შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხევსურეთი XV


22-08-2018, 22:58
ავტორი Californian
ნანახია 1 795

-რა?ელენე რას ამბობ,ხვდები?
-ვიცი რასაც ვამბობ - მოულოდნელად ტირილი შეწვიტა ელენემ და გაღიზიანებული ხმით უპასუხა ნიკოს
-ამისხენი წესიერად ყველაფერი - ნიკომ ფერი დაკარგა
-არ შემიძლია - უემოციოდ უთხრა ელენემ
-მომისმინე - ნიკო მისკენ მიიწია და მისი ხელი თავის ხელებს შორის მოიქცია,თან სახეზე თანაგრძნობა ეწერა - მე მოგისმენ - დაარწმუნა
-არც კი ვიცი როგორ უნდა მოვყვე
-ელენე,მაშინებ,ძალიან მაბნევ,მოყევი.სად არის შენი შვილი?
-არ ვიციმეთქი
-როგორ თუ არ იცი,ნუ მაბნევ
-ჰო,არ ვიცი
-დატოვე სადმე?
-მოგიყვები,ყველაფერს მოგიყვები - ელენეს ეს სიტყვები თანხმობის ნიშანი იყო
-მამა? მამა სადაა?
-არ იცის
-როგორ თუ არ იცის?
-არ იცოდა ორსულად რომ ვიყავი
-რა? როგორ შეიძლება ასე,როგორ არ უთხარი?
-იმიტომ არ ვუთხარი,რომ მოძალადე იყო
-რა?
-ხო,მოძალადე იყო
-ღმერთო ჩემო - შეშფოთდა ნიკო - არ უჩივლე?
-მემუქრებოდა,რომ ოჯახის წევრების მოკვლით მემუქრებოდა
-და ვინ იყო?
-მამაჩემის ძმაკაცი იყო
-ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა?
-არა,ხშირად,თითქმის ყოველთვის,როცა აქ მოდიოდა
-ნაგავი კაცი.როგორ ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო,გაოგნებული ვარ
-ვინმეს რომ გაეგო,მომკლავდა.სულ დანას ატარებდა თან და მემუქრებოდა ხოლმე
-შოკში ვარ.ბავშვი? შენებმა არაფერი შეგამჩნიეს?
-მაშინ უკვე დაღუპულები იყვნენ.მამიდაჩემის ოჯახი სანამ შემამჩნევდა,მანამდე სხვაგან გადავედი საცხოვრებლად,სხვანაირად არ გამოვიდოდა
-სად იმშობიარე,ბავშვი სად არის?
-სამშობიაროში,მაგრამ მერე საშინელება გავაკეთე ნიკო - თავი ხელებში ჩარგო ელენემ
-ბავშვთა სახლში დატოვე - დააბოლოვა ნიკომ
ელენეს ხმა არ ამოუღია,ნიკო კი მიხვდა,რომ დუმილი თანხმობის ნიშანი იყო და გულში ჩაიკრა
-დამშვიდდი - ჩასჩურჩულა - ყველაფერი კარგად იქნება
-ვიცი,რომ არ უნდა მიმეტოვებინა,მაგრამ იმ მომენტში ბინის ქირას ძლივს ვიხდიდი,უნივერსიტეტზე რომ აღარაფერი ვთქვი,ვმუშაობდი,ბავშვისთვის როგორ მიმეხედა მერჩინა.ვიცი,ეს არანაირად არ მამართლებს,მაგრამ სხვა გზა მართლა არ მქონდა
-შენ არ ხარ დამნაშავე,ნუ იდანაშაულებ თავს.სად არის ის კაცი?
-მშვიდად განაგრძობს ცხოვრებას
-როგორ მინდა მოვკლა,.იცი,სად ცხოვრობს?
-რა მნიშვნელობა აქვს,შენ არ იცი რამხელა ძალა აქვს
-იცი თუ არა,სად ცხოვრობს?
-ნიკო,მაინც არ გეტყვი
-მე თვითონ გავიგებ
-არც ისე მარტივი არაა მისი დადანაშაულება,თორემ ამას აქამდეც ვიზამდი და მამაჩემსაც თავის დროზე ვეტყოდი.წარმოდგენა არ გაქვს,ხალხს როგორ იშორებს
-არ მაინტერესებს მისი ძალა - მშვიდად უთხრა ნიკომ - დამნაშავეა და გპირდები,აუცილებლად დაისჯება.შენს გარდა კიდევ იცის ვინმემ?
-არა,მხოლოდ შენ გითხარი
-ბავშვი რატომ არ წამოიყვანე?
-არ შემეძლო იქ მისვლა,ვერ წარმოიდგენ როგორი ძნელია ხედავდე შენს ნაწილს და არ შეგეძლოს მასთან ყოფნა - ცრემლები წამოივუდა ელენეს - ბოლოს,როცა მივედი,ის ბავშვთა სახლი აღარ იყო იმ ადგილას,ვერაფრით გავარკვი სად გაქრა,დღემდე ვერ ვპოულობ
-მე დაგეხმარები - თავზე აკოცა ნიკომ - ახლა რამდენი წლისაა?
-6 წლის - გაეღიმა ელენეს
-გოგოა თუ ბიჭი?
-ბიჭი,ისეთი ლამაზი იყო - ისევ ცრემლები წამოუვიდა ელენეს
-უჯრაში ბავშვის სამაჯური ვნახე,მისია?
-კი,მისი იყო.გვარიც კი არ წერია
ელენეს თვალები ეხუჭებოდა.
-მოდი ახლა დაიძინე,ხვალ გავარძელოთ,კარგი? - ჩუმად უთხრა ნიკომ
-კარგი - დაეთანხმა ელენე
ნიკო გახდაში დაეხმარა,პლედი გადააფარა და და ჩაეხუტა.ელენეს დიდხანს არ მიჰკარებია ძილი.იმ მომენტს იხსენებდა,რომელიც დღემდე არ იცის სასიამოვნო იყო თუ საშინელი.ოჯახში მაშინ საახალწლო ყიჟინა იყო.ყველა ბედნიერი იყო მის გარდა,თვითონ გაურკვეევლობაში იყო.სწორედ იმ დღეს იყიდა ორსულობის ტესტი.ჩუმად გაიპარა სუფრიდან და სააბაზანოში შევიდა.რამდენიმე წამიანი პროცედურის ემდეგ ტესტზე ორი წითელი ხაზი აციმციმდა.იქვე ჩაიმუხლა და იმაზე დაიწყო ფიქრი,თუ რას იზავდა,რა ეშველებოდა.როგორ სურდა დაეძინა და ძალიან,ძალიან დიდ ხანს აღარ გაღვიძებოდა.
ელენეს როგორც იქნა ჩაეძინა.გვიანობამდე ეძინათ თბილად,სანამ კარზე კაკუნმა ელენე არ გააღვიძა.წამოდგა,ისე,რომ ნიკო არ გააღვიძა,სწრაფად ჩაიცვა შორტი და მაისური და კარი გააღო,
-გამარჯობა.თქვენს სახელზე ამანათია
-რა ამანათი? - გაუკვირდა ელენეს
-აი აქაა - გაუწოდა კურიერმა - ამას ხელი მოაწერეთ
-მადლობა და ნახვამდის - გაისტუმრა კურიერი და ოთახში დაბრუნდა
საინტერესოა რა უნა იყოსო,გაიფიქრა და ყუთის გახსნას შეუდგა.ნანახმა გააკვირვა,როცა ბევრი ფული დაინახა,თანაც დოლარები,ათი ათასი დოლარი.გაოცდა,ვის უნდა გამოეგზავნა,რაღაც შეცდომა ხომ არააო,მაგრამ ფურცელზე,სადაც ხელი მოაწერა,მისი მისამართი,სახელი და გვარი გარკვევით ეწერა.ვინ უნდა ყოფილიყო ადრესატი? სავადაურო პასუხიც კი არ ჰქონდა.



№1  offline წევრი naniko mindia

Au kide minda, patara tavi iyo, cota gadide tavebi an male dade agvianeb xolme, warmatebebi kargi iyo veli shemdegs tavs ❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№2 სტუმარი სტუმარი lia

gulshi hamwvdomi istoriaa.
gazarde tavebi .velodebi axal tavs.

 


№3  offline წევრი Californian

naniko mindia
Au kide minda, patara tavi iyo, cota gadide tavebi an male dade agvianeb xolme, warmatebebi kargi iyo veli shemdegs tavs ❤️❤️❤️❤️

სტუმარი lia
gulshi hamwvdomi istoriaa.
gazarde tavebi .velodebi axal tavs.

უღრმესი მადლობა <3 <3 <3

 


№4  offline წევრი mariam m.k

Agrzeleb am istorias

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent