შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"გატაცებული" (თავი 5)

31-08-2018, 22:43
ავტორი qetti22
ნანახია 2 603

    ერთ ადგილას გაშეშებული ვიყავი. მეგონა, რომ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. ტვინში, ყველაფერი არეული მქონდა. გაოცებას ვერ ვმალავდი, როდესაც ჩემს წინ მდგარ, შეშინებულ გოგონებს ვუყურებდი. ყველანი უძრავად ვიდექით და ერთმანეთს მივჩერებოდით. მათ თვალებში, ნათლად ამოიკითხავდით შიშს. მე, ისევ გაოცებული ვიდექი და ჯერ კიდევ ვერ მოვდიოდი გონს. ზოგი, ისევ ჩემსავით იდგა და შემომყურებდა. ზოგი, აქეთ-იქით დააბიჯებდა ნერვიულად. ოთახი საკმაოდ დიდი იყო. ლოგინები ორ მწკრივად ჩამწკრივებულიყო, მათ გვერდზე, კი პატარა კარადები იდგა. ოთახის ბოლოში, ორი კარები იყო. ერთში სამზარეულო მოჩანდა, ხოლო მეორე ალბათ სააბაზანო იყო. მხოლოდ, რამდენიმე პატარა ფანჯარა იყო, მაგრამ ორივეს რკინის გისოსები ეკეთა. პატარა საცხოვრებელს ჰგავდა. დიდი ხნის დუმილისა და ერთმანეთის დაკვირვების შემდეგ, ერთმა ქერა გოგონამ დაარღვია დუმილი. იმდენად დაბნეუილი ვიყავი, რომ გონებაში დაგროვილი კითხვების დასმასაც ვერ ვახერხებდი.
- შენ ვინ ხარ? კიდევ ერთი გოგო? - ცივად იკითხა და ჩამქრალი თვალები მომაბყრო. სიტყვებს თავი ძლივს მოვაბი და იმის ნაცვლად, რომ მეპასუხა, კითხვა შევუბრუნე.
- თქვენ ცოცხლები ხართ?  ყველას  მკვდრები ჰგონიხართ, მაგრამ ჯანდაბა... ვერაფერს ვხვდები. - ჩემთვის ვლაპარაკობდი და პასუხებს ვეძებდი. პასუხების მოლოდინში გოგონებს ვუმზერდი. ჯერ კიდევ ვერ დამეჯერებინა, რომ ისინი ცოცხლები იყვნენ. წამით, ჩემმა გონებამ ისიც იფიქრა, რომ შეიძლებოდა, ალექსს მოსაკლავად არ ვჭირდებოდით და ცოცხალი დავრჩებოდი, მაგრამ როდესაც მათ ვუყურებდი, ეს საერთოდ არ მამშვიდებდა.
- ხო, ჩვენ ცოცხლები ვართ, გამოკეტილები. შენ თვითონ ვინღა ხარ, და აქ რას აკეთებ? - მკითხა და ჩემს პასუხს დაელოდა. გოგონა ძალიან ჰგავდა ლიზას, მაგრამ მასზე დიდი იყო. მხოლოდ თმით, კამკამა ლურჯი თვალებით და ლიზასავით ბავშვური გამოხედვით ჰგავდნენ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობდი, მაინც ვენდობოდი. ალბათ იმიტომ, რომ ლიზას მივამსგავსე.
- მე... მან გამიტაცა. სახლს ვათვალიერებდი და ეს ოთახი აღმოვაჩინე. თქვენ აქ რატომ ხართ? - ყველაფერი, იმდენად გაურკვეველი და ჩახლართული იყო, რომ აზრების ერთმანეთთან დაკავიშრება მიჭირდა. კითხვებს გაუაზრებლად ვუსვამდი.
- ეგ იმას ჰკითხე, აქ ვინც გამოგვამწყვდია. - საუბარში კიდევ ერთი გოგონა ჩაერთო, რომელსაც ბრაზისგან თვალები უელავდა. ჩემზე გამხდარი იყო, შავი თმითა და შავი თვალებით.
- დაწყნარდი ტეისი...- დაამშვიდა გოგონამ, რომელიც ლიზას ჰგავდა. სხვა გოგონები გაოცებული მოგვშტერებოდნენ.
- ანუ, ჯერ არ გასულა ერთი თვე, რაც გაგიტაცეს? - მკითხა ტეისიმ და ქერათმიანი დააიგნორა.
- არა, მხოლოდ ათი დღეა, რაც აქ ვარ.
- აქ როგორ შემოხვედი? - ახლა სხვა გოგონა ჩაერთო დიალოგში, რომელსაც, როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ბელა ერქვა. მათ ყველაფერი ვუამბე, თუ როგორ აღმოვაჩინე ეს ოთახი, ისინი კი ყურადღებით მისმენდნენ. გავიგე, რომ ყველა თითქმის, ერთნაირად გაგვიტაცეს. ალექსი გოგონებს მხოლოდ მაშინ იტაცებდა როდესაც მათ არავინ ახლდათ. ზოგი ქუჩაში მიმავალი, ზოგი კი თავიანთ სახლში, მარტო მყოფი. მათ ჩემი ისტორიაც მოვუყევი. ნახევარ საათიანი საუბრისა და ერთმანეთის გაცნობის შემდეგ, მივხვდი, რომ ჩემი უკან დაბრუნების დრო იყო. არ მინდოდა ვინმეს ჩემი გაუჩინარების შესახებ გაეგო, განსაკუთრებით ბატონ ალექსს, თორემ ნამდვილად ვერ გადავურჩებოდი. გოგონებს დავპირდი, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი. შემდეგ ჩუმად გამოვედი. კარები ისევ ჩავკეტე და კიბეები ავიარე. როდესაც საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ორივე კარები კარგად ჩავკეტე, ის იყო მიბრუნებას ვაპირებდი, რომ ალექსის ხმამ, ერთ ადგილზე გამყინა. ჯანდაბა ამელია... ჯანდაბა!
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ ამელია? მთელი სახლი მივიარე, მეგონა ისევ გაიქეცი. - ხმაშივე ეტყიბოდა როგორი გაბრაზებული იყო. შევატყე რომ შვებით ამოისუნთქა ჩემს დანახვაზე. მას შეეშინდა რომ არ გავქცეულიყავი. გულში ჩამეღიმა. - გკითხე, აქ რას აკეთებ მეთქი? - მოულოდნელად დაიყვირა. შიშისგან შევხტი. ნელა შემოვბრუნდი და ისეთი სახე მივიღე, თითქოს არაფერი დამიშავებია. ტყუილების მოფიქრება კარგად არასდროს გამომდიოდა, მაგრამ ნერვიულობამ იმოქმედა და რაღაც სისულელეებს ძლივს მოვუყარე თავი.
- ამ... მე, ჩემს ოთახში მოვიწყინე და სახლის დათვალიერება გადავწყვიტე. არ ვიცოდი ასე თუ გაბრაზდებოდი. - სიმართლე არ მითქვამს, მაგრამ არც მომიტყუებია. მე სახლს ნამდვილად ვათვალიერებდი. მხოლოდ ის არ ვუთხარი, რომ აკრძალულ ოთახში შევედი. იმედი მქონდა, რომ ამ სისულელეს დაიჯერებდა.
- ამ ადგილას მეორედ არ დაგინახო. - ისევ მკაცრი ტონით მითხრა და თვალები დამიბრიალა.
- რატომ, ასეთს რას მალავ? - ირონიულად ვთქვი და ისეთი სახე მივიღე, თითქოს წარმოდგენა არ მქონდა, რა იმალებოდა კარების უკან.
- შენი საქმე არ არის. შენს ოთახში დაბრუნდი! - მკაცრად თქვა. თვალები გადავტრიალე და ჩემი ოთახისკენ წავედი. შვებით ამოვისუნთქე, როდესაც მივხვდი, რომ ალექსმა დაიჯერა რაც ვუთხარი და ვერაფერს მიხვდა. როდესაც  მის ოთახს ჩავუარე, გამახსენდა გასაღებების ასხმა, ამიტომ სწრაფად შევედი და ისევ თავის ადგილას დავაბრუნე, რომ ეჭვი არ აეღო.
  მთელმა დღემ უინტერესოდ გაიარა. სულ გოგონებზე ვფიქრიბდი. მათთან საუბრისას გავიგე, რომ გოგონებს აქ მოყვანიდან, ერთ თვეში კეტავდა იმ საშინელ ოთახში. აქედან გასაქცევად და სახლში დასაბრუნებლად, სულ უფრო ცოტა დრო მრჩებოდა, მაგრამ მათზე ფიქრი არ მასვენებდა. არ შემეძლო მე გავქცეულიყავი და ისინი აქ დამეტოვებინა. უნდა მომეფიქრებინა, ამდენი გოგო, როგორ გამეპარებინა ისე, რომ არცერთი დაშავებულიყო და თან ალექქს ვერ დავენახეთ. იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ ლოგინზე მიწოლილი, ფიქრებში ჩამეძინა, მაგრამ მალევე გამომაღვიძა ვიღაცის შეხებამ. თვალები ზანტად გავახილე და წითურს შევხედე. ასე გვიან რა უნდოდა? კითხვანარევი მზერა მივაბყარი. ჯერ კიდევ, ნახევრად მეძინა.
- ბატონ ალექქს სურს, რომ დღეიდან მის ოთახში დაიძინო. - ამიხსნა. რა? რატომ უნდოდა, რომ ეს გამეკეთებინა? შიშმა ერთიანად მომიცვა, როცა წარმოვიდგინე რა შეიძლებოდა მომხდარიყო მის ოთახში.
- შენს ბატონს გადაეცი, რომ არსად არ წამოვალ. - ვეცადე მკაცრად მეთქვა, მაგრამ ჩემს ხმაში, პანიკა უფრო შეიმჩნეოდა. დასაწყნარებლად, ღრმად ჩავისუნთქე. წითურმა ამოიოხრა და  თვალები აატრიალა. ოთახიდან გავიდა, მაგრამ მაშინვე ალექსი შემოვიდა. არაფერი უთქვამს, მკლავზე ხელი ჩამავლო, ლოგინიდან გადმომათრია და კარებისკენ წამიყვანა.
- ხელი გამიშვი. მგონი ვთქვი, რომ შენს ოთახში არ წამოვიდოდი. - ვყვიროდი, მაგრამ ის, არც კი მისმენდა. იმდენად მაგრად ეჭირა ჩემი ხელი რომ სულ დამილურჯდა. ბოლოს მივხვდი, რომ წინააღმდეგიბის გაწევას, აზრი არ ჰქონდა და ჩუმად გავყევი. ოთახში შემიყვანა და კერები ჩაკეტა. ჩემი გონება, მაშინვე პანიკამ მოიცვა, როდესაც საკეტის გადატრიალების ხმა გავიგე.
- რატომ ჩაკეტე?
- ალბათ იმიტომ, რომ არ მინდა გაიქცე. - მოკლედ მიპასუხა და პიჯაკი გაიხადა. მე ისევ კარებთან ვიდექი.
- რას აკეთებ? - ნერვიულად ვიკითხე.
- დასაიძნებლად ვემზადები, ამელია. - თქვა და გამიღიმა. ძალიან სიმპატიური იყო. მაღალი, განიერი მხრებით. თეთრი ფერის პერანგიდან, ტატუები მოჩანდა. ნამდვილად მომეწონებოდა, ასეთი მანიაკი, რომ არ ყოფილიყო. მის ყოველ ქმედებას ვაკვირდებოდი, რომ რაიმე ზედმეტი არ გაეკეტებინა. ყველაფერს ნელა აკეთებდა.
- ასე უნდა იდგე? - მობეზრებულმა იკითხა და ლოგინზე ჩამოჯდა.
- ჩემს ოთახში მინდა. - კატეგორიულად ვთქვი. მისი ჩაცინების ხმა გავიგე.
- დღეიდან, ჩემს ოთახში იცხოვრებ. არ მინდა, კიდევ ერთხელ ეცადო გაქცევას. - მითხრა და შემომხედა.
- აქ არ დავიძინებ! - მის ლოგინზე მივუთითე.
- კარგი, მაშინ ფეხზე იდექი, მთელი ღამე. - თქვა ირონიულად. მისი ირონია, ჩემს ნერვებზე საშინლად მოქმედებდა. ძალიან მეძინებოდა, მაგრამ მასთან ერთად, ერთ ლოგინში არავითარ შემთხვევაში არ დავიძინებდი. ლოგინთან მივედი, ერთი ბალიში ავიღე და დივანზე მოვკალათდი. პატარა დივანზე წოლა საშინელება იყო, მაგრამ ამას არ ვუჩიოდი. თუ საჭირო იქნებოდა იატაკზეც დავიძინებდი. გავიგე ჩემს ქმედებებზე რიგორ ჩაიცინა მაგრამ არაფერი უთქვამს. სინათლე ჩააქრო და მალევე ჩამეძინა.
  დილით, ძალიან ადრე გამეღვიძა. ოთახს თვალი მოვავლე. მივხვდი, რომ ლოგინში ვიწექი. ალბათ, მან გადმომიყვანა, რადგან კარგად მახსოვდა, რომ დივანზე დავიძინე. დილის მოწესრიგებისა და საუზმობის შემდეგ, გასაღებები ავიღე და ჩქარი ნაბიჯებით, ისევ იმ აკრძალული ოთახისკენ გავწიე.
    ამ დღის შემდეგ, ერთი კვირა გავიდა.  გოგონებთან ყოველ დღე მივდიოდი. ერთად ვაწყობდით გეგმებს აქედან გასაქცევად. მე ისევ ალექსის ოთახში ვცხოვრობდი. მაგრამ მას, მხოლოდ საღამოობით ვხედავდი, ამიტომ თავისუფლად შემეძლო გოგონებთან სიარული. ყველაფერს ვამოწმებდი, რომ რაიმე შეცდომა არ დამეშვა, ან ვინმეს არ დავენახე. გოგონებთან ერთად ყველაფერი დავგეგმე. ორ დღეში აქედან წავიდოდით. სულ რაღაც ორი დღე და სახლში დავბრუნდებოდი. ორი დღე მრჩებოდა რომ გამერკვია რატომ იტაცებდა ალექსი გოგონებს. ამის გარკვევა აუცილებელი იყო, რომ შემდეგ, დაეჭირათ. სამხილები აუცილებლად მჭირდებოდა, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, როგორ გამერკვია ყველაფერი. გონებაში, მხოლოდ გაქცევა მიტრიალებდა. ყველანაირად ვცდილობდი, რომ არაფერი შემემჩნია, თითქოს არაფერი ხდებოდა. ალექსთან ყოველ შეხვედრაზე, ვცდილობდი კარგად მოვქცეულიყავი, რამდენჯერმე ლაპარაკის წამოწყება ვცადე, მაგრამ ყოველთვის თავს მარიდებდა და თავიდან მიშორებდა. დაღონებული ვიჯექი ჩემს ოთახში და გაქცევის დღეს სულმოუთქმელად ველოდი.

---------------
ესეც ახალი თავი ????❤️ მეექვსე თავს უკვე ვამზადებ ამიტომ დიდხანს ლოდინი არ დაგჭირდებათ ❤️❤️ მიხარია რომ ასე მოგწონთ ჩემი მოთხრობა ????❤️❤️ რას ფიქრობთ ალექსზე და გატაცებულ გოგონებზე? თქვენი აზრით რატომ იტაცებს მათ? გთხოვთ დიდ კომენტარებს ნუ დაიშურებთ ❤️❤️❤️ძალიან მიყვარხართ ყველა ❤️❤️

№1  offline წევრი keti27

ძალიაან მაგარი თავია, მალე დადე გაგრძელება❤️❤️❤️

№2  offline წევრი qetti22

keti27
ძალიაან მაგარი თავია, მალე დადე გაგრძელება❤️❤️❤️

მადლობა ???? მალე დაიდება შემდეგი

№3 სტუმარი სტუმარი bubu

dzalian momwons.... tumca ver vxvdebi ratom itacebs am gogoebs

№4  offline აქტიური მკითხველი grafo

მე რაღაც ავირიე. რა გეგმები დააწყო გაქცევის ვერ გავიგე ან როგორ. მე მგონი ეგ უნდა ჩანდეს ისტორიაში. იმიტომ, რომ ამ გოგომ როცა სცადა გავიგეთ უკვე რომ სახლი დაცულია. ახლა რაღაც აღმოუჩენია და მაგიტომ ამბობს ამას, მაგრამ ჩცენ მარტო ის ვიცით რომ დაგეგმა. უცებ გაქრა წითური. მთელ დღეებს იმ გოგოებთან ატარებს და კაციშვილი არ კითხულობს ამას?! რაღაც მგონია რომ ჩქარობ და ამ დროს ბევრი საინტერესო დეტალი გეპარება.

№5  offline წევრი qetti22

სტუმარი bubu
dzalian momwons.... tumca ver vxvdebi ratom itacebs am gogoebs

სავარაუდოდ შემდეგ თავში გაირკვევა ყველაფერი ^^❤️❤️❤️

№6  offline წევრი khatia khatia

კარქიიი ტავი იყოო
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

№7  offline წევრი qetti22

grafo
მე რაღაც ავირიე. რა გეგმები დააწყო გაქცევის ვერ გავიგე ან როგორ. მე მგონი ეგ უნდა ჩანდეს ისტორიაში. იმიტომ, რომ ამ გოგომ როცა სცადა გავიგეთ უკვე რომ სახლი დაცულია. ახლა რაღაც აღმოუჩენია და მაგიტომ ამბობს ამას, მაგრამ ჩცენ მარტო ის ვიცით რომ დაგეგმა. უცებ გაქრა წითური. მთელ დღეებს იმ გოგოებთან ატარებს და კაციშვილი არ კითხულობს ამას?! რაღაც მგონია რომ ჩქარობ და ამ დროს ბევრი საინტერესო დეტალი გეპარება.

წითურთან დაკავშირებით გეთანხმები ხშირად ქრება მაგრამ მაგასაც აქვს თავის მიზეზი და აუცილებლად გაირკვევა ❤️ამელია კი გაქცევის გეგმებს აწყობს რადგან თუ მალე არ გაიქცევიან იმ ოთახიდან საერთოდ ვეღარასდროს გამოიქცევიან. სახლი დაცულია მაგრამ როგორ აპირებენ ამელია და გოგონები გაქცევას ამას შემდეგ თავში გაიგებთ ❤️❤️ ვფიქრობ რომ არ ვჩქარობ რადგან არ მინდა ძალიან გაიწელოს მოთხრობა და უინტერესო იყოს :) ❤️❤️❤️მოკლედ ყველაფერს შემდეგ თავში გაიგებთ ❤️❤️❤️

№8  offline აქტიური მკითხველი grafo

qetti22

მე ყოველი ახალი თავის ბოლოს გაჩენილი ემოციის შედეგად მიჩნდება დაკომენტარების სურვილი. შესაბამისად, ამ თავში როცა დაგეგმვის გარდა არაფერი ჩანდა, ლოგიკურია რომ სიჩქარეში "დაგადანაშაულე" :).
დაველოდები ახალ თავს და მაგაზე მერე ვიტყვი აზრს.
ზოგადად, ჩემთვის მთავარია არამოსაწყენი სასიყვარულო ისტორია წავიკითხო. და მეხუთე თქვია უკვე, სიყვარულს ვინ ჩივის, კაცი და ქალი იდეაში რომ დავუკავშირო ერთმანეთს ჰორიზონტზეც არ ჩანან. ის ღრიალებს, ეს ჯიბრში უდგას. სულ ესაა რა ვიცი-თ!

№9  offline წევრი qetti22

ხო მაგრამ იქნებ საერთოდაც არ არის ესხოლოდ უბრალო სასიყვარულო ისტორია?? ყოველი მეორე ამას წერს და ვფიქრობ ცოტა განსხვავებული მოთხრობა ცუდი არ იქნებოდა :) არ ვიცი ჩემი აზრი ესეთია მაგრამ მადლობა რომ მაინც კითხულობ ❤️

№10 სტუმარი ანიცზ

მოკლედ ვერანაირ მიზეზს ვერ ვუძებნი ალექსისმიერ გატაცებულ გოგოებს... ვერაფრით ვერ ვხსნი და ინედია შემდეგ თავში გაირკვევა თორე დამაწყდა ნერვი

№11  offline წევრი qetti22

ანიცზ
მოკლედ ვერანაირ მიზეზს ვერ ვუძებნი ალექსისმიერ გატაცებულ გოგოებს... ვერაფრით ვერ ვხსნი და ინედია შემდეგ თავში გაირკვევა თორე დამაწყდა ნერვი

შემდეგ თავში აუცილებლად გაირკვევა ყველაფერი ^^????????

№12  offline წევრი eka3

Dzaan momwons es istoria pirvelad vnaxe gansxvavebuli.. Mara ver myofnis cota didi tavebi dadexolme kai iqneba

Velodebi shendegi imedia male iqneba tore iseti nervozavar gavgijdebi:Dd

№13  offline წევრი qetti22

eka3
Dzaan momwons es istoria pirvelad vnaxe gansxvavebuli.. Mara ver myofnis cota didi tavebi dadexolme kai iqneba

Velodebi shendegi imedia male iqneba tore iseti nervozavar gavgijdebi:Dd

გპირდები შემდეგი დიდი იქნება და წერის პროცესში ვარ :დდდ ❤️❤️❤️

№14  offline წევრი qetti22

უცნაური მე
ძალიან საინტერესოა..
რატო იტაცებს ამ გოგორბს თან ერთი თვის მერე რო უშცებს სარდაფში რა პონტია ვერ ვხვდები..
იმედია შენდეგ თავში გავარკვევთ ყველაფერს..

კი შემდეგ თავში გაირკვევა ყველაფერი ^^ <3

№15 სტუმარი სტუმარი ანა

აუუ რატო არ დებ ახალ ისტორიას, ძალიან მომწონს, მაგრამ ასე ერთდროულად რატო ქრება ყველა ეს ვერ გავიგე, იმედია ახალ თავსი გავარკვევთ ყველაფერს, რაღაცას თიტქოს მივხვდი თუ რატო კეტავენ გოგოებს ერთი ტვის სემდეგ აბა ვნახოტ როგორ განვიტარდება მოვლენები, მალე დადე რა და არ გვალოდინო heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes blush blush

№16  offline წევრი qetti22

სტუმარი ანა

წერის პროცესში ვარ და ვცდილობ მალე დავამთავრო თან მინდა რო დიდი იყოს და საინტერესო ????????❤️ შემდეგ თავში ბევრი რამე გაირკვევა და გაიგებთ ????❤️❤️❤️

№17 სტუმარი სტუმარი ანა

კარგი მაშინ გელოდები ბევრი არ გვალოდინო blush blush heart_eyes kissing_heart

№18  offline წევრი qetti22

ყველანაირად ვეცდები ????❤️

№19 სტუმარი Mariami

Au qetii gexvewebi maledadee dzalian momwons da sulmoutqmelad veli koveltvis axaltavs❤gexvewebi male dade kovel wtshi vnaxulob dadebuli gaqvs tuara axalitavii da lamis gavgijdee????is mainc mitxari rodis dadeb nugvawvalebraa ????

№20  offline წევრი qetti22

Mariami
Au qetii gexvewebi maledadee dzalian momwons da sulmoutqmelad veli koveltvis axaltavs❤gexvewebi male dade kovel wtshi vnaxulob dadebuli gaqvs tuara axalitavii da lamis gavgijdee????is mainc mitxari rodis dadeb nugvawvalebraa ????

ვიცი ძალიან გამეწელა ვეცდები დრეს დავამტავრო და ხვალე დავდო ❤️????????????მადლობა რომ ასე მოგწონს და ელოდები❤️❤️❤️

№21 სტუმარი Mariami

Kargii gelodebiii❤ubralod erts gtxov saertod armikvars ucbat rom daamtavreben xolme istoriebs rac sheidzleba gawelee magram amavdroulad gtxovv charte aleqsic da mase nu gaauchinareb ra rogorc wina tavebshi????❤nu sheni saqmis shenicii cudat argamigo ise gitxari❤

№22  offline წევრი qetti22

არა აუცილებლად გავითვალისწინებ ❤️თქვენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია ???? გპირდები უცბათ არ დავამთავრებ მაგრამ ძალიანაც ვერ გავწელავ ❤️❤️შემდეგ თავებში კი ალექსი ხშირად გამოჩნდება ხოლმე ????????❤️❤️❤️

№23 სტუმარი Mariami

Kargii qett,madlobaa❤warmatebebii!❤

№24 სტუმარი სტუმარი Liza

ძალიან შესანიშნავი ისტორიაა მაგრამ ნუდაგვტანჯე რაა დროზე დადე სხვები უფრო მალე დებენ ვიდრე შენ და გული მწყდება❤

ძალიანმომეწონაა ყოჩაღ❤ახალ თავს როდის დადებ?

№25  offline წევრი eka3

Rodis dadeb awi g ishvele da dade

№26 სტუმარი სტუმარი უცნობი

ის მაინც გვითხარი როდის დადებ

№27 სტუმარი Mariami

ნეტა რამე ხო არმოხდა?რადგან 5ში ამბობდა უნდა დავდოო და ახლა უკვე 10ია ????იმედია ყველაფერი რიგზეაა❤

№28 სტუმარი სტუმარი ანი

აუუ როგორ დამაინტერსა როდის დადებთ?

№29 სტუმარი სტუმარი ანი

Au upasuxismgeblobaa dameti araferii ratom ard3bb axaltavsss tu ver axerxeb undaa dawerooo ramxela shualedebs aketeb raubedurebaa arada kargad wer

№30  offline წევრი qetti22

მაპატიეთ ძალიან დიდი ბოდიში ????????❤️❤️❤️დამნაშავე ვარ რომ დაგპირდით და არ ვდებ უბრალოდ რაღაც მოხდა და ვერშევძელი ატვირთვა. დიდი ბოდიში და დანაშაულის გამოსასყიდად და ვინაიდან უკვე მზადმაქვს ორი თავი ????დღეს დავდებ ორივე თავს ერთად ❤️❤️❤️უღრმესი მადლობა რომ ამდენ ხანს მელოდებოდით მართლა ვაფასებ ამას ❤️❤️მადლობა და მიყვარხართ ყველა ❤️

Mariami
ნეტა რამე ხო არმოხდა?რადგან 5ში ამბობდა უნდა დავდოო და ახლა უკვე 10ია ????იმედია ყველაფერი რიგზეაა❤

კი მოხდა და ჩემიბრალია რომ ვერ ვდებდი მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა და მიუხედავად ყველაფრისა მზად მაქვს ახალი თავები და დრეს ავტვირთავ ორივეს ????❤️❤️❤️❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent