შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უნებლიე შეცდომა (12 თავი)


30-08-2018, 14:01
ავტორი naattii
ნანახია 4 962

ბოლო სტუმარიც გააცილა ლაშამ და მისაღებში მომლოდინე გოგოს მიუახლოვდა, რომელიც ნერვიულად ათამაშებდა ფეხს და წამში რამდენჯერმე აბრუნებდა თითზე გაკეთებულ ბრილიანტს.
-ეს რატომ გააკეთე?
-რაზე ამბობ საყვარელო?
-ლაშა, გეყოს. უბრალოდ მითხარი ასე რატომ მოიქეცი? ხომ იცი რომ თანხმობა მხოლო იმიტომ გითხარი, რომ იმდენ ხალხში არ შერცხვენილიყავი, ამხელა გადაწყვეტილებებს უჩემოდ რატომ იღებ?
-მინდოდა სიურპ...
-არ გინდა რა_ცხოვრებაში პირველად გაუხდა ხმა ნათიას ირონიული -აღიარე, ასე იმიტომ გააკეთე, რომ იცოდი უარს არ გეტყოდი. ხოდა შეცდი, მაშინ შეიძლება დაგთანხმდი, მაგრამ ახლა უარს გეუბნები, მოდი ცოტა გულახდილები ვიყოთ, ორივემ ვიცით აქ რაც ხდება და რა თამაშსაც თამაშობ, მაშინ შეგეშალა გოგის წინააღმდეგ რომ ჩალიჩობდი ჩემს ამხედრებას, რომელი გაწვდის ინფორმაციას ჩვენი კომპანიიდან? ნუ იტყვი, მაინც მივაგნებ და თმებით ვითრევ იცოდე.
-დაწყნარდი და დაჯექი_ხმა გაუმკაცრდა კაცს.
-კიდევ რას მიბრძანებ? ყელში ამომიხვედი შენი აფირისტობით, გეფიცები მწარედ განანებ გოგის რომ ამ სპექტაკლის გამო რამე დაემართოს, გასაგებია?
-იმ პატარა ფისოს გავხარ ვეფხვად გამოჩენა რომ უნდა, შენი გოგი ყველა ვარიანტში დაკარგულია, ან გასროკავენ ან ერთი ბახ და მკვდარია. ასე რომ არამგონი სიყვარულით დატკბე, არ მოგცემ უფლებას უჩემოდ ბედნიერი იყო_ბოროტად აუელვარდა თვალები კაცს.
-ჯანდაბაშიც წასულხარ_ლამის წიხლით მიხურა კარი და გარეთ გამოვარდა.
ამ წინადადების შემდეგ აპლოდისმენტებშ ნათიამ მხოლოდ წამიერად შეძლო გოგის განადგურებული სახე დაენახა, შემდეგ ისე აორთქლდა მის საერთოდ იქ ყოფნაშიც ეჭვი შეგეპარებოდათ, იმედიანად იყო მაინც ნათია, გარეთ მჯდომი ბიჭები არსად გაუშვებენო, მაგრამ როცა როგორც იქნა მოლოცვებს რამდენიმე წუთით დაეხსნა და მოიკითხა, აღმოჩნდა, რომ მისი ასავალ-დასავალი არავინ იცოდა. ტაქსში ჩამჯდარი მიიწევდა დაჩის სახლისკენ და მოუთმენლად ცმუკავდა სკამზე.
-სად არი_აწითლებული თვალებით შევარდა სახლში და ოთახი რომ მოათვალიერა, ყველა დაინახა სასურველის გარდა.
-არ ვიცით_თავზე გადაისვა ხელი დაჩი -აშკარაა მარტო ყოფნა უნდა და ვფიქრობ უნდა ვაცადოთ.
-დაჩი გაგიჟდი? რამე რომ დაემართოს?
-ნათი გოგი პატარა ბიჭი არაა, ზრდასრული კაცია და მარტო ყოფნა უნდა, შეიძლება დალევა უნდოდეს და ახლაც სადმე სვამდეს. ჯანდაბა, დალევა_წამიერად გაუელვა ნაცნობმა ბარმა დაჩის თავში და მაშინვე ინანა ხმამაღლა რომ გაიფიქრა.
-რომელი ბარი_წინ გადაუდგა მაშინვე ნათია.
-შენი წასვლა რომ არ შეიძლება ის.
-დაჩი, გეფიცები ასეთ დღეში პირველად ვარ და არ მინდა რამე გაწყენიო, ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ, ამიტომ უბრალოდ სახელწოდება მითხარი და მორჩა.
-მესამე სკოლასთან რომ პაბია იქ უყვარს დალევა.
-გმადლობ_მაშინვე გარეთ გამოვარდა გოგოც.
ბევრი ხალხი არ დახვდა, მხოლოდ რამდენიმე მაგიდა იყო დაკავებული და შესასვლელშივე გეცემოდათ ოხშივარ ავარდნილი ხინკლის სუნი. ნათიას კლასიკურ ჩაცმულობას ალმაცერად გამოხედეს, რამდენიმემ დაუსტვინა კიდეც, მაგრამ გოგოს მზერა მხოლოდ დახლთან მჯდარ, თავჩაღუნულ კაცს აღიქვამდა.
-ბოს_კანკალით ამოთქვა გოგომ და წამიერად გასწორდა კაციც.
-მეგონა ახალ ამბავს აღნიშნავდი და არ გეცლებოდა.
-არ გინდა რა, გთხოვ.
-კიდევ რომ გყოფნის იმის თავხედობა, რომ აქეთ მთხოვ რამეს კარგია, ყოჩაღ, თავაიანიდან შენობითზე გადმოვედით, ალბათ სხვაზე გათხოვებამ იცის.
-ასე ნუ იტანჯავ თავს და მეც ნუ მტკენ გულს რა.
-როგორ არ გცხვენია_მთელ ხმაზე იღრიალა კაცმა -მე მცხვენია ნათია? რისი? მე დავდიოდი მთელი საღამო სხვა ქალთან ხელჩაკიდებული? მე ვუღიმოდი ყველას და უცხო ქალს ვაძლევდი უფლებას ასე სახალხოდ მომფერებოდა? მე დავთანხმდი ქმრობაზე და ვიღებდი მოლოცვებს? მე მრცხვენია?
-სახლში ვისაუბროთ რა, წამო.
-შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს.
-გთხოვ, გეფიცები შენსავეთ არცერთი კაცისთვის შემიხედავს და არც მყვარებია, ჩემი ყველა კოცნა შენ გეკუთვნის, მოახლოების უფლებასაც არ ვაძლევდი, გთხოვ უბრალოდ დავილაპარაკოთ_დახლზე დადებულ ხელზე დაადო თავისი ხელი და გაუღიმა.
-ყოჩაღ ლაშას, გემოვნებას არ უჩივის, ლამაზი ბეჭედია_ბოლომდე გადაყლაპა ჭიქაში ჩარჩენილი ვისკი და ფული ამოუდო ქვეშ.
სახლში შესულებმა პირველ რიგში ფეხსაცმელი მოიშორეს, ნათიამ მაღალქუსლიანი იმხელაზე მოისროლა არც უცდია თვალის გადევნება, ბეჭედიც მალევე მიაყოლა და ოთახისკენ წასულ კაცს დაედევნა.
-რა ვერ გაიგე ლაპარაკი არ მინდათქო რომ გითხარი.
-ხოდა არ მაინტერესებს, დავილაპარაკებთ, მერე გაკოცებ, გავთბები და დავიძინებთ_მშვიდად ჩამოაყალიბა ნათიამ და კაცის ხარხარს ყურადღება არ მიაქცია.
-თავი რამეს მიარტყი?
-ახლა არა, ისე ბავშვობაში სულ ვურტყამდი, დედა დატანჯული მყავდა, როგორადაც არუნდა წავქცეულიყავი ყოველთვის თავს ვარტყამდი, ნორმალური არ გამოხვალო მეძახდა, ისე აგიხდა ყველაფერი კარგი, ისე ნეტა ამ დარტყმების ბრალი ხომ არაა, ან....
-ნათია, ვხვდები, როცა ძალით საუბრობ ბევრს და ამჯერად ვერ ამირევ ტვინს.
-როგორ ხვდები?
-სამი თვეა შენს მიმიკებს და ქცევებს ვაკვირდები, ხუთი თითივით გიცნობ, შენ გგონია არის რამე შენს შესახებ რაც არ ვიცი?
-სამი თვეე? სიყვარული ორი დღის წინ ამიხსენი და მანამდე აიზბერგი იყავი, როდის მოასწარი.
-ხანდახან ქალები რა სულელები ხართ_ხელის კვრით მიაკრა კედელზე ნათიას გალეული სხეული და თითონაც ზედ აეკრა -პირველივე დანახვისას შემიყვარდი, ვგიჟდებოდი შენს უაზროდ გაწელილ საუბრებზე, ჭკუას ვკარგავდი ბოს რომ მეძახდი, ვცდილობდი არ დამტყობოდა და წარსულის ცოდვების გათვალისწინებით არც შენთან ვიმჩნევდი.
-რა ცოდვების?
-ოდესმე მოგიყვები.
-ახლა მინდა.
-ისევ უკანმოუხედავად რომ გამექცე? არ შემიძლია, უშენოდ აღარ შემიძლია, დამაბი და მორჩა, შენ მე მეკუთვნი_პასუხის გაცემა აღარ დააცადა ისე წვდა ტუჩებზე, სიამოვნებისგან გააჟრიალა ორივეს. ნათია მაშინ გამოვფხიზლდა მყარ მასაზე დაყრდნობა რომ იგრძნო.
-ბოს, აღარ გინდა.
-გონია რადგან ცოტა დავლიე თავს ვერ ვაკონტროლებ? არასდროს გავაკეთებ იმას რაც შენ არ გინდა და რისთვისაც მზად არ ხარ, უბრალოდ მინდა მოგეფერო, ცოტა ხანი მინდა ჩემად გიგრძნო_კაცის აღელვებულ ხმაზე ვეღარც ნათიამ მოისვენა და ტუჩები ისევ მიაწება.კისერზე ჩაუყვა გოგი და იქვე დადო თავი
-ამ კაბით უხერხულად არ დაიძინებ?
-შენი აზრით ახლა რამე უხერხულობას შემიქმნის?
-მაშინ ძილი ნების_კიდევ ერთხელ დაუკოცნა გემრიელად გოგოს ტუჩები და ტკბილად ჩაიძინეს.
დილით გოგი ჭურჭლის რახუნმა გამოაღვიძა, რაღაც მთელი ძალით დაიმსხვრა და ისიც შეშინებული გავარდა სამზარეულოსკენ, ისეთი სცენა დახვდა იქვე მდგომ სკამზე მოწყვეტით დაეცა და აცრემლებამდე იცინა.
როგორც ჩანს ნათიას საუზმის მომზადება მოუნდომებია, მაცივრიდან გამოღებული კვერცხი ხელიდან გაუვარდა, ძირს გატეხილი არაფერში გამოადგებოდა და ჩვარის მოსატანად წასულს პირდაპირ მასზე გადაუვლია, დაცემულმა ავტომატურად ხელები იმდენი იქნია ჰაერში გაზზე დადგმული ტაფა ამოატრიალა და პირდაპირ თავზე დაიმფხო მაგიდაზე დადებული ორი ტეფში კი ირგვლივ ეყარა ნატეხებად. გამწარებული სახით იჯდა ტრა*ით კვერცხში, თავზე ტაფა ქონდა ჩამოფხატული და ირგვლივ ტოჯინას კაბასავეთ მთელი იატაკი თეფშის ნატეხებით იყო სავსე.
-არაა პრობლემა დაგელოდები და როცა ინებებ სიცილის შეწყვეტას ამაყენე_ მკერდთან გადააჯვარედინა ხელები გოგომ და პატარა ბავშვივით გაბუსხა ტუჩები.
-ღმერთო, მართლა საოცრება ხარ და კიდევ კარგი დედმამიშვილი არ გყავს, მეორე შენნაირს მსოფლიო ვერ გაუძლებდა_ჯერ კიდევ სიცილით მიუახლოვდა გოგოს და ტკბილად მოიხელთა მისი ტუჩები.
-ჯანდაბას, შემორიგება გეხერხება_ხელები ბეჭებზე მოხვია კაცს და კოცნაში აყვა.


სანამ გოგი სამზარეულოს ალაგებდა, ნათიას ტელეფონმა აუწყო ახალი იმეილის მოსვლა, გახსნილი არ ქონდა თვალები შუბლზე რომ აუვიდა და კარგად შეიკურთხა.
-ამის დედაც, ჯანდაბა ეს რა ამბავია, ამის დედაც...
-რა „ზაბოჟნიკივით“ იგინები გოგო _წარბშეკრულმა ამოხედა გოგიმ.
-ვაიმეე, ისეთი ამბავი გავიგეეე, დემნა მინდა დემნააა._თან საუბრობდა თან ბიჭის ნომერს კრეფდა -აჰ, დემნა, სასწაული ამბავი მაქ, თან ბოდიშის მოხდა იქნება გუშინდელი ჩავარდნილი საქმისთვის. რა ხდება და, იმ დღეს საბუთები რომ ჩავიწერე თქვენთვის, ვნახე, რომ ამ დღეებში ელოდებოდნენ უცხოეთიდან ტვირთს, მითითებული რიცხვიც კონტეინერების დამახსოვრე და ერთ ნაცნობ გოგოს ვთხოვე, როცა ჩამოვა საზღვარზე გამაგებინე ლაშას პირდად გავახარებთქო და დილით მომდის ინფორმაცია, რომ ამ ტვირთმა საზღვარი გადმოტვირთა, მაგრამ ორი კონტეინერი აკლია გესმის? ეს ის ტვირთია. ხო კარგი ვიცი მაგარი ვარ ხო. კაგი გამაგებინეთ.
-თერჯოლელი გიორგაძე ხარ და რა ამბებს ატრიალებ და ვანელი რომ იყო სად დავიმალებოდი ნეტა_ჩაფიქრებული სახით მოკბიჩა გოგიმ ვაშლი.
-ხშირად იმეორე ძვირფასო რა გვარიც მაქ და არც ის დაგავიწყდეს თავიდან ყველას ბიჭი რომ ვეგონე, საოცარი დარტყმები მაქვს_თვალი ჩაუკრა ახითხითებულ კაცს და ამჯერად თითნ წავიდა სააბზანოსკენ.


-ეს როგორ მოხდა_მთელი ძალით ურტყამდა მუშტებს გრიგოლი მაგიდაზე და კუშტად მომზირალ შვილს ყურადღებასაც არ აქცევდა.
-მეგონა ეს გრუზი დაზღვეული იყო, რა მიქარე ლაშა?
-რა უნდა მიმექარა? ანონიმური ზარი მიიღო პოლიციამო იქაურმა ჩვენებმა თქვეს და ყველაფერს კონფისკაცია გაუკეთეს.
-არა, არა, ყველაფერი იმ შენი ნათიას ბრალია, ახლა აღარ მეპარება ეჭვი გოგის შემოგზავნილი როა, მოვიშოროთ, ზედმეტად გვტკენს თავს.
-არა_მაშინვე წამოიძახა შეშინებულმა ლაშამ, მაგრამ მამის სახე რომ დაინახა მაშინვე გადააკეთა, ჯობია გოგის სამართავად გამოვიყენოთ.
-არ მაინტერესებს_ისევ მუჭი მოხვდა მაგიდას -მარტო გოგი ვერაფერს იზამს იმ გამომძიებლის ცოლიც წამოიყვანე თუ გინდა, მაგრამ იცოდე 3 დღეში გრუზი ჩემ ხელში იყოს.
-გასაგებია, მამა_თავჩაქინდრული გამოვიდა ლაშა კაბინეტიდან და წაშლილი სახით ჩაჯდა მანქანაში, ვერ გაუძლებდა ნათიას ცუდი რამ შემთხვეოდა.



№1  offline წევრი დარინა

ჩემი გოგიი დაჩიდან უკვე გოგიზე გადავერთეე (მაგრამ დაჩი ისევ მიყვარს რა ვქნა ჩემი პირველი სიყვარულიააა) მეც გოგივით მეტკინააა ნათიას კიი, გაგლეჰვა მომინდა, მაგრამ მერე ლაშა ადგილზე რომ მოსვა ცოტა დავმშვიდდი, შემდეგ თავს ველოდებიიი მგონია რომ ლილიას ასე ადვილად ვერ წაიყვანებენ,.

 


№2  offline მოდერი naattii

დარინა
ჩემი გოგიი დაჩიდან უკვე გოგიზე გადავერთეე (მაგრამ დაჩი ისევ მიყვარს რა ვქნა ჩემი პირველი სიყვარულიააა) მეც გოგივით მეტკინააა ნათიას კიი, გაგლეჰვა მომინდა, მაგრამ მერე ლაშა ადგილზე რომ მოსვა ცოტა დავმშვიდდი, შემდეგ თავს ველოდებიიი მგონია რომ ლილიას ასე ადვილად ვერ წაიყვანებენ,.

სახალისო თავი იქნება :D

უცნაური მე
მე იმედი მაქვს რომ ლაშას რამე ადამიანური აქვს შემორჩენილი..
ნათიას სამზარეულოს სცენაზე გავიგუდე :დდ
აი გოგი რას მალავს ეგ მაინტერესებს ძალიან..
ნათიი ❤️ შენ როგორც ყოველთვის ძალიან კარგი ხარ.

შენ როგორც ყოველთვის მახარებ ❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ნათია

აუ,რა კარგი იყოოო, ნათიამ რა იკაცაა?;დდ გიჟივით გადავიხარხარე სამზარეულოს სცენაზე, რა მოხერხებულ-მოუხერხებელია ეს ჩვენი გოგო, ერთ წუთში ვეფხვივით, მეორე წუთში დათვივით ტლანქი კაი იყო რა, ????

 


№4  offline მოდერი naattii

სტუმარი ნათია
აუ,რა კარგი იყოოო, ნათიამ რა იკაცაა?;დდ გიჟივით გადავიხარხარე სამზარეულოს სცენაზე, რა მოხერხებულ-მოუხერხებელია ეს ჩვენი გოგო, ერთ წუთში ვეფხვივით, მეორე წუთში დათვივით ტლანქი კაი იყო რა, ????

მიხარია თუ ისე მომაქ თქვენამდე როგორც ჩავიფიქრებ ხოლმე ❤

 


№5 სტუმარი ninia

dzalian momwons sheni istoria didi siamovnebit vkitxulob da vcdilob nela vikitxo kargi iqneboda rom tavebi cota ufro didi ikos❤️

 


№6  offline მოდერი naattii

ninia
dzalian momwons sheni istoria didi siamovnebit vkitxulob da vcdilob nela vikitxo kargi iqneboda rom tavebi cota ufro didi ikos❤️

ყოველდღე ვდებ ვორდის 5-6 გვერდს და კიდევ უფრო დიდი მაშინ სრულად უნდა დავდო ❤

 


№7  offline წევრი დამწყები

აუ თუ გაქვს სრულად დადე რაა, ძალიან ძალიან მომწონს, კარგი გოგო ხარ <3

 


№8  offline მოდერი naattii

დამწყები
აუ თუ გაქვს სრულად დადე რაა, ძალიან ძალიან მომწონს, კარგი გოგო ხარ <3

თან ვწერ და თან ვდებ :))

 


№9 სტუმარი სტუმარი maiko

ukacravad shemdegi tavi rodis daideba ??

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

ახლა კი მჯერა ლაშას სიყვარულის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent