შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უნებლიე შეცდომა (11 თავი)


29-08-2018, 16:43
ავტორი naattii
ნანახია 4 624

ასეთი ცივი სამსახურში ნათია არავის უნახავს, მალენასთანაც კი აღარ კამათობდა და ქალის ირონიულ კომენტარს უბრალოდ გვერდს უვლიდა, ყოველ გაღიმებაზე გოგის სიტყვები უვლიდა თავში და ბო*ად შერაცხულს წამსვე ეშლებოდა სახე.
-ბათუმიდან დარეკეს ბატონო გოგი, თქვენ პასუხს ელიან და იქაც დაგპატიჟეს, მეტი ნდობისთვის თავად დაათვალიერეთ ჩვენი კომპანიაო._მერამდენე დღე იყო გოგის ნათიას თვალები არ ენახა, გოგო ბლოკნოტში თავჩარგული ელაპარაკებოდა და იმ საღამოს შემდეგ სახეზეც არც კი აუხედავს.
-კარგი, მოემზადე და 4 დღე გაათავისუფლე. შენც მოდიხარ_უკვე კისერში ქონდა ამოსული გოგოს სიცივე და ვეღარ ძლებდა მისი მხიარულების გარეშე.
-ბოდიშით, მაგრამ მე ვერ წამოვალ, მალენას გავაფრთხილებ და მოემზადება_კარისკენ წაიღო ხელი გოგიმ რომ შეაჩერა.
-მემგონი ჩემს წინადადებაში შეკითხვის ნიშანი არ ყოფილა ნათია. ორივე წავალთ.
-უკაცრავად, მე საყვარელი არ გამომიშვებს_პირველად ახედა ხუთ დღის შემდეგ კაცს და ნათიას თვალებში დანახულმა სიცივემ წამში აიძულა კაცს ხელი გაეშვა.
-მაპატიე_ცხოვრებაში პირველად მოიხადა გოგიმ ბოდიში და დაიმსახურა კიდევაც ნათიას გაოცებული სახე.-მოდი ვისაუბროთ _სკამისკენ უბიძგა გოგოს და თითონაც მიუჯდა.
-ხომ ხვდებით ბატონო გოგი, რომ ზედმეტი იყო თქვენი რეაქცია?
-ვხვდები და მაპატიე, მე უბრალოდ რომ წარმოვიდგინე, მე... ჯანდაბა 34 წლის კაცი დავიბენი.
-რამ დაგაბნიათ?
-როცა არაა საჭირო მაშინ გადასარევად ხვდები ყველაფერს და მაინცდამაინც ჩემგან გჭირდება ყველაფრის დამარცვლა?_გაბრაზებული წამოხტა ფეხზე გოგი და ნერვიულად დაიწყო ოთახში სიარული.
-როცა ბრაზდებით ან რამეზე ფიქრობთ სულ ასე დადიხართ_გაღიმებულმა ჩილაპარაკა ნათიამ -ხო, ესეიგი რაღაცაზე ფიქრობთ, გაბრაზებული როცა ხართ წამოდგომამდე მაგიდას ხელებს ურტყამთ.
-აი, ისეთ დეტალებს ამჩნევ რომელსაც არცერთი ნორმალური ადამიანი არ დაუკვირდება და მარტო იმას ვერ ამჩნევ, რომ მიყვარხარ. ვიეჭვიანე იმ დეგენერატ ლაშაზე, ყოველ წამს ვეჭვიანობ, ჭკუიდან ვიჭრები აქ რომ გაკითხავს და წარმოდგენაც არ მინდა რომ შენთან მოკარების უფლება აქვს, თორემ ყველაფრის დალეწვა შემიძლია. მიყვარხარ, ვერ ვიტან დღეს, როცა გაღმებული დილა მშვიდობისა ბოს არ მეუბნები, ვერღარ ვიტან კითხვაზე მოკლედ რომ მპასუხობენ, ვეღარ ვიტან სამსახურში მოსვლას თუ მეცოდინება, რომ აქ არ იქნები და ვერ ავიტან იმას, რომ ლაშასთან ღამე დარჩე საბუთების გამო.
-ამას ხომ თქვენ გამო ვაკეთებ?_იმდენად გაოგნებული იყო ნათია ძლივს ამოილაპარაკა.
-არ მინდა, ფეხებზე მკი*ია, დამიჭირონ, ოღონდ ვიცოდე, რომ მისნაირ ნაგავთან არ იქნები.
თავის სკამს მიუახლოვდა გოგი და იდაყვებით დაეყრდნო.
-კიდევ ერთი საკითხია.
-რა საკითხი?
-უნდა გადაწყვიტო ნათია, ასე აღარ შემიძლია, მინდა რომ ჩემთან იყო, მინდა მაშინ შეგეხო და გაკოცო როცა მომინდება, მინდა ვიგრძნო რომ შენც გიყვარვარ, დავიღალე. თანაც შენ რაღაც არ იცი.
-და მაინც რა არ ვიცი?
-ლაშას უყვარხარ, მართლა უყვარხარ, შენ.. შენ შეგიძლია ის გამოასწორო, შეგიძლია კაცად დააყენო თუ მის გვერდით ყოფნა გირჩევნია.
-იდიოტი ხართ.
-როგორ?_წამში წამოყო თავი გაკვირვებულმა კაცმა
-უკვე მეორედ მომაყენეთ შეურაცყოფა.
-რითი? რადგან შემიყვარდი? ხალხი სიყვარულზე ოცნებობს.
-ღმერთო, იდიოტი ხარ, შენი აზრით ვგავარ ისეთ გოგოს ერთს ხვდებოდეს და მეორეს კოცნიდეს? ლაშა რომ მიყვარდეს თქვენს კოცნას მოვინდომებდი?მის ნათქვამზე მაშინვე თქვენსკენ მოვბრუნდებოდი, კაცისკენ რომლისგანაც სიცივის მეტი არაფერი მახსოვს და იმ კაცს ვაქცევდი ზურგს ვისგანაც სითბოს და ყურადღების მეტი არაფერი მიმიღია? ამაზე წამითაც კი არ დაფიქრებულა ჩემი გული, ის ორი დღე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი ჩავრეულიყავი ამ საქმეში თუ არა, ჩემი გრძნობა ეჭვქვეშ არასდროს დამიყენებია_მანაც მიბაძა კაცს და გაბრაზებულმა ხელების ქნევით დაიწყო ოთახში სიარული და ლაპარაკი
-ესეიგი გახსოვს_ღიმილი გაუკრთა გოგის.
-რა თქმა უნდა მახსოვს, დებილი კი არ ვარ კაცებს ვკოცნიდე და ვივიწყებდე. და სხვათაშორის ჩემი ვალი გაქვთ_თითი გაუფშიკა გაცინებულ კაცს.
-მაინც რა ვალი?_ვნებიანი ღიმილით მიუახლოვდა კაცი და თმაზე მოეფერა. წამში დაიბნა ნათიაც.
-თქვენ მე პირველი კოცნა მომპარეთ
-მაგისი ვალი თუ გინდა მთელი ცხოვრება მახდევინე_სიცილით მოიქცია კაცმა ნათიას სახე ხელებში და ტუჩებზე წვდა -მიყვარხარ.
-მეც მიყვარხართ ბოს.
-ღმერთოო, ვგიჟდები შენზე_მთელი ხმით გადაიხარხარა გოგიმ -ერთადერთი გოგო ხარ, რომელიც შეყვარებულს თავაზიანი ფორმით და ბოსით მიმართავს.
-შევეჩვიე_თავი ჩაურგო მკერდში გოგის -თანაც არ გიკითხავს მინდა თუ არა შენი შეყვარებული ვიყო, ეგ ადგილი უკვე დაკავებულია საყვარელო_თვალი ჩაუკრა კაცს და კარში გაიპარა.
-გისმენთ_ღიმილით დაწვდა ამღერებულ ტელეფონს გოგი და სახეზე შეეყინა.
-გამარჯობათ ბატონო გოგი, ბატონი ლაშას დავალებით გირეკავთ. ორ დღეში საკუთარ სახლში გეპატიჟებათ ბატონი ლაშა, მის შეყვარებულთან ერთად დიდ წვეულებას ამზადებს და მთხოვა ყველა სტუმარისთვის გადამეცა, რომ წინ დიდი სიურპრიზი გელოდებათ. წარმატებულ დღეს გისურვებთ._ღიმილით დაამთავრა ქალმა და ვერც მიხვდა როგორ დღეში ჩააგდო კაცი.
-ჯიუტი თხაა_ხელები დაარტყა მაგიდას გოგიმ და წამში ტელეფონი კედელს შეელეწა. ორ წუთში კი მთელ შენობაშ ისმოდა კაცის ღრიალი -ნათიააა.


-არა_უკვე მერამდენედ განაცხადა გოგიმ და ნათიამაც ზმუილით ჩარგო სახე ხელებში.
-არავინ გეკითხებააა.
-მეკითხება, უკვე მეკითხება, თუ გაგახსენო დილანდელი?_თვალები დაუბრიალა კაცმა.
-ღმერთო ახლა მაგის გამო უნდა მეუფროსო? მაშინ ჩემი ის პასუხი უკან მიმაქვს და ამ საქმეს რომ მოვრჩები მერე გეტყვი_მხრები აიჩეჩა ბავშვივით ნათიამ.
-აქედან ვერ ამოშლი ძვირფასო_უდარდელად მიიკაკუნა საფეთქელზე გოგიმ თითი და დივანს გადააწვა.
-ღმერთო, ეს გოგო შენ დაარიგე?_დაჩის გადახედა ლილიამ.
-რაზე ლილ?_წამოყო თავი ნათიამ წამიერად.
-ამ ყმაწვილმა მითხრა ზუსტად ეგრე, მე სიყვარულით და მონატრებით ვკვდებოდი და გამომიცხადა სანამ საქმეს არ მოვრჩებით არაფერი იქნებაო.
-ხოდა სწორი უთქვამს, აი კაცი, აი თავდადება. გესმის ბოოს? მიბაძე._ჩანთა აიღო ნათიამ და ფეხზე წამოხტა -აბა, საღამომდე, კაბა მაქ საყიდელი.
-შენ გოგო ყურები მიხატული გაქ?_ფეხზე წამოუხტა გოგი.
-ისე გოგი სულ მიძახოდა მაგას დედაჩემი, ყურები იმიტომ აქვს ადამიანს რომ გაიგონოსო, ჩემი პასუხი კიდევ რა იყო იცი? ორი ყურიც მაგიტომ აჩუქა ღმერთმა ადამიანს ერთში რომ შეუშვას და მეორედან გამოუშვასთქო. ისე დედაჩემს გამსგავსებ ცოტათი, პრინციპში დიდი განსხვავება გექნებათ ვითომ ასაკშ? ამხელა კაცს 25 წლის გოგო რამ შეგაყვარა არ მესმის, ან მე რას შემიყვარდი ასეთი ჯმუხი და უჟმური, მე ახლა ვიწყებ გართობას და შენ დამთავრებული გექნება უკვე, მგონი დავფიქრდი ჩემ გადაწყვეტილებზე ბოს.
-ახლა გამასწარი_წარბები შეკრა წამში კაცმა.
-მივრბივაარ_ჩაიცინა ნათიამ ოინი რომ გამოუვიდა და მოწყვეტით აკოცა კაცს -არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად ჩაივლის, თქვენც ხომ იქ იქნებით, ფრთხილად ვიქნები და მენდე. მიყვარხარ.

მხოლოდ ჩანთას მოკრას ბოლოს გოგიმ თვალი ისე წამში გაქრა გოგო და ოხვრით დაეცა დივანზე.
-ერთად ხართ?_ტაში შემოკრა ლილიამ
-თუ ამას ერთად ყოფნა ქვია კი_გოგისაც გაეცინა.
-სწორია ნათია, ჩვენც იქ ვიქნებით გოგი და ყველაფერს გვაკონტროლებთ.
-იმედი მაქვს, თორემ......_ვეღარ დააბოლოვა გოგიმ და დაღლილი თვალები თითებით დაიზილა.

საღამოზე უამრავი ხალხი ირეოდა, ლაშას უზარმაზარი სახლი მთლიანად განათებულიყო და მთელი ეზო სტუმრებს ეკავათ, ლაშა ნათიას წელზე შემოხვეული ხელით მოძრაობდა, ყველას აცნობდა და ამაყად იდგა. მართლაც ლამაზად გამოიყურებოდა ნათია, ზურგ მოხსნილი გრძელი კაბით და ნაზი მაკიაჟით არც ბავშვს გავდა და არც ზრდასრულ ქალს, თითქოს შუაში იდგა და ეს აძლევდა ხიბლს, ვერც გოგი წყვეტდა თვალს და გამწარებული დასტრიალებდა ვისკით სავსე ჭიქას. ლილია ბედნიერი ღიმილით დადიოდა ლანგრით ხელში და სტუმრებს სასმელს თავაზობდა. ბოლოს ვერ მოითმინა და გამაფრთხილებელი ღიმილით მიუახლოვდა გოგის
-დათვრები, გეყოფა.
-სხვანაირად ვერ გავძლებ, ამითი ვიკავებ თავს რომ არ მივიდე და ის ხელი არ მოვდღლიზო_გაბოროტებულმა ჩაილაპარაკა გოგიმ და არ შეიმჩნია ყურში ნათიას გამაფრთხილებელი ჩახველება.
-გოგი, ხომ იცი რატომაც აკეთებს.
-მაგრამ, ის ჩემია, მიყვარს და ვუყვარვარ, ვიღაც იდიოტის გამო კი უნდა ვუყურო სხვის გვერდით როგორ თამაშობს ბედნიერ როლს.
-გოგი გთხოვ საკმარისია, ასე მეც გულს მტკენ_მუდარით ჩაილაპარაკა ჩუმად ნათიამ და ხველებად გაასაღა.
გოგიმ პასუხი ვეღარ გასცა, რადგან ლაშამ მიკროფონს მოსასინჯად რამდენჯერმე თითი დაარტყა და ღიმილით მიიტანა პირთან.
-მოგესალმებით მეგობრებო, მიხარია, რომ მესტუმრეთ, დამაფასეთ და უარი არ მითხარით, ახლა კი მინდა დღევანდელი საღამოს მიზეზი გაგაგებინოთ, ეს ის სიურპრიზია რაზეც მოპატიჟებისას ვსაუბრობდი. მინდა თქვენს წინაშე, ამდენი მეგობრის წინ ჩემს საყვარელ და არაჩვეულებრივ შეყვარებულს ერთი კითხვა დავუსვა_ავტომატურად სახე ყველამ ლამის პირდაღებულ ნათიას მიაპყრო.
-საყვარელო, იმედია დამთანხმდები და გამაბედნიერებ, მინდა ცოლობა გთხოვო, მინდა ჩემი ცხოვრების მეგზურად გაგიხადო, მინდა ყოველი დილა შენი ლამაზი სახის ყურებით დავიწყო და ბოლოს შენს თვალებს ვხედავდე. გამომყვები ცოლად? _ცალ მუხლზე დაიჩოქა ლაშამ და ბეჭედი ამოიღო. მთელ სცენაზე ბუშტები ამოვარდა და აპლოდისმენტებში ვერავინ აღიქვა გოგის ხელიდან გავარდნილი, თითქმის პირთან მიტანილი ჭიქა, როგორ დაეცა ძირს და როგორ დაიშალა ათას ნაწილად დაიშალა.



№1  offline წევრი cida12

კარგია,უბრალოდ ცოტა გაზარდე თავები heart_eyes

 


№2 სტუმარი სტუმარი სალი

მალე დადე რა შემდეგი

 


№3  offline წევრი ნორმი

ძალიან კარგია,მალე დადე შემდეგი
--------------------
მორფეოსი

 


№4  offline მოდერი naattii

ყოველდღე ვდებ თითქმის : ))

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიკო

ტიტუუ რამის თვალები გადმომცვივდაა

 


№6  offline წევრი დარინა

რატომ ხარ შენ ასეყი ინტრიგანიიი, ნუ მიტანჯავ ჩემ გოგის, ძლივს აღირსა სიყვარულის ახსნაა და არ გამოუხტა ეს იდიოტი ლაშაა, თავყბა რომ გაუერთიანოს ღირსიააა, ახლა რა მოიცდის შემდეგ თავამდეე.

 


№7 სტუმარი cota boroti

11 tavi ertad wavikitxe da ici ra momwons yvelaze metad ??
moqmedeba rom qutaisshi xdeba:):DDDDDD
qutaiseli var da "iasna " momwons "sestra ":D
kidev isrom dzalian gansxvavebuli ertdroulad saintereso bednieri mxiariuli da seriozuli sutuaciaa <3<3<3<3
kide natia momwons
kidev lilia
dachi
natali
gogi
magram gtxov ra gogis giorgi mainc daudzaxe torem cudad vxdebi rom vkitxulob qutaiselebs gogi wulaiac gveyofaa :D
nu momwons ra tan dzalian <3<3<3<3


P.S
lasha afrens vkvdebi ise mainteresebs ras etyvis natia imedia tavis gatlekil enas gamoiyenebs da moaketinebs an etyvis kio da calke ise micheqmavs lashas misi qmrobis kiara shexedvis survili agar hqondes :D

 


№8  offline მოდერი naattii

სტუმარი მარიკო
ტიტუუ რამის თვალები გადმომცვივდაა

:D :D

დარინა
რატომ ხარ შენ ასეყი ინტრიგანიიი, ნუ მიტანჯავ ჩემ გოგის, ძლივს აღირსა სიყვარულის ახსნაა და არ გამოუხტა ეს იდიოტი ლაშაა, თავყბა რომ გაუერთიანოს ღირსიააა, ახლა რა მოიცდის შემდეგ თავამდეე.

ვეცდები ხვალვე დავდო ❤

cota boroti
11 tavi ertad wavikitxe da ici ra momwons yvelaze metad ??
moqmedeba rom qutaisshi xdeba:):DDDDDD
qutaiseli var da "iasna " momwons "sestra ":D
kidev isrom dzalian gansxvavebuli ertdroulad saintereso bednieri mxiariuli da seriozuli sutuaciaa <3<3<3<3
kide natia momwons
kidev lilia
dachi
natali
gogi
magram gtxov ra gogis giorgi mainc daudzaxe torem cudad vxdebi rom vkitxulob qutaiselebs gogi wulaiac gveyofaa :D
nu momwons ra tan dzalian <3<3<3<3


P.S
lasha afrens vkvdebi ise mainteresebs ras etyvis natia imedia tavis gatlekil enas gamoiyenebs da moaketinebs an etyvis kio da calke ise micheqmavs lashas misi qmrobis kiara shexedvis survili agar hqondes :D

ყოველთვის ქუთაისზე ვწერ ისე მიყვარს. რაც შეეხება სახელს ყველას გიორგი ალექსანდრე სანდრო ქვია და ცოტა სხვანაირი მინდოდა, თან გავითვალისწინე 35 წლის კაცს ქუთაისში აშკარად გოგის რომ შეარქმევდნენ ❤ :D

 


№9  offline მოდერი naattii

უცნაური მე
ჭკვიანია ლაშა კარი გათვლა იყო..
თუმცა ნათიაში ეჭვი არ მეპარება..
რამეს მოიფიქრებს..
გოგისს კი გამძლეობას ვუსურვებ.. :დ
ძალიან კარგი ხარ ნათი ❤️

სულმოუთქმელად ველი ხოლმე შენს კომენტარს ❤

 


№10 სტუმარი სტუმარი ნათია

არ გეგონოს რომ დამავიწყდი უბრალოდ ისე გვიან წავიკითხე წუხელ 3საათზე რომ საშინლას მეძინებოდა, ლაშა რომ ყურებამდეა შეყვარებული ცხადიააა, აი გოგი როგორ შეიკავებს თავს ამისს აზრზე უკვე აღარ ვარ, ან ნათია როგორ დაიძვრენს თავს...მოკლედ მაგარ შარში არიან და გამძლეობას ვუსურვებ????

 


№11  offline მოდერი naattii

სტუმარი ნათია
არ გეგონოს რომ დამავიწყდი უბრალოდ ისე გვიან წავიკითხე წუხელ 3საათზე რომ საშინლას მეძინებოდა, ლაშა რომ ყურებამდეა შეყვარებული ცხადიააა, აი გოგი როგორ შეიკავებს თავს ამისს აზრზე უკვე აღარ ვარ, ან ნათია როგორ დაიძვრენს თავს...მოკლედ მაგარ შარში არიან და გამძლეობას ვუსურვებ????

კარგი გოგო ხარ ❤ არამგონია მოითმინოს :D

 


№12  offline აქტიური მკითხველი terooo

ვიცი რომ დათანხმდება

 


№13  offline წევრი triniti

მაინც ავღნიშნავ სანამ გადავალ ახალ თავზე...სად ვიყავი აქამდე...როგორ მომწონს ნეტა იცოდეთ ....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent