შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხევსურეთი XVI


28-08-2018, 23:01
ავტორი Californian
ნანახია 1 582

საგონებელში ჩავარდა,არ ჩანს კარგი ამბავი,ამგრამ იქნებ ვინეს შეეშალაო,ფიქრობდა.წარმოდგენა არ ჰქონდა ვის შეიძლებოდა გაეგზავნა ამდენი ფული მისთვის.ისიც კი გაიფიქრა,ისევ ის არამზადა ხომ არ მეხუმრებაო.ამასობაში ნიკომ გაიღვიძა.გაუკვირდა,ელენე მის გვერდით რომ არ იწვა,თუმცა ოთახი მოათვალიერა და სამზარეულოს მაგიდასთან ზურგით მჯდომიი ელენე შენინა.ლოგინიდან ადგა,შარვალი ჩაიცვა და უკნიდან მიეპარა.
-დილამშვიდობის - აკოცა ნიკომ - ეს რა არის?
-ვიღაცამ გამოგზავნა და წარმოდგენა არ მაქვს,ვინ
-რა?
-ჰო - თავი დაუქნია ელენემ
-იქნებ რომელიმე შენი მეგობარი იყო?
-სამეგობროში ასეთი მდიდრები არ მყავს,ამდენი ფული რომ ისე გამომიგზავნონ
-ხომ არ შეეშალათ?
-არამგონია,ჩემს სახელზე იყო
-რა საინტერესოა - სკამზე ჩამოჯდა ნიკო
-სავარაუდო პასუხიც არ გაქვს?
-არა,წარმოდგენაც კი არ მაქვს - სკამიდან ადგა ელენე და ნიკოსთვის ყავა დაასხა
-არ დახარჯო მაინც ეგ ფული,იყოს როგორც არის,იქნებე გაურკვევლობა მოხდა რაღაც
-ჰო,მეც მაგას ვფიქრობ.შეჭამ საჭმელს?
-ხო,ამომიღე რა.უი,იქნებ შენი ძმა იყო?
-ეგ პირველივე გაფიქრებაზე გამოვრიცხე,ხან საჭმლის ფული არ აქვს ხოლმე და ამდენს საიდან იშოვიდა?
-რა ვიცი,იქნებ ბანკი გაძარცვა - გაეცინა ნიკოს და ელენეც აიყოლია
ამასობაში ელენეს ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა.მისი ძმა იყო.
-ხო,ლექსო...კარგად,შენ?...კი,სახლში ვარ...რა საქმე?...კარგი,როგორც გინდა...კარგი,გელოდები...დროებით
- ჩემი ძმა მოდის,საქმე მაქვსო
-ვა,ძალიან კარგი
ელენემ ნახევრად შიშველ,მაისურის გარეშე მჯდარი ნიკოს სხეულს შეავლო თვალი,რომელსაც კუნთები ამშვენებდა,ახალგაღვიძებულს თმა აჩეჩილი ჰქონდა,ფეხებზეც არაფერი ეცვა,მხოლოდ შარვლისამარა იჯდა.სწორედ ასეთი უბრალო ნიკო უყვარდა,უბრალო და საყვარელი.ნიკო ღვინოსავით იყო,რაც დრო გადიოდა უფრო და უფრო მიმზიდველი და მშვენიერი ხდებოდა.
-ეგრე ეშმაკურად რატომ მიყურებ? - ღიმილით ჰკითხა ნიკომ,თან დამშეულმა ლუკმა გაიქანა პირში
-ისე - გაეცინა ელენეს
ელენე ჩაფიქრდა,ნეტავ წუხანდელზე რას ფიქრობ ახლა,რატომ არაფერს ვიმჩნევთ არცერთიო.ალბათ,დრო მოვიდოდა და ამაზე ისევ ილაპარაკებდბნენ,ყოველ შემთხვევაში,ელენეს გაჩუმება აღარ შეეძლო,განსაკუთრებით კი იმ მამაკაცის წინაშე,რომელიც მის წინ იჯდა და სიგიჟემდე შეჰყვარებოდა.უყურებდა როგორ ჭამდა,როგორი მამაკაცური და სიმპათიური იყო,საშინლად მოუნდა მოჰხვეოდა და მართლაც,მისკენ გაემართა და მოეხვია.
-რას აკეთებ,ვჭამ - გაეცინა ნიკოს - არ ისვენებ,ხო? მოდი ჩემთან - ხელში აიყვანა ნიკომ და ლოგინზე დააგდო,მის ზემოდან კი თვითონ მოექცა და გამალებით დაუწყო კოცნა
-უჰ,როგორ ცხელა - მოულოდნელად სახლის კარი შეაღო ლექსომ და ელენე და ნიკო პიკანტურ მდგომარეობაში დაინახა
,,რა უცერემონიოა“ გაიფიქრა ელენემ.
-რამე ცივი დამალევინე რა.გაუმარჯოს,ნიკო
-კარგი - წამოდგა ელენე - მშვიდობაა?
-აზრზე არ ვარ,რავი კი,მგონი კი
-რატომ ხარ დაბნეული? - კითხა ნიკომ
-ბიჭო,დღეს დილით ათი ათასი დოლარი მომიტანა კურიერმა და წარმოდგენა არ მაქვს ვინ გამოგზავნა.შენ ხომ არ გამოგზავნე,ელენე? ეგ მაინტერესებდა
ნიკომ და ელენემ ერთმანეთს შეხედეს.
-მე არ გამომიგზავნია,მაგრამ ამ დილით მეც გამომიგზავნეს ათი ათასი დოლარი და არც მე არ ვიცი ვინაა
-რა? ვინმე ხომ არ გვაშაყირებს?
ნიკო სკამიდან ადგა და ელენეს მიუახლოვდა.
-უთხარი - უთხრა ჩუმად,თუმცა ლექსომ მაინც გაიგო
-რა უნდა მითხრას?
ელენე დადუმდა და ძმას მიაშტერდა.
-ელენე,რა უნდა მითხრა?
-მგონი ვიცი ვინც უნდა იყოს
-ვინ?
-გახსოვს მამას ძმაკაცი რომ იყო,ზურა?
-კი,მახსოვს,ეგ რა შუაშია?
-შუაში კი არა,თავშია - ელენეს მაგივრად უპასუხა ნიკომ
-ვერ გავიგე ვერაფერი,ამიხსენით რა ხდება
-ცოტახანი გავალ,სიგარეტს ვიყიდი - მოიმიზეზა ნიკომ და საახლი დატოვა
-რა ხდება,გამარკვევ?
-შორიდან მოვლის გარეშე გეტყვი,ზურასგან შვილი მყავს
-რა? - წამოიყვირა ლექსომ
-მაგრამ ჩემი ნებით არაფერი არ მომხდარა
-რას გულისხმობ? - ღრმად ამოისუნთქა ლექსომ და ხელი აუკანკალდა
-იმას,რას გითხარი - მშვიდად საუბრობდა ელენე - ზურა მოძალადეა,თანაც,ამ ყველაფერს სისტემატიური სახე ჰქონდა
-კი,მაგრამ რატომ არ თქვი არაფერი - სახეზე ფერი არ ედო ლექსოს
-მემუქრებოდა,რომ ყველას მოგკლავდათ
-იმას უთხარი და მე არა ხო? - სკამიდან წამოხტა ლექსო და კარისკენ გაიშვირა ხელი.ამ ჟესტით ნიკო იგულისხმა
-ნიკოს ახლახანს ვუთხარი
-რა მნიშვნელობა აქვს.და ბავშვი სად არის?
ელენე ფანჯრისკენ მიბრუნდა,თითქოს ამით აირიდებს კითხვას თავიდანო.
-გახსოვს მამიდასგან სხვაგან რომ გადავედი საცხოვრებლად? იმიტომ გადავედი,რომ არავის შეემჩნია ორსულობა.შვილი როგორ მომეკლა,მერე რომ გავაჩინე - ელენემ რამოდენიმე წამიანი პაუზა გააკეთა - ბავშვთა სახლში დავტოვე
-რა? - ჩუმად თქვა ლექსომ
-ვიცი,არ იყო სწორი საქციელი,მაგრამ პურის ფული არ მქოდა,ლექსო,შვილი როგორ მერჩინა?
-მერე?არ მოძებნე? - შეწუხებული სახით ჰკიხა ძმამ
-დღემდე ვეძებ
-მერე?
-ის ბავშვთა სახლი აღარაა იმ ადგილას,რაღაც ძველი საბუთების ნახვა მომიწია,მერე კიდევ რაღაც დოკუმენტების და ჯერ-ჯერობით ვერ მივაგენი,მაგრამ არის რაღაც შანსები,რომ ვიპოვო - ელენე ცივი,უემოციო ხმით საუბრობდა,რომელიც თან დიდ ტკივილს მალავდა
-კი,მაგრამ არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა და რატომ ჭირს ასე ამ ბავშვთა სახლის მოძებნა?
-ის ტერიტორია,სადაც ბავშვთა სახლი იყო,უცხოელებმა შეისყიდეს და რატომღაც არქივშიც ვერ ვნახე ვერანაირი ცნობა,თუ სად შეიძლებოდა ის ბავშვები იყვნენ
-ასე ხომ ვერ გაქრებოდნენ



№1  offline წევრი დარინა

მიყვარს ეს ისტორიააა, ნიკოც მიყვარს და ელენეც საოცრად დადებითი წყვილიაა, იმედია ყველაფერს გაუძლებენ, კი ჩახლართე სიტუაცია და ვეღარ ვფიქრობ ვერაფერს.

 


№2 სტუმარი alamaria

ნუ დაიკარგები რაა დაამთავრე ისტორია, მოუთმენლად ველით

 


№3  offline წევრი naniko mindia

Saintereso da kargi istoria, moutmenlat veli shemdegs arshewyvito,
❤️❤️❤️❤️❤️Warmatebebi male dade da gagvaxare
--------------------
lomidze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent