შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დემონის პატარა ანგელოზი [9]


29-07-2018, 15:47
ავტორი KATIE ♥12
ნანახია 3 058

ლილე ყველანაირად ცდილობდა უზარმაზარი ტატუ დაევიწყებინა ზენონის ზურგზე. ბიჭს უკნიდან ეკვროდა და ნატყვიარს ხელს არ აშორებდა. სულ გალუმპული იყო წვიმისგან, საშინლად სციოდა თან, მაგრამ დიდი მოთმინებით ელოდა დემეტრეს მოსვლას. გადაწყვეტილი ჰქონდა ზენონი მისთვის გადაებარებინა, ეთხოვა, რომ მაფიოზისთვის არ ეთქვა ლილეს აქ ყოფნის შესახებ. იცოდა, ამის ცოდნით ზენონი უფრო გათამამდებოდა და ახლა რახან გაიგო რომ მაფიის ლიდერი იყო, მის თვალში საშიშროება იზრდებოდა.
მალევე მათ წინ ავტომობილი გაჩნდა და იქიდან დაფეთებული დემეტრე გადმოვიდა. გულწასული ზენონის დანახვისას ერთ ადგილას გაშეშდ. ლილეს უსუსური ბავშვივით უყურებდა. არ ეჯერა მის წინ რაც ხდებოდა. მისთვის ლიდერი დაუმარცხებელი, უძლიერესი ადამიანი იყო, რომლის მოკვლაც შეუძლებელი იქნებოდა. ახლა კი მისი ასე დასუსტებულის ნახვა, დემეტრეს ყველა წარმოდგენას უნგრევდა და აშინებდა.
-რას დგახარ? დამეხმარე აყენებაში და ავტომობილში ჩავსვათ!- ლილემ დაუძახა ბიჭის რეაქციით გაკვირვებულმა.
-მე...- დემეტრე ხმას ვერც კი იღებდა და ხელები არ იცოდა სად წაეღო.
-დემეტრე, ახლავე აიყვანე თავი ხელში! ზენონი კარგად არის! უკეთესად იქნება თუ ახლავე დავეხმარებით.- გოგონამ ხმა დაარბილა, სცადა ბიჭის შეგულიანება. - არაფრის გაკეთება რომ არ შეგძლებოდა, კი არ დაგირეკავდი.
დემეტრეც ნელი მაგრამ მყარი ნაბიჯებით წავიდა მათკენ. დაიკუზა და ზენონის ჭრილობა შეათვალიერა, მიხვდა ღრმა რომ არ იყო და თავისუფლად ამოსუნთქვაც შეძლო. ამ ნერვიულობაში ისიც არ გამოპარვია, როგორ აცეცებდა ლილე თვალებს და მაინც და მაინც ზენონის ზურგს აიგნორებდა.
ზენონი ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსე. ლილეს კვლავ ხელი ეკიდა მის სახეზე. ნელ-ნელა ნაზ თითებს ლოყებზე უსვამდა, და რწმუნდებოდა რომ ბიჭი ისევ სუნთქავდა.
-სად წაიყვან?- სიჩუმე ბოლოს ლილემ დაარღვია.
-სასტუმროში. იქ ცხოვრობს უკვე წლებია. კერძო ექიმი გვყავს და იქვე მოუვლის მის ჭრილობას- დემეტრემ აუხსნა და სიჩქარეს მოუმატა.
-ოთახში აყვანაში დაგეხმარები. მერე კი წავალ...- გოგონამ გააგებინა და კვლავ ზენონის სახეს დახედა.
-გთხოვთ არ დამტოვოთ მასთან მარტო- დემეტრემ უეცრად საცოდავი ხმა მიიღო - ისედაც თავს ძლივს ვიკავებ რომ არ გავგიჟდე. მომკლავენ მას რამე თუ მოუვა... თავს მე თვითონ მოვიკლავ ბატონს, რომ რამე მოუვიდეს. ალბათ თავიდანვე იცოდა თვალთვალის შესახებ და მაგიტო მომიშორა თავიდან. ეგონა ფეხებში ავებლანდებოდი. ზუსტადაც რომ სწორედ ეგონა. გამოუსადეგარი ვარ მისთვის...
ლილე მისი აღიარებით გაკვირვებული დარჩა, წამით ვერ მიხვდა ბიჭი რაზე ესაუბრებოდა. შემდეგ კი ზენონის წყნარ სახეს დახედა და გაიღიმა.
-მგონი მას ვერ გაუგე....- გოგონამ თბილი ხმით უპასუხა- ზენონს არ უნდოდა რამე მოგსვლოდა, ამიტომაც მარტო წასვლა ამჯობინა. ეს ქანდაკება თავის ემოციებს კარგად ვერ გამოხატავს. ალბათ ხშირად გეუხეშება კიდევაც, ამიტომ ვერ ხვდები რამდენად ძვირფასი ხარ მისთვის. მე კი დარწმუნებული ვარ, მისთვის უბრალოდ დამჯერი ძაღლი არ ხარ. ასე რომ ყოფილიყო შენ ფარად გამოგიყენებდა და ამ ტყვიას აიცილებდა.
-ქალბატონო ლილე...მართლა ასე ფიქრობთ?- დემეტრეს ხმა უკრთოდა და უკან მიტრიალებას ვერ ბედავდა.
-მე არასდროს ვიტყუები!- გოგონამ გაიცინა ბიჭის „ქალბატონოზე“ და სცადა დაძაბულობა განემუხტა, - მართლა დემეტრე, უნდა წავიდე.
დემეტრე წამით დაფიქრდა, ზენონის ტატუ და გოგონას დამფრთხალი სახე, რომ გაიხსენა მოთხოვნის მიზეზსაც მიხვდა.
-მისი გეშინიათ?- დემეტრემ ჰკითხა.
-უნდა მეშინოდეს?- გოგონამ კითხვა შეუბრუნა და უნებლიედ მზერა ზენონის მოხატულ მხრებზე გადაიტანა.
-არა მგონია. ბატონი არ შეცვლილა. ისევ იგივე დარჩა, იმის განსხავვებით რომ მისი სტატუსი გაიგეთ ჯგუფში.
-მე მისი სტატუსი უფრო მაშინებს, ვიდრე თვითონ ის.- გოგონამ დანანებით გააქნია თავი.
-გთხოვთ, არ წახვდეთ. ასე არა...- დემეტრემ მისი გადარწმუნება დაიწყო. - ბატონი უხეში და ამაყია. ყველა ცუდი თვისება შეიძლება მას მიაწეროთ, მაგრამ ის თქვენთან გულწრფელი იყო. მისი ასე მიტოვება თქვენ უარეს ადამიანად გაქცევთ.
-გგონია ეგ მადარდებს?- ლილეს გაეცინა მის გულახდილობაზე.
-არა, მაგრამ ზენონის გრძნობები კი გადარდებთ. მასში იმას ხედავთ რასაც სხვა ვერ ამჩნევს... ისიც საპასუხოდ გენდობათ.
ლილე მისი პასუხით გაღიზიანდა, ამის მიზეზიც ღიად გამოაცხადა.
-მას რაც არ უნდა გავუკეთო, როგორ ცუდადაც არ უნდა მოვექცე, თავს არ დამანებებს. მაინც სულ ჩემზე იფიქრებს, ჩემით იცხოვრებს. არ მინდა ეს გატაცება უფრო გაეზარდოს. ჩემი საქციელებით მას მილიონჯერ გავანადგურებ...მე მისთვის არაფერი კარგის მოტანა არ შემიძლია....
-ზუსტად ასე არ ხართ თქვენ თორნიკესთან?- დემეტრემ ძაფები ერთმანებს დაუკავშირა და გოგონას სიფრთხილეს მიხვდა ზენონთან- ამიტომაც გინდათ საზღვარი ნათლად უჩვენოთ ზენონს?
ლილე წამით დადუმდა.
-არ მინდა ბოლოს ჩემი ბედი გაიზიაროს...- ხმადაბლა ჩაიბუტბუტა.
- ზენონი თქვენ არ ბრძანდებით, მას თქვენგან რადიკალურად განსხვავებული პრინციპები და ხასიათი აქვს, ამიტომ მაგდაგვარი დადასრული მოსადლონელი არ არის. -დემეტრემ მტკიცედ განუცხადა.- თუმცა, რომ გაიღვიძებს ყველაფერი თავად აუხსენით. თუ ახლავე წახვალთ, მე შევატყობინებ რომ თქვენ იპოვეთ და გადაარჩინეთ. არ მოვატყუებ. ეს კი მას უფრო დიდ იმედს მისცემს.
-ყველა რატომ მაშანტაჟებს?- ლილემ სარკასტულად ჩაიცინა და თავი სავარძელს მიადო. ზენონს თმებზე მოეფერა და წასვლა გადაიფიქრა.
-ყველა?- დემეტრე დაიბნა - ვინმე მოვიდა თქვენთან ჯგუფიდან?
-ვინ იცის... - გოგონამ ჩაიბუტბუტა და კითხვაზე არ უპასუხა.
სასტუმროში მისვლისას ექიმი უკვე იქ დახვდათ. ზენონი თავის უზარმაზარ საწოლში მოათავსეს და ლილე მისაღებ ოთახში გაისტუმრეს, რომ ცოტა დაწყნარებულიყო. გოგონა სავარძელზე ჩამოჯდა. თეთრი კედლები მოათვალიერა, მათმა სიცივემ და ერფეროვნებამ გული შეუკუმშა. აქაურობა სახლს სრულიად არ ჰგავდა. თითქოს არც არავინც ცხოვრობდა წლების განმავლობაში. სურათის ნასახიც არ იყო მთელ ოთახში, სამზარეულოში საჭმლის კვალიც არ ჩანდა. არაფერი ყვიროდა იმას, რომ ეს სახლი ზენონს ეკუთვნოდა.
ლილე სიცივემ შეაწუხა, დემეტრეს ტანისამოსი სთხოვა და ცხელი წყალი გადაივლო აბაზანაში. წვიმის ცივი წვეთები ჩამოიბანა, ბოლოს ძლივს მოდუნდა. მოცემული მაისური უეჭველი ზენონის იყო და შეხედულობით ეტყობოდა, რომ ბიჭი არც კი იცვამდა მას. გოგონამ თხელი სვიტერი ჩაიცვა. რადგანაც კაბასავით ჰქონდა და დემეტრემ ოთახში გათბობა ჩართო, უზარმაზარი შარვლის ჩაცმა გადაიფიქრა. სასტუმროში მოტანილი ცხელი ჩაი ნელა მოსვა და სანამ ექიმი გამოვიდოდა ზენონის ოთახიდან, ლილემ თიკოს გადაურეკა, რომელიც ალბათ უკვე სახლში იქნებოდა.
-სად გდიხარ და სად არის შენი შეპირებული საჭმელი?- თიკოს გაღიზიანებული ხმა გაისმა- არ მითხრა გზაში შემომეჭამა და სახლში ვეღარ მოვდივარ შიშითო!
-ძალიან აზვიადებ შენს შესაძლებლობებს, ეგრე ძალიან ვერ შემაშინებ - ლილემ სიცილი და ძველი ნერვიულობის დაფარვა სცადა.
-რა მოხდა? სად ხარ?- თიკოს მაინც რას გამოაპარებდი.
-ზენონის სახლში ვარ...- გოგონამ აღიარა, მოტყუებას აზრი არც ჰქონდა.- დღეს საშინელ მდგომარეობაში ვნახე... ვერ მივატოვე თიკო. მეშინია რამე არ მოუვიდეს და ჩემი უყურადღებობის ბრალი იყოს.
-იდიოტო... - თიკომ ხმადაბლა წარმოთქვა და გაჩუმდა.- არაფერი მოუვა... უბრალოდ მაგრად იდექი და ... ლილე ჯანდაბა, მანდ რა გინდა?- მაინც ვერ მოითმინა საყვედურის თქმა.
-არ ვიცი...არ ვიცი აქ რა ჯანდაბა მინდა... - ლილემაც ვერ დამალა შეწუხება- რომ გავიფიქრე რამე ცუდი მოუვამეთქი, უკვე მასთან გავრბოდი... ახლა მის გულისცემაში რომ არ დავრწმუნდე ალბათ სულ გავაფრენ...
-ის შენი პასუხისმგებლობა არ არის. ის შენ არ ხარ... არ შეგიძლია ყველა მაფიოზი, რომელსაც შენ გავხარ, გადაარჩინო. თავს უმიზეზოდ იგდებ საფრთხეში და მანერვიულებ... ხომ იცი მას უფრო მეტი ენდომება, შენ კი ამისთვის მზად არ ხარ. ლილე ყოველ წამს თორნიკეზე აბოდებდი, ძლივს დაიწყე მის გარეშე სუნთქვა, მანაც რომ ეგრე დაგახვიოს თავბრუ?
-მგონი ამ შემთხვევაში თორნიკე მე ვარ...- გოგონამ აღიარა.
-აი ამიტომ ხარ დაძაბული? არ გინდა თორნიკეს მსგავსად მას ატკინო გული? ლილე შენ შენ ხარ! არ ხარ ის ნაგავი კაცი, რომელმაც გამოგიყენა.ზენონი კი შენსავით რბილი ხასიათის არ არის, თავის თავს მიხედავს. უბრალოდ სახლში დაბრუნდი ლილე.
-დავბრუნდები...ოღონდ ჯერ დავრწმუნდები რომ კარგად არის... მინდა დაველაპარაკები, ვეტყვი რომ ჩემგან თავი შორს დაიჭიროს.
-ლილე, თუ დარჩები თავს არასდროს დაგანებებს.
-თუ არ დავრჩები იმავეს იზავს, ოღონდ უფრო მძაფრი ფორმით.
-ლილე...
-თიკო, დავემშვიდობები და ისე წამოვალ.
-როდის? უკვე ღამდებდა. ის კი ჯერ არც გაიღვიძებს.
-იქამდე ვიქნები აქ სანამ არ გაიღვიძებს - გამოაცხადა ლილემ.
-ნამდვილი სულელი ხარ... ძალიან კეთილი სულელი- თიკომ დანანებით თქვა და ვერც შეეწინააღმდეგა დაქალს.
-მადლობა, ვცდილობ - ლილემ გაიცინა.
-არა,არ ეცადო!
ლილე იქამდე ესაუბრა დაქალს, სანამ ექიმი არ გამოვიდა ოთახიდან. გოგონამაც ტელეფონი გამორთო და ზენონის მდგომარეობა იკითხა. გაიგო, რომ ტყვია ამოუღეს და სისხლიც გადაუსხეს. ბიჭს კი ახლა ეძინა, მისთვის მკვეთრი მოძრაობა არ შეიძლებოდა. დემეტრე ყველა მითითებას იწერდა, უამრავ კითხვას უსვამდა და მილიონჯერ უმეორებდა ზენონი გადარჩებოდა თუ არა. ლილეს მისი გადამეტებული ნერვიულობა ახალისებდა. მაფიოზისთვის უცნაური იყო ასეთი გულთბილი მარჯვენა ხელის ყოლა, ზენონს კი როგორც ხედავდა ამაში ბედმა ნამდვილად გაუღიმა. დემეტრე მაშინათვე ექიმს გაჰყვა დაწერილი წამლების საყიდლად. დაჭრილი ლილეს დაუტოვა და სთხოვა ტელეფონი სულ თან ჰქონოდა. გოგონამაც დააწყნარა, საჭმლის შეკვეთა მისცა თავისთვის და კარები მიიხურა. ერთი ღრმად ამოისუნთქა გამბედაობის მოსაკრებად და ზენონის ოთახში შეაბიჯა.
ზენონი საწოლზე უძრავად იწვა. თმები სულ აბურძგნული ჰქონდა და ოფლიან შუბლზე ეკვროდა. ტანზე თეთრი პლედი ჰქონდა გადაფარებული, ხელები კი გარეთ ეწყო. ლილემ სკამი მის საწოლთან დადგა, კომფორტულად მოთავსდა და მისი ხელი თავისაში მოათავსა. ხელისგულის სითბოთი დარწმუნდებოდა, რომ ქანდაკება კარგად იყო. ამ პოზაში მალევე ჩაეძინა, მოსულმა დემეტრემაც არ გააღვიძა და პლედი მასაც მიაფარა. შუა ღამეს კი ზენონის ოხვრამ გააღვიძა. ბიჭი სიცხისგან იწვობ, კანკალს არ წყვეტდა. ლილე დაშინებული გავარდა დემეტრესთან მისაღებ ოთაში, ისიც ფეხზე წამოაგდო და უარესად დააფეთა. ზენონს ექიმის გამოწერილი წამალი მაშინათვე დაალევინეს, მაგრამ კანკალს მაინც არ წყვეტდა.
-იქნებ გავაკაოთ?- ლილემ ანერვიულებულმა იკითხა- პატარა რომ ვიყავი, ხშირად მემართებოდა შიშზე საშინელი კანკალი, საწოლზე მაწვენდნენ და ხელ-ფეხს მიკავებდნენ ძლიერად ხტომის შესაჩერებლად.
დემეტრეს პასუხს არ დაელოდა ისე მოეხვია ლილე ბიჭს და ხელები მაგრად მოუჭირა. ზენონის სხეული მასზე ორჯერ დიდი და ძლიერი იყო, ამიტომ მის მცდელობას შედეგი თავიდან არ ეტყობოდა. თუმცა მასთან ერთად დემეტრეც არ ნებდებოდა და ზენონს საბნებით ფარავდა.
-ანგე...ლოზო- ზენონის სუსტი ხმა გაისმა ოთახში და ლილესაც იმედი მიეცა. ეგონა ბიჭი გონზე მოვიდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ბოდავდა. გული მაინც არ გაიტეხა. მისი სახე მკერდზე მიიდო და ძლიერად ჩაეხუტა.
-ზიი, აქ ვარ- ყურში ჩასჩურჩულა- არსად მივდივარ, შენ უბრალოდ გამოკეთდი.
გოგონა მას გაუჩერებლივ უმეორებდა მასთან, რომ იყო. ზენონის კანკალიც ნელ-ნელა შეწყდა და სიცხემაც დაუწია. გათანგული დემეტრე ოთახიდან გავიდა და ბიჭის გვერძე მიძინებული ლილე იქ დატოვა. მადლობელი იყო, რომ მაფიოზთან მარტო დარჩენა არ უწევდა. გოგონა რომ არა, აქამდე ჭკუიდან გადავიდოდა.

-
ზენონს აუტანელ სიცხეში გაეღვიძა მეორე დღეს. თვალები ნელა გაახილა და ტკივილიც იგრძნო მუცლის არეში. ხელის გამოძრავება რომ დააპირა, სიმძიმე იგრძნო, ინტერესით თავი მიატრიალა და ლილეს მძინარე სახე დაინახა. თავიდან სიზმარი ეგონა, ვერც კი იხსენებდა რა მოხდა ან როგორ აღმოჩნდა აქ. შემდეგ ტკივილმა გუშინდელი დღე გაახსენა და ის ფაქტი, რომ ლილეს ურეკავდა. თუმცა როგორც ახსოვს ანგელოზს მისთვის არ უპასუხია. არც მისი მოსვლა ახსოვდა. გოგონას „ზიის“ ძახილი კი რატომღაც ნათლად ესმოდა.
ფიქრისგან თავი ზემდეტად აღარ შეუწუხებია, ანგელოზისკენ ნელა გადატრიალდა და სახეზე ცხვირით მოელამუნა. გოგონას შეწუხებულ სახეზე კი ჩუმად ჩაეცინა. ალბათ დემონი სამოთხეში მოხვდა.
-ანგელოზო, ჩემ გაკვირვებას არ წყვეტ- წარმოთქვა ზენონმა, ლილეს გაღვიძება რომ შეამჩნია.
გოგონა ჯერ წამით მიაშტერდა, შემდეგ საყვარლად გაიზმორა და საწოლიდან წამოიწია. ზენონს ზევიდან დაჰხედა წყნარად. საბანი გადაუწია და თითებიბთ შეხვეულ არეს ნაზა შეეხო. ბიჭის ურეაქციო სახით თუ იმსჯელებდა ეს იგი არ სტკიოდა, მაგრამ ლილე მის ტყუილს არ დაიჯერებდა.
-ძალიან გტკივა?- ჰკითხა ხმადაბლა.
-საერთოდ არ მტკივა- ზენონი ძლიერ ხმის ტონს არ ცვლიდა.
-კარგი, დემეტრეს ვეტყვი გამაყუჩებელი გაგიკეთოს, უცებ გაგივლის- ლილე ყურებს არ იბერტყავდა მის ტყუილებზე.
-ჰეი ანეგლოზო, რა მნიშვნელობა აქვს კითხვას, თუ მაინც არ მისმენ?- ზენონმა მხიარულად უთხრა და გოგონას ხელზე დაექაჩა.
-ძაან ნუ მითამამდებით ბატონო ზენონ- გოგონამ შეუბღვირა, სერიოზული საუბრის ასე დაწყება არ უნდოდა მაგრამ გაწელვაც კარგი არ იქნებოდა.
-ლილე, ძალიან მტკივა- ზენონმა დუმილის შემდეგ თქვა და ლილეს მიაშტერდა.
გოგონა მაშიანთვე დაფრთხა, ფეხზე წამოხტა დემეტრესთან რომ გავარდნილიყო, ზენონის ხელმა კი შეაჩერა.
-ჭრილობაზე მეტად, აი აქ მტკივა- თქვა და ხელი გულზე დაიდო- გირეკავდი და არ მიპასუხე...ახლა კი რაღაცას მიმალავ. დარწმუნებული ვარ შენს აქ ყოფნას რამე მიზეზი უნდა ჰქონდეს.
ლილე მისკენ მიტრიალდა და ბიჭის ხელი არ მოიშორა. თავს დამნაშავედ უფრო გრძნობდა და ხვდებოდა ზენონსაც სწორედ ეს რომ უნდოდა.
-ძალით აკეთებ ამას, გინდა თავი დამნაშავედ მაგრძნობინო და არ წავიდე. იცი რომ არ წავალ...
-ძალიან მიხვედრილი ხარ პატარა ანეგლოზო, მაგრამ ამასთანავე ძალიან დამყოლიც.- ზენონმა პატარა ღიმილით უპასუხა, საწოლზე წამოჯდა და ლილეს შეხედა. - სანამ თავს სუსტად ვგრნობ და არანაირ კომენტარს ვაკეთებ შენს ჩაცმულობაზე, ჯობია ჩამოჯდე საწოლზე და ვისაუბროთ იმაზე რაც გაწუხებს.
ლილემ დაუფიქრებლად დაიხედა და მხოლოდ ახლა გაანალიზა ბიჭისთვის როგორი დასანახი იყო, მხოლოდ მის გრძელ მაისურში გამოწყობილი გოგონას შემჩნევა. მაშინათვე აწითლდა პატარა ანგელოზი, საბნის ქვეშ შეძვრა და ზენონის სახეს დაემალა.
-იდიოტი ხარ ქანდაკებავ- ჩაიბუტბუტა და თმები აიბურძგნა.
ზენონმა გულიანად გადაიხარხარა, ლილეს თავზე ხელი დაადო და თმები გაუსწორა.
-ასე ძალიანაც ნუ განიცდი ანგელოზო.
ლილემ შეუბღვირა გვერდიდან მაგრამ გაჩუმდა და თავის ფიქრებში ჩაიძირა. სიტყვებს ეძებდა საუბრის დასაწყებად, თუმცა როგორც ჩანდა ზენონს სხვა გეგმები ჰქონდა რადგან თვითონ დაიწყო საუბარი.
-ის ნაბიჭ...თორნიკე ვნახე...- ამის გაგებაზე ლილემ თავი წამოწია და ბიჭს თვალებში შეხედა. გული შეეკუმშა მისი ყოფილის ხსენებისას, მაგრამ ზენონის ურჩობამ უფრო გაანაწყენა.
-ძალიან ცუდად იქცევი...-გოგონამ თავი გააქნია- გულწრფელი არ ხარ ჩემთან. ჩემს სიტყვებს არც ისმენ და რაც გინდა იმას აკეთებ...
-იმედებს გიცრუებ ანგელოზო?- ზენონმა ალმაცერად გახედა ლილეს, დიდად შეწუხებული არც ჩანდა ამ ფაქტით.
-ეგ შენ სულ არ განაღვლებს, ამიტომ რატომ კითხულობ? მაინც შენს გრძნობებს წინ დააყენებ.
-მართალი ხარ, მაგრამ არასდროს გავაკეთებ ისეთ რამეს რაც შენ გულს გატკენს.
ლილემ დუმილი არჩია ხმის გაცემას. შემდეგ მათი დაწყებული საუბარი გაიხსენა და თორნიკეს სახელიც ამოუტივტივდა თავში.
-რა გინდოდა მასთან?
-გავაგებინე, რომ უკვე ჩემი ხარ.- ზენონს მკაცრი მზერა ეჭირა.
-ისევ ამ მესაკუთრეობაზე გადმოდიხარ, უკვე აუტანელია- გოგონამ გაღიზიანებით დაიწუწუნა- ხომ...
-ლილე, უბრალოდ მითხარი მაგ არარაობაში რა დაინახე? რითი მჯობია? -ზენონმა წუწუნი არ აცალა და პირდაპირ კითხვაზე გადავიდა, რომელიც კლავდა. გოგონას თმაზე ფერება დაუწყო და ამით ორივეს დამშვიდება სცადა.
ლილე ცოტახანი ხმას არ იღებდა, შემდეგ ზენონის შავ თვალებს შეხედა და გულწრფელობა არჩია. იქნებ ზენონს თუ ყველაფერს მოუყვებოდა, ეს გრძნობები სამუდამოდ დაანებებდა მას თავს და შვებას იგრნობდა ან ბიჭს შესძულდებოდა და თავსაც დაანებებდა.
-ჩემი ოჯახი...ისეთი არ არის როგორიც სხვების- ლილემ ჩუმად დაიწყო, ეცადა მთავარი ეთქვა და რაც საჭირო არ იყო ზენონისთვის არ ეხსენებინა.- მამაჩემს უკვე ჰყავდა ოჯახი, როდესაც სხვა ქალისგან გავუჩნდი. ჩემი არსებობის შესახებ იქამდე არ იცოდა, სანამ სამი წლის არ გავხდი და დედაჩემის უკვე ჩემი ატანა აღარ შეეძლო. თავიდანვე თავისუფალი ქალი იყო და ბავშვის არსებობა მას ძალიან ამძიმებდა, ამიტომ პატარა მამაჩემთან დამტოვა... მისი ოჯახი არ მიღებდა. სულ ჩემს ოთახში მტოვებდნენ მარტოს. არსად მიშვებდნენ სახლის გარეთ. ჩემი არსებობა, ყველასთვის ძალიან ცუდი იყო...
ლილემ თმებში ხელები შეიცურა, რაც ნერვულ ჩვევად ჰქონდა და ზენონის თითებს რომ შეხვდა, მონაყოლი გააგრძელა.
-მოკლედ ძალიან გულჩათხრობილად გავიზარდე, სახლიდან გავიქეცი, ყველა მძულდა, არავის ვუყვარდი, როგორც ჭუჭყს ისე მიყურებდნენ და... ჩემთვის ეს ყველაფერი უკვე აუტანელი იყო... როდესაც თავს ასე უსუსურად გრძნობ, პატარა რაღაც კი დიდ საოცრებად მიგაჩნია. ესეთი საოცრება იყო ის ჩემთვის. თორნიკე პირველად პარკში გავიცანი, როდესაც დებილივით თმებში ქარის გამო ფოთლები მეყარა. ის ისეთი თბილი და საყვარელი იყო. პირველად ვიღაცამ გამიღიმა, თბილი ხელებით შემეხო, საყვარელი მიწოდა. ეს იმ დროს ჩემთვის საოცრებას წარმოადგენა. ჩემნაირ ადაიმანებს კი ისე ადვილად უყვარდებათ, რომ ამის გააზრებასაც კი ვერ ასწრებენ. თორნიკე ცუდი ადამიანი არ არის, მართლა გეუბნები. ის, რომ არა აქამდე ვერც მოვიდოდი, ალბათ ჭკუიდან შევიშლებოდი. სულ ჩემთან იყო, სულიერად მეხმარებოდა, ყველა ჩემი სისუსტე იცოდა და ცდილობდა გავეძლიერებინე. უნივერსიტეტში მან ჩამაბარებინა, ხატვა დამაწყებინა, სახლიდან გასვლა მასწვლა. ჯანდაბა პატარა ბავშვივით გამზარდა! ჩემთვის არავის უსწავლებია კარგი რა იყო, რა უნდა მყავრებოდა... ის ჩემთან საუკეთესო იყო.
-მან შენ გამოგიყენა! უბრალოდ დაგადებილა, იცოდა რომ ვერ დაშორდებოდი- ზენონი მისი მონაყოლით გაღიზიანებული იყო. არა ლილეზე, რომელიც უხსნიდა რატომ უყვარდა თორნიკე, არამედ იმ ცხოვრებაზე და ხალხზე, რომელმაც ლილეს ბენდიერება მოუსპო. მისი ანგელოზი თურმე იტანჯებოდა.
-არა, ზენონ, ჩემი არ გესმის!- გოგონამ ნაწყენი ხმით უპასუხა და მისი ხელი თმიდან მოიშორა.- ის ჩემთან ყოველთვის გულახდილი იყო. ზენონ, უბრალოდ მე მიყვარდა სიგიჟემდე, მე არ ვაძლევდი წასვლის საშუალებას. ქანდაკებავ, ვიცოდი რომ მღალატობდა, ისიც ვიცოდი, რომ როგორც მინდოდა ისე არ ვუყვარდი. მაგრამ მე ხომ მიყვარდა? ის ხომ ჩემთან მაინც ბრუნდებოდა? ზედმეტს არ მთხოვდა, სადაც მინდოდა იქ დავყავდი,ხელს არ მიშვებდა, მიხუტებდა როცა ცუდ ხასიათზე ვიყავი, მავიწყებდა რომ ყველას ჩემი არსებობა სძაგდა.
ლილემ ზენონს ხმის ამოღებაც არ დააცალა ისე გაუყარა მზერა.
-ქანდაკებავ, საშინელი ადამიანი ვარ. რომელსაც არანაირი მორალი არ გააჩნია როდესაც მის გრძნობებზე მიდის საქმე. მკვლელიც რომ ყოფილიყო, მოძალადე, ბოლო არარაობა, მას თავს მაინც არ დავანებებდი. ტკივილს ავიტანდი და მაინც არ გავუშვებდი ხელიდან. ჩვენ ურთიერთობაში მონსტრი მე ვიყავი, რომელიც ბოლოს თვითონ გაიქცა და ყველაფერი მას დააბრალა.
ზენონს უკვე არ შეეძლო მისი სიტყვების მოსმენა. ლილე მის თვალში ძალიან დაბნეული იყო, ყველაფერს უაზროდ თავის თავს აბრალებდა და სიმართლეს ვერ ხედავდა.
ლილეს სახე ხელებში მოიქცია ახლოს მიიზიდა გოგონა, ზევიდან დაისვა ისე, რომ ნაიარები არ გახსნოდა.
-პატარა ანგელოზო, გონება გაქვს გამორეცხილი. ყველაზე ჭკვიანი და ძლიერი ქალი ხარ ვისაც კი შევხვედრივარ. მაგ ნაბიჭვარმა კი ეგ იცოდა. რამდენადაც შენთან კეთილი იყო, იმდენად გიყენებდა და თავში უაზრობებს გაგონებდა. სიყვარულზე ლაპარაკი არცაა, მას ოდნავადაც რომ ანაღვლებდე, ახალ ქალს შენს თვალწინ არ გაიჩენდა. ის გამიზნულად გტკენდა გულს და ვერც კი ხვდები, ამით შენს მოშორებას რომ ცდილობდა.
-არა...მე მას ვუყვარდი...უბრალოდ ძალიან არა- ლილე შეწუხებული ბუტბუტებდა და მის ხელების მოშორებას ცდილობდა, არ უნდოდა სიმართლისთვის თვალი გაესწორებინა.
-ლილე, მასაც აწყობდა შენთან ხელჩაკიდული სიარული. არ იცი, შენნაირი დაუცველი პატარა ანგელოზები როგორ აგრძნობინებენ კაცს თავს. მას სიამაყეს უღვივებდი, თავი ძლიერი ეგონა, მოსწონდა მისგარდა არავის, რომ ხედავდი. ამით სიამოვნებას იღებდა, პატარა სულელო გოგონავ. როდესაც დაინახა ჩახუტებაზე მეტს ვერ მიიღებდა, მობეზრი და ახლის ძებნა დაიწყო. თან მოგეჩვია და შენი დაკარგავც არ უნდოდა. უბრალოდ ნარცისი, ეგოისტი შეგიყვარდა.
-ზიი, ჩემს მოგონებებში მხოლოდ მას ვუყვარდი, არ მინდა ეს ტყუილი აღმოჩნდეს- გოგონამ ცრემლების ღვრა დაიწყო ღაპაღუპით და თვითონაც ვერ მიხვდა, რომ ზენონის თვალწინ უკვე მეორედ ტიროდა. - ზენონ შენს ანგელოზს ძალიან სტკივა, შენი ანგელოზი სულელი აღმოჩნდა რომელიც იმას ებღაუჭებოდა ვინც მისი არასდროს იყო. არ იყო ჩემნაირი, გთხოვ სხვა ნახე მაგ გულის პატრონად.
-დემონი შენსავით კეთილი არ არის, შეიძლება მეც გაგიჟებამდე გადაგეკიდო, მაგრამ როგორც შენ იტანდი თორნიკეს ცუდ ჩვევებს, მე ამას არ ვიზამ. იქამდე შეგებრძოლები სანამ ჩემი ღირსეული ანგელოზი არ გახდები და თავს სიგიჟემდე არ შეგაყვარებ.

---
ეს რა ემოციური თავი იყო :დ შემდეგ თავშიც ბევრი რამ აქვთ ამ ორს გასარჩევი და სალაპარაკო, ამიტომ ისიც წესით კარგი უნდა გამოვიდეს. იმედია, ლილეს გრძნობები თქვენთვის გასაგები იყო <3
თქვენ რაც შეგეხებათ ზენონის ბანდავ :დ, დიდიი მადლობა თბილი, გამამხნევებელი კომენტარებისთვის. მიხარია თქვენმა რიცხვმაც რომ იმატა ^^ გელით ახალი ემოციებით ^^



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ჩემი ზიიიიიი... როგორ როგორ მიყვარს....
მართლაც რომ საოცრად ემოციური თავი იყო.. როგორ მიყვარს რა ყველაფერი ამ ისტორიის...

ხო მოკლედ თავიდან დავიწყებ :დ

ამ გოგ დროა შეიგნოს რო ზენონი მას არასდროს მოეშვება და მოეშვას იმაზე ფიქრს რო ზენონმა თავი დაანებოს შემაწუხა მაგის ამ აზრმა უკვე უჰ... ეს დამპალი თორნიკე მალე ამოიგდოს თავიდან და უსახო პირით გამოლანძღოს რო მე და ზენონმა ამოვისუნთქოთ და გული მოვიფხანოთ რა :დ

დემეტრეზე ვგიიიიიჟდებიიიიიი.. ღმერთო როგორი ალალი პიროვნებაა ძალიან მიყვარს... მისი ემოციები როგორი იყო იმენა მეც გადმომედო.. როგორ ეშინოდა ზენონი არ მომკვდარიყო ღმერთოოო.. საოცარი პიროვნებაა.. როგორ გაეხარდა ლილემ რომ უთხრა ზენონის განძრახვის შესახებ... ძალიან საყვარელია რა... რა კარგი მოსაუბრეა როგორ მაგრად დაარწმუნა ლილე არა რა ძაან მომწონს ეს კაცი და რა გავაკეთო :დ ♡♡♡

თიკოს არგუმენტებს ისე დაძაბული ვკითხულობდო მეთქი არ გადააფიქრებინოს ლილესთქო რო ლამის თითები დავიჭამე :დ

ჩემი აზრით ლილემ უნდა უთხრას მისი ოჯახის "საქმკანობის" შესახებ ზენონს... გულწრფელობა უპირველეს ყოვლისა :დ

როგორი კარგია ჩემი ზიიიიი ... გამიხარდა ლილესთვია თვალების ახელას რომ ცდილობს. იმედია მოახერხებს კიდეც. გიჟდება თავის ანგელოზზე და ეს ძალიან მახარებს

"-ზიი, ჩემს მოგონებებში მხოლოდ მას ვუყვარდი, არ მინდა ეს ტყუილი აღმოჩნდეს- გოგონამ ცრემლების ღვრა დაიწყო ღაპაღუპით და თვითონაც ვერ მიხვდა, რომ ზენონის თვალწინ უკვე მეორედ ტიროდა. - ზენონ შენს ანგელოზს ძალიან სტკივა, შენი ანგელოზი სულელი აღმოჩნდა რომელიც იმას ებღაუჭებოდა ვინც მისი არასდროს იყო. არ იყო ჩემნაირი, გთხოვ სხვა ნახე მაგ გულის პატრონად.
-დემონი შენსავით კეთილი არ არის, შეიძლება მეც გაგიჟებამდე გადაგეკიდო, მაგრამ როგორც შენ იტანდი თორნიკეს ცუდ ჩვევებს, მე ამას არ ვიზამ. იქამდე შეგებრძოლები სანამ ჩემი ღირსეული ანგელოზი არ გახდები და თავს სიგიჟემდე არ შეგაყვარებ."

ამ მომენტზე გეფიცები ბედნიერებისგან სუნთქვა შემეკრა რამოდენიმე წამი...
მოკლედ ძალიან ძალიაააააან ემოციური თავი იყო და რა ვთქვა ძალიან მიყვარს ეს ისტორია რა... მალე დადე შემდეგი ვეღარ ვძლებ ხოლმე იმ ერთ დღესაც კი როცა არ დებ.... მომწონს დიდ თავებს რომ დებ რა ასე გააგრძელე ♡♡♡♡

 


№2 სტუმარი sofo

ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე, მომწონს სასწაულადდდდდდდდ <3 აიიი ძალიან მომწონსს <3 აუ მალე დადე რა და თან დიდი თავები არმყოფნის უფფ

 


№3 სტუმარი Obito

Dzaan kai istoria mxolod erti minda vtqva angelozs fa qandakebas yovel winadadebashi nu iyene gamagizianebelia .. bevri warmateba shen

 


№4 სტუმარი A

მართლა მაგარი თავი იყო. ლილესი მესმის მართლა და ასევე აღბრთოვანებული ვარ ზენონით. ეს ადამიანი მართლაც რომ სიძლიერის, სიყვარულისა და ერთგულების მტკიცე ფარია. წარმატებები ამ წყვილს. ისინი იმსახურებენ ერთად ყოფნასა და ბედნიერებას.... მალე ველი ახალ თავსაც... წარმატებები...

 


№5  offline წევრი KATIE ♥12

ანი ანი
ჩემი ზიიიიიი... როგორ როგორ მიყვარს....
მართლაც რომ საოცრად ემოციური თავი იყო.. როგორ მიყვარს რა ყველაფერი ამ ისტორიის...

ხო მოკლედ თავიდან დავიწყებ :დ

ამ გოგ დროა შეიგნოს რო ზენონი მას არასდროს მოეშვება და მოეშვას იმაზე ფიქრს რო ზენონმა თავი დაანებოს შემაწუხა მაგის ამ აზრმა უკვე უჰ... ეს დამპალი თორნიკე მალე ამოიგდოს თავიდან და უსახო პირით გამოლანძღოს რო მე და ზენონმა ამოვისუნთქოთ და გული მოვიფხანოთ რა :დ

დემეტრეზე ვგიიიიიჟდებიიიიიი.. ღმერთო როგორი ალალი პიროვნებაა ძალიან მიყვარს... მისი ემოციები როგორი იყო იმენა მეც გადმომედო.. როგორ ეშინოდა ზენონი არ მომკვდარიყო ღმერთოოო.. საოცარი პიროვნებაა.. როგორ გაეხარდა ლილემ რომ უთხრა ზენონის განძრახვის შესახებ... ძალიან საყვარელია რა... რა კარგი მოსაუბრეა როგორ მაგრად დაარწმუნა ლილე არა რა ძაან მომწონს ეს კაცი და რა გავაკეთო :დ ♡♡♡

თიკოს არგუმენტებს ისე დაძაბული ვკითხულობდო მეთქი არ გადააფიქრებინოს ლილესთქო რო ლამის თითები დავიჭამე :დ

ჩემი აზრით ლილემ უნდა უთხრას მისი ოჯახის "საქმკანობის" შესახებ ზენონს... გულწრფელობა უპირველეს ყოვლისა :დ

როგორი კარგია ჩემი ზიიიიი ... გამიხარდა ლილესთვია თვალების ახელას რომ ცდილობს. იმედია მოახერხებს კიდეც. გიჟდება თავის ანგელოზზე და ეს ძალიან მახარებს

"-ზიი, ჩემს მოგონებებში მხოლოდ მას ვუყვარდი, არ მინდა ეს ტყუილი აღმოჩნდეს- გოგონამ ცრემლების ღვრა დაიწყო ღაპაღუპით და თვითონაც ვერ მიხვდა, რომ ზენონის თვალწინ უკვე მეორედ ტიროდა. - ზენონ შენს ანგელოზს ძალიან სტკივა, შენი ანგელოზი სულელი აღმოჩნდა რომელიც იმას ებღაუჭებოდა ვინც მისი არასდროს იყო. არ იყო ჩემნაირი, გთხოვ სხვა ნახე მაგ გულის პატრონად.
-დემონი შენსავით კეთილი არ არის, შეიძლება მეც გაგიჟებამდე გადაგეკიდო, მაგრამ როგორც შენ იტანდი თორნიკეს ცუდ ჩვევებს, მე ამას არ ვიზამ. იქამდე შეგებრძოლები სანამ ჩემი ღირსეული ანგელოზი არ გახდები და თავს სიგიჟემდე არ შეგაყვარებ."

ამ მომენტზე გეფიცები ბედნიერებისგან სუნთქვა შემეკრა რამოდენიმე წამი...
მოკლედ ძალიან ძალიაააააან ემოციური თავი იყო და რა ვთქვა ძალიან მიყვარს ეს ისტორია რა... მალე დადე შემდეგი ვეღარ ვძლებ ხოლმე იმ ერთ დღესაც კი როცა არ დებ.... მომწონს დიდ თავებს რომ დებ რა ასე გააგრძელე ♡♡♡♡

დიდი მადლობა, შენი კომენტარი როგორც ყოველთვის ძალიან მახარებს ^^
დემეტრე და თიკო ამ ისტორიას უფრო კარგს ხდის და მიხარია მათი მონაწილეობა, რომ მოსაწყენი არ გგონია ^^
ამ წამს, რაღაც ჩიხში ვარ ახალ თავთან დაკავშირებით და იმედია დადებას არ დავიგვიანებ<3
sofo
ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე, მომწონს სასწაულადდდდდდდდ <3 აიიი ძალიან მომწონსს <3 აუ მალე დადე რა და თან დიდი თავები არმყოფნის უფფ

დიდი მადლობა <33333 ამაზე დიდის დაწერას თუ მოვახერხებ არ ვიცი, მაგრამ პატარას ნამდვილად არ გაკადრებ ^^
Obito
Dzaan kai istoria mxolod erti minda vtqva angelozs fa qandakebas yovel winadadebashi nu iyene gamagizianebelia .. bevri warmateba shen

პირველ რიგში შენი სახელი <3 აწ, ნარუტოს ფანი თუ ხარ და ისე არ გაწერია, ჩათვალე ჩემი გული მოგებული გაქ :დდდ შენს საკმაოდ ლოგიკურ შენიშვნას რაც შეეხება, შესაძლოა ეგ სახელები შევამცირო ჩვეულ დიალოგში, მაგრამ როდესაც ემოციური საუბარი აქვთ, მათი ნაკლებობა, როგორც ავტორს ნამდვილად შემაწუხებს <3 დიდი მადლობა რჩევისთვის და კომენტარისთვის^^

A
მართლა მაგარი თავი იყო. ლილესი მესმის მართლა და ასევე აღბრთოვანებული ვარ ზენონით. ეს ადამიანი მართლაც რომ სიძლიერის, სიყვარულისა და ერთგულების მტკიცე ფარია. წარმატებები ამ წყვილს. ისინი იმსახურებენ ერთად ყოფნასა და ბედნიერებას.... მალე ველი ახალ თავსაც... წარმატებები...

დიდი მადლობა ^^
--------------------
-K

 


№6 სტუმარი Mffcv

Dadeb dges?????

 


№7  offline წევრი KATIE ♥12

Mffcv
Dadeb dges?????

ვერ ვდებ სამწუხაროდ :/
--------------------
-K

 


№8  offline წევრი ჵჵჵჵ

Saocari tavi iyo <3

Ratom ver deb?

 


№9  offline წევრი KATIE ♥12

ჵჵჵჵ
Saocari tavi iyo <3

Ratom ver deb?

რაღაც საიტი მიჭედავდა, მაგრამ ღამე მოვახერხე დადება^^
--------------------
-K

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent