არჩევანი (1)
თამო ახალ ბინაში გადავიდა მაამსთან და დედასთან ერთად საცხცოვრებლასდ, დილით პუნქტუალურად გადიოდა სახლიდან, მუდმივად კორპორატიულ სტილში გამოწყობილი, ნოუთბბუქით ხელში, თითქმის გამოუძინებელი სახით და მუდმივად ცდილობდა მაკიაჟით დაეფარა დაღლილი სახე, ზოგჯერ ისეც ხდებოდა, სახელწაშლილი რომ მიდიოდა სახლიდან, მაგრამ კონსორვეტორულობის პეწს არ კარგავდა, საღამოს კი ყოველთვის ძალიან გვიან ბრუნდებოდა, როცა უბნის ბიჭები იქვე ბუნგალოში განსატვირთად შეკრებილიყვნენ ხოლმე, თამუნა საოცარი სიმშვიდდით აივლიდა ეზოს მოხდენილად, ყველა ამჩნევდა რომ ახალგადმოსული გოგონა საკმაოდ ჭკვიანი იყო და დასტოინის შთაბეჭდილებასაც ტოვებდა,ინტერესს იწვევდა სად მუშაობდა ამ დრომდე, რას აკეთებდა და სწავლობდა თუ არა, საღამოობით საოცარი დაღლა ეწერა სახეზე, პარასკევს საღამოს სახლში დროულად მოვიდოდა სამოსს იცვლიდა და ისევ გადიოდა, შაბათობით დახვეწილი ლამაზი გოგონები იყრიდნენ მასთან თავს, შაბათი დილა ყავით და წიგნით იწყებოდა აივანზე, ბიჭებიც ქვემოდან აცქეროდნენ ამ სანახაობას, ახალგაზრდა გოგონას ასეთი ცხოვრების რიტმს ყველა ამჩნევდა, არც საქმიან მეზობელ ყმაწვილებს გამოჰპარვიათ მხედველობიდან და მათშიც ინტერესს იწვევდა, ერთ დილით კი ლიფტი შეჩერდა და თამოც შიგნით შევიდა, სიმპატიური მამაკაცი,სადღაც 32-35 წლის ნოუთბუქით ხელში იდა, კოსტუმში და ლურჯ საროჩკაში, ოდნავ წამოზრდილი წვერები უმშვენებდა სახეს, საოცრად სიმპატიური და მამაკაცური იყო, თამო მიესალმა - გამარჯობა, და ლიფტის კედელს აეყრდნო - თქვენ ახალი მეზობელი ალბათ ხო - დიახ , გაუღიმა თამარმა - ლაშა, ხელი გაუწოდა ყმაწვილმა - თამუნა - სასიამოვნოა შენი გაცნობა თამუნა, კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს კორპუსში გაუღიმა ლაშამ - ჩემთვისაც სასიამოვნოა , გმადლობთ ლიფტის კარი გაიღო, ლაშა თამარს შეუბრუნდა, - გვარი - მაკალათია დაბნეულად უპასუხა თამარმა - საღამომდე თამარ - საღამომდე თამარს საოცრად ესიმპატიურა მამაკაცი, ბიწიც მოხიბლული იყო, რამდენჯერმე შეენიშნა თამარი აივანზე, სახლს რომ ტოვებდა მაშინაც, თამომ ეზო დატოვა, გვერდით გაიხედა და მანქანამ შეანელა - თამარ საით მიდიხართ - რიყეზე ავლაბარში - რა დამთხვევაა, ერთი გზა გვაქვს და გაგიყვან - დიდი მადლობა მაგრამ ჯერ მეგობარს უნდა შევხვდე, - მაშინ საღამომდე - საღამომდე ლაშა -გაუღიმა თამარმა სამსახურში ლანჩის დროს გოგომ ფეისბუქი გახსნა და სქროლვა დაიწყო, ფრენდ რექუესთი დახვდა, ლაშა ბარბაქაძისგან, მაშინვე იცნო, რომელიღაც შპს ს კომერციული დირექტორი აღმოჩნდა, ყურადღება ესიამოვნა თამარს, ჩაეცინა კიდეც, მეგობრობას დათანხმდა და ქსელიდან გამოვიდა, მალე შეტყობინება მიიღო - დილით რატომღაც დამავიწყდა თქმა, წარმატებულ დღეს გისურვებ თამარ - დიდი მადლობა, თქვენც , უპასუხა თამარმა ნახევარი საათის სემდეგ - თითქმის დასრულდა სამუშაო დღე მაგრამ იმედი მაქვს საღამო მაინც იქნება წარმატებული ჩაიცინა ლაშამ - თამარს აღარაფერი უპასუხია, საღამოსსახლში მისულმა, პლედი მოისხა, ცხელი ყავა გაამზადა და აივანზეკოსპექტებით გავვიდა, გამალებით მეცადინეობდა, ლააშა ერთი სართულით მაღლა და ოდნავ მარცხნივ ცხვრობდა და ყოვეთვის ხედავდა რა ხდებოდა თამარის აივანზე, თამარს აკვირდებოდა და ეღიმებოდა, ღამის ორი საათი იყოო და ჯერ კიდევ განათება იყო თამარის აივანზე, ლაშამ გამოიხედა, უკვე სამი საათი ხდებოდა, თამომ წიგნები გადადო და ტელეფონი აიღო ხელში, მაშინვე შეტყობინება მიიღო - ნუთუ არასდროს იღლები - ვერ მივხვდი? უპასუხა - აივანზე დაგინახე, უკვე ოთხი დაიწყო შენ კი ისევ მეცადინეობ, სულ ასე ხარ? - უკვე შევეჩვიე ასეთ გრაფიკს - დიდი ხანია ასეთი შემართებით არავინ მინახავს , თამარმა ღიმილის სმაილები გაუგზავნა და ტელეფონი გადასდო, ნივთები აკრიბა და ოთახში შევიდა, კვლავ შეტყობინება მიიღო - ტკბილ ძილს გისურვებ - თქვენც , უპასუხა თამარმა ლაშაში დიდი ინტერესი გააღვიძა თამარის ასეთმა ლაკონურობამ, რა პროფესიის იყოო უკვე იცოდა, ფეისბუქ პროფაილით გაიგო, მაგრამ მისი სამომავლო გეგმები, მისი ინტერესები აინტერესებდა, ცხადი იყო რომგოგოა არავისთან ქონდა ურთიერთობა, არავინ აცილებდა, არავის წერდა, ფოტოებიც არავისთან ედო, ეს უკვე შვებას გვრიდა, არ ჩქარობდა, უბრალოდ მეგობრული ურთიერთობის დამყარებას ცდილობდა, ლაშას მშობლებსაც არ გამჰპარვიათ ახალი მეზობელი მხედველობიდან რომელიც გამუდმებით სამსახურიდან დაბრუნებული წიგნებში იყო, რომელთანაც ლამაზი საყვარელი გოგონები იკრიბებოდნენ უქმეებზე, მეზობელი რომელიც ეზოში შემოსვლისას როცა მამას დაინახავდა, პატარა ბავშვივით მიეხუტებოდა ხოლმე,აივანი რომელიც შუაღამემდე ენთო და მასზე პლედში მოკალთებული გოგონა წყნარად რაღაცას კითხულობდა, ერთ საღამოს როდესაც სრული ოჯახი შეიკრიბა, ლაშას დედა აივნიდან შემობრუნდა - როგორ მომწონს ჩვენი ახალი მეზობელი, როგორი საყვარელი გოგოა არც გამარჯობა ეშლება , არც სიტყვა პასუხი, კარგ ოჯახშია გაზრდილი ლაშამ ყურადღება არ მიაქცია ნათქვამს თითრქოს მთელი ყურადღება ტეელეფონისკენ ქონდა, თუმცა მშობლებოის საუბარს ყურადღებით უსმენდა - დღეს ეზოს შემოსასვლელთან შემხვდა და პარკები გამომართვა მიგატანინებთო, ისეთი უშუალო და დასტოინი გოგოა, მის მშობელს რა მოკლავს ასეთი შვილის ხელში - ხოო მამამის როგორ ბავშვივით ეხუტება ხოლმე უნდა განახა, ჯერ ხომ მთელი ახალგზარდობნა გოგო მინდოდა მყოლოდა და ახლა მაგათ მაამაშვილობას რომ ვუყურებ საერთოდ ვოცდები, ალბათ დედისერთაა, - ეგეთი ბავშვები ისევ თუ არსებობდნენ არც მეგონა, დღეს ვკითხე სტუდენტი ხართქო და ჯერ სწავლობს ისევ თან მუშაობს, გოგო ღამეებს ათენებს, არც მეგობრებს იკლებს, ყველაფერს ასწრებს, და თან ისეთი თბილია , მართლა გაოცებული ვარ, არადა დედისერთები ისეთი ეგოისტები იზრდებიან ლაშა მშობლების საუბარში არ ჩარეულა, ისე დატოვა ოთახი და აივანზე გავიდა, ამჯერად თამო აივანზე ააღარ დახვდა, ცოტა ხანში ვეღაც გოგოსთან ერთად გამოჩნდა ყავით ხელში, რაღაცზე იცინოდნენ და ლაპარაკობდნენ, გვიანობამდ იქ გაატარეს დრო , ლაშაც უყურებდა სანამმ არ შევიდნენ, ორი სამი დღე ლაშას თამარისთვის აღარ მიუწერია, არც დაუნახავს, თამარი ღამის პირველისკენ ბრუნდებოდა სახლში და მაშინვე იძინებდა, რამდენიმე დღის შემდეგ ლაშამ სამეზობლოში ბავშვობის რამდენიმე მეგობართან ერთად გადაწყვიტა შეკრება მოეწყო, თამარსაც შესთავაზებდა რომ ახალგაზრდები შეკრებილიყვნენ, ის ის იყო თამარი ეზოში შევიდა, ლაშა მეზობლებთან ერთად იდგა , გოგოს გახედა - თამარ ერთი წუთით, გაიცანით ეს თამარია, ესენი აქაური მკვიდრი მოსახლეები, ჩაიცინა,მოკლედ სამეზობლოში ტრადიცია გვაქვს შიგადაშიგ ვიკრიბებით ხოლმე, თუ სურვილი გექნება გაგვიხარდება თუ შემოგვიერთდები, გოგონებიც იქნებიან , გაუღიმა ლაშამ - თამარმა გაიღიმა, რა თქმა უნდა სიამოვნებით, ვეცდები მოვახერხო და შემოგიერთედ, უბრალდო დროს თუ წინასწარ მეტყვით, - ძალიან კარგი, რა თქმა უნდა წინასწარ შეგატყობინებ - მაშინ ღამემშვიდობის, თამარმა ბიჭებს გაუღიმა და იქაურობას გაეცალა, სახლში ავიდა და დასაძინებლად გაემზადა, დიდი ხნის შემდეგ ისევ მიიღო ლაშას შეტყობინება - ბოლო დროს მგონი გაზარმაცდი თუ უბრალოდ ლოქეიშენი შეიცვალე - არ უბრალოდ ძალიან დაღლილი ვარ და მეცადინეობის თავი არ მაქვს - პროფესიული გამოცდებისთვის მეცადინეობდი ალბათ ხო - კი ერთ ერთი ფინანსური გამოცდისთვის ვმეცადინეობ, თუ გაგიგია? - გამიგიაა? :დ წელს მეც გავდივარ გამოცდაზე - მართლა ? თქვენც? რატომღაც გაუხარდა თამარს, - ც? ანუ შენც გამოდიხარ? ძაიან კარგი დამთხვევაა, რომელ ქალაქში აბარებ - კიევში - რა დამთხვევაა, აქ უკვე იცრუა ლაშამ, მაშინვე მყისიერად გადაწყვიტა ლოქეიშენი შეეცვალა და ბაქოდან კიევში გადარეგისტრირებულიყო, - თქვენც კიევში ? - კი მეც კიევში ახლა რომელ თავზე ხარ, მგონი შეგვიძლია ერთადაც ვიმეცადინოთ ხოლმე და დავეხმაროთ ერთმანეთს - კარგი იდეაა ლაშა ცოტა გაოცებულიც იყო, ასე ადრეულად სამსახურთან და უნივერსიტეტთან ერთად ასეთი რთული საქმე რომ გადაეწყიტა თამრს, თუმცა ძალიან გაახარა ამ ფაქტმა, შანსი ქონდა დამეგობრებოდა და დაახლოებოდა , თამომ თავისებს მოუყვა ლაშას ამბები, მათაც უთხრეს დაგემხარება იმეცადინებთ ერთადო, კოტეს , თამარის მანას უკვე გაეცნო მისი მსობლები, შვილებზეც ისაუბრეს, - რამდენიმე კიტხვა მაქვს თუ დამეხმარები - რა თქმა უნდა - ხვალ რომ ჩვენთან ამოხვიდე , - ანუ მირჩევნია აქ ჩემთან ვიმეცადინოთ, - მოდი შევთანხმდეთ ჩემი ოჯახი ძაან სიმპათიითაა განწყობილი შენს მიმართ , დასაუხერხულო და მოსარიდებელი არაფერი გაქვს, - კკარგი მოდი ხვალ შევთანხმდეთ მაგაზე სამსახურიდან რომ გამოვალთ - ხვალ დაგიკავშირდები - ხვალამდე - ტკბილი ძილი ------------------------ ჩემი პირველი ნაშრომია, კომენტარებს ველი, ვიცი ბევრი შეცდომაა , თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია , თუ დაგაინტერესებთ მალ მალე დავდებ❤️ თქვენი გვერდშიდგომის იმედი მაქვს❤️ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.