შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბედური შემთხვევა? (თავი 6) (დასასრული)


27-08-2018, 03:17
ავტორი keti27
ნანახია 1 623

დამამშვიდებელმა ცოტათი გაუყუჩა სულიერი ტკივილი,თუმცა მცირე დროით.ისევ მალე მოვიდა აზრზე,გაიხსენა ,რაც შეემთხვა და კვლავ სასოწარკვეთილებას მიეცა.ნიას გარეშე ვერ წარმოედგინა სიცოცხლე.მისი მეორე ნახევარი აღარ იყო,ამ ფაქტს ვერ ეგუებოდა.ბოლო ხმაზე უნდოდა ეყვირა და ამით გაეპროტესტებინა ნიას სიკვდილი,მაგრამ დამამშვიდებელი არ აძლევდა ამის საშუალებას და უარესი ემართებოდა,ტკივილს გულში იტრიალებდა და გარეთ ვეღარ უშვებდა.ახლა,როცა ნია აღარ იყო თითქოს ყველაფერი სულერთი გახდა მისთვის.მზად იყო ნიასთან წასასვლელად სამუდამო სასუფეველში ,მაგრამ აქ დედა ჰყავდა და მას ამას ვერ გაუკეთებდა,თუმცა წამით გაუელვებდა ხოლმე თავში თვითმკვლელობაზე ფიქრები და ნიასთან ყოფნის სურვილით შეპყრობილს სულ აღარ ახსოვდა დედა.ეს თვითნებურად ხდებოდა ნიკას თავში,ფიქრებში,სიზმრებში..
-საპირფარეშოში მინდა-ძლივს წარმოსთქვა,თუმცა ეტყობოდა ხმაზე, რომ რაღაც ჰქონდა განზრახული.
-შვილო,ახლავე,ნელა წამოდექი,რამე არ იტკინო.-დედა მზრუნველობას არ იშურებდა.
ნიკამ ფეხის გადმოდგმა სცადა,მაგრამ უშედეგოდ.თავიდან ვერ მიხვდა რა ხდებოდა,შემდეგ კი განწირულს აღმოხდა
-დედაა,ფეხებს ვერ ვგრძნობ.ვერ ვდგები,წელს ქვემოთ ვერაფერს ვგრძნობ.
ქალს ამის გაგონებაზე თავში ყველაფერი გაეყინა,ტირილი მოუნდა,მაგრამ შვილის თვალწინ ვერ იტირებდა,არ შეიძლებოდა,ვერ დაანახებდა თავის სისუსტეს ,ამიტომ ძალა მოიკრიბა რაღაც რომ ეთქვა.
-შვილოო-სახეზე ფერი აღარ ედო,ქალი სულ გაფითრებული იყო-წამლების ბრალი იქნება,გაივლის და ყველაფერს მალე იგრძნობ.მე გავალ და ექიმს დაველაპარაკები ახლა,არ ინერვიულო-შვილს მიუახლოვდა მთრთოლვარე ხელები სახეზე მოხვია,შუბლზე აკოცა და პალატიდან გავიდა.ექიმი მოძებნა მაშინვე და ამბავი ჰკითხა.
-ექიმო,ჩემი შვილი...-წუთით ხმა ჩაუწყდა-ის წელს ქვემოთ ვერაფერს გრძნობს-ექიმს მკლავზე ჩამოეკიდა,თავი ძლივს გაიმაგრა ,რომ არ წაქცეულიყო და თვალებიდან ცრემლები წასკდა.-მითხარით ეს ხომ გაივლის?მითხარით,რომ წამლების ზემოქმედების ბრალია.
-ქალბატონო,ამ წუთას ლაბორატორიიდან მოვდივარ,თქვენი შვილის ანალიზები ვნახე,საქმე იმაზე ცუდადაა ვიდრე წარმოგვედგინა.ვწუხვარ.სამუდამოდ ხეიბარი დარჩება,ძალიან რთული მოტეხილობები ჰქონდა და ისიც დიდი სასწაულია,რომ გადარჩა.
-არაა-ბოლო ხმაზე გაჰკიოდა ქალი-გთხოვთ,ნუ ამბობთ ამას,მითხარით,რომ გამოსავალი არსებობს-ქალი ბღაოდა და თან ცდილობდა ნიკას არ გაეგო მისი განწირული ხმა.-მითხარით,რეაბილიტაცია,ხომ შეიძლება?რატომ ამბობთ სამუდამოდ ხეიბარი იქნებაო?
-ქალბატონო დამშვიდდით ძალიან გთხოვთ,თქვენი შვილის მდგომარეობა განსხვავებულია, ის მკურნალობას არ ექვემდებარება,მისი რეაბილიტაცია შეუძლებელია,კიდევ ერთხელ ვწუხვარ. ამ ტკივილით მოუწევს ცხოვრება.
ქალს აღარაფერი უთქვამს,კედელთან ჩაიკეცა,ტიროდა და ხელებს იატაკს ურტყამდა.
-შვილო,ეს რა უქენი შენს თავს -ემოციებს ვერ თოკავდ,ტირილი უნდოდა და გული ეკუმშებოდა-ნიაც დაღუპე და ცხოვრებაც გაინადგურე.
ნიკა გაოგნებული იყო და ვერ იჯერებდა მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.განერვიულებულს სუნთქვა ეკვროდა,ამიტომ ვენაში დამამშვიდებელი შეუყვანეს და რამდენიმე საათით დაეძინა. დედა ფეხაკრეფით შემოვიდა, შვილი არ გავაღვიძოვო,საწოლის გვერდით მდგარ მდივანზე წამოჯდა და მასაც უმალ ჩასთვლიმა.რა ქნას,ამდენი დღის უძილო,შვილის გამოღვიძების მომლოდინეს არც დღე ეძინა და არც ღამე,სად ჰქონდა ამის წუთისოფელი,ყოველ წუთს იმას ფიქრობდა რომ გაიღვიძოს,მასთან უნდა ვიყოვო.. საწყალი ქალი,გაწვალდა ეს ორი თვე..დაიტანჯა,ისედაც ჭაღარა თმა,უფრო გაუჭაღარავდა..ერთიანად მოდნა,სევდამ შეჭამა ქალი,კიდევ ძლიერია აქამდე რომ ფეხზე დგას და ახლა რა გასაკვირია თუ ჩაეძინა?ორივეს ეძინათ,დედასაც და შვილსაც...ორივე ღრმა სიზმრებმა წაიღო.ვინ იცის რას ხედავენ ახლა? მზიან დღეს, რომელიც როგორც იქნა გაუთენდათ, თუ ღამეს რომელსაც ვერა და ვერ დააღწიეს თავი.. ნიკა ახლა ბნელ გვირაბში დგას, გაჩერებულია, ვეღარ უპოვნია გასასვლელი. ნათელი წერტილი, რომელიც იმედის სხივია ,აღარ ჩანს, ჩაქვრა, ნიას სიცოცხლესთან ერთად ისიც გაქრა. რა დასანანია.



***
-ნიკაა-ნიამ ეშმაკური თვალებით დაუწყო ნიკას ყურება - ჩვენი ჩარიცხვა არ უნდა ავღნიშნოთ? რა მაგარია,ერთ უნიში ვისწავლით. -ბედნიერებისგან ანათებდა.
-ავღნიშნოთ-შეწინააღმდეგების გარეშე მიიღო ნიას წინადადება და თავადაც დიდი სურვილი ჰქონდა ქალაქგარეთ დასვენების.
-სად წავიდეთ? - სიხარულით სავსე თვალებით აშტერდებოდა ნიკას .
-სადაც შენ იტყვი, იქ წავიდეთ-ნიასკენ გამოიწია და შუბლზე აკოცა-ჩემთვის მთავარი შენთან ერთად ყოფნაა..დროს,ადგილს და ამინდს მნიშვნელობა არ აქვს.
-ნიკაა-ნიკას სიტყვებმა გააწითლა.ჩუმად ჩაიცინა და განაგრძო-ჩემებმა უკვე იციან ჩვენზე-ამის თქმისას ცოტათი დაიმორცხვა-ასე რომ ,თუ ვთხოვთ ორი დღით დასასვენებლად გაგვიშვებენ.
-ბევრი ლაპარაკი მომიწევს მაშინ შენებთან, ამხელა განძი რომ მანდონ ორი დღით-გაიცინა და ხელები მოხვია ნიას.
-ნიკაა, რა ხუმარა ხარ-მსუბუქად ჰკრა ხელი და თავი გაინთავისუფლა მისი მკლავებიდან-მისმინე, სერიოზულად. ამ შაბათ-კვირას წავიდეთ ,ძალიან მაგარი იქნება. შენ ხვალ ჩემებთან მოდი და უთხარი რომ გაგვიშვან..
-კარგი მოვალ.. ჯერ რაღაც საქმე მაქვს, მოვითავებ და აუცილებლად მოვალ.
-რა საქმე?
-რაღაც საქმე-მოკლედ მოუჭრა.
-კარგი ნიკა, იცოდე თვალყურს გადევნებ და არაფერი მიქარო-იუმორით უთხრა,მაგრამ მუქარა რეალური იყო.
-რა სულელი მყავხარ ,ძალიან მაინტერესებს რა უნდა მივქარო?-გადაიხარხარა.
-რა და მაგალითად,ვინმე გოგოს ...
-არა,მართლა სულელი ხარ .. ჩემი სულელი გოგო ხარ შენ-წინადადების დასრულება არ აცადა,ხელები მაგრად მოხვია და გულში ჩაიკრა-მე შენ ძალიან მიყვარხარ,გესმის?
-ნიკა გავიჭყლიტე-მხიარულად უთხრა ნიამ,შემდეგ თავადაც გამოუტყდა სიყვარულში ,ცოტახანში კი ისევ მოგზაურობის თემას მიუბრუნდა.
-აბა სად მივდივართ? დასავლეთით თუ აღმოსავლეთით?
-აღმოსავლეთით.. კახეთში წავიდეთ გინდა? სიყვარულის ქალაქი მოვინახულოთ, თან არ არის შორს.. ჩემს სოფელსაც განახებ და ჩემი მანქანითაც შევძლებთ წასვლას.
-რა კარგია, ერთი სული მაქ, როდის წავალთ -ბედნირებისგან აღარ იცოდა რა ექნა.

***
-ბიჭო სიურპრიზი მინდა მოვუწყო, ჯერ არ იცის რას ვაპირებ-აივანზე მდგომი ნიკა მის წინ მჯდომ ძმაკაცს მთელი ემოციებით უყვებოდა ნიაზე- ჯერ ვფიქრობდი,აქ სადმე ბუნებაში ამეხსნა სიყვარული, მეგობრების წრეში, გაუხარდებოდა, მაგრამ თვითონ მომაწოდა ახალი იდეა. კახეთში წავალთ ამ უქმეებზე და იქ ვთხოვ ხელს, ხომ ეფექტური იქნება? კამერებით ყველაფერს გადავიღებ სამახსოვროდ, შვილებმაც რომ ნახონ.
-კახეთში მართლა მაგარი პონტი იქნება, თან სიყვარულის ქალაქი და რამე-გეგამ სიგარეტს მოუკიდა და ნიკას ახედა- ისე დარწმუნებული ხარ,რომ ცოლის მოყვანა გინდა? ძაან ადრე ხოარაა? ბიჭო გართობა და კაი ცხოვრება წინ გაქ.
-გეუბნები მიყვარს-მეთქი.. შენგან განსხვავებით მე ერთადერთი გოგოს ერთგული ვარ და ცხრას არ ვხვდები - მუშტი მიარტყა მკლავზე და გაიცინა.
-ბიჭოო, სულ მავიწყდება შენი ერთგულება...მერედა ის გოგოც შენი ერთგულია? სხვა რომ უყვარდა? ისევ რომ დაუბრუნდეს?
-დაფიქრდი ბიჭო რას ამბობ, ერთმანეთი გვიყვარს, ის ადრე იყო თანაც იმ ნაბი**არმა უღალატა, ვერც კი შეიმშნოვა ნიასნაირი გოგო.
-ხო რავიცი, მე გეუბნები,ჩვენი საცემი არ გახდეს მერე ეგ ბიჭი.
-კარგი შენ სულ ცემა ნუ გელანდება.
-ისე რამდენი ხანია მაგ გოგოს ხვდები, არ გრცხვენია, არ უნდა გამაცნო?
-ამ დღეებში უეჭველი ამოგივლით და გააგაცნობ მართლა. აი შენ კი არ გჯერა, მარა მართლა ძალიან კარგია.
-კარგი,დაველოდები თქვენს ვიზიტს და ჩემი თვალით ვნახავ ყველაფერს.
-კაი ბიჭო წავედი ეხლა მე, ხვალ დილით ბეჭედზე მივვდივარ,ყიდვა რომ მოვასწრო.
-შენ მართლა შეგცვალა ამ გოგომ გატყობ. კაი ძმა, აბა შენ იცი. - დაემშვიდობა და თვითონ აივანზე მოწევა განაგრძო.

***
-დედა-ამოილუღლუღა ნიკამ და მძინარე ქალს გახედა,რომელმაც შვილის ბგერების გაგონებაზე თვალები უმალ გაახილა და წამოდგა.
-დედა სახლში წადი და დაისვენე,გთხოვ-გამაყუჩებლების ზემოქმედების ქვეშ უძლური ძლივს ლაპარაკობდა-ისედაც დიდი ხანია აქ ხარ,მე კარგად ვიქნები,გპირდები.
-შვილო,რას ამბობ.-ქალს არ ესიამოვნა-შენმა მოვლამ როგორ უნდა დამღალოს? აქედან როგორ წავიდე,როგორ მოვხუჭო თვალი და შენ აქ როგორ დაგტოვო?-ქვითინი დაიწყო.
-დედა გთხოვ,არ გინდა-ნიკამ წამოდგომა დააპირა,მაგრამ წინააღმდეგობას შეეჩეხა . შვილის შემყურე ქალი უმალ მიხვდა ყველაფერს და თავად მიუახლოვდა ნიკას,მაგრად მოეხვია და ეცადა აღარ ეტირა.
-დედიკო, დედა. ძალიან მიყვარხარ-ნიკამ ტირილი დაიწყო..-მაპატიე,ეს რომ გაგიკეთე. შენი შვილი ამიერიდან აღარ იქნება ისეთი,როგორიც გინდოდა,რომ ყოფილიყო,გახსოვს? პატარაობაში გინდოდა სპორტსმენი გამოვსულიყავი.ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდი,მაგრამ ახლა..ბოდიში,რომ არ გავუფრთხილდი შენთვის მნიშვნელოვანს,ჩემს თავს და კიდევ .. ნიას-ბოლო სიტყვის წარმოთქმა ძალიან გაუჭირდა და აქვითინდა-დედა,იცი ძალიან მენატრება ნია-ტიროდა დედის მკლავებში და შვებას ეძებდა,რომელსაც ვერ პოულობდა-მე,ჯერ კიდევ არ მჯერა,რომ ის აღარ არის,ეს შეუძლებელია.უიმისოდ ქვეყნიერება არ წარმომედგინა და ახლა აქ ვარ,შენ გელაპარაკები და ის არ არის.. და ეს ყველაფერი ჩემი ბრალია,ამ დროს სიცოცხლის სურვილი მეკარგება დედა,იცი ..სიცოცხლე აღარ მინდა.
-შვილო,ამას ნუ ამბობ ძალიან გთხოვ,მე რას მიპირებ?ასე ადგები და მიმატოვებ?
-დედა,აქ შენ დამრჩი ვისთვისაც ღირს სიცოცხლე.სხვა ყველაფერმა მაშინ დაკარგა აზრი,რაც ნია წავიდა ჩვენგან-ნიკას სიტყვებში ძალიან ბევრი სევდა და მწუხარება იკითხებოდა.
-შვილო,გამაგრდი-დედა ძლიერად იხუტებდა გულში.
-მე ნია ძალიან მენატრება-ემოციებს მაინც ვერ იკავებდა-ნიაა,ნია-კვლავ შემოტევა დაეწყო.-ნია,რატომ მიმატოვე? მაპატიე გთხოვ,ყველაფერი მაპატიე-ბოლო ხმაზე ბღაოდა.
-ნიკა,ნიკა გამოფხიზლდი კარგად ხარ?
-ნია მაპატიე გთხოვ-გაოფლიანებული იწვა და ბოლო ხმაზე გასძახოდა.
-ნიკა,ძვირფასო გამოფხიზლდი გთხოვ .
-ნიაა,მაპატიე-კვლავ ამას იმეორებდა და მალე თვალებიც გაახილა.
-საყვარელო,კარგად ხარ? რა უნდა გაპატიო? მე შენთან ვარ.
-ნიაა,-ნიკამ თვალები დააჭყიტა-შენ მართლა აქ ხარ? მე? სად ვართ? საავადმყოფოში აღარ ვარ?-გარემო მოათვარიელა და წუთით ეუცხოვა იქაურობა.
-საავადმყოფოში? იქ რა გვინდა? მაგრამ მგონი მართლა გჭირდება შენ საავადმყოფო,აბა შუბლი მანახე მგონი სიცხე გაქვს,სულ ოფლში ცურავ,რა გჭირს?
-ნია,ჩვენ ხომ ავარიაში მოვყევით? კახეთიდან რომ ვბრუნდებოდით? შენ ... მოკვდი და მე ხეიბარი დავრჩი.გინდა მითხრა,რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო? ასეთი ცხადი,ასეთი რეალური?
-ნიკა დამშვიდდი,საყვარელო.ჩვენ ისევ კახეთში ვართ.არანაირი ავარია არ ყოფილა,აი ხედავ ცოცხალი ვარ.-იუმორში გაუტარა ნიამ-შენ მართლა სიზმარი გინახავს.
-ღმერთო,ეს სიზმარი კი არა,კოშმარი იყო. შენ მართლა არაფერი გჭირს,შენ ისევ ჩემთან ხარ-წამოხტა ლოგინიდან და მაგრად მოეხვია ნიას.
-ნიკა, ვერ ვსუნთქავ- ნიამ სიცილით უთხრა და თავი დაიხსნა ნიკასგან.
-ნია ძალიან მიყვარხარ.
-მეც ძალიან მიყვარხარ . წამოდი ახლა ვისაუზმოთ,დღეს თბილისში ვბრუნდებით და კახეთში ბოლო დღეს ვატარებთ..
-დიდხანს მეძინა?
-რა კითხვაა ახლა ეს.. ცხრა საათი,ოცი წუთი და თხუთმეტი წამი-ნიამ გაიცინა და ნიკას გამხიარულებას შეეცადა,-დამშვიდდი ახლა,აღარ იფიქრო მაგაზე.
-ნია,მე უბრალოდ .. ერთი ღამისთვის ძალიან გრძელი კოშმარი იყო.ყველაფერი მართლა რეალურს გავდა.
-კარგი ნიკა,მესმის.შეგიძლია დაივიწყო-ჩაეხუტა და მის დამშვიდებას შეეცადა-მიდი ახლა,შედი აბაზანაში მოწესრიგდი და გამოდი ვისაუზმოთ-აკოცა და ოთახიდან გავიდა.
-კარგი, ხუთ წუთში მანდ გავჩნდები-ნიკა რეალობაში დაბრუნებას შეეცადა.
ცოტახანში ოთახიდან გამოვიდა და ნიას მომზადებულ საუზმეს შეექცა.
-ნია,მოდი დღეს არ წავიდეთ თბილისში.ძალიან მეშინია იმ სიზმრის,რეალობად არ მექცეს-მოწყენით თქვა ნიკამ.
-კარგი,მაგრამ დღეს გველოდებიან..დედაჩემს რომ ვუთხრა კიდევ ერთი დღე დავრჩებითო ,რომ ჩავალთ შეიძლება მომკლას-გაიცინა-ამიტომ დღეს უნდა წავიდეთ აუცილებლად.ნუ ნერვიულობ,არაფერი მოხდება,მე შენს გვერდით ვარ და ყველაფერი კარგად იქნება.
საუზმის შემდეგ ჩანთები ჩაალაგეს და თბილისისკენ გზას დაადგნენ.გზაში მართლაც გაუწვიმდათ,ნიკას ეს დისკომფორტს უქმნიდა და ძლივს დაყავდა მანქანა.ნიამ დედასთან ილაპარაკა,გააფრთხილა რომ უკვე მოდიოდნენ და საღამომდე ჩავიდოდნენ.ნიკა ყველაფერს სიზმართან ასოცირებდა:ნიას ზარსაც,წვიმასაც და მანქანასაც,რომელმაც ამ წუთას გიჟივით ჩაუქროლა... წამით თვალები ძლიერად დაახამხამა,მანქანა სავალი ნაწილიდან გადაიყვანა და გააჩერა.
-რატომ გავჩერდით?-ნიამ გაოცებთ შეეკითხა.
-მე უბრალოდ არ შემიძლია.ყველაფერი ისე ხდება,როგორც სიზმარში.რაღაც უნდა შევცვალო,არ მინდა მერე დაგვიანებული იყოს.-მანქანიდან გადმოვიდა და ნიას კარების მხარეს დაიძრა.
-ნიკა,რას აკეთებ?დასველდები,-ნია იცინოდა-ნახე,როგორ წვიმს?შენ კიდევ,რას აკეთბ.
-შენც გადმოდი -ნიკას სიტყვებში დიდი სერიოზულობა იკითხებოდა.
-რაა? კი ,მაგრამ შეხედე როგორ წვიმს.
-გადმოდი გთხოვ-ნიკა კატეგორიულად მოითხოვდა ნიას მანქანიდან გადმოსვლას.
-კარგი,გადმოვდივარ..-ნიას ერთდროულად მომღიმარი და გაკვირვებული სახე ჰქონდა,ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა,რატომ მოითხოვდა ამ ყველაფერს ნიკა.
ნია გადმოვიდა მანქანიდან და ერთი წუთიც არ დასჭირდა,რომ უკვე გალუმპული სველი იყო..ნიკა მას მიუახლოვდა,მაგრად ჩაეხუტა და რამდენიმე წუთი ასე ჩახუტებუები იდგნენ,შემდეგ ნიკამ მათ შორის ეს რომანტიული დუმილი დაარღვია.
-ნია ,ძალიან მიყვარხარ.
-მეც ძალიან მიყვარხარ.
ნიკა მოულოდნელად მოშორდა ნიას,ჯიბეში რაღაც მოძებნა ამოღო და უმალ ჩაიმუხლა ნიას წინაშე.
-ნია,ცოლად გამომყვები?-ხელში ბეჭედი ეჭირა.
ნიამ თვალები დააჭყიდა,ამას ნამდვილად არ მოელოდა.გაოგნებული იყო.რაღაც გრძნობა დაეუფლა,ეს ერთდროულად იყო შიში მომავალი პასუხისმგებლობისა და სიხარული ამ აღუწერელი სიყვარულისა,თუმცა პასუხი მაინც გასცა.
-რა თქმა უნდა-ბედნიერმა წარმოთქვა,ჩაიმუხლა და მაგრად მოეხვია ნიკას.
-ჩვენ ერთად დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრებთ-ნიკა თავის თავს და ნიას არწმუნებდა,თუმცა გული მაინც ცუდს უგრძნობდა,რაღაც არ ასვენებდა და შიგნიდან ჭამდა.
გზა გააგრძელეს.ისევ წვიმდა.ისევ ბეემვე,მაგრამ ამჯერად ნიკა ნელა და ფრთხილად მოძრაობდა. ყველანაირად ცდილობდა ნიასთვის აერიდებინა საფრთხე,რომლისაც ასე ძალიან ეშინოდა. მთელი გზა მონუსხული დადიოდა. საშუალო სიჩქარით მოძრაობდა..უეცრად გზის მეორე მხრიდან რაღაცამ გადმოირბინა. ორივემ უმალ შენიშნეს ძაღლი,რომელიც პირდაპირ ბორბლებში უვარდებოდათ. დრო თითქოს გაჩერდა,უფრო სწორად შენელდა.. შენელებულ კადრებში ჩანდა როგორ მორბოდა ძაღლი.
-ნიკა,ფრთხილად,მოერიდე-ნიამ ხმამაღლა შეჰყვირა.
ნიკამაც ყველანაირად შეეცადა გარდაუვალი შეჯახება სასწაულებრივად აერიდებინა თავიდან,ამიტომ საჭე მაქსიმალურად მარჯვნივ მოატრიალა და გზიდან გადავიდა.მანქანა ხეს შეასკდა. საბედისწერო შეჯახება,მაინც ვერ აიცილეს თავიდან.ნიკას ცუდი წინათგრძნობა და ეს სიზმარი,როგორც ჩანს ,მთლად რეალობას მოკლებული არ იყო...ძაღლი ერთხანს შორიდან შეჰყურებდა მანქანას,რომელსაც ბოლი ასდიოდა,შემდეგ კი გაიქცა და ტყის სიღრმეში გაუჩინარდა...

______________
პირველ რიგში უუუუდიდესი ბოდიში თქვენ,რომ ამდენი გალოდინეთ...
მეორე,ეს არის ჩემი პირველი დასრულებული ნაწარმოები და იმედია მოგეწონებათ.. ^^
და მესამე ძალიან გამიხარდება,თუ თქვენს აზრს დააფიქსირებთ და მოკლედ შემიფასებთ მოთხრობას^^ როგორი ფინალი იყო,ელოდით თუ არა ასეთ დასასრულს და ა.შ.
ბოლოს მინდა ყველას მადლობა მოგიხადოთ ამ დროის განმავლობაში რომ მომყვებოდით და კითხულობდით ყველა თავს ^^^ იმედი მაქვს ფინალი ყველას მოგეწონებათ ^^^



№1  offline წევრი qetti22

ვაიმე ძალიან საინტერესო იყო მაგრამ ასეთ უეცარ დასასრულს არ მოველოდი ????????❤️❤️❤️ძალიან კარგი მაგრამ მოულოდნელი და ცოტა ვერ მივხვდი რა მოხდა :დდ მიუხედავად ამისა მაინც მომწონს შენი მოთხრობა ❤️❤️იმედია კიდევ დაწერ რამე ახალს ^^❤️

 


№2  offline წევრი cida12

ძალიან მაგარი დასასრული იყო ❤️ ბოლოში ცოტა გაურკვეველი იყო ფინალი,მაგრამ როგორც აღვიქვი სათქმელი ის იყო,რომ ბედისწერას ვერ გავექცევით და რამდენადაც არ უნდა შევეცადოთ შევცვალოთ,მაინც უშედეგოა ❤️❤️❤️ ყოჩაღ,კარგად წერ❤️❤️ იმედია კიდევ დაწერ ბევრ საინტერესო მოთხრობებს ❤️❤️წარმატებები შენ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნათია

კარგა ხანს ვუარე ამ ისტორიას გვერდუ წათაურიდანგამომდინარე, ცუდად ვხდებიტრაგიკულ შემთხვევებზე,ბოლოს მაინც წავიკითხე, ცუდად ვარ ერთადერთუ ის მაიმედებს რომ დიდი სიჩქარით არ მიდიოდნენ და გადაეჩენის შანსი უფრო ჰქონდათ, სიზმარი გბრთხილებას გავდა რათა სისწრაფე დაეგდო და არც ეგონკავა, ვისაც როგორ სურს ალბათ ისე გააგრძელებს დასასრულს მე კი მსურს “დიდხანს და ბედნიერად“...

 


№4  offline წევრი keti27

qetti22
ვაიმე ძალიან საინტერესო იყო მაგრამ ასეთ უეცარ დასასრულს არ მოველოდი ????????❤️❤️❤️ძალიან კარგი მაგრამ მოულოდნელი და ცოტა ვერ მივხვდი რა მოხდა :დდ მიუხედავად ამისა მაინც მომწონს შენი მოთხრობა ❤️❤️იმედია კიდევ დაწერ რამე ახალს ^^❤️


მადლობა რომ მოგწონს❤️❤️ მართლაც მოულოდნელი დასასრულია,თუმცა ჩანაფიქრიც ეს იყო❤️❤️ თუ დრომ ხელი შემიწყო ,აუცილებლად დავწერ ახალ უფრო საინტერესო მოთხრობებს❤️

cida12
ძალიან მაგარი დასასრული იყო ❤️ ბოლოში ცოტა გაურკვეველი იყო ფინალი,მაგრამ როგორც აღვიქვი სათქმელი ის იყო,რომ ბედისწერას ვერ გავექცევით და რამდენადაც არ უნდა შევეცადოთ შევცვალოთ,მაინც უშედეგოა ❤️❤️❤️ ყოჩაღ,კარგად წერ❤️❤️ იმედია კიდევ დაწერ ბევრ საინტერესო მოთხრობებს ❤️❤️წარმატებები შენ❤️


მადლობა,რომ მოგწონს❤️ რა თქმა უნდა,ისეთი ფინალი იყო ,რომ ყველა თავისებურად აღიქვამს,ჩანაფიქრიც ეს იყო❤️❤️ თუ დრო მქონდა,აუცილებლად დავწერ ახალ საინტერესო მოთხრობებს❤️❤️

სტუმარი ნათია
კარგა ხანს ვუარე ამ ისტორიას გვერდუ წათაურიდანგამომდინარე, ცუდად ვხდებიტრაგიკულ შემთხვევებზე,ბოლოს მაინც წავიკითხე, ცუდად ვარ ერთადერთუ ის მაიმედებს რომ დიდი სიჩქარით არ მიდიოდნენ და გადაეჩენის შანსი უფრო ჰქონდათ, სიზმარი გბრთხილებას გავდა რათა სისწრაფე დაეგდო და არც ეგონკავა, ვისაც როგორ სურს ალბათ ისე გააგრძელებს დასასრულს მე კი მსურს “დიდხანს და ბედნიერად“...


მიხარია,რომ საბოლოოდ გადაწყვიტე წაკითხვა❤️ მართლაც ტრაგიკულია,თუმცა მუზა რეალობიდან გამომდინარე მომივიდა..საბოლოოდ ისე დავასრულე,რომ ყველა თავისებურად აღიქვამს რა ბედი ეწეოდა ნიკას და ნიას❤️❤️ მადლობა,რომ წაიკითხე და აზრი დააფიქსირე❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი

ძალიან მაგარი დასასრული იყო❤️ ❤️ სიმართლე გითხრა,საერთოდ არ ველოდი ასეთ ფინალს და გაოგნებულიც კი დავრჩი❤️ ყოჩაღ,ძალიან კარგად წერ და აუცილებლად დაწერე სხვა მოთხრობებიც❤️ ❤️ წარმატებები❤️

 


№6  offline წევრი keti27

სტუმარი
ძალიან მაგარი დასასრული იყო❤️ ❤️ სიმართლე გითხრა,საერთოდ არ ველოდი ასეთ ფინალს და გაოგნებულიც კი დავრჩი❤️ ყოჩაღ,ძალიან კარგად წერ და აუცილებლად დაწერე სხვა მოთხრობებიც❤️ ❤️ წარმატებები❤️


მადლობა❤️ ვეცდები სხვა მოთხრობებიც დავწერო❤️ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent