შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯაშუში (თავი 16)


27-08-2018, 23:47
ავტორი n-strovet
ნანახია 1 701

ბელგიაში რამდენიმე საათში ჩავიდნენ. იქვე ტაქსი გააჩერეს ნიკამ თავის მოკრძალებულ სახლში წიყვანა, რომელიც ქალაქ გარედ იყო. ულამაზესი ტყე და ბუნება, სუფთა ჰაერი და რაც მთავარია სიმშვიდე.
-ვიფიქრე მოგეწონებოდა- სახლისთვის თვალი არ მოუშორებია, ისე უთხრრა.ლილიანმა საპასუხოდ მხოლოდ გაუღიმა და ნელი ნაბიჯებით დაიძრა სახლისკენ. ბარგი და პროდუქტები გადმოტანა ტაქსიდან, მძღოლს ფული გადაუხადა და ლილიანს უკან გაყვა.
-ლამაზია, შენი გგემოვნებით არის?-პატარა მყუდრო სახლში დაიწყო მი-მოსვლა.
-ჩემმა დამ დახატა, მე კი ავაშენე საქართველო მინდოდა, მაგრამ….ასეც ხდება ხოლმე-დაღონებულმა გაუღიმა და პროდუქტები სამზარეულოს დახლზე დააწყო-ორი წლის წინ ვიყავი ბოლოს აქ-ჩემოდნებს ხელი დაავლო და ოთახში შეაგორა-ეს იქნება შენი ოთახი. ჩემი იყო, მაგრამ გითმობ. მე გვერდით ოთახში დავიძინებ, ის პატარა და მოუხერხებელი იქნება შენთვის. ნუ არც ეს არის დიდი, მაგრამ….კიდევ რა უნდა მეთქვა?...აი გამახსენდა, ყველაფერი დასუფთავებულია, დამლაგებელი დაიქირავა აქაურმა ჩემმა მეგობარმა და საჭირო ნივთებიც დატოვა. პროდუქტებიც კი, მაგრამ მე მაიც ვიყიდე გზად, შენ დაღლილი იქნები არ დაიძინებ?
-არა-თავი გააქნია-გამოვიცვლი, არ ვარ კომფორტულად-უხერხულად შეიშმუშნა და ოთახში შევიდა. ნიკამ დრო იხელთა და საჭმლის მზადება დაიწყო. დაახლოებით ნახევარ საათში ყველაფერი მზად ჰქონდა, სუფრაც გაშალა და ლილიანს შეაკითხა ოთახში. ფრთხილად დააკაკუნა და კარები შეაღო. ლილიანი საწოლზე ემბრიონის ფორმაში დაწოლილიყო და მზერა ულამაზეს ბუნების ხედზე გაეშტერებინა. ნიკა ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა, მასთან ფრთხლად ჩაიმუხლა და თმებზე ხელი გადაუსვა.
-კარგად ხარ?
-კი-თავი დაუქნია-მამაზე ვფიქრობდი-ოდნავ გაუღიმა და მისი ხელი ჩაიხუტა.
-წამოდი-ხელი ჩაკიდა, ისიც ფეხზე წამოდგა და ნიკას გაყვა. სუფრას მიუხსდნენ ნიკამ მადიანად დაიწყო ჭამა, თუმცა ლილიანს ერთი ლუკმაზეც კი არ დაუკარებია პირი.-რატომ არ ჭამ საჭმელს?
-არ მინდა-მხრები აიჩეჩა
-მისმინე-ჩანგალი თებშზე დადო-მამაშენი ძლიერი კაცია, ყველააფფერი კარგად იქნება. შენი ნერვიულობა მას ვერ დაეხმარება. ჭამე ძალიან გთხოვ.
-ნიკა, რა კარგია შენ მაინც რომ მყავხარ!
-შეგიძლია იყვირო, იტირო, იჩხუბო ნუ შეიკავებ შენს ემოციებს იმის გამო, რომ შეგეშინდეს დაგტოვო და წავიდე. ნურც იმას იფიქრებ, რომ იმიტომ ვარ შენთან, რომ მიყვარხარ. ნუ რა თქმა უნდა სიყვარულიც არის, მაგრამ ჩემში არის ადამინაობა, არ შემიძლია არ დავეხმარო ადამიანს. მითუმეტეს თუ ეს უპრობლემოდ შემიძლია. ალბათ ეს გრძნობ, რომ არა, რადგან სხვა გიყვარს გავდგებოდი განზე,მაგრამ ეს ესე არ მოხდება.მე გრძნობები გამაჩნია და ნურც იმას გაიფიქრებ, რომ იმას ველოდები როდის შემიყვარებ. შიგადაშიგ მიდა გიყვარდე,მაგრამ თუ შენი გული სხვისკენ არის მიმართული, მე სხვა გზა არ მექნება და როგორც მეგობარი ისე ვიქნები შენს გვერდით. მთავარია ეხლა შენ იყო კარგად. და დაიმახსოვრე, ყველაფერი კარგად იქნება.
-ამას ვაფასებ, მართლა ძალიან კარგი ადამიანი ხარ-გაუღიმა და ხელი ხელზე დაადო-არ შეიცვალო რა…!
.............
სანდრო ბარგს ალაგებდა, რადგან ტასოსთან ერთად გაქცეულიყო. შუა ღამეს სახლიდან გავიდა, მანქანაში ჩაჯდა და ანასტასიას სახლისკენ აიღო გეზი.
ანასტასია ელოდებოდა მისი ქმარი როდის დაიძინებდა და ლოცულობდა, რომ შვიდად გაპარულიყო სახლიდან.
-ტასუნა, ხვალ კინოში წავიდეთ გინდა?-უკნიდან ჩაეხუტა და კისერში აკოცა.
-არა, არ მინდა-მკვახედ უთხრა
-კარგი მაშინ რესტორანში-მის ყელში ჩარგო თავი
-რატომ არ გამშორდი-მისკენ მიბრუნდა
-რა ამბობ?-გაიკვირვა.
-თავმოყვარე კაცი არ გააჩერებდა ცოლს სახლში, რომელსაც საყვარელი ყავს.
-ტასო შენ მასთან არაფელი გქონია, თან ის ბიჭი აგეკიდა და იმიტომ არ გაგშორდი, რომ ჩემთვის ყველა ფერი ხარ , უშენოდ ვერ ვიცოცხლებ. რა ვქნა? შენ რომ არ შეგხედო არ შემიძლია, სამსახურში ყოვლწუთს შენს ფოტოს დავსცქერი ერთი სული მაქვს, როდის მოვა ექვსი საათი, რომ სახლში წამოვიდე და შენ გნახო -სახეზე დაუწყო ფერება-იცი ხანდახან ვფიქრობ, როგორი მშობლები ვიქნებით, მაგრამ რადგან შენ ჯერ არ გინდა დედობა მოვიცდი. ბოლო-ბოლო 5 წელია ვიცდი და ცოტაც დავიცადოთ, ისე შენ რომელი გინდა, ბიჭი თუ გოგო?
-გთხოვ ნუ მეუბნები ესეთებს-თითქმის ტირილით უთხრა და დივანზე დაჯდა
-მე გოგო მინდა-მიუჯდა და თმებზე დაუწო ფერება, ცალი ხელით მისი მკრთალი ხელი ეჭირა და შიგადაშიგ კოცნიდა -მე გოგო მინდა, რა ჯობია პატარა ნაკეცებიან გოგოს. გაუთავლებლივ იტიტინებს და ფუშფუშებიანი კაბით აქეთ-იქეთ ირბენენ. ნუ თუ ეს სახლი პატარა გეჩვენება გავიჭირვებ, მეორე სამსახურსაც ვიშოვნი და უფრო დიდ სახლს ვიყიდით, ოღონდ თქვენ არაფერი მოგაკლდეთ. ისე შენ გოგო გინდა თუ ბიჭი?, ჰა? მე გოგოსთვის სესილი მომწონს, მაგრამ ტაისია კარგია. ბოლო-ბოლო შენი სახელს წააგავს და უხდება თუ ბიჭი იქნება რა დავარქვათ? არ გინდა, რომ ბავშვი გვყავდეს? ძიძას ავიყვანდით და ის მოუვლიდა ფიგურაზე ნუ ფიქრობ, წვრთნელს დაგიქირავებდი და ის გავარჯიშბს.
-რატომ ხარ ესეთი?
-როგორი
-აი ესეთი, რატომ გიყვარვარ?
-არ ვიცი
-ეგ როგორ?
-აი ესე უბრალოდ. არ ვიცი რატომ მიყვარხარ, 15 წელია უკვე შენს გარდა სხვას ვერავის ვხედავ, აი ეს ვიცი -ფერქმთალ ლოყაზე აკოცა-რაზე ნერვიულობ?
-საიდან მოიტანე?
-კარგად გიცნობ, როდესაც რამეზე ღელავ ფერმკთალი ხდები და სულ ცივდები, ხელები როგორც ყინულის ლოდი ისე გაქვს.
-მართლა გინდა ბავშვი?-საწყალი თვალებით ახედა
-ძალიან, მაგრამ შენ თუ მზად არ ხარ....
-დავიღალე დავწვეთ პირველი სრულდება არ გეძინება?
-კი ძალიან-შუბლზე აკოცა-აბაზანაში შევალ ჯერ-იქედან მალევე გამოვიდა, უკვე საწოლში შეწოლილ ანასტასიას მიუწვა და ზურგით აიკრო-გახსოვს შენს გამო რა სიგიჟეებს ვაკეთებდი? რამდენჯერ მიჩხუბია შენს გამო, შენ ყოველთვის გამირბოდი და მეჩხუბებოდი. ჩემს გარდა თითქმის ყველა ბიჭი გიყვარდა, მაგრამ არ მაინტერესებდა! ვიცოდი, რომ ბოლოს მე ვიქნებოდი შენს გვერდით. არ ვიცი, ეს რა სიყვარულია, როგორ ავადმყოფურად მიყვარხარ ვერც კი წარმოიდგენ. როდესაც სიყვაულში გამომიტყდი ჩემზე ბედნიერი თუ არსებობდა ამ ქვეყნად არც კი ვიცოდი, მახსოვს გაკოცე და იმის მიუხედავად, რომ შენთვის პირველი კოცნა არ იყო, გამოუცდელივით დაიბენი. ლოყები აგეფარკლა და მზერა ვერ გამისწორე, არც მეორე დღეს არ შემოგხედავს…..გვრცხვენოდა! შენი სიმორცხვეც კი მიყვარდა!. ტას, აი ის თუ გასოვს ერთად რომ უნდა გაგვეთენებია, ღამე და ვარსკვლავებს დავკვირებოდით, გახსოვს ხო?....ვიცი, რომ გახსოვს!...იმ ღამეს ჩამეძინა, შენ კი გაუნძრევლად მიყურებდი, მთელი ღამეთ. ალბათ სუთქვითაც მსუბუქად სუნთქავდი, რომ არ გამღვიძებოდა. იმ დღეს გამოღვიძებულზე დავრწმუნდი, რომ გიყვარდი!, ნამდვილად გიყვარდი!. ის თუ გახსოსვ ნაჩხუბრები, რომ ვიყავით. შენ დამირეკე მითხარი, ხმა არ ამოიღო, უბრალოდ მინდა შენ სუნთქვას ვუსმინოვო. მეც ჯიუტად არ ამომიღია ხმა, მაგრამ ვამაყობდი, რომ ნაბიჯი შენ გადმოდგი ჩემსკენ და ეს იმ სიყვარულს, უფრო ამტკიცებდა. ჩემ ნაყიდი ყელსაბამი, რომ დაკერგა. გახსოვს, როგორ გიჟივით ეძებდი და ნერვიულობდი, თითქოს ამით მეც მკარგავდი. დაქცინე, მაგრამ იმ დროს მივხვდი, რომ შენც ისევე გიყვარდი, როგორც მე! ანუ ავადმყოფურად!...თითვეული დეტალი მახოსვდა და მემახსოვრება. შენკი მეუბნები, რომ გაგშორდე? არა! მე შენს გარეშე ვერ ვიცოცხლებ!, მოვკვდები! გეფიცები მართლა მოვკვდები. იმის გაფოქრებზეც კი ცუდად ვხვდები, რომ წარმოვიდგენ ის შეგეხო. იმ ქალს შეეხო, რომელის შეხების უფლებაც მხოლოდ მე მაქვს. ამიტომ მინდა მჯეროდეს, რომ არაფერი მომხდაა თქვენს შორის, რადგან შენც გიყვარვარ.-ყელში აკოცა ცხვირი ჩარგო და უფრო მჭიდროდ მიიხუტა. ანასტასია კი ამ დროს ცრემლად იღვრებოდა, მასაც ახსოვდა ის თვითვეული დეტალი რაც ბექამ გაიხსენა. სინდისმა საშინლად შემოუტია, თუ კიდევ დაიწყებდა ფიქრს მასთან გატარებულ წლებზე, თავს ვეღარ შეიკავებდა და ხმამაღლა აქვითინდებოდა.
ღამის სამ საათზე სანდროსგან ესემესი მოუვიდა.
"გელოდები, ჩამოდი "
სწრაფად წაშალა ესემესი და ფეხზე წამოდგა. ჩქარა ჩაიცვა ,პალტო მოიცვა და გარედ გავიდა.
-ღმერთო როგორ ყინავს-კანაკლით თქვა და ნაბიჯებს აუჩქარა. საკმაოდ შორი მანძილი გაიარა. სანდროს მანქანას, როგორც კი მოკრა თვალი ეგრევე გაიქცა და მანქანაში ჩაჯდა.
-როგორ მომენატრე-ლოყაზე აკოცა -წავედით-მანქანა დაქოქა სანდრომ.
-არა, მოიცადე- წამოიყვირა
-რა მოხდა?
-არ მოვდივარ-თავი დახარა
-რაა?-თვალები გააფართოვა
-არ შემიძლია, ვერ დავტოვებ-ატირდა
-რას ნიშნავს არ შეგიძლია, ხომ გიყვარვარ?
-სანდრო, ის ყოველთვის მზრუნველი ქმარი იყო, 15 წელია უყვარვარ, ვერ გადაიტანს
-ხვდები ეხლა რა სისულელეს ამბობ?
-სხვა გოგო მოძებნე, მე ქმარი მყავს-მანქანიდან გადმოვიდა
-არსად არ წახვალ-ისიც გადავიდა და ხელში წვდა-ჩაჯექი მანქანაში
-არა, სანდრო, არა შენ არაფელი გესმის, მე მას ვერ დავტოვებ ვერ გავანადგურებ მე ის მიყვარს!
-ერთი საათის უკან მე გიყვარდი!-დაიყვირა
-უბრალოდ ის ამ ბოლო დროს აღარ იყო ყურადღებიანი, შეთან სითბო ვიგრძენი და მაგიტომ ვიყავი, მაგრამ არა! მე ქმართან ვრჩები მე ის მიყვარს-ხელი გააშვებინა და გზას გაუყვა
-არ წახვიდე რა..-ხმა ჩამწყდარმა აღმოთქმა და ცრემლს გასაქანი მისცა.
როდესაც ანასტასია სახლში დაბრუნდა ბექა ფეხზე დახვდა.
-სად იყავი?
-გარედ
-ამ სიცივეში? კარგად ხარ? რამე გაწუხებს?-მასთან მივიდა და ხელი მოკიდა-ღმერთო, როგორ ცივი ხარ-პალტო გახად და იქვე დაკიდა -შემოდი გათბი-გათბობას აუწია და დივანზე დაჯდა.
-კარგად ვარ, უბრალოდ მარწყვი მომინდა და ქვემოთ ჩვედი მაღაზიაში
-მარწყვი? ამ სიცივეში?
-ხო, მაგრამ არ ჰქონდათ
-კარგი ხვალ გიყიდი მე, თუ ეხლა გინდა ძალიან მანქანით გავალ და მოგიტან-ფეხზე წამოდგა გასასვლელად
-არა, არა დავწვეთ და ჩავთბებით-გააჩერა და მისკენ მიიზიდა.
-კარგი -ფეხზე წამოაყენა-შვებულებას ავიღებ და სად წავიდეთ დასასვენებლად?
-გუდაურში
-მე ევროპას ვფიქრობდი
-ევროპა ზაფხულისთვის გადავინახოთ-ჩაიცინა და ოთახში შევიდა.ორივენი საწოლში დაწვნენ და ერთმანეთს მიეხუტნენ-მიყვარხარ-დაიჩურჩულა და მსუბუქად აკოცა მის ბაგეებს.
…..
სანდრო ღვინის ბოთლით ხელში ლევანს მიადგა რამდენიმე წუთით გაუჩერებლივ რეკავდა ზარს ბოლოს კი ინება კარების გაღება ბატონმა ლევანმა
-რა გჭირს-გაუკვირდა და ძმაკაც სახლში შემოსვლაში დაეხმარა
-არ წამოვიდა- ბოთლი მიიყუდა
-რატომ?
-ქმარს ვერ დატოვებს არ შეუძლია თურმე უყვარს-ხელი ჩაიქნია და დივანზე მძიმედ დაეცა.
-ეს ისედაც ფაქტი იყო-ჩაიცინა და სამზარეულოდან ჭიქები გამოიტანა.
-შენც ნუ მიმატებ
-თქვენ ისედაც არ იქნებოდით ერთად, შენ ის არ გიყვარს მას კი შენ, ეს უბრალოდ აკვიატება იყო-ბოთლი ხელიდან გამოგლიჯა და ჭიქებში ჩაასხა.
-შენ ძან გამოცდილიხარ მგონი და მე არ ვიცოდი-ჭიქას ხელი დაავლო.
-მე რომ გამოცდილი ვარ-ხელი ჩაიქნია-მოდი დათას გაუმარჯოს
-და რატომ?-გადიდგულდა
-იმიტომ, რომ სიყვარულში სწორი ნაბიჯი აირჩია. ისე, რომ არც თვითონ დაიტანჯა და არც ნინელი დატანჯა, სუფთა გზა არჩია და არა ეკლიანი და ბინძური.
-მათი ამბავი კიდევ გასარკვევია-თავისთვის ჩაიდუდღუნა
-რა თქვი?
-არაფერი, და ჩვენ-თქო?
-შენ ეკლიანი აირჩიე სიყვარულისთვის, მე კი ბინძური ასე, რომ ჩვენმა დათუჩამ გვაჯობა ამიტომ გაუმარჯოს -ჭიქა ზემოდ აწია
-გაუმარჯოს მას მაინც ჰქონდეს წყნარი ოჯახი.
ერთი წლის შემდეგ ....
ნინელის და დათას ბიჭი შეეძინათ, დამიანე დაარქვეს. მშობიარობას ბატოონი დათას მოთხოვნით ისიც დაესწყო, როდესაც განწირული ყვიროდა ქალბატონი ინსტიქტურად დათაც აყვებოდა ხოლმე ყვირილში. ბავშვს ჭიპლარი თავად გადაჭრა, დაჟინებული თხოვნით. გადაჭრა თუ არა ეგრევე ძალა წაერთვა ფეხებში, გარედ გაიყვანა ექთანმა და მოასულიერა. უკან როდესაც დაბრუნდა, ნინელის პატარა დამიანე მკერძე ყავდა მიხუტებული და ცერა თითს უსმევდა შუბლზე.
-მოდი ნახე, რა საყვარელია-თვალებ გაბრწყინებული შეხედა, დათაც მათთან მივიდა, ბავშვს დახედა ფრთხილად აკოცა თითებზე, ნინელის კი გაფითრებულ ბაგებზე-მადლობა ამ ბედნიერებისთვი-ღიმილით უთხრა ქმარს და უკვე მისი შვილის მამას.
-მიყვარხარ-დაიჩურჩულა მის ბაგეებთან მყოფმა და ნინელის გაკვირვებაც დაიმსახურა. ყველაფერს ელოდა ამ სიტყვის გარდა, მასთან ისეთი ცივი და უხეში იყო. (რა იცოდა ღამღამობით, რომ დნებოდა და ეფერებოდა).
-მეც-ძლივს გასაგონად თქვა და ცრემლებს გასაქანი მისცა.
-ვიცი-კმაყოფილმა გაუღიმა და ისევ აკოცა.
დათა მშვენიერი მამა აღმოჩნდა, თითქმის სულ მას ყავდა ბავშვი, ეს შვებულების პერიოდში მხოლოდ. ხოლო როდესაც სამსახურში იყო, სულ ვიდეო ზარით ეკონტაქტებოდა ნინელის. ბავშვზე, რომ ეყურებინა უამრავ საალერსო ტიყვებს ეუბნებოდა ორივეს.
სანდრო სამსახურის შემდეგ კუბში ერთობოდა, ნაკლებს სვამდა და ბევრს ერთობოდა. ანასტასია არ უყვარდა და ეს ადვილად გადაიტანა, მასთან მხოლოდ ტოლვა ჰქონდა, მაგრამ ნინელი სხვა იყო. მის დავიწყებას ყოველღამ სხვა ქალთან ცდილობდა. მასზე ფიქრი შეწყვიტა. მაშინ, როდესაც იმშობიარა და ბედნიერი წყვილი დაინახა, რომელიც შვილის შეძენის ბედნიერებასთან ერთად ერთმანეთის სიყვარული აბედნიერებდათ. რომ გეკითხათ უემოციოდ და მშვიდი ტონით უარყოფდა მის სიყვარულს, თუმცა სადღაც გულში ისევ ისე უყვარდა. უბრალოდ ის დაგილი სამუდამოდ დალუქა და გააქვავა. ჯერ-ჯერობით, ვერავინ შეძლებდა მის დამტვრევას და შიგნით შესვლას, მაგრამ ოდესმე არ გამორიცხავდა, რომ ვიღაც შეძლებოდა. და სწორად იმ ერთადერთის ძიებაში გაატარებდა თავის დარჩენილ ცხოვრებას. ერთი გოგო გაიცნო, ანიტა, თუმცა მხოლოდ მეგობრობით შემოიფარგლებოდნენ. უამრავ საიტერესო ფაქტებს უყვებოდნენ ერთმანეთს და მართლაც, რომ კარგად გერძნობდნენ ერთმანეთთან თავს.
ლევანს საშინელი ხასიათი ჩამოუყალიბდა, თეას გამუდმებით უღრენდა და ეჩხუბებოდა. სულ სვამდა, ლექციებს აცდენდა, მხოლოდ სამსახურის პერიოდში იყო ფხიზელი. შუაღამით მოდიოდა სახლში, შხაპს მიიღებდა, ემბრიონის ფორმაში დაწვებოდა. ტელეფონში ლილიანის ფოტოს გახსნიდა და ეფერებოდა. შემდეგ ჩაეხუტებდა და ისე იძინებდა. თეა შუაღამით მასთან შედიოდა, ამ სურათის დანახვაზე სული ეწვოდა. ლევანს თავთან ჩამოუჯდებოდა, თმებზე ეფერებოდა და ტიროდა. დღესაც ჩვეულებრივ, როგორც ჩვევია სახლში მოვიდა, ნასვამი იყო, მაგრამ მთვრალი არა. თეას უხმოდ აუარა გვერდი აბაზანა მიიღო და ლილიანის ფოტოსთან ერთად ჩახუტებული, დახუჭა თვალები. შუაღამეს თეა მასთან შევიდა , ლოყაზე ხელი ჩამოუსვა და შეცბა, როდესაც სისველე იგრძნო.
-მღვიძავს დედა-დაბოხებული ხმით წამოიძახა.
-არ შემიძლია შენი ესე ყურება-ათრთოლებული ხმით წამოიძახა.
ლევანი საწოლიდა წამოიწია, თეას ხელი მოკიდა, საწოლზე დასვა და მის კალთაში ჩადო თავი.
-ვეღარ ვუძლებ, მტკივა საშინლად დედა!. აი, იცი, როგორ ვარ? გული ორად მეხლიჩება, მწვავს ისე, რომ სასმელი არ მშელის. თავიდან ეს ტკივილი სიამოვნებას მანიჭებდა, რადგან ლილიანს ცხოვრება დაუნგრიე, მაგრამ ეხლა ესე არ არის. ცეცხლი მეკიდება მთელს ტანზე, სული მეპობა, ეს აუღუწერელი ტკივილია. ვფიქრობდი, ჩემი სხეული შეეჩვევა ამ ტკივილს-თქო, მაგრამ არა დედა, არ ეჩვევა! ყველ დღე, როდესაც ვიღვიძებ მიკვირს კიდევ, როგორ უნდა მეტკინოს-თქო, მაგრამ ყოველღამ უფრო მიტევს საზარელი ტკივილი. ზოგჯერ ფიზიკურში გადამაქვს, თუმცა ეს არ მიქარვებს. თვალწინ მისი სახე მიდგას, მასზე ვოცნებობ!. ერთხელ გავიკეთე კიდეც, ამან ასე თუ ისე მიშველა, მეორედ უფრო ძლიერი და რომ არეშველად ალბათ მოვკვდებოდი. სამუდამოდ ეშველებოდა, ამ ტკივილს. თუმცა შენზე ვიფიქრე...ხო დე შენზე...ვიცი, რომ შენ დაიტანჯები და გეტკინება, ლილიანსაც ეტკინება ვიცი,… მასაც ვუყვარვარ და მაგიტომ. ვიცი, მასაც ტკივა! თუმცა ჩემზე ძლიერ არა! არ მეგონა ამას ოდესმე თუ ვიტყოდი, მაგრამ ფაქტი ფაქტია. ვნანობ!. ჩემს თითოეულ საქციელს ნანობ! შურისძიების არჩევას და ლილიანის ხელიდან გაშვებას ვნანობ. თავად დავკარდე გესმის?...დე...მეგონა, მამასთვის მიცებულ პირობას, რომ შევასრულებდი ბედნიერი ვიქნებოდი. თუმცა საერთოდ არ ვარ ბედნიერი. ვკვდები. ყოველ ღამე ცოცხლად კვდები და ვიმარხები! თუნდაც იყოს ლილიანი ჩემთან, როგორ შევხედო დათოს თვალებში. არ ვიცი რატომ, მაგრამ მისი მრცხვენია. იმის მაგივრად, რომ მას სცხვენოდეს მე მცხვენია. თუმცა ეს ყველაზე ნაკლებად მადარდებს ახლა. იცი, როგორ მინდა მისი სურნელი შევიგრძნო, ჩავეხუტო და მისით ავივსო.
-ამას მეც ვერ ვიტან დედი, ეს...შენ... მართლაც საშინლად იტანჯები, მზად ვარ ძლად მივიღო. მე ყველა სიტყვას ვაპატიებ, მთავარია მან მაპატიოს. დრო მოვიდა, ნამდვილი დედობა გაგიწიო თუ მაზად იქნები მის დასაბრუნებლად, მე თქვენ მხარეს ვიქნები!-ცრემლები შეიმშრალა და ლევანს კმაყოფილმა გაუღიმა.
-დავიბრუნებ….აუცილებლად დავიბრუნებ!.
ნიკა და ლილიანი ისევ ბელგიის ერთ-ერთ გარე უბანში ცხოვრობდნენ. ნიკა ყოველნაირად ცდილობდა მის გამხიარულებას, ზოგჯერ გამოდიოდა კიდევაც...მთელი ამ დროის განმავლობაში, ლილიანს არ უგრძვნია დისკომფორტი. ნიკა ზედმეტად არც აწუხებდა, შეხებაზე ხო ზედმეტი იყო საუბარი. შორიდან უყურებდა, მისი საყვარელი ქალი, როგორ იტანჯებოდა სიყვარულით. თანაც სხვა კაცის სიყვარულით, ნელ-ნელა ეგუებოდა კიდევაც იმ ფაქტს, რომ მისთვის უბრალოდ კარგი მეგობარი და მომსმენი იყო. რა იცოდა ლილიანი, როგორ ცდილობდა მის შეყვარებას და ლევანის ადგილას მისი თავის დაკავებას. ჩარლი ჩაპლიმინის ერთ-ერთ გენიალურ კომედიას უყურებდნენ, როდესაც ლილიანის ტელეფონმა დარეკა.
-გისმენთ
-როგორ მომნატერებია შენი ხმა -გაისმა ტელეფონში ნაცნობი ბარიტონი
-მამა შენ ხარ?
-გამოვედი
-არ მჯერა როგორ?-სიხარულით ფეხზე წამოხტა-ღმერთო, როგორ გამიხარდა. ეხლავე ჩამოვალ ბილეთებს ვიყიდით.
-არა იყოს შვილო, მეთვითონ ავიღებ რამდენიმე დღეში ბილეთს და ჩამოვალ.
-რა გამაჩერებს აქ? სულ მალე გნახავ-ყურმილი გაუთიშა და გახარებულმა ნიკასკენ გაიქცა და ჩახუტა.
-გამოუშვეს
-გავიგონე-მასაც უზომოდ უხაროდა-ბილეთებს ვიყიდი
-კარგი, მე ბარგს ჩავალაგებ
....
საქართველო 09:24
-ჩემო ფერია, როგორ მიყვარხარ-მონატრებული შვილი ჩაიკრა გულში.
-მეც მამიკო-ჩაკოცნა-როგორ გამხდარხარ
-შენ კი მოსუქებულხარ, კარგად გივლის ნიკა, როგორც ჩანს -ჩაიცინა-მადლობა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში გვერდით უდექი.
-რას ამბობთ, ეს მე მსიამოვნებდა-გააუღიმა და გადაეხვია-გილოცავთ ციხიდან თავის დაღწევას
-მადლობა
-ყველა სასჯელი მოგეხსნათ?
-კი ერთი მოსმენა მაქვს და საერთოდ გავთავისუფლდები
-რა კარგია -ტაში შემოკრა ლილიანმა -ნიკა-ხელი მოკიდა და გვერძე გაიყვანა-მე უნდა გავიდე
-სად?
-ხვალ მამას დაბადების დღეა, ტორტი უნდა შევუკვეთო.
-კარგი მეც წამოგყვები
-არა მე წავალ შენ გაართვე, რომ ვერ შემამჩნიოს ელზას ჩემი ბავშვობის ისტორია მოაყოლე ეგრე უფრო მალე გავა დრო-გადაიკისკისა.
-კი მაგრამ....
-სიუზპიზი მინდა და დამეხმარე-ფეხები დააბაკუნა
-კარგი -დანებდა-ფრთხილად-გააფრთხილა და დათოსთანდაბრუნდა.
.......
როდესაც ლილიანი გარედ გავიდა, ტელეფონზე ესემესი მოუვიდა.
"თუ გინდა მამაშენი გადარჩეს, მაშინ უნდა შემხვდე"
ეგრევე გადარეკა იმ ნომერზე ლილიანმა.
-გისმენთ-ჩახშული და ბოხი ხმა მოესმა. აშკარა იყო, რომ პროგრამით იყო შეცვლილი
-ვინ ხართ?
-მე ხელში მიჭირავს ის საბუთები, სადაც მამაშენს 20 წელს მისცემენ, სასამართლოში ამ საბუთის წარდგენის შედეგად. თუ შემხვდები და დავილაპარაკებთ ,ამ საბუთებს შენ გადმოგცემ.
-და საიდან უნდა გავიგო, რომ არ მატყუებ?
-თუ გინდა ნუ დამიჯერებ, მამას კი მოეფერე სანამ დროა, თორემ შემდეგ ისევ გისოსების იქეთ აღმოჩნდება.
-რა ადამიანი ხარ? 20 წლით სვამ უდანაშაულოს ციხეში?
-რატომ 20 წლით? ერთ ორ დღეში გათავისუფლდება და შენ სასაფლაოზე ივლი სანახავად, ის ზემოდან დაგიწყებს ყურებას, შემხვდები?
-სად მოვიდე?
-როდესაც გავთიშავ ერთი ბიჭი დაგეტაკება, მარცხენა ფეხის წინა ჯიბეში ფურცელს ჩაგიკუჭავს და იმ მისამართზე მოხვლა-ტელეფონი გაუთიშა.
მართლაც ხუთ წამში ვიღაც ბიჭი დაეტაკა, ვერც იგრძნო ისე ჩაუკუჭა ფურცელი ბოდიში მოიხადა და გზა გადაჭრა. ლილიანმა ფურცელი ამოიღო და მისამართი წაიკითხა შემდეგ კი გზას დაადგა.
..........
ვიმედოვნებ ძან სულელური თავი არ არის. იმედია შემიფასებთ რომ თქვენი ემოციები რა მგწონთ და რა არა გავიგო.



№1  offline წევრი cida12

ძალიან მაგარი თავია heart_eyes heart_eyes ველოდები გაგრძელებას და წარმატებები blush

 


№2  offline წევრი n-strovet

cida12
ძალიან მაგარი თავია heart_eyes heart_eyes ველოდები გაგრძელებას და წარმატებები blush

მადლობა!!! heart_eyes heart_eyes

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

ლილიანი და ლევანი ძალიან დაიტანჯნენ და იმედია ეშველებათ .

 


№4  offline წევრი n-strovet

lalita
ლილიანი და ლევანი ძალიან დაიტანჯნენ და იმედია ეშველებათ .

heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent