შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იმ საღამოს წვიმდა (თავი 4)


28-08-2018, 23:11
ავტორი Small-Lady
ნანახია 1 295

თვალდახუჭული მივყრდნობოდი სავარძლის თავს.უკან მოვიტოვე ლონდონი,ქალაქი რომელმაც ერთი ნახვით შემაყვარა თავი.უკან დავტოვე საუკეთესო დღეები.და მოსე...ახლაც თვალწინ მიდგას მისი სისხლისფერი ტუჩები,ენითაღუწერელი სიამოვნება რომ მომანიჭეს.მალე თბილისში ვიქნებოდით.ჩემი გონება კი ლონდონის ქუჩაში რჩებოდა.ქუჩაში რომელიც მოწმე იყო დიდი ამბისა.იმ ღამემ ამიწეწა ფიქრები და სული ამიფორიაქა.გული?გული მატკინა...თვითმფრინავი სადაცაა დაშვებას დაიწყებს.მე კი ეს ყველაფერი აქვე უნდა დავტოვო.ახლავე,თორემ ვიცი არ მომასვენებენ.უნდა დავივიწყო და ცხოვრება ჩვეულ რიტმში გავაგრძელო.ვიცი გამიჭირდება.ეს ძალიან ძნელი იქნება.ძალიან...
-ვერ ხედავ?მგონი დავავიწყდით.-მეუბნება ფეხისწვერებზე შემდგარი კატო.
-აი, დავინახე!-ჩემოდანი კატოს შევატოვე და გაბრწყინებული გავიქეცი მოპირდაპირე მხარეს.
-დემეტრეე...-სულ არ ვაქცევ ყურადღებას ხალხის მზერას.ნუთუ ჯერ არ უნახავთ გოგო როგორ ყვირის?!დემეს ძლიერად მივეჭარი.მან კი ხელში ამიტაცა და მეც ძლიერად შემოვხვიე ფეხები.
-როგორ დამძიმებულხარ,რუსიკო.-მეუბნება გაღიმებული და ძირს მსვამს.
-მე კიდე მეგონა ჩემს ჩამოსვლამდე გალამაზდებოდი-ვალში არ დავრჩი.-ვხუმრობ,ისევ ისეთი სიმპატიური ხარ.-უცბად დავამატე მის გამომეტყველბაზე.
-მგონი მეც აქ ვარ.-დოინჯშემოყრილი კატო თვაზე დაგვდგომია.
-მოდი ძამიკოსთან ჩემო ლამაზო.-ხელებგაშლილი დემეტრე კატოს გადაეხვია.
-საკმარისია ეს ხვევნა-კოცნა.წავიდეთ.
-თქვენ ერთმანეთზე როდემდე უნდა ეჭვიანობდეთ?-დემეტრემ ჩემოდნები გამოგვართა და გასასვლელისკენ დავიძარით.
-სიცოცხლის ბოლომდე.-ამაყად მივუგე.
-აბა გადარიეთ ლონდონი თქვენი ჩხუბით?-ჯერ მე გადმომხედა,შემდეგ კატოს.
-მხოლოდ ერთხელ.-ვუპასუხე ჩემ ცისფერთვალება დეიდაშვილს.
ამასობაში მანქანასაც მივუახლოვდით.თურმე მარტოები არ ვყოფილვართ.მანქანიდან შავგვრემანი ბიჭი გადმოვიდა.
-გაიცანით ეს ლუკაა.
ბიჭმა გაგვიღიმა და დემესთან ერთად ჩემოდნების საბარგულში ჩალაგება დაიწყო.როცა წასასვლელად მზად ვიყავით კარისკენ გავემართე და ლუკას შევეჩეხე.ბიჭს წინ დაჯდომა მოუწადინებია.
-ეს ჩემი ადგილია!-მკაცრად მივუგე და ცივი მზერაც არ დავაკელი.
-რუსა!-დემეტრეს ხმაში გაფრთხილება იგრძნობოდა მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.
-ბოდიში.-ჩაილაპარაკა სახეალეწილმა ლუკამ და უკან მოთავსდა.
სახლში მისულებს ყველა იქ დაგვხვდა.მონატრებულები გულში გვიკრავდნენ.ოჯახური სითბო და სიხარული წამში გადმომედო.
-მოყევით ლონდონის ამბები.-დემეტრე ტელეფონს ჩასჩერებოდა და თან კითხვენს გვისვამდა.
-როგორც იქნა სწავლისგან გავთავისუფლდი.-დაიწყო კატომ.-ერთი სული მქონდა თბილისში როდის დავბრუნდებოდი.
-შენ რას იტყვი რუსიკო?-ახლა მე მომიბრუნდა.მე და დემეტრე ერთ წელს დავიბადეთ.ჩვენ შორის განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა იყო.მთელი ბავშვობა ერთად ვთამაშობდით.მას შემდეგ რაც კატოს ნათხოვარი თოჯინა აივნიდან მოვისროლე,დათო ბიძია ორ-ორ მანქანს,თოფს და პატარა ჯარისკაცებს ყიდულობდა.წამოვიზარდეთ და ეს ყველაფერი ქუჩამ და დემეს ძმაკაცებმა ჩაანაცვლა.მახსოვს პირველად "რაზბორკაზე"როგორ გავყევი და გაცეცხლებული ვიცავდი დემეს.სულ ერთად ვიყავით.ჩემ სამეგობრო წრეში ბიჭებს დიდი ადგილი უკავიათ.კატოსთან ურთიერთობა რომ დავიწყე სკოლის ბოლო ორი წელი იყო დამრჩალი.მანამდე ჩვენი ყველა შეხვედრა ჩხუბით მთავრდებოდა.რასაც არც ახლა ვიკლებთ.
-კარგი იყო.შესანიშნავი.-ლაკონურად ვუპასუხე დემეს კითხვას.-ძალიან დავიღალე.წავალ დავწვები.დანარჩენს ხვალ მოვყვები.
სიზმრებშიც არ მომასვენა მისმა სახემ.როგორ მინდოდა უბრალოდ თავიდან ამომეშალა.მაგრამ ვიცი რომ ამას ვერასდროს შევძლებ.მოგონებით უნდა ვიცხოვრო.მოგონებით,რომელიც აუცილებლად შემახსენებს თავს.
დილით გაღვიძებულს ყველა სამზარეულოში დამხვდა.წუხელ მე და დედაც დეიდასთან დავრჩით.
-დროულად ადექი,საყვარელო.
-ეს რა მადისამღძვრელი სუნი ტრიალებს,სოფო დეიდა.-ღიმილით მივუგე ქალს.
-იქნებ დადო ტელეფონი და ყურადღება მოგვაქციო,დემეტრე!-დედას მუდმივი შენიშვნა.
-რომელ ახალ ვაკელს ემესიჯები,ძამიკო?
-ნაკლები არც იკადროს.-კომენტარი გავაკეთე.საპასუხოდ დემეს დაბღვერილი მზერა მივიღე.
დილა საჩუქრების დარიგებაში გავატარეთ.მალე ლექციები იწყებოდა და უნივერსიტეტიც გველოდა მე და დემეს.ცხოვრების ჩვეულ რიტმს ვუბრუნდებოდი.ვიმედოვნებდი რომ ეს დამეხმარებოდა განცდილის გადატანაში.დღისით ისევ ის რუსა ვიყავი მაგრამ ღამით სიზმრები მოსვენებას არ მაძლევდნენ.ყველგან მას ვხედავდი.ყველგან.თავდაპირველო კოშმარები ზღაპრულმა სიზმრებმა შეცვალა.სწორედ ეს მაოცებდა.კარგი სიზმარი ვითომ რატომ უნდა უკავშირდებოდეს ამ ამბავს.'კარგ სიზმარებს რა ჯობია.თუ კარგია მაშ კარგადაც აგიხდება.თქვენს ცხოვრებაში რაღაც სასიამოვნო აუცილებლად მოხდება.შეიძლება გვიან,მაგრამ აუცილებლად.'დეიდა ასე გვიხსნიდა ბავშვობაში სიზმრების აზრს.ამის არასდროს მჯეროდა.არც ახლა.ერთ საღამოს მეგონა მათ დავაღწიე მეთქი და სწორედ მაშინ მაჩვენა კატომ ჯესიკას ფოტო.მოსესთვის ხელი ჩაეჭიდა და გაბადრული იდგა.რასაც მის პარტნიორზე ვერ ვიტყოდით.ძველი ფოტო იყო.მაგრამ თარიღს რა მნიშვნელობა ჰქონდა.ჩემთვის და ჩემი ღამეებისთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა.
თვეებმა თვალსადახელს შუა გაირბინეს.ჩემ გონებაშიც ყველაფერი დალაგდა.ღამეც მშვიდად მეძინა.გულიდან დიდი ლოდი მომეხსნა.დრო ყველაფრის მკურნალიაო ამბობენ.მკურნალი შეიძლება არის მაგრამ ვერაფერს დაგავიწყებს.უბრალოდ ყველაფერმა მიჩვევა იცის.
-კლუბში მივდივართ.ბოლოს როდის ვიყავით აღარ მახსოვს.-ერთ საღამოს ამ სიტყვებით მირეკავს კატო.
-სამი კვირის წინ.-ვუპასუხე.-კარგი.დაგელოდებით.
-არა.შენ გამოდი და აქედან წავალთ.
-კარგი.-გავუთიშე და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე...



№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

ცუდია რომ დაავიწყდა მოსე მაგრამ მაინც კარგია<3

 


№2 სტუმარი სტუმარი ანკა

შემდეგი თავი როდის იქნება ძალიან მომეწონა❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი ana

Shemdeg tavs rodis dadeb? dzalian momwons❤️❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი anuchki

Dzalian momewona dzalian kargi tavi iyooo.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent