შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შრამიანი (თავი 8)


31-08-2018, 17:46
ავტორი ქეთათო4
ნანახია 2 482

გასროლის ხმამ ყურები დაუგუბა და ტკივილი, რომელიც გულის არეში იგრძნო მთელს სხეულს მოედო.
მუხლები აუკანკალდა, სიტყვებს ერთმანეთს ვერ აბამდა, გაურკვევლად საუბრობდა.
თითქოს არაფერს ამბობდა მაგრამ, ტუჩების მოძრაობა მკვეთრად ჩანდა და მის წინ მდგომიც ამჩნევდა.
მეორე გასროლამ თითქოს აზრზე მოიყვანა ამჯერად ტყვიამ მკერდის ქვემოთ გაუხია ფუმფულა ხალათი და ელვის სისწრაფით შეიჭრა გასვიანის სხეულში.
თვალებიდან უნებურად წამოუვიდა ცრემლები.
აკანკალებულმა მუხლებმა უმტყუნა და კართან ჩაიკეცა.
კაცის სახეს უყურებდა და ისევ გაურკვევლად ამოძრავებდა ტუჩებს.
ტკივილი ბატონობდა მასზე, მააგრამ ჯიუტად არ ხუჭავდა თვალებს, მესამე ტყვია მზადდებოდა მისთვის განწირული ღრიალი, რომ მოესმა და თვალები მიენაბა.
ჯერ კიდევ ესმოდა რა ხდებოდა, ბოლომდე არ დაუკარგავს გონება და ნაცნობ ხმასაც არჩევდა მაგრამ ვის ეკუთვნოდა ვერ ხვდებოდა.
თავს აიძულებდა ღრმად ესუნთქა და მაქსიმალურად შეესუნთქა ჟანგბადი.
პირში სისხლის მჟავე გემო იგრძნო და გონება დაკარგა.
სრულმა სიბნელემ მოიცვა ნენე გასვიანის გონება და ახლა მხოლოდ წითლად ანთებულ განგაშის ღილაკს უყურებდა.
გონება უყვიროდა "თვალი გაახილე არ მოკვდე" მაგრამ გული გამაფრთხილებლად უქნევდა თითს და ცინიკური მზერით აფრთხილებდა "შენ დიდი ხანია მოკვდი, ახლა კი სამუდამოდ წადი აქედან".
გონებასა და გულს შორის უწევდა არჩევანი.
პირველად აანალიზებდა, რომ გული სიმართლეს ეუბნებოდა.
მისი მუქარა ყველაზე მეტად არ მოეწონა და გადაწყვიტა სამუდამოდ მოშორებოდა ყველაფერს.
გონება დაკარგულს მხოლოდ ბერო ნოზაძე ახსოვდა.
მხოლოდ მისი სურნელი ტრიალებდა იქ სადაც ის იყო.
თითქოს საბოლოოდ უნდა ჩაესუნთქა მძიმე ჟანგბადი მაგრამ ისევ აინთო "ძლიერი ქალის" წითელი ღილაკი და ბოლოს გაანალიზა.
"ის ვინც ძლიერია გონებას უჯერებს"
----
კალიდორში დადიოდა ნერვოულად და ხანდახან რეანიმაციის კარს გახედავდა სადაც ჯერ ისევ წითელი ენთო.
ოპერაცია იმაზე დიდხანს გრძელდებოდა ვიდრე საჭიროება მოიყხოვდა და დადიანიც ხვდებოდა რაღაც რიგზე ვერ იყო.
თვალებ ჩაწითლებული უმზერდა შუქურას და გუშინდელი ღამე ტრიალებდა მის მეხსიერებაში.
მომღიმარი ნენე, რომელიც მის მკლავებში ყველაზე დაუცველ ქალად მიიჩნია, ახლა კი უყურებდა როგორ კვდებოდა ის და ვერაფერს აკეთებდა უბრალოდ იჯდა და ფიქრობდა.
ძალიან ბევრს ფიქრობდა...
მაგრამ ამ ფიქრებს ერთი წამითაც არ გადაუხვევიათ ნენე გასვიანიდან.
თვალებს არ ახამხამებდა, ბოლომდე სწამდა იმის, რომ სულ რაღაც წამის მეასედითაც, რომ დაეხუჭა თვალი ნენე ხელიდან გამოეცლებოდა.
შუა კალიდორში იდგა და ერთ ადგილს მიშტერებოდა, მხოლოდ ის აძლევდა იმედს, რომ წითელი მწვანედ გადაიქცეოდა..
ლოდინი ჭკუიდან შლიდა და პირველად ცხოვრებაში სთხოვდა უფალს გადაერჩინა გასვიანი.
აქამდე ამაყი კაცი, ახლა ყველაზე მგრძნობიარე იყო და არც იმ ცრემლების ერიდებოდა თვალებიდან შეუჩერებლივ, რომ სდიოდა.
როგორც კი კარი გაიღო მაშინვე მივარდა ექთანს
-მითხარით როგორაა?
-მე ვერაფერს გეტყვით ყველაფერს ექიმი გეტყვით! ქალმა გულწრფელი ღიმილი აჩუქა და მოშორდა.
დაიმედდა, ესეიგი ყველაფერი რიგზე იყო.
მაგრამ მაინც ძალიან ანერვიულებდა ის ფაქტი, რომ ექიმი არ გამოდიოდა.
თეთრი ხალათი როგორც კი დალანდა მაშინვე მივარდა კაცს
-როგორაა?
-იცით?
-მიპასუხეთ როგორაა
-თვითონ კარგადაა მაგრამ
- რა მაგრამ ამის დედაც მითხარით
-სამწუხაროდ ბავშვი დაკარგა
ტყვიასავით მიეჭრა ეს სიტყვები დადიანს და ოდნავ შეტორტმანდა.
ერთ დღეში ასე მარტივად ვერ დაორსულდებოდა ესეიგი სხვასთან იყო.
ესეიგი მის სხეულს სხვა ეუფლებოდა.
აზრებს ჭკუიდან გადაჰყავდათ და საღად აზროვნების უნარს კარგავდა.
გაუნძრევლად იდგა დერეფანში და ექიმის ნათქვამს ხარშავდა
-თქვენ ალბათ მისი მეუღლე ხართ?
-არა, მე... მე არავინ ვარ! ძლივს ამოილუღლუღა და ბანცალით გაუყვა დერეფანს.
უმისამართოდ მიდიოდა, და ცდილობდა არსად ჩაკეცილიყო.
სხვა გრძნობას განიცდიდა,ისეთს მთლიანად რომ ანგრევდა და მის სხეულს ნაწილებად შლიდა.
გულში საშინელ ტკივილს გრძნობდა მაგრამ სიარულს არ წყვეტდა.
მანქანასთან ჩაიკეცა და გულზე ხელმიბჯენილმა ამოიღმუილა.
ხო სულ არაფერი და მაინც როგორი მტკივნეულია ომის გაანალიზება, რომ შენი არასდროს იქნება ის ვინც "შენად დაიბადა".
-----
დილის შვიდი საათი იყო თვალი, რომ გაახილა და გვერდით მწოლიარეს გახედა.
ქალი მშვიდად სუნთქავდა და სულ ოდნა შეეპარა ღიმილი გუშინდელი, რომ გაახსენდა.
მობილურს დახედა და მხოლოდ ერთი შეტყობინება დახვდა
-"საქმე გაკეთებულია"
ახლა უკვე ფართოდ დააშორა ბაგეები ერთმანეთს და გახარებული ქალის ბაგეებს წაეტანა.
უცნობმაც გაახილა თვალი და მამაკაცი მისკენ მიიზიდა.
ფეხებშორის ჰყავდა მოქცეული და ცდილობდა ბოლომდე აღეგზნო კაცი.
წამისბმეასედმა გადაწყვიტა მისი ამბავი ქალს უხეშად ჰკრა ხელი და ფეხზე წამოხტა
-ჯანდაბა თანაზ ვერ დაივიწყე?
-ხოო ვერ დავივოწყე ის ქალი ვერა
-ის ბეროს საკუთრებაა..
-არა, არაა გაიგე?
ქალს უხეში ხელი მიეტმასნა სახეზე და მალევე გავრცელდა ტკივილი სხეულში.
აცრემლებული თვალებით უყურებდა თამაზს და ვერ ხვდებოდა რა და როგორ მოხდა.
ებრალებოდა მის წინ მდგარი მამაკაცი.
უთქმელად გადაიცვა შავი სარაფანა და კარი გაიჯახუნა.
შუა ოთახში მარტო იდგა თამაზ ნოზაძე და მხოლოდ ელენე გასვიანზე ფიქრობდა.

---
უიმე ეს რა თავია!
ვიცი უფრო მეტს ელით ჩემგან მაგრამ სხვანაირად არ გამომდის.
შწმიფასეთ და აი მართლა თუ იაქტიურებთ ძალიან მაგარ და დიდ თავს დავდებ შემდეგში!



№1  offline წევრი ნორმი

კარგი იყო,მაგრამ ისევ დაგაგვიანდა.
--------------------
მორფეოსი

 


№2  offline წევრი ქეთათო4

Farvana
კარგი იყო,მაგრამ ისევ დაგაგვიანდა.

გუშინ დავწერე მაგრამ წამიშალეს!
ახლა შევცვალე ბოლო ნაწილი და ამიტომ დამიგვიანდა

 


№3  offline წევრი ნორმი

ქეთათო4
Farvana
კარგი იყო,მაგრამ ისევ დაგაგვიანდა.

გუშინ დავწერე მაგრამ წამიშალეს!
ახლა შევცვალე ბოლო ნაწილი და ამიტომ დამიგვიანდა


ეჰჰჰ,დღეს რომ დაიდო ეგეც კაია
--------------------
მორფეოსი

 


№4 სტუმარი სტუმარი ანა

ვკითხულობ, ვკითხუთობ და საერთოდ, ვერაფერს ვერ ვგებულობ :(.

 


№5  offline ადმინი შამანი

Farvana
ქეთათო4
Farvana
კარგი იყო,მაგრამ ისევ დაგაგვიანდა.

გუშინ დავწერე მაგრამ წამიშალეს!
ახლა შევცვალე ბოლო ნაწილი და ამიტომ დამიგვიანდა


ეჰჰჰ,დღეს რომ დაიდო ეგეც კაია

მოდი ისიც ვთქვათ,რომ უმიზეზოდ არ წაშლილა. ზედმტად +18 იყო,რაც საიტზე იკრძალება.
ყველაფრის მიუხედავად ვცდილობ,სიახლეები მალე დავდო და უახლოს მომავალში იქნებიან ახალი ადმინები და დაგვიანების პრობლემაც გამოსწორდება!
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№6  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი ანა
ვკითხულობ, ვკითხუთობ და საერთოდ, ვერაფერს ვერ ვგებულობ :(.

მაშინ აღრ წაიკითხო! ასესჯობს

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

სტუმარი ანა
ვკითხულობ, ვკითხუთობ და საერთოდ, ვერაფერს ვერ ვგებულობ :(.


მე მეგონა მარტო მე ვიყავი გაუგებრობაში.

 


№8  offline მოდერი ბელუ შეროზია

+18 არის???
რატომ არ გიწერია თუ ასეა??
აქ ბავშვებიც არიან! (მათ შორის მე!) თან კიდევ წაკითხვის დაწყებაზე, რომ ვფიქრობდი ?

 


№9  offline წევრი ნეფერტარი

სათაური "შრამიანი" - ცუდი სათაურია. იმიტომ რომ არსებობს ორი შედევრი, "ლიცო სა შრამომ" და ცნობილი მწერლის სომერსეთ მოემის მოთხრობა "იარიანი კაცი" ყველაფერს რომ თავი დავანებოთ "შრამი" ქართული სიტყვა არ არის, ქართულად "იარა" შეესატყვისება.

რაის "კალიდორი" თუ ღმერთი გწამს? სად წაიკითხე ეგ შედევრი სიტყვა? :)

 


№10  offline წევრი ქეთათო4

ნეფერტარი
სათაური "შრამიანი" - ცუდი სათაურია. იმიტომ რომ არსებობს ორი შედევრი, "ლიცო სა შრამომ" და ცნობილი მწერლის სომერსეთ მოემის მოთხრობა "იარიანი კაცი" ყველაფერს რომ თავი დავანებოთ "შრამი" ქართული სიტყვა არ არის, ქართულად "იარა" შეესატყვისება.

რაის "კალიდორი" თუ ღმერთი გწამს? სად წაიკითხე ეგ შედევრი სიტყვა? :)

ღმერთო ჩემო!!
სიტყვა კალიდორი არ გაგიგონია ხომ?
შემიძლია აგიხსნა!!

grafo
სტუმარი ანა
ვკითხულობ, ვკითხუთობ და საერთოდ, ვერაფერს ვერ ვგებულობ :(.


მე მეგონა მარტო მე ვიყავი გაუგებრობაში.

მოდი დავკონკრეტდეთ ე.ო სრულიად გაუგებარია რასაც ვწერ ხომ?

ბელუ შეროზია
+18 არის???
რატომ არ გიწერია თუ ასეა??
აქ ბავშვებიც არიან! (მათ შორის მე!) თან კიდევ წაკითხვის დაწყებაზე, რომ ვფიქრობდი ?

ვაიმეეე დედაა!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent