვალი გააყოლა მიმავალს.
ცეცხლისფერ თმას ქარი უფრიალებდა, ნაზად ეხებოდა მოცეკვავე ნიავი სახეზე და ღიმილი ედებოდა ბაგეებზე. სწრაფი ნაბიჯებით მიუყვებოდა ქუჩას, თითქოს გაქცევა სურდა. შავთელის ქუჩაზე მარტოდ მარტო მყოფს ყვირილი მოუნდა, თითქოს რაღაც ახრჩობდა, გულს უღრნიდა, შინაგანად ტკიოდა, ცრემლები დაუკითხავად ცვიოდა თვალებიდან, იმდენად აწუხებდა შინაგანი სიმარტოვე და სიცარიელე, რომ ვეღარ სუნთქავდა. დაღლილი იყო.. ყველაფრისგან დაღლილი. ცხოვრებისგან განწირული არაფრის მქონე. დითხანს იდგა ერთ ადგილას გაშეშებული და იმ წარსულზე ტიროდა, რომელსაც ვერაფრით შველოდა, მომავლითაც ვერ ფარავდა იმ დამპალ წლებს გაყინულ ქანდაკებად, რომ აქცია და ბავშვობის სილაღე წაართვა. დედ-მამის სიყვარული სურდა. მათი სურნელი, სითბო უნდოდა. 4 წლიდან გამქრალი დედისა და მამის სახის წარმოდგენაც უჭირდა, იმდენად იყო მისი გონებიდან წაშლილი. არც ერთი წამი არ ქონია სასიხარულო. ვერ იხსენებდა ბედნიერ ერთ დღეს. მხოლოდ მონატრებით იყო ავსებული განვლილი წლები და ასე გძელდებოდა მომავალშიც. ბარდიურზე ჩამომჯდარი ფიქრობდა ძალიან ბევრს. თითქოს დამშვიდებული ფეხზე წამოდგა, ნელი ნაბიჯით წავიდა სახლისკენ და იქ, იმ წამს, სწორედ იმ დღეს სამუდამოდ დამარხა მისი წარსულის ყველა ცუდი მოგონება.
---
გიკა ხიონაკისთვის ბაბალე ქებურია ამოუცნობი იყო. ყოველთვის იზიდავდა მასში არსებული უხილავი სხივი და არ აძლევდა საშვალებას სამუდამოდ, რომ გაექრო მისი არსებობა გონებიდან. პირველად ეზოში ნახა, ჩუმად მჯდომი მკაცრი გამოხედვით, ზიზღიანი მზერით მომზირალი წითური. იმ წამიდანვე მიიქცია მისი ყურადღება გოგონამ, ან და როგორ არ მიიქცევდა მზესავით ანათებდა და კაშკაშებდა. მისი წყობიდან გამოყვანა ისე ახალისებდა ყმაწვილს, რომ ბაბის გაბრაზება ჩვევად ქონდა გადაქცეული. უბრალოდ რაღაც ამოუხსნელი იყო მასა და ბაბალეს შოორის, რასაც ვერავინ ვერ დაარქმევდა სახელს. მეათე კლასში ყოფნისას გაიცნო ნიაკო ხახუბია. ლამაზი, მომხიბლელი, მდიდარი და უკვე ქალად ქცეული. ძმაკაცებისგან სმენოდა მისი უდიდებულესობის სილამაზეზე. ერთი თვე ისმენდა ყველასგან ხახუბიას თვალის მომჭრელ გარეგნობაზე სხვადასხვაგვარ ფრაზებს. გონებაში აკვიატებად ქონდა უნახავი გოგო, რომელიც ძმაკაცის წვეულებაზე დაგეგმილად გაიცნო და მას შემდეგ ხელიც არ გაუშვია მისთვის. უყვარდა თუ არა ამას ვერავინ გაიგებდა.. ხიონაკს სართოდ ვერ გაუგებდით რა უნდოდა და რა სურდა. ნიაკოზეც ვერ ვიტყოდით რა გრძნობა ქონდა ბიჭის მიმართ, მაგრამ ფაქტი ერთი იყო. უკვე ორი წელი ერთად იყვნენ შეყვარებულების სტატუსით.
-გიკა მაღაზიაში ჩადი დე და პროდუქტი ამომიტანე. მძინარე შვილის ოთახსი შესულმა ლიკამ, ფარდები გადასწია და განკარგულება გასცა.
-მმმ. ამოიზმუილა და გვერდი იცვალა.
-გიკათქო.
-მივდივარ. გაბრაზებული, დაბოხებული და გაღიზიანებული ტონით თქვა და საწოლიდან წამოდგა.-რა ამოვიტანო? შარვალს იცმევდა და თვალებს სასაცილოდ ჭუტავდა.
-ფურცელზე დავწერე..პატარა ფურცელი და ოცლარიანი დაუდო ტუმბოზე. -ლიმონათიც გამოაყოლე.
-გეცლია დედა ძილი და ამოვიტანდი მერე. წარბები შეკრა.
-შუადღეა უკვე.. ლოყაზე აკოცა მასზე მაღალ ვაჟს და ოთახიდან გავიდა. -მალე თორემ ყველაფერი გადაჭამა მამაშენმა. სამზარეულოდან გამოსძახა.
-რატომ იტყუები ცოლო? მეუღლეს სიცილით აკოცა ლოყაზე და კიდევ ერთი ნაჭერი ხაჭაპური შესანსლა. -უგემრიელესი ხაჭაპურია.
-ხაჭაპური ახსენა ვინმემ? სწრაფად შევარდა სამზარეულოში უმცროსი ხიონაკი და მამის ხელებში მოთავსებული მსუყე ნაჭერი მოკბიჩა. -მართლაც გემრიელია. პირგამოტენილმა დაუდასტურა, ტყავის ქურთუკს დასწვდა და სახლიდან გავარდა.
-ველური. თვალი გააყოლა შვილს ბატონმა ლუკამ.
-ნეტავ ვის გავს? თვალებში მიაჩერდა ქმარს.
-რა თქმა უნდა შენ. ღიმილით მისწია თავისკენ და ტუჩებზე დაეწაფა.
კიბეებზე ჩადიოდა და თან თმებს ისწორებდა. შარვლის უკანა ჯიბეში ჩაჩურთული ფურცელი ამოიღო და მაღაზიაში შეიჭრა. ბაბალეს დანახვაზე ტუჩის კუთხე აუხტა. ერთი კვირის განმავლიბაში თვალით არ ენახა ქალბატონი. სკოლაში არ დადიოდა მისთვის გაურკვეველი მიზეზის გამო. ფურცელზე დაწერილი ყველა პროდუქტი აიღო და სალაროსთან მყოფს მიუახლოვდა. გოგონა მშვიდად ატარებდა პროდუქტს და პარკებში აწყობდა.
-რატომ არ დადიხარ სკოლაში? იმ აუტანელი წრიპინის დასარღვევად თავად წამოიწყო დიალოგი.
-18 ლარი და 40 თეთრია სულ. ყურადღება არ მიუქცევია გიკას კითხვისთვის.
ხიონაკს სიბრაზისგან თვალები აენთო. ოც ლარიანი მიუგდო, პარკებს დასწვდა და ხურდასაც არ დაელოდა ისე გავარდა მარკეტიდან.
საღამოს ნიაკოსთან გავიდა. კარგად გაერთო გოგონასთან ერთად. ბევრი იგიჟეს და იმხიარულეს..მერე სახლში მიიყვანა თავისი ლამაზმანი, თვითონ კი ანდროსთან გავიდა. შუაღამე იყო. განათებულ სტადიონზე იყვნენ და კალადბურთს თამაშობდნენ. ფრე დაასრულეს და ძალა გამოცლილები გაწვნენ მინდორზე.
-გიკა. თორიამ თავი ძმაკაცისკენ მიაბრუნა.
-ჰო. მთვარისთვის თვალი არ მოუცილებია ისე ამოაყოლა ორი ასო ჰაერს.
-ბაბალე.. მე ბაბალე..
-რა? მოთმინება დაეკარგა.
-მიყვარს. ყველაფერს ელოდა ამ ორი სიტყვის გარდა. ყველაფერს წარმოიდგენდა იმ წამს..მაგრამ ამას? არა..ნამდვილად არ ელოდა ამ ფრაზას. გვერდით გადასწია თავი და ანდროს მიაჩერდა. ბიჭის თვალებში სრული სისუფთავე იყო. არა და როგორ უნდოდა ეშმაკური ჭინკების დანახვა, რომელიც ასე არ ააღელვებდა და სულს არ აუწვავდა. თვითონაც არ იცოდა რა სჭირდა.. რა ემართებოდა..ეგოისტურად უნდოდა ბაბალე მარტო ყოფილიყო. არავინ ყვარებოდა და არავის ყვარებოდა. რა იქნებოდა, რომ არ დაბადებულიყო ის წითური ან დაც სულაც არ გაეცნო. ეზიზღებოდა.. ეზიზღებოდა იმ დონეზე რა დონეზეც შეეძლო. ტვინში ჩაბეჭდილი ქებურია სძულდა ასე უმიზეზოდ. ფეხზე წამოდგა და სტადიონიდან გავიდა.
-გიკა, გაიგე რაც გითხარი? დაბნეულმა თორიამ დაუყვირა.
-გავიგე. ჩუმად თქვა და სახლისკენ წავიდა.
ერთმა თვემ გაიარა.
ბაბალემ სხვა სამსახური მონახა, სადაც უფრო მაღალი ხელფასი ქონდა. ანასტასიამ უშოვა ეს სამსახური, მაგრამ ბაბალემ ამის შესახებ არაფერი იცოდა. საღამოს აზიურ რესტორანში მუშაობდა მიმტანად, დღისით სკოლაში მიდიოდა, მერე უნარებზე წავიდოდა დვალთან ერთად, იქედან გამოსული სახლში აირბენდა, ბებოს მოინახულებდა და სამსახურში მირბოდა. ღამის 2ზე მივიდოდა სახლში, რამოდენიმე საათს გაატარებდა წიგნებთან, კარგად დაამუშავებდა უნარებს და დაძინების პირას მისული საწოლს ესტუმრებოდა. ამ გიჟურ რეჟიმს უსწრებდა კიდეც.
ოქტომბრის დასასრული იყო.
მისთვის საზიზრარი დღე ახლოვდებოდა. ის საზიზრარი დღე ღმერთმა გიკა ხიონაკის დაბადება, რომ ინდომა ამ ქვეყანაზე და ისედაც დამძიმებული დედამიწა უარესად, რომ დაამძიმა. დილიდანვე საშინელ ხასიათზე იმყოფებოდა. გამოუძინებელს ზეზეულად ეძინებოდა. სკოლაში წასვლა იმწამსვე გადაიფიქრა რა წამსვეც გიკას დაბადების დღე გაახსენდა. ბებიასთან ერთად იყო შუადღემდე, მერე ანასტასიამ დაურეკა და მასთან გავიდა.
-გამარჯობა ნიკა ბიძია. ღიმილით მიესალმა კარს იქით მდგომ მამაკაცს.
-ბაბალე ნუ მაბერებ.. თითი ვითომ გაბრაზებულმა დაუქნია და სახლში შეატარა. -ტასო თავის ოთახშია და გელოდება. ღილით მიუთითა შვილის ადგილ სამყოფელი და თავად ტელევიზორს მიუბრუნდა.
-როგორ ხარ ბაბი? სამზარეულოდან გამოსული ნიდა მიეჭრა და გადაეხვია..
-მე კარგად..თქვენ როგორ ხართ? ქალმა თავი გააქნია ისე რას ნიშნად და ღიმილით გაცილდა. მაშინვე აირბინა კიბეები და ანასტასიას ოთახში შეიჭრა..
-კუს მოყავდი? წარბებ შეკრულმა გახედა დაქალს.
-არა, ურმით მოვდიოდი. სიცილით ჩაუსწორა და კარადაში შემძვრალს მიაშტერდა. -სადმე მიდიხარ? აუუ ტყუილად გამოვედი? ტუჩები დაბრიცა.
-მივდივარ კი არა მივდივარ"თ". წარბები აათამაშა და გარდირობიდან გამოღებული კაბა ესროლა.
-თუ საიდუმლო არ არის შეიძლება გავიგო სად მივდოვართ?
-კლუბში..
-ვინ შეგვიშვებს გოგო ჩვენ კლუბში? ხითხითით კითხა.
-მაქსიმე წაგვიყვანს.. შენ ნუ იღელვებ შეშვებაზე.. ფეხზე წამოაგდო და კაბა მიაჩეჩა -აჰა ჩაიცვი მალე.
-რამ გაგაგიჟა?
-შენმა სილამაზემ.. სიცილით დაუბრუნა პასუხი და შავი ტანზე მომდგარი კაბა გადაიცვა.
რამდენიმე წუთში ბაბალეც გამოწყობილი იყო. მასაც ანასტასიასავით ტანზე გამოყვანილი შინდისფერი კაბა ეცვა, რომელსაც ბაბის წითური თმები უფრო მეტად ამშვენებდა. მაღალ ქუსლიან წკაპუნებზე უარი განაცხადა და თავის თეთრი კეტები არჩია, ტასიკოს შავი ტყავის კურტკა ჩაიცვა და გამზადებული მის წინ დადგა. ანასტასიამ მანამდე ვერ მოისვენა სანამ მაკიაჟი არ გააკეთებინა, ამასაც სად შეეძლო დვალთან ჭიდილი და მალევე დათანხმდა.
-ვსო.. უმშვენიერესი ხარ.. თმები მხრებზე გადაუყარა და კმაყოფილი სახით დაუდგა გვერდით. -წავედით..
მაქსიმეს მანქანაში ისხდნენ და მიუყვებოდნენ გზას. სიმღერას ყვებოდნენ და ხალისობდნენ. ქებურია გახალისებული იყო, სულ არ ახსოვდა ხიონაკი და მისი 25 ოქტომბერი. კლუბში შესულმა გიკას, რომ მოკრა თვალი, რომელიც ნიაკოს ეცეკვებოდა ლამის ანასტასიას მივარდა და იქვე გაჩეჩა. კიდევ კარგი არ იყო ამის გამკეთებელი თორემ ხელიდან ვერ გააგდებინებდნენ გაკრეჭილ დვალს.
-ამის დაბადებისდღეზე როგორ მომიყვანე?
-ავდექი გამოგაწყვე და წამოგიყვანე.. ღიმილით განუმარტა.
-მე წავედი. გასასვლელისკენ შებრუნდა და რაღაცას, უფრო სწორად ვიღაცას მიეჯახა. -უკა... წინ მდგომი ანდრიას დანახვაზე თვალები გადაატრიალა და გვერდის ავლა სცადა.
-ვიცეკვოთ! მკლავში ჩაავლო ხელი ბაბალეს და საცეკვაო მოედნისკენ წაიყვანა.
-არ მინდა ცეკვა.. მივდივარ. ხელის მოცილება სცადა, მაგრამ ბიჭმა არ დააცადა. მისკენ მიიზიდა და ხელი წელზე მოხვია. -ანდრია.. გაბრაზებულმა შეხედა თვალებში. თორიას ჟრუანტელმა დაუარა.. ეს ქებურიამაც შეამჩნია.
-ხედავ, არ ვყოფილვარ ქანდაკება.. გაღიმებულმა უთხრა. ბაბალეს ხმა არ ამოუღია, ხელები კისერზე მოხვია და მუსიკას ააყოლა ტანი - იცი რა ლამაზი ხარ? ხმა შეცვლილმა ჩასჩურჩულა.
-იაც ლამაზია, მაგრამ ჭკნება..
-შენ უჭკნობი ხარ! თმები ყურს უკან გადაუწია. -ყველაზე ლამაზი უჭკნობი ყვავილი ხარ.
-გაბანალურებულხარ თორია.
-გამაბანალურე. სევდიანად გაიღიმა.
ხიონაკმა, რომ დაინახა მოცეკვავე წყვილი ძარღვები დაებერა. თითქოს მის ნივთს შეეხნენ. ახლა აღიქვა ბაბალეს სინაზე და ბავშვურობა. რატომღაც გაეცინა მის ტანს, რომ ჩააყოლა თვალი და კეტები, რომ შეამჩნია. მის გვერდით მდგომი ნიაკოც გადაავიწყდა წამით. ჭიქაში მოთავსებული ალკოჰოლი ჩაცალა და მათკენ წავიდა. ანდრიამ რო დაინახა გიკა გოგოს მოცილდა.
-გილოცავ. ძმაკაცს გადაეხვია.
-მადლობა.
ბაბი უხმოდ გასცილდა ანდროსა და ხიონაკს.. ანასტასია მოძებნა თვალით და მასთან მივიდა.
-ახლა ვფიქრობ, როგორ მოგკლა წამებით თუ პირდაპირ მტკვარში გისროლო.
-სადისტო.. აღშფოთებულმა შეჰკივლა.. -არ მიაქციო ყურადღება გიკას და ეგ იქნება.. გამოსავალი მონახა წამებში.
-რა ადვილად ამბობ. თავი გააქნია და ანასტასიას წვენი მოსვა.
მაქსიმესთან ერთად იმდენი იცეკვა ვეღარ სუნთქავდა. მაგიდისკენ მიდიოდა ხიონაკი, რომ აესვეტა წინ.
-მე არ მეცეკვები?
-არა.
-რახან ასე მთხოვ კარგი ვიცეკვოთ.
-გთხოოვ? მე გთხოოვ? გაცოფდა. -ხელი გამიშვი.
-ეგ საზიზღარი წითელი თმებიც გიხდება დღეს.
-ბევრი დაგილევია.
-არც ისე. გაიცინა.
-გილოცავ..
-რაღაც საოცარი დღეა.. უნდა ჩავიწერო ეს დღე დაუვიწყარ მოგონებებში.
-ჩაწერე. მათკენ მიმავალ ნიაკოს გაუსწორა მზერა და ბიჭს მოცილდა. -შენი შეყვარებული ეჭვიანობის ზენიტშია. სიცილით წავიდა ტასოსკენ..
ხიონაკი ნიაკოს მოეხვია და მასთან განაგრძნო ცეკვა. იმდენად უდარდელი იყო ეს ბიჭი, რომ ხანდახან ბაბის შურდა კიდეც მისი. ცოტახანი კიდევ იყო და ტასოსთან ლაპარაკით ირთობდა თავს. ანდრიას მზერას აიგნორებდა, არც გიკას აქცევდა ყურადღებას..
-ან წავალ მე თორემ ძალიან დავიღალე.
-მოიცა მაქსიმე გაგიყვანს.
-არ მინდა ტაქსს გავყვები. ლოყაზე აკოცა დაქალს და კლუბიდან გავიდა.
ფეხით მიუყვებოდა გზას ნელი ნაბიჯით. მარკეტთან გაჩერდა, ფერადი ბამბის ნაყინი იყიდა და ქუჩას დაუყვა.
ისევ იგივე ტემპიტ მიდიოდა ცხოვრება.. იგივობებით იყო გაჟღენთილი.
ოქტომბერი მიილია..
დეკემბერიც მას მიყვა.
ახალი წლის ღამე იყო..
წინა დღისით შეძენილი პროდუქტი, დილას გადმოალაგა და გემრიელი კერძების გაკეთებას შეუდგა. ახალი წლის სუფრა გააწყო და ბებიასთან ერთად მიუჯდა მაგიდას. ზუსტად 12 საათზე ფანჯარასთან მდგომი უყურებდა განათებულ ცას და მხოლოდ ერთს ნატრობდა.. კიდევ ბევრი ახალი წელი გაეტარებინა ბებოსთან ერთად.
მეორე დღეს ლიკა ესტუმრა. ლამარას ელაპარაკებოდა დითხანს. ბაბიც გაღიმებული უსმენდა მათ საუბარს და ხანდახან ყვებოდა ლაპარაკში.
საახალწლო არდადეგებიც დასრულდა. ისევ დაუბრუნდნენ სკოლას და მის გარემოცვას.
ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, პირცელივე დღეს შეჯიბრი მოაწყო მასწავლებელმა.
ქებურია და ხიონაკი.
ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და ელოდნენ მასწავლებლის მიერ დასახელებულ წიგნს, რომლიდანაც იტყოდნენ მეხსიერებაში ჩაბეჭდილ დაუვიწყარ და უკვდავ ფრაზებს ..
-გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“.
-გითმობ.. ხელები გადააჯვარედინა და თავის მერხზე ჩამოჯდა. -შეგილია დაიწყო..
-რახან ნებას მრთავ.. ირონიულად გაუცინა ბიჭს.. თავი დახარა და რამდენიმე წამი ჩაფიქრდა, მერე სწრაფად წამოდგა, გიკას თვალებში ჩახედა და მისი საყვარელი ფრაზა ხმამაღლა წარმოსთქვა.
-" ნამდვილ ჯამბაზს თვალებში ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო უნდა ჰქონდეს". ბაბალეს თვალისფერი შეეცვალა, ხიონაკს გააჟრჟოლა.. თავი გვერდით გადასწია..
-"ვისაც არ უნდა შეედარო, შენ მაინც იგივე იქნები, იგივე."
ქებურიამ ჩაიცინა..
-"ჭეშმარიტად გულადი კაცი რომ გახდე, რაღაცა უფრო ღირებულისთვის უნდა იბრძოდე".
გიკას ჩაცინებაც მოყვა ბაბალეს ცინიკურ ღიმილს.
-"ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ქალაქი, მაგრამ ხანდახან არ ვიცით ხოლმე"
თვალები დააწვრილა და ბაბალეს მიაჩერდა.
-"დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით". თაფლისფერ თვალებში ჩაჩერებული, სუნთქვა გახშირებული ამბობს და თავის მერხზე ჯდება.
-"დედამიწას სიყვარული ატრიალებს". გამარჯვებული მზერით უყურებს თვალებ აწყლიანებულ გოგოს. ქებურია დანებებას არ აპირებს, ფეხზე დგება, ფანჯრისკენ ბრუნდება, გამხმარ ალვის ხეს უყურებს და თავის საყვარელ ეპიზოდს ამბობს.
-"სიკვდილი, რომ არ იყოს, აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა. სიკვდილი რომ არ იყოს, არ დაგვჭირდებოდა არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისთვის მიწის დაბარვა დაგვჭირდებოდა, არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში გვექნებოდა და არც კეთილები ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს... მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე არაფერი იქნებოდა, ახლა კი, ახლა სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე - სიცოცხლეა... მაშინ კი, მერწმუნეთ, დამიჯერეთ, თავად წვიმაც და თავად ჰაერიც აღარაფერი იქნებოდა, აღარაფერი, სიკვდილი რომ არ იყოს".
ბიჭისკენ ბრუნდება, თვალებში უყურებს, მერე ანდროს ავლებს მზერას, რომელიც თვალს არ აცილებს გოგონას.
გიკა ტუჩის კუთხეს ტეხს, ბაბალესკენ იხრება და ძალიან ჩუმად ეუბნება
-"ოკეანე ხარ... დიდი მოქნილი თევზებით სავსე. ხან გაცოფებული თავსდატეხილ გრიგალებს უყეფ, ხანაც კი-მშვიდი, ბლანტე და ფსკერზე ზარმაც ფიქრებად ირხევიან ფერად-ფერადი მცენარეები… ოკეანე ხარ, მზეზე იზმორები და ღამით, უნებურად გაღვიძებული, ისევ სიკვდილზე ფიქრობ და გრძნობ, რომ მუდამ ორთქლდები, რომ უცილებლად დაიწრიტები და შენი თევზებიც სულს დაღაფავენ... მაგრამ როგორც არ უნდა მოიწყინო, გაიტეხო გული, შენს ჯიუტ თევზებს საკვები მაინც უნდათ და… ისევ დავბოდიალობთ ქვეყნად, ამ დალოცვილი დედამიწის ზურგზე..."
ფაფუკი ტუჩების შეხებას გრძნობს ლოყაზე, წამიერად, რომ ეხება მის ნაზ კანს.. მერე მალევე სცილდება.. ბიჭი თვალს უკრავს კლასის წინაშე გამარჯვებულ ქებურიას, უცნაურად უღიმის და საკლასო ოთახს თვალებ აციმციმებული ტოვებს.
---
თებერვლის დასასრულს გადმოხედა მზემ სიცივისგან დაზაფრულ თბილისს. სითბოთი აავსო გარემო, დიდი ხნის ნანატრმა სხივებმა. აივნიდან უყურებდა მომცინარ ბავშვებს ეზოში, რომ დარბოდნენ. გაღიმებული უცქერდა მფრინავ მტრედებს, ერთ გუნდად შეკრულები ლამაზად მოფარფატე შემოდგომის ფოთლებს, რომ გავდნენ.
-ბაბალე არ წასულხარ სკოლაში? მისაღებში შესულს კითხა ლამრომ.
-არა ბე, შაბათია დღეს.. მოხუცს მიუახლოვდა და ლოყაზე ხმაურით აკოცა. -ეზოში ჩავდივარ.. ოთახში შესულმა ტყავის ქურთუკი მოიცვა და ისევ მისაღებში გავიდა. - წამლების დალევა არ დაგავიწყდეს, საღამოს ამოგიტან რაც აღარ გაქვს და სამსახურში წავალ მერე. კიდევ ერთხელ აკოცა ქალს და კარებისკენ წავიდა.
-ფრთხილად იყავი ბებო.. მიაძახა შვილიშვილს და წნევის აპარატის ასაღებად წამოდგა..
კიბეები სირბილით ჩაირბინა, სადარბაზოდან გასულმა თვალები დახუჭა, სახე ცისკენ აღმართა და ფართოდ გაუღიმა მის იქით არსებულ სამყაროს.
-ბაბალე.. მეზობლის ბავშვი მიუახლოვდა. -როგორ ხარ? გაღიმებულმა ახედა გოგონას და ველოსიპედიდან გადმოვიდა.
-არამიშავს.. ლოყაზე უჩქმიტა მასზე 7-6 წლით უმცროს ყმაწვილს. -შენ როგორ ხარ ვანიჩკა?
-კარგად.. გაუცინა და მის უკან მყოფს ხელი აუწია.. -პრივეტ..
-სდაროვა.. ხიონაკის ხმის გაგებაზე მისკენ შებრუნდა. მამაკაცი მის გვერდით დადგა და ბიჭს თავზე დაყრილი ხუჭუჭა თმები აურია.. ბაბალეს ყურადღება არ მიუქცევია გიკასთვის, ისევ ვანოს მიუბრუნდა.
-არ მათხოვებ? ღიმილით ანიშნა ველოსიპედზე..
-კი.. წაიყვანე.
-ყველაზე კარგი ბიჭი ხარ. ლოყაზე სწრაფად აკოცა და ველოსიპედზე მოთავსდა. ქურთუკის ჯიბიდან ნაოშნიკი ამოიღო, მობილურს მოარგო, მუსიკა ჩართო და ადგილიდან დაიძრა.
გიკამ თვალი გააყოლა გამხიარულებულ ბაბალეს.
-ლამაზია ხო? ვანიკომ ახედა გაშეშებულს.
-ვიზე ამბობ?
-ბაბიზე.
-არაუშავს რა. თავი გადააქნია და ნიაკოს სახლისკენ ფეხით წავიდა.
ქვაფენილზე მიდიოდა, თან სიგარეტს ეწეოდა და ნერვიულად ისვამდა მარჯვენა ხელს კეფაზე. რაღაც აწუხებდა და ვერ ხვდებოდა რა ვერ ასვენებდა. აკვიატებულად ექცა ქებურია მის აზრებს და ცხოვრებას. გრძნობდა, როგორ ცვლიდა ეს წითური მის შინაგან სამყაროს და საშინლად არ მოსწონდა ეს ყოველივე.
კორპუსთან მისულმა გოგოს მიწერა და ისიც წამებში გაჩნდა მასთან.
ამ ბოლო წლებში ყოველთვის ასე იყო.
ბაბალესგან გასაქცევ ადგილს ნიაკოსთან პოულობდა. სწორედ ამ თავშესაფარს უწოდა სიყვარული და დაარქვა შეყვარება.. ტვინის რომელიღაც წერტილში არსებული საღი აზრი კი იმდენად მძვინვარებდა ამ თავდაჯერებას უნგრევდა ხიონაკს.
-მიყვარხარ! რამოდენიმეჯერ ამბობს თან ისეთი ტონით თითქოს გოგოს კი არ ეუბნება, თავის თავს აჯერებს ამაში. ნიაკოც იგივე ტონით იმეორებს ბიჭის ნათქვამს და კისერზე მოხვეულ ხელს უფრო მეტად უჭერს.
-არ გინდა ეს ორი დღე სადმე წავიდეთ? ეშმაკურად უღიმის ხიონაკს.
-სად? ნიაკოს აციმციმებული თვალების დანახვაზე ტუჩის კუთხეს სწევს.
-არ ვიცი სადმე.. თავს გვერდით ხრის
-ჩაალაგე რაც გჭირდება და გამოგივლი ორ საათში. ვნებამორეული კოცნის ტუჩებზე და უკან იხევს.
-არ მალოდინო იცოდე! აფრთხილებს წარბებ შეკრული, მერე სწრაფად ბრუნდება უკან და თავისი ბინისკენ მირბის.
ბაბალე თავის სტიქიაში მყოფი ველოსიპედით დასეირნიბდა ქუჩებში. ჰეიდარ ალიევის ბაღს, რომ მიუახლოვდა სვლა შეანელა. სკვერი მოათვალიერა და ქუჩას გაუყვა.. აბანოთუბანში არსებულ ჩაიხანაში შეიარა, ულამაზესი ძველი თბილისური გარემო, რომ ტრიალებდა შიგნით. კუთხეში ფანჯარასთან მოთავსდა და მიმტანს ანიშნა მისთვისაც მიეტანა ის შავი ჩაი მის გვერდით მჯდომი მამაკაცი გემრიელად, რომ მიირთმევდა. მისთვის მიტანილ ფინჯანს ხელები შემოხვია და მის გვერდით მჯდომს გახედა დაჟინებით, რომ აკვირდებოდა ბაბალეს.
-შეიძლება? ცარიელ სკამზე მიანიშნა გოგოს.
-ბაბალე ქებურია.. ხელი გაუწონა მამაკაცს.
-სასიამოვნოა შენი გაცნობა.. თვალებში მიაჩერდა.. -აქ დიდი ხანია დავდივარ მაგრამ არასოდეს მინახიხარ ამ ჩაიხანაში.. როგორც ჩანს პირველად ხარ..
-ასეა.. ჩაი მოსვა და მის წინ დაკიდებულ ნახატს დააკვირდა ძველი აბანოთუბანი, რომ იყო გამოსახული.
-მოგწონს?
-გასაოცარი ნახატია.
-ჩემი დახატულია.. სიცილით უთხრა.
-ხუმრობ?
-არა, მართლა.
-არ მჯერა.
-აი ნახე. ჩარჩოში ჩასმული ნახატი კედლიდან ჩამოხსნა და გოგოს აჩვენა უკან დაწერილი ინიციალებით მისი სახელი და გვარი.
-მხატვარი ხარ?
-არა.
-აბა რას მოღვაწეობ?
-იურიდიულზე ვსწავლობ.. ნახატი ისევ კედელს დაუბრუნა და სკამზე ჩამოჯდა...-მეორე კურსელი ვარ. შენ?
-ახლა ვამთავრებ სკოლას.
-რა პროფესიაზე გინდა, რომ ჩააბარო?
-საერთაშორისოზე ალბათ.
-წარმატებები.. გულწრფელად გაუღიმა. ბაბალემ მობილურზე საათს დახედა, სამსახურში უნდა ყოფილიყო ერთ საათში.
-ჩემი წასვლის დროა.. დაცარიელებული ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა და ფეხზე წამოდგა.. ფული უნდა ამოეღო ჯიბიდან ბიჭმა მაჯაში, რომ ჩაავლო ხელი და თვალი ჩაუკრა.. ხუთ ლარიანი დადო მაგიდაზე და მიმტან ბიჭს გასძახა.
-გიგა წავედი მე საღამოს შემოგივლი..
ერთად გამოვიდნენ შენობიდან, ბაბალე ველოსიპედს მიუახლოვდა და ბიჭთან ერთად დაუყვა გრიშაშვილის ქუჩას. სასიამოვნო მოსაუბრე იყო პაპასკირი. კარგად ფლობდა საქართველოს ისტორიას და ამ ცოდნას ავლენდა ბაბალესთან.
-სასიამოვნო იყო შენი გაცნობა.. გაუღიმა მამაკაცმა..
-ჩემთვისაც. ველოსიპედზე დაჯდა.
-ბაბალე შეიძლება შენი ნომერი, რომ დამიტოვო? უხერხულად აიწურა გოგოს წინ. ქებურიას გაეცინა მის დაბნეულობაზე. მობილური გამოართვა და მისი ნომერი ჩაუწერა.
-ნახვამდის. ბოლოჯერ შეავლო თვალი პაპასკირს.
-დროებით. ბაბალეს ოდნავ მოცილდა და გზა დაუთმო.
იმ გაცნობიდან ორი კვირის თავზე დაურეკა ბიჭმა და შეხვედრა სთხოვა. მანაც არ უთხრა უარი და დათანხმდა.
მამაკაცი მეტროს წინ ელოდა ბაბალეს.. სპორტული, ნაჭრის ნაცრისფერი შარვალი და დუტის შავი კურტკა ეცვა. გაღიმებული მიუახლოვდა შორიდან შემჩნეულ გოგოს და ნაზად აკოცა ლოყაზე. ფეხით მიდიოდნენ და თან ლაპარაკობდნენ..
სიარულ სიარულში ჯორბენაძის ქუჩას მიადგნენ, რომელიც მეტეხის კლდეზე გადმოკიდებული აივნიანი სახლების უკანა მხარეს მდებარეობდა და ერთ მშვენიერ ნაზავს ქმნიდა დამშვენებული უძველესი სახლების გამო. ქუჩის დასაწყისიდან ეზოებში გამომწყვდეული ძაღლების ყეფა ისმოდა. იქვე დაწოლილი უპატრონო თეთრი, მაგარმ ჭუჭყისგან მონაცრისფრო ძაღლი აედევნა ლაღად მოსეირნე წყვილს . შიშისგან აღელვებული ბაბალე ლაშას მიეკრო.
-ნუ გეშინია. მარჯვენა ხელი წელზე მოხვია და ძაღლის მხარეს თავად დადგა.
ქუჩა იმდენად მშვენიერი იყო, რომ თვალით ნანახის გადმოცემაც შეუძლებელი გახლდათ.
მშვენიერ მოჩუქურთმებულ აივნებს ძველი იერი არ დაკარგვოდა, არც გზის განათებებს შეუცვლია იერ სახე წლების გასვლის მერეც. წითელი ქვით ნაგები სახლები, თავისი მინიატურული აივნებითა და დახვეწილი პატარა ეზოებით გარკვეულ იდიალს ქმნიდა ეგრედწოდებულ სიმშვიდის უბანში.
ქუჩის დასასრულს მყოფი სწრაფად მიტრიალდა უკან.
- "ადამიანი ოდითგანვე მიისწრაფოდა, ღვთისაგან შექმნილისათვის თვითონ მიემატებინა რამე. ადამიანი ბუნებისაგან შექმნილს ხან აუმჯობესებს, ხან აფუჭებს"
-გაოცებს ეს უსულო ლოდები? გოგონას გახედა ლაშამ.
-განა არ არის საოცარი? ქუჩას გააყოლა თვალი.
-არის. ბაბალესთვის მზერაც არ მოუცილებია ისე ამოთქვა.
სიცილით მიდიოდნენ, ბაბიმ კორპუსთან მდგომი ანდრია, რომ დაინახა ხიონაკთან ერთად. წამიერად შეჩერდა. ლაშას გახედა, მაგრამ უკან არ დაუხევია. ისევ მშვიდად გააგრძელა გზა. თორიას გაყინულ მზერასა და გიკას თაფლისფერ მნათობ თვალებს აკვირდებოდა.
სადარბაზოსთან დაემშვიდობა პაპასკირს და კიბეები ღიმილით აირბინა.
ღამის საათები იყო კარებზე კაკუნმა, რომ გააღვიძა. საწოლიდან სწრაფად წამოდგა, თავისი ფუმფულა ხალათი მოიცვა და კარები გამოაღო.
-ბაბალე.. მთვრალი თორიას დანახვაზე მალევე გამოფხიზლდა ვერც კი იფიქრებდით, რამდენიმე წუთის წინ სიზმრის სამყაროში თუ იმყოფებოდა.
-ანდრია? შენ? აქ რა გინდა? ხელი შეაშველა დაცემის პირას მყოფს.
-მაპატიე ბაბი. ის ბავშვური უაზრობა შენზე უარი, რომ ვთქვი.. ძლივს გაარჩია ანდროს ნათქვამი სიტყვები და ფრაზაც მალევე გაიაზრა.
-ეგ უკვე წარსულია.. კედელს მიეყრდნო და ღრმად ამოისუნთქა.
-დაგკარგე ხო? მთვრალი მზერით მიაჩერდა მწვანე სფეროებს.. - დაგკარგე!. დადასტურებით თქვა და ნელი სვლით ჩავიდა კიბეზე.
ქებურია მეხუთეზე ავიდა და ზარი დარეკა.
-გამარჯობა ლუკა ბიძია გიკა სახლშია?
-კი ოთახშია..
-შეგიძლიათ, რომ დაუძახოთ.
-ახლავე. შემოდი შენ.
-არა აქ დაველოდები.
ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა კიბეებზე ჩამავალ თორიას უმზერდა ზევიდან.
-რა პატივია შენი ხილვა ძილის წინ..
-ჩემთვისაც.. ირონიულად გაუღიმა. -ანდრიას მიხედე ქვემოთ არის მთვრალი. მიაძახა და კიბეები ჩაიარა.
სადარბაზოდან გასულმა დაინახა ეზოში მდგომ სკამზე მჯდომი და მისკენ წავიდა. გვერდით მიუჯდა, სიგარეტი ამოიღო და მოწევა დაიწყო.
-სხვა ყავს.. სიჩუმე ანდრომ დაარღვია.. -შენც ხომ დაინახე? ხომ ნახე?
-მერე რა?
-მიყვარს.
-ნუ გაახურე რა..
-ყველაფერი შენ გამო ხდება.
-აზრზეც არ ხარ რეებს ბაზრობ.
-შენი ცინიზმის წყალობით ვინგრევი შინაგანად. იმ დაცინვის და დამცირებების გამო ვარ ახლა აქ და ვუყურებ მას სხვასთან ერთად.
-ასე როგორ შეგიყვარდა?
-ბაბალე? ის სუ სხვაა.. ყველაზე სუფთააა. გაუმართლდა იმ ბიჭს ბაბიმ, რომ შეხედა..
-შენ რამე ხო არ მოწიე სასმელთან ერთად?
-მივდივარ.
-სად მიდიხარ?
-გამოცდების შემდეგ მამაჩემთან გადავდივარ პოლონეთში.
-მის გამო?
-შენ გამო.
-მე? მე ვარ დამნაშავე? იღრიალა
-აბა ვინ? სხვა ვინ ? ისე მართალი ხარ.. მეც დამნაშავე ვარ.. ყველაზე მეტად მე ვაღ დამნაშავე შენს დადგმულ დაცინვის სპექტაკლს, რომ ავყევი..
-მგონი ჯობია გამოფხიზლდე და მერე ვილაპარაკოთ.
-აღარ იქნება მერე.. ფეხზე წამოდგა და ბარბაცით გაუყვა ქუჩას.
აივანზე გამოსულ ბაბალეს შეხედა. სიბრაზისგან ძარღვები დაებერა. უფრო მეტად შეზიზღდა ქებურია. მისი სისუფთავე მას, რომ აბინძურებდა და თელავდა.. ყოველთვის ის იყო ანგელოზის როლში და ყველას მოხიბლას ახერხებდა.. პირველი ანასტასია მიითვისა, მერე თავისი მშობლების ყურადღებაც მიიპყრო იმ წითურმა მისთვის აუტანელმა ბავშვმა.. ბოლო წვეთი კი ანდრია იყო.. ასე გაბოროტდა პატარა ხიონაკი და ეს გულში ჩადებული ბოღმა მოზარდობაშიც თან გაყვა..
ანასტასიას დაბადებისდღეს ემთხვეოდა ბაბალეს დაბადებაც. 27 მარტი ყოველთვის ჩვეულებრივი იყო ქებურიასთვის, სანამ ტასო არ გამოჩნდა მის ცხოვრებაში. მის გარეშე არასოდეს არ აღნიშნავდა ამ დღეს. დილით ბებომ მიულოცა, შუადღეს დვალმაც დაურეკა..მერე ტასომ განუცხადა საღამოსთვის მოემზადე მისამართს მოგწერ და იქ მოდიო. წინა დღისით აღებული ხელფასი აიღო და საჩუქრის საყიდლად გავიდა ქალაქში. ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია, აქსესუარების მაღაზიაში შესულს. ვერცხლის ცეპზე დაკიდული გვირილის კულონი უყიდა, საყურეებთან ერთად.. ნაზი და ლამაზი იყო, ისეთი ტასიკოს, რომ მოუხდებოდა. კონსულტანტს შეაფუთინა და სახლისკენ გაემართა.
ღია იისფერი შიფონის არც თუ ისე ტანზე გამოყვანილი კაბა ჩაიცვა, ფეხზე ლაკის შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოირგო, თმები კოსად გაიკეთა და მანტო მოიცვა. ვერცხლისფერი კლაჩი ხელში დაიკავა, ლამროს დაემშვიდობა და ბინიდან გავიდა. კარებს კეტავდა ხიონაკი, რომ დაინახა კიბეებიდან ჩამომავალი.
ბიჭმა გოგონა, რო შენიშნა ადგილზე შედგა. თავიდან ფეხებამდე ნელა ააყოლა თვალი. ბაბალემ კიბეებზე ჩასვლა დაიწყო, გიკაც გვერდით ამოუდგა.
-შენც მოდიხარ ხო?
-რა თქმა უნდა.. გაუღიმა
-ეჭვიც არ შემპარვია, შენს იქ ყოფნაში.
უცებ ფეხი დაუცდა ქებურიას და ხიონაკს ჩაჭიდა მაჯაში ხელი. -თუ მაღლებზე სიარული არ იცი მაშინ არ უნდა ჩაიცვა. ნიშნის მოგებით უთხრა და მანქანისკენ წავიდა.. -წამოდი!
-შენ, რომ მანქანაში ჩაგიჯდე თვითმკვლელი უნდა ვიყო.
-რადგან ფეხით გასეირნება გინდა, კარგი.. მხრები აიჩეჩა, ავტომობილში ჩაჯდა და ადგილს მოსწყდა.
-მშვენიერია.. უკვე მოასწრო ჩემი ნერვების აშლა. ფეხები ადგილზე ააბაკუნა.
ტაქსით მივიდა ტასოს მიერ მიწერილ მისამართზე. რესტორანში შესულმა, მაშინვე მიიქცია ზოგიერთი ადამიანის ყურადღება.
-ბაბ გილოცავ.. ანასტასია მივიდა მასთან და გადაეხვია.
-მეც გილოცავ. გაუცინა წინ მდგომ ტასოს.
თითქმის მთელი რესტორანი ტასიკოს სტუმრებით იყო სავსე. ანდაც როგორ არ იქნებო იმდენი მეგობარი და ახლობელი ყავდა მის მშობლებს. ლიკა და ლუკა მოინახულა, ნიკა და ნიდას ქალიშვილის სრულწლოვანება მიულოცა და სუფრაზე ტასოსთან ერთად მოთავსდა.
მაგიდაზე მსხდომებს გადახედა. თითქმის ყველას იცნობდა.. რატომღაც, ამ სასტავიდან განსაკუთრებით იოანე ჩოხელი უყვარდა ბაბის. ანასტასიას ბიძა, რომელსაც 13 წლის გოგონა ჰყავდა, ქეთო. ცოლი მშობიარობას გადაყვა და სულ მარტომ გაზარდა ბავშვი. სწორედ მის გვერდით იჯდა და წინ მჯდომ ქეთოს ელაპარაკებოდა.
დალოცვების, დღეგრძელობისა და კარგად მოლხენის მერე ხალხი აიშალა.
ყველა ერთობოდა.
ბაბალე მაქსიმესთან ერთად ცეკვავდა, ტასიკო მის ბიძაშვილ გიორგისთან. ხიონიკი კი ნიაკოსთან.
საერთო ჯამში ძალიან კარგად გაერთო იმ დღეს. შინ წამოსვლისას ლუკასა და ლიკას დაემგზავრა და ასე მივიდა სახლში.
აპრილის თვე ისე გავიდა სკოლაში არც მისულა. მაისში იყო მისული, ისიც გამოცდების გამო.. ოთხივე გამოცდა წარმატებით ჩააბარა და მაქსიმალურად მობილიზირებულმა დაიწყო ეროვნულებისთვის მზადება.
სამსახურში იყო იმ დღეს გიკა ხიონიკმა, რომ დაურეკა. არც კი უფიქრია აღება. მაგრამ როცა მობილური არ გაჩერდა, მიხვდა რაღაც რიგზე, რომ ვერ იქნებოდა და მოზუზუნე მობილურს უპასუხა.
სწრაფი ნაბიჯით მიაბიჯებდა წვიმიან ქუჩაში. ყურადღებას არ აქცევდა ირგვლივ მყოფ, ქაოსურად მოძრავ მანქანებს. ერთი მიმართულებით მიდიოდა, გონება გათიშული ჰქონდა, მხოლოდ რეფლექსურად ახერხებდა იმის გადახარშვას რაც მობილურით შეიტყო. თეთრ, ოთხ სართულიან ნაგებობას, რომ მიუახლოვდა სირბილი დაიწყო.. წამში დაფარა მანძილი ქვის უსულო შენობასა და მას შორის. მინის კარები გააღო და აცრემლებული შევიდა შიგნით. დერეფანში მსხდომი ხიონაკების ოჯახის დანახვაზე ღრმად ამოისუნთქა და პირდაპირ მიეჭრა მათ.
-როგორ არის?
-კარგად იქნება. გიკა მივიდა მასთან და ისე გაუღიმა, როგორც არასდროს.. იმედის მომცემი იყო ის ღიმილი.. ლიკას გვერდით ჩამოაჯინა და წყალი მიაწოდა.
-გუშინ კარგად იყო.. ჩუმად ჩაილაპარაკა და თვალებ ამღვრეულმა გახედა გიკას.
-დაწყნარდი ბაბალე ლამრო არ დაგტოვებს. თბილად მიმართა და თავზე გადაუსვა ხელი.
იცოდა.. იცოდა ეს დღე, რომ დადგებოდა, მაგრამ ასე მალე? არა .. არ უნდოდა.. მის საყვარელ ერთადერთ ბებიას ვერ შეელეოდა.. არავინ არ ყავდა მის მეტი.. ვერ შეძლებდა მის გარეშე არსებობას.. არ გამოუვიდოდა..
აივანზე იყო გასული ექიმი, რომ გამოვიდა საოპერაციოდან. თავი დანანებით გააქნია და ერთადერთი სიტყვა თქვა " ვწუხვარ". უმცროსი ხიონაკი ადგილზე შებარბაცდა, აივნისკენ გაიხედა, თვალები რამდენიმეჯერ დახუჭა და ნაბიჯები ისე გადაადგა არც გაუაზრებია მისი ქმედება ტვინს. ლიკა, ქმარს მიეხუტა.
გიკას დანახვაზე თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა გრილი ჰაერი..
-აღარ არის ხო? ატირებულმა კითხა გადაფითრებულს.
-ის ზეციდან დაგ..
-მორჩი!
-ბაბალე. ხელი გაყინულ თითებზე დაადო.
-შენი შეცოდება არ მჭირდება. ცრემლები მოიწმინდა და დერეფანში გავიდა. თავს ძლივს იკავებდა, რომ არ დაცემულიყო. ჰაერს ღრმად ისუნთქავდა თითქოს ჟანგბადი არ ყოფნიდა. ცრემლებს ვერ ინარჩუნებდა და დაუფარავად ღვრიდა თვალიდან წამოსულ კამკამა, სუფთა, პატარა მრგვალ წყლისებ მარგალიტებს.
ლუკა ხიონიკმა დაფარა ხარჯები და გარდაცვლილი იმდღესვე გადაასვენეს სახლში. ლიკა გვერდიდან არ მოცილებია ბაბალეს. გიკაც მის გვერდით იყო. ანასტასია თავის თავად.
ყველაფერს ნიკოლოზ დვალი და ლუკა ხიონიკი აგვარებდნენ. იცოდნენ ბაბალეს, რომ არავინ ყავდა და მის გვერდით ბოლომდე იდგნენ.
თავის ოთახში იყო, საწოლზე წამოწოლილი და ბავშვობას იხსენებდა.. ბებიასთან გატარებულ თითოეულ წამს. თვალებ დაწითლებულმა გახედა ოთახში შესულ გიკას.
-ლიკამ გამომატანა. საჭმლით სავსე სინი ტუმბოზე დადო.
-როგორ აღმოჩნდი ლამროსთან? კარებთან მისულს კითხა.
-სახლში ავდიოდი რაღაც ხმაური, რომ გავიგე. კარი ღია იყო, რომ შემოვედი ლამარა ბებო ძირს იწვა, უგონოდ. ნაღვლიანი, ამღვრეული თვალებით უყურებდა. -ინსულტმა დაარტყა.
-ახლა რატომ არ დამცინი?
-ბაბალე მე..
-ახლა ხომ სრულიად მარტო ვარ.. არავინ აღარ მყავს.. თვალიდან წამოსული ცრემლი მოიწმინდა.
-მე მართლა ძალიან ვწუხვარ.. თავი ძირს დახარა.
ბაბალეს არაფერი არ უთქვამს. ფანჯრისკენ გადაბრუნდა..
პირველ დღეს მერეორე მოყვა, მეორეს მესამე.. ეს სამი დღე ერთი და იგივე იყო.. შავებში ჩაცმული იჯდა უსულოდ მწოლიარე ბებიის გვერდით და ყვავილებით მორთულს უცქერდა. მეოთხე დღეს გაასვენეს.. ქელეხზე კატეგორიული უარი განაცხადა ბაბიმ. ლუკაც არ შეწინააღმდეგებია გოგონას.
მიწა მიყრილი ბებიის არარსებობა ტვინმა თითქოს იმ წამს გაიაზრა. ატირებული მივარდა და ზედ დაემხო.. ანასტასია აქვითინებული მივიდა ბაბალესთან და ფეხზე წამოაყენა..
გიკა ხიონაკი ამ კადრებს უყურებდ და იმაზე მეტად ტკიოდა ვიდრე ბაბალეს.
ღამით, სახლში მარტოდ მარტო დარჩენილი ბოლო ხმაზე აბღავლდებოდა. 18 წლის მოგონებებს ინახავდა ის სახლი..ბედნიერ და ტკივილიან მოგონებებს..
შეშლამდე ცოტაღა აკლდა. ოთხ კედელში მყოფს არსად გასვლის სურვილი აღარ ქონდა..
ლიკა და ტასო არ ანებებდნენ თავს. სულ მასთან იყვნე .. ლუკამ შესთავაზა ჩვენთან ამოდი ცოტახნით იქ იყავიო, მაგრამ ბაბალემ უარი უთხრა.
რთული ერთი კვირა ძლივს გადააგორა ქებურიამ. ერთ დილას ანასტასია მიუარდა საწოლში მყოფს და გაბრაზებულმა უყვირა.
-ერთი კვირაა გიყურებ და ვეღარ გცნობ.. ასე როგორ დანებდი? ხელი რანაირად ჩაიქნიე შენს მიზნებზე? ცხოვრება გძელდება ბაბალე.. შენ ვერ დაგელოდება დრო, როდის მოხვალ გონს. გამოცდები რამოდენიმე კვირაშია, შენ კი თვითგვემაში ჩავარდნილხარ და წარსულს დატირი..ასე თუ გინდა იყავი.. აღარაფერს აღარ გეტყვი. იყავი და ელოდე როდის მოვა შენთან სიკვდილი.. გამწარებული გავარდა ბინიდან.
თითქოს გამოაფხიზლა ტასოს ნათქვამმა. მართლაც არ მთავდებოდა ცხოვრება ამ წერტილში. საღამოს ხიონაკებთნ ავიდა.
-მოდი ბაბალე. ღიმილით შეიპატიჟა ლიკამ. მისაღებში მყოფ ლუკას მიუახლოვდა და სახლს თვალი მოავლო. უმცროსი ხიონაკი არსად ჩანდა, ალბათ სახლში არც იყო.
-ბაბალე როგორ ხარ?
-არამიშავს..
-ვახშამზე ხომ დაგვეწვევი?
-კი.. თავი ღიმილით დაუკრა.. -ლუკა ბიძია, ძალიან მერიდება მაგრამ თქვენი დახმარება მჭირდება და..
-რა ხდება?
-სახლის გაყიდვა მინდა..
-კი მაგრამ..
-მე უკვე გადავწყვიტე.. ცხოვრების თავიდან დასაწყებად წარსულის მოგონებების დატოვება მინდა.
-არ ინანებ?
-შესაძლოა ვინანო კიდეც როდესღაც.
-კარგი, ამ კვირისთვის შევეცდები მოვაგვარო ეს საქმე. ბინა შერჩეული გაქვს უკვე?
-კი, დღეს ვნახე.. პატარა მყუდრო ბინაა, ნაძალადევზეა, კინოთიატრთან.
-მე მოვაგვარებ მაგას. მისამართი მითხარი მაგ ბინის და მე ვნახავ.
-ძალიან დიდი მადლობა.
-როდესაც რამე დაგჭირდება ჩვენ შენს გვერდით ვიქნებით. გაუღიმა გოგოს და ცოლს ანიშნა მობილური მიეწუდებინა მისთვის.
-არასოდეს დავივიწყებ თქვენს თანადგომასა და დახმარებას.
რამოდენიმე დღეში უფროსი ხიონაკის დახმარებით ახალ ბინაში გადავიდა.. ცხოვრება სრულიად თავიდან დაიწყო.. გამოცდებისთვის მომზადებას შეუდგა და მუშაობაც იმავე ტემპით განაგრძო.
სულმოუთქმელად ელოდა გამოცდების მოახლოებას. უფასო ფაკულტეტებიც ჩაწერა ფასიანთან ერთად. რატომღაც იმედი ჰქონდა გრანტის აღების. ბოლო კვირას ანასტასიასთან ერთად მეცადინეობდა და შეჯამებას აკეთებდა მთელი წლის განვლილი მასალის.
ახალ სახლთან შეგუება არ გასჭირვებია. თითქოს ყველაფერი დალაგდა, მშვიდად აგრძელებდა ცხოვრებას.
ხიონაკი ბებიის დაკრძალვაზე ნახა ბოლოს და მას მერე არ უნახავს. ბანკეტიც არ ქონიათ მათ სანაქებო კლასს. საერთოდან რომელ ბანკეტზე იყო ლაპარაკი კლასში არც ერთიანობა და არც მეგობრობა არ სუფევდა. სკოლის დამთავრებამ ყველა თავის გზაზე დააყენა და მალევე დაივიწყეს ერთმანეთი.
ლამროს სასაფლაოზე თითქმის ყოველ დღე დადიოდა. ღამის საათებში, როცა მონატრება შეიპყრობდა მის ძველ უბანში გაივლიდა და თავის სახლს უყურებდა. არასოდეს უნახავს იმ ბინაში ანთებული შუქი. ალბათ არ იყვნენ გადმოსულები ახალი მაცხოვრებლები. არ ნანობდა იმ ნაბიჯს რაც გადადგა..
ეს ჭირდებოდა..
ჭირდებოდა სულ თავიდან, რომ დამდგარიყო ფეხზე და დაეწყო ბრძოლა მომავლის მიმართულებით. ლაშასთან ერთად ატარებდა თავისუფალ დროს. მოსწონდა პაპასკირი. თავისებური ტიპი იყო.. თითქოს და ჩვეულებრივი, მაგრამ მაინც განსაკუთრებული..
-გიკამ გიკითხა დღეს.. ანასტასია დაუდგა წინ და ჩაფიქრებულს ხელი აუფრიალა.
-რაო? აღარ ყავს დაცინვის ობიექტი?
-ოჰ კარგი რა.. ხომ იცი მაგისი უაზრო ხასიათი? არაა გულით ცუდი. ტუჩები მოკუმა და წარბებს ქვევიდან ახედა ბაბის. -ანდრია გააცილეს გუშინ ბიჭებმა, პოლონეთში წავიდა. გიკა ისეთ ცუდ ხასიეთზეა მთელი დღე იღრინება.
-ეგ სულ მასე იღრინება მაგას მიზეზი არ სჭირდება.
-მართლა ცუდად არის. ნიაკოსთან იჩხუბა თან.
-არაუშავს შერიგდებიან.
-ბაბალე ანდრო მართლა აღარ გიყვარს?
-არც მაშინ მყვარებია. ბავშვური, სულელური აკვიატება იყო.
-უყვარხარ.
-დაუვიწყარი არამგონია, რომ ვიყო. წვენი მოსვა..
-ლაშასთან რა ხდება?
-დინებას ნელა მივყვებით.
-ანუ მოგწონს და მოწონხარ?
-მასეა.
-როდის უნდა გამაცნო?
-შენ როცა გეცლება..
-მე სულ მოცლილი არ ვარ გოგო?
-ჰოო. მაშინ კვირას სადმე კაფეში გავიდეთ და ლაშასაც ვეტყვი.. ოღონდ იცოდე ზედმეტები არ დაიწყო.. მეგობარია და მეტი არაფერი..
-ჯერ ჯერობით.
-დრო გვიჩვენებს.
-დრო გვიჩვენებს. გამოაჯავრა ტასომ და მობილურს დახედა.
-წავედი მე მაქსიკომ მომაკითხა.. გნახავ ამ დღეებში კიდევ . გოგოს გადაეხვია და სახლიდან გავარდა.
ხიონაკი ერთ-ერთ ბარში იჯდა და სასმელს სასმელზე სვამდა. არაფერზე და არავიზე არ ფიქრობდა. ბოლოს ისე იყო გათიშული გვერდით მჯდომი ძმაკაცის სიტყვებსაც ვერ აღიქვამდა. მთელი კვირა კატასტროფულად განლია. რაზე ბრაზობდა ვერ გაეგო. სადარბაზოში ასვლისას მეოთხეზე ჩერდებოდა და ელოდა წითურის გამოსვლას. მაღაზიაში ჩასულიც თვალებით მას ეძებდა. აკვიატებული ყავდა მის ტვინს ბაბალე ქებურია და ამ აკვიატებას ვერ ანადგურებდა. ნიაკოსთან ჩხუბმა უფრო მეტად დაამძიმა.
-დე წავედი მე არ დამელოდოთ დღეს არ მოვალ.
-სად მიდიხარ?
-მაქსიმესთან დავჩები დღეს.
-წესიერად მოიქეცი ნიდას ნერვები არ მოუშალო.
-არ ინერვიულო. ქალს ლოყაზე აკოცა და კარისკენ წავიდა..
ივნისი ასე მიილია..
ივლისმა გამოცდებიც მოიტანა. ბაბალემ ზუსტად იცოდა, რომ ჩააბარებდა და არ ღელავდა. აი ანასტასია ისე ნერვიულობდა დედამისიც ვერ აწყნარებდა.. ხიონაკს კი სუ ფეხებზე ეკიდა ჩააბარებდა თუ არა.
აგვისტოს ცხელ თვეს ანასტასიასთან და მაქსთან ერთად წავიდა რაჭაში, მათ სოფელში.
-ცივ ყავას დალევდა ახლა კაცი.. ჰამაკში მყოფმა მაქსიმემ გოგოებს გახედა.
-მე მოვამზადებ. ფეხზე წამოდგა ბაბალე.
-აი ჯიგარი ბავშვი. დას თითით ანიშნა მიბაძე შენს დაქალსო.
-გაიწი იქით. გვერდით გაწია და ჰამაკში ჩაუსკუპდა. რამდენიმე წამის აქეთ-იქით გაქანების შემდგომ, ძირს მოადინეს ბათქვანი.
-ვაიმე წელი.. ბიჭი ძლივს წამოდგა ფეხზე.. -რამ გაგასია რა უბედურებაა. სახე დამანჭული იზელდა მტკივან ადგილს.
-შენ ხარ გასიებული.. ნაწყენმა აიბზუა ცხვირი. -მოიცა ამას აქ რა უნდა? ეზოში მომავალ ნიაკოს დანახვაზე კისერი დაიგძელა.
-გიკასთან ერთად ჩამოვიდა და შენებურები არ დაიწყო.. ჩუმად უჩურჩულა..
-გიიიკ.. ხახუბია ბიჭს მოეხვია და მასთან ერთად დაიძრა შემჩნეული და-ძმისკენ.
-ახლა ამას აქვე გავიფენ.. თმები ყალყზე დაუდგა ტასოს. ბაბალეც სწორედ ამ დროს გამოვიდა სინით ხელში, რომელზეც სამი ჭიქა ცივი ყავა იდგა..
ხიონაკის დანახვა და მის თვალებში გაბრწყინებული სხივის გაქრობა ერთი იყო.
-ამას ვის ხედავს ჩემი თვალები? შეიცხადასავით გიკამ. -დახვედრაც ასეთი უნდა. გაღიმებულმა აიღო გოგოს ხელში მოთავსებული სინიდან ცივი ყავა და მოსვა.
-შაქრის ჩაყრა დაგვიწყებია.
-შხამი უნდა ჩამეყარა შაქარი კი არა..
-ვერ გამიმეტე ხო?
-ახლა ამ ყავას გადაგასხავ თავზე.
-კაი დაწყნარდით, ბაბი წამო.. სინი ხელიდან გამოგლიჯა, ხის კუნძზე დადო და გოგოსთან ერთად შევიდა სახლში.
-რატომ არ მითხარი?
-რა უნდა მეთქვა გოგო არც მე ვიცოდი თუ ჩამოდიოდა.. ბათუმში ეგდო და.
-ჯანდაბაში ეგდოს ეგ.. მობილურს დაწვდა, ვიღაცას მიწერა და თავისი ჩანთა აიღო.
-რას აკეთებ?
-მივდივარ.
-არ გადამრიო ახლა..
-არ მინდა მაგასთან ერთად ყოფნა.
-კარგი რა ბაბალე სულ გიკას გამო რატომ უნდა გარბოდე.
-არ გავბივარ, უბრალოდ ვცილდები იმ ადგილს რა ადგილასაც არა სასურველი პირია.
-ახლა აქედან, რომ წახვიდე გეფიცები ხმას არ გაგცემ. თვალები აუწყლიანდა. -ვის წერ ამდენს? სლუკუნით ამოიბუზღუნა და ცრემლები მოიწმინდა.
-ლაშას.
-ისე ჩამოვიდეს ეგეც, თან უფრო უკედ შევათვალიერებ, დაკვირვებით.
-არაფერი არ ხდებათქო ჯერ ცხრაათასჯერ გითხარი.
-ვაიმეეე ხომ მოხდება? საწოლზე ჩამოჯდა და ეშმაკურად შეხედა. - მშვენიერი წყვილი ხართ, თან მართლაც კაი ბიჭია.
-ნეტავი ვიცოდე ერთი შეხედვით ეგ როგორ დაასკვენი.
-ხომ იცი ჩემი მახვილი თვალის ამბავი..
-აბა.
-ხომ არ მიდიხარ? აი რომ წახვიდე ყველაზე სუსტი იქნები.
-ისე მეუბნები გეგონება გიკაზე ვარ შეყვარებული და ნიაკოსთან მაგის დანახვა არ მინდა.
-ისე ეგ ვარიანტიც განვიხილე მარა ...
-ტასო..
-წამში გავაქრე.
-კაი გიქნია.
-ანუ რჩები? ფეხზე წამოხტა და გოგოს მოეხვია. -მიყვარხარ ბაბალიკ.
საღამომდე ოთახში იყო ანასტასიასტან ერთად რაღაცეებზე ლაპარაკობდა. მაქსიმე, გიკა და ნიაკო მისაღებში კინოს უყურებდნენ.
-ჩვენც მოვედით. ნიაკოსა და გიკას შუაში ჩაჯდა უმცროსი დვალი. -რა უაზრობა ფილმია რა არის რა.. ტელევიზორი გამორთო.
-არადა ძაან მაგარი ფილმია. გაბრაზებულმა მაქსიმემ ტელევიზორი ჩართო.
-ბაბი წამო, რამე გავაკეთოთ საჭმელი..
-მე გავაკეთებ თუ გინდა იყავი შენ.
-ვაიმე რა კარგი ხარ.. დივანზე გადაწვა.
-ზარმაცა. მაქსიმემ თვალები აატრიალა.. ბაბალემ გაიცინა, ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში შევიდა.
ხახვს ჭრიდა სალათისთვის და თან ვაშლის წვენს წურავდა.
-რატომ გადახვედი უბნიდან?
შიშისგან შეხტა , ხელში დაკავებული დანა დაუარდა და გაბრაზებულმა შეხედა კედელს მიყრდნობილ გიკას.
-ასე მინდოდა.
-რა ენა წყლიანი ხარ.. თავი გადააქნია. -ანდრია წავიდა..
-ვიცი.
-შენს გამო.
-მე ნუ მაბრალებ.
-სწორედაც, შენს გამო დავკარგე საუკეთესო ძმაკაცი.
-ცდები..
-რაში?
-მე, რომ მაბრალებ შენს დანაშაულს იმაში. ვერ ვხვდები რა გინდა?
-შენი გაქრობა.
-მე ხომ შეგეშვი?
-შემეშვი? ყოველთვის იქ ხარ სადაც ტასო და ეს შეშვებაა?
-შენს გამო ტასიკოზე უარს ვერ ვიტყვი.
-ყოველთვის ჩემს გარშემო უნდა იტრიალო?
-მე შენს გარშემო არ ვბრუნავ.
-ბრუნავ.
-ეგოისტი ხარ.
-ვარ.
-მეზიზღები.
-არა ნაკლებ.
-გიკა.. ნიაკოს ხმის გაგებისთანავე სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ბაბალე.
დერეფანში იყვნენ ტასო და ბაბი ოთახში ერთად შემავალი ხიონაკი და ნიაკო, რომ დაინახეს.
-მოიცა ესენი ერთად უნდა იყვნენ? ტასომ ისე კითხა მაქსიმეს თითქოს კატასტროფა ხდებოდა მათ სახლში. -რა უნდათ მაგათ ერთად?
-რა ენდომებათ ნეტა? სიცილით გააქნია თავი მაქსმა და თავის ოთახში შევიდა.
-ფუ მრუშები. სასაცილოდ აიქნია ხელი და ოთახში შემავალ ბაბალეს მიყვა. -შენ რაღა გჭირს გოგო?
-შენ რა გაპანიკებს?
-სახლს მიბილწავენ.
-ვაიმე რამდენი გაკლია. სიცილით გადაწვა საწოლზე.
-მართალი იყო ბებიაჩემი, რომ ამბობდა ყველა გაიხრწნა დღეს დღეობითო. აღშფოთებულმა თქვა და ხელი შუბლზე მიიდო.
დილაუთენია გააღვიძა მზის სხივებმა. სარაფანა გადაიცვა, ტუმბოზე დადებული წიგნი აიღო და ეზოში გავიდა. სრული სიმშვიდე და სიწყნარე სუფევდა ირგვლივ. ჩიტების ჭიკჭიკი სასიამოვნოდ ჩაესმოდა ყურებში. რამოდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქა გრილი ჰაერი, ცას გაუღიმა და ახლად ჩამოკიდებულ ჰამაკში მოთავსდა. ძველი წიგნის გაყვითლებული ფურცლები ფრთხილად გადაფურცლა და იმ გვერდზე გადაშალა სადაც გუშინ გაჩერდა.
ხიონაკი საწოლზე იწვა და ჭერს მიშტერებოდა. ოთახიდან დაინახა დერეფანში მიმავალი ქებურია და უნებურად გაეღიმა. გვერდით მწოლიარე შიშველ ნიაკოს გახედა, თხელი საბანი წელზე მიაფარა და საწოლიდან წამოდგა. სპორტული შარვალი ამოიცვა, სიგარეტი აიღო და გარეთ გავიდა.
წითური ჰამაკში იჯდა და ხმამაღლა კითხულობდა მისთვის ნაცნობ ემზარ გაბრიელაშვილის ერთ-ერთ ცნობილ და გასაოცარ რომანს.
გიკას დანახვაზე ქებურიამ სწრაფად დახურა წიგნი და თვალი გაუსწორა თაფლისფერ თვალებს.
-რომელი მოგწონს? გვეჯო, ბათო, თუ...
-დათო.
-რატომღაც მეგონა, რომ ცუდი ბიჭები არ გხიბლავდა.. სიგარეტის მეორე ღერი ამოიღო პაჭკიდან.
-დათო ცუდია?
-არ არის?
-ვისთვის როგორ. მხრები აიჩეჩა და ბიჭს გაცილდა.
გავლისას ქებურიას სურნელმა მიაღწია მასთან.. მანაც გაუაზრებლად ჩაისუნთქა ქოქოსის სურნელი. ცარიელ ჰამაკს მიუახლოვდა და ჩამოჯდა ..
-გიკა.. მაქსი ჩამოუჯდა წინ და ხელებში დაჭერილი სიგარეტი ააცალა. -რაღაც ვერ ხარ შენებურად.
-ჰო.
-რამე ხდება?
-რაღაც ვერ მასვენებს და ის რაღაც ვერ გამიგია.
-იქნებ და ბაბალე გიყვარს..
-რა სისულელეა. ნიაკოზე ვჭედავ და რა ბაბალე. ჩაიცინა. -თან ანდროს ევასება ეგ..
-რავი.. ისე იქცევი.
-როგორ?
-ბაბალეზე შეყვარებული კაცივით.
-ქებურია, რომ შემიყვარდეს თავი მექნება მოსაკლავი. ბოღმა მოაწვა.. -მეზიზღება.
-ასე, რომ ლაპარაკობ ვეღარ გცნობ. იმ ღლაპს ემსგავსები, რომელსაც მასზე კარგი არავინ უნდა, რომ იყოს დედამიწაზე.
-ჩემზე კარგი ის ვერც იქნება.. ბრაზისგან აენთო.
-,,მგონი ,იმ მდარე წიგნებში სიმართლე წერია: სიყვარული სიბრაზით იწყებაო” ორაზროვნად ჩაილაპარაკა მაქსმა და ტუჩის კუთხეში გაეღიმა.
ასე და ამგვარად გავიდა ორი წელი.. სწორედ იმ დღეს, რაჭაში ნახეს ერთმანეთი საბოლოოდ.. მას მერე არც ერთხელ არ შეხვედრილან. თბილისი პატარა იყო, მაგრამ მათთვის დიდი აღმოჩნდა. გავიდა ზუსტად 24 თვე.
ორივე გაიზარდა და დაიხვეწა.
ორივე შეიცვალა..
ბაბალე ფსიქოლოგიურზე სწავლობდა..
გიკა არქიტექტურაზე..
უკვე მესამე კურსის სტუდენტებად ითვლებოდნენ და თავიანთ მომავალს ქმნიდნენ.
ანასტასია იმ ზაფხულსვე გაემგზავრა ესპამეთში თავის ბიძაშვილებთან ერთად და იქ გააგრძელა სწავლა..
ბაბალე დატოვა სულ მარტოდ მარტო პატარა ქალაქში..
რა შეიცვალა ამ ორ წელში?
ძალიან ბევრი რამ .
იმდენი რამ, რომ მოყოლითაც დაიღლება ადამიანი. ამიტომ მხოლოდ მნიშვნელოვანზე ვისაუბრებ.
იყო გაუთავებელი ხიონაკისა და ნიაკოს შერიგება გაცილებების პერიოდი, რომელიც რამოდენიმე თვის წინ ნიშნობით დაგვირგვინდა, სადაც ქორწილის დრო და თარიღიც გამოაცხადა წყვილმა და სამზადისსაც შეუდგნენ. რატომღაც ნიაკო ხახუბიამ დეკემბერში ინდომა ქორწილის გადახდა და გიკაც მას დამორჩილდა.
ახსოვდა თუ არა წითური?
ალბათ. აბა ვინ დაივიწყებდა მის მწვანე თვალებს და მუდამ აჩეჩილ მოელვარე თმებს?
კი ნამდვილად ახსოვდა ტვინის, რომელიღაც კუნჭულში ჩამალულ წერტილს ქებურია.
ბაბალემაც მონახა თავისი ცხოვრების მეგზური. ლაშა პაპასკირი...
უყვარდა ეს ბიჭი მისი შინაგანი კეთილი და გასაოცარი სამყაროს გამო.
ის სიყვარული რასაც წიგნებში წერენ, იყო თუ არა ამ ორ წყვილს შორის ამას ვერავინ იტყოდა,მაგრამ აშკარა იყო რაღაც აკლდა ორივეს.. და ეს რაღაც ის ცეცხლის ნაპერწკალი იყო კოცონის დანთება, რომ შეეძლო.
პატარაობიდანვე მიყვარდა ჩემთვის საყვარელი მწერალი, ოტია იოსელიანი და მისი ერთ ერთი ციტატა მუდამ მიტრილებდა ტვინში.
"ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება, მაგრამ საუბედუროდ, იმ ათასობით უსახურში იმ შენი ტოლფასის პოვნა ჭირს. არც ის შენი ნამდილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ–სხვის ნახევარს. ორივეს დაღლილი წამებაა და ძებნა უპოვარისა. ხანჯლით შუაში გაჩეხილი არიან ადამიანები და სხვა სხვის ნახევარს სახელდახელოდ, ნაჩქარევად მიკერებული. ვერ ჰგუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს. ათასში ერთს თუ გამართლებია და თავისი ნახევარი დასტოლებია.“
პირველად, რომ წავიკითხე ისე შევშინდი თითქოს ვერასდროს ვიპოვიდი მე იმ ერთს და ვაი თუ სხვისას შევეჯახოთქო... არ ვიცი..
ხან ისეა ხან ასე. სიყვარულიც ხომ გამართლებაზეა არა?
აი საკითხავი სწორედ ეგ იყო.
ნეტავ მართლა იყო ნიაკო და გიკა ერთმანეთის ნახევრები?
იქნებ და არ იყვნენ?
ან იყვნენ...
ლაშა და ბაბაბი?
ხო.. ეგენიც კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩნენ..
ისევ აგვისტო და გაუსაძლისი სიცხე.. თბილისს, რომ წვავდა და ხალხს სულს უხუთავდა.. აივანზე იყო გასული სარეცხს ფენდა მობილურზე ტასიკომ რო დაურეკა.
-ბაბალე ჩამოვედი..
მხოლოდ ეს ორი სიტყვა და მონატრებისგან გამოწვეული ემოციები..
-თბილისში ხარ?
-ხო დავბრუნდი. კისკისებდა ყურმილს მიღმა მყოფი.
საღამოს აუარა მონატრებულ დაქალს და მთელი ისტორია უამბო რაც ესპანეთში გადახდა. სკაიპშიც არ აკლებდნენ ქოთქოთს მარა რა ჯობდა ასე ერთად ჭუკჭუკს? რა თქმა უნდა არც არაფერი.. თან ცივი ყავის ფონზე..
-ხვალ ყაზბეგში მივდივართ სასტავი და შენც გაემზადე..
-მე?
-ახლა არ დაიწყო.
-ისიც იქნება?
-ხო.. ნიაკოსთან ერთად..
-როდისაა ქორწილიო?
-რავიცი გოგო ხან ნოემბერიო ხან დეკემბერიო.. ნეტავი თვითონ გაარკვიონ და მე რას ვჩივი..
-რა შეცვლილი ხარ ჩემო ტასიკო.. მხარზე ჩამოადო თავი.
-შენც არა ნაკლები.. ისე რამ გადაგაწყვეტინა თმების ქერად შეღება?
-რავი..
-მის გამო?
-ეგ რა შუაშია? ორი წელია თვალით არ მინახავს. თან ტონიკია მალე გადავა.
-კლასის შეკრებაზე არ ყოფილხარ?
-ნწ.. არ წავსულვარ.
-ანდრია ჩამოდის ამ თვის ბოლოს.
-აეროპორტში დავუხვდე?
-ხო ბუშტებით ხელში. სიცილით დაეთანხმა. -ლაშიკო სად გყავს ?
-თურქეთშია წასული რაღაც საქმეზე.
-როდის ქორწინდებით თქვენ?
-რა დროს დაქორწინებაა ერთი წელია რაც შეყვარებულები ვართ.
-რა ცოტა დროა...
-ცოტაა.
-აბა იყავით მაშინ 20 წელი ასე ხელჩაკიდებულები და უყურეთ სხვებს..
-ხომ იცი ჩემი დამოკიდებულება დაოჯახებაზე?
-ხო და მაგიტომ მეშინია მარტოდ მარტო არ დარჩე.
-არ იღელვო მაგაზე შენ.. ხვალ რომელზე უნდა გავიდეთ?
-8სკენ.. მე და მაქსი გამოგივლით და ერთად წავიდეთ.
-ვინები მოდიან იმ წყვილის გარდა?
-ჩემი ბიძაშვილები და ბიჭების ძმაკაცები.
-ოჰ ავსებულა სასტუმრო და ეგაა.
-არ გადამაგდო იცოდე ხვალ კორპუსთან იყავი.
-მიდიხარ უკვე?
-ხო, მშობლები წესიერადაც არ მინახია ისე გამოვარდი შენთან.. ხვალამდე ბაბულიკ.. ლოყაზე აკოცა და ბინიდან გავიდა.
მთელი ღამე არ მოასვენეს ფიქრებმა. ვერ შეძლო დაძინება. ხვალინდელი დღის მოლოდინში თვალიც ვერ მოხუჭა.. თითქოს ეს ორი წელი გაქრა და იგივობაში დაბრუნდა.
დილის გარიჟრაჟზე ჩაძინებულს დაადგნენ თავზე მაქსიმე და ანასტასია. გამოფხიზლებულიც არ იყო ისე გავიდა, თავისი ბარგით ხელდამშვენებული ეზოში.
მაქსიმემ ძლივს იცნო, ამ ორ წელში შეცვლილი, გალამაზებული და დაქალებული ქებურია.. ბაბალესაც არა ნაკლები გაოცება ეხატა სახეზე, მის წინ მდგომი დვალის დანახვაზე.
-ბაბალე ეს შენ ხარ? მანქანაზე მიყრდნიბილი გოგოსკენ გაემართა.
-მაქს, რა სიმპატიური ხარ.
-და შენ? როგორ გალამაზებულხარ. გოგოს მიეჭრა და მოეხვია. -ტასიკოს თავს გეფიცები მგონი შემიყვარდი. სიცილით მოსწყვიტა მიწას და რამდენიმე წამში კვლავ უკან დააბრუნა მოკისკისე.
-მეც შეყვარებული ვარ მგონი შენზე..
-აყვა ღლაბუცში ესეც. თვალები გადაატრიალა ტასომ და მანქანაში დასკუპდა.
-წავედით ახლა ჰე.
-ეს ხომ არ აცლის ადამიანს არაფერს. უკანა კარი გამოუღო გოგოს, მერე სწრაფად მოუარა ავტომობილს და თავისი ადგილი დაიკავა საჭესთან.
-აბა ახლა მოყევი რა ხდებოდა ამ ორ წელში? სარკიდან გახედა უკან მჯდომ ბაბის.
-უფ იმდენი რამ მოხდა.
-დაიწყე..
-სულ თავიდან?
-ხო აბა?
-ვიწყებ.
-მნიშვნელოვანი მომენტები უფრო დაწვრილებით. გაუცინა და საჭე მარჯვნივ მოაბრუნა.
ლაპარაკ ლაპარაკში თბილისს მალევე გაცდნენ. ღრუბლებით მოცულ მთებს ჯერაც ეძინათ, არა მარტო ბუნებას არამედ მზეც მიმალულიყო და ნისლში გახვეულიყო. დახვეული გზები ბურუსში აღარც მოჩანდა, რაც საფრთხეს წარმოადგენდა მათთვის.
ბევრი სოფელი და ბუნებაში ჩაძირული დასახლებების გავლის შემდეგ, გუდაურის ე.წ. „გადასახედის“ სანახავად გაჩერდნენ.
მზე ოდნავ გამოსულიყო ცაზე და კაშკაშა სხივებით დანათოდა ულამაზეს ნაგებობას, რომელზეც საქართველოს ისტორია მოზაიკის სახით გამოსახულიყო კედლებზე. საერთო ჯამში კი სამოთხის მაგვარ ადგილს მოგაგონებდათ.
ხელში დაკავებული სათვალე ცხვირზე მოათავსა და მზის სხივებისგან დაფარული მწვანე სფეროები მიაპყრო ცას. სურათები გადაიღეს, თვალი უკეთ მოავლეს უმშვენიერეს ხედებს, მერე ბაბალეს დაჟინებით პარაპლანითაც იფრინეს. ზევიდან დანახული მთები, გარემო, ხალხი, ბუნება ეს ყოველივე აღუწერელი გრძნობა იყო, რაც არასოდეს განეცადა არც ერთს.
ძლივს მოსწყდნენ ამ მშვენიერებას და გზა გააგრძელეს.
სოფელ სნოსაც ესტუმრნენ, რომელიც ბაბის ყოველთვის გამორჩეულად მოსწონდა.. ალბათ იმიტომ, რომ სოფელი ისევ ძველ იერსახეს ინარჩუნებდა..
გასაოცარი იყო სუფთად დაგვილი ვიწრო ქუჩები და ფლეთილი ქვის ლამაზი წყობით აშენებული სახლები.
ღუდუშაურის ციხეც მოინახულეს უძველეს ისტორიასა და გადმოცემებს, რომ ინახავდა. ქართველი მწერლების გიგანტური ქანდაკებებიც შეათვალიერეს, რომლებიც ღია ცის ქვეშ ზღვის დონიდან 1 760 მეტრზე მდებარეობდა..
ბუნებაში მყოფი თვალისმომჭრელი შედევრები ერთ დიდ მუზეუმს ქმნიდა.. იქ იყო შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას, ილია ჭავჭავაძისა და ალექსანდრე ყაზბეგის გიგანტური სკულპტურები.
ასე, არა დაგეგმილი თვითნებურად შექმნილი ტურით დაღლილები გაემართნენ ჯუთასკენ.
სასტუმროს წინ გააჩერა მაქსიმემ ავტომობილი და გადავიდა..
ბაბალე და ტასოც მას მიყვნენ.
სასტუმროდან რამოდენიმე ნაბიჯზე მარკეტის სტილში, "ჟეშტისგან" გაკეთებული, პატარა მაღაზია შენიშნა ქებურიამ და ნაყინის საყიდლად შევიდა. გამყიდველი იქაური ბებო იყო, რომელიც გაფაციცებით ადევნებდა თვალს გვერდით მინდორზე მყოფ კაცებს, რომლებიც ცხენს თოკებით იჭერდნენ . მოხუცს ღაჟღაჟა ლოყები ისე დაჭკნობოდა მაშინვე მიხვდებოდით ცხოვრების მძიმე წლები, რომ ქონდა გატარებული . მის გამოხედვაში ყაზბეგი ქალის კუშტი მზერა და თბილი თვალები ერთ დიდ ნაზავს ქმნიდა . შავი თავსაბურავი უფრო მეტად გამოკვეთდა ხორბლისფერ კანსა და დამჭკნარ სახეს..
მაქსიმე შეკრებილებისკენ წავიდა.
-ბებო ცოდო არ არის? ცხენისთვის მზერა არ მოუცილებია პატარა ბავშვს ისე მიმართა მოხუცს.
-ცოდოა ბებო მეც მეცოდება მარა წესია ასეთი . გაუღიმა პატარა ბიჭს და თავზე ხელი გადაუსვა.. სიტუაციაში ვერ გარკვეულიყო ბაბალე , ჯერ მოხუცს შეხედა მერე ისევ ცხენს, რომელიც უკვე მიწაზე ეგდო და მამაკაცები თავს ეხვეოდნენ.
-ბებო რას უშვებიან იმ ცხენს ? დაბნეულმა იკითხა და თვალი გაუსწორა თბილად მომზირალს.
-კოდავენ.
-ცოდოა. ტასიკო ლამის ატირდა.
მაღალ ბიჭს გახედა მისკენ ზურგით, რომ იდგა და ცხენს ზევიდან დაჰყურებდა. თითქოს იგრძნო დაჟინებული მზერა, ისე მიტრიალდა ქებურიასკენ და აი ის წამი მათი თვალები ერთმანეთს, რომ გადააწყდნენ. ყველა მოგონებამ გაუელვა თვალწინ.. გულმა ფეთქვა გაორმაგებულად იწყო.. ხელებიც უკანკალებდა. ჰაერს ღრმად ისუნთქავდა და თაფლისფერ თვალებს არ ეშვებოდა..
გარეგნულად ძალიან შეცვლილი იყო ხიონაკი.
იმდენად შეცვლილი, რომ ვერც იცნობდა სადმე ქუჩაში რო შეხვედროდა.
წვერი მოეშვა, თმებიც წამოზრდილი ქონდა, გამაღლებულიყო, დაკაცებული თავისი ნავარჯიშები სხეულით იწონებდა თავს.
გიკამ არც კი იცოდა ყაზბეგში ბაბალეს თუ ნახავდა. ორი წლის წინ დავიწყებული ქებურია ახლა მის წინ იდგა.
-გიკა.. მხარზე ხელი მიარტყა მაქსმა.
-ის?
-ხო ბაბალეა.. სიცილით დაეთანხმა.. -მაგარი შეცვლილია არა?
-ხო..
გოგოს თვალი ძლივს მოაცილა.
შინაგანი აფორიაქება როგორღაც დამალა, მაგრამ ის რაღაც მოუსვენრობა, რომელიც ამდენი ხანი ჩაკლული იყო, თითქოს ისევ გაცოცხლდა.
-ბაბალე არ მოდიხარ? სასტუმროსკენ წასულმა ტასომ კითხა.
-მოვდივარ..
ოთახში ასულმა თავს ფიქრის საშვალება არ მისცა და მაშინვე დაიძინა.
მობილურის ხმამ გამოაღვიძა ტკბილად მძინარე.
-გისმენ. თვალები არც გაუხელია ისე უპასუხა.
-მომენატრე ბაბ.
-მეც მომენატრე. ლაშა, როდის ჩამოდიხარ?
-კიდევ რამოდენიმე დღე მიწევს დარჩენა და ამ კვირის ბოლოს ჩამოვალ. შენ რას შვები ?
-ჯუთაში ვარ.
-ვიცი, ხომ მითხარი გუშინ მივდივარო. მოგეწონა ჭაუხები?
-ჯერ არ მინახავს.. ხვალ ვნახავ და გეტყვი. გაეღიმა.
სასტუმროს ეზოში მყოფი ხიონაკი ლუდს სვამდა და იმ ოთახს უყურებდა სადაც ბაბალე ეგულებოდა.
-გიკ..ნიაკო მიუჯდა გვერდით და ბიჭს მოეხვია.
-ჰო.
-ქორწილი არ გინდა აქ, რომ გადავიხადოთ?
-შენ როგორც გინდა..
-ძალიან კარგი.. კმაყოფილმა გაიღიმა.. -ბაბალე ნახე?
-შორიდან დავინახე.
-სად მიდიხარ?
-მეძინება.
ოთახში შესულმა მაისური გაიხადა და საწოლში მოწყვეტით ჩაეშვა. ნიაკოც გვერდით მიუწვა და მალევე ჩაეძინა. ვერ შეძლო დაძინება, ამიტომ აივანზე გავიდა სიგარეტის მოსაწევად. მთელი კოლოფის ჩაცლის შემდგომ დაბრუნდა ოთახში.
არსებობს სხვა , საოცარი განზომილება დედამიწაზე , სადაც დაჰყურებ ბუნების ნამდვილ საოცრებას და გული სიამაყით გევსება? უეცრად თითქოს დრო რომ ჩერდება და სუნთქვა, რომ გეკვრის?
კი ნამდვილად არსებობს ასეთი სამოთხე საქართველოში და მას ჯუთა ჰქვია..
დილით თვალს, რომ ახელ მზეც კი სხვანაირი გეჩვენება იმ ადგილას..
ყველაფერი იცვლება..
ბუნების სილამაზეს თვალით, რომ აღიქვამ და სამყარო ყველაზე მაგარი გგონია ამ უსაზღვრო სილამაზის შექმნისთვის.
დილის 10 საათზე დაადგნენ გზას ჭაუხებისკენ. სასტავი წინ მიდიოდა, ბაბალე და ტასო ყველაზე წინ იყვნენ.
ნიაკო და გიკა ბოლოში მოჩანჩალებდნენ, რადგან ხახუბიას ჩქარა სიარული არ შეეძლო.
-თუ სიარული არ შეეძლო ნეტავი აქ რას მოდიოდა.. ანასტასია ვერ ისვენებდა.
-დაანებე შენ თავი მიხედავს ვაჟბატონი.
-ილაპარაკეთ შენ და გიკამ?
-არ მინახავს ახლოდან.
-ნეტა რა დამალობანას თამაშობთ ერთი თქვენც რა.. ხელი აიქნია და ცხვირ აბზუებული წავიდა წინ.
პირველ წერტილში ასულები , იქ დაკიდებულ ჰამაკებში ჩაჯდნენ და ცოტახნით მისცეს თავს დასვენების უფლება. იქვე მყოფი სასტუმროდან მუსიკის ხმაც ისმოდა და ესენიც მშვიდად უსმენდნენ მუსიკას.
-აი ამას ქვია ნეტარება.. ტასიკომ წყლის ბოთლი აიღო და გარემოს თვალი ხარბად მოავლო.
-ძაან მაგარია.. არა სასწაულია. ბაბალეც დაეთანხმა.
-პირველად ხარ შენ ააქ? მაქსიმეს ძმაკაცი ჩამოჯდა გოგოების წინ.
-შენი რა საქმეა ? ანასტასიამ ცხვირაწეულმა გადახედა ცისფერთვალებას.
-შენ არაფერს გეკითხებიან მგონი.
-მაქსიმეეეე. დაუყვირა გვერდით მდგომ ძმას.
-რა გაყვირებს გოგო აქ ვარ.. ყურზე ხელი აიფარა.
-გაიყვანე ეს აქედან.
-რა დღეში გაქვს ამ პაწუკა გოგოს ეს ნერვები.. თავი გააქნია თორნიკემ.
-პაწუკა?
-უფს. დაგინგრიე შენს სიმაღლეზე შექმნილი ილუზია?
-ახლა გისვრი ამ მთებიდან.
-ერთად გადავხტეთ წამო. ხელზე დაქაჩა.
-შენთან ერთად სიკვდილიღა მაკლია.
-ამ ორ წელში უფრო დაგგძელებია ეგ ენა.
-ვაიმე ბაბი წამოდი თორემ თუ ვწვდი ამას თმებში ქაჩალს დავტოვებ. ფეხზე წამოხტა, ზურგჩანთა მხარზე მოიკიდა და სწრაფად გაუყვა გზას.
-რას ერჩი გოგო ამ ბიჭს?
-აუტანელია.
ჩანჩქერთან მისულებმა ჩამომავალ ველურ წყალს ხან იქედან უარეს ხან აქედან, მაგრამ დიდ ლოდებზე გადასვლა ვერანაირად ვერ მოახერხეს.
-დაგჭირდა ხო ჩემი დახმარება? თორნიკეს გამხიარულებული ხმა მისწვდა მათ ყურთასმენას.
-მეხი დაგეცეს შენ ანასტასია დვალო ამას დახმარება, რომ სთხოვო. ზეცას აპყრობილი ხელები წამში ჩამოსწია და ძმას მიუბრუნდა. -მიდი ახლა იჯელტმენე და გადაგვიყვანე.
-ნეტა ჩემი თავი გადამათრევინა ახლა და შენზე არც ვიდარდებ.
-აი ესაა ნამდვილი ძმა. ბრაზისგან ანთებული თვალებით გახედა ქვებისკენ მიმავალს.
-გიკაააა.. ხმამაღლა დაუყვირა ნელა მიმავალს -რას მოლასლასებ ბიჭო გამოადგი ფეხები.
ბაბალემ გიკას დანახვისთანავე ისე ისკუპა ლოდიდან ლოდზე ლამის ჩანჩქერს გაყვა.
-ბაბალიკ საღოლ შენ.. წყლით გალუმპულმა მაქსმა გახედა გოგოს.
-რანაირად? როგორ? გაოცებული უყურებდა დაქალს. -სადაა შენი სატრფო? მიახლოვებულ ხიონაკს კითხა.
-დაიღალა და სასტუმროსკენ გაბრუნდა..
-არ მესმის ადამიანი ამ სილამაზის სანახავად როგორ არ უნდა ამოხვიდე.. მხრები აიჩეჩა და მეორე მხარეს გადასასვლელად მოემზადა.
-მოიცადე.. თორნიკე ჩქარ დინებაში ჩახტა და ტასიკოს ხელზე მოკიდა ხელი. -მოდი..
-არა.. ჩამაგდებ.
-არ ჩაგაგდებ ტასუ...
-მეშინია.
-დაივიწყე შიში..
-არ ჩამაგდო!
-არათქო.
-მპირდები?
-გპირდები. ღიმილით მოხვია გოგოს წელზე ხელი და ფრთხილად გადაიყვანა მეორე მხარეს.
-ყველაზე კაი ხარ.. გახარებულმა ტასიკომ ბიჭს ლოყაზე აკოცა და ქებურიასკენ გაიქცა. თორნიკე გაღიმებული უყურებდა მიმავალ დვალს და ხელს ლოყაზე ისვამდა..
-აუფ რა დარხეული გაქ. გიკამ მიარტყა ხელი მხარზე.
-დარხევა შენ მერე ნახე რამეს თუ მიქარავს.. მაქსიმე ამოუდგა გვერდით ბიჭებს.
-ეჰ.. გაძლება მოგცეს ღმერთმა. ხიონაკმა თავი გადააქნია..
-დაახვიეთ რა.. თორნიკემ ხელი აიქნია და მხარზე დაყრდნობილი გიკა მოიცილა..
ტბაზე ასულებმა ტასიკო დაინახეს, იქვე მჯდომი გვირილას რო პუტავდა.
-რაო უყვარხარ? ყვავილზე მიუთითა თოკომ
-არაო.. მხრები აიჩეჩა დვალმა
-მატყუარა გვირილაა ეგ.. გიკამ თქვა და გარემოს თვალი მოავლო. -სადაა შენი წითური?
-ჭაუხები უნდა დავლაშქროო და..
-იქ უნდა ავიდეს? ხელი უზარმაზარი კლდეებისკენ გაიშვირა.
-აჰამ..
-სუ გაგიჟებულა ეგ ამ ორ წელში.
-რო ნახავ არ მოუშალო იცოდე ნერვები..
-მეე?
-დიახ შენ..
-სულ არ შევეხები.
-ძალიანაც კარგს იზამ.. შენ გყავს შენი გასართობი და მიხედე იმას.
-მიხედილია.. ერთი სიტყვა მიუგდო და ბალახზე გაგორდა.
-მოიღრუბლა.. თვალი ზეცას მიაპყრო მაქსმა.
-იწვიმებს. დაუდასტურა გიკამ.
თითქმის ერთი საათი იყო გასული მშვიდად რაც იჯდნენ, მაგრამ ანასტასია ვის დააცდიდა მშვიდად ყოფნას.
იქვე შემჩნეულ ცხენზე დაჯდომა აიტეხა. თორნიკემ მთელი ისტორიები შეთხზა თუ რა საშიში იყო ცხენზე დაჯდომა, ნუ მაგის ბოდვას ვინ უსმენდა საერთოდ . მაინც თავისი გაინაღდა და გაექანა ცხენისკენ.
ამაყად იჯდა გაჭიმული უეცრად ცხენი ორ ფეხზე, რომ შედგა. ტასომ თავი ვერ შეიმაგრა, ვერც პატრონმა ვერ განახორციელა სწრაფი რეაქცია და ამგვარად ანასტასია ცხენიდან გადმოვარდა. ყველა ერთად მიეჭრა ძირს დავარდნილ გოგოს, რომელსაც თითქმის არაფერი არ აწუხებდა.
-ტასუ.. ხელებს სახეზე უსვამდა თორნიკე. -ტას კარგად ხარ?
-ფეხი მტკივა..
-ხომ გეუბნებოდი?
-ნუ მეჩხუბები.
-არ გეჩხუბები.. უბრალოდ ჩემს გაფრთხილებებს არ ითვალისწინებ და შედეგსაც ხედავ.
-ადექი სასტუმროში წავიდეთ. დას ხელი მიაშველა მაქსმა.
-აუჩ. ძაან მტკივა. ფეხს ძალა ვერ დაატანა.
თორნიკემ ცხენზე შესვა ქალბატონი, თვითონაც უკან მიუჯდა და პატრონს მიუბრუნდა. შეუთანხმდა რომ უკან დაუბრუნებდა ხვალ დილას ულაყს. კაციც უპრობლემოდ დათანხმდა.
-მეც წამოვალ ბარემ. მაქსმა თავისი ზურგზაკი მოიკიდა.
-ბაბალე ჯერ, რომ არ ჩამოსულა? ტასიკომ ჭაუხებისკენ გაიხედა.
-მე დავრჩები და დაველოდები არ ინერვიულო მაგაზე, შენ ფეხს მიხედე.
-გიკა
-არაფერს არ ვეტყვი..
-იცოდე..
-ვიცი..
-არ დატოვო მარტო.
-ჩამოვიყვან უკან უვნებლად.. მეტი რა ვქნა ტო?
-დაიფიცე!
-ლიკას თავს გეფიცები..
-ვსო.. დავმშვიდდი.
როგორც კი სასტავი დაიშალა და გიკა ხიონაკი სრულიად მარტო დარჩა ტბაზე, მოსაღამოებულ ადგილას ნერვებმა პიკს მიაღწია და ბაბალეს მოსაძებნად წავიდა.
-მომინდომა გოგომ ალპინისტობა..თავჩაღუნული მიემართებოდა მთებისკენ თან იღრინებოდა..-ეგეც არ მყავდეს ახლა ალექსანდრა ჯაფარიძე. ხო უნდა დაგტანჯოს ამ წითურმა კაცი. მეტი საქმე არ მქონდა მეც კიდე ამის ლოდინი რო დავიჩემე? გეგონება ამის ძიძა ვი...
-უკვე გააფრინე ხო? შენ თავს დაუწყე ლაპარაკი? გაღიმებულ ქებურიას ახედა მის წინ გაბრწყინებული სახით, რომ იდგა.
-სად იყავი აქამდე?. ვერ ხედავ რო დაღამდა?.
-8 საათია ჯერ..
-1საათის და დაჟე მეტის სავალი გზა გვაქვს გასავლელი და მგონი ეს გავიწყდება.
-სხვები სად არიან?
-წავიდნენ..
-ტასო?
-ეგეც.
-ნუ იტყუები, ტასიკო არ დამტოვებდა.
-ფაქტია, რომ დაგტოვა.
-შენ რაღატომ დარჩი?
-ასე მომინდა.
-არ შეცვლილხარ.
-უნდა შევცვლილიყავი?
-ნამდვილად.
უეცარმა ჭექა ქუხლმა ისე შეაშინა ბაბალე უნებურად წამოიყვირა. ამინდი საგრძნობლად იცვლებოდა, ღრუბლები ჩაშავებულიყვნენ. რამდენიმე წამის შემდგომ იწყო ციდან წვეთების უგზო უკვლოდ ცვენაც.. სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდნენ თავი, რომ დაეხწიათ წვიმისთვის.. ჩანჩქერთან მისულები შეჩერდნენ..
-უნდა გადავხტეთ.
-მეშინია.
-რისი გეშინია ბაბალე ამოსვლისას ხომ გადახტი?
-გადავხტი მარა მეც არ ვიცი როგორ.
-მომკიდე ხელი.
-ჩავარდებით გიკა.
-არ ჩავარდებით ბაბი მენდე.
-ქვა სველია ფეხი დაგვიცდება.
-არ მენდობი?
-გიკა ვერ გადავალთ. ჩანჩქერს მოუაროთ.
-უკან რო დავბრუნდეთ და ჩანჩქერს მოუაროთ დაგვიღამდება.
-მასე ჯობს.
-წვიმა მატულობს ბაბალე.
-ჰო კარგი..
-მზად ხარ?
-არა.
-სამ თვლაზე გადავხტეთ.
-არა.
-ბაბი..
გოგომ აწყლიანებული თვალებით შეხედა. ხიონაკმა ღრმად ჩაისუნთქა და ისე ისკუპა მეორე მხარეს არც კი უფიქრია ბევრი. ქებურია აკანკალებული დაჰყურებდა ჩანჩქერს.
-ხელზე ჩამეჭიდე.. გიკა მეორე მხრიდან ცდილობდა ბაბალეს გადაყვანას.
-გიკა გთხოვ. ატირებულმა ჩაკიდა ხელი.
-მენდე..
თითქოს ეს სიტყვები სჭირდებოდა დასამშვიდებლად. თაფლისფერ თვალებს მწვანე თვალებმა ნდობა გამოუცხადეს. გოგომ ხელი ისე ჩაკიდა ბიჭს, რომ დომოდა გიკას მაინც ვერ ჩააგდებდა და გააყოლებდა წყალს. თუმცა ხიონაკს ეს არც უნდოდა. რამდენიმე წამში გიკას მკლავებში იყო თვალებ დახუჭული, გულ აფანცქალებული, სუნთქვა გახშირებული და შიშისგან კანკალებდა.
-გადავრჩი.
-გადარჩი. ღიმილით დაუდასტურა მამაკაცმა და ხელით სველი თმები გადაუწია სახიდან.
საშინლად წვიმდა..
-რა ვქნათ? ჩვენს სასტუმრომდე კიდევ დიდი მანძილია.
-იქ დავჩეთ. შორიდან გამოჩენილი ხის შენობა დაანახა გოგოს.
სირბილით ფარავდნენ დარჩენილ მანძილს. ჰამაკებთან მისულები ხის ნაგებ სასტუმროში შევიდნენ. დერეფანში უცხოელები ირეოდნენ.
-ორი ნომერი გვინდა მხოლოდ ერთი დღისთვის. ხიონაკი მიეჭრა კუთხეში მჯდომ ბიჭს.
-ორი?
-დიახ, ორი.
-არ გვაქვს.. არც ერთი ნომერი არ არის თავისუფალი.
-ჯანდაბა.
ორივე სუ მთლად გალუმპული იყო წვიმისგან, სირბილისგან კი დაღლილები.
უეცრად ვიღაც გოგო მივიდა მათთან.
-მე დაგითმობთ ჩემს ნომერს. მე ჩემს მეგობართან გადავალ. გაუღიმა წყვილს.
-მადლობა.
-არაფრის. გასაღები გაუწოდა..
მეორე სართულზე ასულები მითითებულ ნომერში შევიდნენ. ბაბალემ წამში მოათვალიერა ოთახი. ერთი საწოლი იდგა, პატარა ტუმბო, მის გვერდით მოთავსებული სასმლით სავსე თარო და ორი სანთელი იდო.
გიკას გახედა ტანზე უკვე, რომ გაეხადა და შარვლის ელვას იხსნიდა.
ფანჯრის რაფაზე ისხდნენ..
ბაბალე სრულიად შიშველი საბანში შეფუთული იყო.
ხიონაკი საცვლის ამარა იჯდა მის წინ და სასმელს სვამდა.
არც ქებურია ჩამორჩებოდა სმაში.
-ორი წელი გავიდა..
-გავიდა...
-რა შეიცვალა შენთან ბაბალე?
-გაინტერესებს?
-რავი..
-ფსიქოლოგიურზე მოვხვდი იმ წელსვე..
-ეჭვიც არ შემპარვია, რომ ჩააბარებდი. გაეღიმა
-შენ?
-არქიტექტურაზე ვარ.
-კარგია.
-ხო, არის რა. დალაშქრე ჭაუხები? გაეცინა.
-არა.. არ ამიშვეს.. მანაც გაუცინა.. -საშიშიაო.. მაგრამ იმდენი რამ მიამბეს ნამდვილად ღირდა ის საათები იქ ყოფნისთვის.
-ისევ იგივე ხარ, შენ არც შეიცვლები.
-არც შენ.
ჭიქები მსუბუქად მიარტყეს ერთმანეთს და სასმლის კიდევ ერთი, დაცარიელებული მინის გამოყვანილი, მოოთკუთხედო ბოთლი შეჰმატეს ორ ჩაცლილ ბოთლს.
სიბნელის ფონზე მწვანე მოელვარე თვალები უფრო აბრუებდა სასმლისგან გაბრუებულს. ამას დამატებული ბაბალეს კისკისი, რაც გონებას უბინდავდა..
-ლამაზი ხარ..
-არასოდეს გითქვამს ეგ.
-მე ბევრი რამ არ მითქვამს.
-მაინც?
-ბევრია..
უყურებდა, აკვირდებოდა იმ წითურ გოგოს ასე ძაან, რომ ვერ იტანდა მისი გონება, მაგრამ შინაგანად სულ სხვა გრძნობა სუფევდა მასში..
-მგონი დავთვერი. ამღვრეული თვალებით შეხედა გიკას და მხრიდან გადავარდნილი საბანი სწრაფად წამოიფარა.
ქებურიას მოშიშვლებული მკერდის დანახვაზე გონება სრულიად გაეთიშა.
ბაბალემ თავი ჩახარა.
გიკა მისკენ გადაიწია და ბაბის ისე ეძგერა ტუჩებზე, გოგოს მოულოდნელობისგან ხელში დაჭერილი ჭიქა ხელიდან გაუარდა. რამდენიმე წამში მოსცილდა და თვალებში ჩააჩერდა.
თითქოს დრო გაჩერებულიყო..
სურვილმა, რომ მისი ტუჩების გემო კიდევ ეგემა მთლიანად მოიცვა და უკან აღარც დაუხევია.. ტუჩებიდან ყელზე გადაინაცვლა, ყელიდან ლავიწებამდე გაიკვლია გზა.
მალევე მოაშორა საბანიც და სრულიად შიშველი ქებურია აიკრა სხეულზე.
-შეცდომას ვუშვებთ. ბაბალეს თითქოს საღი აზროვნების უნარი დაუბრუნდა, მაგრამ ის საღია აზრი ხიონაკის ცხელმა ტუჩებმა გადაფარა.
-დავუშვათ.. საწოლს მიახლოვებულმა განუცხადა.
წვიმას არ გადაუღია..
წვეთები მინის ფანჯარას ისეთი ძალით ეხეთქებოდა, როგორც ოკიანეში მცურავ გემს შტორმის დროს წარმოქმნილი უზარმაზარი ტალღები.
სექტემბრის თვის დადგომა დასტყობოდა ბუნებას.
მონაცრისფრო ღრუბლები უფრო მუქდებოდა, ვარსკვლავების ნათებაც მასში იკარგებოდა,
გათენებამდე დარჩენილი საათები ნელ ნელა იწურებოდა და მთვარეც გადადიოდა მეორე მხარეს მყოფ სამყაროში.
ქაოსურად არეულ დედამიწაზე ყველაფერი ისევ იმ ერთფეროვნებით მიმდინარეობდა რა მიმდინარეობითაც იწყება და ღამდება ყოველი დღე.
არფერი.
საერთოდ არაფერი არ იყო სხვანაირად.
ერთი ჩვეულებრივი
გაუაზრებელი
და
დაუფიქრებელი
მოქმედების გარდა.
სწორედ იმ ერთ ოთახში მომხდარი ქმედების, რომელიც ასე თუ ისე მაინც აღემატებოდა ჩვეულებრივობას.
შეიძლება ადამიანი დგამდე ნაბიჯს და ამ ნაბიჯის გადადგმისას უკან იხევდე?
ორმა მაგნიტმა იპოვა ერთმანეთი და მანდ დამთავდა.
იყო თუ არა არსწორი?
არა!
ეს არც არასწორი ნაბიჯი იყო და არც სწორი.
მაგრამ?
და
მაინც რჩება ეს მაგრამ..
სამყაროში დაბრუნებულმა ქებურიამ, თვალი ნელა გაახილა. ფხიზელი გონება ისე ყვიროდა თითქოს განგაშის ატეხვას ცდილობდა. გვერდით მწოლიარე ხიონაკს წამიერად შეავლო თვალი.
მას ისევ მშვიდად ეძინა.
რამდენიმე წუთი გაუნძრევლად იწვა, ჭერს შეჰყურებდა და უსმენდა გიკა ხიონაკის სუნთქვას, ასე შეუსაბამოდ რომ ერთვოდა წვიმის წვეთების წკაპა-წკუპს.
არავითარი გრძნობა არ ირეოდა მასში.
არც სინანულის განცდა სუფევდა და არც შეცდომის.
ფეხზე წამოდგა, უკვე გამშრალი ტანსაცმელი ჩაიცვა და ოთახი დატოვა.
წვიმაში გასული ვერც დაცემულ წვეთებს აღიქვამდა და ვერც სიცივეს.
ვიწრო ბილიკს მიუყვებოდა გათიშული გონებით.
სასტუმროსთან მისულმა მეორე სართულზე აიხედა თითქოს იმ წამს აღიქვა, რომ გიკას და მის გარდა კიდევ არსებობენ სხვები, ის ადამიანები რომლებზეც გუშინ სულაც არ უფიქრიათ..
მობილურზე ლაშას ესემესს ხსნის.
" ბაბ ვერ გიკავშირდები მომწერე ესემესს, რომ ნახავ, მიყვარხარ"
მთელი სხეული ზამბარასავით ეჭიმება. ჰაერის უკმარისობას ისე განიცდის თავი მთვარეზე ჰგონია.
ხელს ყელზე იდებს და რამდენიმეჯერ ღრმად ისუნთქავს ჟანგბადს.
შენობაში სირბილით შედის.
თავის ოთახში ასული ტანსაცმელს იცვლის, მის ნივთებს ჩანთაში ყრის და კარისკენ მიდის.
-ბაბი.. დერეფანში მდგომი ტასო უდგება წინ..
-როგორ ვინერვიულე.. სად იყავი? მოიცა სადმე მიდიხარ?
-თბილისში ვბრუნდები.
-კი მარა რატომ? რამე მოხდა?
-მივდივარ.
-ბაბალე რამე ისე ვერაა? გიკამ გაწყენინა? ბაბი მითხარი!
-ანასტასია მაპატიე.. ტირილით ამბობს და გოგოს ეხუტება.
-ბაბალე ნუ მაშინებ..
-არაფერი მკითხო გთხოვ.. დღეს არა რა..
-კარგი.. არაფერს არ ვამბობ.. მარა ამ წვიმაში როგორ უნდა წახვიდე?
-არ ვიცი.. ფეხითაც, რომ მომიწიოს წასვლა უნდა წავიდე..
-სულ გაგიჟდი მგონი..
-გოგოებო..გაიღვიძეთ უკვე? როგორ გაქვს შენ ფეხი? თორნიკე უდგება ანასტასიას წინ და ფეხზე აკვირდება.
-თოკა შენი მანქანის გასაღები მომეცი. ბიჭის კითხვას აიგნორებს.
-რათ გინდა?
-ბაბის სამსახურიდან დაურეკეს და სასწრაფოდ თბილისში უნდა დაბრუნდეს..
-აჰა აიღე, მარა არ ჯობია რო გადაიღებს წვიმა მერე წახვიდე?
-არა! სასწრაფოდ უნდა წავიდე.. ტას, რომ ჩავალ დაგირეკავ.. წყვილს სცილდება და შენობას ტოვებს.
ალბათ ყველაზე მშვენიერი ის წამებია გონებას და გულს ერთი და იმავე რომ უნდათ, მაგრამ გამოფხიზლებულზე ამის აღქმის უნარს ის პატარა წერტილი გიხშობს რაც აუხსნელია და მაინც გგონია, რომ ეს ის არ იყო რაც უნდა ყოფილიყო.
ხიონაკს არ უნანია..
არც ბაბალეს უნანია.
საერთოდაც რა იყო სანანებელი?
მოხდა..
რაც ორივეს უნდოდა სწორედ ის მოხდა..
რაც მოხდა უკვე მომხდარი იყო, მაგრამ იმ მომხდარის შემდეგი მომენტი გახლდათ ცოტა გადაულახავი.
გიკა იმ წამსვე გადაბრუნდა მეორე მხარეს რა წამსაც თვალები გაახილა, მარა ქებურია არც მძინარე და არც გამოფხიზლებული არ დახვდა.
-ჯანდაბა.. საწოლზე წამოჯდა და ფანჯრისკენ გაიხედა.. -ამ წვიმამაც გაახურა რა.. მობილურს დასწვდა.. ბაბალესთან დარეკვა უნდოდა, მაგრამ არ იჭერდა. -ფუ ამის.. ისევ ძირს დააგდო და საწოლზე გადაწვა.. ჭერს მიაშტერდა. გაყინული თვალებით უყურებდა ერთ წერტილს.. ტუჩებს აცმაცუნებდა, თითქოს თავის თავს ელაპარაკებოდა..
გონება არეული ქონდა.
მხოლოდ ერთზე ფიქრობდა..
მხოლოდ ბაბიზე.
სასტუმროში შესული ქებურიას ოთახისკენ გაემართა. რამდენიმეჯერ დააკაკუნა, მაგრამ კარი არ გაუღო.
ნერვებმა პიკს მიაღწიეს..
ვაი და თუ ნანობსო.
არ იცოდა რა სტკიოდა გულის სიღრმეში. არეულ დარეული ყვებოდა გონებაში ანთებულ რეფლექსების მიერ მიწოდებულ ინფორმაციებს. ყელში რაღაც ახრჩობდა. სველი მაიკა ოდნავ დაქაჩა წინ, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
ანასტასიას ოთახს მიადგა.
-სადაა შენი დაქალი?
-რა უქენი? შეტევაზე გადავიდა დვალი.
-რა უნდა მექნა? წარბები შეკრა და ძირს დაიხედა.
-ისევ ატკინე ჰო?
-სადაა? წყნარი ტონით კითხა, მაგრამ ტასოს დუმილმა გააღიზიანა.. -სადაათქო?
-წავიდა.
-სად წავიდა?
-თბილისში..
-სულელი.
-გიკა
-ხო
-მითხარი! რამე დაუშავე?
-შენ არ გეხება.
-მეხება
-არამგონია
-ანასტასია დასავითაა ჩემთვის.
-ვიცი.
-არ იცი. საერთოდ არაფერი არ იცი შენ. რა გინდა ბაბისგან? გამაგებინე ადამიანო რას გადაეკიდე?
-მორჩი! არაფერი არ გამიკეთებია ისეთი რაც თვითონ არ უნდოდა.
-როგორ? მოიცა... გიკა! ანუ?
-ანუ.....
-მე რაც ახლა გავიფიქრე... თვალები დააწვრილა ტასომ და ხიონაკი კარგად შეათვალიერა.
-ეგაა.. თავის დაქნევით დაუდასტურა და კარგადაც მიიღო სახეში.
-თვალით არ დამენახო. გამწარებულმა მიახალა -საერთოდ არ გამეკარო. ოთახის კარები გამოაღო.
-ნუ დგამ სცენებს. კარი ხმაურიანად დაკეტა და დვალის წინ დადგა. -გითხარი არაფერი დამიძალებიათქო. იღრიალა. -რაც მოხდა მე და ბაბალეს გასარჩევია და არა შენი.
-აჰა.. ანუ შენ და ბაბალე? და ნიაკოს რას უშვები? მარსზე უშვებ?
-ტასო! წყობიდან ნუ გამოგყავარ.
-შენ რო გამომიყვანე ეგ არაფერი?
-მომეცი ბაბალეს მისამართი.
-არა.
-უნდა დაველაპარაკო.
-რაზე?
-გითხარი უკვე შენ არ გეხებათქო.
-გიკა.
-კაი არ მინდა ჩემით გავიგებ.
ოთახიდან გასულმა კარი მთელი ძალით მიიჯახუნა. ნიაკოს ნახვა ყველაზე ნაკლებად უნდოდა და საერთოდ არც აპირებდა მის ნახვას იმ წამს. მანქანაში ჩაჯდომისას დაინახა სასტუმროდან მისკენ მიმავალი ხახუბია. თითქოს ვერ შეამჩნია ისე დაძრა ავტომობილი და ისე აუარა გვერდი. სარკიდან გახედა წვიმაში მდგომს.
საჭეს ხელი დაარტყა და სიჩქარეს უფრო უმატა. ყაზბეგიდან გასულმა მანქანა გვერდით გადააყენა და ტელეფონზე მისული ტასოს სმს გახსნა სადაც ბაბალეს მიასმართი ეწერა. სველი მაისური გაიხადა და უკანა სავარძელზე მოისროლა. ბაბალესთან დარეკვას ცდილობდა მარა უშედეგოდ.
ნერვიულად იკვნეტდა ქვედა ტუჩს და ტელეფონზე შემოსულ ნიაკოს ზარებს წამის მეასედში თიშავდა. ავტომობილი ბაბალეს სახლთან გააჩერა, მაისური გადაიცვა და ბინისკენ გაემართა. კარების გაღება ცოტა დააყოვნა ქებურიამ, მაგრამ მაინც გააღო.
-რა გინდა?
-რა უნდა მინდოდეს?
-მე რა ვიცი.
-ბაბალე ნუ ნაგლობ.
-არ მითქვამს შემოდითქო.
-არც მე მითქვამს თბილისში გამოექანეთქო.
-ნუ ჯდები მანდ.
-აბა ვიდგე?
-საერთოდ წადი.
-ვილაპარაკოთ.
-რაზე?
-გუშინდელზე.
-ჩათვალე რო არაფერი იყო.
-გავაქრო?
-გააქრე.
-ასე ადვილად?
-უბრალოდ დავივიწყოთ და გავაგრძელოთ ჩვეულებრივ.
-თუ დავიწყება გინდოდა რატომ გამოჩნდი? ვერ დარჩი იმ ორ წელს მიღმა? ყოფილიყავი ისევ უჩინარი. ისევ შენთვის. ჩემგან შორს. რატომ ბაბალე? რატომ გამოჩნდი ისევ?
-ტასოს გამო.
-ტასო? ჩაიცინა. -ხედავ? მე და შენ ასე ვერაფერს ვერ დავივიწყებთ თუ ტასო იარსებებს ჩვენს შორის.
-რას მთავაზობ? ტასოს მიტოვებას?
-შენ ხო დავიწყება გინდა?
-მე არაფერი არ მინდა. წადი!
-ინანებ!
-რას? რა უნდა ვინანო გიკა? მითხარი რა? არ გამაცინო და ახალა ის არ მითხრა შენს ცოლად მოყვანას ვაპირებდიო?
-სასაცილოა?
-ძალიან.
-მეც მასე ვფიქრობ. რაღაცნაირად ჩაიცინა.
-მგონი გავარკვიეთ. ბაბალე ფეხზე ადგა და კარი გამოაღო. ხიონაკს ხელით ანიშნა წადიო.
-ისედაც გარკვეული იყო. კარს იქით დადგა.
-კი გარკვეული იყო. ისევ ისე. მე ჩემთვის შენ შენთვის. კარის მიხურვა სცადა, მაგრამ წინ მდგომმა შეაჩერა.
-და მაინც გიკა ხიონაკის საკუთრებაში. ტუჩის კუთხე ჩატეხა და თვალი ჩაუკრა პირდაღებულ ბაბალეს, რომელსაც ერთი სიტყვის თქმაც არ დააცადა ისე გასცილდა.
ბაბალე?
არეულ დარეული გონებით..
გიკა?
გიკას უკვე გათვითცნობიერებული ქონდა ყველაფდრი. იმისდა მიუხედავად, რომ გრძნობებში ირეოდა მაინც ცდილობდა სწორად გაეთვალა თითოეული ნაბიჯი.
მანქანაში ჩაჯდომისთანავე მაქსიმსეს მიწერა ნიაკო წამოიყვანე შენი მანქანით და რამდენიმე საათში აქ იყავითო. ერთხელ კიდევ შეათვალიერა ბაბალეს სახლი და ავტომობილი დაძრა.
წვიმა უფრო მეტად მატულობდა.
აშკარად გიკას ნერვებზე თამაშობდა ამინდიც.
-ლიკუ.. სახლში შესული დედამისს მოეხვია და ლოყაზე აკოცა. -ლუკა სახლშია?
-მისაღებშია.. წადი შენ გამოიცვალე არ გაცივდე.
-რა გამაციებს. გაუცინა ქალს და მისაღებში გავიდა -მა სალაპარაკო მაქვს თქვენთან.
-ჩამოვიდა და უკვე დაიწყო.
-სერიოზულ თემაზე მაქ საბაზრო ლიკას თავს გეფიცები.
-ჯერ გამოიცვალე და პირი დაიბანე ადამიანს არ გავხარ.
-კაი თქვენ მანამდე მოემზადეთ.
ლუკამ მზერა გააყოლა ოთახისკენ მიმავალს და მერე ლიკას ანიშნა რა ხდებაო. რადგან ლიკამაც არ იცოდა რა სჭირდა თავის ვაჟს მანაც მხრები აიჩეჩა და ქმრის გვერდით ჩამოჯდა.
-აჰა მოვედი. მშობლების წინ მოკალათდა. -მე ნიაკოს ცოლად ვერ მოვიყვან. შესავლის გაკეთება არც უფიქრია.
-მგონი შვებულებაში წასული ტვინი დაუბრუნდა. ცოლს გახედა და ისევ წინ მჯდომზე გადაიტანა ყურადღება. -ჩვენ რო ნიაკო არ გვევასება ეგ შენ ისედაც იცოდი. წარბ შეკრულს თვალი ჩაუკრა -ახლა ის მითხარი ამ ორი წლის აკვიატებულ "ცოლად მოვიყვანს" რა აღუდგა წინ.
-რა არამგონია დაესმოდეს.. ჩაფიქრდა უმცროსი ხიონაკი. -ვინ უფრო.
-გაგვარკვიე ახლა ნორმალურად..
-ოო მოკლედ სხვასთან ვიწექი რა.
-მერე?
-რაღა მერე მამა?
-დიდი ამბავი იწექი იწექი. რა მოხდა ამისთანა? შენს ასაკში ეგ..
-ლუკა! ლიკას თვალები აენთო
-რა?
-გაჩუმდი!
-რა არის აქ გასაჩუმებელი. ბიჭი ჯერ არ დაქორწინებულა და რო გაერთოს რა პრობლემაა? უდარდელად თქვა და დივანზე გადაწვა.
-არ იყო ეს გართობა. ჩუმად ჩააკვეხა სიტყვა გიკამ.
-აბა რა იყო? არ მითხრა ახლა ვიღაც ბ*ზთან ვიწექი და შემიყვარდაო? მაგას ისევ ეგ შენი ნიაკო მირჩევნია რო მოიყვანო.
-ბაბალე?
-რა შუაშია აქ ბაბალე?
-ბაბალე იყო ის ვისთანაც ნიაკოს ვუღალატე. ნუ თუ ქვია ვაფშე მაგას ღალატი.
-რომელი ბაბალე? წინ წამოიწია ლუკა.
-აუ მამა რა გჭირს? რომელი ბაბალე იქნება თუ არა ის წითური აუტანელი გოგო? სიტყვის დასრულება ძლივს დასცალდა გიკას ლუკას მუშტი სახეში, რომ მოხვდა. -ფუ ამის.. მგონი ცხვირი გამიტყდა. დარტყმაც მინახია მარა ასეთი? შვილი ვარ თუ მტერი?
-თავი, რომ არ გაგიტეხე მადლობა თქვი.
-მადლობა.
-ნერვებს ნუ შლი.
-რა ერთ ამბებს მიწყობთ ტო? გოგოსთან ვიწექი ვინმე ხომ არ მომიკლავს? არ ატეხეს აქ ამბები.. გეგონება..
-ხმა არ გაიღო. მანდ ეგდე და ჩუმად იყავი..
ორი თითი მოკუმა და პირზე გადაიტარა დადუმების ნიშნად. ლიკას მოტანილი ყინულებით სავსე ნაჭერი ცხვირზე დაიდო და აქეთ იქეთ მოსიარულე მამამისს გახედა.
-არა, არ მესმის.. აქამდე ჭამდი ცოცხლად იმ გოგოს და ასე ერთ დღეში რა გეტაკათ ან შენ ან იმას. არა შენ რო ტვინი არ გაქვს ეგ ნათელია მარა მე ის მიკვირს ბაბალეს რა დაემართა. რამე ხო არ მიქარე?
-მაგრად მიტყდება შენ, რომ მაგას მეკითხები.
-მე ის მიტყდება ჩემი შვილი უაზროდ, რომ იქცევა.
-არაფერი არ დამიძალებია.. იმისდა მიუხედავად, რომ მთვრალები ვიყავით ეს ორივეს სურვილი იყო. მთლად იმ დედააფეთქებულ სასმელსაც ვერ დავაბრალებ ვერაფერს. აი ახლაც ამ ფხიზელ მდგომარეობაშიც იმას გავაკეთებდი რაც გავაკეთე და სულაც არ ვინანებდი.
-ნიაკოზე რას იტყვი?
-რა უნდა ვთქვა?
-შენ ალაოდ ხო არ ხარ ბიჭო გოგო ცოლად მოგყავდა და ახლა ამბობ ბაბალე მიყვარსო.
-როდის ვთქვი ეგ?
-მე ასე გავიგე შენი მონოლოგიდან.
-შეცდომით გაგიკეთებია დასკვნა. უბრალოდ ნიაკო და მე კარგი პარტნიორები ვართ ერთმანეთისთვის. მაგრამ როგორც ოჯახი ? არ ვიცი.. არამგონია გამოვიდეს მაქედან რამე. თან ახლა.. რო დავფიქრდე ნიაკო არც მყვარებია. ან მიყვარდა კიდეც. არ ვიცი. რა მინდა მეთვითონ არ ვიცი.
-ბაბალე სადაა? ელაპარაკე ?
-ველაპარაკე
-რაო?
-დავივიწყოთო
-და რას აპირებ?
-არ ვიცითქო.
-ნიაკომ იცის?
-დღეს გაიგებს.
-კაი დღე გელის წინ
-ნუ იტყვი.
-მე არ ჩავერევი. შენ მოაგვარე შენივე გადადგმული ნაბიჯის თან მომყოლი პრობლემები. ცოლად მოიყვან თუ არა ეგეც შენი და ბაბალეს საქმეა. მაგრამ რამე ისე რო გააკეთო რაც არაკაცულია ხომ იცი, რომ არ გაპატიებ? ესეც არ არის სწორი რაც გააკეთე მარა ამქვეყნად უშეცდომო არავინაა.
ღამის 9საათი იყო ნიაკოს სახლის წინ, რომ გააჩერა ავტომობილი. კიბეები აირბინა და კარებზე რამოდენიმეჯერ დააკაკუნა.
-გიკ.. ყელზე ჩამოეკიდა ბიჭს -რატომ წამოხვედი ყაზბეგიდან ან ტელეფონს რატომ არ იღებდი?
-შევიდეთ და აგიხსნი.
-რამე მოხდა?
-კი.. მე და შენ ერთად ვერ ვიქნებით.
-როგორ?
-არ მომყავხარ ცოლადთქო.
-გიკა
-არ მიყვარხარ. გაქრა ის გრძნობა რაც მიზიდავდა შენში. საერთოდ არაფერს ვგრძნობ. თავს ვიტყუებ ნია. შენც გატყუებ და საკუთარ თავსაც. ასე არ მინდა. ვერ გავძლებთ ასე შენც ხომ ხვდები არა?
-მტოვებ?
-მასე გამოდის.
-შენ? საჩვენებელ თითს გიკას ადებს და მერე თავისკენ აბრუნებს. - მე?
-ასეა.
-საერთოდ არ გყვარებივარ?
-არ ვიცი.
-ეგ რა პასუხია?
-რა ვქნა ნია? მითხარი რა გავაკეთო? აქამდე რაც ვიტყუეთ თავი არ გვეყო?
-ჩემს მაგივრად ნუ ლაპარაკობ.
-თორე არაა სიმართლე.
-არაა. გიკა მე მართლა მიყვარხარ..
-როდიდან? იმ დღიდან ხო არა როცა მამაჩემის კომპანიის მეწილე გავხდი? თუ იმ დღიდან ჩვენს კომპანიაში მთავარ მოდელად, რომ დაგნიშნე? როდიდან ნიაკო?
-ეგ რა შუაშია. დაიბნა
-თავშია. ერთმანეთი ამოვწურეთ.. არაფერი არ გვაქვს რითიც ერთმანეთთან ყოფნა ღირს. არც გრძნობაა და არც რაიმე სხვა. ეს ქორწილიც ერთი დიდი ფარსი იყო. თავად უფროსი ხახუბიას დადგმული. ისე მეც კაი ს*რი ვარ ამ მასკარადში, რომ აგყევით შენ და მამაშენს. კარებისკენ წავიდა.
-ხომ იცი, რომ ასე არ დასრულდება?
-მე მგონია, რომ დასრულდება მარა შენ მაინც სცადე შენებურად დაასრულო თუ გამოგივა. თვალი ჩაუკრა და კარს მიეფარა.
არც ერთს უძინია მშვიდად.
ორივე ერთ დიდ აურზაურში იმყოფებოდა და იმ ყველაფრის გადახარშვას ცდილობდნენ რაც იმ ერთმა დღემ მოიტანა.
რამოდენიმე დღე გავიდა.. სრულ ქაოსში..
ყველაზე რთული მომენტი მაშინ დაუდგა ბაბალეს ლაშა, რომ დაადგა თავზე.
ისედაც ფიქრებისგან გაგიჟებული და ტასოსგან გათათხული, ძალაგამოცლილი ძლივს იდგა ფეხზე. ამას დამატებული ის გრძნობა შინაგანად, რომ გებრძვის.
-ლაშა? კარის გაღებისთანავე გაფითრდა.
-ჩამოვედი. გოგოს მოეხვია. -რა იყო ბაბი არ გაგიხარდა?
-მე? მე.. უბრალოდ..
-რა გჭირს ბაბალე?
-უნდა დაგელაპარაკო.
-რამე ხდება?
-შენ მე არ მიმსახურებ.
-ვერ გავიგე ბაბალე რას ამბობ?
-მე..
-ბაბალე შეწყვიტე ტირილი და წესიერად ამიხსენი.
-არ მიყვარხარ.
-რაა?
-მე შენ არ მიყვარხარ
-მეხუმრები?
-არა!
-ბაბალე..
-ლაშა გთხოვ.
-რას? რას მთხოვ?
-წადი.. წადი და დაივიწყე, რომ ვარსებობდი შენს ცხოვრებაში. ჩემზე უკეთესი, ბევრად უკეთესი ნახე და მასთან ერთად გააგრძლე. მე არ გიმსახურებ. შენ ჩემზე ბევრად კარგი ხარ.
-ამის დედას***. ამ უაზრობებს როგორ მეუბნები გოგო?
-არ გვინდა. უბრალოდ დავასრულოთ. ასე ყველაფრის ახსნის გარეშე.
-რა ჩაიდინე ბაბალე? მითხარი რა გააკეთე ასეთი? მითხარი!
-გთხოვ უბრალოდ წადი.
-ისე მიქარე, რომ თვალებშიც ვერ მიყურებ?
-ლაშა გთხოვ.
-თვალებში შემომხედე! შემომხედეთქო!
-ახლა წადი.
-მასთან იყავი? ხო ასეა? სიმწრის ღიმილმა გადაურბინა ბაგეებზე. -ხიონაკი? გიკა ხიონაკი? ის ხო? მითხარი!
-წადი!
-ვანანებ! არ შევარჩენ არც მას და არც შენ. კაცობას გეფიცები არ შერჩება! მოეთხოვება რაც მოსათხოვია.
---
აეროპირტის დერეფანში იდგა და სასტავთან ერთად ელოდა ბავშვობის ძმაკაცის გამოჩენას.
გულის სიღრმეში იმ სიხარულს, რომელსაც იმ წამს განიცდიდა ის ერთი დღე აბრკოლებდა, რამდენიმე დღის წინ, რომ გარდაქმნა მთლიანად გიკა ხიონაკის გონება და რაღაც ამოუცნობი გრძნობა, რომ ჩასახა მის გულში.
ისევ ბაბალე....
ისევ ბაბალე ცვლიდა ყველაფერს.
ისევ ბაბალე აშორებდა ანდრიასა და მას.
ისევ და ისევ ბაბალე იყო დამნაშავე, იმ წარსულის გამო რომელშიც ანდრიას ბაბალე უყვარდა, აფანატებდა და გიჟდებოდა.
ნეტავ ახლაც თუ ქონდა რაიმე გრძნობა მის მიმართ?
არამგონია დავიწყებოდა წითური.
ან შესაძლებელი იყო სხვით ჩაენაცვლებინა.
ასე იყო თუ ისე გიკა ხიონაკს მაინც რაღაც უსიამოვნების გრძნობა ეუფლებოდა.
ბავშვობიდან არ მოსწონდა ანდრიას სიყვარული ბაბალეს მიმართ.
რატომ?
ეგ თავად ხიონაკმაც არ იცის.
ან შესაძლოა იცის კიდეც და აღიარებას ვერ ბედავს.
ერთადერთი რაც არის ის არის, რომ გიკა ხიონაკი ეგოისტობით გამოირჩეოდა და სწორედ ამიტომ აიძულა წითურიც.
აბა რა სასიამოვნო იყო ბაბალე, რომ ეცილებოდა მეგობრების, ნათესავების, მშობლების და ყველა მისი ახლობლის სიყვარულში?
სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი და ჯერაც ვერ დამთავდა.
ეგოისტობით სავსე იყო ხიონაკი.
მხოლოდ ის უნდა ყოფილიყო და არავითარი სხვა.
ამ ეგოიზმმა ისე დააბრმავა, რომ ვერც აღიქვამდა სრულ ჭეშმარიტებას და იმ გრძნობასაც უგულებელყოფდა, რომელიც მის გულში უნდა დაბუდებულიყო.
ანდრია თორია..
ორი წლის მერე ?
სულ სხვა იყო.
სხვანაირი.
გაზრდილი.
დავაჟკაცებული.
შეცვლილი და სულ
სულ სხვანაირი..
მოკლედ შეჭრილი თმა, მოზრდილი წვერი, თბილი გამოხედვა და ის გულწრფელი ღიმილი ბავშვობიდან, რომ მოჰყვებოდა თან.
ძალიან..
ძალიან შეცვლილი იყო ანდრია თორია.
ხმაც კი სხვანაირი ქონდა.
სულ სხვა იყო თორია.
- გიკა.. რა შორს დგახარ ბიჭო მოდი აქ გნახო ნორმალურად.
-არ მჯერა ტო.. რა შეცვლილი ხარ.. სიცილით გადაეხვია და ხელი ზურგზე რამოდენიმეჯერ დაარტყა.
-დრო გავიდა და ჩვენც გავიზარდეთ.
სასტავს თვალი მოავლო და კარგად შეათვალიერა..
დაჩი ონიანი
ზუკა კაკაშვილი
აბიბო იგივე.. აბო ბაქრაძე
ვახო მიქელაძე
და გიკა ხიონაკი.
ბავშვობის ძმაკაცები.
აი ისეთი ძმაკაცები
ძმობას, რომ ეფიცებოდნენ ერთმანეთს და დაფიცებული, რომ ქონდათ ერთმანეთის მეჯვარეობა ღვთის წინაშე.
დაჩი.
ქერა, ცისფერთვალება, საშვალო სიმაღლის, ყველაზე თავში ავარდნილი ტიპი იყო.
ზუკა.
ზე სიმპატიური.. თაფლისფერთვალება რომანტკოსი. როგორც ბიჭები იძახდნენ ქართველი მაჩო.
აბო.
ყველაზე ჯიგარი ტიპი..
გაჭირვებაშიც და ლხინშიც, რომ გიძმობდა და მხარში, რომ დაგიდგებოდა აი ეგ ტიპი იყო ჩვენი აბიბო.
დედა და მამა არ ყავდა.
ბებია ზრდიდა ობლად დარჩენილ ბიჭს 14 წლამდე მერე ბებიაც დაკარგა და ასე დარჩა ცხოვრების პირისპირ.
ბიჭები იყვნენ მისთვის ის ოჯახი მთელი ცხოვრება, რომ ნატვრად ქონდა.
ვახო.
ეს ის ტიპი იყო ყველა სიტუაციიდან მშრალი, რომ გამოვიდოდა. სასტავის ტვინი იყო მიქელაძე. ერთხელ ისეთ ჩხუბში მოყვა ლამის მოკვდა. მაგრამ სიკვდილსაც დაუსხლტა ხელიდან .. გვარისა და ამ სიტუაციის გამო მიქელა შეარქვეს და დღემდე შერჩა ეს "კლიჩკა."
ანდრიაზე კი იცით მცირედად.
გიკაზე აბა რაღამაქვს სათქმელი?
გიკა ხომ გიკაა და მანდ ვსო.
თორიას ჩამოსვლას ისე ხომ არ დატოვებდნე?
რა თქმა უნდა არა..
კლუბში გადაინაცვლეს და ასე სმასა და ძველი დროის გახსენებაში გაატარეს მთელი ღამე. გამთენია იყო, რომ დაიშალნენ.
მზე ჩადიოდა გიკამ თვალის გახელა რო ინება.
წყალი გადაივლო, სწრაფად გადაიცვა ტანსაცმელი და აბოსთან გავიდა.
-მარტო ხარ?
-ხო..
-რას გიგავს ბიჭო სახლი. დამლაგებელი არ გყავს?
-აუ დაეგდე რა და გაჩუმდი. თავი მისკდება ისედაც. შენ პახმელიაზე არ ხარ?
-არ ვიცი მე პახმელია. წარბები აათამაშა და ფარდები გადაწია.
-ნეტა შენ. ნაბეღლავის ცივი ბოთლი შუბლზე მიიდო. -შენ რაღაც ვერ ხარ ეს ორი დღე ხასიათზე. მზერა გიკაზე გააშეშა. -რა იყო ნიას ეჩხუბე?
-დავშორდი.
-რააა? იმხელა ხმაზე იყვირა ხიონაკს ხელში დაჭელილი სიგარეტი ლამის ხელიდან გაუარდა.
-რა გაყვირებს შ*ჩემა.. გამისკდა გული.
-რატო დაშორდი?
-მიზეზ გარეშე.
-ვის აბოლებ? ასე უმიზეზოდ მიატოვე ქორწილის წინ?
-ოოო რა.. მივქარე..
-ხო და რა მიქარე?
-ბაბალესთან ვიყავი.
-ვინ ბაბალე? ანდრიას ბაბალე?
-როდიდან იყო ანდრიას ბაბალე ერთი ეგ მითხარი? ნერვები აეშალა.
-ნუ ვარდები ერთწამს მაცადე გავაანალიზო სიტუაცია.
-გაანალიზე?
-გართობის პონტში თუ?
-რა თუ?
-გიყვარს?
-ეეე რა.. რა მიყვარს ბიჭო ვერ ვიტან მაგ გოგოს რაც თავი მახსოვს.
-აბა რა ჯანდაბა გინდოდა მაშინ?
-რაღაც ამოუცნობი ძალა იყო. რა გაცინებს?
-სასაცილოა.. ვერ ხვდები იმას რასაც წესით უნდა ხვდებოდე.
-ნუ მელაპარაკები "ჩორნი ხოდებით".
-რა უნდა ქნა?
-არაფერი.
-რას ქვია არაფერი?
-იმას რომ არაფერს არ გავაკეთებ. მე ჩემთვის ის თავისთვის.
-გჯერა შენ მაგის?
-რატომ არ უნდა მჯეროდეს?
-ეჰ გიკა.
-ნუ იქნევ მაგ ხელს თორე მოგტეხავ.
-აუ რა ნერვებზე ხარ.. შარზე ვარ და შარს ვეძებო შენზეა.
-ანდრიას ისევ უყვარს?
-მე რავი. არ გვილაპარაკია მაგ თემაზე, მარა არამგონია ამ ორ წელში დაევიწყებინა. მეოთხე ღერს ეწევი..
-ხო
-დაიხრჩობი შე საცოდაო დაასტოპე მაინც.
-ასე უფრო ვიხრჩობი
-მოგვარდება.
-იმედია.
-ანდრიას დაელაპარაკე. ჯობია იცოდეს.
-არ ვიცი.. ვაფშე არ ვიცი რას ვაკეთებ და რას ველი ამ მოქმედებების მერე. ვერც ვფიქრობ, ვერც ვაზროვნებ. ერთ წერტილზე ვარ.
-მიხვდები. რაღაცნაირად გაიღიმა.
ღამის სამი საათი იყო აბოს სახლი, რომ დატოვა. კორპუსთან გააჩერა ავტომობილი და გადავიდა.
-გიკა ხიონაკი. აგდებულად ნათქვამი მისი სახელი და გვარის გაგონებაზე უკან შებრუნდა.
სიბნელეში ვერც გაარჩია წინ მდგომის სახე, მაგრამ მის ხელში დაკავებული იარაღი მაშინვე შენიშნა .
-ხო მერე? თვალები დააწვრილა.
-მერე? ვააა. შენ რა მამაცი ყოფილხარ.
-შენი აზრით მაგით შემაშინებდი? ჩაიცინა. -რა გინდა ?
-რა მინდა? ჩემი ღირსება მინდა.. საკმარისი არაა? ის გათელილი ორი წელი მინდა ამოვიღო ერთ ღამეში, რომ გააქრეთ.
-პირდაპირ თქვი.
-ბაბალე ქებურია მინდა.ხო კონკრეტული მიზეზია?
-ბაბალე?
-ხო ბაბალე.. აი ბაბალე მე რომ მყავდეს მაშინ შენ უნდა გაქრე.. ხო და...
-ერთი შენი შეშლილი დედაც *****.. მისკენ წავიდა რასაც გასროლა მოჰყვა.
ხიონაკმა ერთი ამოიოხრა და ჩაიკეცა.
მუცლიდან სისხლი მოსდიოდა.
ხელი მაგრად მიიდო და წინ მდგომს ახედა..
-რომც მოვკვდე ბაბალე შენი ვერ იქნება.
-წადი შენი..
კიდევ აპირებდა სროლას, მაგრამ ერთ ერთი მეზობლის ყვირილზე გასროლა ვერ მოახერხა.
სიბნელეში მიიმალა..
ღამის წყვდიადში გაქრა.
ხიონაკი უგონო მდგომარეობაში მყოფი იმყოფებოდა რეანიმაციაში.
ოპერაცია გაუკეთეს და ტყვია ამოუღეს.
მდგომარეობა არც თუ ისე რთულად იყო.
ლიკა გაფითრებული იჯდა დერეფანში მდგომ სკამზე და ლუკას აშლილი სახის დანახვაზე სისხლი ეყინებოდა.
იმის გაფიქრებაც არ უნდოდა რაც შეიძლება მომხდარიყო მეზობლის რამდენიმე წუთის დაგვიანების შემდგომ.
-ლიკუ..ცოლს მიუახლოვდა და სახეზე მოეფერა.
-მოვკვდებოდი.. მე ნამდვილად მოვკვდები გიკას გარეშე.
-ჩუ.. დამშვიდდი..გინდა წყალი მოგიტანო?
-არ მინდა.. გიკას ნახვა მინდა..
-ჯერ არ შეიძლება. ცოლი გულზე მიიხუტა.
-ვინ იყო? რა უნდოდა გიკასგან?
-არ ვიცი.. ეს ბავშვი მთლიანად შარია.. ვიდეოკამერებშიც არ ჩანს არაფერი. ან რისთვის აყენია ის კამერები ვაფშე.
-მეშინია.
-კარგად იქნება
-მაგის არა.. მე იმის მეშინია რაც ამის მერე მოხდება.
ლუკამ თავზე აკოცა ქალს და დერეფანში მათკენ მიმავალ ბიჭებს შეხედა.
-როგორაა? მიქელაძემ ჩუმი ხმით იკითხა.
-არაუშავს გამოძვრება. თქვენ რამე ხო არ იცით? ეჭვისთვალით გადახედა ბიჭებს და მზერა აბოზე შეაჩერა.
-არა ლუკა ბიძია.. რო გვცოდნოდა ასე იყო საქმე მარტო არც დავტოვებდით. ზუკამ ნერვიულად გადაისვა კეფაზე ხელი.
-ვინც არ უნდა იყოს ვიპოვით.. აბომ მტკიცედ თქვა და დაჩის რაღაც ანიშნა.
-თქვენ არ ჩაერიოთ.. მკაცრი ტონით უბრძანა ბიჭებს -გიკას საქმეა და მან მიხედოს. თუ ჩასარევი იქნება მე ჩავერევი.
სად იყო ამ დროს ბაბალე?
ანასტასიასთან ერთად იყო წასული რაჭაში.
ყველაზე მეტად თბილისიდან გაქცევა უნდოდა..
ხო და ტასიკომ მოკიდა ხელი და წაიყვანა.
იმისდა მიუხედავად, რომ დაქალის ჩადენილ საქციელს არ ამართლებდა, ახლა მაინც ვერ მიატოვებდა და ვერ გაიმეტებდა მარტოსულობისთვის.
უყვარდა ბაბალე..
მართლა დასავით უყვარდა.
-ანდრია ჩამოსულა
-საიდან გაიგე?
-მთელი ჩვენი სასტავი მაგაზე ჭორაობს ფბში.
-მეტი საქმე არ აქვთ რა.
-ბაბი..
-რა იყო?
-გიკა გიყვარს?
-რა სისულელეს მეკითხები ტასო?
-თქვენი ვერაფერი ვერ გავიგე. აბუზღუნდა.. -ისე ისიც დაშორდა ნიაკოს.
-რატო?
-არ ვიცი. ალბათ შენს გამო.
-კაი რა.
-უაზროები ხართ ორივე. თქვენი ნერვები აღარ მაქ . გაბრაზებულმა აქცია ზურგი ქებურიას და დასაძინებლად წავიდა.
დილით ანასტასიას სლუკუნმა დაურღვია იდილია. თავი ძლივს წამოწია ბალიშიდან და თვალები ნაძალადევად გაახილა.
-რა ხდება ტას? ფეხზე წამოხტა მაშინვე.
-გიკა..
-რა გიკა?
-დაჭრეს. მაქსიმემ მითხრა ცუდად არისო. ატირებული ჩაეხუტა ბაბის.
ეტკინა..
იმაზე მეტად ეტკინა გიკას ცუდად ყოფნა ვიდრე უნდა სტკენოდა..
იცოდა..
განა არ იცოდა ყველაფერი იმ ერთი ღამის ბრალი, რომ იყო?
ყველაფერი მისი..
მისი ბრალი.
ისიც იცოდა ვინ იყო დამნაშავე.
იცოდა ლაშა, რომ არ შეარჩენადა..
-ბაბ უნდა წავიდე.. გიკა უნდა ვნახო.. ბაბალე გესმის?
-ჩემი ბრალია.. ყველაფერი ჩემი ბრალია.. არ უნდა გამოვჩენილიყავი.. გიკა მართალი იყო.. იმ ორ წელს მიღმა უნდა ვყოფილიყავი.. საერთოდ უნდა გავმქრალიყავი..
-ნუ ამბობ მასე.
-მასეა. ჩემი ბრალია.. ლაშამ ლამის მოკლა.. გესმის? გიკა ლამის მოკლა..
-ლაშა? ლაშამ ესროლა? შენ რა იცი?
-ვიცი.. არავის უთხრა.. გთხოვ ტასო.
-მე...
-ტასო დამპირდი.. არავინ არ უნდა გაიგოს.. ლაშას ვერ გავიმეტებ ციხისთვის.. არ იმსახურებს. შენც ხომ იცნობ არა? ის არ არის ასეთი. ყველაფერი ჩემი ბრალია. მე ვაქცია ასეთად.
-ბაბალე..
-გთხოვ.
-გიკაზე რას იტყვი ბაბი? რომ მომკვდარიყო? მერე რა იქნებოდა?
-მეც მოვკვდებოდი გიკას გარეშე.. თავისთვის ჩუმად თქვა და ფეხზე წამოდგა..
თბილისში ჩასულები მაშინვე საავადმყოფოში მივიდნენ. გიკა რეანიმაციიდან ახალი გამოყვანილი იყო.. პალატაში არავის უშვებდნენ.. ან რა აზრი ქონდა ჯერ გონზე არც იყო მოსული.
ბაბალეს დანახვაზე ლუკა მისკენ წავიდა.. ქებურიამ თვალი ვერ გაუსწორა კაცს. ხმაც არ ამოუღია ისე მოეხვია გოგოს. თავზე აკოცა და ხელი ნაზად გადაუსვა.
-არ ინერვიულო კარგად არის.
არ ელოდა ასეთ ქმედებას უფროსი ხიონაკისგან. ლიკასკენ გააცოცა თვალები მალულად.. ქალიც გაღიმებული უმზერდა.. გრძნობები ერთმანეთის მიყოლებით ირეოდა.
-ბოდიში.. ჩუმად ჩაიჩურჩულა და მათკენ მიმავალ ანდრიას შეხედა..
-რა მოხდა? ვინ დაჭრა? ვერაფერი ვერ გავიგე ამიხსენით ნორმალურად როგორაა?.. ბიჭებს მიეჭრა.
-კარგადაა.. მერე მოგიყვებით ახლა აქ ამის დრო არ არის.. ვახომ დაუბრუნა კითხვის საპასუხოდ.
თორიამ თავი დაუქნია და კედელს მიეყრდნო.. სწორედ იმ წუთას შენიშნა ბაბალე. თვალს არ აცილებდა ქებურიას.
აბო აკვირდებოდა ანდრიას თითოეულ მიმიკას. ისევ უყვარდა.. აშკარა იყო, რომ ბაბალე არც არასოდეს დავიწყებია თორიას.
რამდენიმე დღე გავიდა..
ხიონაკი უკვე კარგად გრძნობდა თავს. იმ დღის მეორე დღესვე აღიარა თავისი დანაშაული ლაშა პაპასკირმა. განძრახ მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს.
-შეიძლება? პალატაში შესვლა ითხოვა ბაბალემ. გიკას ტუჩის კუთხე ჩაუტყდა.
-შემოდი..
-როგორ ხარ?
-ნორმალურად.
-ლაშა ჩემი.....
-ვიცი ვინც არის. გაღიზიანებულმა გახედა სკამზე მჯდომს.
-უჩივლებ?
-მხოლოდ მაგიტომ მოხვედი? თვალებში გამოსახული სხივი გამქრალიყო.
-შენს სანახავად მოვედი.
-რაღაც არ გეტყობა.
-მის გამოც. თავი ჩახარა.. -ვიცი ლაშა საშინლად მოიქცა არ ვამართლებ, მაგრამ ის არაა მკვლელი. არავის მოკლავდა საღ გონებაზე მე მას კარგად ვიცნობ. დარწმუნებული ვარ შენც იგივეს გააკეთებდი..ასეთი ადვილი არაა ეს ამბავი.
-დამშვიდდი არ ვუჩივლებ. ფანჯრისკენ მიაბრუნა თავი.
-აღარ შეგაწუხებ.. ფეხზე წამოდგა და თვალზე მომდგარი ცრემლი სწრაფად მოიშორა.
-ბაბალე ის ღამე შენთვის მართლა სულ ერთია?
-პირველი ღამე არავისთვის არ არის სულ ერთი.
-კარგად შემოატრიალე.. ჩაიცინა..
-არ გვინდა რა გიკა..
-რა არ გვინდა?
-იმ დღის გახსენება. კარისკენ მიბრუნდა.
-გახსენება არც გვჭირდება, რადგან ვერასდროს დავივიწყებთ.
ყველაფერი ისე წარიმართა როგორც ბედს უნდოდა. გიკა მალევე გამოწერეს საავადმყოფოდან. პაპასკირიც გამოუშვეს განყოფილებიდან. სიტუაცია ისე აღწერეს თითქოს შემთხვევითობა იყო. ქებურიაც მიყვა ცხოვრების დინებას.
მიილია სექტემბერი..
უნივერსიტეტმა გადაფარა ფიქრები.
მიილია ოქტომბერი.
სამუშაომ პრობლემები ჩაყლაპა.
მიილია ნოემბერიც
და დაიწყო.. დაიწყო ყველაფერი თავიდან..
კარადასთან იდგა თბილ სამოსს არჩევდა, თან ტასოს ელაპარაკებოდა.
-ნიაკოს ახალი შეყვარებული, რომ ყავს გითხარი?
-მოიცა სერიოზულად ?
-გეუბნები.. გიკამ სუ ფეხებზეო.
-ეგ სუ მასე არაა.. ფეხებზე ა რაც თავი მახსოვს.
-ლაშა არ გამოჩენილა?
-არა.. დასევდიანდა..რაღა უნდა ჩემთან.
-კაი დავანებოთ ამ თემას თავი. შენ რაღაც ძაან მოპუტკუნებულხარ..
-ნეტა მარტო სიმსუქნე იყოს..
-აბა სხვა რა არის.. წარბები შეკრა.
-ესაა.. ხალათი გაიხსნა და მის წინ გვერდულად დადგა..
-არ გადამრიო და ის არ მითხრა რაც მე გავიფიქრე.
-ორსულად ვარ..
-და ახლა მეუბნები? გაბრაზებული წამოენთო.
-ვერაფერს ვერ გეტყოდი..თან კარგად იცი რა სიტუაციაც არის.. არ ვიცი რა გავაკეთო..
-როგორ ვერ მივხვდი.. რა სულელი ვარ..
-კარგი რა ტასო..
-გაგიჟდება გიკა.. არა ნამდვილად გაგიჟდება..
-ანასტასია ნერვებს ნუ მიშლი.. სამზარეულოში გავიდა შოკოლადის ასაღებად..
-როდის აპირებ გიკასთვის თქმას?
-როგორ უნდა ვუთხრა..
-ორი სიტყვით.. ორსულად ვარ.. რა უნდა გოგო ამის თქმას..
-ისე მეუნბები ამას თითქოს მე და გიკა შეყვარებულები ვართ ერთმანეთზე და ამ სიყვარულის ნაყოფია ეს ბავშვი.
-ბიჭია თუ გოგო?
-გოგოა.. გაიღიმა. გუშინ ვიყავი ექიმთან.
-უსინდისო ხარ. ჩემთვის მაინც გეთქვა გოგო აქამდე, როგორ დამალე.. ოდნავ მოზდილ მუცელზე გადაუსვა ხელი. -გიკამ რამოდენიმეჯერ გიკითხა.
-რა უთხარი?
-სწავლობს და მუშაობსთქო. უნდა უთხრა ბაბი.. უნდა იცოდეს.
-ვიცი.. ჯანდაბა ნეტავ ასეთი ადვილი იყოს. სულ ამრია ამ პატარამ.. ჩემი გეგმები თავდაყირა დამიყენა. ეს შოკოლადიც გათავდა.. ამოიბუზღუნა და მომცინარ ტასოს გახედა..-რას აკეთებ?
-გიკ რავახარ? ჩასძახა მობილურში.. ბაბიმ თვალები უბრიალა..
-არ გაბედო ტასო.. ჯერ არაა ამის დრო..
-ხო მეც არამიშავს. აგძელებდა თავისას.. -მოიცა რაზე გირეკავ.. ბაბალესთან მოდი ახლავე და თეთრი შოკოლადი წამოიღე თუ გიყვარვარ..
-არა არაფერი არ ხდება.. მოდი გელოდები.. მობილური მიაგდო და გაბრწყინებული სახით მიუჯდა ქებურიას. -დეიდას გოგო.. მუცელზე მოეფერა.. ჯერაც ვერ გამოვსულვარ შოკიდან.
-აბა მე მკითხე... ოხ ტასო.. ეს რა გამიკეთე..
-ასე ჯობს..
ლაპარაკ ლაპარაკში წუთები მიილია. კარებზე გაბმულმა ზარმა გამოაფხიზლა. ნერვიულად გადაისვა ხელი თმებზე..
-ნუ ნერვიულობ..დამშვიდდი.. მე შენს გვერდით ვარ.. დაქალს მოეხვია ლოყაზე აკოცა და კარისკენ წავიდა.. -გიკ მოდი მოდი...
ბიჭმა თვალი მოავლო იქაურობას.. ქებურიას ეძებდა აშკარა იყო..
-აჰა შოკოლადი.. ტასიკოს გაუწოდა..
-მე არ მინდა..გაიღიმა და კარს იქეთ გავიდა. - მისაღებში შედი.. შენ და ბაბის სალაპარაკო გაქვთ.
-რეებს ჩალიჩობ ანასტასია?
-ნაჩალიჩარია ეგ უკვე. ლოყაზე უჩქმიტა და კიბეებზე დაეშვა..
კარი მიხურა და მისაღებისკენ გაემართა. ბაბალე თავჩახრილი იჯდა დივანზე ფუმფულა ვარდისფერ ხალათში გახვეული. შოკოლადი პატარა მაგიდაზე დადო..
-კარგად ხარ?
-კი.. ფეხზე წამოდგა.. -რამეს დალევ?
-არაფერი არ მინდა. სკამზე ჩამოჯდა.
-კარგი.. ღრმად ამოისუნთქა და ისიც დაუბრუნდა დივანს.. შოკოლადს, რომ მოკრა თვალი ნერწყვი მძიმედ გადააგორა.. -შევჭამ რა.. ბავშვურად გააპარა თვალი პლიტკისკენ.. გიკამ გაიცინა..
-შეჭამე.. სიგარეტი ამოიღო ქურთუკის ჯიბიდან..
-არ მოწიო..
-უკვე ნერვებზე თამაშობ.. უკან დააბრუნა კოლოფი..
-ძაან გემრიელია.. შოკოლადზე ანიშნა..
-შენ შოკოლადს როგორ ჭამ იმის სანახავად თუ მომიყვანე მე წავედი. მოცლილი არ ვარ შენნაირად. ფეხზე წამოდგა და კარისკენ წავიდა.
-შენი შვილია ღორმუცელა.. უნებურად წამოცდა
-როგორ? ნელა შებრუნდა ბაბალესკენ. გოგომ ღრმად ამოისუნთქა.. -გაიმეორე!
-შოკოლადი მინდა.. დაცარიელებული პარკი მაგიდაზე დააგდო.. -მე რა შენ შვილს უნდა.. ხელები გადააჯვარედინა.
-ფეხმძიმედ ხარ? ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა.
-ფეხმძიმეც ხარ და ხელმძიმეც.. გაბრაზებული გავიდა სამზარეულოში წყლის დასალევად. -ორსულად ვარ მე..
გიკა სკამს დაბრუნებოდა.. ჯერ გონს ვერ მოდიოდა.
-სექტემბერი..ოქტომბერი.. ნოემბერი.. დეკემბერი.. თავისთვის ბურდღუნებდა.. -მეოთხე თვეში ხარ?
-ხო..
-აქამდე სად იყავი? თუ რო გააჩენდი მერე მეტყოდი? ოთახში შემავალს დაუყვირა..
-ნუ ღრიალებ. გამოეპასუხა.. თბილ ტანსაცმელს იცვამდა..
-სად მიდიხარ?
-მაღაზიაში.. შოკოლადი უნდა ვიყიდო.
-მე ამოგიტან..
-არ მინდა..
-ბაბალე.. ხმა გაიმკაცრა.. -მითხარი რა წამოვიღო..
-თეთრი შოკოლადი და კიდევ მმ მეტი არაფერი..
-კაი.. ჩავალ..
სიგარეტის რამოდენიმე ღერი მოწია ნერვიულად..მაღაზიაში შესულმა მთელი ტკბილეულობებით გაავსო ერთი დიდი კალათა და სალაროსთან თავის რიგს დაელოდა.. ტვინამდე სიგნალი ვერ აღწევდა..ვერ იაზრებდა, ვერ ხარშავდა მომხდარს.
მისაღებში შესულმა პარკები მაგიდაზე დააწყო.. რამოდენიმე წუთი ფანჯარასთან იდგა ჩაფიქრებული.. ბაბალე შოკოლადებს მიირთმევდა. აგიჟებდა ეს გოგო.. რა დროს შოკოლადი იყო როცა მათი მომავალი წყდებოდა..
-გოგოა.. სიჩუმე ბაბიმ დაარღვია. გიკას თვალები აუწყლიანდა, გულმა სულ სხვანაირად დაიწყო ფეთქვა.
-გოგოა.. გოგოს მამა გავხდები.. ქალიშვილი მეყოლება.. პატარა გოგო. ბუტბუტებდა .. -მუცელი არ გეტყობა ხო ჯერ?
-ოდნავ..
-ვნახავ რა. მასთან ახლოს მივიდა და ზედა ფრთხილად აუწია. ხელი დაადო ოდნავ გამობურცულ ჭიპზე. დრო გაჩერდა.. იმ წუთას ყველაფერი გაქრა მათ გარდა.. -კიდევ რამე ხომ არ გინდა? გაბრწყინებული თვალები მიანათა..
-არა.. არაფერზე არ მაქვს განსაკუთრებული მოთხოვნილება.. შოკოლადის გარდა..
-რა ვქნათ ბაბალე? ფეხზე წამოდგა.. -ისე მოვიქცეთ თითქოს არაფერი?
-რას მთავაზობ?
-ცოლად გამომყვები!
-არა.. მე არ მინდა ბავშვის გამო გათხოვება.. მე მას არაფერს მოვაკლებ. ვიცი შენც არ დაიხევ მის გამო უკან.. ყოველთვის ნახავ მას..
-და ასე ვიცხოვროთ ?
-ასე ჯობს..
-შენთვის?
-არა მარტო ჩემთვის.
-მოდი ჯერ კარგად დავფიქრდეთ და მერე მივიღოთ გადაწყვეტილება.. ხვალ გამოგივლი და ექიმთან წავიდეთ.. ჩემი თვალით უნდა დავრწმუნდე, რომ კარგადაა. კაი?
თავი უხმოდ დაუქნია..
გიკამ გაუღიმა და სახლიდან გავიდა..
მანქანაში მოთავსდა, ღვედი გაიკეთა.. თავი საჭეს დაადო და თვალები დახუჭა..
-მამა ვხდები.. თვალიდან გადმოვარდნილი ცრემლი მოიწმინდა და გაიცინა..
აბოსთან ავიდა.. ახლა ვინმესთვის, რომ არ ეთქვა ეს ამბავი გული გაუსკდებოდა.. ვერ დაიტევდა მის სიხარულს...
-რავა ხარ აბულიკ.. ვა მაქსიმიუს.. აქ ხარ შეენც?. მისაღებში შესული დივანზე გადაწვა..
-რაგჭირს შენ? ამდენი ხანია ცხვირპირი ჩამოგტირის და ახლა რა გაცინებს?
-ბიძები ხდებით..
-ორსულად ხარ?... ფუ შენი.. ანუ არის? დაბნეული აბო რას იძახდა თვითონაც არ იცოდა..
-არის..
-ვინ? მაქსიმემ ისე იკითხა თითქოს ეს ამბები არც კი იცოდა.
-ბაბალე.. სხვა ვინ?..
-მეთქი ნიაკო ხო არათქო..
-არა ეგ შანსი არაა. თავს ვიცავდით.. მაგას შვილი სუ არ უნდოდა თავის კარიერას არ დაინგრევდა ბავშვის გამო.. სახე დამანჭა..
-მოიცა ანუ?
-მეოთხე თვეშია.. გოგოს მამა ვხდები ტო.. იცინის.
-ეს ის პონტია რო არ ვიცი რა ვთქვა..
-აი ვიცოდი შენ და ბაბი რო ერთად იქნებოდით.. მაქსიმე წამოხტა ფეხზე.
-მასეც არაა..
-ვერაფერი გავიგე ვაფშე რა პონტში ხართ.
-მეც არ ვიცი.. მარა სასიამოვნო პონტში, რომ ვარ ეგ ვიცი მარტო..
-რას აპირებთ?
-არ უნდა ჩემი ცოლობა.. ხელი წვერზე ჩამოისვა.. -ბავშვს არ მივატოვებ, არც ბაბალეს მივატოვებ. აუ არ ვიცი.. ვაფშე არაფერი არ ვიცი..
-ანდრიას უნდა დაელაპარაკო გიკა..
-უყვარს ხო? თავი უხმოდ დაუქნია აბომ. -არასწორად მოვიქეცი მარა....
-მაგ მარას სხვა რამე ქვია.. ეშმაკურად ჩაიცინა მაქსმა და არყის ბოთლი მაგიდაზე დადო ჭიქებთან ერთად. -ლუკას უთხარი?
-მივალ და ვეტყვი.. იღადავე.. ბაბუა ხდება.. გაიცინა გულიანად..
გაღიმებული მართავდა ავტომობილს, სისხლი უდუღდა ძარღვებში.. სადარბაზოსთან გააჩერა და სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა ბინისკენ..
-ლიკუ.. თავზე აკოცა დედას..ქალი დაბნეული უყურებდა შვილს.. ასეთი გახალისებული კაი ხანია არ ენახა.
-ხო მშვიდობაა?
-მშვიდობაა მშვიდობა... ლუკანორიც აგერ ყოფილა.. მამამისს მხარზე დაარტყა ხელი და მის წინ ჩამოჯდა..
-რამ აგაცანცარა ? ტელევიზორი გამორთო და შვილს მიაჩერდა..
-ბაბუა ხდები.. ღიმილი ვერ დაფარა..
-რა ვხდები?
-ბაბალე ორსულადაა.. სიჩუმე ჩამოვარდა..
-სადაა ის გოგო?
-სად იქნება მამა? სახლშია..
-დროზე წადი და წამოიყვანე..
-არ წამომყვება.. თავი ჩახარა
-წადი და ბაბალე მოიყვანეთქო.. მკაცრად თქვა და ლიკას გახედა.. გაბრწყინებული თვალებით, რომ უყურებდა ქმარს.
ფეხზე წამოდგა, გასაღები ხელში მოიმარჯვა და კიბეები ჩაირბინა.. უკვე კარგად ნაცნობ ადგილას გააჩერა მანქანა..
კარებზე მიმაგრებულ ღილაკს თითი დააჭირა და მალევე კარიც გამოაღო ნამძინარებმა ბაბიმ.
-რა გინდა აქ?
-ლუკას და ლიკას უნდათ შენი ნახვა..
-უთხარი?
-რამეს უნდა დავლოდებოდი ?
-ასე პირდაპირ მიხვედი და უთხარი?
-ვაიმე ვუთხარი.. ხო ასე პირდაპირ მივედი და ვუთხარი.. ახლა ჩაიცვი და წამოდი..
-ვერ წამოვალ.. თვალებში ვერ შევხედავ.. არა ნამდვილად მოვკვდები.
-ნუ სულელობ.. ჩაიცვი მიდი..
-იჩხუბეს?
-რატომ უნდა ეჩხუბათ ბაბალე?
-რავიცი..
-წადი ჩაიცვი.
თბილად ჩაცმული გამოვიდა ოთახიდან, პატარა ჩანთა გადაეკიდა მხარზე და თმებს იკრავდა..
-ის შოკოლადი წამოიღე და გამოდი.. შესასვლელიდან გასძახა.. მაგიდაზე დაყრილი შოკოლადის რამოდენიმე შეკვრა აიღო და სახლიდან გავიდა გოგოსთან ერთად.
-ასე მგონია დედამთილის და მამამთილის გასაცნობად მივდივარ.. გიკამ შეუმჩნევლად გაიცინა..
-ნუ ნერვიულობ.. ყველაფერი კარგად იქნება. ავტომობილიდან გადასვლისას უთხრა.. თვალი მოავლო ოდნავ შეცვლილ გარემოს.. ბებია გაახსენდა..
-არავის უყიდია.. მიუხვდა ფიქრებს.
ღრმად ჩაისუნთქა და კიბეებისკენ დაიძრა..
-შოკოლადი მომეცი. გიკამ ჯიბიდან პატარა შეკვრა ამოიღო და გაუწოდა..
-ყველაფერი კარგად იქნება.. გაიმეორა ხიონაკის ნათქვამი და ცარიელი ქაღალდი მიაჩეჩა გიკას.. ბიჭმა თვალები გადაატრიალა და ჯიბეში ჩაიჩურთა..
-მოიცა ჯერ არ გააღო.. იქნება არ ღირს ჰა?
-რა არ ღირს ბაბალე?
-ჯობია ხვალ მოვიდეთ..
-მოდი აქ.. კიბისკენ მიტრიალებულს მაჯაში სწვდა და სწრაფი რეაქციით შეიყვანა სახლში..
-მოვედით. შესვლისთანავე დაიძახ და ბაბალეს ხელი ჩაკიდა... ლუკა მისაღებში დივანზე იჯდა.. ლიკაც მის გვერდით იყო..
-დაჯექით.. ისეთი მკაცრი ხმით თქვა ქებურია უარესად ანერვიულდა.. მათ წინ დასხდნენ. -არ ვიცი სწორად ვიქცევი თუ არა, მაგრამ სხვა გზა არ არის.. ბაბალე მე შენ შვილივით მიყვარდი.. ტასოსგან არასოდეს გამოგარჩევდი..არც ახლა არ შეიცვლება ეს.. გაუღიმა -ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გადაწყვეტ.. თუ გიკას ცოლობა არ გინდა არ არის ეს პრობლემა.. მთავარია არც ერთი არ დაზარალდეთ.. იძულებითი ქორწინება უარესი იქნება.. რადგანაც ჩვენ რძლობაზე უარს აცხადებ მაშინ იყავი ჩვენი შვილიშვილის დედა და მოგვეცი უფლება ბავშვთან ახლოს ვიყოთ.. სხვას არც არაფერს ვითხოვ გარდა იმისა, რომ მიხედო თავს და გაუფრთხილდე შვილს.. ფეხზე წამოდგა და თავის ოთახში შევიდა.. გიკა გაოგნებული იჯდა. ბაბალე გააზრებას ცდილობდა ნათქვამის. ლიკას კი მათ შემყურეს ეცინებოდა.. მალევე გამოვიდა ოთახიდან უფროსი ხიონაკი.. ხელში პატარა გასაღები ეჭირა.. -წამოდი.. თბილი ღიმილით წამოაყენა ბაბალე.. ერთი სართულით ქვევით გადაინაცვლეს.. კაცი მეოთხე სართულზე, რომ გაჩერდა და ის კარი შეაღო, რომელიც ბაბალეს თითქმის 3 წელი არ შეეღო ვეღარ გაძლო და ატირდა.. მონატრებულ ბინაში შესვლისთანავე იგრძნო ის სურნელი ლამროს, რომ ახსენებდა..
-არ გაგიყიდიათ.. თვალიდან წამოსულ ცრემლებს იწმენდდა. -მომატყუეთ.. ჩემი ბინა არ გაგიყიდიათ.
-ამის უფლება არ მქონდა ბაბალე. ვერ მოგცემდი იმის უფლებას, რომ შენი ბავშვობის მოგონებები გაგეყიდა.
-ჩემი ბინა.. თითოეულ კუთხეს აკვირდებოდა..ტირილს ისევ აგძელებდა.
-შენია..ხელი გააშლევინა და გასაღები ხელის გულზე დაუდო.. -ეს შენი საკუთრებაა.. აქამდეც უნდა მეთქვა, მაგრამ შენ დრო გჭირდებოდა...ახლა კი დღეიდან აქ იცხოვრებ.. გულში ჩაიკრა ატირებული გოგო.. გიკას გახედა აცრემლებული, რომ უყურებდა მამამისს და იმ სიამაყეს, რომ ასხივებდა რასაც მამობის სიამაყე ერქვა..
ლიკა მიეხუტა შვილს და გაღიმებულმა თვალი ჩაუკრა ქმარს..
-ხვალ შენს ნივთებს გადმოვიტანთ.. დღეიდან ერთი წუთითაც არ იქნები მარტო. შუბლზე აკოცა შვილად წოდებულს და კარისკენ უბიძგა. -დღეს ჩვენთან დარჩი..
მისაღებში იჯდნენ მამა შვილი..
-ყველაზე მაგარი მამა ხარ შენ თავს ვფიცავარ.. მაგრად მოეხვია კაცს..
-ოხ გიკა.. ოხ.. თავზე ხელი გადაუსვა..მალევე მოსცილდა და ოთახში შევიდა..
ლიკას და ბაბალეს უკვე ტკბილად ეძინათ. იმ ღამით გიკას ოთახი მიითვისა ქებურიამ..თავად კი მისაღებში დივანზე მოუწია წოლა.. ღამის საათები იყო ხმაურმა რო გამოაღვიძა..თვალებ მოჭუტული წამოდგა და სამზარეულოში გავიდა..
-რას ეძებ?
-მომშივდა.. ქურდობის ადგილზე გამოჭერილი ბავშვივით აიტუზა.
-დაჯექი.. სკამზე მიუთითა. თეფში და ჩანგალი გამოიღო და წინ დაუდო.. -რას შეჭამ?
-რაც არის..
-ხორცის ღვეზელია თუ რაღაცაა. რამდენიმე ჯამი გამოიღო და დაუდგა.. -ეს მგონი სალათაა..
-ცეზარია.. ბედნიერს გაეღიმა და თეფშზე გადაიღო..
ისე მადიანად ჭამდა კაცს შეშურდებოდა. ბიჭმა თვალები მოიწმინდა, თმებიც შეისწორა და კაპიუშონი წამოიფარა.. ფეხზე წამოდგა ჭიქა აიღო და წყალი დაისხა.. ერთი მოყუდებით ჩაცალა და ისევ ბაბალეს წინ დაჯდა.
-ვერ გამიგია ბავშვია თუ გიგანტი. თავისთვის ჩაიბურდღუნა..
-მესმის.. გაბრაზებულმა გახედა..
-ტოქსიკოზი არ გაქვს?
-მქონდა.. ახლა აღარ მაქვს..
-უნივერსიტეტეტზე რას იზამ?
-ვივლი ჩვეულებრივ.. რა გაცინებს?
-ჩემი შვილი უნივერსიტეტში გააჩინო იქნებ..
-ეს სემესტრი მაინც უნდა დავხურო..
-იანვარში მთავდება ხო?
-ჩემს უნიში კი.. შენთან?
-თებერვალში..
-სამსახურსაც რამოდენიმე თვეში დავანებებ თავს..
-მუშაობ? სად მუშაობ?
-მიმტანად.
-შენ ხო არ გაგიჟდი გოგო? მიმტანად უნდა იმუშაო ორსულმა?
-რა გაყვირებს?
-არ უნდა ვიყვირო თურმე. არც გაიფიქრო, რომ უფლებას მოგცემ ამ მდგომარეობაში იმუშაო.. ფულს მე მოგცემ .. არაფერი არ მოგაკლდება..
-რომელ ფულს? მამაშენის ფულს ხო არა?
-კაი რახან მასეა მე დავიწყებ მუშაობას..
-ხო და შენ, რომ მუშაობას დაიწყებ სწორედ მაგ დღეს დავანებებ თავს იმ სამსახურს.. გაუღიმა და თეფშის გარეცხვას შეუდგა.
-არა.. შენ რა შეგცვლიდა.. რაც წითური ხარ ეგა ხარ... ნერვებზე თამაშის მეტი ნეტა რა იცი. მთელი ცხოვრებაა მშხამავ..
-ვინ იძახის ამას? ის ხო არა ვინც მთელი წლები გამაწვალა.. სკოლის დანახვა არ მინდოდა შენი გადამკიდე..
-ჩემი რა ბრალია შენ თუ უაზრობებზე ჩხაოდი..
-გაჩხავლებ ახლა კარგად.. გაბრაზებულმა დადო თეფში და ჩანგალი და წინ დაუდგა.. -როგორ ვერ გიტან..
-მეც მეც..გაღიმებულმა დაუდასტურა და მისაღებში გავიდა.
-იდიოტი.. ცხვირი აიბზუა და ოთახში შევიდა..
-საზიზღარი წითური.
მეორე დღეს ბაბალესთან გავიდნენ.. ლუკამ მანქანა იქირავა რომლითაც ნივთებს გადაიტანდა ერთი პუნქტიდან მეორეში. ბაბი ისეთი გახარებული იყო თითქოს ფრთები შეასხეს.. გიკა უცნაურად იღიმოდა.
-ამ სახლს რას უზამ?
-ეს.. ეს სახლი თქვენია.. ლუკას გახედა.
-მოდი ჯერ ჯერობით ეს ბინა გავაქირაოთ.. ფული შენ აიღე. ეს იქნება შენი შემოსავალი და მუშაობაც არ მოგიწევს..
-ეს ბინა ჩემი არ არის და..
-კარგი რა ბაბალე.. გიკამ ჩაკიდა ხელი და მაქანაში ჩასვა.. -მოდუნდი და უბრალოდ შეირგე ეს ცხოვრება.. შენი ექიმის მისამართი მითხარი..
-ჯერ უნდა დავრეკო და ჩავეწერო..
-დარეკე.. თავისი მობილური მიაწოდა..-რაო? მობილურის გათიშვისთანავე კითხა..
-მოდითო.. მობილური უკან დაუბრუნა. მისამართი უკარნახა და ფანჯრისკენ შებრუნდა..
კლინიკაში შესვლისთანავე ანერვიულდა ხიონაკი..
-აქეთ წამოდი.. გამარჯობა.. ბოლო ვინაა? იკითხა და იქვე თავისუფალ სკამზე ჩამოჯდა..
-მე ვარ.. გაუღიმა შავგვრემანმა გოგომ.. ბაბალემ თავი დაუკრა და გიკას ახედა..
-დაჯექი..
-არ მინდა..
-ასე მგონია შენ ხარ ორსულად.. გაიცინა.
-პირველად ვარ ასეთ სიტუაციაში.. გვერდით ჩამოუჯდა.. ბაბალემ თავი გააქნია და სკამზე კომფორტულად მოთავსდა..
-ხო ტას.. მობილურზე შემოსულ ზარს უპასუხა.. არა კლინიკაში ვარ.. აჰმ.. გიკაც აქაა.. კარგი რა ტასო.. მერე წამოვალ შენთან ერთად და ნახავ.. ხვალ გნახვ..გათიშულ ტელეფონს მიაჩერდა..
-მიწერე და მოვიდეს ეგეც..
-მართლა? გახარებული წამოხტა ფეხზე..
-რა ბავშვი ხარ ასეთი..
ანასტასიას ესემესი გაუგზავნა სადაც უნდა მისულიყო..ადგილზე ვერ ისვენებდა.. სულ შემოსასვლელისკენ იყურებოდა..
-მოვა დაწყნარდი.. აქეთ იქეთ დადიოდა გიკა..
-დაჯექი შენ კიდე.. თავბრო დამეხვა..
-რატო? ცუდად ხომ არ ხარ? იმხელა ხმაზე იყვირა და ისე მივარდა ბაბისთან მაშინვე მიიქციეს იქ მყოფების ყურადღება..
-კარგად ვარ.. შერცხვენილმა ნაძალადევად გაიღიმა..- ტყიდან გამოქცეული ადამიანივით ნუ იქცევი. შეუბღვირა ბიჭს..
-აი ის გოგო გამოვიდა.. ჩვენი ჯერია.. გახარებული ჩაეჭიდა ბაბალეს ხელს..
-ტასო რო არ მოსულა?
-გოგო მამა მე ვარ და ტასო რა შუაშია საერთოდ.
-მე შუაში კი არა თავში ვარ. მწარედ უჩქმიტა გიკას და ბაბალეს მოეხვია. -წამო შევიდეთ.. ეს არ შევიყვანოთ..
-ეეეე.. მეც შემოვდივარ.. გაბუტული ბავშვივით აეტუზა უკან წინ მიმავალ გოგოებს.. ანასტასიას ლამის სიცილი აუტყდა გიკას სახეზე..
-შემოდი მოდი..
-ბაბალე როგორ ხარ? ექიმი მიესალმა და ოფნავ გადაწეულ სკამზე მიუთითა, რომ დამჯდარიყო..
-კარგად ვარ.. პატარაც კარგად არის.. უბრალოდ მამიკოს აინტერესებს როგორაა ჩვენი გოგო და ამიტომ მოვედით.. გაუღიმა ექიმს..
ბიჭმა ერთ წამს სუნთქვა შეწყვიტა.. მამიკოს გაგებაზე მთელს ტანზე ბუსუსებმა დააყარა.. ბედნიერმა გაიღიმა და ეკრანს დააკვირდა..
-აი თქვენი გოგოც.. ეკრანზე გამოსახულ შავ თეთრ გამოსახულებას დაკვირვებით ადევნებდნენ თვალს. -ესეც გულისცემა..
თვალები დახუჭა.. ანასტასიამ ჩაკიდა ხელი და მაგრად მოუჭირა.. თითქოს ამ ქვეყანაზე დაბრუნდა.. ბაბალეს გახედა გაღიმებული, რომ აკვირდებოდა მათ პატარას. იმ წამს დაიფიცა, რომ მუდამ დაიცავდა და გაუფრთხილდებოდა პატარა ჯერაც არ დაბადებულ სიცოცხლეს..
დღეები დღეებს მიჰყვა.. რაღაცეების დალაგებამ რაღაცეები არია. გიკას და ბაბალეს ურთიერთობა ნელ ნელა დათბა. ნუ თუ მათ კამათს არ ჩავთვლით ეგეც.. ყოველ დღე ბაბისთან იყო თითქმის.. უნივერსიტეტში მას მიყავდა.. სამსახურს ეძებდა.. მუშაობის დაწყება უნდოდა.
-რა ქენი? ლუკამ კითხა მისაღებში შესულს..
-ამიყვანეს.. რამოდენიმე დღე დაგაკვირდებითო და მერე ჩამსვავენ მუდმივზე.
-ის ნახაზები მოეწონათ?
-აბა არ მოეწონებოდათ? ერთი კომპანიაა.. იმას უნდა ბინის პროექტი.. ნახაზები უნდა შევადგინო და წარვუდგინო უფროსობას.. პრეზენტაცია ერთ კვირაშია.. ლიკა სადაა?
-ბაბალესთან არის ჩასული..
-ხო.. მეც უნდა ჩავიდე დილის მერე არ მინახია.. რამე გვააქვს საკაიფო საჭმელი?
-სენდვიჩი გაგიკეთა დედაშენმა.. მანდ დევს ჭიქები სადაც აწყვია..
-მეც მოვედი..გამხიარულებული შევიდა ლიკა მისაღებში.. -მოხვედი დეე?
-მოვედი და გავდივარ უკვე.. პირგამოტენილმა უპასუხა და კურტკა მოიცვა..
-არ დაიხჩო შვილო ნელა.. სად მიდიხარ?
-ნეტავ სად წავა? ჩაიცინა ლუკამ.
-ბაბისთან თუ მიდიხარ შოკოლადი არ აქვს და ბარემ უყიდე.
-ეს ბავშვი მუცლიდანვე დაიმსგავსა. ბუზღუნით ჩაირბინა კიბეები.. მარკეტში შესულმა რაღაცეები იყიდა და კვლავ აბრუნდა სადარბაზოში.. ამჯერად მეოთხე სართულზე და არა მეხუთეზე..
-მადლობა.. პარკები გამოართვა და კარების მიხურვა სცადა..
-მოიც მოიცა.. მაგდებ?
-არ მცალია.. კიდევ რამე გინდა?
-ააა მე თუ მინდა? თვალი მოავლო შეძლებისდაგვარად შესასვლელიდან გამოჩენილ მისაღებს..-კი მინდა..
-რა გინდა?
-ჩემ შვილთან ერთად დროის გატარება.. კარები ძალით გააწევინა და მისაღებისკენ გაქანდა.. -ოხ.. ქალბატონო ტასო თქვენ აქ ხართ?
-გადი რა არ მაქვს შენი თავი. ხელი აიქნია..
-რატო?
-იმ დამპალმა სიყვარული ამიხსნა..
-ვინ დამპალმა?
-თორნიკემ..
-აბა ეგ დამპალი ეგ როგორ გაბედა.. გოგოს წინ ჩამოჯდა და ბაბალეს გახედა შოკოლადის გახსნას უშედეგოდ, რომ ცდილობდა.. თავი გადააქნია სწრაფად გამოართვა, თავად გაუხსნა და მიაწოდა..
-მეც მაგას არ ვამბობ.. აღშფოთებული იყო ტასო.
-ეგ ნაგავი.. ცეცხლზე ნავთს ასხამდა გიკა..თან სიცილის შეკავებას ცდილობდა.
-ნაგავი კი არა დამპალი.. ჯერ იმ გოგოს დაათრევდა აქეთ იქეთ და ახლა ასე უცებ შევუყვარდი თურმე..
-ვინ გოგო?
-შავთმიანი კურნოსა ცხვირით. დიდი მკერდით.. ბოლო სიტყვები დაბოღმილმა ჩუმად თქვა მარა ხიონაკს რა გამოეპარებოდა.
-დიდი მკერდით? ანჩო? მაგარი გოგო თუ არ იყოს შენ თავს ვფიცავარ..
-ბიჭო შენ ჩემი გაგიჟება გინდა თუ რა გინდა? გაცხარებული წამოხტა სკამიდან.-გეუბნები მასხრად ამიგდო იმ ვაჟბატონმათქო შენ კიდე აქ დგახარ და მეღლაბუცები..
-ისე რა ვერ გავიგე იცი?. ჩაფიქრებული ბაბი მიაჩერდა დაქალს..
-რა? ჭორიკანა ქალივით ჩაერთო გიკა..
-ვაიმე ეს ვინაა. გვაცადე ერთი წუთით.. ანასტასიამ შეუბღვირა..
-რა ვერ გავიგე და ის გოგო თუ უყვარდა როგორც შენ ამბობ შენ რატომ დაგყვებოდა მაშინ ეს თვეები უკან?
-აი ეს უკვე ლოგიკური კითხვაა. ისევ ჩაეჩარა ხიონაკი.
-ღმერთო გაძლება მომეცი.. ღრმად ამოისუნთქა ანასტასიამ.. -ვერაფერი ვერ გამიგია..
-ალბათ იმიტომ, რომ არასწორ მიზანს აწვები..
-შენ ჩუ..
-შენ რაღაც იცი ხო? ბაბალემ გახედა ეშმაკურად მომცინარს.
-ის გოგო.. აბა მზად ხართ გოგოჩკებო..
-თქვი.. თვალები გადაატრიალა ტასომ და ერთი შოკოლადი ააცალა ხელიდან ბაბის..
-ანჩო თოკოს ბიძაშვილია..
-რა არის? ორივემ ერთ ხმაში იყვირეს..
-რა ვერ გაიგეთ.. ბიძაშვილითქო..
-შე უნამუსო.. დვალმა ხელში დაჭერილი შოლოლადი გაუქანა გიკას.. -ახლა მეუბნები მერე ამ ამბავს.. ვაიმე ეს რა გავაკეთე.. ეს რა ჩავიდინე..
-რა ქენი? ინტერესით მიაჩერდა..
-იმხელა სილა გავარტყი და თან ისეთები ვუთხარი იმ გოგოზე.. დავიღუპე.. ჩემი ეჭვიანობის გამო საკუთარი მომავალი გავწირე.. არა ასე ვერ გავჩერდები.. წავედი მე ჩემი თოკო უნდა დავიბრუნო.. შენ მერე მოგხედავ.. დაემუქრა გიკას, ჩანთას დასწვდა და გავარდა..
-თქვი ახლა ნორმალურიაო... რომელი დებილი დაიჯერებს..
ახალი წლის ღამე იყო.. ბაბალე საერთოდ არაფერს არ გეგმავდა. მთელი დღე საახალწლო ფილმებს უყურებდა და სასუსნავებს მიირთმევდა.. გიკამ ჩააკითხა შოკოლადებიც მიუტანა და თავისთან დაპატიჟა..მარა მკაცრი უარი მიიღო.. გაბრაზებული გავარდა გარეთ ხიონაკი და არც გამოჩენილა.. 12ს ოცი აკლდა ზარის ხმა, რომ გაიგო.. ზოზინით წამოდგა ფეხზე. კარი გამოაღო და ხელში გაკრეჭილი გიკა შერჩა.. ტორტით ხელში იდგა..
-არა.. ტორტს თვალს ვერ აცილებდა..
-რა სამწუხაროა.. ამ ტორტს რო ვერ შეჭამ.. სუსტ წერტილს მისწვდა..
-კარგი ხო შემოდი.. გაღიმებული შევიდა, ტორტი მაგიდაზე დადო და ქურთუკი გაიხადა.. -ლიკამ გამოაცხო პირადად შენთვის.. საახალწლო სუფრა რატომ არ გაქვს?
-არ ვარ ხასიათზე და იმიტო.. მადლობა გადაეცი ლიკას.. გაიღიმა და ჩანგალი აიღო. პირდაპირ ტორტს ჩამოაჭრა პატარა ნაჭერი და პირისკენ გაიქანა.. -ძაან გემრიელია.. ტუჩები გაილოკა..
-რამე სასმელი არ გაქვს?
-რათ მინდა ორსულს სასმელი?
-ლიმონათი მაინც არ გაქვს?. იმით მაინც დავილოცები. მოვიდა ახალი წელი და ეგაა.. ფარდები გადაწია.. -რაღაც ვერახარ შენ ეს დღეები ხასიათზე.
-ხო ნეტა რატო..
-რომ არ ვიცი იმიტომ გეკითხები..
-ვინაა ის გოგო? ჩანგალი ტორტთან დადო და გიკას შეხედა.
-ვინ გოგო? თვალები დააწვრილა.
-ძაან კარგად იცი.
-ჩემს თანამშრომელზე ამბობ? გუშინ წინ, რომ კაფეში დაგვინახე იმაზე ?
-ოჰ შეგიმჩნევივარ კიდეც..
-კი შეგამჩნიე.. გაეცინა.. -უკან დამყვები თუ ...
-არსადაც არ დაგყვები.. უბრალოდ ერთად აღმოვჩნდით ერთ კაფეში.
-მერე მოსულიყავი რატომ არ მოხვედი?
-ხელი არ შეგიშალეთ.
-ეჭვიანობ!
-ხო ვეჭვიანობ.. ეგ რა დანაშაულია? გაბრაზებულმა შეანათა თვალები.
-არა რას ამბობ.. ჩაეცინა. -მოდი დაგამშვიდებ და გეტყვი რომ მე და თაკოს არავითარი ურთიერთობა არ გვაქვს საქმის გარდა. იმ კაფეშიც საქმესთან დაკავშირებულ დოკუმენტებს განვიხილავდით..
-ხო ალბათ ხელი ხელზე იმიტომ დაგადო, რომ შეთანხმებას მიაღწიეთ.. ცინიკურად გაუღიმა..
-ნუ მთლად მასეც არ იყო..
-ყველაფერი ჩემი თვალით დავინახე..
-რა დაინახე გოგო? უბრალოდ ხელი დამადო სხვა?
-ანუ ეგ არაფერია?
-საერთოდ არაფერია..
-არ გიყვარს შენ ჩვენი შვილი.. ამოიტირა.. -რომ გიყვარდეს არ მანერვიულებდი.. გიკას გაეცინა..
-როგორ არ მიყვარს.. ეგ მიყვარს თუ მიყვარს.. ბაბალეს მიუახლოვდა და ჩაიხუტა. -ჩემო წითურო.. ჩუმად დაიჩურჩულა.. -მორჩი ტირილს.. ნუ უაზრობ ხოლმე..
-შენ ხარ უაზრო.. თავი სწრაფად აწია და გიკას ხელი მოკიდა. -გაინძრა.. მოძრაობს..
ფეიერვერკის ხმაში ძლივს გაიგონა ბაბალეს ჩუმად ნათქვამი სიტყვა.. ხელი მუცელზე მიადო და თვალები დახუჭა..
-ვინ იფიქრებდა.. მე და შენ.. დედა და მამა.. და ჩვენი პატარა.. მაგრად მიიკრა გულზე აცრემლებული გოგო და მისი სურნელით აივსო ფილტვები..
-იანვრის ბოლოსკენ ბაკურიანში წავიდეთ.
-არ მინდა არსად წასვლა.. ისევ ტორტს მიუბრუნდა.
-ექიმმა თქვა ჰაერის გამოცვლა არ აწყენდაო, ამიტომ შენ მინდა არ მინდას მნიშვნელობა არ აქვს..
-რა უაზრო ახალი წელია.. მოწყენილმა დადო თავი მაგიდაზე.
-წადი ჩაიცვი..
-რატო?
-მთაწმინდაზე ავიდეთ გავისეირნოთ.. კაშნეც გაიკეთე ცივა..
გახარებული შევიდა ოთახში.. თბილად ჩაიცვა და მისაღებში დაბრუნდა. კაშნე გიკამ გაუკეთა თავისი ხელით.
ავტომობილის გაჩერებისთანავე გადახტა და გახარებული მიაჩერდა ეშმაკის ბორბალს..
-იქაც დავჯდეთ.. ხელი ჩაკიდა და შესასვლელისკენ წაიყვანა..-აბა საიდან დავიწყოთ? გაღიმებული დაუდგა წინ..
-მშია. ქვედა ტუჩზე იკბინა..
-ნეტა როდის არ გშია?
-ახლა უფრო მეტად მშია ვიდრე ზოგადად.. ტუჩები გაილოკა..
-მასე ნუ შვები.
-აქ დგომას წადი და შოკოლადის ფუნთუშა მიყიდე. დაანახა საითაც უნდა წასულიყო.
-ამის შემდეგ გავითვალისწინებ, რომ შენთან ერთად თუ სადმე წავალ დიდი საჭმლის კონტეინერიც ვათრიო..
-კაი იქნება.. თვალები გაუბრწყინდა..
-აქ დამელოდე..
შოკოლადის ფუნთუშები იყიდა და ისევ უკან დაბრუნდა.
-გამომართვი.. სველი სალფეტკი მიაწუდა შოკოლადისგან დათხუპნული ხელები, რომ გაეწმინდა..
-მადლობა..
-არაფრის.. გაუღიმა..
ეშმაკის ბორბალზე ისხდნენ.. ბაბალე აქეთ იქეთ იყურებოდა.. გიკა სურათებს უღებდა მალულად.
-ყველაზე განსხვავებული ახალი წელია ჩემს ცხოვრებაში. პარკიდან გამოსვლისას თქვა და მუცელზე ხელი მიიდო.. -აშკარაა ამასაც მოეწონა. გაეცინა.
-მოძრაობს?
-ხო..
-ესე დადექი.. გვერდულად დააყენა.. -ახლა გაიღიმე..
-რას აკეთებ?
-სურათს გიღებ. ხომ უნდა გქონდეს ორსულობის ფოტო..
-ასე შეფუთულს მუცელი, რომ არ მიჩანს?
-არაუშავს.. შენ ხომ გეცოდინება ორსულად, რომ ხარ. გაეცინა.. -ერთი სელფიც და წავედით.
ერთის რა მოგახსენოთ და ათზე ნაკლები სურათი, რომ არ გადაიღო ეგ კი ცხადია..
ასე გავიდა დღეები.. მუცელი ნელ ნელა კიდევ უფრო მეტად ეზრდებოდა..იანვრის ბოლო იყო.. უნივერსიტეტში გამოცდები ქონდა დაწყებული.
-შენ და თოკო ერთად ხართ? ტასიკოს გახედა ბედნიერი, რომ იღიმოდა.
-ერთად ვართ რომელია.. ხელიც კი მთხოვა..
- აღარ ხუმრობს თოკუნა.. გაეცინა.
-შენ და გიკა რას შვებით?
-რავი.. მხრები აიჩეჩა.
ბოლო გამოცდიდან დაღლილი გამოვიდა და სახლისკენ გაემართა.. ისე შიოდა როგორც არასდროს. ერთი სული ქონდა სახლში მისულიყო.. სადარბაზოში შედიოდა მეზობლების ლაპარაკს, რომ მოკრა ყური..
-შეხედე.. არც კი სცხვედია.. დაორსულდა და ისე დადის თითქოს არაფერი მომხდარა..
-მასეა აღარც სირცხვილი გააჩნია და აღარც ნამუსი.
-საწყალი ბებიამისი.. კიდევ კაი ქალი აღარაა ცოცხალი თორემ ხელახლა მოკვდებოდა ამის შემყურე..
ხელები აუკანკალდა.. ცრემლებმა იწყეს თვალებიდან დენა. რამოდენიმე ნაბიჯი ძლივს გადადგა.. ყელში მახჩობელა ბურთი გაეჩხირა.. კიბეებზე ჩამოჯდა და ხმამაღლა ატირდა..
-ბაბალე? გიკას ხმა გაიგო ზურგს უკან..-ხომ კარგად ხარ? წინ დაუდგა და ხელი სახეზე ჩამოუსვა..-რამე გტკივა?
დაბნეულმა შეანათა მწვანე სფეროები თაფლისფერს.
-უსინდისო გოგო.. სადარბაზოს შესასვლელიდან მოესმა ხმა. - ეგ არის პატიოსნება? ვიღაცის ნაბიჭვარს დაათრევს მუცლით..
სახეზე ფერები ერთიანად გადაუვიდა.. ისე წამოხტა ფეხზე და ისე გავარდა გარეთ გააზრებაც ვერ მოასწრო.
-თქვენ რომელ პატიოსნებაზე ლაპარაკობთ ან ვის განიხილავთ. დაუყვირა შეკრებილ ქალებს..-თქვენ თქვენს შვილებს მიხედეთ. ჩემს ცოლს და შვილს მე მოუვლი. თქვენი განხილვებისა და ჩარევის გარეშე.. მეორედ სიტყვა არ ახსენოთ ბაბალეზე..
გაცოფებული შებრუნდა უკან.. ნამტირალები გოგო ხელში ფრთხილად აიყვანა. ბაბალემ კარები გააღო.. გიკამ შესვლისთანავე საწოლზე დააწვინა..
-ახლაც მეტყვი, რომ ცოლად არ გამომყვები ხო?
-უარი, რომ გითხარი მანდედანვე ვიცოდი მეზობლების ამბავი.. მარა მაინც რთული მოსასმენი აღმოჩნდა..
-მოვაწეროთ ხელი..
-ასე არ მინდა..
-მინდა, რომ კარგად იყოთ. მუცელზე მოეფერა. -კიდევ დაფიქრდი ბაბალე..
-დავუშვათ დავქორწინდით მერე? ბავშვი დაიბადება.. ეს ეიფორიაც როდესღაც გაქრება.. მერე მივხვდებით ერთმანეთისთვის, რომ არ ვართ გაჩენილები და დავცილდებით.. აზრი?
-შენ ასე ფიქრობ?
-რაც რეალურია იმას ვამბობ..
-კაი დავიცადოთ. კიდევ ცოტახნით დავიცადოთ.. თავზე აკოცა და მის გვერდით დაწვა.
ცოტახნით ხმას არ იღებდნენ..ბაბალეს დახედა.. რაღაცაზე ჩაფიქრებულიყო..
-რა დავარქვათ? თემის შეცვლა უნდოდა ბაბალე, რომ გამხიარულებულიყო.
-ვის?
-ბავშვს..
-ჯერ დაიბადოს.
-მეექვსე თვეში გადახვალ სადაცაა.. ჯობია მოვიფიქროთ რა ერქმევა..
-არ ვიცი. შენ რას ფიქრობ?
-მოიცა.. ტელეფონი ამოიღო და გოგოს სახელების ძებნა დაიწყო.. -ნენე?
-რამე უფრო განსხვავებული..
-მაშინ კატო?
-არა.
-ნინო.
-არა.
-ანეტა?
-ეგ მითუმეტეს.
-ლონდა?
-ლონდაც იყავი და გარნიეც.. გაბრაზებულმა გამოგლიჯა ხელიდან მობილური.
-რას ერჩი მშვენიერი სახელია.. მამას ლონდა.. ხელი მუცელზე დაადო.
-ნუ ეძახი ბავშვს მაგას..
-მოიცა მოვიფიქრე.. თითქოს გონება გაუნათდა გიკას.. -ნიცა..
-ლამაზია.. გაიღიმა მაგრამ წამშივე გაუქრა ღიმილი. -შენს რომელიმე საყვარელს ერქვა ხო?
-აუ ჩემი საიდან რას დააბეთქვებ ხოლმე.
-არ ერქვა? ეჭვისთვალით გახედა.
-არა. საერთოდ არ მყოლია არავითარი ნიცა.. უბრალოდ მაგრად მევასება ეგ ქალაქი და გამახსენდა რა..
-ბავშვს იმიტომ უნდა დავარქვა ეგ სახელი, რომ შენ გევასება?
-თუ გინდა თურქეთი დავარქვათ ოღონდაც გაჩუმდი..
-მშია..
-ასეც ვიცოდი.. იმიტომაც ვერ ისვენებ.. მე მოგიტან იწექი..
-არ მინდა გამოვალ სამზარეულოში.
-ისე რა ქენი გამოცდებზე?
-ჩავაბარე.. აკადემიური უნდა ავიღო ახლა. შენ?
-პროექტის ხელმძღვანელად დამნიშნეს..
-გილოცავ.
-ხვალ ნივთები ჩაალაგე ბაკურიანში მივდივართ.
-გავემზადები..
-თბილი ტანსაცმელი ჩადე. მე გავედი აბოსთან მივდივარ საღამოს შემოგივლით კიდევ. კარებისკენ წავიდა..
აბოსთან ასულს ანდრია დახვდა.. სახე წაშლილი იჯდა და სიგარეტს ეწეოდა..
-რატომ არ მითხარი? მაინდამაინც სხვისგან უნდა გამეგო ამის დედა შევ...
-რა უნდა მეთქვა? წინ დაუჯდა
-არაფერი გქონდა სათქმელი?
-პირდაპირ მოვსულიყავი და მეთქვა, რომ ბაბალე ჩემგან არის ორსულად?
-შენ იცოდი ბაბალესადმი ჩემი გრძნობა..
-ორი წელი გავიდა ანდრო მაგის მერე..
-და რა შეიცვალა? ბაბალე შენ დაითრიე და მე ნახვი ?
-მოდი ჯერ დამშვიდდით და მერე ილაპარაკეთ. დაძაბული სიტუაციის განმუხტვა სცადა აბომ.
-არ ველოდი გიკა შენგან.. არაკაცურია.. შენც იცი, რომ არაკაცურია.
გიკამ თავი ჩახარა..
-ვიცი.. განა არ ვიცი.. ჩემ თავს სწორედ მაგას ვერ ვპიტიობ ჩვენს ძმობას რო გადავუარე.. ვერ გეტყვი რასაც ჩავდიოდი არ ვიცოდითქო. ეს არც ერთი ღამის ამბავი იყო და არც ვნების.. სულ სხვა გრძნობაა მე და ბაბის შორის.. ბავშვობიდან გვეზიზღებოდა ერთმანეთი.. კი არ გვეზიზღებოდა.. უბრალოდ ამ გრძნობას არასწორი სახელი შევურჩიეთ. სწორედ იმ დღეს მივხვდი. ორი წლის მერე პირველად რომ დავინახე. სადაც არ უნდა წასულიყო ბაბალე მაინც ჩემთან მოვიდოდა . ასეც ხდებოდა ხოლმე.. რაც არ უნდა არაკაცი ვიყო შენს თვალში.. გეფიცები არ ვნანობ.. მე ამას ვერც ვინანებ ანდრო.. მე ის ღამე, რომ ვინანო მაშინ ჩემი შვილიც უნდა ვუარვყო.. მე არ ვნანობ.. ბაბალესადმი ამ გრძნობას არ ვნანობ.. რაც არ უნდა მოხდეს ვიცი ვერ გამიგებ.. გამამტყუნებ.. ასეა.. არ ვიმსახურებდი თუ ვიმსახურებდი ბაბალეს ეგ უკვე თავად უფლის ნებაა.. ბედია თუ რაცაა.. ჩემი დაგეგმილი არ ყოფილა.. უბრალოდ ეს ასე მოხდა.. ნეტავ აქამდე შემძლებოდა ამის აღიარება . აქამდე, რომ მეთქვა ახლა ასე არ ვისხდებოდით.. მაგრამ არც არაფერი არ შეიცვლებოდა, მაინც მოგვიწევდა ერთმანეთისთვის თვალის გასწორება.. მაპატიე.. მე ბაბალე ბავშვობიდან მყვარებია.. აწყლიანებული თვალებით შეხედა ანდროს..
-რას ვიზამთ.. ასეც ხდება ხოლმე.. დაუგეგმავად.. ბედი ბედია.. ბაბალე მე არც არასოდეს მეკუთვნოდა და ეს ვიცოდი.. შანსი შანსად დარჩა.. ყველაფერი დამთავდა.. ბედნერებას გისურვებ.. ცალი ტუჩის კუთხე ჩატეხა და კარებიდან გავიდა..
ცრემლით ავსებული თვალები შეანათა აბოს..
-სწორად მოიქეცი.. მხარზე ხელი დაკრა.. -ასე ჯობდა.
-სუნთქვა მიჭირს.. ფანჯარა გამოაღე..
აბო ფანჯარას მისწვდა და გააღო.. გიკამ თავი დივანს მიადო და ღრმად სუნთქვა დაიწყო..
მეორე დღეს ბაკურიანისკენ გაემგზავრნენ.. პატარა კოტეჯი იქირავა ხიონაკლა.. ბარგი სახლში შეიტანა, პროდუქტიც გადმოალაგა ავტომობილიდან..
-შოკოლადი არ გინდა? დივანზე მჯდომს ეშმაკურად გადახედა.
-არ მინდა.. მუცელზე ხელი მიიდო.. -მეძინეა..
-მეც მეძინეა.. აჰა შოკოლადი.. პატარა ფილა მიუტანა პირთან.. ბაბალემაც სწრაფად შესანსლა..
-ჩემი საძინებელი სადაა?
-ერთი საძინებელია აი იქეთ..
-კაი მე იქ დავიძინებ შენ აქ.. პატარა დივანზე მიუთითა.
-აქ ვერ დავეტევი.. საწყლად შეხედა.
-სიგარეტის სუნი მოიცილე მაშინ და შემოდი ოთახში..
-აი რანაირად მოვიცილო ჯერ ის მითხარი..
-რა ვიცი.. ოთახისკენ წავიდა, ქურთუკი გაიხადა და საწოლზე დაწვა. გიკამაც მას მიბაძა.. კურტკა გაიხადა და გვერდით მიუწვა. -აღარ მოწიო რა სიგარეტი..
-ეგ ბავშვი მუცლიდანვე მავიწროვებს.. ხელი მოხვია და ბაბალეს ყელში ჩამალა სახე.. -გცივა?
-ცოტა..
-მოიცა პლედს მოვიტან..
-არა.. არ ადგე.. ასე ვიყოთ. რო დამეძინება მერე მომაფარე რა..
-კაი.. ვიყოთ ასე. ყელში აკოცა.
მალევე ჩაეძინა ბაბალეს.. გიკა თმაზე ეფერებოდა.. ფრთხილად ადგა გოგო, რომ არ გაეღვიძებინა.. მისაღებში გავიდა პლედი აიღო და ჩაძინებულს მიაფარა.. სამზარეულოში გავიდა.. სენდვიჩი გაამზადა, წვენიც დაასხა ნათალ ჭიქაში და სინით შეიტანა ოთახში. პატარა ტუმბოზე დადო და საწოლის კუთხეში ჩამოჯდა.
-გაიღვიძე?
-გამაღვიძე.. ამოიბუზღუნა და წამოჯდა.. -მშია..
-მასეც ვიცოდი.. სინი წინ დაუდგა.. -მე გავაკეთე.
-არაა ცუდი.. გემრიელად ჩაკბიჩა.
-შეჭამე და მერე გავისეირნოთ.
-გარეთ რომ ცივა..
-არაუშავს თბილად ჩაიცვი.
-სად მიდიხარ?
-სიგარეტი უნდა მოვწიო.
-ნუ მოწევ..
-ბაბალე ახლა ის პონტია მე, რომ შოკოლადი აგიკრძალო..
-შოკოლადი კარგია.. სიგარეტს ნუ ადარებ.. სახე დამანჭა და წვენი მოსვა.
-ეს ორსულობა უკვე ნერვებს მიშლის..
-შენ რატომ გიშლის ნეტავი ნერვებს. მე ვსუქდები შენ ხო არა?
-სამაგიეროდ მე მიფუჭდება ნერვები..
-თუ არ გინდოდი რას მომაქანებდი აქ? თვალები აუცრემლიანდა.
-ოხ ბაბალე.. ღრმად ამოისუნთქა და გოგოს ჩაეკრა.. -არ მოვწევ.. ჯანდაბას არ მოვწევ.. მოდი ახლა თბილად ჩაიცვი და გავისეირნოთ სუფთა ჰაერზე..
ვარდისფერი სქელი პულოვერი გადაიცვა, ამავე ფერის მანტო მოიცვა, შიფონის სქელი შავი შარვალი ამოიცვა და ბათინკებიც მოირგო.. კაშნეც მოიხვია, ქუდიც დაიფარა, ხელთათმანებიც გაიკეთა და მისაღებშიც გაგორდა.. გიკას შავი პულოვერი და შავი მანტო ეცვა. კაშნეც მოეხვია და ხელებზე ხელთათმანებიც გაეკეთებინა.
-რა ლამაზია... თოვლის ფიფქებს სახე მიუშვირა.. გიკას გაეღიმა.. ტელეფონი ამოიღო და სურათების გადაღებაც დაიწყეს..
-ცხვირი გაგეყინა.. აწითლებულ ცხვირზე აკოცა და კაშნეთი დაუფარა..-ჯობია უკან დავბრუნდეთ..
-თოვლის ბაბუა გავაკეთოთ რა..
-გაცივდები ბაბალე რა დროს თოვლის ბაბუაა.. თანაც პატარა ხომ არ ხარ? სადაცაა 21ის გახდები.
-კარგი..
-ფრთხილად.. ხელი მაგრად ჩაკიდა..
-გიკა
-ჰო
-ნიცა დავარქვათ.. გაიღიმა.. ხიონაკსაც გაეღიმა.. მისკენ მიქაჩა და ლოყაზე აკოცა..
სახლში შესვლისთანავე ჩაი გააკეთა და წინ დაუდგა დივანზე კომფორტულად მოთავსებულ გოგოს.. ტელევიზორის ყურებაში ჩაეძინა ქებურიას.. ბიჭმა ფრთხილად აიყვანა და საწოლზე დააწვინა.. საბანი გადააფარა და პლედიც მიაფარა საბნის ზემოდან.. თავადაც გაიხადა და გვერდით მიუწვა ტკბილდ მძინარეს. აკვირდებოდა თითოეულ მის ნაკვთს.. თავს ძლივს იკავებდა ხელით, რომ არ შეხებოდა. ნაზად აკოცა ბოლოს შუბლზე და თვალები დახუჭა..
დილით, რომ გაიღვიძა გიკა ვერსად ნახა. სადაც იყო იტირებდა კარები, რომ არ შემოეღო ხიონაკს.
-ადექი უკვე ? ღიმილით წავიდა ბაბალესკენ..გოგოს ხმაც არ ამოუღია, უბრალოდ ხელები მოხვია სიცივისგან გაყინულს.
-მოდი აქ.. ხელი ჩაკიდა და ფანჯარასთან მიიყვანა.. ბაბალეს უკან დადგა და ხელები გაბერილ მუცელზე დაადო.. -ახლა ფარდები გადაწიე.. კისერში აკოცა..
თეთრი შიფონის ფარდები ნელა დააცილა ერთმანეთს.. თვალები თეთრ სივცეში დადგმული საშვალო ზომის თოვლის პაპას გაუსწორა.. გაეღიმა..
-ცხვირი არ აქვს.. სტაფილო არ აღმოგვაჩნდა.. ჩაიცინა და შებრუნებულ ბაბალეს თვალებში მიაჩერდა..
თაფლისფერ თვალებში აბობოქრებული სხივები და მწვანე სფეროები, რომელიც ნდობას უცხადებდა თაფლისფერებს..
-გიკა მეშინია..ჩუმად თქვა..
-რისი?
-წლების, ცხოვრების, დროის.. ამ ყველაფრის მეშინია.. მეშინია ამ ბავშვის დაბადების.. რადგან შეიცვლება ეს დამოკიდებულება... ვიცი, რომ ასე არ იქნება მუდამ.. შენ ასე არ ჩამეხუტები, ასე არ შემომხედავ, ასე ერთად არ ვიქნებით... ცრემლით აევსო თვალები.
-წითურო არასწორ მხარეს აწვები... გაეცინა და გოგოს თავზე აკოცა.. -არაფერი არ შეიცვლება.. მუდამ ასე ვიქნებით.. ხმადაბლა თქვა.. -მე, შენ და ჩვენი ნიცა..
ერთი კვირა დარჩნენ ბაკურიანში. ჩვეულებრივ ატარებდნენ დროს.. ბაბალე სუ სმა ჭამაზე იყო..გიკა მას უფრთხილდებოდა..საღამოს ერთად სეირნობდნენ, ღამით კინოს უყურებდნენ და მერე ერთად იძინებდნენ..
თბილისში დაბრუნებისას ბევრი, რამ შეიცვალათქო ვერ ვიტყვი.. ხიონაკი კვლავ არ სცილდებოდა ქებურიას.. ერთ დღეს დაადგა თავზე უამრავი პარკით ხელში..
-სადმე მიდიხარ? ლამაზ კაბაში გამოწყობილი კარგად შეათვალიერა..
-ხო, ჩემი მეგობარი ვატო ჩამოვიდა საფრანგეთიდან და უნდა შევხვდე..
როგორ არ ესიამოვნა ბიჭის სახელის გაგონება ნეტავი იცოდეთ.. - ესენი რეებია?
-პატარას ტანსაცმელები.. გაეღიმა..-სოსკაც ვუყიდე.. ვარდისფერი ბჭყვიალა სოსკა ამოიღო ერთ-ერთი პარკიდან..
-რატომ წახვედი გიკა მარტო?
-დაგეგმილად არ წავსულვარ უბრალოდ გვერდი ვერ ავუარე ბავშვთა მაღაზიას, მერე ერთადაც ვუყიდოთ..
-რა საყვარელია.. ტანსაცმელს ათვალიერებდა..მობილური ახმაურდა.. -გისმენ.. კი კი მოვდივარ.. სწრაფად გაუთიშა და ფეხზე წამოდგა..
-მიდიხარ? გაბრაზებას ვერ მალავდა...
-მივდივარ..
-ვინაა ეგ ვატო შენთვის?
-მეგობარია გიკა.. ერთად ვსწავლობდით პირველ კურსზე.. ძალიან კარგი ადამიანია..
-მოწონხარ?
-არ მოვწონვარ.. დამშვიდდი..
-მე გაგიყვან..
-არ მინდა ტაქსი მელოდება..
-თუ რამე დამირეკე..
-დაგირეკავ..
სახლში ავიდა.. მოუსვენრად იყო...ამ ფიქრების გამო ღამითაც ვერ დაიძინა.. რაღაც ღნიდა.. მონატრებას გრძნობდა, შეჩვეული სურნელის უკმარისობას.. ჯინსის შარვალი ამოიცვა, ამავე ფერის პულავერი ჩაიცვა და მეოთხე სართულზე ჩაირბინა..
მთქნარებით გაუღო კარი ბაბალემ..
-ვერ ვიძინებ.. შესვლისთანავე ჩაისუნთქა მონატრებული ჰაერი..
-იავნანა ხომ არ გიმღერო.. ხალათი უფრო უკეთ მიიფარა სხეულზე და დივანზე ჩამოჯდა..
-არ იქნებოდა ურიგო.. წამო დავიძინოთ..
-მიდი ჯერ მაღაზიიდან თეთრი შოკოლადი ამომიტანე.
-მაცივარში აღარ გაქ? ხავს ჩაეეჭიდა..
-არა... გათავდა..
-სუ ჭამ და გათავდებოდა აბა რა იქნებოდა.. ბუზღუნით გავიდა სახლიდან.
თებერვალი თვალის დახამხამებაში მიილია. მარტი მოიტანა დრომ.. წვიმის სეზონი იყო.. გიჟური ამინდებით.. ბაბის ძალიან უყვარდა ეს თვე.. ჩაის ჭიქა ეჭირა ხელში, ფანჯარასთან იჯდა და წვიმის წვეთებს უმზერდა..გაღიმებულს გიკა ახსენდებოდა.. ფიქრებმა ისე შორს წაიღეს კარებზე გაბმული ზარის ხმაც ვერ გაიგო.. ზარი ბრახუნმა და ყვირილმა რო შეცვალა მერე მოეგო გონს..
-ბაბალე.. კარგად ხარ? ბაბი გამეცი ხმა..
-კარგად ვარ.. ახლავე ვაღებ..
-სად იყავი ბაბალე? იცი როგორ შემეშინდა.. შეძლებისდაგვარად მიიკრა სხეულზე..
-ჩავფიქრდი და ხმა ვერ გავიგე..
-აღარ შემაშინო რა ასე..აკანკალებული ხელები ჩამოუსვა თმაზე..
-ბოდიში.. ამოიტირა..
-კაი არაუშავს.. თავზე აკოცა..
მარტის შუა რიცხვებში მოინდომა ტასიკომ ქორწილი.. ხო და დაინიშნა კიდეც.. მეჯვარე ბაბალე იყო. ლამაზ იისფერ შიფონის კაბაში გამოწყობილიყო.. მაკიაჟიც გაეკეტებინა.. ფეხზე დაბალქუუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა.. მანტო ჩაიცვა და მეხუთეზე ავიდა..
-მოდი.. გიკამ გაუღო კარი და თავისი ოთახისკენ გაემართა.. ძალიან სიმპატიური იყო თეთრ პერანგსა და შავ შარვალში გამოწყობილი.. მანტო გაიხადა და ბიჭს უკან მიყვა..
-ლიკა და ლუკა არ არიან?
-წავიდნენ ეგენი უკვე.. სარკეში მდგომმა სარკიდანვე შეხედა.. -ძაან ლამაზი ხარ წითურო.. გაეღიმა და მისკენ შებრუნდა..
-შენ არ ხარ მზაად?
-მზად ვარ. საათი გაიკეთა მაჯაზე და გასაღებს დასწვდა..გსასვლელში დაკიდებული მანტო ჩაიცვა.. ბაბალესაც დაეხმარა ჩაცმაში და სახლიც დატოვეს..
-ხო ტას? მობილურს უპასუხა. -მოვდივარ გოგო დამშვიდდი..
-დაეწყო პატარძლის შემოტევები?.. გაეცინა გიკას.
-დაანებე თავი.. ისედაც ნერვიულობს..
-რა ანერვიულებს?
-თხოვდება..
-ეგაა სანერვიულო? მე თუ მკითხავ თორნიკეს ააქვს სანერვიულო თუ აქვს..
-მორჩი..
-სხვა მეჯვარე რატო არ აირჩია?
-მე ვარ ტასოს საუკეთესო მეგობარი და იმიტომ..
-მაინდამაინც მაგასთან უნდა იჯდე მერე?
-ასეთია წესი..
-ჩემთან დაჯდები!.. არ მაინტერესებს მე წესი.
-არც მე არ მაინტერესებს შენი გამოხტომები.. მანქანიდან გადავიდა..
მაქსმა გაუღო კარები წყვილს..
-მაქსიმიუს.. რა სიმპა ხარ.. გაიცინა გიკამ და იქ მყოფებს ხელი აუწია მისალმების ნიშნად..
-სადაა პატარძალი?
-ოთახშია პრინცს ელის.. გაეცინა ბატონ ნიკოლოზს და ნიდას მიეხუტა.
-რა დრო გავიდა.. მოგვესწრო შვილები.. ღიმილით თქვა ლუკიტომ და გიკოს გამოწვდილი შამპანურის ჭიქა მოიმარჯვა ხელში.
ბაბალე ტასოსთან შევიდა.. ეს სიფრიფანა გოგო ისე გასაოცრად გამოიყურებოდა თეთრ საპატარძლო კაბაში იტყოდით მის ტანზეა შეკერილიო..
-სიტყვას ვერ ვამბობ. დაქალს ათვალიერებდა..
-მოვიდა თორნიკე.. კარი შეაღო გიკამ.. -ვა ტასიკ. რა გოგო ხარ.. ქაჯივით არ მოიქცე აბა შენ იცი ეს ერთი დღე გაძელი.. მთავარია ხელი მოაწეროთ და ჯვარი დაიწეროთ.. მერე უკვე ვერსად გაგექცევა თოკუნა.. სიცილით უთხრა და გაბრაზებულ ანასტასიას სწრაფად გასცილდა.
-იდიოტია.. დაანებე თავი. გაიცინა ბაბიმ..
ჩევულებრივ მიმდინარეობდა ქორწილის ეტაპი.. ასე რუტინულად.. სახლიდან გასულებს ლიმუზინთან გიკა წამოეწიათ..
-მე დავჯდები რა მანქანაზე. ნუ თუ გინდათ, რომ მეჯვარის გარეშე არ იყოთ რა თქმა უნდა.. გაიცინა.
-როგორ მინდა გაგგლიჯო.. ანასტასიამ შეუბღვირა და ბაბალესთან ერთად ჩასკუპდა თეთრ ლიმუზინში.. თორნიკემ თავი გააქნია და სიცილით მიყვა თავის მჯვარესთან ერთად მომავალ ცოლს..
-ვახო.. იქვე მდგომ ბიჭს დაუძახა... -მე წამოვიყვან ამათ და თქვენ ჩემი მანქანით წამოდით.. გასაღები ესროლა.. -ფრთხილად ატარე შენებურების გარეშე.. ვაფშე დაჩი დაჯდეს..
-ჩუმად იყავი თორემ დაგიტოვებ მანქანას აქ.. დაემუქრა..
მანქანაში გამარჯვებული სახით ჩაჯდა და სარკიდან გახედა მოკისკისე ბაბალეს..
ჯერ ხელი მოაწერეს, მერე ჯვარზე ავიდნენ ჯვარი, რომ დაეწერათ..ქებურიას უკან იდგა.. გოგო ოდნავ წაბარბაცდა...
-კარგად ხარ? მაშინვე ხელი მიაშველა..
-კარგად ვარ ჩუმად იყავი..
-რა დროს ეგაა... წამოდი გარეთ..
-მოიცადე ჯერ დასრულდეს..
-მართლა კარგად ხარ?
-კი.. უბრალოდ გაინძრა..
მუცელზე მიადო ხელი და გაიღიმა.. აშკარა იყო პატარა ვერ ისვენებდა.. ეკლესიიდან გამოსვლისას ხიონაკს დაეყრდნო.
-ვერ ხარ კარგად ბაბალე.. წავიდეთ სახლში რა..
-ვერ ჩავუშხამებ ტასოს ამ ერთ ბედნიერ დღეს.. არაფერი მომივა.. გადავიღალე და ეგ არის..
-გვერდიდან არ მომცილდე..
-როგორც მიბრძანებ.. გაუცინა და მოახლოებულ ტასოს გვერდით დადგა..
რამდენიმე სურათი გადაიღო ახლად დაქორწინებულებთან.. ცალკე მეჯვარესთანაც და თავისთავად გიკასთანაც.. ფეხები საშინლად სტკიოდა..
-წამო მანქანაში დავსხდეთ ჩვენ.. ესენი ჯერ სურათების გადაღებას ვერ მორჩებიან.. ლიმუზინში მოთავსდა ბაბალესთან ერთად.. ფეხსაცმელი გახადა და ფეხები კომფორტულად დაადებინა. -მამას გოგო ვერ ისვენებს.. მუცელზე ეფერებოდა..
-შოკოლადი მინდა..
-ჩემ მანქანაში მაქვს მოიცა მოგიტან.. სწრაფად გადავიდა ვახოს მოსაძებნად.
-აბო ვახო სადაა?
-რამოდენიმე წუთის წინ თორნიკესთან ერთად იღებდა სელფს .. აი იქაა.. მათკენ მიმავალზე ანიშნა..
-ვახო მანქანა გააღე რა ორი წუთით.. ავტომობილში შემძვრალმა სწრაფად იპოვა სასურველი სასუსნავი და ლიმუზინისკენ აიღო გეზი.
აბომ და ვახომ ერთმანეთს გადახედეს და ჩაიცინეს..
-აიღე.. ცოტა დამდნარია.
-არაუშავს..
რესტორანში მისულები თავიანთ ადგილებს მიუსხდნენ.. ბაბალე თავის თავად ანასტასიას გვერდით იყო.. რითაც გიკა უკმაყოფილო გახლდათ. თავად ხიონაკი ბიჭებთან ერთად კუთხისკენ იჯდა, საიდანაც თვალს ადევნებდა მომღიმარ ბაბის..
თამადამ დაიწყო სუფრის წარმართვა.
ყველა სვამდა.. ნუ თითქმის.. გიკას აკვირდებოდა ბაბალე..
ბიჭი ძმაკაცებთნ ერთად გულიანად იცინოდა, ვიღაც გოგო, რომ მიუახლოვდა.. მანდ აენთო ბაბალეს წითელი. ისეთი სისწრაფით წამოდგა და გაჩნდა გიკასთან, რომ თვითონაც ვერ გაიაზრა მისი ქმედება..
-უკაცრავად მე უნდა მეცეკვოს.. ხელი ჩაავლო მაჯაში, გოგოს სწერვულად გაუღიმა და საცეკვაო მოედნისკენ წაიყვანა.. -ნუ იცინი..
-გოგოებთან გაკარების უფლება არ მაქ?
-არა..
-და ეს გოგო თუ მეგობრის საცოლეა?
-რაა?
-ზუკას საცოლეა ის გოგო.. გაიცინა.. ბაბალემ დაბნეულმა გადახედა სუფრას.. -კაი არაუშავს.. შუბლზე მიაკრო ტუჩები.. -ვის არ უეჭვიანია..
-რაზე იცინოდით?
-ვახომ მოყვა რაღაც. გოგოს მუცელი მუცელზე ქონდა მიკრული და კარგად იგრძნო სუსტი ბიძგი პრესზე. - ეს დღეს მართლა ვერ ისვენებს.
-მოუსვენარია..
-კიდევ ცოტახანს დავჩეთ და წავიდეთ მერე. მთელი დღია ისედაც ფეხზე ხარ..
-ჯერ ტორტი ვჭამო..ტორტს გახედა...გიკას გაეცინა ..
ტორტის დაჭრისა და ჭამის შემდგომ ყველას დაემშვიდობნენ და რესტორანი დატოვეს.. მანქანას მშვიდად მართავდა..
სახლში ასულმა ფეხსაცმელი იქვე მიყარა და ოთახში შევიდა.. ხიონაკი ტელევიზორს უყურებდა.. ბაბალე მალე გამოვიდა თავის ფუმფულა ხალათში გახვეული..
-მამას ცქნაფა კიდე ვერ მშვიდდება?
-აჟიტირებულია.
-მალე უნდა გამოსვლა და მაგიტო..
-ჯერ კიდევ დროა.. ექიმმა თქვა მაისისკენ გაჩნდებაო.. გიკა ძაან მოვიმატე?
-იმდენს ჭამ რა არის გასაკვირი?
-მართლა ? ტუჩები სატირლად დაბრიცა..
-არა.. იმწამსვე უარყო.. -მოპუტკუნდი სულ ოდნავ.
-როგორ მატყუებ..
-არ გატყუებ.. რაცაა იმას გეუბნები წითურო..
-საზიზღარი ხარ..
-რატო?
-იმასაც კი არ მეუბნები თუ როგორ მიხდება ორსულობა..
-აა მაგის მოსმენა გინდოდა ? გაეცინა.. -გიხდება ტო.. აბა არ გიხდება ქალბატონი ხიონაკის ტარება? ტუჩის კუთხე ჩატეხა..
დღეები, დღები და ისევ დღეები.. შემოდგომის ფოთლებივით მიყვნენ ერთმანეთს. ბაბალესა და ანასტასიას დაბადების დღე იყო.. დილიდან ელოდა ვინმესგან მაინც მილოცვას, მაგრამ არა.. არც გიკა ჩანდა არსად.. გაბრაზებული დადიოდა აქეთ იქეთ და თავის პატარას ელაპარაკებოდა. ზარის ხმაზე კარებისკენ წავიდა და სწრაფად გააღო. წინ ხიონაკი ედგა ტორტით ხელში.. მის უკან კი ანასტასია იდგა და უცინოდა.. ბიჭებიც იქ იყვნენ.. ყველამ ერთიანად დაიყვირა გილოცავთო და გამხიარულებულები შელაგდნენ სათითაოდ. ბედნიერების ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან.. კარგად გაერთო ბავშვებთან ერთად.. იმდენი იცინა უკვე აღარ შეეძლო.. ბოლოს ყველა დაიშალა და მხოლოდ გიკა დარჩა..
მთელი თვე მიილია. სიარული უკვე უჭირდა .. გიკას დახმარებით ახერხებდა ყველაფერს..ფეხებსაც ვერ ვიპარსავო ამოიწუწუნა ერთხელ.. ხიონაკმა ეპილაციის კრემი იყიდა იმ ღამეს და ასე დაადგა თავზე..
-დაჯექი..
-რას შვები?
-ფეხებს გპარსავ.. გაეცინა თავისივე ნათქვამზე..
-გიჟი ხარ. აყვა ბიჭს.
-მოიცა ახლა 5 წუთი უნდა დაველოდოთ და მერე ფაფუ ბეწვი.. ახითხითდა..
ერთ დღეს ბავშვის ნივთების საყიდლად წავიდნენ .
-რამე ხომ არ გვჩება ?
-მეტი რაღა უნდა ვიყიდოთ გამოვზიდეთ ყველაფერი.. მანქანაშიც აღარ ეტევა ვერ ხედავ..
-ასე მგონია რაღაც გვავიწყდება.. მაინც თავისას იძახდა გიკა.
აპრილი ბოლო დღეებს ითვლიდა.. სიცივე ნელ ნელა იკლებდა თბილისში. სითბო მატულობდა.
-ბაბალე გიკას ხომ არ დაურეკია შენთან? ღამით ჩამოაკითხა ლიკამ..
-არა.. დილის მერე არ გამოჩენილა.. ანერვიულდა..
-ტყუილად არ ინერვიულო აბოსთან იქნება ალბათ.. გოგოს დამშვიდებას შეეცადა..
-ვურეკავ და არ მპასუხობს.. აშკარად რაღაც მოუვიდა.. როცა არ უნდა დავრეკო სულ მპასუხობს ხოლმე.. მუცელზე ხელი მიიდო.. პატარაც არ ჩერდებოდა..-ყველაფერი კარგად იქნება დე შენ არ ინერვიულო.. მუცელში მყოფს ელაპარაკებოდა.
ღამის საათები იყო.. ვეღარ მოითმინა და მეხუთეზე ავიდა.. კარები ფერდაკარგულმა ლიკამ გააღო..
-რამე ხომ არ გაგიგიათ? წასასვლელად მომზადებული ცოლქმარი აათვალიერა..
-არა არაფერი.. ლუკამ გააქნია თავი და ცოლს რაღაც ანიშნა.. -რამეს თუ გავარკვევთ დაგირეკავთ.. არ ინერვიულო..
-რიანიმაციაში შეიყვანესო. ოთახიდან გამოვიდა აბო.. ბაბალეს დანახვაზე ხელი მობილურს მოუჭირა.. -ჯანდაბა..
ლუკამ თვალები დახუჭა წამიერად..რაღაცის მოფიქრება უნდოდა..
ქებურიას თვალები ცრემლით გაევსო..
-არ მომატყუოთ.. სიმართლე მითხარით.. ამოიტირა.
-კარგი.. მოდი აქ დაჯექი.. დივანზე ჩამოსვა ლიკამ. ლუკამ აბოს ანიშნა მოყოლა დაეწყო, თვითონ სამზარეულოში გავიდა წყალი, რომ მოეტანა გოგოსთვის.
-რაღაც სამსახურის საქმეზე წავიდა კოჯორში. პროექტი უნდა შეედგინა სახლის.. მეც მაგასთან ერთად ვიყავი, რო დაურეკეს.. ბარემ მეც გამოგყვები მეტი რა საქმე მააქვსთქო და გავყევი.. სახლში შევიდა.. ხმა უკანკალებდა აბოს..-რამდენიმე წუთი იყო გასული.. სიგარეტის მოსაწევად გადავედი მანქანიდან. ჩხუბის ხმა გავიგე და შევარდი იმ სახლში.. ვიღაც ბიჭი იდგა დანა ეჭირა, გიკა მის წინ ეგდო.. არ ვიცი რა მოხდა.. იმ წამს მხოლოდ სასწრაფოში დარეკვა მოვიფიქრე.. ის გაიქცა..
ავტომობილში იჯდა.. ფანჯრისკენ ქონდა სახე მიბრუნებული და ტიროდა..
ლუკა საჭესთან იჯდა.. ლიკა მის გვერდი..
-კარგად იქნება..აბომ ჩაკიდა ხელი და გაუღიმა.
შენობაში შევიდა..
გიკა ისევ რეანიმაციაში იყო..
ლოდინი გაუსაძლისი გახდა..
დერეფნის ბოლოში, უგონოდ მყოფი ხიონაკის გამოჩენამ ყველას გამოფხიზლება გამოიწვია. პალატაში შეიყვანეს.. ჯერ არავის უშვებდნენ.
-აღარ შემილია.. ფეხზე გაჭირვებით წამოდგა.. -უნდა შევიდე! კატეგორიულად თქვა და პალატის კარი გამოხსნა.
არავინ შეწინააღმდეგებია..
ერთადერთი პალატაში მყოფი ექთანი წამოუხტა..
-არაფერი არ მითხრა.. გააჩუმა უცებ..- არ მაინტერესებს შეილება თუ არა..
-გამაგიჟებს ეს შეყვარებული ხალხი.. თავისთვის ამოიბუზღუნა გოგომ და პალატიდან გავიდა..
გვერდით ჩამოუჯდა უგონოდ მყოფს.
-კარგად იქნები.. ვიცი, რომ კარგად იქნები.. ლოყაზე აკოცა და გაიტრუნა..
ცოტახანში გიკაც შეირხა..
-ბაბალე.. გაიღიმა და თვალები ისევ დახუჭა.. -რამე ლამაზი მითხარი. თვალგაუხელლად ამოიჩურჩულა .
-გიკა.. ძალიან მიყვარხარ.. ტირილით ჩამოუსვა ლოყაზე ხელი.. -მე შენ ძალიან მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ.. მეც ძალიან მიყვარხარ.. თვალები გაახილა და გაიღიმა..
მძინარე ბიჭს აკვირდებოდა, თან თმებზე ეფერებოდა.. მუცელი სტკიოდა.. ყურადღება არ მიუქცევია დიდად მარა უკვე გაუსაძლისს ტკივილს გრძნობდა.. სისველე იგრძნო.. ფეხზე წამოდგა, ღრმად ამოისუნთქა და დერეფანში გავიდა..
-აბო.. იქვე მდგომ ბიჭს ჩაეჭიდა.. -დაიწყო..
-რა დაიწყო?
-მშობიარობა დამეწყო. ტკივილისგან კბილები ერთმანეთს დააჭირა..
-ლიკა.. დაუყვირა ქალს დერეფანში მომავალი, რომ დაინახა..
-ვაიმე. ბაბალე..
-მშობიარობა დაეწყო..
-ჩემ გინეკოლოგს დაურეკეთ..
-დაწყნარდი.. ახლავე დავრეკავ..
ლუკას დაუძახა.. ის ცალკე პანიკაში ჩავარდა.. კიდევ კაი გიკას ეძინა მაინც თორე მაგისი პანიკის თავი სად იყო..
-აქ მოიყვანეთო. ლუკას შეხედა ლიკამ.
-წავედით მაშინ რაღას ვუცდით.. აბო შენ გიკასთან დარჩი.. მოდი ბაბალე.. ხელი მიაშველა ტკივილისგან სახე დამანჭულ გოგოს.
ძალით მიიყვანეს თავის გინეკოლოგთან. პალატა უკვე მზად ქონდათ..
-გიკა რამე ხო არ გინდა? ნერვიულად დააბიჯებდა პალატაში თან გამოფხიზლებულ ძმაკაცს არ აცილებდა თვალს..
-წყალი მომაწუდე.. მიწოდებული ბოთლი გამოართვა..-ბაბალე სადაა?
-წავიდა.. თავი ძირს დახარა.
-რაღაცას მატყუებ..
-მშობიარობა დაეწყო.. დამნაშავესავით თქვა..
-ფუ ამის.. წამოდგომა სცადა..
-რას აკეთებ ბიჭო.. შენ ხო არ გაგიჟდი?
-აქ არ გავჩერდები.. შენ კარგად იცი.. მოათრი ის ეტლია თუ რაცაა დროზე.. ხელი ჭრილობაზე მიიდო..
-გაგეხსნება გიკა დაწექი.
-თუ იმას არ მოაგორებ ფეხზე ავდგები და ისე გავალ აქედან.
-ის ბავშვიც შენ გგავს.. უდროო დროს იბადება.. ახლა დაბადება იქნებოდა.. ბუზღუნით მიუგორა ეტლი.. -გადმოეთერი.. ფრთხილად.. აჰა ეს შარვალი..
სპორტული შარვალი ძლივსძლიობით ამოიცვა.. ჟაკეტიც მოიცვა ტანზე..
-რას აკეთებთ? ექიმი შემოვარდა.. -ასე როგორ შეიძლება? ჭრილობა გაგეხსნებათ..
-ჩემი შვილი იბადება და ახლა ჩემი აქ წოლის დრო ნამდვილად არ არის.. კარგად ვარ.. მადლობა გადარჩენისთვის.. აბო მიდი ფული გადაიხადე და წავიდეთ.
-თქვენ რა ხუმრობთ? კაცი გაოგნებული უყურებდა..
-სახუმრად მაქვს საქმე?..
-ეჰ ექიმო სიყვარულმა ეს კი არა გადარია ტარიელი.. სიცილით დაკრა აბომ ხელი მხარზე გაოგნებულ კაცს და პალატიდან სალაროსკენ აიღო გეზი..
რა გრძნობაა როცა იცი, რომ შენი შვილი გაჩნდება ამ ქვეყნად?
აღუწერელი.. ეს აუხსნელი გრძნობაა, რომელსაც ვერ გადმოსცემ.. ვერ შეძლებ ამის გაზიარებას სხვისთვის. ეს ის გრძნობაა, რომელიც ყველა ადამიანს აშინებს, აკრთობს, ახარებს, აბედნიერებს, სულ სხვა ადამიანად ხდის და გარდაქმნის..
შენობაში ტკივილის და მიუხედავად მაინც მტკიცე ნაბიჯებით შევიდა.. ლუკას ლამის ინფაქტი მოუვიდა თავისი შვილი, რომ დაინახა.
-სადაა? დერეფანში მდგომ სკამზე ჩამოჯდა და ტკივილისგან ამოიხრიალა..
-პალატაში გადმოიყვანენ მალე..გაუცინა შვილს..
-დაიბადა? თვალები სულ სხვანაირად უციმციმებდა..
-გოგო შეგეძინია..
თავი ჩახარა და თვალიდან წამოსული ცრემლი მოიწმინდა..-როგორაა?
-კარგადაა.. შვილს მოეხვია.. -ორივე კარგადაა..
უკვე თენდებოდა.. 5 საათი იყო.. თბილისი ქაოსს იწყებდა..
ბავშვის სანახავად წავიდა.. მინის გამჭირვალე ფანჯრიდან უყურებდა.. უყურებდა პატარა არსებას.. სულ პატარა, რომ იყო..მისი რომ იყო.. მისი შვილი, რომ ერქვა..
სულ სხვა იყო იმ წამს ხიონაკი..
გულიც შეეცვალა.. ჰაერის სუნთქვაც სულ სხვაგვარად დაიწყო.. ყველაფერს სხვანაირად შეხედა..
აბოს ხელით ანიშნა მასთან მისულიყო.. რაღაც უთხრა.. ბიჭმა ეგ რა სალაპარაკოაო და გაღიმებული გავარდა შენობიდან.. ლუკამ უცნაურად გახედა შვილს..
მალევე გამოჩნდა აბიბო წითელი ვარდების თაიგულით ხელში.. უფროსმა ხიონაკმა გაიცინა.. გიკა სახე დამანჭული იდგა. თაიგული გამოართვა ბიჭს. ცოტახანი დაიცადა სანამ ბაბალე გონს მოვიდოდა..
პალატაში შესულმა მწვანე სფეროებს თვალები გაუსწორა.. ორივეს წყალი ჩასდგომოდა.. ვერც ერთი აღწერდა ამ ბობოქარ გრძნობას..
უხმოდ მივიდა ბაბალესთან, თაიგული მუხლებზე დაუდო და ტუჩებზე ეამბორა..
-ძალიან მიყვარხარ.. მტკივან ადგილას ხელი მიიდო და სკამზე ჩამოჯდა..-ყველაზე მეტად მიყვარხარ.
ხმა არ ამოუღია ქებურიას..თვალები დახუჭა.. ან რა უნდა ეთქვა?
უნდოდა სიყვარულს სიტყვები?
ყველაფერი ისე იყო როგორც უნდა ყოფილიყო..
დილით შემოიყვანეს პატარა..
დედ მამა ჯერ შოკიდან ვერ გამოდიოდნენ, ვერ იჯერებდნენ მის არსებობას. იმ თვეების მერეც კი უჭირდათ ამის გააზრება.. მაგრამ ფაქტი სახეზე იყო.. ის უკვე არსებობდა..
-ბავშვიც შენ დაიმსგავსე.. ერთი წითური არ მყოფნიდა და ახლა ორი მეყოლება.. ვითომ ბრაზობდა გიკა. -მაინც მამას პრინცესაა.. ჩემი ნიცუნა..
სავადმყოფოშივე მოაწერეს ხელი.. გიკამ შანსი არაა შენ ჩემი ცოლის სტატუსის გარესე აქედან გახვიდეო. ამიტომ.....
ვაჟბატონიც მალევე გამოკეთდა.. პოლიციას ჩვენება არ მისცა.. არც ჩივილის და არც საქმის გარჩევის დრო არ იყო იმ წუთას.. ყველაფერი დაიკიდა ორი ადამიანის გარდა..
ბავშვის გამოყვანის შემდგომ ბაბალესთან გადაცხოვრდა ჩვენი გიკა.. ასე ჯობსო..მარტო ცხოვრებას ჯობია, რომ შევეგუოთო. არავინაც არ შეწინააღმდეგებია..
თვეები მალე მიყვა ერთმანეთს.. არ გაჭირვებიათ პატარის გაზრდა.. ნუ დასაწყისში თუ არ ჩავთვლით იმას, რომ აზრზე ვერ მოდიოდნენ რომ უკვე მშობლები იყვნენ.. რაც უფრო დრო გადიოდა პატარა მით უფრო ემსგავსებოდა ბაბალეს.. ამაზე სულ ჭედავდა გიკა..
-ცოლო.. დილით სახლში შევარდნილი გიკა გაჰკიოდა..
-რა გაყვირებს ბავშვს ძინავს..
-უი მამას ცქნაფას ძინავს? ეძინოს მერე რას ყვირიხარ.. თავ დასხმა თავ დაცვააო და...
-რა გინდა?
-მოდი.. ხელი ჩაკიდა და სახლიდან გაიყვანა..
-გაგიჟდი გიკა? ბავშვი მარტოა...
-ჩამოაკითხავს დედაჩემი არ ინერვიულო დარეკილი მაქვს. გაუცინა და სადარბაზოდან გაიყვანა..
-სად მივდივართ კი მარა?
-ყაზბეგში.. მეორეზე ჩალიჩის დროა..
გიკა და ბაბალე?
ყველაზე გიჟური წყვილი იყო.. ყველაზე ორიგინალური.. დაუგეგმავი წყვილი, დაუგეგმავი ბავშვით. ნუ რას ვიზამთ..
ასეც ხდება ხოლმე



№1 სტუმარი kati

Kargi iyo,magram pirveli nawilis danarcheni wyvilebi da mati shvilebic minda...

 


№2  offline მოდერი naattii

რა კარგი იყო ❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ანა

ამას გაგრძელება ექნება ძალიან მომეწონა აი მართლა სიტყვები არ მყოფნის ისე ძალიან მომეწონა heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes :<3:

 


№4  offline წევრი always-love

ამის მესამე ნაწილიც კარგი იქნებოდა joy wink

 


№5  offline წევრი ნორმი

ორივე ტავი წავიკითხე და ნამდვილად კარგი იყო kissing_heart
--------------------
მორფეოსი

 


№6  offline წევრი duchi_duchi

ვგიჟდებიი ამათზე მე❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent