შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი (2)


29-08-2018, 11:16
ავტორი დამწყები
ნანახია 2 094

ლაშა მოუთმენლად ელოდა მეორე დღის გათენებას, თან იმაზე ფიქრობდა რომ 35 წლის ასაკში ასე რამ ააცანცარა, აქამდე მსგავსი სახის ინტერესი არავის მიმართ გასჩენია, ყველაფერი ერთი ჭიქა ყავით იწყებოდა , გრძელდებოდა ღვინით და მთავრდებოდა ლოგინით, თამუნასადმი მსგავსი ინტერესი წამითაც კი არ გაუვლია გულში , უბრალოდ უნდოდა დაახლოებოდა, ხვდებოდა რომ მათ შორის ასაკობრივი სხვაობაც საკმაოდ დიდი იყო. გათენდა
- დღესაც რიყეზე თუ მიდიხარ შემიძლია გაგიყვანო. შეტყობინება მიუვიდა თამარს ლაშასგან
- მადლობა ლაშა, უკვე ტაქსს ველი
- შეგიძლია შეკვეთა გააუქმო
- მადლობა ლაშა, აი უკვე მოვიდა კიდეც ტაქსი
- კარგი, ბედნიერი დღე მაშინ
- თქვენც
- მოდი შენობით ფორმაზე გადავიდეთ , და საღამოს შეგეხმიანები კარგი?
- კარგი, საღამომდე
თამუნა ისევ ლაკონური იყო, ლაშასთან ურთიერთობას თითქოს გაურბოდა, ორი დღის გაცნობილ ტიპთან მაინც ვერ ქონდა ისეთი უშუალო დამოკიდებულება როგორსაც ლაშა ითხოვდა,მიუხედავად იმისა რომ ბევრი მეგობარი ბიჭი ყავდა, ამ შემთხვევაში მაინც ვერ სჯეროდა ლაშას წმინდა წყლის მეგობრობის სურვილისა, სერიოზულ ურთიერთობებზე კი თავად არ ფიქრობდა, იმასაც ხვდებოდა ლაშა პატარა არ იყო და ოდნავ მაინც რომ თამუნას სისუსტე დაენახა ბევრ საკითხში დააჩქარებდა, ისე კი ნამდვილად ესიმპატიურებოდა მამაკაცი, თუმცა მასთან რაიმე სახის ურთიერთობის გაბმაზე ფიქრზეც კი აჟრჟოლებდა.მოსაღამოვდა
- დედამ არაჩვეულებრივი კექსი გამოაცხო თამარ, იცის რომ დღეს გვესტუმრები, სამსახურს რომელზე ამთავრებ მომწერე და ერთად წავიდეთ, მეც აქვე ვმუშაობ
თამუნა ჩაფიქრდა, ვერ მიხვდა ლაშამ საიდან იცოდა თამარი სად მუშაობდა, წამში თავში ეშმაკურმა ფიქრმა გაუელვა, მერე მაშინვე ფეისბუქზე მისი პროფაილი დასქროლა, ლაშა სწორედ იმ კომპანიის კომერციული დირექტორი იყო რომელშიც ამჟამად პროექტი ჰქონდა აღებული,აქამდე არცერთხელ თვალში არ მოხვედრია, მომხდარს დაუფიქრდა, ვერაფერი გაიაზრა
- კარგით , მხოლოდ ეს მიწერა და საქმე განაგრძო
- სამსახურში მონად ხომ არ გამუშავებენ, ყოველთვის ასეთი ლაკონური ხარ თუ დროის უკმარისობას დავაბრალოთ
- მესამე ვარიანტიც არის , რატომ გამორიცხეთ, სიცილის სმაილებით გაუგზავნა თამარმა, მიხვდა რომ გასაგრძელებელი თემა მისცა ლაშას, თან გაეცინა , თან იფიქრა ახლა სწერვულად არ მიიღოსო, 35 წლის კაცთან მსგავსი ხუმრობები რამდენად გაუვიდოდა ვერ იაზრებდა
- მაინც რომელი, გაეცინა ლაშას,
- იქნებ უბრალოდ თქვენთან ვარ ლაკონური და არა ზოგადად
- ანუ?
- არაფერი მესამე ვარიანტიც არსებობდა და ავტომატურად რომ გამორიცხეთ გამეცინა, თუმცა ეს ხუმრობით, ბევრი სამუშაო მაქვს, საღამოს შევხმიანდეთ კარგი?
- კარგი თამარ, წარმატებები
ლაშა თამარის ნათქვამმა ჩააფიქრა, იქნებ მართლაც მასთან იყო უბრალოდ ლაკონური, მომენტებში სურდა თამარს სცოდნოდა რომ სწორედ ის იყო ამ კომპანიის კომერციული დირექტორი, მეორე მხრივ კი ფიქრობდა მერე უფრო დისტანცია არ დაიჭიროს ჩემთან მიმართებაშიო, თამუნამ კი მაინც გაიგო ყველაფერი და ისევ ისე განაგრძობდა დისტანციურ ურთიერთოას ლაშასთან როგორც თავიდან.
უკვე რვა საათი იყო თამარისგან არაფერი ისმოდა, ლაშამ დარეკვა გადაწყვიტა
- მალე განთავისუფლდები
- ახლა ვაპირებდი მოწერას, თავისუფალი ვარ, სად შეგხვდეთ თამაში განაგრძო თამარმა
- შენ სად ხარ ეგ რომ მითხრა ზუსტად, განაგრძო ლაშამ არ უნდოდა შეეტყო რომ ზუსტი მისამართიც იცოდა
- მე აქვე ვარ ქიფ ქოლმ თბილისთან
- კარგი მალე მოვალ და დაგირეკავ
- კარგი
მანქანაში ჩასხდნენ, თამარმა მაღაზიასთან მანქანის შეჩერება სთხოვა, ფერეროს შოკოლადი და კონიაკი იყიდა რომ სტუმრად მისულ ოჯახში აეტანა,
- გამარჯობა თამუნა შვილო, როგორ ხარ, თბილად შეეგება ლაშას დედა
- ქალბატონო ნინო, გამარჯობა, თქვენ როგორ ხართ?
- მე ძველებურად შვილო, ძაან გამიხარდა ლაშამ რომ მითხრა დღეს ჩვენი ახალი მეზობელი გვეყოლება სტუმრადო
- ხო აღმოჩნდა რომ ერთი და იმავე გამოცდისთვის ვემზადებით, ზოგჯერ დავეხმარებით ხოლმე ერთმანეთს
- ძალიან კარგია ამას რა ჯობს, ყველაფერთან ერთად ჩემს შვილთან საერთო ინტერესებიც გქონია,
- მხოლოდ სამეცადინოდ თუ არ ამოხვალ, და ისეც გვესტუმრები ძალიან გაგვიხარდება, ჩაერთო საუბარში ლაშას მამა , ნუგზარი
- ვეცდები ისეც გინახულოთ ხოლმე ჩაიღიმა თამარმა
- მე და ჩემი ცოლი ყოველთვის ქალიშვილზე ვოცნებობდით, მაგრამ სამივე ბჭი გაგვიჩნდა, სამეზობლოში ვინმეს თუ გოგო უჩნდებოდა, ყველა ჩვენი ხშირი სტუმარი ხდებოდა, იმ დღეს დაგინახე მამაშენს როგორ ეკვროდი და მაშინ კიდევ ათმაგად მომინდა გოგო მყოლოდა, ჩაიცინა ნუგზარმა
- მამა ახლახანს გადმოვიდა თბილისში, ისეთი მონატრებული მყავს, გაეღიმა თამრს, მერე ირაკლის გახედა რომელსაც სპორტული შარვალი და მაისური გადაეცვა, საოცრად სიმპატიური იყო ამ ფორმაში, დედას მიუბრუნდა,
- დე ყავა მეც დამისხი რა
- ახლავე შვილო
- დავიწყოთ? ირაკლის მიუბრუნდა თამარი
- კი როგორ არა, აქ თავს კომფორტულად გრძნობ? ჩემს ოთახში ხომ არ გავიდეთ
- არა აქ კარგად ვარ, უკვე მოვკალათდი , მოვშინაურდი კიდეც გაეცინა თამარს
- კარგი მეც ახლავე მოვალ
ირაკლიმ მაქბუქი გაშალა , შემდეგ წიგნები გადაშალეს, კოსპექტები გახსნეს და მთელი არსებით გადაეშვნენ ფინანსებში, თამარი ყველაფერს მარტივად ხსნიდა, როცა ლაშას კიტხვები ამოეწურა მიხვდა რომ არ უნდოდა ეს საღამო მალე დამთავრებულიყო, გადაწყვიტა რაც უკვე თავისთავად იცოდა , ისეთ კითხვებზე გადასულიყო, კითხვა კითხვაზე სვამდა, მოსმენილი პასუხები კი აოცებდა, თამრი ყველაფერს საოცრად გასაგებად ხსნიდა, თითქოს ვეებერთელა გამოცდილება და ცოდნა დაეგროვებინა ამ პატარა გოგოს, რალური მაგალითები მოჰყავდა პრაქტიკიდან, ყველაფერი საოცრად ჰქონდა გააზრებული და ძირფესვიანად შესწავლილი, ლაშა ცდილობდა თამარის არცერთი სიტყვა გამორჩენოდა, კიდევ ერთხელ გააოცა თამარმა 35 წლის მამაკაცი, რომელიც ღრმა , ინტერესიანი თვალებით უყურებდა გოგოს და ათასი ფიქრი უელავდა თავში.
ბოლოს თამარს დაღლა შეეტყო,
- რამეს ხომ არ დალევ კითხა ლაშამ,
- არა მადლობა, უბრალოდ ცოტა მეძინება
- კარგი მაშინ ჯობს დაისვენო და სხვა დროს განვაგრძოთ
- ხო ასე ჯობს, თამარი წამოდგა, ნინოს და ნუგზარს დაემშვიდობა, ლაშას გაუღიმა და გასასვლელისკენ გაემართა, ლაშას ეთანაღრებოდა თამოს გაშვება, უნდოდა მთელი ღამე ერთად მსხდარიყვნენ და ესაუბრათ, პირველად უნდოდა გოგოსთან ღამის გათევა თანაც მხოლოდ სასაუბროდ, საკუთარ თავს თვითონაც ვერ ცნობდა იმდენად უცნაური გრძნობები ემოციები აკავშირებდა ამ პატარა გოგოსთან რომელიც სულ რამდენიმე დღეა რაც გაიცნო, დამოკიდებულება უფრო უსერიოზულდებოდა, ხვდებოდა რომ უდიდესი პატივისცემით იყო მისმიმართ გამსჭვალული, თითქოს ასეთ გოგოს ვერასდროს შეხვდებოდა, ცდილობდა არ ეჩქარა და რამე არ გაეფუჭებინა

- ყველაფრისთვის დიდი მადლობა, ძალიან კარგი გადმოცემის უნარი გაქვს, შეტყობინება მოუვიდა თამარს

- ყოველთვის გამიხარდება თუკი რამით დაგეხმარები, მანაც უყოყმანოდ უპასუხა

- ხვალ ერთად ხომ არ გავიდეთ ლანჩზე, ახლოს ვმუშაობთ,

- სხვა დროს იყოს კარგი?

- თამარ , მეჩვენება თუ გამირბიხარ?

- გეჩვენებათ, თამარმა სიცილითვე უპასუხა ლაშას, არ ელოდა მის ასეთ პირდაპირობას

- კარგი , მაშინ ხვალ ტაქს ნუ გამოიძახებ ერთი გზა გვაქვს

- ხვალ ჩემი მანქანით ვაპირებ წასვლას,

- არ მეგონა მართვისს მოწმობა თუ გქონდა

თამარს გაეცინა
- არასდროს მინახიხარ საჭესთან, გააგრძელა ლაშამ
- ცოტა მეშინია საჭესთან მარტო დაჯდომა, მაგრამ დროა შევეჩვიო
- შემიძლია დაგეხმარო, საღამოს გვიან გავიდეთ ხოლმე
- მამა დამეხმარა უკვე, ძილინებისა ლაშა
- ისევ გამირბიხარ,ძილინებისა , - ჩაეცინა ლაშას
თამარს აღარაფერი მიუწერია, ცოტა არ იყოს არ მოეწონა ფრაზა“ გამირბიხარ“ , უფრო დიდი სურვილი გაუჩნდა თავი შორს დაეჭირა ლაშასგან, თითქოს ამ სიტყვით ლაშას ფლირტი სააშკარაოზე გამოვიდაო, არ მოეწონა, ახურდა, რაღაცნაირად დაიძაბა, ყოველთვის როდესაც ვინმე ასეთ ყურადღებას იჩენდა და იმას წარმოიდგენდა რომ თავისუფლებას წაართმევდნენ, ვეღაცაზე დამოკიდებული შეიძლება გამხდარიყო, ყელში რაღაც უჭერდა, გაქცევას ლამობდა, გარბოდა , მართლაც გარბოდა ასეთი ურთიერთობებისგან.
მეორე დღემ მშვიდად ჩაიარა, ლაშას ბევრი საქმე ქონდა და არ შეხმიანებია, სამსახურში ჩუმად აკვირდებოდა თამარს და ცდილობდა თვალში არ მოხვედროდა, ლაშას მრჩეველი და მოადგილე მისი უაზლოესი მეგობარი იყო ირაკლი, სწორედ მას ეკონტაქტებოდა თამარის გუნდი. თამო სამსახურშიც თვადაჭერილი იყო, ცოტას საუბრობდა, მუდმივად საქმეში იყო, ლაშას სურდა თამარზე მეტი ინფორმაცია დაეგროვებინა მაგრამ ერიდებოდა მეგობრისთვის რამე ეკითხა , ეშინოდა რომ მაშინვე გამოიჭერდნენ, ოთახში ირაკლი შემოვიდა
- არ გამოხვალ ლანჩზე
- ბევრი საქმე მაქვს , დავრჩები რა
- კაი მაგრამ , მშვიდობა გაქვს? ოთახიდან საერთოდ აღარ გამოდიხარ, ჩაიცინა ირაკლიმ
- კი მშვიდობაა, ყავა წამომიყოლე რა
- კარგი , წავედი , თუ რამე დამირეკე
- მოიცა
- ხო, რა იყო
- საღამოს გცალია?- ჩაფიქრებულად იკითხა ლაშამ
- კი , დავლიოთ? სიცილით უპასუხა ირაკლიმ , ლაშასაც გაეცინა
- კაი დავლიოთ , თან სალაპარაკო მაქვს
- კარგი წავედი და თუ არ დამავიწყდა ყავას წამოგიყოლებ, ჩაიცინა ირაკლიმ
მოსაღამოვდა, ირაკლი და ლაშა ლუდის ბარში გავიდნენ,მყუდრო ადგილას მოკალათდნენ, ცოტა ხანში მათი ორი უახლოესი ძმაკაციც, ლევანი და დავითი შემოუერთდათ
- მშვიდობა გაქვს ? შეუბრუნდა ირაკლი ლაშას
- ერთი გოგოა, უბრალოდ არ ვიცი რაა, შენ იცნობ, გახედა ირაკლის
- მოიცა ვინმე გეტენება?- თვალები გადაატრიალა ლევანმა
- არაა არაა,ღმერთმა დამიფაროს, იდიოტს ვგავარ?
- აბა რა მოხდა ამოღერღე, მიუბრუნდა დათო და ლუდი მოიყუდა
- მოკლედ მეხუთეზე ერთი გოგო გადმოვიდა მშობლებთან ერთად საცხოვრებლად, ახლა აღმოჩნდა ჩვენთან კომპანიაშია პროექტზე შემოსული, არ მითქვამს რომ დირექტორი მე ვარ და საერთოდ რომ ვიცი რომ ჩემთან მუშაობს ახლა, ძალიან მომწონს მაგრამ ვერ გავუგე ვერაფერი, პირველად ვარ ასე დაბნეული დედას გეფიცებით
- თამუნა ? გაეღიმა ირაკლის
- თამუნას გარდა ცხხრა გოგოა მანდ, გაეცინა ლაშას, როგორ მიხვდი?
- უბრალოდ დავფიქრდი და რატომღაც მასზე ვიფიქრე, ჩაიცინა ისევ ირაკლის , არც მას გამოპარვია თამუნას ქცევები, დახვეწილობა თვალთახედვიდან, ყველასგან რაღაცით გამოირჩეოდა, ოღონდ არა სილამაზით, გარეგნულად ჩვეულებრივი გოგო იყო, თუმცა ქცევები, ცხოვრების სტილი, ხასიათი, სერიოზულობა, ზოგჯერ ბავშვურობა თავის იერს სძენდა, განსაკუთრებულს ხდიდა
- რაღაცნაირად გამირბის რა
- კაი რა მაგაზე ნერვიულობ? დრო უნდა , არ მოეშვა და ეგაა, ტიპური თავის დაფასება და ამბებია ალბათ- ჩაიცინა ლევანმა
- თამუნას „ტიპური „ არაფერი აქვს, მაგრამ მაინც გეთანხმები, დრო სჭირდება, ნუ იჩქარებ - ჩაერთო საუბარს ირაკლი, ლუდი მოიყუდა, თვალები დაუწვრილდა,რაღაცაზე ჩაფიქრდა, მაგრამ დარწმუნებული ხარ რომ თავისუფალია?
- მგონი კი, არავინ აკითხავს , არავის წერს, ფოტოებიც არ უდევს,რატომ, რამე იცი? დაიძაბა ლაშა
- გუნდში უბრალოდ ერთი ბიჭია, განსაკუთრებით ახლოს არიან, შეიძლება უბრალოდ მეგობრობენ, რომელი დაბალი რომ არის, შავგვრემანი?
- ხოო
- ეგ მეც შევნიშნე მაგრამ დიდი ალბათობით მეგობრობენ
- შეიძლება,ეგრეცაა, თვალები უფრო მოეჭუტა ირაკლის
- მოიცა შენ მართლა ? მოიცა მეჩვენება თუ ასე სერიოზულადაა საქმე, - ახლაღა გაიაზრა ლევანმა ვითარების სერიოზულობა
- მართლა მომეწონა, ჩაილაპარაკა ლაშამ
- და მერეე რა პრობლემაა, რამდენისაა
- 23
- კაი არ მითხრა რომ ბავშვმა შეგაშინა
- შეიძლება ეგრეც ითქვას- ჩაერთო ირაკლი სიცილით- კაი რა დამშვიდდი, დრო უნდა, რამდენი ხანია ჯერ რაც გაიცანი, გაგირბის არა ის, ჯერ იმდენი საქმე აქვს თავზე აყრია, ნახევრად გათიშული დადის გოგო და რას სთხოვ-ირაკლი ორი წუთით დადუმდა- და მოიცა რო რამე ცოლად უნდა მოიყვანო ?
- არაა, სამუზეუმო ექსპონატად უნდა, გაეცინა დავითს
- არა არაა, უბრალოდ არ გავს მაგ გოგოს დღეს და ხვალ რომ გათხოვდეს
- აუ თუ ძმა ხარ მანდამდე მიმიყვანეთ და მაგასაც ნახავ ისე კარგად გამომყვება , გაეცინა ლაშას და წამიერად მისი და თამარის ქორწილზე ჩაფიქრდა
ცოტა ხანში ბიჭები სხვა თემებზე გადერთვნენ, ბევრი ილაპარაკეს და გვიან დაიშალნენ, ლაშა საიტზე შევიდა, თამარი ცხრა საათის წინ იყო აქტიური, მიწერა არ ღირდა, მეორე დღეს ლაშამ კვლავ მიწერა სამსახურში ერთად წავიდეთო მაგრამ პასუხი არ მიუღია, მერე იფიქრა რომ აწყენინა, მაგრამ რა უნდა წყენოდა? ალბათ იმაზე დაიძაბა გამირბიხართქო რომ ვუთხარი?გაუთავებლად ფიქრობდა ლაშა, სამსახურში მისულმა გადაწყვიტა, ხშრად ემოძრავა ოფისში რომ თამარს გადაყროდა, თამუნა კი არ ჩანდა, ბოლოს ირაკლის სთხოვა გაეგო, სამსახურში იყო თუ არა თამარი, ორი დღე გავიდა თამო კი არც სახლში ჩანდა არც სამსახურში, არც საიტზე, რამდენიმე შეტყობინებაც კი დაუტოვა მაგრამ პასუხი ისევ არ მიუღია, ბოლოს გადაწყვიტა მესიჯით მოეხადა ბოდიში
- ორი დღეა უკვე არ ჩანხარ, ვცადე დაგკავშირებოდი, დღეს მამაშენი ვნახე მინდოდა შენზე მეკითხა მაგრამ მერე მეუხერხულა, მოკლედ არ ვიცი რამე გეწყინა თუ არა , მაგრამ შენი წყენინება მართლა არ მინდოდა, ცოტა დავიბენი, გთხოვ თუ ნახავ ამ შეტყობინებას არ დამიგნორო, ის მაინც მითხარი რომ ყველაფერი რიგზეა
უკვე მესამე დღე გადიოდა, თამოსგან კი არაფერი ისმოდა, ირაკლის სთხოვა იქნებ იკითხო რატომ არ დადისო, მაგრამ ირაკლის ეუხერხულებოდა, თავს მაღლა იჭერდა ყოველთვის და ახლა ასეთი ყურადღების გამოჩენა არ სურდა,
მეოთხე დღეს ლაშამ ფეისბუქი დასქროლა და თამარის ფოტო იყო, ბალიზე წასულიყო მეგობრებთან ერთად, უკვე რუჯი დასტყობოდა, თეთრი ზღვის პარაო ჰქონდა მოხურული, თავზე შლაპა ეხურა და ხედებით ტკბებოდა, ბედნიერი და დასვენებული სახე ჰქონდა, ახლაღა მიხვდა ლაშა რომ საქმე შვებულებაში იყო
- ყველაფერი კარგადაა :დ საბოდიშო არაფერია ლაშა, უბრალოდ დასასვენებლად ვარ და არ შემოვდივარ ხოლმე
- ფოტო ვნახე და მივხვდი, კარგად დაისვენე, სად ხარ
- ბალიზე
- რომ გეთქვა მეც წამოვიდოდი,
თამოს აღარაფერი უპასუხია, ლაშაც აღარ ეხმიანებოდა, ისვენებს და თავს არ მოვაბეზრებო, ორ კვირაში თამარი დაბრუნდა და კვლავ ჩვეულ ფორმაში დაბრუნდა სამსახურში, ლაშამ ჩათვალა აღარ ღირს დამალვაო და კარებთა სწორედ მაშინ მივიდა როცა თამარი შესასვლელს მიუახლოვდა
- გამარჯობა, მიესალმა თამარი
- გამარჯობა, მიესალმა ლაშაც, სიჩუმე ჩამოვარდა, თამარი ოთახისკენ გაეშურა- სხვას არაფერს მეტყვი? ცოტა დაიბნა ლაშა
- ბალიზე მართლაც კარგიიყო, რეკომენდაციას ვუწევ, აუცილებლად წადით, გაუღიმა თამომ
- მეც აქ ვმუშაობ, ღრმა თვალებითშეხედა თამარს
- ა , ხო ეგ კი, ვიცოდი, ბუნებრივად უღიმოდა თამარი
- რატომ არ მითხარი
- და თქვენ?
- რა მე
- თქვენ რატომ არ მითხარით ბატონო ლაშა, სერიოზული სახით გახედა მამაკაცს
- ლანჩზე არაფერი დაგეგმო, ერთად გავალთ და იქ ვილაპარაკოთ
- მაპატიეთ, ლანჩზე მეგობრებთან ერთად გავდივარ ხოლმე, სალაპარაკო დიდად არაფერია სხვა დროს იყოს
- მაშინ საღამოს წავალთ სახლში ერთად
- მანქანით ვარ, ჩაიცინა თამარმა, ახლა მართლა იცრუა, ფეხით იყო,მაგრამ რამეს მოიფიქრებდა
- თამარ ისევ გამირბიხარ
- ბატონო ლაშა სალაპარაკო მართლა არაფერია, ორივემ ვიცოდით რომ ერთად ვმუშაობდით და არცერთმა საჭიროდა არ ჩავთვალეთ ერთმანეთისთვის გეთქვა რომ ეს ვიცოდით, ენის გასატეხივით გამოუვიდა თამრს, გაეცინა,მოკლედ მართლა არაფერია სალაპარაკო
- მოკლედ გასაგებია რომ შენი ძვირფასი დრო არ გინდა ჩემზე დახარჯო მაგრამ არაუსავს, რამეს მოვიფიქრებთ - გაუცინა ლაშამ
ლაშას მსგავს თავდაჯერებულ რეპლიკაზე ცოტა აღელდა გოგო, თავისი ოთახისკენ გაეშურა, ლანჩის შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელმა თამარს უთხრა
- ხელმძღვანეელობას შენთან რაღაც საკითხის გავლა უნდა, მოკრძალებულად მტხოვეს რომ ერთი საათით მათთან გაგიშვა, ირაკლისთან ადი და ის დაგაკვალიანებს სად წახვიდე
- კარგით მაგდა,
თამარიმ ირაკლის კაბინეტის კარი შეაღო
- ბატონო ირაკლი თქვენთან გამომიშვეს
- მოდი თამარ, ოღონდ მოდი ბატონო მოვაშოროთ კარგი
- კარგი, ჩაიღიმა თამარმა
- ორი წუთით და მოგხედავ,............... აი ვსო.. გამომყევი
გრძელი დერეფანი გაიარეს და ბოლო კაბინეტი შეაღო, აქ მოდი და ახლავე მოვალ კარგი,
- ყავა თუ ჩაი? ან იქნებ სხვა სასმელი
- აუ წყალს დავლევ რა
თამო მშვიდად იყო, ირაკლის შემოსსვლას ელოდა, ჯერ მოადგილე შემოვიდა, კაპუჩინოთი და წყლით ხელში და თამარს დაუდგა, შემდეგ კი ნაცნობი ნაბიჯების ხმა გაისმა, ოთახში ღიმილიანი ლაშა შემოვიდა
- რადგან შენ არ მითმობ შენს დროს, მაშინ ჩემთვის განკუთვნილ დროს გამოვიყენებ, იცინოდა ლაშა
თამარს სიბრაზემ გადაურბინა სახეზე, სიმშვიდის შენარჩუნება სცადა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა რაღაცას აძალებდნენ, იმწყვდევდნენ, თავისუფლებას ართმევდნენ, ბრაზობდა, ლაშას საქციელში სითავხედის გარდა ვერაფერს ხედავდა, ახირებული 35 წლის კაცის ჯინის დაკმაყოფილებას უფრო ჰგავდა ეს ყველაფერი, სიმშვიდის შენარჩუნება სცადა
- ძალიან ცდებით, თქვენ ისევ ჩემს დროს მართმევთ, ის რაც ამ ერთ საათში უნდა მომესწრო საღამოსთვის გადაიწევს, და ერთი საათით გვიან მივალ სახლში, ერთი საათით გვიან დავიძინებ, ჩემი ცხოვრების მთელ ერთ საათს მართმევთ, რომელიც დაგეგმილი მქონდა არაჩვეულებრივ გარემოში გამეტარებინა, გაუღიმა თამარმა
- ლაშა დაიბნა , ეცადა არ შეემჩნია, - ვფიქრობ ბევრი ასეთი ერთი საათი გაქვს დაკარგული, მაგრამ ეს ყველაზე ცუდად არ დაგამახსოვრდება
- გისმენთ, მოკლედ მოუჭრა თამარმა
- ყავა მიირთვი, ტკბილია, როგორც შენ გიყვარს
- ლაშა გისმენთ
- მოკლედ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად არ გითხარი რომ აქ დირექტორი ვარ
- ბატონო ლაშა, ახსნა არ მითხოვია, არც ვალდებული ხართ, არც მეე მაინტერესებს, მართლა არ მაინტერესებს, ბოლო ფრაზა მართლა მთელი გგულწრფელობით უთხრა თამარმა, და ლაშას რაღაც ჩაეწვა- ისედაც ბევრი საქმე და საფიქრალი მაქვს,ასეთ რაღაცეებზე დროს არ ვხარჯავ და სიმართლე გითხრათ მიკვირს რომ თქვენ ხარჯავთ
- ანუ არ ხარ ნაწყენი?
- ლაშაა, თამარს გაეღიმა, არ ვარ ნაწყენი , ან რაზე უნდა ვიყო ვერ ვხვდები, ისევ გაიღიმა, ა ხო რადგან აქ ვარ მაშინ ბარემ გეტყვი, ერთადერთი რაც არ მომწონს, ანუ ყურს ხვდება ცუდად თქვენი ამოჩემებული ფრაზაა
ლაშას თვალები დაუწვრილდა, გაკვირვების სახე მიიღო და კითხვის ნიშნით შეანათა დაჟინებული თვალები
- „ ნუ გამირბიხარ“, „ისევ გამირბიხარ“ , გაეცინა თამარს, უბრალოდ რაღაცნაირად ჟღერს და მეგობრობის კონტექსტში ვერ ვაჯენ, უბრალოდ მართლა არაფერი მჭირს შენგან გასაქცევი, პირიქით სასიამოვნოა შენი გაცნობა, ნებისმიერი შენნაირი ჭკვიანი ადამიანის გვერდით ყოფნა მართლა საინტერესოა ჩემთვის, ამიტომ მსგავსი სლენგებით თუ არ ვისაუბრებთ კარგი იქნება, კარგი? ერთი ამოსუნთქვით ჩამოუყალიბა თამარმა
- შევთანხმდით, გაეცინა ლაშას, მაშინ ყავას დავლევთ ხოლმე ანუ ერთად, ხვეწნის გარეშე
- რა თქმა უნდა კი, უბრალოდ ახლა წავალ საქმეს მივხედავ
- კარგი და ბოდიში რომ ერთი არაჩვეულებრივი საათი წაგართვი, ლაშამ ჩაიცინა მერე უცბად საათს დახედა, არაა, არა ერთი საათი არა, სულ რაღაც 20 არაჩეულებრივი წუთი, კვლავ გაუცინა
- დროებით, - გახედა თამარმა და კარი გაიხურა
ლაშას ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, მერე თამარის ფრაზა გაახსენდა ასე რომ ჩაწვა ლაშას გულში, მართლა არ მაინტერესებსო, ნუთუ ასეთი ინდიფერენტული დამოკიდებულება ჰქონდა გოგონას მის მიმართ, იქნებ საერთოდაც იმიტომ იქცეოდა ასე ზრდილობიანად რომ უფროსი იყო თორემ სხვა შემთხვევაში ახლოსაც არ მიიკარებდა, ლაშას თავში ბევრი კითხვა გააჩინა თამარის საუბარმა, ქცევებმა, დამოკიდებულებამ, ის კი ფაქტი იყო რომ თამარს თითქმის არ ჰქონდა თავისუფალი დრო , ყოველ წუთსა და წამს ეფექტურად იყენებდა და მომავალთან დიდი გეგმებიც აკავშირებდა, როდესაც მის ტოლ გოგონებს ფლირტი შვებას გვრიდათ, ბევრს უკვე ოჯახიც ჰყავდა, ეს კი ალბათ ბევრსითვის სასურველ მამაკაცს ისე ერიდებოდა თითქოს არც არაფერს წარმოადგენდა, არანაირი ინტერესი არ მოდიოდა თამუნას მხრიდან ლაშას მიმართ, ისევ ძველებურ რიტმში განაგრძობდა ცხოვრებას , ბოლოს რამის გააგიჟა ლაშა მისმა ასეთმა ქცევებმა და გადაწყვიტა სერიოზულად დალაპარაკებოდა
- მომწონხარ, ძალიან მომწონხარ,
თამარმა რაღაცის თქმა სცადა მაგრამ ლაშამ არ აცადა
- ჯერ მე მომისმინე გთხოვ, თუ საჭირო იქნება დაგელოდები, დაგეხმარები, ყველა მიზნის ოცნების ასრულებაში დაგეხმარები, ყველაფერს ერთად მივაღწევთ, უბრალოდ მინდა რომ შენს გვერდით ყოფნის შანსი მომცე-იმაზე მეტად გაწონასწორებული იყო ლაშა ვიდრე ამის წარმოდგენა ვინმეს შეეძლო
თამომ თავი ჩახარა, დაიძაბა, ეშინოდა რამე ისეეთი არ ეთქვა რასაც ინანებდა, ლაშა კიდევ ერთხელ აათვალიერა , გულში სითბო ჩაეღვარა, წამიერად ბედნიერების შეგრძნებამ დაუარა სხეულში, თუმცა გონება მაინც ეწინააღმდეგებოდა, სიტყვებს იკრებდა, გაეღიმა, ლაშას ღრმა თვალებში შეანათა
- უბრალოდ არ შემიძლია, წყნარად ჩაილაპარაკა თამარმა,
ლაშა ახლა უფრო დაჟინებული ცქერით უყურებდა
- არ შეგიძლია რას ნიშნავს, ან გინდა ან არ გინდა
- ჩემზე ბევრად დიდიხარ და ცხოივრებისგანაც საკმაოდ დიდი გამოცდილება გექნება საიმისოდ მიღებული ეგ რომ გაიაზრო, ყველაფერი ერთი შეხედვით როგორც ჩანს ეგრე მარტივად არ არის, ცხოვრებაში სურვილებს მიღმა უამრავი რამ იმალება რასაც ვერ ვაბიჯებთ
- ცხოვრებას აზრი მხოლოდ მაშინ რჩება როცა საკუთარი სურვილებისკენ ისწრაფვი და იბრძვი, ერთი ხელის მოსმით კი არ ამბობ უარს- ჩაეჩრა საუბარში ლაშა და თვალებში მიაშტერდა ისევ გოგოს, ამ დროს მიმტანმა შეკვეთა მოიტანა და კოქტეილები მაგიდაზე დადგა, მერე უხმოდ გაეცალა იქაურობას, თამარი სკამის საზურგეს მიეყრდნო და მშვიდად დაიწყო
- რატომ უნდა ამახსნევინო ყველაფერი თავიდან, რაც ისედაც იცი
- მე ვიცი ყველაფერი? გაოცდა ლაშა, და მაინც რა ვიცი ის რომ ჯერ უნდა ისწავლო, ის რომ კარიერა გინდა აიწყო, ხო ეგ ყველაფერი ვიცი, ვხედავ როგორ ათენებ და აღამებ საკუთარი სურვილებისკენ სწრაფვაში, მეც ამიტომ შემიყვარდი, გგონია ცოლად მოგიყვან და იქ ამ ყველაფერს წერტილს დავუსვამ? ეგრე მიცნობ? მართლა მაინტერესებს ჩემზე ეგეთი ხეპრის წარმოდგენა გაქვს? ხმას აუწია ლაშამ
- გთხოვ ხმადაბლა ისაუბრე, მარტო არ ვართ, ყველაფერი ვიცი, მაგრამ მე არ ვარ ის ადამიანი ვინც ცხრა უღელში შეებმევა და ყველაფერს მოერევა, არ მინდა ზედმეტი პასუხისმგებლობა, მითუმეტეს მაშინ როდესაც არაფერს ვგრძნობ შენს მიმართ, საერთოდ არაფერს გესმის?
ლაშას თვალები დაუწვრილდა, ღვინო მოსვა, თამუნას გახედა
- არ შეგიძლია , იმიტომ რომ შენთვის არაფერი ვარ, ჩააეცინა, თამოს გახედა, -ჯობდა ასე დაგეწყო
- პატივს გცემ, კარგი ადამიანი ხარ,თუ შეიძლება ვინმეზე უნაკლო ვთქვა შეიძლება შენზეც მეთქმოდეს , შენთან თავსაც კარგად ვგრძნობ მაგრამ არა ისე რომ რამის იმედი მოგცე და ურთიერთობა გავაბა,ახლა რომ რამე ვცადოთ და ხვალ გითხრა მაპატიე არ მომეწონა შენთან ყოფნათქო, მერწმუნე ბევრად რთული იქნება ორივესთვის ვიდრე აახლა აქვე გავწყვიტოთ ყველაფერი
- და იქნებ იმდენად გავუგოთ ერთმანეთს რომ ჩემგან წასვლა არც არასდროს მოგინდეს
- სად გინდა სამომავლოდ ცხოვრება, მოულოდნელად თემა შეცვალა თამარმა, ლაშამ გაკვირვებით შეხედა
- აბაშიძეზე ცალკე ბინა მაქვს, რომ დავქორწინდებით იქ გადავალთ
- ეგ არ მიგულისხმია მაგრამ პასუხი მაინცმივიღე, საქართველოში, შენ აქ გინდა ცხოვრება
- ხო აქ, ჩემი მეგობრების და მშობლების გარემოცვაში, უკვე საკმარისი დრო გავატარე ლონდონში, ყველასგან შორს, აღარ მინდა ისევ ყველაფერს ვიყო მოწყვეტილი,
- აი თუნდაც ეს, მე წასვლა მინდა, ჯერ ცხოვრებაში არაფერი მინახავს, დღეებს ვითვლი როდის გავა ერთი წელი რომ საზღვარგარეთ გავაგრძელო მაგისტრატურა, იქ დავრჩე , იქ ვიცხოვრო, ჩემი ოცნებები ძაან განსხვავდება შენისგან
- წახვალ მაგრამ მაქსიმუმ მაგისტრატურის დამთავრებამდე დარჩები, ბავშვი ხარ და არ იცი , აქედან მარტივად ჩანს ყველაფერი, როცა ჩახვალ მერე მიხვდები, პრობლემა მხოლოდ ეგაა?
- არა ჩემი ოცნებები ძალიან განსხვავდება შენისგან , ჩვენ ვერასდროს გავუგებთ ერთმანეთს, შენ ხარ 35 წლის მამაკაცი, რომელსაც უკვე ჭაღარა ეპარება და ცდილობს თბილი კერა შეიქმნას, მაგრამ მე ? მეე ? მე რომ შენამდე მოვიდე კიდევ 13 წელი მიკლია,, ხვდები მაინც რას ვამბობ?
- მარტივად რომ ვთქვათ ბებერი ვარ, ჩაიცინა ლაშამ, თამუნას მიზეზების ძებნამ რაღაცნაირად დააიმედა, ხაზს იმას უფრო უსვამდა რატომ ვერ იქნებოდნენ ერთად ვიდრე იმას რომ უბრალოდ არ უნდოდა ლაშასთან ყოფნა
- გეშინია?
- რისი? - გაოცდა თამარი, ამდენი ახსნის შემდეგ მსგავს კითხვას არ ელოდა
- ჩემი და ჩემთან ურთიერთობის
- შიში რა შუაშია
- გეშინია რომ დაგაჩქარებ, შეგბოჭავ, საკუთარ ემოციებთან გამკლავებისაც კი გეშინია
- ცდები, -თამომ მშრალად თქვა მერე ისევ დაჟინებული ირონია ნარევი მზერა იგრძნო , ლაშას შეხედა, ეცადა მაქსიმალურად გულუბრყვბილო ყოფილიყო, მართლა ცდები, გაუმეორა ლაშას და იმ დამნაშავე ბავშვს დაემსგავსა, რაღაც რომ გააფუჭა და თავის მართლებას ცდილობს, ეშინოდა მართლაც ეშინოდა, ყველასი და ყველაფრის, არ იცოდა როგორ გაეგრძელებინა ურთიერთობა, ვერ წარმოედგინა როგორ ეტყოდა ლაშას რომ უყვარდა, ვერ წარმოედგინა როგორ გავიდოდნენ ყოველ დილით ეზოდან ერთად, ეშინოდა როგორ მოუხდებოდა ანგარიშის ჩაბარება ლაშასთვის, ძალიან მოკლე ურთიერთობის შემდეგ მხოლოდ ის იცოდა ლაშაზე რომ საოცრად სიმპათიური და საქმიანი იყო, შინაგანად კი მისი სხვა ხასიათები აინტერესებდა- ლაშას სიცილი წასკდა, ბაგეები გაეპო, თამოს ხელი ხელზე მოკიდა, თვალებში ჩააცქერდა, თამომ წინააღმდეგობაც ვერ გაუწია,
- მოდი არ გინდა ეს ბავშვური საქციელები კარგი? მგონი ორივეს გვინდა ერთად ყოფნა, ვერ ვხვდები რა საჭიროა ამდენი მიზეზი
- ლაშა ცდები, ამდენი ტყუილად ვილაპარაკე ? ამდენი ახსის მერე თავს ისულელებ თუ მართლა ვერ ხვდები, არ მინდა შენთან ყოფნა, თამომ გაბრაზებულმა გამოგლიჯა საკუთარი ხელი ლაშას მტევნებიდა, ახლა თითქოს მართლა აძალებდნენ, თითქოს აიძლებდნენ, ზოგჯერ საკუთარ თავთან სადღაც გულის სიღრმეში უუნდოდა დანებებოდა და ისევ ჩაეკიდა ლაშასთვის ხელი, თუმცა ბობოქარი ბუნება არ აძლევდა ამის საშუალებას,- საერთოდ დამივიწყე, ჩავთვალოთ რომ ერთმანეთს არც კი ვიცნობთ- ა,ღვრეული თვალებით სეხედა ლაშას და ბარი დატოვა, ლაშა უკან გაყვა, მერე ანგარიში გაახსენდა და უკან მობრუნდა, ასლარიანი ამოიღო ჯიბიდან და მიმტანს ხელში ჩაუტენა, გარეთ გაიქცა, თამომ კი მაშინვე ტაქსის კარი მიიხურა , მანქანა დაიძრა და მალევე გაუჩინარდა, ლაშა, თავის მანქანაში ჩაჯდა, საჭეს ხელებით შემოეხვია და თავი დააყრდნო, მერე ირაკლის დაურეკა , გაარკვია სახლში იყო თუ არა და მისკენ დაიძრა.

ღირს გაგრძელება?



№1  offline წევრი ნორმი

ძალიან ძალიან კარგია და აუცილებლად გააგრძელე
--------------------
მორფეოსი

 


№2 სტუმარი Taat

კანეშნა???????????? რა თქმა უნდა. დამაინტერესე ძალიან, რაც იშვიათია აქ. აზროვნებ. გელოდები.

 


№3 სტუმარი ქრაშებიდედოფალლი:)

რატომღაც ყველა ისტორიაში ერთიდაიგივე შცდომებია:ემოციები არის მაგრამ უმეტი გვინდა და რაცმთავრია ინტრიგა , ნუ მაინც წარმატბებიი

 


№4  offline წევრი დარინა

მე ასეთი უბრალო და თბილი ისტორიები მიყვარს, ერთი ამოსუნთქვით რომ იკითხება, ეს დრამები და ამბები მომწყინდაა, აი ეჭვიანობისგან გაგიჟებული თამარი მინდააა. ლაშაძალიან მომწონს ისეთი უშუალო და თბილი პიროვნებაა.

 


№5  offline წევრი anuchki

ღირს?,ღირს კი არა ვალდებული ხარ მხოლოდ ერთი მკითხველისთვის გააგრძელო წერა მაგალითად მე ძალიან მომწონს ამდენი დრამა მაგრამ შეეცადე რომ ცოტა სიხალისეც შემოიტანი.მოლედ ძალიან მომეწონა და ახალ თავს ველი გაწყვეტა არც კი გაბედო

 


№6  offline წევრი დამწყები

გოგონებო, ყველას ძალიან დიდი მადლობა <3 ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ <3

 


№7 სტუმარი Vv

კიიი! ძალიან მომწონს! ოღონდ ძალიან გთხოვ ნუ გვაწალებ და მალე დადე რა <3

 


№8  offline წევრი დამწყები

Vv
კიიი! ძალიან მომწონს! ოღონდ ძალიან გთხოვ ნუ გვაწალებ და მალე დადე რა <3

უკვე ავტვირთე და ველოდები ადმინისტრაცია როდის გამოაქვეყნებს , ველი ახალ თავზე თქვენს ემოციებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent