შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დემონის პატარა ანგელოზი [დასასრული]

27-08-2018, 12:50
ავტორი KATIE ♥12
ნანახია 3 872

ლილეს ზენონის კისერში ჰქონდა თავი ჩარგული. თვალები მაგრად მოეხუჭა. გრძელი ფრჩხილებით წელზე ებღაუჭებოდა და გრძნობდა რომ მისი ქანდაკება აქ იყო. მის გულის ცემას უსმენდა, თმებზე ეფერებოდა და უთბილესი სიტყვებით ცდილობდა გოგონას დაწყნარებას. ლილეს უნდოდა მისთვის ეთქვა:“მიპოვნე, ყველაფერი დაივიწყე და ჩემთან მოხვედი“, მაგრამ სპაზმების გამო ყელი სტკიოდა. ხმას ვერ იღებდა და მხოლოდ უხმო ტირილს ახერხებდა. თურმე, როგორ ძალიან უნდოდა ტირილი.
-როგორ გრძნობ თავს?- ბიჭის საოცარი ნაზი ხმა ყურში უჩურჩულებდა, -რამე გტკივა და ამიტომ ტირიხარ?- თვალებით ცდილობდა გოგონას სხეული შეეთვალიერებინა და მისი ტირილის წყარო ასე ეპოვნა.
-ანგელოზო, თუ არ მეტყვი რა გაწუხებს, გავგიჟდები. სერიოზულად გავგიჟდები. უკან მივაბრუნებ მანქანას და ყველა შენს ჯგუფის წევრს პასუხს მოვთხოვ.- მუქარაზე ლილემ თავის აწევა და უარის ნიშნად გაქნევა ძლივს შეძლო. მის ჩაწითლებულ თვალებზე კი ზენონი უარესად გაღიზიანდა. სახე ხელებში მოუქცია და მზერა გაასწორებინა.
-მხოლოდ ერთი სიტყვა.- ბიჭმა სიბრაზის მიუხედავად, ლილეს წინ ყვირილისგან თავი შეიკავა.- ერთი სიტყვა და ყველას მოვკლავ.
-არა...- ლილემ დაისლუკუნა, მის ტუჩებს ნაზად დასწვდა და აკოცა.
როგორ კვდებოდა ზენონი ამ გემრიელი ტუჩების კოცნის სურვილით. სულ თავში უტრიალებდა ლილეს გაუჩინარების შემდეგ და თავს კიცხავდა იმის გამო, რომ ლილესთვის ბევრჯერ არ ჰქონდა ნაკოცნი. თავს პირობა მისცა, გოგონას პოვნის შემდეგ, ამ ტუჩებს თავისი კბილებიდან აღარ გაუშვებდა. სულ დაუკოცნიდა აწითლებულ ვნებიან მარწყვივით ტუჩებს და ისევ დააგემოვნებდა ლილეს გემოს. თავის ენას მისას შეახვედრებდა, სიამოვნების კვნესით ყურებს დაიტკბობდა...
-მომენატრე- ლილემ ამოსუნთქვის დროს უთხრა. ბიჭმაც თავისი მონატრება ნაზ კოცნაში ჩადო და გოგონას საბოლოოდ შუბლზე მიელამუნა.
-მეც.- ზენონმა ხმადაბლა აღიარა- ისე ძალიან რომ ყველგან მელანდებოდი. შენი ხმა მესმოდა, შენს სუნს ვგრძნობდი. მეგონა ისევ ერთად, სადღაც განმარტოებით ვიყავით და შენს ლაპარაკს ვუსმენდი. მიყვებოდი წიგნებზე რომელიც გიყვარს, ბავშვობის სულელურ საქციელებზე, თიკოს წვალებაზე... იღიმოდი. ისე ლამაზად და თბილად, რომ მეც ვერ ვიკავებდი თავს ღიმილისგან. ნუ ტირიხარ თორემ გული მიკვდება. როგორ მივეცი ვინმეს ნება, ჩემი ანგელოზი აეტირებინა?
-მოხვედი...-ძლივს ამოღერღა ლილე, აწყლიანებული თვალებით ზენონის ხელი მოძებდა და თავისაში მოიქცია. - მეგონა ვერ მიპოვიდი...მეგონა, ნებას არ მოგცემდნენ სხვა მაფიოზის შვილთან ახლოს ყოფილიყავი.
-ყველგან გიპოვი სადაც არ უნდა იყო. სანამ ჩემი გული შენთან არის, საკმარისია უბრალოდ ნიშანი მომცე და შენთან გავჩნდები. სხვები ჩემთვის არ არსებობენ.- ლილემ მის სიტყვებზე გაიღიმა, ზენონს აღელვებული გული მაშინვე დაადნო და გააცინა.
ბიჭის იარებიანი ხელი ტუჩებთან მიიტანა და ნაზად დაუკოცნა.
-ისევ ბრაზობდი და ყველაფერს ლეწავდი?- გოგონამ სიცილით ჰკითხა.
-რა თქმა უნდა! შენ იქ არ იყავი ჩემს გასაჩერებლად- ზენონმა თვალი ჩაუკრა, მთელი ლილეს გაუჩინარების ნერვიულობა მხრებიდან მოიშორა და ძლივს შვება იგრძნო.
-უნდა გენახათ, თქვენი დაქალი დააშინა კიდევაც.- აქამდე ჩუმად მჯდომმა დემეტრემ, ხმა ამოიღო.
ლილემ მხოლოდ ახლა შეამჩნია საჭესთან მჯდომი დემეტრე და სირცხვილისგან წამოწითლდა.აზრად არც კი მოსვლია რომ მათ გარდა, ავტომობილში კიდევ ვინმე იჯდა, რომელიც ლოგიკურად მას მართავდა.ზენონთან ერთად კოცნა და თავისი ტირილის გახსენებისას დამალვა მოუნდა ამ უხერხულობისგან, მაგრამ თავი შეიკავა და პასუხის გაცემა დააპირა.
-მართლა? თიკო შეაშინე?- ზენონს ჰკითხა და არ შეიმჩნია ბიჭის გამჭოლი მზერა, რომელმაც ლილეს უხერხულობის გრძნობაზე ყველაფერი იცოდა.
-ვღელავდი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მეპოვნე. იმედია მაპატიებს ჩემს ყვირილს.- მხრები აიჩეჩა ზენონმა უდანაშაულოსავით.
-იმედია, თორემ მისი სიბრაზე გამოცდილი მაქვს.- დემეტრემ წარმოთქვა და თიკოს გაბრაზებული სახის გახსენებაზე ჟრუანტელმა დაუარა.
ლილეს მის სიტყვებზე გაეღიმა. ავტომობილის თბილ გარემოში გრძნობდა, რომ სახლში ბრუნდებოდა და კვლავ ბედნიერად გააგრძელებდა ცხოვრებას, მაგრამ გულის სიღმრეში მაინც აწუხებდა ბაბუის სიტყვები, მისი არც თუ ისე საყვარელი ოჯახის ბედი. თუ ყველაფერი ცუდად წავიდოდა ისიც დაშავდებოდა და ზენონთან ყოფნას ვერ შეძლებდა. ეს ფულის საკითხი კი ალბათ ზენონის ჯგუფსაც შეეხო და...
-მოიცადე!- ლილე ფიქრებიდან გამოერკვა და აღელვებულმა წამოიყვირა, ზენონის მხრიდან თავი ასწია და ბიჭს შეხედა. - შენი ჯგუფი ამ ფულის დაკარგვის საქმეში გარეული ხომ არ არის?
ზენონს სახე შეეცვალა მის ფრაზაზე და დემეტრეს მზერას ყურადღება არ მიაქცია.
-ხო...- ბიჭმა აღიარა.- შენ საიდან იცი ამის შესახებ? მართლა ამის გამო დაგაბრუნეს ჯგუფში? უნდათ პასუხისმგებლობა შენ აიღო?
-არა. მათაც ფული ეკარგებათ და „მგლების“ ჯგუფი ყველაფერს მათ აბრალებს. ბაბუაჩემმა, ყოფილმა ლიდერმა, ჩემი ძმის დასახმარებლად წამიყვანა, რადგან ის ამ საქმეს ვერ გაუმკლავდება მარტო. მამაჩემს კი ჩარევის საშუალებას არ აძლევენ, იმ მიზეზით რომ მომავალ ლიდერს, ხელი არ უნდა შეუშალოს თავისი ძალის გამოჩენაში.
-მათაც ფული ეკარგებათ?- დემეტრემ ზენონს კითხვა დაასწრო და სიჩქარეს მოუკლო, რომ ლაპარაკის დროს თავიდან აეცილებინა ავტოკატასტროფა.
-ხო? არ იცოდით?- ლილემ გაიკვირვა.- ხვალ უკვე შეხვედრა დანიშნეს. იქ წასვლა...
-ნამდვილი თვითმკვლელობაა. - ზენონმა დაასრულა და სავარძლეს მიეყუდა გაღიზიანებით.
-ჩვენ გვითხრეს, მთავარი ჯგუფები ატეხენ აყალმაყალსო. მათაც რომ ფული ეკარგებოდათ არავის უხსენებია.- დემეტრემ აუხსნა.
-გამოდის რომ აყალმაყალს მხოლოდ „მგლები“ ტეხენ.- ლილეს თვალები აუციმციმდა და პირველად ინანა, არქივში რომ არ გაყვა ბაბუამისს. - ისინი იქნებიან ყველაფრის თავში.
-რომც იყვნენ მაგას როგორ დავამტკიცებთ? ახლა რვა სრულდება, საჭირო მასალები არ გაგვაჩნია. მოძიებასაც და გაანალიზებასაც ვერ მოვახერხებთ. დავიღუპებით.- დემეტრემ უიმედოდ წარმოთქვა.
-რამეს ვიზამთ- ზენონმა ხმამაღლა წარმოთქვა, დემეტრეს ხელი მეგობრუნად დაჰკრა მხარზე და ლილეს თბილად გახედა.- ჯერ ლილე დავაბრუნოთ სახლში და...
-არა, შენთან წამოვალ. მეც დაგეხმარები- სრული სერიოზულობით ახედა ბიჭს და უარის თქმის ნება არ მისცა.- მისმინე, ვიცი რომ ახლა ჩემს ჯგუფთან არ ვარ, მაგრამ მეც უნდა შევასრულო ჩემი წილი საქმე. გიორგი ვერ მოაბამს მარტო თავს ყველაფერს. მე და შენ, ერთად, იქნებ რაიმე კვალზე გავიდეთ და ერთიანად ავიცილოთ ეს უბედურება.
ლილემ მისი ხელი ზენონს მიადო გულზე და თბილად გაუღიმა
-მე და შენ. ერთად მოვაგვაროთ ეს მაფიოზური საქმე, ერთად მოვუპოვოთ მაგ შენს ტატუს თავისუფლება.
-გგონია ამას შევძლებთ?- ზენონმა თვალებში ჩახედა მის მიდებულ ხელს თავისი მოუჭირა.
-თუ არ გამოგვივა, ერთად მაინც გავიქცეთ.- ლილემ გაიცინია.- დემეტრე თიკოს წამოიყვანს, მანქანით გასასვლელთან დაგვხვდებიან და გავიქცევით ძალიან შორს. ისე შორს წავალთ, რომ ვერავინ გვიპოვის.
ლილეს ოცნებების მოსმენა კაცს არ მობეზრდებოდა. მისი ბედნიერი დასასრულის ზღაპრები დემეტრესაც კი აწყნარებდა. იქნებ ყველაფერი გამოსულიყო და მართლაც ბოლოში ერთად დარჩენილიყვნენ. ბნელ ადგილას გადგმული ფესვები დაევიწყებინათ და ახალი ცხოვრება დაეწყოთ უფრო მაღლა, ცისკენ.
-კარგი.- ზენონმა გაუღიმა, გულთან მიიხუტა ლილე და კიდევ ერთხელ აკოცა.- ისე გავაკეთოთ როგორც შენ გინდა.
-ლილეს სახლში აღარ წავიდე?- დემეტრემ წყნარად ჰკითხა, ისე რომ მათი ბედნიერი მომენტი არ დაერღვია.
-თიკოს მარტო ხო არ დავტოვებთ იქ?- ლილემ საყვარლად იკითხა და ბიჭმაც ვერ გაუძლო მის შარმს.
-მაშინ თიკოს წამოსაყვანად წავიდეთ ჯერ და შემდეგ ბატონის სახლში დავბრუნდეთ.
-ქალბატონი თიკოს- ლილემ სიცილით გამოაჯავრა და ისევ ზენონის მკლავებში დაიმალა.

-

ავტომობილში თიკოს ნახევარსაათიანი ისტერიკების, ლილეს ხვევნის და კოცნის, ზენონის ეჭვიანი მზერების შემდეგ, თიკო როგორც იქნა დაწყნარდა. დაქალის ყველა ოჯახის წევრი სათანადოდ გამოლანძღა და მათზე მეტი ენთუსიაზმით მოინდომა საქმის გამოძიება. ზენონის სახლში მისვლისას, პირველი სამზარეულო შეამოწმა. საჭმლის უქონლობა დაიწუნა, ნებართვა არც ითხოვა და პიცა შეუკვეთა მოსატანად. მისი ბუნებრივი, თავშეუკავებელი ქცევები კი ყველას ახალისებდა და ავიწყებდა, რომ სერიოზული საქმისთვის იყვნენ აქ შეკრებილნი.
-აბა რაზე ვმუშაობთ?- იკითხა თიკამ იმის შემდეგ, რაც ყველანი მაგიდასთან მოთავსდნენ.
-ჯერ მხოლოდ ჩვენი ჯგუფის სიები გვაქვს, სადაც ფულის რაოდენობაა მოცემული. - ზენონმა ორივე გოგონას მაგიდაზე დადებულ ფურცლებზე მიანიშნა.- იქ დღეები და მიმღებების სახელებიც წერია.
-გადახედილი გაქვს მათთვის?-ლილემ ჰკითხა და ერთი ფურცელი აიღო.
-კი, არაფერი საეჭვო არ არის. მოგროვილი ფულის ზუსტად ათი პროცენტი იგზავნება სხვა ჯგუფებში. ნახსნები მიმღები ხალხი კი ჩივის მათ სიმცირეზე.
-ამ სიებიდან არამგონია რამეს მივხვდეთ.- თიკომ თვალები აატრიალა, რაზეც დემეტრემ ხმამაღლა ამოიოხრა.
-რა იყოთ? სიმართლეს ვამბობ.
-კი, მაგრამ ქალბატონო თიკო, ძალიან უტაქტოდ იქცევით.- დემეტრემ წყნარად მისცა შენიშვნა.
-უტაქტოდ? მე?- ბიჭის ხმის სიწყნარეს არაფერი უქნია, თიკო მაინც სათანადოდ გაბრაზდა.- უტაქტოდ შენ იქცევი. რამდენჯერ გითხარი ქალბატონს ნუ მეძახი მეთქი? მაშინ არ ვიყავი ქალბატონი, რომ მეფერებოდი და მაწყნარებდი?
ლილეს თვალები გაუფართოვდა მის სიტყვებზე და ზენონს გაკვირვებით ახედა, რაზეც ბიჭმა ხელი ჩაიქნია და ფურცლებს მიუბრუნდა.
-გე...გეფერებოდით?- დემეტრემ შეიცხადა.- უბრალოდ თქვენს დამშვიდებას ვცდილობდი, რადგან მინდოდა ლილე სწრაფად გვეპოვნა.
-აჰა! ლილეს ესე იგი ქალბატონით არ მიმართავს და თიკოზე შეიძლება, რადგან ორმოცდაჩვიდმეთი წლის შინაბერაა!
-მგონი თქვენს თავს, თვითონვე აყენებთ შეურაცხყოფას.
-გიჟი მიწოდე?- თიკომ წამოიყვირა და დემეტრესკენ გაიწია ხელის წამოსარტყმელად.
-თიკო! ჩუმად იყავი და გასწორდი.- ლილემ შეუბღვირა და დაქალი მოატრიალა.
-მაშინ დამასაქმეთ რამით!
-აჰა ამ ფაილებს უყურე და წაიკითხე. თუ რამე საეჭვო შეგხვდება მითხარი.
თიკოს ბუტბუტს ყურადღება აღარ მიაქცია ლილემ და ზენონს ტელეფონი სთხოვა დასარეკად.
-აკაკის ურეკავ?- ზენონმა ჰკითხა.
-ხო, ვთხოვ ჩვენი არქივიდან გადმოგვიგზავნოს ინფორმაცია.
-მადლობა მოუხადე რომ შენს წამოყვანაში დამეხმარა.- ბიჭმა გაუღიმა.
-ეგრეც ვიცოდი რომ თიკოსთან მიხვიდოდი და ჩემს ძველ ტელეფონს იპოვიდით.- ლილემ ახლაღა გაიხსენა თავისი ჩანაფიქრი.
-ხო, კიდევ კარგი დედაშენმა გვიპასუხა...
-დედაჩემმა?- ლილემ გააწყვეტინა სიტყვა. -მასთან რა გინდოდათ?
-აკაკის ნომერი მას გამოვართვით.- ბიჭმა მისი რეაქცია გაიკვირვა.
-აკაკის ნომერი ისედაც მეწერა...
-ორი ნომერი ეწერა მხოლოდ, მისი და ვიღაც „ძიასი“. მე რა ვიცოდი რომ აკაკის ასე ეძახდი.
ლილეს საუბარი აღარ გაუგრძელებია, ბიჭს მარტო გაუღიმა და აივანზე გავიდა დასარეკად. თან ფიქრობდა დედამისზე, რომელმაც თავისი შიშის მიუხედავად მაინც უღალატა ლილეს მამას და მათ დაეხმარა...მისი ოჯახი ნამდვილად რაღაც სხვა იყო.
-გისმენთ.-უხეში ხმა გაისმა და ლილემ აკაკის სერიოზული ტონი იცნო.
-ძია, ლილე ვარ. მადლობა მინდა გადაგიხადო დახმარებისთვის. საუკეთესო ხარ, ხომ იცი?
-ოჰ, პატარა ქალბატონო- მისი ხმა მაშინათვე სითბოთი შეიცვალა და ყურმილში სიცილის ხმა გაისმა, -მადლობა თქვენ, რომ კვლავ ბედნიერი ხმა დაიბრუნეთ... რითი შემიძლია დახმარება?
-მინდა ჩვენი ჯგუფის სიები გამომიგზავნო.
-ახლავე შევასრულებ თქვენს თხოვნას. ლიდერი საკმაოდ ბედნიერი იქნება იმის გაგებით, რომ მაინც ზრუნავთ მათზე.
-ჯერ არ უთხრა...-ლილემ ტუჩზე იკბინა და თვალები ცას მიაპყრო, რომელსაც ღია ცისფერი ეკარგებოდა და ნელ-ნელა ვარსკვლავები ჩნდებოდნენ მასზე. -სანამ არაფერი მექნება ხელჩასაჭიდი, არ უთხრა.
-გასაგებია.- კაცმა წყნარად უპასუხა და გაუთიშა.
ლილემ ცოტახანი კიდევ დაჰყო აივანზე. ცივმა ჰაერმა რომ შეაწუხა და გამოაფხიზლა შესვლა დააპირა.
ახლა წყდებოდა მისი მომავალი. მისი და სხვების ბედნიერება. ეს მომენტი კი დაძაბულობის მაგიერ, სიხარულით იყო სავსე, რადგან თიკო ოთახში პიცას მოარბენინებდა. დემეტრე მას სწორად დაჭრას ასწავლიდა და ზენონი მობეზრებული თვალებით უყურებდა ორივეს.
-რა იყო, არ გაჭმევენ?- ლილე გვერდით ამოუდგა ბიჭს და ხელი შემოხვია.
ზენონმა წარბების აწევით ახედა და თბილად გაუღიმა.
-ხომ იცი, არ მიყვარს ასეთი საჭმელები...- მის პასუხზე ლილემ თავი გააქნია და თიკოს დაუძახა.
-ერთი ნაჭერი მოგვეცი ჩვენც, ზენონს გასინჯვა უნდა.-ლილემ თიკოს დაუძახა და ხელი გაუწოდა.
-ლილე!- ბიჭმა ხელები აიფარა პირზე და სახე მეორე მხარეს მიატრიალა.
-ნუ ბავშვობ, მოდი ერთხელ ჩაკბიჩე. ძალიან მოგეწონება.
-შანსი არაა.- თავი გააქნია ზენონმა.
ლილემ არ დაიხია უკან, მეორე მხრიდან შემოუარა ზენონს და ხელები მოაშორებინა პირიდან.
-ერთი ნაჭერია. ერთად შევჭამოთ. თუ არ მოგეწონება, შენი სალათი შევუკვეთოთ.
ზენონმა უნდობლად აათვალიერა, ნაჭერს დახედა და სულ პატარათი გააღო პირი.
-აი, ჩემი კარგი დემონი- ლილემ შეაქო, თმებზე ბავშვივით გადაუსვა ხელი და პიცა გაასინჯა.
-აბა მოგეწონა?- თიკომ მაგიდის მეორე ნაპირიდან ჰკითხა და თავისი მეოთხე ნაჭერი დაასრულა.
-ცუდი არ არის...მაგრამ ოთხს ნამდვილად არ შევჭამ.
-სალათი შევუკვეთოთ?- ლილემ თბილად ჰკითხა და პიცა თვითონაც გასინჯა.
ზენონმა მის კეტჩუპით მოსვრილ ტუჩებს შეხედა. ერთი ხელით ლილე კალთაში ჩაისვა და მეორეთი სახე დაუჭირა. ტუჩებში აკოცა და თითით მოსვრილი სახე მოუწმინდა.
-იყოს, შენთან ერთად შევჭამ პიცას.- თვალების ციმციმით უთხრა და ლილეს ხელით მეორეჯერ ჩაკბიჩა პიცა.

-

-აკაკის მიერ გადმოგზავილი ფაილები ლეპტოპში ჩავწერე.- დემეტრემ გამოაცხადა და ლეპტოპი ზენონისკენ მიატრიალა.
-ვერ ვხვდები ამ სიებში რა წერია!- თიკომ დაიწუწუნა.
-სახელებია სხვადასხვა მაფიოზების ჯგუფების, რომელსაც ფულს უგზავნიან.- ლილემ აუხსნა და თვითონაც დაიწყო ზენონთან ერთად მათი გადაკითხვა.
-რატომ უხდიან?
-იმიტომ, რომ მათთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ. ერთგვარი ხელშეკრულებაა დადებული. მე ამ თვეს შენ გადაგიხდი ფულს და არ დამესხა თავს, მეორე თვეს კი შენ გადამიხადე და მეც არ შეგიშლი ხელს.
-ფულს ლიდერები იღებენ?- თიკო თავისი კითხვებით არ ცხრებოდა და დემეტრეს ფურცლებს პარავდა.
-არა, სად სცალიათ ლიდერებს, ყოველ ფულის აღებაზე სარბენად? ჯგუფიდან ვინმეს აგზავნიან.
-იქნებ ეგ ვინმე იპარავს?
-შეუძლებელია, თავისი ჯგუფის გაქურდვა გამოსდის თან. მითუმეტეს, ყველას კი არ აგზავნიან ფულის ასაღებად...
-თუ ამ ფურცლებს დავუჯერებთ, ჩვენი ბრალი არ არის. ყველა თანხა სწორად იგზავნება.- თიკომ გამარჯვებით წამოიძახა.
-ხო, მაგრამ მაგდენივე არ მიდის ჯგუფში და გონიათ გადაგზავნის დროს ჩვენ ვაკლებთ ფულს.- დემეტრემ ოცნებები დაუნგრია და ფურცლები უკან გამოართვა.
-„მთვარეული გველის“ სიებშიც არაფერია.- ზენონმა ამოიოხრა, - ყველა სწორად აგზავნის. სადღა იკარგება ეს ფული?
-ქანდაკებავ, ფული რითი იგზავნება?- ლილემ ინტერესით ჰკითხა.
-გააჩნია ჯგუფს, ზოგს ხელით აძლევენ, ზოგს ბანკით.
-ხელზე მიცემა საშიში არ არის? ვინმეს ადვილად შეუძლია ეგრე მოპარვა.
-ისეთ ადგილას ხვდებიან, სადაც ვიდეო თვალებია. თან მთელი მანქანების დელეგაცია ახლავთ.
-ვის რითი ეგზავნება ფული, მაგის გარკვევა შეიძლენა?
-რისთვის გინდა?- ზენონი წელში გასწორდა და ლილეს თმებზე აკოცა.
-რას ქვია რისთვის უნდა? გამორიცხვის მეთოდით გაიგებს, რომ თუ ხელით გადაცემულ ჯგუფებს ფული არ ეკარგებოდა, ესე იგი ბანკებშია ბრალი.- თიკომ მხრები აიჩეჩა და ისეთი სახე მიიღო, გეგონება ზენონი სულელი იყო ამას რომ ვერ მიხვდა.
-გენიოსი ხარ. -ზენონმა გაუცინა ანგელოზს და საჭირო ინფორმაციის ძებნა დაიწყო.
-ვერ გაფასებდით სათანადოდ. - შეაქო დემეტრემ თიკო და ლილეს ფურცელი გადასცა დაზარალებული ჯგუფების სახელებით.
როგორც იქნა რაღაც კვალზე გავიდნენ. აღმოაჩინეს რომ იმ ჯგუფებს, რომლებიც ფულს ხელზე იღებდნენ, ფული სრულად ეძლეოდათ და ამ აყალმაყალში არ მონაწილეობდნენ. ისიც გაარკვიეს, რომ ზოგიერთმა ჯგუფმა ამ ბოლო თვეებში თვითონ მოინდომა ბანკის საშუალებით ფულის აღება. დამაბნეველ ფაქტად ის რჩებოდა, რომ ყველა ბანკის მომხმარბეელი არ ჩიოდა ფულის სიმცირეს.
-რაღაც უნდა ჰქონდეთ საერთო ამ დაზარალებულ ჯგუფებს.- დემეტრემ წარმოთქვა და თვალები მოისრისა. გარეთ უკვე ბნელოდა და მარტო მათი სახლი თუ ჩახჩახებდა ასე ძალიან.
-შენი და ჩემი ჯგუფის გარდა, კიდე ვის ადანაშაულებენ ფულის მოპარვაში?- ლილემ იკითხა.
-სადღაც ათამდე ჯგუფს თუ არ ვცდები. ყველა ძველი ჯგუფია, რომელიც უკვე დიდიხანია ფეხზე დგას და არსებობს.- ზენონმა დაღლილი ტონით უპასუხა.
-ბანკების სახელებს ვერ გავიგებთ, ხომ?
-ვერა, ისინი უბრალოდ ანგარიშს გვიგზავნიან და ჩვენც ამ ანგარიშზე ვაგზავნით ფულს.
-ანგარიშები! -ლილემ დაიკივლა. -ანგარიშების შემოწმება მე შემიძლია, აკაკის ძმა იქ მუშაობს. სწორედ ის მიგზავნიდა მამას გამოგზავნილ ფულს საღვარგარეთ.
-მიდი მაშინ შენ ეგ გაარკვიე. მე ვეცდები „მგლების“ სიები ვიპოვნო.- ზენონმა უთხრა და გოგონა ხელებიდან გაინთავისუფლა.

-

სანამ ლილე ტელეფონზე საუბრობდა, თიკო და დემეტერე კვლავ ძველ სიებს ამოწმებდნენ და ცდილობდნენ რამე საერთო ეპოვნათ ჯგუფებს შორის.
-როგორ ფიქრობ, ყველაფერი კარგად დამთავრდება?- თიკომ თავის აუწევლად ჰკითხა გვერდით მჯდომს.
-რას გულისხმობ?- დემეტრემ გაკვირვებულმა ახედა. არ ეგონა, თიკო თუ პირველი დაიწყებდა მასთან საუბარს.
-აი, ამ ყველაფერს. სიმართლეს თუ იპოვნიან საერთოდ და... ცოცხლები დარჩებიან.-ბოლო სიტყვები ხმადაბლა წარმოთქვა და ხელები კალთაში ჩაიწყო.
-უნდა იცოცხლონ. სიკვდილზე ფიქრი ახლა არ დაგვეხმარება.
-რომ მეშინია, რა ვქნა?- საწყლად იკითხა გოგონამ და დემეტრეს სიმკაცრე არ ეყო, რომ ის არ დაეწყნარებინა.
-ქალბატონო თიკო, თქვენ ყოვლის შემძლე მგონიხართ და ასეთ სისულელეებზე ნერვიულობთ? ლილე აქ არის, არაფერი სჭირს. თუ მართლა ვერაფერს გავიგებთ, მაშინ გავიქცევით...
-ქალბატონოს მოგცემ შენ!- თიკომ გაცინება სცადა.- ეს გაქცევის გეგმა ლილესი იქნება... ყოველი პრობლემის პასუხად მას ხედავს.
-მე თუ მკითხავთ შესანიშნავი პასუხია. -დემეტრემ გაუღიმა.- მე და თქვენ უნდა დავეხმაროთ ჩვენს მეგობრებს და მათთან ერთად თავისუფლები გავხდეთ.
-თავისუფლები...მთელი ჩემი ცხოვრება თავისუფალი ვიყავი...- თიკომ აღიარა და ბიჭს ახედა.
-მეც იგივეს ვერ ვიტყოდი. იმის გამო, რომ ჩემი ოჯახი მაფიოზების ჯგუფში იყვნენ, მეც მომიწია იქ ცხოვრება. მეგონა მალე ყველას დავავიწყდებოდი და წასვლას შევძლებდი, მაგრამ ზენონის დამხმარედ დამნიშეს. ახლა მთელი ჩემი ოცნებები მასზეა დამოკიდებული. თუ თვითონ გახდება თავისუფალი, ჩემ წამოყვანასაც შეძლებს.
-რისთვის გინდა ეს თავისუფლება?
-გიპასუხებთ, თუ არ დამცინებთ- მომხიბვლელი ღიმილი მიანათა თიკოს, - მინდა ბაღში ვიმუშაო.
-ბავშვებთან?- თიკომ წამოიძახა გაფართოებული თვალებით.
-ხო, ბავშვებთან.
-ამას შენგან არ მოველოდი! ყოფილი მაფიოზი და ბავშვები!
-გთხოვთ, ნუ დამცინიხართ!
-არ დაგცინივარ,- თიკომ გაუღიმა.-ძალიან კარგი ადამიანი ყოფილხართ ბატონო დემეტრე. ამიერიდან შეგიძლიათ, ქალბატონოთი მომმართოთ.- თვალი საყვარლად ჩაუკრა და სამზარეულოსკენ ცანცარით წავიდა.

-

-ვერ დაიჯერებთ რა გავიგე!-ოთახში ლილე შემოვარდა გახარებული სახით.
-რა? ჩემს და დემეტრეს საუბარს უსმენდი?- შეიცხადა თიკომ და ხელები გულთან მიიტანა. მისი ცანცარა ხასიათი ისევ რიგში იყო და წინანდელი ღელვა აღარ ეტყობოდა.
-რა შუაშია?- ლილემ წარბები შეჭმუხნა, მაგრამ ისევ თავის აღტაცებას დაუბრუნდა.- მოკლედ ბანკების სახელები ერთი და იგივე არ არის, მაგრამ ის ორი ანგარიში რაც გვქონდა გადავამოწმებინა. აღმოჩნდა რომ მათ კიდევ სხვა საიდუმლო ანგარიში ჰქონდათ მიმაგრებული. ჩვენი გაგზავნილი ფული პირველ ანგარიშზე მიდიოდა, მაგრამ ავტომატურად ფულის ნაწილი საიდუმლო ანგარიშზე ირიცხებოდა და ჩანაწერებში ამის შესახებ არაფერი ინიშნებოდა.
-საიდუმლო? ეგრე შეიძლება?- თიკომ იკითხა და მისი აღტაცების მიზეზს ვერ მიხვდა.
-თუ თვითონ პირველი ანგარიშის შემქმნელი მოინდომებს რატომაც არა. ამ საიდუმლო ანგარიშებს ხშირად ფულის „შავი დღისთვის“ შენახვაში ხსნიდნენ, მაგრამ ასე, ფულის გადასარიცხად არავის გაუკეთებია. აი ასე იკარგებოდა ფულის ნაწილი!
-გამოდის მომჩივრებმა თვითონ გახსნეს საიდუმლო ანგარიში, სადაც ფული ისევ მათვე მისდიოდათ და ეს აყალმაყალი ძალით ატეხეს?- დემეტრემ იკითხა.
-ფული მათ არ მისდიოდათ.- ზენონი საძინებელი ოთახიდან ლეპტოპით ხელში გამოვიდა და კმაყოფილებას არ მალავდა.-დაკარგული ფული „მგლების“ ბანკში ირიცხებოდა. „მგლებმა“ ახალი შექმნილი, სუსტი ჯგუფები მოისყიდა, საიდუმლო ანგარიშები გაახსნევინა და ძლიერი ჯგუფების განადგურებით დაჰპირდა აყვავებას.
-გამოდის, ეს ყველაფერი მან მოაწყო?- დემეტრე ფეხზე წამოდგა და სიხარული არ დაუმალავს.
-გამოდის, ხვალ მისი წვეულების ჩაშლა მოგვიწევს.- ზენონმა გაიცინა და ყველა იქ მყოფს გადახედა.- ამ საქმეს დახურულად ვაცხადებ. შეგიძლიათ ისევ ჭამას მიუბრუნდეთ ან დაიძინოთ.
თიკომ სიხარულისგან ხტუნვა და ყვირილი დაიწყო. ჯერ ლილეს შემოახტა ცრემლიანი თვალებით, უთხრა რომ უკვე გამოტირებული ჰყავდა და გასვენების მოწყობას აპირებდა. შემდეგ ზენონს მიუბრუნდა სიტყვებით „ლილეს მიხედე ყოფილო მაფიოზო!“ და ბოლოს დემეტრეს მივარდა ბაგაბაღების ვაკანსიების საძებნელად.
ზენონმა გოგონას უცნაურ საქციელს თვალი გააყოლა, ბოლოს კი ლილეს მიუტრიალდა. თვალებით კარებისკენ ანიშნა და ისიც თავის დაქნევით დაემორჩილა.

-

-სად მივდივართ?- ლილემ ჰკითხა და ზენონის თბილი ქურთუკი მოირგო.
-ხვალისთვის არ უნდა ვიყიდოთ ტანსაცმელი?- ბიჭმა ჰკითხა და ხელი გადახვია.
-ტანსაცმელი...-ლილემ გაიმეორა ხმადაბლა, - არ მეგონა, ღამის პირველ საათზე შოპინგი თუ მოგინდებოდა.
ზენონმა სიცილით უპასუხა და მასზე დაბალ გოგონას თმებზე აკოცა.
ალბათ ლილე არ ეტყოდა, რომ ღამე სეირნობა ძალიან უყვარდა. აქამდე თიკოსთან ერთად ვერ ბედავდა ძალიან გვიან გამოსვლას, რადგან არ უნდოდა რამე საფრთხეში ჩაეგდო მეგობარი, მაგრამ ახლა ლამპიონებით განათებულ ქუჩებში , ზენონთან თავს დაცულად გრძნობდა. შეეძლო ყველაფერი გაეკეთებინა დაუფიქრებლად და ბიჭი იქვე იქნებოდა მის დასახმარებლად, ყველა მის კაპრიზს შეასრულებდა და ერთხელაც არ დაიწუწუნებდა. ამ იდეებით გართული ლილეც ყველა მაღაზიაში შევიდა. ზენონს საოცარი ფორმები მოარგო, ბიჭის შეწუხებული სახეებით გაავსო ტელეფონის მეხსიერება და თავისი მომღიმარე სახეც არ დაიშურა სურათებისთვის. არ შერცხვა ქანდაკების წინ კაბების ჩაცმა, მისი არც თუ ისე ქალური ფორმების გამოჩენა და ქუსლიანებზე მთვრალივით სიარული.
ზენონი მას დიდი ენთუზიაზმით ამკობდა ლამაზი სიტყვებით, ყოველ წამს უმეორებდა რამდენად მიმზიდველი იყო და თხოვდა ეგეთი თვალებით არ შეეხედა, რადგან ისეთ რამეს იზამდა რომ იქიდან გამოაგდებდნენ. ლილეც საპასუხოდ კისკისებდა და მის მხარს ეყრდნობოდა.
იქამდე იბრძოლეს მაღაზიებში სანამ მათი დაკეტვის და ბოლო გადაწყევტილების დრო არ მოვიდა. წყვილმა ერთმანეთის შესაფერისი ტანისამოსი იყიდეს. ლილეს გრძელი, უკან შეხსნილი ოქროსფერი კაბა აურჩია ზენონმა, ლამაზი ბრილიანტების სამკაულები დაკიდა და შედარებით მცირე სანტიმეტრების ქუსლიანები აურჩია. ლილემ შავი ფერის შარვალ-კოსტუმი აარჩევინა ზენონს თავისთვის და მისი მოწონებით საათიც აყიდინა. ბიჭმა გოგონას სულ ბუზღუნით გადააფიქრებინა ფულის დახარჯვა ტანსაცამელზე. აი, ლილემ კი იმავე შეუპოვრობით აიძულა ტკილეულობების ყიდვა და მათი გასინჯვა. ზენონის „მგონი ცუდად ვარს“ ყურადღებას არ აქცევდა, უფრო მეტს აძლევდა შესაჭმელად.
იმედი ჰქონდა, რომ ხვალინდელი დღეც კარგად ჩაივლიდა, ზენონთან ბედნერი დღეების გატარებას შეძლებდა და საბოლოოდ დემონს ფრთებს გააშლევინებდა.

-

-გისმენთ. -ტელეფონში ხმა გაისმა და ლილეს ჟრუანტელმა დაუარა, მისი პატრონის სახის გახსენებაზე.
-მე ვარ...-ლილემ ჩაიბურტყუნა, - ლილე...
-სახელიც რომ არ გეთქვა, ხმაზე მაინც გიცნობდი - თორნიკემ გაიცინა და უხერხულობა გაფანტა.- შეიძლება გავიგო რატომ მირეკავ?
-მინდა...
-ნუთუ იმ ბიჭთან უთანხმოება მოგივიდა?- გოგონას სიჩუმეზე, ბიჭმა დასკვნების გამოტანა დაიწყო. - თუ ყველაფერი ძალიან ცუდად არის, ხომ იცი რომ დაგეხმარები.
-არა...დახმარება არ მინდა...-ლილემ თავი ისე გააქნია, გეგონება თორნიკე მეორე მხრიდან დაინახავდა.
-მინდოდა მადლობა გადამეხადა ჩემთან ყოფნისთვის, მიუხედავად იმისა რომ არ გიყვარდი...
-მიყვარდი- მისი ტონი ოდნავ გამკაცრდა, მაგრამ მაინც თავისი ბავშვური სიხალისე შეურია. -მაგრამ საკმარისად არა. ისე არ მიყვარდი, როგორც შენ გინდოდა.
-და მაინც მინდოდა მეთქვა...მიყვარდი.- ლილემ ძლივს ამოღერღა და ამოისუნთქა.- ძალიან მიყვარდი. შეიძლება ახლაც, სადღაც გულის კუნჭულში მიყვარხარ, მაგრამ...
-ისე ძლიერ აღარ- ბიჭმა დაასრულებინა წინადადება.- ყოველთვის გქონდა ეს ცუდი ჩვევა. იყვარებდი იმათ, რომლებიც ამას არ იმსახურებდნენ. იმდენი საშინელება გაგიკეთე და მაინც კარგს ხედავდი ჩემში...შენი სიყვარული მაშინებდა.
-ვიცი...მეც ძალიან მაშინებდა.
-ახლა? გეშინია?- თორნიკენ ინტერესით ჰკითხა.- პირველი მას შეუყვარდი, როგორც ვხვდები. ალბათ ახლა უკვე მას ეშინია.
-არა, არ მივცემ მას ნებას რომ შეეშინდეს. ჩემი გრძნობები მისას მალე დაეწევა. მარტოს არ დავტოვებ.
-მაშინ მიხარია, ლილე. იმედია სულ ეგრე ეყვარები.- ბიჭმა ხმადაბლა უთხრა, -თუ შენს სიჩუმეს გავითვალისწინებ... ეს შენი დამშვიდობებაა, არა? სამუდამოდ მემშვიდობები.
-ხო,- თავდაჯერებულად უპასუხა ლილემ. - მადლობა ყველაფრისთვის რაც კარგი გაგიკეთებია ჩემთვის. ცუდისთვისაც მადლობას გიხდი, რადგან მათი საშუალებით ჩამოგცილდი და მას შევხვდი. კარგად იყავი.
-ლილე...-თორნიკეს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრა.- მაპატიე, ბედნიერებას გისურვებ.
ლილემ ტელეფონი ყურიდან მოიშორა და გამორთულ ეკრანს დახედა. არ ეგონა თორნიკესთან საუბარს ოდესმე თუ გადაწყვიტავდა, მაგრამ მან ეს შეძლო და ყველა მძიმე მოგონებაც გაუშვა გონებიდან. თორნიკეს უთხრა რომ უყვარდა, მადლობა მოუხადა, მისი გალანძღვა ვერ შეძლო, მაგრამ მაინც კმაყოფილი იყო. მის გულს ალბათ არ შეეძლო იმ კაცის გალანძღვა, რომელიც აქამდე ძალიან უყვარდა. ახლა კი ლილეს მხოლოდ თავისი გულის თავისუფლების აღნიშვნაღა რჩებოდა.
-მზად ხარ?- ზენონმა ჰკითხა და ოთახის კარები შეაღო.
-კი. - ლილემ გაუღიმა, საწოლიდან წამოდგა და კაბა გაისწორა. - მაპატიე, შენი ტელეფონი მივითვისე.
-სულ შენი იყოს,- ზენონმა გაუღიმა და ხელით ნაზად დაატრიალა.- ნამდვილი ანგელოზი ხარ.
-მეგონა აქამდეც ვიყავი.- ლილემ წაკბინა და ცხვირი აიბზუა.
-აქამდეც იყავი, მაგრამ შესაფერისი დიდება გაკლდა.- ზენონმა გაუღიმა და სარკის წინ დააყენა.
-შენ როგორც ყოველთვის, ლამაზი ქანდაკება ხარ.- ლილემ საყვარლად გაუღიმა და თავი მკერდზე მიადო.
-მადლობა ანგელოზო.- ზენონმა ხელზე აკოცა და მისკენ შემოატრიალა.- ბედნიერი ვარ, რომ მხარს მიმშვენებ და ჩემი ერთგული ხარ.
-მეც ბედნიერი ვარ, რომ მხოლოდ მე მიყურებ.
-სულ ეგრე იქნება. პირობას გაძლევ,- უთხრა ზენონმა და ლილეს ხელი როგორც სჩვევია გულზე მიიდო.- ეს გული მუდამ შენი იქნება.
-რა თქმა უნდა ქანდაკებავ, მისი მოვლა მე უფრო უკეთ შემიძლია.- უპასუხა ლილემ და მაგრად მოეხვია.
-თუ რამე ცუდად წავიდა...-ზენონმა მის ყელში თავჩარგულმა წარმოთქვა, -მინდა ვიცოდე, მართლა მზად თუ ხარ ჩემთან ერთად გაქცევაზე.
-ყველაფერი კარგად წავა და... მზად ვარ ყველგან წამოგყვე.- ლილემ გამამხნევებლად გაუღიმა, ცხვირზე საყვარლად აკოცა და ოთახიდან გამოიყვანა. -სულ შენს გვერძე ვიქნები, სანერვიულო არაფერი გაქვს.
-ოჰ, ზენონის დასაცავად ხარ გამზადებული?- თიკომ გამოსძახა სავარძლიდან და ლილეს დანახვისას მაშინათვე პირი დააღო.
-რა თქმა უნდა! მუშტების სროლა შემიძლია.- ხელი მუქარის ნიშნად ზევით ასწია და გაიცინა.
-ლილე...-თიკომ ამოილუღლუღა. გოგონას წრე დაარტყა და გულზე ხელი მიიდო.
-ძალიან ლამაზად გამოიყურები.- დემეტრემ დაამთავრა მისი სათქმელი და გოგონას თავი დაუკრა.
-ეი, ჩემია!- ზენონმა შეუბღვირა და წელზე შემოხვია ლილეს ხელი.
-მეგონა ეჭვიანობა უკან ჩამოვიტოვეთ.- ლილემ თითი დაუქნია გაფრთხილების ნიშნად და წარბები გაასწორებინა ბიჭს.- წავედით?
-კი, ტაქსი მოსულია თიკოს წასაყვანად. ჩვენი წასვლის დროცაა.- დემეტრემ უპასუხა და გასავლელი კარები გამოაღო.
ლილე პირველი გაუშვა ზენონმა და უკან თვითონ მიჰყვა. თიკომ კი დემეტრეს ჩაჰკიდა ხელი გამოსვლისას. ლილეს დაქალის საქციელები თვალიდან არ გამოჰპარვია, ამიტომ გამჭოლ მზერას აყოლებდა თიკოს, რომელიც მას ყურადღებას არ აქცევდა.
ატომობილთან მისვლისას ბიჭები დასხდნენ თავიანთ ადგილას, გოგოები კი გარეთ დარჩნენ დასამშვიდობებლად.
-არ ჩაგეხუტები- თიკომ სერიოზული ხმით გამოუცხადა. მუშტი ზევით ასწია და ლილესას დაელოდა.- შენს დაბრუნებას დაველოდები.
-რა თქმა უნდა დავბრუნდები, დაიკო- ლილემ გაიცინა და თავისი მუშტი შეახვედრა თიკოსას.- რომ მოვალ, შენს კეკლუც საქციელებზე მომიყვები!
-მგონი მეგობარი გავიჩინე- თიკომ ჩაიხითხითა და თავი დაუქნია.- შენ კი იმაზე მომიყევი, იმ სახლში მამაშენმა ეგეთი რა გააკეთა, რომ თვალებში სევდა გეტყობა.
-კარგი.- ლილემ გაუღიმა, - რომ მოვალ საჭმელი დამახვედრე!
-აბა რას ვიზამ!-თიკომ შესძახა და ტაქსში ჩაჯდა.
ლილეც ზენონის გვერძე მოთავსდა, ხელი მაგრად ჩასჭიდა და გაუღიმა.
-ხომ ყველა დამამტკიცებელი საბუთი წამოიღე?
-რა თქმა უნდა.- ზენონმა თვალები დაუბრიალა და ხელზე ხელი მოუჭირა.

-

-ჩემი შემოსვლა არ შეიძლება,- დემეტრე უკან შემოტრიალდა და ზენონს გახედა.- აქ დაგელოდებით.
ზენონმა თავი დაუქნია ლილეს კარები გაუღო და გადმოიყვანა. თვითონ კი ავტომობილს არ მოსცილდა, დემეტრეს ფანჯარასთან გაჩერდა.
-ყველაფერი კარგად დასრულდება, თავისუფლება შეპირებული მაქვს შენთვის. - ზენონმა უთხრა დასამშვიდობებლად და წამოსვლა დააპირა, როდესაც დემეტრემ შეაჩერა.
-ბატონო ზენონ...ფული და თქვენ ორის საბუთები გავამზადე. თუ რამე ცუდად წავა, აქედანვე გაქცევას შეძლებთ.
ზენონმა მას პირველად გაუღიმა გულიანად, ბიჭს მხარზე ჩამოადო ხელი და მოუჭირა.
-მადლობა, შენი ერთგულება ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო.
ზენონმა დემეტრეს აწითლებულ სახეს ზურგი აქცია და ლილეს ხელი შემოხვია წელზე. თავისი უზარმაზარი ტანით, მისი პატარა სხეული გადაფარა და თავი გაიმაგრა. აქედან უკვე პატარა სისუსტეც არ უნდა გამოეხატა. თავისი ანგელოზი უნდა დაეცვა. მასთან ერთად კი, თავისი და დემეტრეს თავისუფლებაც.
პატარა, მოზომილი ნაბიჯებით მაღალ შენობაში შევიდნენ. შესასვლელის ძვირფასმა ჭაღის სინათლემ თვალები წამით მოჭრა ორივეს, მაგრამ სიმშვიდე სახიდან არ გაუქრო. სვლა კვლავ ძველებურად გააგრძელეს და იქ მყოფ სხვა მაფიოზებს ყურადღება არ მიაქციეს. ალბათ წითელ ხალიჩაზე გავლას არ ჰქონდა ამხელა დატვირთვა, როგორც ამ შემოსასვლელის გავლას. მაფიოზებს მხოლოდ ტანისამოსით კი არა, მანერებით და მეწყვილის არჩევნით აფასებდნენ. მოკლე თმიანი უცნობის გამოჩენა კი ნამდვილად არავის მოუვიდოდა გულზე, მისი ცივი გამოხედვა რომ არა. ყინულივით ცივი მზერით ყველა მისკენ მიშტერებულს აფრთხობდა და მის ჩვეულებრივ წარმომავლობაზე აეჭვებდა.
-არ ვიცოდი, თუ გქონდა ლიდერების ქცევები ნასწავლი.- ზენონმა ჩუმად ჩასჩურჩულა და შეუმჩნევლად უკბინა ყურზე, გოგონას სიცივე რომ მოელღო.
-რა თქმა უნდა ვიცი. ხომ არ დაგავიწყდა ვის წელზე გაქვს ხელი შემოხვეული?- ლილემ ამაყად გახედა და აწითლებული ლოყები არ შეიმჩნია.
-მგონი მამაშენი გვიყურებს.-ზენონმა წარმოთქვა და „მთვარეული გველის“ წევრებისკენ გაიხედა.- როგორ გგონია, მასზე კარგ შტაბეჭდილებას ვახდენ?
-მისთვის სულერთია ვინ მეყოლება გვერძე.- ლილემ უპასუხა და ბიჭს ახედა. -იმედია არ მიწყენ, პატარა ინფორმაცია რომ გიორგის მივაწოდე.
-არანაირი წყენა. სწორად მოიქეცი. შენს ჯგუფსაც უნდა მიხედო.-გაამხნევა ბიჭმა და ცარიელ ლიფტში ლილე შეუშვა პირველი.
მათ ორს ანდრეაც შემოჰყვა მომღიმარი სახით და ლიფტის ღილაკს თითი დააჭირა. წყვილი ინტერესით აათვალიერა, შემდეგ კი ზენონს გვერდით ამოუდგა.
-არც მე გამოვიყურები ცუდად!-თავისი თავი შეიქო და ლილეს გახედა დასაყვავებლად.
-არ ვიცი, ლინზების გაკეთება დამავიწყდა დღეს.- ლილემ თვალი აარიდა და დაკეტილი კარებისკენ გაიხედა. მის გვერდით მდგომმა ზენონმა კი გაიცინა კომენტარზე და ძმას მიუბრუნდა.
-მამას რატომ არ დაელოდე?
-როდიდან უწოდებ მას მამას?- ანდრეამ გაკვირვებით ჰკითხა და ზენონის დისკომფორტი რომ შეამჩნია, საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა. - ხომ იცი როგორ უყვარს ყველასთან გამოლაპარაკება, მე კი სად მაქ ლოდინის ნერვები... იმედია, ყველაფერი კარგად არის.
-მშვენივრად. ლიდერობისთვის მოემზადე.- ზენონმა თავი დაუქნია და ახლახანს გაღებულ კარებში ლილე გაატარა. თვითონ გასვლა ანდრეამ არ დააცალა, უკან მოაბრუნა ხელის მოკიდებით და კარები ჩაკეტა.
-რას აკეთებ?- ზენონმა გაღიზიანებით ჰკითხა და მისი ხელები მოიშორა.
-შეიცვალე.- ანდრეამ წარბის აწევით უთხრა.- იღიმიხარ, აღარ იბღვირები, ლილეს კომენტარებზე გეცინება კიდევაც. ახლახანს თავი დამიქნიე... ვინ ხარ?
-ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც ბედნიერების საშუალება მიეცა.- ზენონმა სერიოზული ხმით უპასუხა.
-იმ გოგომ შეგცვალა?- უფროსი ძმა არ ცხრებოდა,- მართლა ასეთი საოცარია?
-ლილეზე ნუ მესაუბრები და მოიშორე სახიდან ეგ იდიოტური გამოხედვა.
ზენონმა ლიფტის ღილაკს მიაჭირა და გასვლა დააპირა, მაგრამ ისევ ანდრეას სიტყვებმა შეაჩერა.
-გეზიზღები?
ზენონი ცოტახანს დუმდა, შემდეგ უფროსი ძმის უცნაურად მოღუშული სახე შეათვალიერა და უპასუხა.
-მაპატიე, ახლა მივხვდი რომ ჩემს მოკვლას არასდროს ეცდებოდი. წარმატებებს გისურვებ ძმაო, იმედია კარგი ლიდერი იქნები.
ანდრეას თვალები სიხარულით აუციმციმდა, ჩუმად ჩაიღიმა და დაკეტილ კარებში საწყალი სახე მიღოო. ლიდერობამდე სასიხარულო სიტყვები მაინც გაიგონა. ახლა კი ეს უნდა ეკმარა, მუდმივ მკვლელობებში საცხოვრებლად.
ზენონი დიდხანს უყურებდა დაკეტილ ლიფტის კარებს. მხოლოდ ლილეს ნაზმა თითებმა მოიყვანეს გონს, რომლებიც სახეზე ეფერებოდნენ.
-ყველაფერი კარგადაა?
-მგონი...-ზენონმა ხმადაბლა ჩაუბუტბუტა,- ანდრეას სახეზე, ჩემი ძველი გამომეტყველება დავინახე და... მგონი რაღაც ახსენა ბედნიერების არ ქონაზე.
ლილემ ნაღვლიანად გაუღიმა, ბიჭის ტუჩებს ნაზად შეეხო და სითბო დაუბრუნა.
-ნუ ღელავ, ანდრეას თავისი ბედი ერგო წილად. ახლა უკვე მისი გადასაწყვეტია რა გზით წავა.
-გგონია მაფიოზობას გაექცევა?
-და რა შეუშლის ხელს? მამის და ძმის იმედი ექნება. თუ მოუნდება, რამეს მოიფიქრეს.
ზენონი მისი პასუხით კმაყოფილი დარჩა. თავისი ძველი სიმკაცრე დაიბრუნა და ლილეს ხელი კვლავ შემოხვია. დარბაზში სხვებთან ერთად შეაბიჯა. ადგილი დაიკავა გრძელ მაგიდასთან. მათ გვერძე ანდრეა და ყოფილი ლიდერი დაჯდა. „მთვარეული გველის“ წევრები კი მოშორებით მოთავსდნენ. ლილე ბაბუამისის მზერას გრძნობდა, მაგრამ მიტრიალებას არ აპირებდა, რადგან იცოდა კაცი ან რამე სასაცილო სახეს მიიღებდა ან თვალს ჩაუკრავდა და ახლა, მისი ცივი მზერის მოშორების დრო არ იყო.
ყველაზე ბოლოს „მგლების“ ლიდერი შემოვიდა. დრაკულას გავდა თავისი გრძელი შავი მოსასხამით და წვეტიანი კბილებით. თავში დადგომისას, ყველას ამაყად გადახედა და ხელები ბრახუნით დაანარცხა მაგიდაზე.
-მაფიოზებო!- კაცმა ბოხი ხმით დაიწყო გამოსვლა, - აქ ყოფნის მიზეზი ყველამ იცით. ფული იკარგება! იმხელა რაოდენობის ფული, რომ ზოგიერთ ჩვენგანს გაკოტრებას და განადგურებას გვიქადის. ზოგიერთი აქ მყოფი კი ამ აურზაურის გამომწვევია...- კაცმა „დამნაშავეებს“ თვალი მოავლო და გააგრძელა.- იცით, რომ ღალატი ჩვენს ჯგუფში სიკვდილით ისჯება. მაშინ რატომ გვიყურებენ ისინი ასე უტიფრად, არ ეშინიათ და ფულს არ გვიბრუნებენ?
-მართალია!- წამოიყვირა ერთ-ერთმა „მსხვერპლმა“. - ფული ორმაგად უნდა ავანაზაღაურებინოთ.
-საერთოდ მათი ჯგუფი უნდა დავშალოთ და ლიდერების ოჯახი ამოწყვიტოთ, რათა თავიდან შექმნის საშუალება არ მივცეთ!- მეორემაც მხარი აუბა.
-მაშინ რაღას ვუცდით? როგორც ჩანს თავის გამართლებაც არ შეუძლიათ და ჩვენს სიტყვებს უსმენენ მხოლოდ!
ლილე ზენონის დაძაბულობას გრძნობდა. მისი დაწყნარების მიზნით, ამიტომ ხელი ფეხზე დაადო და მაგრად მოუჭირა, აგრძნობინა მისი იქ ყოფნა. ქანდაკებაც ოდნავ მოეშვა, საპასუხოდ კი ლილეს თავისი ხელი ზევიდან დაადო.
-მგონი, ჩვენი მოსმენის ჯერი მოვიდა და დროა ხმის ტონს დაუწიოთ!- ზენონმა ხმამაღლა წარმოთქვა და იქ მყოფნი დაადუმა.
ლილეს თვალიდან არ გამოჰპარვია „მგლების“ ლიდერის თავის მოძრაობა და კარებთან მდგარი მცველის საპასუხო მოქმედება. მაშინათვე მამამის გახედა, რომელიც მას უყურებდა და ამოწმებდა მის მსგავსად ფიქროდა ქალიშვილი თუ არა.
-იმედია, საიდუმლო ანგარიშების არსებობა ცოტა გონებას გაგიხსნით და თავშეკავებულობას გასწავლით.- ზენონმა ირონიით წარმოთქვა და იქ მყოფების გაკვირვებული მზერა დაიმსახურა.
-საიდუმლო ანგარიშების? ეს რას ნიშნავს?
-ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გაგზავნილი ფული ბანკებში ზუსტი რაოდენობით იგზავნებოდა, მაგრამ მოცემულ ანგარიშებამდე სრულად არ მიდიოდა, რადგან ანგარიშების პატრონებს, ჯგუფებს, რომლებიც ახლა ვითომდა კოტრდებიან, ისე ჰქონდათ ყველაფერი მოწყობილი რომ გაგზავნილი ფული ავტომატურად ორ ნაწილად იყოფოდა. ერთი არსებულ ანგარიშზე ირიცხებოდა, მეორე კი საიდუმლო ანგარიშზე მიდიოდა.
-ჩვენ რა თქმა უნდა ამის შესახებ არაფერი ვიცოდით, რადგან გაგზავნილ ფულს სწორად გვიჯენდა ჩანაწერი და არანაირ შეცდომაზე არ მიგვითითებდა.- გიორგიმ გააგრძელა ზენონის საუბარი.- აღსანიშნავი ასევე ისაა, რომ ყველა ახლად წარმოქმნილ ჯგუფებს ეკარგებოდათ ფული და ეს დაკარგული თანხა კი „მგლების“ დაარსებულ ბანკში ირიცხებოდა.
-მათ გარიგება დადეს „მგლების“ ლიდერთან, რომელმაც ჩვენი, ძლიერი ჯგუფების ხარჯზე ახლების წინ წამოწევა გადაწყვიტა... ახლა კი მოდით გავიგოთ, ვინ არის დამნაშავე და ვის მოუწევს ფულის ანაზღაურება.- ზენონმა სიტყვა დაასრულა და „მგლების ლიდერს“ მობეზრებული მზერით გახედა.
კაცი ჯერ გონს ვერ იყო მოსული, რომ დარბაზში აყალმაყალი ატყდა და ყველა მის დასჯას ითხოვდა. გონზე მოსვლა დიდად არც სჭირდებოდა, რადგან მსხვერპლები თავისი ნებით გამოცხადნენ მის წინაშე და იარაღები პირველ სართულზე დატოვეს. მისი გათვლებით, მოგებული კვლავ ის რჩებოდა.
-ნუთუ გჯერათ ამ ლაწირაკების ნათქვამი?- ახარხარდა კაცი, - დაჯდნენ და ზღაპარი შეთხზეს, რომელიც მაშინათვე დაიჯერეთ. ამის შემდეგ, გამოცდილ ლიდერებს უწოდეთ თქვენ თავს? გამოფხიზლდით! დამამტკციებელი საბუთი არ არსებობს!
-მაშინ ეს რა არის? - ზენონმა ფურცლები ააფრიალა და მაგიდაზე დაყარა, რომელსაც ყველა სათითაოდ დასწვდა და წაკითხვა დაიწყეს.
კარებთან მდგარმა მცველმა ხელების უკან წაღება დაიწყო და ლილესაც გული აუჩქარდა. ზენონს ხელი კისერზე მოხვია, მამამისისკენ გაიხედა, ერთხელ დაიყვირა ხმამაღლა „დაბლა“ და ბიჭთან ერთად მაგიდის ქვეშ შევარდა.
გასროლის ხმამ ყველა დააფრთხო. მაფიოზები სიჩუმის მაგივრად, საშინელ გინებას და სკამების ლეწვას შეუდგნენ მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად. ლილეს კი ზენონზე ეკიდა ხელი და ელოდებოდა მამამისის მოქმედებას, რომ აქედან გაქცევის საშუალება მისცემოდა.
-რა ხდება?- ზენონმა ხმადაბლა იკითხა და დამფრთხალ გოგონას შეხედა.
-იმედია იცოდი, რომ თავისივე წვეულებაზე ხელცარიელი არ მოვიდოდა.
-არა, მაგას არც მოველოდი, მაგრამ მეგონა მოქმედებას ვერ მოასწრებდა.
-ის ვერა, მაგრამ მისი დაქირავებული მცველი კი.- ლილემ უთხრა და კარების შემომტვრევის ხმა რომ გაიგონა, ზენონს გაქცევაზე ანიშნა.
შემომტვრეული კარებიდან „მთვარეული გველის“ შეიარაღებული წევრები შემოვარდნენ და იმის გაკეთება დაიწყეს რაც ყველაზე კარგად შეეძლოთ: მოწინააღმდეგის მოშორების. ლილე და ზენონი იქიდან გამოიპარნენ. ლიფტსაც აღარ დაელოდნენ და კიბეებით გადაწყვიტეს გაქცევა. ლილეს ქუსლიანების გადამკიდე, ზენონმა ხელებში აიტაცა, გარეთ გასვლისას დემეტრეს ავტომობილის ძებნა დაიწყო, მაგრამ ლილემ შეაჩერა.
-ნუ ღელავ, მათ დაიჭერენ.- გოგონამ აქოშინებულ ზენონს უთხრა და თავი ძირს დაასმევინა.- ყველაფერი დამთავრდა.
-საიდან იცოდი შენი ჯგუფი რომ გამოჩნდებოდა?
-მამაჩემი მარტო არასდროს დადის ასეთ წვეულებებზე.- ლილემ გაღიმება სცადა და გამომსვლელებს დაელოდა.- ახლა გვაქვს ბოლო საშუალება რომ მამაშენს შენი ლიდერობა გადაუბარო და წამოსვლა სთხოვო.
-მეგონა მაფიოზი მოგწონდი.- ზენონმა ნაწყენი ხმა მიიღო და გამოსული ხალხის შეთვალიერება დაწყო.
-მგონი ბევრს ლაპარაკობ.- ლილემ შეუბღვირა და ბიჭს ხელი ჰკრა, მისკენ მომავალი მამა რომ დაინახა.
კაცი მათკენ ნელი ნაბიჯებით მოდიოდა, გზაში ლილეს ათვალიერებდა და იარებს ეძებდა. სახიფათო არაფერი რომ შეამჩნია, თვალები მოულბა. ქალიშვილის გვერდით მდგომს არაფრის მთქმელი მზერა ესროლა. მისგანაც მსგავსი სიმტკიცის შავი თვალების დანახვისას, ოდნავი შვება იგრძნო.
-მისი ხელი რომ ასე თამამად გიკავია, იმედია სიკვდილისთვისაც მზად ხარ.
-მისთვის ჯოჯოხეთიდან დავბრუნდები და თავიდან მოვკვდები.- ზენონმა კბილებიდან გამოსცრა და მამა-შვილი მარტო დატოვა. მათ შორის წარმოქნილი სიჩუმე კი კაცს ფიქრებიდან გამორკვევის საშუალებას არ აძლევდა.
საკმაო დრო ჰქონდა მამაკაცს ამ დედამიწაზე გატარებული, რომ დასკვნა გამოეტანა და ეთქვა, პატაორაობიდანვე ქალებში არ უმართლებდა. დედამ მალევე მიატოვა, შემდეგ ვიღაც ქუჩის ქალისგან შვილი გაუჩნდა, ცოლად მამაკაცის მსგავსი ხასიათის ქალი მოიყვანა და მიხვდა რომ ეს სქესი მისთვის კარგის მომტანი არასდროს იქნებოდა. მათთან ბრძოლასაც თავი ანება და თავისი ოჯახი ერთ მოხუც კაცს დაარქვა, რომელიც მუდამ უჩუმრად, ღირსეულ მამობას უწევდა.
ახლა, კაცის წინ მდგომი არსება , მისავე შექმნილ ქალის წარმოდგენაში საერთოდ არ ჯდებოდა. თავისი თბილი ყავისფერი თვალებით ისე უყურებდა, გეგონება მკვლელი მაფიოზი კი არა, კაცობრიობის გმირი იყო. ბავშვობიდანვე ტკივილის მაგივრად, სიყვარულს ჩუქნიდა. ყველა იმ ქალის მაგივრობას უწევდა, რომელმაც იმედები გაუცრუა და მარტო დატოვა. მისი ასეთი გამორჩეულობა და სიძლიერე, ბუმბერაზ კაცს აშინებდა, ყოველ წამს მისგან უმტკივნეულეს დატრყმას ელოდა და ძრწოდა იმის შიშით, რომ ეს პატარა გოგონა სხვა ქალების მსგავსად მიატოვება. ალბათ, ეს იყო მათ შორის არსებული დისტანციის უდიდესი მიზეზი. შიში ახლოს მოსვლისა.
ახლა, რომ ფიქრობდა. ნეტა როგორ წავიდოდა მისი ცხოვრება ამ ერთადერთი ქალის გარეშე...როგორ წავიდოდა მისი ცხოვრება ლილეს პატარა თითები რომ ერთხელ არ დაეჭირა, მისი თმების სინაზე მარტოობის დროს არ გაეხსენებინა,არ ეფიქრა რომ ვინმე მას სახლში ელოდა და უყვარდა. ალბათ, მისი ცხოვრება აქამდე არც მიაღწევდა.
-ის ბავშვი...- ლილემ თავდახრილმა დაიწყო და კაცის სიჩუმე დაარღვია.- ჩემნაირი არ არის... მას უნდა უთხრა, რომ გიყვარს, როცა იტირებს უნდა ჩაეხუტო, თმების გაზრდა არ დააწყებინო, რადგან სკოლაში დასცინებენ და...ღამე ზღაპრების წაკითხვა არ დაგავიწყდეს... ის ჩემსავით ვერ გაგიგებს. ეგონება, რომ არ გიყვარს და შენს გვერდით არ დარჩება.
-ვიცი,- კაცმა თავი ასწია, ლილეს აცრემლებულ თვალებს შეხედა და ღრმად შეისუნთქა ჰაერი.- ვიცი, რომ შენნაირი შვილი არასდროს მეყოლება.
-ძალიანაც კარგი...-ლილემ გაღიმება სცადა და თმები სახეზე ჩამოიყარა, ცრემლები რომ დაემალა.
-ლილე...-მამამისმა საწყალი ხმა მიიღო და გაღიზიანებამ მოიცვა, რომ გრძონების გამოხატვას მაინც ვერ ახერხებდა.
-ვიცი, რომ წუხარ ჩვენი ჩხუბის გამო...დიდი არაფერია, მაგაზე ხშირად პატარაობაში ვჩხუბობდით...ისიც ვიცი, რომ პატარა სანდროს გამო არ უნდა ვიეჭვიანო და შენთვის გამორჩეულო დავრჩები.
კაცმა თავი დაუქნია. ამ პატარა თოჯინის წინაშე გამოხატულ უსუსურობაზე, სიცილი უნდებოდა. დიდი მაფიოზი ხმას ვერ იღებდა ნერვიულობისგან და შვილის ხელის მოკიდებაც არ შეეძლო. აი მის ქალიშვილს კი სითამამე ამისთვის საკმარისი ჰქონდა.
-მეც მინდა იცოდე რომ ჩემთვის ერთადერთი მამა ხარ და ძია შენთან ახლოსაც ვერ მოვა. მაპატიე, რომ შენთან ერთად დარჩენა არ შემიძლია და მარტო გტოვებ.
კაცს თბილად მოეხვია და თავისი პატარა სხეულით სადამდეც შეძლო მიწვდომა, იმას დასჯერდა. მამის აჩქარებული გულის მოსმენამ, ძალიან გააბედნიერა და მისი წარმოუთქმელი ყველა სიტყვა გაიგონა.
-შენით ვამაყობ-კაცმა ბოლოს წარმოთქვა და ხელი წელზე ნაზად მოხვია.
ლილემაც ღიმილით მხრებზე დაეყრდნო მამას და ლოყაზე აკოცა.
-მეც მიყვარხარ.
კაცის სახე უჩვეულო სიწითლემ მოიცვა და ვერც მიხვდა ისე აჩუქა ლილეს დამაბრმავებელი ღიმილი წასვლის წინ. მის უკან მდგარმა ბაბუამ, ლილეს გამომცდელი თვალებით შეხედა, ორი თითი თვალებთან მიიტანა და შემდეგ გოგონასკენ გაიშვირა, იმის ნიშნად რომ უთვალთვალებდა. ლილემაც თვალების ტრიალით უპასუხა და დააკვირდა ყველა როგორ ჯდებოდა ავტომობილში წასასვლელად. ჩაჯდომამდე გიორგიმ ლილეს ხელი ბედნიერად დაუქნია, გეგონება კარგი და-ძმანი ყოფილიყვნენ და ლილემაც გული არ გაუტეხა, ხელი უკან დაუქნია. დედინაცვლის თავის დაქნევაც აღიარების ნიშნად, არ გამოჰპარვია და მოეჩვენა, რომ ქალმა მისი ატანა სულ ცოტათი მაინც დაიწყო.
-ზენონი სად არის?- მოსულმა დემეტრემ ლილე დააფრთხო და ბოდიშის ნიშნად გაუღიმა.
-მამამისთან სალაპარაკოდ წავიდა. - ლილემ უპასუხა. - ყველაფერი კარგად დასრულდა, ასე რომ შეგიძლია ჩემი საბუთები ისევ დამიბრუნო.
-საიდან იცი?- გაკვირვებით ჰკითხა ლილეს.
-გთხოვ, თიკოს საიდან ეცოდინებოდა ჩემი საბუთების ადგილმდებარეობა? სალხში ტელევიზორის გადამრთველს ვერ პოულობს.
-ვერ იპოვა და გკითხა სად ინახავდი?- დემეტრემ ამოიოხრა მის საქციელზე.
-ზუსტად ეგ გააკეთა.- გოგონამ გაიცინა და მიმოიხედა ქანდაკების თვალის მოსაკრავად.
ცოტა მოშორებით დაინახა, როგორ გამოჰყავდათ დასახიჩრებული „მგლების“ ლიდერი, რომელიც უფრო მკვდარს გავდა ვიდრე ცოცხალს. რომც მომკვდარიყო, უიმისოდაც აინაზღაურებდნენ ფულს ჯგუფები და ნაკლებ სიამოვნებასაც არ მიიღებდნენ. თვითონ ლილე კი მისი ბედის ასე ცუდად წასვლაში თავს არ იდანაშაულებდა, კაცმა რაც დაიმსახურა იმის დაგემოვნება მოუწია ბოლოს.
მაფიოზების ჯგროში ზენონი გამოჩნდა მამამისთან ერთად. ორივენი ლილესკენ მოდიოდნენ და სახეზე არაფერი ეტყობოდათ. გოგონა წამით შეშინდა იმ აზრით, რომ ზენონის თავისუფლებაზე უარი თქვა კაცმა, მაგრამ მოსვლილსას ბიჭმა წელზე ხელი შემოხვია და გაუღიმა.
-სასიამოვნოა ბოლოს და ბოლოს იმ გოგოს გაცნობა, რომელმაც ჩემი შვილი ადამიანს დაამსგავსა.- კაცმა მომხიბვლელად გაიღიმა და ლილეს ხელი გაუწოდა.
გოგონა არ დაბნეულა, კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად ხელი მაგრად ჩამოართვა და საპასუხოდ ნაზი ღიმილი აჩუქა.
-სანამ შენ ვინაობს გავიგებდი, მზად ვიყავი თავიდან მომეშორებინე, მაგრამ შენი პატარაობის სურათი რომ ვნახე, პირველად ვირწმუნე ბედისწერა. - კაცმა უცნაური დასკვნა გამოიტანა, თან ისიც ვერ შეამჩნია რომ წყვილი მის სიტყვების აზრს ვერ წვდებოდნენ.- თუ წლების შემდეგ, ისევ მოახერხე მისი გულის დაპყრობა, არა მგონია მომავალში რამე საფრთხე გელოდოთ.
კითხვის დასმაც არ აცალა კაცმა იქ მყოფებს. ზენონს მხარზე მოუთათუნა ხელი და წავიდა. ბიჭი გაკვირვებული მიუტრიალდა ლილეს იმ იმედით, რომ ის მაინც აუხსნიდა რამეს. გოგონამ კი მხრები აიჩეჩა და ავტომობილისკენ სვლა დაიწყო. საათზე ჯერ კიდევ ოთხი საათი იყო, ლილეს კი საშინლად ეძინებოდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა გეგონება თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი დავალება შეასრულა. არსებული გაჭირვება უკან დატოვა და ახლა დასვენების დრო ეძლეოდა, რომ ტკივილი ბედნიერებით გაეთანაბრებინა.
ზენონის გვერძე მჯდომი ხმას არ იღებდა. ბიჭის პროფილს უყურებდა, რომელიც სწრაფად მიმავალი ავტომობილის გავლილ პეიზაჟებს აკვირდებოდა. მისი სახე ისევ იმ უსულო ქანდაკების სახეს აგონებდა, რომელმაც მისი ყურადღება პირველ დღესვე მიიპყრო. ამ ადამიანს არაფერი აღელვებდა. არც ამ ცხოვრების სწრაფი სვლა, გარეთ მოჩხუბრების ყვირილი, ოჯახის დაკარგვა, სადღაც ათასობით კილომეტრებში გაჩაღებული ომი. ისე წყნარად იჯდა, ისე გაუნძრევლად რომ მის გულისცემაშიც ეჭვი შეგეპარებოდათ.
ბიჭის მუქი შავი თვალები უგრძნობლად მიშტერებოდა ერთ წერტილს, გრძელი წამწამები რითმში ირხეოდნენ. სუნთქვის დროს მხრები შეუმჩნევლად ირწეოდნენ და ჯდომის მანერას არ აცვლევინებდნენ. ლილე ახლა რომ ფიქრობდა, ზენონი ქანდაკებას კი არა, მის საყვარელ ნახატს ჰგავდა.
ხატვის სიყვარულმა, სხვა ნახატების მიმართ სიყვარული გოგონას არ გაუჩინა. მათში ვერ ნახულობდა რაღაც საოცარს, რომელიც გულს აუჩქარებდა, ჟრუანტელს დაუვლიდა და ტირილის მოანდომებდა. ტრაგიკული მხატვრის, ვრუბელის ნამუშევარმა კი სწორედ ეს გაუკეთა. თორმეტი წლის გოგონას გონება წაართვა და შეაყვარა გაწონასწორებული სახის დემონი, რომელიც მისთვის სილამაზის და მარტოობის უდიდესი ნარევი აღმოჩნდა.
დამჯდარი, მუქი შეფერილობის სხეულით დემონი, რომელიც პროფილში იყო დახატული, წინ სიცარიელეს უყურებდა, როდესაც მის უკან სილამაზე ყვაოდა.
თუ ნახატების მნახველებს სიმპათია იმიტომ, უჩნდებოდათ რომ დემონში ადამიანურ სევდას ხედავდნენ, ლილეს ეს დემონები მთელი გულით უყვარდებოდა. მხოლოდ ის თუ იაზრებდა „ დემონი ავზე მეტად, ტანჯული და სევდიანი სულიას“ მნიშვნელობას და ამ სილამაზით შეპყრობილს, სურვილი უჩნდებოდა, დემონის სახეზე სიხარულის კვალიც დაეტოვა.
ალბათ, ამიტომ ვერ აქცია ზურგი ვრუბელის დემონის მსგავს ზენონს. მისი ცხოვრების თანამგზავრი გაუაზრებლად გახდა და მთავარ მიზნად მისი გაბედნიერება დაისახა.
-ზიი...- ლილემ ნაზი ხმით დაუძახა, - მიყვარხარ.
ბიჭის სხეული მაშინათვე შეირხა, გოგონასკენ მიტრიალდა და ულამაზესი ღიმილი აჩუქა, რომელსაც სიტყვები აღარ სჭირდებოდა. მის შემხედვარე ლილეს კი ეგონა, რომ ვრუბელის დემონის მეორე მხარეს შეტრიალება შეძლო და მოწყენილი დემონიც, უკვე ღიმილით უყურებდა მის წინ გაშლილ სილამაზეს...

-

მაფიოზების შეხვედრის ადგილიდან, ოდნავ მოშორებით ერთი გაშლილი მდელო იყო. უამრავი ყვავილებით აბიბინებული, პატარა ბავშვებს თავისკენ ეძახდა და დაკრეფისკენ მოუწოდებდა. ლიდერების შვილები კი მისაღებში მამებს ეჯდნენ გვერდით, დამჯერი ბავშვებივით ხმას არ იღებდნენ და მათ გაუგებარ საუბარს უსმენდნენ. მხოლოდ ხუთი წლის ლილე იპარებოდა აკაკის მეთვალყურეობიდან. თავისი გრძელი შავი თმებით მდელოში მიაბიჯებდა და ბალახებით ივსებდა თმის ღერებს. ამისგან შეწუხებული არც ჩანდა თვითონ. პატარა ხელებით ყვითელ ყავილებს აგროვებდა, შემდეგ გვირილებს ურევდა. შუაში წითელ ყაყაჩოს ათავსებდა და გასვრილი ხელებით მოკლე ჩოლკების გადაწევას სცდილობდა. შესაფერისი ყვავილების ძებნაში წარბები შეეჭმუხნა. ბავშვისთვის შეუფერებელი, სერიოზული გამომეტყველება მიეღო.
-აიღე...მგონი ცისფერი მოუხდება. - მის გვერდით გაჩენილმა ბიჭმა წარმოთქვა და ცისფერი ყვავილებით სავსე ხელი გაუწოდა.
ლილემ ჯერ მის დაკაწრულ ხელებს დახედა, შემდეგ ყვავილები შეათვალიერა. ბიჭს თავისი ხელები მიაშველა და ღიმილით ახედა, საჩუქრის მომტანს.
-ვისთვის კრეფ? დედიკოს უნდა მიუტანო?- შვიდი წლის ზენონმა ჰკითხა და გოგონას გვერძე ჩაიმუხლა.
-დედიკოს...ალა...-ლილემ ხმადაბლა უთხრა თავისი ბავშვური ტონით და თავი ჩახარა.
-მაშინ ვის უნდა აჩუქო?
-აჩუქო?-გოგონამ გაიმეორა და თავი გვერძე მიატრიალა ფიქრის ნიშნად. შემდეგ მამისკენ გაიხედა, რომელიც მას არ უყურებდა და ისევ ბიჭს დაუბრუნა თავისი მზერა.
-მე?-იკითხა გახარებულმა ზენონმა და ლილეს ჩოლკების გადაწევაში დაეხმარა. გოგონამაც უარი აღარ უთხრა და კეთილ ბიჭს თავი დაუქნია.
-მაგარი იქნებოდა თუ ყვავილები სულ ჩემთან იქნებოდა! არასდროს დაჭკნებოდა და ... სულ მე მექნებოდა...-დამწუხრებულმა ბიჭმა უთხრა და გოგონას საჩუქარი გამოართვა.
-მაშინ...დაგიქატავ. ნაქატი ქომ სულ შენთან იქნება?- ლილემ მისი დაწყნარება სცადა და ხელი მაგრად ჩასჭიდა.
-მართლა? დამიხატავ?- ზენონს სახე გაუბრწყინდა.
-ქო.
-შემდეგში...შემდეგში აუცილებლად დამიხატავ!
ლილემაც პირობა მისცა და მასთან ერთად თამაში გააგრძელა. მოშორებით მჯდომმა მაფიოზებმა კი ერთმანეთს გადახედეს.
-უკვე ეტყოდა ვინ რა გზით წავა თავის ცხოვრებაში, არა?- „შავი ვარდის“ ლიდერმა იკითხა.- იმედია არ უწყენთ ჩემს ვაჟს, თქვენი ჯგუფის გოგონათი რომ დაინტერესდა.
-ჯერ პატარები არიან. – „მთვარეული გველის“ ლიდერმა წყანარად წარმოთქვა. - სანამ ბედნიერად ყოფნა შეუძლიათ, იყვნენ. როცა გაიზრდებიან, შემდეგ მე ნუ მიწყენთ, თქვენს შვილს თუ მოვაკითხავ მისი განაწყენებისთვის.

დასასრული.

-
დასასრულიც მოვიდა და იმედია ყველას მოგეწონათ^^ საკმაოდ დიდი თავი იყო, რომლის წერას ორი დღე მოვუნდი და ვეცადე გამორჩეული, დემონის და ანგელოზის შესაფერისი ფინალი ყოფილიყო. მგონი ვერ შევძელი კარგად გადმომეცა ის გრძნობები, რომლებიც თავში მიტრიალებდა, მაგრამ ამას უკვე ჩემს გამოუცდელობას დავაბრალებ.
მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ერთხელ მაინც „შემოიხედა“ და გადაიკითხა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო იმ ხალხს რომლებიც ყოველ თავს იწონებდა და ამით ამჟღავნება თავის არსებობას^^ დიდი მადლობელი ვარ იმ მკითხველების, რომლებიც პირველი თავიდანვე მომყვებოდნენ და აქამდე არ გაცრუებიათ იმედი. იმ 5-6 მომხმარებელს კი რომლებიც უკლებლივ ყოველ თავზე კომენტარებს მიწერდნენ და ისტორიის დასრულებაში სულიერად მეხმარებოდნენ, მინდა ვუთხრა რომ ძალიან ბედნიერი ვარ თქვენი აქტიურობით და გვერდში დგომით <3 ( იმედია იცნობთ თქვენს თავს :დდ ).
ყველას დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ საუკუნოვანი პაუზის შემდეგ პირველივე დადებული ისტორია მოგეწონათ.
ამ თავში გემშვიდობებით^^
-K

№1 სტუმარი manana

საოცარი ინტერესით ველოდი ყოველ ახალ თავს, ძალიან კარგია და მადლობა.

№2  offline წევრი ნორმი

ჯერ არ წამიკითხია მაგრამრომ არ დამეკმენტარებია მოკვდებოდი,ვერ წარომიდგენ რამხელა სიხარულის ღიმილი მაქვს სახეზე გამოსახული,დებილივით გამიხარდა ახარდა თავი რო დავინახე.ვერ წარომიდგენ როგორ დავიტანჯე ეს დღეები რო არ დადე,მაგრამ სიმართლე გითხრა კარგია,ახლა უფრო კაი წასაკითხი იქნება.

Farvana

აი სუპერ დასასრულიიი,ძალიან ძალიან გამიხარდა რომ მამასთან შერიგდა..თავიდან ვერც მე ჩავწვდი იმ სიტყვების აზრზს ,მაგრამ ბოლო ნაწილმა მიმხვედრა და ძალიან გამიხარდა.ძალიან კარგად გქონდა ემოციები გადმოცემული,რაც საგრძნობი იყო ის ვიგრძენი და წესით ყველამ უნდა იგრძნო და კიდევ ძალიან ძალიან უნდა გთხოვო,რომ ახალი მოთხრობით დაბრუნდე.ისიც ასეთივე საინტერესო და კარგი უნდა იყოს აუცილებლად ან ამაზე კარგი.შენ შეგიძლია და ვიცი იმედს არ გამიცრუებ.როდისაც არ უნდა დაიწყო დაწერა,ყოველთვის დაგელოდები და შენი ერთგული მკითხველი ვიქნები სამუდამოდ.ძალიან მაგარი გოგო ხარ და ძალიან მიყვარხარ!ველი ახალ მოთხრობას!
--------------------
მორფეოსი

№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

იმით დავიწყებ რომ სიგიჟემდე შემიყვარდი :დ უბრალოდ საოცრება ხარ და არც კი ვიცი უბრალო "მადლობა" როგორ უნდა გადაგიხადო ამ სასწაული ისტორიისთვის.... საოცრად განსხვავებული ემოციებისთვის.... შეუდარებელი პერსონაჟებისთვის და საერთოდ ამ საოცრებისსთვის... ძალიან მიყვარხარ მოკლედ რა....

პირველი თავიდანვე საოცარი ემოცია მოიტანა აი ისეთი რომ ვერ აღვწერ... ღმერთო როგორ ველოდებოდი ხოლმე ახალი თავების დადებას სული მიკაწკაწებდა.... როცა დადებულს ვნახავდი სიხარულისგან ვხტოდი ვყვიროდი და რას აღარ ვაკეთებდი.... და დღეს როცა წავიკითხე რომ დასასრული ეწერა ისტორიის წაკითხვამდე კინაღამ ტირილი დავიწყე..... აი ბოლო მომენტზე კი ნამდვილად წამომივიდა ერთი ორი კურცხალი ცრემლი...
თურმე ბავშობიდანვე ერთად ყოფილან.... გული მიცემს საოცრად... აუუუ ახლა რა გავაკეთო ამ ისტორიის გარეშე..... უფ....
ლილე საოცარი... ზენონი თვით საოცრება... და ლილეს დაძახებული "ზიი" ყველაზე თბილი და საყვარლობა....
საოცარი ხასიათებით.... მგონი უარყოფითი პერსონაჟის გარეშეც კი იყო ეს ისტორია გასაოცარი და ამაღელვებელი დასასრულით.. რომელმაც მე თვით უემოციო ადამიანი ამატირა :დ :დ
ჩემი დემეტრე როგორ მიყვარს ეს პიროვნება რა.. თავისი საყვარელი ოცნებით...და ჩვენი გიჟმაჟუნა თიკო ჩემ დემეს რო აშინებს :დ
ლილეს და ზენონის მამები არ ვიცი რატომ მაგრამ ორივე ძალიან შემიყვარდა... და ანდრეა ძალიან მაგარი პიროვნება რომელმაც გული გამითბო მისი ძმისდამი დამოკიდებულებით....

ეს ისტორია ჩემთვის არის სრულყოფილება და ასე დარჩება ბოლომდე... დარწმუნებული ვარ კიდევ უამრავჯერ გამიჩნდება სურვილი უკან მოვბრუნდე და ეს ისტორია თავიდან ბოლომდე კიდევ არაერთხელ წავიკითხო ხოლმე....
აუუუფ როგორ არ მიყვარს დამშვიდობებაააააააა :'( როგორ გავძლო აწი "ზიი"-ს გარეშე ვინმე ამიხსნიიით???? დამამშვიდეთ რა ხალხი არ ხართ?! :'( :'(

საუკეთესო ხარ ქეთა...უდიდესი მადლობა ამ ისტორიისთვის და ამ ემოციებისთვის.

პ.ს ბოლოს ერთი თხოვნა მაქ, ეს ისტორია სრულად დადე რა ძალიან გთხოვ <3 მადლობა წინასწარ <3

ბოლო მომენტი უბრალოდ მართლა საოცრება იყო
-
"მაფიოზების შეხვედრის ადგილიდან, ოდნავ მოშორებით ერთი გაშლილი მდელო იყო. უამრავი ყვავილებით აბიბინებული, პატარა ბავშვებს თავისკენ ეძახდა და დაკრეფისკენ მოუწოდებდა. ლიდერების შვილები კი მისაღებში მამებს ეჯდნენ გვერდით, დამჯერი ბავშვებივით ხმას არ იღებდნენ და მათ გაუგებარ საუბარს უსმენდნენ. მხოლოდ ხუთი წლის ლილე იპარებოდა აკაკის მეთვალყურეობიდან. თავისი გრძელი შავი თმებით მდელოში მიაბიჯებდა და ბალახებით ივსებდა თმის ღერებს. ამისგან შეწუხებული არც ჩანდა თვითონ. პატარა ხელებით ყვითელ ყავილებს აგროვებდა, შემდეგ გვირილებს ურევდა. შუაში წითელ ყაყაჩოს ათავსებდა და გასვრილი ხელებით მოკლე ჩოლკების გადაწევას სცდილობდა. შესაფერისი ყვავილების ძებნაში წარბები შეეჭმუხნა. ბავშვისთვის შეუფერებელი, სერიოზული გამომეტყველება მიეღო.
-აიღე...მგონი ცისფერი მოუხდება. - მის გვერდით გაჩენილმა ბიჭმა წარმოთქვა და ცისფერი ყვავილებით სავსე ხელი გაუწოდა.
ლილემ ჯერ მის დაკაწრულ ხელებს დახედა, შემდეგ ყვავილები შეათვალიერა. ბიჭს თავისი ხელები მიაშველა და ღიმილით ახედა, საჩუქრის მომტანს.
-ვისთვის კრეფ? დედიკოს უნდა მიუტანო?- შვიდი წლის ზენონმა ჰკითხა და გოგონას გვერძე ჩაიმუხლა.
-დედიკოს...ალა...-ლილემ ხმადაბლა უთხრა თავისი ბავშვური ტონით და თავი ჩახარა.
-მაშინ ვის უნდა აჩუქო?
-აჩუქო?-გოგონამ გაიმეორა და თავი გვერძე მიატრიალა ფიქრის ნიშნად. შემდეგ მამისკენ გაიხედა, რომელიც მას არ უყურებდა და ისევ ბიჭს დაუბრუნა თავისი მზერა.
-მე?-იკითხა გახარებულმა ზენონმა და ლილეს ჩოლკების გადაწევაში დაეხმარა. გოგონამაც უარი აღარ უთხრა და კეთილ ბიჭს თავი დაუქნია.
-მაგარი იქნებოდა თუ ყვავილები სულ ჩემთან იქნებოდა! არასდროს დაჭკნებოდა და ... სულ მე მექნებოდა...-დამწუხრებულმა ბიჭმა უთხრა და გოგონას საჩუქარი გამოართვა.
-მაშინ...დაგიქატავ. ნაქატი ქომ სულ შენთან იქნება?- ლილემ მისი დაწყნარება სცადა და ხელი მაგრად ჩასჭიდა.
-მართლა? დამიხატავ?- ზენონს სახე გაუბრწყინდა.
-ქო.
-შემდეგში...შემდეგში აუცილებლად დამიხატავ!
ლილემაც პირობა მისცა და მასთან ერთად თამაში გააგრძელა. მოშორებით მჯდომმა მაფიოზებმა კი ერთმანეთს გადახედეს.
-უკვე ეტყოდა ვინ რა გზით წავა თავის ცხოვრებაში, არა?- „შავი ვარდის“ ლიდერმა იკითხა.- იმედია არ უწყენთ ჩემს ვაჟს, თქვენი ჯგუფის გოგონათი რომ დაინტერესდა.
-ჯერ პატარები არიან. – „მთვარეული გველის“ ლიდერმა წყანარად წარმოთქვა. - სანამ ბედნიერად ყოფნა შეუძლიათ, იყვნენ. როცა გაიზრდებიან, შემდეგ მე ნუ მიწყენთ, თქვენს შვილს თუ მოვაკითხავ მისი განაწყენებისთვის."

№4 სტუმარი Mariami

Dzaan karg motkhrobebs wer da. Imedia kide gaagrdzZELEB. R MINDODA DAGEMTAVREBIA ????

№5  offline წევრი cida12

ძალიან კარგი იყო❤️❤️ იმედია კიდევ დაწერ ბევრ და საინტერესო მოთხრობებს ❤️ წარმატებები❤️

№6 სტუმარი სტუმარი ნათია

რომ ვნახე დადებული იყო,თან დასასრულით წაკითხვა გადავდე იმდენად ცუდსდ ვიყავი რომ ასემეგონა თუ დასრულდებოდა სულის ნაწილს გაიყოლებდა და გადავდე წაკითხვა, მაგრამ ღამის ოთხ საათზე გიჟივით ვიღვიძებ დაკითხვასვიწყებ,ყველაფერი ამოყირავდა შემიყვარდა ანდრეაც, ზის და ლილეს მამები, ბაბუა, გიორგიც კი მომეწონა, ბოლო ნაწილმა კი ლამის ფრენა დამაწყებინა, ღმერთო მხოლოდ ოცნებითვაგრძელებ რომ ამას თუგაიხსენებდნენ მათი სიყვარული ხომ უფრო ამაღლებული და ფრთაგაშლილი იქნებოდა თურმე ზის უკვე მაშინ უყვარდა პატარა ლილე,ღმერთო გავაფრენ მგონი აი ეხლა ველი სრულად დადებას რომ თავიდანბოლომდე შეუჩერებლად ვიკითხო და ვიკითხო, და მინდა ჩემს წიგნების თაეოზეც ქონდეს ამ ისტორიას ადგილი მიყვარხარ შენ, მეამაყები და მინდა რომ წერო ბევრი, და ამ სიხარულს დაგულისფრიალს კვლავ განვიცდიდე????????????

№7 სტუმარი მკითხველი

ძალიან კარგი ისტორია იყო, ასევე კარგი დასასრულით.
პირველივე თავიდან მოგყვებოდი და ინტერესი არ გამნელებია, წარმტებები მინდა გისურვო.

№8  offline მოდერი ენემი

დამეფიცება ამაზე მაგარი მოთხრობა არ წამიკითხავს. საოცრებაა და ემოციებს ვერ ავღწერ რაც ვიგრძენი. საოცარი მწერალი საოცარი ისტორიით. დასასრული საოცრება იყო არ მეგონა რომ დემონი და ანგელოზი უკვე ნაცნობები იქნებოდნენ????????????

№9  offline წევრი KATIE ♥12

manana
საოცარი ინტერესით ველოდი ყოველ ახალ თავს, ძალიან კარგია და მადლობა.

დიდი მადლობა^^
Farvana
ჯერ არ წამიკითხია მაგრამრომ არ დამეკმენტარებია მოკვდებოდი,ვერ წარომიდგენ რამხელა სიხარულის ღიმილი მაქვს სახეზე გამოსახული,დებილივით გამიხარდა ახარდა თავი რო დავინახე.ვერ წარომიდგენ როგორ დავიტანჯე ეს დღეები რო არ დადე,მაგრამ სიმართლე გითხრა კარგია,ახლა უფრო კაი წასაკითხი იქნება.

Farvana
ჯერ არ წამიკითხია მაგრამრომ არ დამეკმენტარებია მოკვდებოდი,ვერ წარომიდგენ რამხელა სიხარულის ღიმილი მაქვს სახეზე გამოსახული,დებილივით გამიხარდა ახარდა თავი რო დავინახე.ვერ წარომიდგენ როგორ დავიტანჯე ეს დღეები რო არ დადე,მაგრამ სიმართლე გითხრა კარგია,ახლა უფრო კაი წასაკითხი იქნება.

აი სუპერ დასასრულიიი,ძალიან ძალიან გამიხარდა რომ მამასთან შერიგდა..თავიდან ვერც მე ჩავწვდი იმ სიტყვების აზრზს ,მაგრამ ბოლო ნაწილმა მიმხვედრა და ძალიან გამიხარდა.ძალიან კარგად გქონდა ემოციები გადმოცემული,რაც საგრძნობი იყო ის ვიგრძენი და წესით ყველამ უნდა იგრძნო და კიდევ ძალიან ძალიან უნდა გთხოვო,რომ ახალი მოთხრობით დაბრუნდე.ისიც ასეთივე საინტერესო და კარგი უნდა იყოს აუცილებლად ან ამაზე კარგი.შენ შეგიძლია და ვიცი იმედს არ გამიცრუებ.როდისაც არ უნდა დაიწყო დაწერა,ყოველთვის დაგელოდები და შენი ერთგული მკითხველი ვიქნები სამუდამოდ.ძალიან მაგარი გოგო ხარ და ძალიან მიყვარხარ!ველი ახალ მოთხრობას!

არც კი ვიცი რა გითხრა... ძალიან მახარებს შენი სიტყვები და ვერ ვიჯერებ ერთმა ისტორიამ როგორ შეგიქმნა ჩემზე ასეთი კარგი შთაბეჭდილებები. დიდი მადლობა რომ თავიდანვე გვერდით მედექი და ახლაც იგივეს გაკეთებას აპირებ ^^ ახალ მოთხრობაზე ვფიქრობ...ვფიქრობ და არ ვიცი თავს როგორ გავართმევ.

ანი ანი
იმით დავიწყებ რომ სიგიჟემდე შემიყვარდი :დ უბრალოდ საოცრება ხარ და არც კი ვიცი უბრალო "მადლობა" როგორ უნდა გადაგიხადო ამ სასწაული ისტორიისთვის.... საოცრად განსხვავებული ემოციებისთვის.... შეუდარებელი პერსონაჟებისთვის და საერთოდ ამ საოცრებისსთვის... ძალიან მიყვარხარ მოკლედ რა....

პირველი თავიდანვე საოცარი ემოცია მოიტანა აი ისეთი რომ ვერ აღვწერ... ღმერთო როგორ ველოდებოდი ხოლმე ახალი თავების დადებას სული მიკაწკაწებდა.... როცა დადებულს ვნახავდი სიხარულისგან ვხტოდი ვყვიროდი და რას აღარ ვაკეთებდი.... და დღეს როცა წავიკითხე რომ დასასრული ეწერა ისტორიის წაკითხვამდე კინაღამ ტირილი დავიწყე..... აი ბოლო მომენტზე კი ნამდვილად წამომივიდა ერთი ორი კურცხალი ცრემლი...
თურმე ბავშობიდანვე ერთად ყოფილან.... გული მიცემს საოცრად... აუუუ ახლა რა გავაკეთო ამ ისტორიის გარეშე..... უფ....
ლილე საოცარი... ზენონი თვით საოცრება... და ლილეს დაძახებული "ზიი" ყველაზე თბილი და საყვარლობა....
საოცარი ხასიათებით.... მგონი უარყოფითი პერსონაჟის გარეშეც კი იყო ეს ისტორია გასაოცარი და ამაღელვებელი დასასრულით.. რომელმაც მე თვით უემოციო ადამიანი ამატირა :დ :დ
ჩემი დემეტრე როგორ მიყვარს ეს პიროვნება რა.. თავისი საყვარელი ოცნებით...და ჩვენი გიჟმაჟუნა თიკო ჩემ დემეს რო აშინებს :დ
ლილეს და ზენონის მამები არ ვიცი რატომ მაგრამ ორივე ძალიან შემიყვარდა... და ანდრეა ძალიან მაგარი პიროვნება რომელმაც გული გამითბო მისი ძმისდამი დამოკიდებულებით....

ეს ისტორია ჩემთვის არის სრულყოფილება და ასე დარჩება ბოლომდე... დარწმუნებული ვარ კიდევ უამრავჯერ გამიჩნდება სურვილი უკან მოვბრუნდე და ეს ისტორია თავიდან ბოლომდე კიდევ არაერთხელ წავიკითხო ხოლმე....
აუუუფ როგორ არ მიყვარს დამშვიდობებაააააააა :'( როგორ გავძლო აწი "ზიი"-ს გარეშე ვინმე ამიხსნიიით???? დამამშვიდეთ რა ხალხი არ ხართ?! :'( :'(

საუკეთესო ხარ ქეთა...უდიდესი მადლობა ამ ისტორიისთვის და ამ ემოციებისთვის.

პ.ს ბოლოს ერთი თხოვნა მაქ, ეს ისტორია სრულად დადე რა ძალიან გთხოვ <3 მადლობა წინასწარ <3

ბოლო მომენტი უბრალოდ მართლა საოცრება იყო
-
"მაფიოზების შეხვედრის ადგილიდან, ოდნავ მოშორებით ერთი გაშლილი მდელო იყო. უამრავი ყვავილებით აბიბინებული, პატარა ბავშვებს თავისკენ ეძახდა და დაკრეფისკენ მოუწოდებდა. ლიდერების შვილები კი მისაღებში მამებს ეჯდნენ გვერდით, დამჯერი ბავშვებივით ხმას არ იღებდნენ და მათ გაუგებარ საუბარს უსმენდნენ. მხოლოდ ხუთი წლის ლილე იპარებოდა აკაკის მეთვალყურეობიდან. თავისი გრძელი შავი თმებით მდელოში მიაბიჯებდა და ბალახებით ივსებდა თმის ღერებს. ამისგან შეწუხებული არც ჩანდა თვითონ. პატარა ხელებით ყვითელ ყავილებს აგროვებდა, შემდეგ გვირილებს ურევდა. შუაში წითელ ყაყაჩოს ათავსებდა და გასვრილი ხელებით მოკლე ჩოლკების გადაწევას სცდილობდა. შესაფერისი ყვავილების ძებნაში წარბები შეეჭმუხნა. ბავშვისთვის შეუფერებელი, სერიოზული გამომეტყველება მიეღო.
-აიღე...მგონი ცისფერი მოუხდება. - მის გვერდით გაჩენილმა ბიჭმა წარმოთქვა და ცისფერი ყვავილებით სავსე ხელი გაუწოდა.
ლილემ ჯერ მის დაკაწრულ ხელებს დახედა, შემდეგ ყვავილები შეათვალიერა. ბიჭს თავისი ხელები მიაშველა და ღიმილით ახედა, საჩუქრის მომტანს.
-ვისთვის კრეფ? დედიკოს უნდა მიუტანო?- შვიდი წლის ზენონმა ჰკითხა და გოგონას გვერძე ჩაიმუხლა.
-დედიკოს...ალა...-ლილემ ხმადაბლა უთხრა თავისი ბავშვური ტონით და თავი ჩახარა.
-მაშინ ვის უნდა აჩუქო?
-აჩუქო?-გოგონამ გაიმეორა და თავი გვერძე მიატრიალა ფიქრის ნიშნად. შემდეგ მამისკენ გაიხედა, რომელიც მას არ უყურებდა და ისევ ბიჭს დაუბრუნა თავისი მზერა.
-მე?-იკითხა გახარებულმა ზენონმა და ლილეს ჩოლკების გადაწევაში დაეხმარა. გოგონამაც უარი აღარ უთხრა და კეთილ ბიჭს თავი დაუქნია.
-მაგარი იქნებოდა თუ ყვავილები სულ ჩემთან იქნებოდა! არასდროს დაჭკნებოდა და ... სულ მე მექნებოდა...-დამწუხრებულმა ბიჭმა უთხრა და გოგონას საჩუქარი გამოართვა.
-მაშინ...დაგიქატავ. ნაქატი ქომ სულ შენთან იქნება?- ლილემ მისი დაწყნარება სცადა და ხელი მაგრად ჩასჭიდა.
-მართლა? დამიხატავ?- ზენონს სახე გაუბრწყინდა.
-ქო.
-შემდეგში...შემდეგში აუცილებლად დამიხატავ!
ლილემაც პირობა მისცა და მასთან ერთად თამაში გააგრძელა. მოშორებით მჯდომმა მაფიოზებმა კი ერთმანეთს გადახედეს.
-უკვე ეტყოდა ვინ რა გზით წავა თავის ცხოვრებაში, არა?- „შავი ვარდის“ ლიდერმა იკითხა.- იმედია არ უწყენთ ჩემს ვაჟს, თქვენი ჯგუფის გოგონათი რომ დაინტერესდა.
-ჯერ პატარები არიან. – „მთვარეული გველის“ ლიდერმა წყანარად წარმოთქვა. - სანამ ბედნიერად ყოფნა შეუძლიათ, იყვნენ. როცა გაიზრდებიან, შემდეგ მე ნუ მიწყენთ, თქვენს შვილს თუ მოვაკითხავ მისი განაწყენებისთვის."

ანი... მგონი იმდენად ძვირფასი გახდი ჩემთვის, რომ ქეთას დაძახების ნებასაც მოგცემ :დდ დიდი მადლობა ასეთი სითბოსთვის და სიყვარულისთვის, ჩემი ისტორიის ხელა კომენტარებისთვის, რომლისთვისაც ხშირად თავებს სულ ძალით ვწერდი.
არ მინდოდა ისტორია ბანალური გამოსულიყო, რამე ნაჩქარები გგონებოდათ ან ძალიან გაუმართავი. მიხარია რომ ყველაფერი კატასტროფულად არ იყო და წაკითხვისთვის ღირდა^^. ბოროტ პერსონაჟებს კი მე ვერ ვიტან, ყოველთვის მაქვს ის წარმოდგენა რომ სრულიად ბოროტი ადამიანი არ არსებობს, ამიტომაც ისტორიაში მათ სახეცვლილებას ხშირად ხედავდით^^
რახან ასე ძალიან მთხოვ, აუცილებლად დავდებ ხვალ ან ზეგ^^ ასეთ პატარა თხოვნას როგორ არ შეგისრულებ <3

Mariami
Dzaan karg motkhrobebs wer da. Imedia kide gaagrdzZELEB. R MINDODA DAGEMTAVREBIA ????

დიდი მადლობა წაკითხვისთვის^^ ისტორია სამწუხაროდ დასრულდა და გაგრძელებაზე არამგონია ვიფიქრო <3

cida12
ძალიან კარგი იყო❤️❤️ იმედია კიდევ დაწერ ბევრ და საინტერესო მოთხრობებს ❤️ წარმატებები❤️

დიდი მადლობა^^
მეც მაგის იმედი მაქვს :დდდ

სტუმარი ნათია
რომ ვნახე დადებული იყო,თან დასასრულით წაკითხვა გადავდე იმდენად ცუდსდ ვიყავი რომ ასემეგონა თუ დასრულდებოდა სულის ნაწილს გაიყოლებდა და გადავდე წაკითხვა, მაგრამ ღამის ოთხ საათზე გიჟივით ვიღვიძებ დაკითხვასვიწყებ,ყველაფერი ამოყირავდა შემიყვარდა ანდრეაც, ზის და ლილეს მამები, ბაბუა, გიორგიც კი მომეწონა, ბოლო ნაწილმა კი ლამის ფრენა დამაწყებინა, ღმერთო მხოლოდ ოცნებითვაგრძელებ რომ ამას თუგაიხსენებდნენ მათი სიყვარული ხომ უფრო ამაღლებული და ფრთაგაშლილი იქნებოდა თურმე ზის უკვე მაშინ უყვარდა პატარა ლილე,ღმერთო გავაფრენ მგონი აი ეხლა ველი სრულად დადებას რომ თავიდანბოლომდე შეუჩერებლად ვიკითხო და ვიკითხო, და მინდა ჩემს წიგნების თაეოზეც ქონდეს ამ ისტორიას ადგილი მიყვარხარ შენ, მეამაყები და მინდა რომ წერო ბევრი, და ამ სიხარულს დაგულისფრიალს კვლავ განვიცდიდე????????????

ყველაზე დიდი კომპლიმენტი იყო ჩემთვის თქვენი სიტყვები. მეც ზუსტად ასეთი აღტაცებით ვიცი ამა თუ იმ ისტორიის წაკითხვა, თუნდაც რამე ფილმის ნახვა და გაფიქრება, მინდა ეს წიგნად დაიწეროს და თაროზე მედოს. დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის. ცოტა ნერვიულობას გავცდებით და იქნებ ახალი ისტორიაც დავიწყოთ მე და ჩემმა ლეპტოპმა^^
მკითხველი
ძალიან კარგი ისტორია იყო, ასევე კარგი დასასრულით.
პირველივე თავიდან მოგყვებოდი და ინტერესი არ გამნელებია, წარმტებები მინდა გისურვო.

დიდი მადლობა <3

ენემი
დამეფიცება ამაზე მაგარი მოთხრობა არ წამიკითხავს. საოცრებაა და ემოციებს ვერ ავღწერ რაც ვიგრძენი. საოცარი მწერალი საოცარი ისტორიით. დასასრული საოცრება იყო არ მეგონა რომ დემონი და ანგელოზი უკვე ნაცნობები იქნებოდნენ????????????

არც კი ვიცი როგორ მივიღო თქვენი კომპლიმენტები. დიდი მადლობა <3 მიხარია ასეთი თბილი გრძნობები თუ დაგიტოვათ ისტორიამ ^^

პ.ს მინდა ყველას ბოდიში მოვუხადო, აქამდე კომენტარის დაწერა რომ ვერ შევძელი. ჩემს ლეპტოპისგან საკმაოდ შორს ვიყავი მთელი ერთი კვირით და ტელეფონით ნამდვილად ვერ შევძლებდი ამდენის დაწერას <3
--------------------
-K

№10  offline წევრი KATIE ♥12

ანი ანი
იმით დავიწყებ რომ სიგიჟემდე შემიყვარდი :დ უბრალოდ საოცრება ხარ და არც კი ვიცი უბრალო "მადლობა" როგორ უნდა გადაგიხადო ამ სასწაული ისტორიისთვის.... საოცრად განსხვავებული ემოციებისთვის.... შეუდარებელი პერსონაჟებისთვის და საერთოდ ამ საოცრებისსთვის... ძალიან მიყვარხარ მოკლედ რა....

პირველი თავიდანვე საოცარი ემოცია მოიტანა აი ისეთი რომ ვერ აღვწერ... ღმერთო როგორ ველოდებოდი ხოლმე ახალი თავების დადებას სული მიკაწკაწებდა.... როცა დადებულს ვნახავდი სიხარულისგან ვხტოდი ვყვიროდი და რას აღარ ვაკეთებდი.... და დღეს როცა წავიკითხე რომ დასასრული ეწერა ისტორიის წაკითხვამდე კინაღამ ტირილი დავიწყე..... აი ბოლო მომენტზე კი ნამდვილად წამომივიდა ერთი ორი კურცხალი ცრემლი...
თურმე ბავშობიდანვე ერთად ყოფილან.... გული მიცემს საოცრად... აუუუ ახლა რა გავაკეთო ამ ისტორიის გარეშე..... უფ....
ლილე საოცარი... ზენონი თვით საოცრება... და ლილეს დაძახებული "ზიი" ყველაზე თბილი და საყვარლობა....
საოცარი ხასიათებით.... მგონი უარყოფითი პერსონაჟის გარეშეც კი იყო ეს ისტორია გასაოცარი და ამაღელვებელი დასასრულით.. რომელმაც მე თვით უემოციო ადამიანი ამატირა :დ :დ
ჩემი დემეტრე როგორ მიყვარს ეს პიროვნება რა.. თავისი საყვარელი ოცნებით...და ჩვენი გიჟმაჟუნა თიკო ჩემ დემეს რო აშინებს :დ
ლილეს და ზენონის მამები არ ვიცი რატომ მაგრამ ორივე ძალიან შემიყვარდა... და ანდრეა ძალიან მაგარი პიროვნება რომელმაც გული გამითბო მისი ძმისდამი დამოკიდებულებით....

ეს ისტორია ჩემთვის არის სრულყოფილება და ასე დარჩება ბოლომდე... დარწმუნებული ვარ კიდევ უამრავჯერ გამიჩნდება სურვილი უკან მოვბრუნდე და ეს ისტორია თავიდან ბოლომდე კიდევ არაერთხელ წავიკითხო ხოლმე....
აუუუფ როგორ არ მიყვარს დამშვიდობებაააააააა :'( როგორ გავძლო აწი "ზიი"-ს გარეშე ვინმე ამიხსნიიით???? დამამშვიდეთ რა ხალხი არ ხართ?! :'( :'(

საუკეთესო ხარ ქეთა...უდიდესი მადლობა ამ ისტორიისთვის და ამ ემოციებისთვის.

პ.ს ბოლოს ერთი თხოვნა მაქ, ეს ისტორია სრულად დადე რა ძალიან გთხოვ <3 მადლობა წინასწარ <3

ბოლო მომენტი უბრალოდ მართლა საოცრება იყო
-
"მაფიოზების შეხვედრის ადგილიდან, ოდნავ მოშორებით ერთი გაშლილი მდელო იყო. უამრავი ყვავილებით აბიბინებული, პატარა ბავშვებს თავისკენ ეძახდა და დაკრეფისკენ მოუწოდებდა. ლიდერების შვილები კი მისაღებში მამებს ეჯდნენ გვერდით, დამჯერი ბავშვებივით ხმას არ იღებდნენ და მათ გაუგებარ საუბარს უსმენდნენ. მხოლოდ ხუთი წლის ლილე იპარებოდა აკაკის მეთვალყურეობიდან. თავისი გრძელი შავი თმებით მდელოში მიაბიჯებდა და ბალახებით ივსებდა თმის ღერებს. ამისგან შეწუხებული არც ჩანდა თვითონ. პატარა ხელებით ყვითელ ყავილებს აგროვებდა, შემდეგ გვირილებს ურევდა. შუაში წითელ ყაყაჩოს ათავსებდა და გასვრილი ხელებით მოკლე ჩოლკების გადაწევას სცდილობდა. შესაფერისი ყვავილების ძებნაში წარბები შეეჭმუხნა. ბავშვისთვის შეუფერებელი, სერიოზული გამომეტყველება მიეღო.
-აიღე...მგონი ცისფერი მოუხდება. - მის გვერდით გაჩენილმა ბიჭმა წარმოთქვა და ცისფერი ყვავილებით სავსე ხელი გაუწოდა.
ლილემ ჯერ მის დაკაწრულ ხელებს დახედა, შემდეგ ყვავილები შეათვალიერა. ბიჭს თავისი ხელები მიაშველა და ღიმილით ახედა, საჩუქრის მომტანს.
-ვისთვის კრეფ? დედიკოს უნდა მიუტანო?- შვიდი წლის ზენონმა ჰკითხა და გოგონას გვერძე ჩაიმუხლა.
-დედიკოს...ალა...-ლილემ ხმადაბლა უთხრა თავისი ბავშვური ტონით და თავი ჩახარა.
-მაშინ ვის უნდა აჩუქო?
-აჩუქო?-გოგონამ გაიმეორა და თავი გვერძე მიატრიალა ფიქრის ნიშნად. შემდეგ მამისკენ გაიხედა, რომელიც მას არ უყურებდა და ისევ ბიჭს დაუბრუნა თავისი მზერა.
-მე?-იკითხა გახარებულმა ზენონმა და ლილეს ჩოლკების გადაწევაში დაეხმარა. გოგონამაც უარი აღარ უთხრა და კეთილ ბიჭს თავი დაუქნია.
-მაგარი იქნებოდა თუ ყვავილები სულ ჩემთან იქნებოდა! არასდროს დაჭკნებოდა და ... სულ მე მექნებოდა...-დამწუხრებულმა ბიჭმა უთხრა და გოგონას საჩუქარი გამოართვა.
-მაშინ...დაგიქატავ. ნაქატი ქომ სულ შენთან იქნება?- ლილემ მისი დაწყნარება სცადა და ხელი მაგრად ჩასჭიდა.
-მართლა? დამიხატავ?- ზენონს სახე გაუბრწყინდა.
-ქო.
-შემდეგში...შემდეგში აუცილებლად დამიხატავ!
ლილემაც პირობა მისცა და მასთან ერთად თამაში გააგრძელა. მოშორებით მჯდომმა მაფიოზებმა კი ერთმანეთს გადახედეს.
-უკვე ეტყოდა ვინ რა გზით წავა თავის ცხოვრებაში, არა?- „შავი ვარდის“ ლიდერმა იკითხა.- იმედია არ უწყენთ ჩემს ვაჟს, თქვენი ჯგუფის გოგონათი რომ დაინტერესდა.
-ჯერ პატარები არიან. – „მთვარეული გველის“ ლიდერმა წყანარად წარმოთქვა. - სანამ ბედნიერად ყოფნა შეუძლიათ, იყვნენ. როცა გაიზრდებიან, შემდეგ მე ნუ მიწყენთ, თქვენს შვილს თუ მოვაკითხავ მისი განაწყენებისთვის."

სამწუხაროდ სრულად არ იდება ისტორია, იმის გამო რომ უკვე ნაწილებად იყო ატვირთული^^ იმედია გულგატეხილი არ იქნები <3
--------------------
-K

№11  offline წევრი ენნე

საოცრად მომეწონა, სათაურიდან გამომდინარე რაღაც ბანალურ სიუჟეტს ველოდი, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი! ყოჩაღ!!!

№12  offline წევრი Marita_G

სულმოუთქმელად წავიკითხე და ისა მგონი არ მეყო ხოიცი შენ..... აიიი ძალაინ მაგარი იყოო... არ ველოდი დასრულებული თუ იყო ისე დავიწყე კითხვა და "ოღონდ შემდეგი დადებული იყოს" ფიქრში მივაღწიე ფინალს. საოცარი იყო❤❤❤

№13 სტუმარი ატბ

აუ ამ ისტორიის მეორე ნაწილი არ ექნება? :( ^-^

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent