შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიბნელე (თავი 1)


29-08-2018, 23:13
ავტორი Eveline
ნანახია 1 468

ჩემი პირველი ისტორიააა ამ საიტზე, აქედან გამომდინარე მაინტერესებს თქვენი აზრი, რას ფიქრობთ, იმდენად მაინტერესებს თქვენი აზრი რომ არც გადავხედე, მაპატიეთ შეცდომები
-------------------

ღამის სამ საათზე ეღვიძება, უკუნითი სიბნელე იქნებოდა, რომ არა ფანჯრიდან შემომავალი ღამის განათება, რომელის შუქიც იღვრებოდა ოთახის კედელსა და იატაკზე, თვალებს იფშვნეტს, თავს მაღლა სწევს და გარემოს აკვირდება, ფეხები თბილი საბნიდან გადმოაწყო და სიცივის შეგრძნებისთანავე კანი დაეხორკლა
- ღმერთო როგორ ცივა- ხელები მკლავებს შემოჰხვია და წამოდგომა დააპირა, როდესაც თავბრუ დაეხვა და ისევ საწოლზე დაბრუნდა
- ჯანდაბა!- თავი გააქნია და გამოფხიზლდა, ამჯერად სხარტად წამოდგა და ტუმბოზე დადებული ტელეფონი აანთო, დააკვირდა, შემდეგ ისევ ჩააქრო და სააბაზანოსკენ დაიძრა, ფანჯარა ღია იყო, შემომავალი მწველი სიცივე დააიგნორა და სააბაზანოს კარი შეაღო, შუქი აანთო და თავის ანარეკლს სარკეში დააკვირდა, თაფლისფერი თვალები ჩასცვენოდა, სახე დაწვრილებოდა, უჭმელობისგან უკვე გულის რევას გრძნობდა, მაგრამ არ ადარდებდა, ცივი წყალი მოუშვა, გაიხადა და წყლის ქვეშ დადგა, დაიხარა, ხელები ფეხებს შემოაჭდო, ნიკაპი მუხლებს დაადო, თვალები აეწვა, ცრემლები გამდინარე წყალთან ერთად მიედინებოდნენ მის სახეზე და ერთმანეთს ერწყმოდნენ, უკვე კანკალებდა, მთელს ტანში ჟრუანტელი უვლიდა, წამით თვალები დახუჭა და ყველაფერი თვალწინ წარმოუდგა, თითქოს არუნდოდა დახუჭვა, რადგან იმ საზარელ სცენას ხედავდა და მეტიც, გრძნობდა.

ხელებს ვეღარ აკავებდა, კბილებს ერთმანეთს აჭერდა რომ კანკალი შეეჩერებინა, მაგრამ არც ეს ადარდებდა, ონკანი მოკეტა, დაპირსახოცი შემოიხვია, თვალები სულ მთლად ჩასწითლებოდა, სწრაფად გაიმშრალა, თბილი პიჟამა ჩაიცვა და საბანში გაეხვია, გადაბრუნდა გადმობრუნდა,ცივმა წყალმა არ უშველა, თავს აიძულა რო დასძინებოდა, თვალები ერთმამეთს მაგრად დააჭირა, საბანს ხელები მოუჭირა და სიბნელეში ჩაიძირა......

------------------------------------
- ეეე ბიჭო ხელი, დედასშევე*ი!
- მიდი შე ნაბო*არო!
- გიუნას ხელი ბიჭო!
- დედას მოგი*ნავთ! - და სხვა უამრავი ბილწი სიტყვა ისმოდა, მუშტების ქნევა, წიხლების რტყმა, ჩამტვრეული მანქანის მინა და "გარაჟის" შეღუნული კედელი, სისხლის კვალი და მანქანის დაქოქვის ხმა..........
------------------------------------

- მელიტა, მოდი დედიკო ჭამე- გამოსძახა თათიამ თავის შუათანა ქალიშვილს სამზარეულოდან
- არმინდა- ჩვეული უჟმური სახით ჩამოიარა კიბეები და შავი მაღალწელიანი შარვალი შეისწორა, შავი "კაპიშუნიანი" ჯემპრი ჩამოიწია, თმა უკან გადაიყარა და ბათინკები ამოიცვა
- როგორ თუ არგინდა, შვილო ისედაც ძალიან გამხარიხარ, მოდი ჭამე და წადი- სიმკაცრე შეურია თათიამ ხმაში და შვილთან მივიდა- ისევ ცუდ სიზმრება ნახულობ?- მივიდა გოგონასთან და მოეხვია- მითხარი დე არ დამიმალო
- კარგად ვარ დე, რა გჭირს?- არაფერი შეიმჩნია და დედას ჩაეხუტა, სითბო იგრძნო გულზეც მალამოდ მოედო- ავადმყოფი არვარ თათია, როცა გაგიჟების სიმპტომები დამეტყობა, აუცილებლად შეგატყობინებ- გაიცინა და თავი მაღლა აწია- დამაგვიანდება, სკოლაში შევჭამ- ლოყაზე აკოცა დედას ჩანთა აიღო, შავი გრძელი დუტის კურკტკა ჩაიცვა და სახლი დატოვა......


თოვლიან ასფალტზე მიაბიჯებს, ფიფქები ისე ნელა მოდიან ციდან თითქოს შენელებული კადრია, ზღვა ღელავს ტალღების საამური ხმა ისმის, ბათუმში ცივა, უკვე საღამოა, შვიდი საათია, ცა კუპრივით შავია, ერთი ვარსკლავიც არ ციმციმებს, სამაგიეროდ თოვლის ფიფქები ალამაზემბს გარემოს, შავი ციდან თეთრი, ქათქათა ფიფქების ცვენა, ულამაზეს გარემოს ქმნის, მელიტა კი მოაბიჯებს, ნელა, აუჩქარებლად, გზას ღამის განათება უნათებს, საკმაოდ დაღლილია, თუმცა იმ წამს თითქოს ენერგიას იღდგენდა, თითქოს ყველაფერი თავის ადგილზეა, თითქოს ყველაფერი წყნარია, თუმცა, ღამეც ახლოვდება...

------------------------------------

კლუბში შესვლისთანავე იგრძნობა, სიგარეტის სუნი, ალკოჰოლის მწველ სუნთან ერთად, ყველა თავის სტიქიაშია, ზოგი ზას*ობს, ზოგს ზას*ობა მალე სე*სში გადაეზრდებათ, ზოგი "პატიოსნად" უბრალოდ ცეკვავს და ტანს მუსიკას აყოლებს, ზოგი ნაშას კერავს, ზოგმა დაკერა და უკვე გასასვლელისკენ მიდის რათა უფრო გაერთოს, ზოგიც სვამს და კიდევ უამრავი......

- ბაჩიიიიიიიი!- ღრიალებს სადღაც 25 წლის ბიჭი, რომელიც ძალიან მაღალია, შავგვრემანი,კუპრივით შავი თვალებით და თმით- მიდიიი დღეს შენი დღეა- აგრძელებს ისევ, შემდეგ მაგიდასთან მიდის სხვა ბიჭებთან და ადგილს იკავებს
- დღეს ბოლომდე ვაჯაზებთ-არყის ჭიქაში " პარლამენტს" ასხმას და სხვებსაც უსხამს
- რო კითხო სპორტცმენია- დასცინა, ქერა ცისფერთვალება ბიჭმა და ხელი მხარზე დაარტყა
- ბევრ მუშაობას ყოველთვის სჭირდებაა განტვირთვა- თქვა და მეგობარს გახედა, რომელიც რიჟა გოგონას ეცეკვებოდა,პარალელურად კი მის ტანზე დაასრიალებდა ხელებს, გოგონა მის დაკუნთულ მკლავებს უჭერდა ხელებს, შემდეგ კი განიერ მხრებს ხვევს და მაგრად ეხუტება

------------------------------------
- უბრალოდ არ მესმის რატო უნდა გადავიდეთ თბილისში, აქ ხომ უამრავი მეგობარი მყავს, თან ელენეს ვერ დავტოვებ, ხომ გესმით არა? აქ ვსვწავლობ, მოგეთმინათ ორი წელი დავამთავრებდი სკოლას და მერე გადავსულიყავით-სახლში დააბიჯებდა მელიტა აქეთ იქით ნერვიულად, ბატონი ზაზა კი ქალიშვილის გაბრაზებას პრინციპულად არ იმჩნევდა
- შვილო, ეხლა ასეა საჭირო, სხვა გზა არ გვაქს, მეგობრებს რაც შეეზება აქ ხშირად ჩამოვალთ და ყველას ნახავ- რბილი ტონი შეარჩია თათიამ და შვილს ლოყაზე აკოცა
- ჰო მაგრამ ელი? არა მაინც ცუდი აზრია
- ხომ იცი მამამისი და ზაზა მეწილეები არიან, აქედან გამომდინარე ელის დატოვება აროგიწევს
- ანუ? რაგინდათ რო თქვათ რო ისიც თბილიში გადმოდის?
- ჰოოო მელიტა ჰოოო, თან შენი დაც ხომ იქააა? ნუთუ საერთოდ არ ფიქრობ ნუცაზე?
- კი, უბრალოდ ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო
- დამშვიდდი ჩემო ლამაზო- ახლა ზაზა მოეფერა მელიტას- თან სიორპრიზიც გამოვა, ნუცას ხომ პირველ იანვარს დაბადების დღე აქვს? და მაგ დროისთვის უკვე თბილისში ვიქნებით
- მანამდე ჯერ ზუსტად ერთი თვეა მამა- გაეცინა მელიტას და კალენდარს გახედა სადაც "1 დეკემბერი" ფიგურირებდა.
- გეთანხმები მელი- გაეცინა ზაზასაც - მაგრამ ახალიწლის და დაბადების დღის აღნიშვნა, ერთად გვიწევს ამიტომ მზადება დღესვე უნდა დავიწყოთ.- მელიტას გაეცინა და მამას მოშორდა
- როდის მივდივართ?
- ზეგ, ბარგის ჩალაგება დაიწყე
- კარგიი- თქვა და კიბეები აიარა
თავისი პატარა ძმის ოთახში შევიდა რომელსაც უკვე ტკბილად ეძინა, დაიხარა აკოცა და ოთახიც მალევე დატოვა........



№1  offline წევრი ნორმი

"კლუბში შესვლისთანავე იგრძნობა, სიგარეტის სუნი, ალკოჰოლის მწველ სუნთან ერთად, ყველა
თავის სტიქიაშია, ზოგი ზას*ობს, ზოგს ზას*ობა მალე სე*სში გადაეზრდებათ, ზოგი "პატიოსნად"
უბრალოდ ცეკვავს და ტანს მუსიკას აყოლებს, ზოგი ნაშას კერავს, ზოგმა დაკერა და უკვე
გასასვლელისკენ მიდის რათა უფრო გაერთოს, ზოგიც სვამს და კიდევ უამრავი..."

აი არ ვიცი რატომ მაგრამ ამ ნაწილმა ჩემში საშინელი დე ჟავუ გამოიწვია,არ ვიცი რატომ.მგონია რომ ასე ფრაზა წაკითხული მაქვს,უბრალოდ წაკითხვისთანავე ეს შეგრძნება გამიჩნდა.ცუდად არ გამიგო ძალიან გთხოვ.უბრალოდ,რომ მეთქვა მოვკვდებოდი ამაზე ფიქრით,ისე ძალიან მომეწონა მოთხრობა,ველი შემდეგს.
--------------------
მორფეოსი

 


№2  offline წევრი Eveline

არავითარი პლაგიატობა, მინდა რომ ჩემი თითოეული წინადადებაც კი ჩემიდან იყოს წამოსული და შემიფასოთ, მიხარია რომ მოგწონს<3 <3

 


№3  offline წევრი anuchki

ძალიან მომეწონა ახალ თავს მოუთმენლად ველი . heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№4  offline წევრი Eveline

მიხარია რომ მოგწონთ <3

 


№5 სტუმარი anna

Saintereso chans da shenc kargad wer. Ase gaagrzele;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent