მოსიარულე აისბერგის მახეში {5 თავი}
აეროპორტიდან სახლისკენ გაემართა,შინ ერეკლესა და თებეას გარდა ძმაკაცებიც დახვდა. -ახლა თვალები მატყუებს თუ ჩვენ წინ ანდრინიო დგას?-ლოყაზე ხელი იტკიცა ტატომ.აი,ხუმარათაგან ერთ-ერთმა -აუუ ეს შემოგვპარეს ტოო,რა პიდა*ასტივით შეიცხადე-ხელი მობეზრებით აიქნია ბექამ და ანდრონიკეს ჩაეხუტა-თებე ცენზურისთვის ბოდიში რაა-ლოყაზე აკოცა რძალს,რომელიც შემდეგ ანდროს ეხვეოდა -ანდრიი,როგორ მომენატრე-ლოყები დაუკოცნა მაზლს -მეც ძალიან მომენატრეთ ჩემო გოგო,აბაა ბიძას სიცოცხლე სადაა?-გაიღიმა და ხელი თებეას გადახვია -ბიძას სიცოცხლე ცოტა ხნის წინ დავაძინე-გაიცინა გოგომ,ანდრომ კი სახე მოღუშა -ძმა არის ახლა ეს? ერთს არ გადამკოცნის,მე თუ არ გამოიჩინე ინიციატივა-ბუზღუნებდა ერეკლე -არ იცი რა როჟაა,არ უყვარს ეს პროშნაობები....მაგრამ მე გამონაკლისი ვარ...რაღაც შენი ალერსი დამაკლდა ძმაო-აფხუკუნდა ყველა და თემო ანდროს კისერზე ჩამოეკიდა-ბიჯო ასე უნდა ძმაკაცების დავიწყება? არაა მაი კაი საქციელი-ხმა დაიწვრილა,ანდრომ კი მხარზე ხელი მიარტყა -არასდროს იცვლებით-სიცილით თავი გააქნია-ძამიკო შეგიძლია ჩამეხუტო-თვალი ჩაუკრა ეკეს,ისიც წამოიმართა,თავი გააქნია და ძმას ჩაეხუტა,ძმას ძლიერად დაარტყა ხელები ზურგზე-ჩამენგრა ჭაჭები შეჩემისაა -ქერის უბნის ვირი ხარ ზახარიიჩ?-გადაიხარხარა ტატომ და ოთხად მოიკეცა -აუუ ბიჯო შენ კიდე მულტფილმებს უყურებ?-შეუბღვირა სერიოზულმა ბექამ -ამან ხო გამი*რაკა საქმე, რა გინდა ბიჯო,აბა შენსავით მამის მკვლელი მზერით ხომ არ ვიმოძრავებ? დაყენდი რაა-ხელი აიქნია -მიდით გიჟებო მიმტყიპეეთ-ხმა დაიწვრილა თემომ -მიმტყიპეს მოგცემ ახლა შე ძალად ირემო-ხუმრობაში ერეკლეც აჰყვათ -ბიჭო რა იყო დანა პირს არ გიხნის,მუმიას გადაეყარე აეროპორტში?-შეუბღვირა ტატომ -ოთხ მუმიას გიყურებთ ახლა-თვალი ჩაუკრა -აი პროსტა ვის აკადრაა,არა, გამიშვით, ნუ მაკავებთ-ვითომ წელვით წარმოთქვა ბექამ, მოკლედ ესეც აიყოლიეს.თებეა კი სიცილით კვდებოდა და ერეკლეს ეკვროდა.ამასობაში პიჟამოში ჩაცმული თაია გამოტანტალდა ოთახში -დეე,წკალი მინდაა-აბურდულ თმებს სახიდან იშორებდა და ფეხშიშველი მიიწევდა ბიჭებისკენ -ბიძას გოგომ გაიღვიძა?-ფართოდ გაიღმა ანდრომ და ხელები გაშალა -ანდლიი, ცამოხვედიი?მამიკომ მითქლა ალ ვიცი ლოდის ცამოვაო-თან ლაპარაკობდა,თან ბიძასკენ გარბოდა,ანდრომაც ხელები შეაშველა ციცქნა ბავშვს და გულ მკერდზე დაიწვინა,პატარა ფეხები მის წელზე შემოეხვია,სახე კი ყელში ჩაერგო,ბიჭი მონოტონურად უკოცნიდა ლოყებს-მომენატლე,სენ ალა? -ჩემი გოგო ხარ შენ,სიცოცხლეს რო მირჩევნია.შენზე და თებეზე მეტად არავინ არ მომნატრებია ჩემო ნატვრის თვალო,მამაშენიც კი-ჩაიცინა და თითებზე აკოცა-მოდი ჩვენ წყალი დავლიოთ და ძილი განვაგრძოთ ხო?მეც დავიღალე და გვერდით მოგიწვები თუ ნებას დამრთავთ-თავი წამოწია პატარა ქალბატონმა და გაუღიმა-ღიმილი თანხმობის ნიშანია-ჩაიცინა -ბავშვს მიბირებს ჩემი ძმა...თებეა შენი ბრალია,ჩემზე მეტად ანდრო რომ უყვარს-ბუზღუნებდა 12 წლის ბიჭივით,რომელსაც შეყვარებული წაართვეს -რას ბოდიალობ ერეკლე...-მხარზე მსუბუქად მიკრა ხელი და მხარზე თავი დაადო -უშოვეთ ამას ნაშა და ყაროს ბაღნები-ჩაიქირქილა ეკემ -შენი მოძებნილი ნაშა ხომ იცი სად გაირჭვე?-თვალი ჩაუკრა ანდრონიკემ,მაგრამ შემდეგ გაანალიზა,რომ თებეასა და თაიას თვალწინ ასეთი საზიზღრობა თქვა და თვალები სიმწრით დახუჭა-ანუ,ის ვიგულისხმე,რომ მკლავში გაირჭვეთქო და იქ დააბრუნე საიდანაც წამოიყვანე_მეთქი-ბიჭებმა ჩაიფხუკუნეს და ძლივს დაბრუნდნენ სააქაოს,აი თებეა კი თხემით ტერფამდე აწითლებულიყო,ერეკლემ მისი სახე ხელებში მოიქცია,სახე დაუკოცნა და ყურში უჩურჩულა -ხომ იცი შენ გარდა არავის რომ არ გავირჭობ არც მკლავში და არც... -რა გარყვნილი ხარ ერეკლე-შეუბღვირა და დარცხვენილმა დატოვა ოთახი,მანამდე კი ბიჭებს მიუბრუნდა,ყველას ჩაეხუტა და უთხრა-მეც დავისვენებ ბიჭებო კარგი? საკუთარ სახლში ისედაც გრძნობთ თავს და აღარ გეტყვით ზედმეტს-სიცილით ჩამოარაკრაკა სათქმელი და ოთახში შევიდა. ბიჭები დიდხანს არ დარჩენილან,ერეკლე მალევე შეურთდა ცოლს,რომელიც მძინარე დახვდა,გვედით მიუწვა და თავი გულ-მკერდზე დაადებინა,მალევე თმაზე წაეპოტინა და მისი სურნელი ღრმად შეიგრძნო -როგორ მიყვარხარ ჩემო ლამაზო...-საფეთქელზე აკოცა ********* -ანდლო ნას..ს..შა რა არის?-გულუბრყვილოდ იკითხა თაიამ,რომელიც ანდრონიკეს მკლავებში გახვეულიყო,ბიჭი კი თავზე კოცნიდა და თითებზე ეთამაშებოდა,ეს პატარა არსება ყველაფერს ავიწყებდა -ეგ არის ცუდი სიტყვა თაია,ზოგჯერ მამაკაცებს წამოგვცდება ხოლმე უხამსი სიტყვები...ხომ გაიგე ჩემო ლამაზო?-შუბლზე აკოცა და საკუთარ წინდაუხედაობაზე ნერვები მოეშალა,რამ ათქმევინა ბავშვის წინაშე ეს სისულელე? თაია ჭკვიანი ბავშვი იყო და ანდრო ბევრ თემაზე ესაუბრებოდა,რომელსაც ბავშვურ ენაზე მშვენივრად უხსნიდა -მე ლომ მაინტელესებს? მეც ნას..აუუ ველ ვამბობ...მეც ეგ ვიქნები,დიდი გოგო ლომ გავიზრდები?-არ ეშვებოდა -თაია! არა, არ იქნები ეგ,ხომ გითხარი რომ ეგ სიტყვა უზრდელობაა? სხვა რამეზე ვისაუბროთ რაა-შეევედრა და თმის სურნელი შეისუნთქა-თუნდაც ერთადერთი რამის გამო ღირს ცხოვრება...შენ გამო..-ჩუმად ჩაილაპარაკა..რამდენი ქალი ინატრებდა თაიას ადგილას ყოფნას,წარმოგიდგენიათ? -კალგი ხოო,სეკავარებული გკავს?-ანდრონიკემ სიცილი ატეხა -ვიინ?-ხარხარებდა -ლას დამცინი.ველ ვამბობ,ზოგჯელ ვდებილდები-გაუბუსხა და ცრემლები წამოუვიდა,ძალიან მგრძნობიარე ბავშვია,თებეას ჰგავს,ანდრონიკემ როგორც კი ქსუტუნი გაიგონა თვალები ბუდიდან გადმოუცვივდა,წინ წამოიწია და ბავშვის სახე ხელებში მოიქცია -რა გატირებს გოგო? ახლა შევიშლები...-ღრმად ამოისუნთქა,ცრმელები მოწმინდა და სახე დაუკოცნა-რა მგრძნობიარე მყავხარ ბიძი...-თავ გააქნია და მუცლით გულზე დაიწვინა,ხელები საკუთარ წელზე შემოაწყობინა-არ მყავს შეყვარებული,არც არავინ მომწონს,ერთადერთი ჩემი სიყვარული შენ ხარ,გესმის?...შენ თუ გყავს სეკავარებული?-გაიცინა -ამხელა კაცს სეკავარებული ლოგორ არ გკავს სე კაცო?-გაიოცა-მე მკავს,გიორგი ქვია-სახე დამალა და ხელები აიფარა-ანდროს სახეზე ათასმა ემოციამ გადაირბინა და გაკვირვებულმა წამოძახა -რას ქვია შეყვარებული გყავს?-ცოტა ხმამაღლა მოუვიდა,ის ვერ გაითვალისწინა რომ თინეიჯერ გოგოს არ ესაუბრებოდა,და მხოლოდ 3 წლის ძმიშვილს ელაპარაკებოდა,რომელსაც თავისი ჭკუით ბაღის ამხანაგი უყვარდა-ანუ, იმის თქმა მინდა რომ შენთვის შეყვარებული ადრეა თაია,ჯერ ისწავლე და მერე გეყოლება -მე მკავს სეკავარებული, გი-ოლ-გი ქვია. იცი ლა კაი ბიწია? ლოყაზე მკოცნის ხოლმე-ჩაიცინა და ანდრონიკეს გვერდით დაიკავა ადგილი,სახე კი ყელში ჩაურგო,ეძინებოდა -თაია,შემომხედე-სახე ააწევინა-ლოყის იქით არსად აკოცნინო-კატეგორიულად უთხრა,თან გულში იცინოდა ''სად დაგერხა ადნრონიკე,3 წლის ძმიშვილს ყავს შეყვარებული და შენ არა. მე ახლა როგორ ვჭედავ და რომ გაიზრდება,ალბათ რომელიმე თაყვანისმცემელი შემომაკვდებაო'' . არ იყო ეჭვიანი კაცი,უფროსწორად არც არასდროს გამოუცდია ეს გრძნობა,ახლა კი გაანალიზა,რომ თუ მის საკუთრებას შეეხებიან,მწარედ ინანებენ. -სად უნდა ვაკოცნიო სხვაგან,გადაილიე სენ?-გაიოცა ბავშვმა და ლოყაზე აკოცა -ჭკვიანი გოგო ხარ,დედა გავხარ-ჩაიცინა და გოგონასთან ერთად მორფეოსის სამყაროში გადაეშვა ********* 3 საათიანი ძილის შემდეგ სამზარეულოში წყლის დასალევად გავიდა,მალე თორნიკე დაადგა თავს დაბარებულივით,ზურგიდან წელზე ხელები მოხვია და მხარზე ნიკაპი დაადო -თორნიკეე,შემაშინე-შეიცხადა და კინაღამ წყლიანი ჭიქა გაუვარდა ხელიდან -გამოიძინე კარგად?-ლოყაზე ხმაურით აკოცა -3 საათი მეძინა, რას მეკითხები-ძალად გაიცინა -თვალებში შემომხედე...შემობრუნდი თამრო-არ აპირებდა მისკენ შებრუნებას,რადგან ძმისთვის შესიებული თვალების ჩვენება არ სურდა,ტკივა...ძალიან რთულია მისთვის ამდენი გეგმის ერთბაშად დანგრევა და საყვარელი ადამიანის დაკარგვა,თუმცა ამასაც მოერევა. თორნიკემ ძალით შემოაბრუნა,სახე ააწევინა და მის სახეზე ტკივილი დაინახა,მასაც ეტკინა,მარცხენა ნაწილი უსაშველოდ აეწვა -რა გატირებდა..-ხმა აუკანკალდა-რა გჭირს თამო?-მისი სახე ხელებში მოიქცია-წამოდი შენ ოთახში-ისიც უხმოდ გაჰყვა,საწოლზე ჩამოსხდნენ ერთმანეთის პირისპირ. სიჩუმე ჩამოვარდა,ვეღარ მოითმინა და მაინც ატირდა. საიდან შერჩა ამდენი ცრემლები? ან საიდან აქვს ტირილის ძალა? სახე ხელებში ჩარგო და შუბლით გულზე მიეყრდნო თორნიკეს,ხელები კი ძლიერად შემოხვია -გული მტკივა თორნიკე...მე..მე და ვახო დავშორდით-სლუკუნებდა,თორნიკე კი თმაზე ეფერებოდა და ცრემლებს უშრობდა. ყველაფრის მოყოლა როგორც კი დაასრულა თორნიკეს ყბები დაეჭიმა -არ ყოფილა შენი ღირსი თამო...მაგისთვის პასუხს მოვთხოვ-კბილებში გამოსცრა -არაფერსაც არ მოთხოვ გასაგებია? წავშლი ჩემი ცხოვრებიდან, შენ არ ჩაერიო თორნიკე-თითი დაუქნია.ძმას ხმა არ ამოუღია,თუმცა ისე როგორ დატოვებდა საქმეს? უბრალოდ გამოელაპარეკებოდა ბატონ ვახოს და დაანახებდა, რომ თამარის გულის ტკენა არავის შერჩებოდა. ზოგადად მუშტი-კრივის გამართვის ყოველთვის კატეგორიული წინააღმდეგია,თუ საჭიროება უკიდურეს ზომამდე არაა მისული,არც ახლა აპირებს ვინმეს ცემას,თუ სხვა არ გაუძალიანდა. მისი დის გამო ყველაფრის გაკეთებდა შეუძლია -უბრალოდ...გული მტკივა,არ ვიმსახურებდი ასეთ მოქცევას,მიყვარს-ძლიერად ეხვეოდა თორნიკეს-მაგრამ მოვა დრო და გადავიყვარებ,მის გამო ცრემლების ღვრას აღარ ვაპირებ,მორჩა!-მტკიცედ ჩაილაპარაკა -შენი ცრემლების ღირსი არავინაა თამარ, ეს დაიმახსოვრე-შუბლზე აკოცა დას. ამ სიტყვებზე თამარს ანდრონიკეს სიტყვები და მხურვალე კოცნა გაახსენდა. ''თავიდან ამოიგდე,დაივიწყე ეს წყეული კოცნა,თორემ შემოგცხებ ყური-ძირში''. უბრაზდებოდა საკუთარ თავს. -მართალი ხარ. სწორედ ეს მითხრა ერთმა ადამიანმა-გაიღიმა. იმ დღეს და-ძმამ ერთ საწოლში დაიძინა,უბრალოდ ერთმნეთი ჭირდებოდათ,დედმამიშვულური ურთიერთობა საოცარია,შეიძლება ზოგიერთი ბევრს ჩხუბობს,თუმცა უერთმანეთობა კლავთ. *********** კომპანიის საქმეები კარგად მიდიოდა,საფრანგეთში ჩამოსვლიდან 1 კვირა იყო გასული,ანდრონიკეს რამდენჯერმე შეხვდა და მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლებოდნენ. მოლაპარაკების წარმატებით განხორციელების გამო თორნიკე ასათიანი საღამოს აწყობდა. თანამშრომლები ამ დღისთვის ემზადებოდნენ,რესტორანში ყველა ბიზნესპარტნიორი იყო დაპატიჟებული,მათ შორის ბატონი ოლივერი. -როგორ გამოვიყურები ლიზუ?-რძლის წინაშე დატრიალდა. წელში გამოყვანილი გრძელი შინდისფერი კაბა ეცვა,ზურგი მთლიანად ამოღებული იყო,მკერდის ნაწილში კი არც ისე დიდი დეკოლტე ჰქონდა. მარცხენა ფეხზე კაბა თეძომდე ჩახსნილი იყო. უსექსუალურობის განსახიერება იყო ეს ქალი. -უ-სექსუალურესი მული მყავს,თოკი უნდა გამოგაბა ვინმემ არ მოგიტაცოს-აფხუკუნდა ლიზი. მას მოკლე,წელში გამოყვანილი კრემისფერი კაბა ეცვა,რომელსაც ზურგი დახურული ჰქონდა,თუმცა მკერდის ნაწილი დეკოლტით შემოიფარგლებოდა,ძალიან შარმიანი ქალი იყო. -შენ კი შარმი ხარ თხემიდან-ტერფამდე რძალოო. თოკოს შენთვისაც გამოვაბმევინემ თოკს-თვალი ჩაუკრა. ელენე ლიზას დედ-მამას დაუტოვეს,რადგან ასეთ საღამოებს შეუჩვეველი იყო და მალე დაიღლებოდა. -გოგოებო მზად ხართ?-თორნიკე მათკენ დაიძრა-ვაუ,ცოლო?დაო? 100 თვალი და ყური უნდა გამოვიბა დღეს,რაც რთული იქნება-ლოყაზე ხმაურიანად აკოცა დას-ცოლო,შენ შემთხვევაში ლოყას ვერ დავკმაყოფილდები-სანამ რამის თქმას დაასწრებდა ცოლი, მანამ დაეწაფა ბაგეებზე -აუუ თორნიკე,ტუჩები რას დამიმსგავსე შეხედე-ბუზღუნებდა და პომადას ისწორებდა -შენი ტუჩები ალუბალს მიგიგავს ჩემო სექსუალურო ქალო...-ჩაიცინა და ყელში აკოცა-ჰე ახლაა,დავიძარით,თორემ მე და ჩემი ლიზიკო სახლში დავრჩებით-თვალი ჩაუკრა ცოლს და უკანალზე ხელი მიარტყა-მაგ ბურთებზე ვგიჟდები-ოთახიდან გავიდა -რა ბომბა ძმა მყავს-გადაიხარხარა თამარმა-საწოლში წარმომიდგენია რა ცეცხლია..უუჰ დაცხაა რაღაც-ხელით ჰაერს ინიავებდა და ოთახიდან გავიდა,როდესაც ლიზის გაბრეზულ სახეს წააწყდა,ბოლოს მასაც სიცილი წასკდა -ორივე და-ძმა ერთმანეთზე უბილწესები და რეგვენოზავრები ხართ-იძახდა სახლიდან გასვლისას,ამასობაში ავტომობილში მოთავსდნენ -რა ფრეთენზიები გაქვთ დრეს ჩვენთან?-ჩაიფხუკუნა თამარმა. -თქვენი თავის წაჭრის პრეტენზია უნდა წამოვაყენო-თვალი ჩაუკრა ლიზამ -ძმაო,მულის უნდა მეშინოდეს? -შენ კი არა მეც დამაშინა თამჩო-გადაიხარხარა,შემდეგ კი ვითომ ხმადაბლა უჩურჩულა-დღეს ღამით დამიმტკიცე,რა გოგოც ხარ -კარგით ახლა,თქვენ ზა*ავს კიდევ ნუ მაყურებინებთ ხიხიაა ჩემთვის-სახეზე ხელები აიფარა თამარმა. თამარი რისი თამარია,თუ რამე ხიფათს არ გადაეყარა? ავტომობილიდან გადმოსვლის შემდეგ ფეხი ქვას წამოკრა და სანამ რესტორანში შევიდოდა გაიშხლართა,წამოდგომისას ვიღაცამ მკლავები მოხვია..ის იყო...სურნელით იგრძნო,მალევე წამოაყენა და მხარზე ხელები მოხვია,მხრები და ზურგი უხურდა,სადაც ანდრონიკე ინწკირველის ცხელი ტორები ეხებოდა,ჟრუანტელმაც არ დააყოვნა,რომელიც ბიჭმაც იგრძნო და ჩაეცინა. -ამის შემდეგ კიდევ იტყვი რომ მოუხერხებელი არ ხარ?-ირონია გაუკრთოდა ხმაში -შენი თვალი მეცა ეტყობა-არც მან დაკლო -მადლობის მაგიერია არა? არაუშავს,შევეჩვიე-ხელები ჯიბეში მოიქცია -ღმერთო მომეცი გამძლეობა გავუძლო ამ იმბეცილს...-ხელებს იქნევდა და ისე მიიწევდა რძალ-ძმისკენ,ახლა კი მასზე მოშტერებულ თორნიკესა და ლიზის უყურებდა -რას მომშტერებიხართ აღგზნებული ქათმებივით,შევიდეთ ახლა რესტორანში თუ მოსაწვევს ელით?-შეუბღვირა მათ -რა უზრდელი ხარ გოგო,მადლობაც არ უთხარი ბიჭს-დას შეუბღვირა-მადლობა ადნრო რომ დაეხმარე-ჩაიცინა და ანდრონიკეს მიესალმა -არაუშავს თორნიკე,მე ყველას უანგაროდ ვეხმარები-თვალი ჩაუკრა-ძალიან ლამაზად გამოიყურებით ლიზი-გოგოს გაუღიმა -დიდი მადლობა ადნდრონიკე,შენც შესანიშნავად გამოიყურები-მანაც გაუღია ''აბა ახლა მე თუ მეტყვის რამეს...ანდა რაში მჭირდება მისი კომპლიმენტი? ხისთავიანი,იხვნისკარტა''. გულში ილანძრებოდა თამარი -თამარ?-ზურგზე ხელის შეხება იგრძნო,მოიხედა და მათი კომპანიის ბიზნესპარტნიორის შვილს_გიოგის ხედავს-ულამაზესი ხარ-გადაკოცნა -მადლობა გიორგი,შენც ძალიან კარგად გამოყურები-თავი ანდრონიკესკენ გააპარა,რომელსაც ოდნავ,მაგრამ მაინც ეტყობოდა დაძარღვული ყელი. გიორგიმ ირგვლივ მყოფთ მოავლო მზერა,მათ მიესალმა და ლიზიც კომპლიმენტით დააჯილდოვა. შემდეგ ხელმკლავი გამოდო თამარს და ერთად შევიდნენ რესტორანში. ისინიც უკან მოყვებოდნენ -მიხარია კომპანიის საქმეები კარგად რომ მიდის -მეც მიხარია-გაუღიმა ბიჭს. ვერ იტყოდა რომ მეგობრები იყვნენ,თუმცა ძალიან კარგი ბიჭი იყო გიორგი,ასეთ შეხვედრებზე ყოველთვის ხვდებოდნენ ერთმანეთს და ძალიან თავაზიანად ეპყრობოდა თამარს-აი აქ დაჯვდეთ,თორნიკე და ლიზიც აქ სხედან -კი ბატონო... უნდა ვაღიარო მშვენიერი რძალი გყავს-თამარს გადახედა და სკამი გამოწია -გმადლობ. ნამდვილად ჩემი რძალი ულამაზესია-გიორგი მის გვერდით მოთავსდა,მეორე მხარეს ლიზი უმშვენებდა. მის მოპირდაპირე მხარეს კი ანდრონიკე მოთავსებულიყო,რომელიც ერთ-ერთ თანამშრომელ ლიკას რაღაცაზე ესაუბრებოდა. ''რას ელაპარაკება ერთი გამაგებინა,პირი რომ არ გაუჩერებია. რა ფერის კაბა აცვია,ან თმა როგორ აქვს...ღმერთო არ მჯერა,რაებს ვლაპარაკობ....'' საკუთარი თავის უკვირდა,ასეთი აზრები რომ მოსდიოდა თავში,თუმცა ლიკა თავისი გამომწვევი,ზოგჯერ კი ვულგარული ჩაცმულობით არასდროს მოსდიოდა თვალში,თან ხასიათებითაც კაპასი გოგო იყო და ბევრჯერ ''მოუსვამს'' საკადრის ადგილას. P.S. მაინტერესებს ყველას აზრი. მგონი პატარა თავი არ არის. არ მინდა,მხოლოდ ანდრონიკესა და თამარს ვეხებოდე,მათ ძმიშვილსა და დიშვილსაც მინდა შევეხო,მამა-შვილურ ურთიერთობებსაც შეხვდებით ამ ისტორიაში და დედა შვილურსაც. და-ძმური მომენტები გამორჩეულად მიყვარს,ამას ჩემ წინა ისტორიებშიც შეაჩნევდით. მადლობა ვინც ისტორიას კითხულობთ. ჩემთვის სტიმულის მომცემია ის,რომ თქვენ აზრს ვკითხულობ.ცოტა არ იყოს საწყენია,მხოლოდ იმას,რომ წერთ რომ ახალ თავს ელით.....მსურს ისტორიის გარშემოც გამიზიაროთ თქვენი მოსაზრება. |
იწყებს ახალგაზრდობაში ქალი ქალები მამაკაცი საყვარელი ერთადაც ეტაპზე არიან თანამაცოხვრებლები რომელთან
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.