შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟი სხვისი გულისცემით [სრულად]


30-08-2018, 21:54
ავტორი Mathew
ნანახია 3 605

“ძნელია,როცა ხვდები,რომ შენი გული ჩერდება და ფეთქვას წყვეტს.
მაგრამ,საშინელებაა,როცა აცნობიერებ,რომ შენი გული სულაც არაა შენი და გულისცემა სხვას ეკუთნის“.

***

თვალები საავადმყოფოს ერთ-ერთ პალატაში გავახილე.
მაგრამ,გული,თითქოს სხვანაირად ძგერდა.
თითქოს,უფრო უხაროდა ცხოვრება.
წამით,ისიც ვიფიქრე ჩემი არ არის-მეთქი.
გამიკვირდა,მისი გაორმაგებული ძალით ფეთქვა,მაგრამ თან რაღაც მღრღნიდა შიგნიდან.
შემდეგ,ოდნავ წამოვიწიე და ოთახს თვალი მოვავლე.
არ იყო.თინანო,რომელიც ყოველთვის,ჩემ გვერდით იყო,როცა თვალებს ვახელდი,იქ არ იჯდა.
მაგრამ,ეგ არაფერი.
თავს ნერვიულობის უფლება არ მივეცი და შემოსულ ექიმს უკმაყოფილოდ გავხედე.
არაფერი უთქვამთ,თავისთვის ჩურჩულებდნენ.
მე კი ხმა არ ამომიღია.
მაინტერესებდა,რა მომივიდა,მაგრამ არაფერს ვეკითხებოდი.
არც არაფერი მახსოვდა,რომ მივმხვდარიყავი.
ექიმების გასვლის შემდეგ,კარები დედაჩემმა შემოაღო.
მე კი,მაინც თინანოს ველოდი.

_ირაკლი_მაშინვე “დავიჭირე” მის ხმაში გაჟღენთილი სევდა.

_როგორ შეგვაშინე,შვილო._მოთქმას არ წყვეტდა,მე კი კარებს თვალს არ ვაშორებდი.იქნებ თინანო შემოსულიყო.მაგრამ,არა.

_მაია,თინანო სად არის?_ერთადერთი,რაც მაშინ მაინტერესებდა სწორედ ეს იყო.
მაგრამ,პასუხს ვერ ვიღებდი.

_მაია,კითხვა გავიმეორო?დავიჯერო ვერ გაიგე?_უკვე ბრაზი მერეოდა.

_ირაკლი…_შეპარვით დაიწყო და მივხვდი,რომ ნერვიულობის მიზეზი მომეცა.მაგრამ,არ ვტყდებოდი.

_კარგი,უბრალოდ ეს გამომართვი._ხელი გამომიწოდა და ოთხად გადაკეცილი ფურცელი მომაწოდა.

_მე გავალ,ხელს არ შეგიშლი._უხმოდ დავუქნიე თავი და წერილის გახსნა დავიწყე.

***
“ირაკლი,ჩემო ირაკლი.
ალბათ ასე უნდა მომხდარიყო,მაგრამ მე არ ვნანობ.
პირიქით,მიხარია,როცა ვაცნობიერებ,რომ შენ სხეულში ჩემი გული ძგერს.
ხო,არ მოგეჩვენა.
გულზე ხელი დაიდე,კარგად მოუსმინე და მიხვდები,რომ ის ჩემია,და აწ უკვე შენიც.
ჩემი გული შენ გაჩუქე ირაკლი.
ისე მოკვდებოდი,მე კი ეს არ დავუშვი.
შენ შენი ოჯახისთვის უნდა გეცოცხლა,მე კი არავინ მყავდა,ვინც ჩემი სიკვდილით შეწუხდებოდა.
ერთადერთი შენი იყავი,მაგრამ შენ კვდებოდი.
მე კი გადაგარჩინე.
არა,ამით თავს არ ვიქებ ირაკლი.
უბრალოდ მიხარია ჩემი გული შენ სხეულში რომ ძგერს.
განა კარგი არ არის,შენი საყვარელი ადამიანის სხეულში რომ არის შენი მფეთქავი ნაწილი.
ვიცი,რომ გაუფრთხილდები და ეს კიდევ უფრო მახარებს.
დამპირდი,რომ “ჩვენ” ნაწილს მოუვლი ირაკლი.
ვიცი,სულელურად ჟღერს,მაგრამ ეს უნდა შეასრულო.
მართალია,ეს გული უკვე შენია,მაგრამ მე მაინც მინდა მას უვლიდე.
შენი სიცოცხლისთვის ირაკლი.
კიდევ,დამპირდი,რომ ჩემ საფლავზე ხშირად ამოხვალ და ყველაფერს მომიყვები.
დაიმახსოვრე,რომ მე ამ ნაბიჯს არ ვნანობ.
ჩემი 25 წლიანი ცხოვრების მანძილზე,მგონი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
იცოდე,თავს მოუარე ირაკლი.
მაიას არ გაუბრაზდე,ამის უფლება მას არ მოუცია,ხომ იცი არა,როგორი ჯიუტი ვიყავი.
ამ წერილს,ოპერაციის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ვწერ,ოდნავ ვნერვიულობ.
როცა შენ მახსენდები ნერვიულობა სადღაც ქრება.
მაგრამ,სულ ცოტა მტკივა.
მტკივა,ის რომ ვეღარ გავინაბები შენ თბილ მკლავებში,მაგრამ ეს არაფერი.
ალბათ,რამეს მოვახერხებ.
გთხოვ,ჩემი თხოვნა გაითვალისწინე.
მიყვარხარ ირაკლი.
მშვიდობით.”

***
ამ წერილის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.
მართალია,თინანოს თხოვნას ვასრულებ,მაგრამ მიჭირს.
უმისობა ძნელია.
ყოველ დღე ვიღებ მოკუჭულ,სიძველისგან ოდნავ გაცრეცილ ფურცელს და ვკითხულობ.
განცდა კი ისევ იგივეა,რაც პირველი წაკითხვის დროს დამეუფლა.
მართალია,ძნელია თინანოს თხოვნის შესრულება,მაგრამ მე მაინც ვასრულებ მას.
რამდენჯერ,ზეც მიფიქრია.
მაგრამ,ზუსტად ამ დროს გული გაორმაგებული ძალით იწყებს ფეთქვას.
თითქოს,ხვდება,რომ რაღაც ისეთი უნდა ჩავიდინო,რაც პირობას დამარღვევინებს.
ზოგჯერ,უბრალოდ ვზივარ,გულზე ხელი მაქვს დადებილი და ვუსმენ.
მგონია,რომ გულისცემა მე კი არა,თინანოს ეკუთნის.
ჩემებს გიჟიც ვგონივარ,მე კი არ ვეწინააღმდეგები.
რადგან,აზრი არ აქვს იმას,თუ რას დამიძახებენ.
და შეიძლება,მე მართლაც ვარ გიჟი,ამას არ ვუარყოფ.
ზოგჯერ,მინდა,რომ ისევ განმეორდეს შეტევა და ამჯერად,ვეღარ გადავრჩე.
ან საერთოდ,სამუდამოდ გამოვიკეტო ოთხ კედელს შორის.
იქ შემეძლება,ჩემთვის,ჩუმად,გულისცემისთვის მოსმენა.
აქ კი,არავინ მაცდის.
არც სიგარეტის კვამლს და სასმელს მიაქვს დარდი.
ან როგორ წაიღებენ,როცა ის უკვე მთლიან სხეულშია გამჯდარი.
გულს არ ეკარება,მაგრამ სული მომისპო.
ძნელია,როცა ხვდები,რომ შენი გული ჩერდება და ფეთქვას წყვეტს.
მაგრამ,საშინელებაა,როცა აცნობიერებ,რომ შენი გული სულაც არაა შენი და გულისცემა სხვას ეკუთნის.
მაგრამ,უფრო ძნელია,როცა ეს გული შენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს ეკუთნოდა,ახლა კი შენ სხეულში ძგერს.
გესმის გულისცემა და გინდა,რომ გაჩერდეს.
განა იმიტომ,რომ არ გსიამოვნებს.
არა,ის საშინელ ტკივილს გიგზავნის.
ამ ტკივილით,უკვე მეორე წელია ვიტანჯები,და იმის ნაცვლად,რომ გაქრეს, ორმაგდება.
უფრო ძლიერი ხდება და ვლპები.
გვამი ვარ,მაგრამ გული მიცემს.
ჩემი არა,თინანოს გული.
საფრთხობელა ვარ.
უკვე აღარავის ვჭორდები და არც მე მინდა სხვა.
არც ის ღმერთი,რომელმაც ასე გამწირა.
ასე იყოო საჭიროო თინანომ დაწერა,მაგრამ,მე ვხვდები,რომ არ იყო.
ახლა,მე მასთან ერთად უნდა ვყოფილიყავი და არა მის საფლავზე,ქვასთან ჩამომჯდარი და უკვე მეათე ღერი სიგარეტით ხელში.
არავინ იცის,მერამდენედ ვკითხულობ გაურკვეველი ფერის ცივ ქვაზე დაწერილ წარწერას და მერამდენედ ვუყურებ თინანოს მომღიმარ სახეს.არაფერს ვეუბნები,რადგან არაფერი მაქვს სათქმელი.
გიჟი ვარ მე.
გიჟი,რომელიც არ საუბრობს და დაკარგულ სიყვარულს მისტირის.
გიჟი,რომლის გულისცემა მას არ ეკუთნის.
გიჟი,რომელის სულიც დამპალია,მაგრამ გულია სუფთა.
გიჟი,რომლის სუფთა გულიც თინანოსია.
გიჟი ვარ,სხვისი გულისცემით.


“თინანო აბაშიძე.
სანდრო აბაშიძის ას.
1985-2010”.



ვიცი,რომ პატარა,მაგრამ ეს არ მადარდებს. ))
ოდნავ ვნერვიულობ,პირველად გადმოვცემ ბიჭის გრძნობებს.
რადგან წინა ისტორია არ გამომივიდა,მგონია,რომ ესეც ცუდია,მაგრამ შეფასება თქვენთვის მომინდია.
მომენატრეთ.



№1  offline მოდერი Mathew

ელპინი
გიჟი, რომლის სულიც დამპალია, მაგრამ გულია სუფთა.

რა ზუსტი იყო, ანი.
ყველა სიტყვა,
წერტილი,
მძიმე.

აი, ასე, ანი.
ახლა ისევ მწვერვალზე ხარ, დამიჯერე!
მაგარი გოგო ხარ!

ვამაყობ,
და მიყვარხარ ძალიან!


ახლა,მეც მიხარია.
მიხარია,რომ ზუსტი იყო.
ალბათ,ამას ველოდი.
მადლობა ანა.
მიყვარხარ!

 


№2  offline აქტიური მკითხველი Anuki96

იცი ძალიან მეძნელება ასეთი მძაფრი ემოციებით სავსე ნაშრომების კითხვა. სანამ პირველ სიტყვას წავიკითხავ დიდი დრო მჭირდება იმაზე ფიქრისთვის გავძლებ თუ არა ცრემლების გარეშე. ვერ გავძელი. იმაზე მძაფრად აღვიქვამ გრძნობებს ვიდრე მწერლების შემოქმედებებშია. გავბედე წავიკითხე მაგრამ ვერ მოვერიე თავს და მაინც ამეტირა. ტრაბახში ნუ ჩამითვლი თუმცა ვიტყვი რომ ბევრს არ შეუძლია ჩემი ატირება. გამონაკლისებში შედიხარ. საუკეთესო მწერლებს შორის გხედავ. ♡♡

 


№3 სტუმარი სტუმარი anuchki

Gmerto rogor momewona is.mis sxeulshi misi sayvareli adamianis guli dzgerda tinanosgan mxolod mogonebebi Da misi guli shercha.albat vitirebdi sxva shemyxvevashi magram axla ARA imdenad momewona rom emociebit var datvirtuli Da albat mteli game tvals ver movxuvhav

 


№4  offline წევრი Crazy dreamer

ემოციებს აღარ ვმალავ ბოლო ხმაზე ვტირი შენს ისტორიებზე აქ არც არაფერს ვამატებ და არც არაფერს ვაკლებ. ანა ბოლო დროს ძალიან ბევრ რაღაცაზე დავფიქრდი შენი ისტორიების წყალობით... ყოველი სიტყვა ჩემს გულში იდებს ბინას. ანა წარმოუდგენლად მახარებს შენი ისტორიები. არ ვიცი რატომ ფიქრობ, რომ წინა ისტორია არ გამოგივიდა თუმცა დამიჯერე ცდები ის ისტორიაც ძალიან კარგი იყო, მაგრამ ეს არაჩვეულებრივია და შენი ისტორიებიდან ეს
ერთ-ერთი ფავორიტი ისტორიაა ჩემთვის. არაჩვეულებრივად წერ რა გითხრა არ ვიცი ყოველთვის რასაც ველი ის მოდის ჩემამდე. წარმატებები საყვარელო ველი შემდეგ ისტორიას heart_eyes heart_eyes kissing_heart

 


№5 სტუმარი ლალი ღვინჯილია

ყოჩაღ ანა.ძალიან მომეწონა.გაქვს შენებური სტილი და მანერა. ერთი მინდა გთხოვო. აჩვენე მეტი ოპტიმიზმი, ირგვლივ ომდენი ცუდი რამ გვესმის.... შენი წაკითხვა კი სიხარულს ასხივებდეს.წერე ყველაფერზე, სიხარულზე, სიყვარულზე, ბუნებაზე, რწმებაზე, საქართველოზე....წერე უბრალოდ და სადათ, თუმცა შენ ეს ისეც იცი.ყოჩაღი გოგო ყოფილხარ.

 


№6  offline წევრი მელანია

ჩემო პატარა,როგორ მიყვარხარ მე,რომ იცოდე.ეს ისტორიაც ძალიან ძალიან მიყვარს.სულ მემახსოვრება და არასდროს დამავიწყდება,გიჟი სხვისი გულისცემით.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent