შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯაშუში...დასასრული!


31-08-2018, 23:18
ავტორი n-strovet
ნანახია 2 301

ახლანდელი დრო.....
-იმ დღეს როდესაც გავიგე, რომ იქ იყო შემეშინდა , შემეშინდა რომ დავკარგავდი. მისი ფიზიკურად დაკარგვის შემეშინდა, ვერ ავიტანი მის არ არსებობას. ის ხომ ერთადერთი მიზეზი იყო რითინაც ვსუნთქვადი?. ნეტავ ყველაფერი გაეგო და ისე დამშვიდობებოდა. ყველაფერი..ოღონდ სიმართლე. ის რაც ნამდვილად მოხდა და არა ის რაც მან იცოდა. მიუხედავად ყველაფრისა ის არ გატყდა. ამდენი ტყუილის და თამაშის შემდეც ის მაინც მყარად იყო და ყველას აჩვენებდა, მის ძლიერ მხარეს. შეიძლება შიგადაშიგ გაბზარულიც იყო და ეს არის გასაკვირი, მაგრამ ამას არავის ანახებდა. არც საკუთარ თავს, როდესაც მარტო რჩებოდა . ის მყარად იდგა მიწაზე. ქედმაღლობა, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად არ მიყვარს ადამიანი, რომელიც ქედმაღალია. მე მასში ეს თვისება მომწონდა და სწორედ ამ თვისების გამო მომინდა დავახლოვებოდი მას. შეიძლება გიკვირთ და გეცინებათ კიდევაც, მაგრამ ეს ქედმაღლობა მას ამშვენებდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ თვისების გამო ნახევარი სამყარო ვერ იტანდა მას.
2015 წლის 23 იანვარი. დღე, როდესაც ყველაფერი შეიცვალა. იმ დღეს საბოლოოდ დაესვა თამაშს წერტილი.
.
2015 წლის 23 ანვარი

საკმაოდ დიდხანს იარა დანიშნულების ადგილს, რომ მიეღწია. ტაქსი გააჩერა, ფული გადაუხადა და უზარმაზარი სახლსი წინ დადგა. თვალები გაუფართოვდა განა იმიტომ კი არა, რომ არ ჰქონდა მსგავსი სახლი ნანახი, არა უბრალოდ წარმოედგინა სადღაც მიმალულ და იდუმალ ადგილას მიიყვანდა, სადაც სიცივე და ნაცრისფერი იქნებოდა იქაურობა. ტელეფონზე ესემესი მოუვიდა "პირდაპირ იარე, არ გაჩერდე". ღრმად ჩაისუნთქა და სიარული დაიწყო. გული გაორმაგებით უცემდა, ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა. მსგავსი რამ მხოლოდ ფილმებში ენახა . აუზს გვერდი, რომ ჩაუარა საშინლად მტვერიანი იყო. როგორც ჩანს დიდიხანი არ გამოუცვლით წყალი და არც გაუწმენდიათ, რაც მის მარტოხელობაზე მიანიშნებდა. იმის მიუხედავად, რომ სახლიც და ეზოც ნათელ ფერებში იყო, იგრძნობდით მარტო სულობას, სიცივეს. "სახლის უკან აიღე გეზი" მორიგი ესემესი მოუვიდა. მანაც განაგრძო სიარული, სახლის უკან გავიდა იქაც არაჩვეულებრივი ხედი იყო. დაინახა, კაცი, რომელიც მისგან ზურგით იდგა და აკვირდებოდა, როგორ თამაშობდა ძაღლი ბურთზე, რომელიც იმ წამს გადაუგდო.
-კეთილი იყოს შენი მობრძანება, ჩემს მოკრძალებულ სახლში -ხელები გაშალა და შემობრუნდა
-ვინ ხართ?
-ჩაი თუ ყავა?-იკითხა და საშვალო ზომის, მრგვალ და თხელ თეთრ მაგიდისკენ დაიძრა.
-მოვედი, საბუთები მჭირდება
-ჩაის მიიერთმევ ალბათ, ზამთარს უხდება...ჩემი აზრით-ბოლოს დაამატა
-არ მინდა, არც ჩაი და არც ყავა-წარბები შეკრა

-მისმინე, როგორც ხედავ აქ მე და შენ ვართ-გაიხედა აქეთ-იქეთ-არანაირი დაცვა, ამიტომაც ძალას არავინ დაგატანს ან მოხვალ და დაჯდები ან მიყურებ, როგორ ვსვამ ჩაის და დამიცდი სანამ არ დავამთავრებ. ცნობისთვის, ძალიან ნელა ვსვამ ჩაის-ჩაიცინა და მაგიდის მსგავს თხელ და თეთრ სკამზე მოთავსდა.
-დაჯექი-სკამზე მიუთითა.
მანაც უთქმელად დაჯდა და ხელები ერთმანეთზე გაადაიწყო.
-ძალიან ბევრი რამ მაქვს შენთვის სათქმელი -დაიწყო მისთვის ჩაის გამზადება-მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ცივა მაინც სასიამოვნოა გარედ ყოფნა არა? მე მიყვარს ზამთარი, თან ძალიან-წინ დაუდგა ფინჯანი -იმედია მოგეწონება. ეს ჩემი ძაღლია, ლორდი-მიანიშნა იქვე მჯდარ ძაღლზე, რომელიც თვალს არ აცილებდა ლილიანს -მოეწონე.-გაიღიმა- იშვიათად ხედავს ხალხს, ამიტომ თან მოსწონხარ და თან უკვირს-ჩაი მოსვა-ჩათბა სხეული. დალიე გათბები. თუ გინდა სახლში შევიდეთ და ბუხართან გავნაგრძოთ, თოვას აპირებს.-ცას მიაპყრო მზერა..
-საქმეზე გადადით, ვინ ხართ? ან რა გინდათ მამაჩემისგან?
-მამაცი და ჯიუტი გოგოხარ. რაც მთავარია ლამაზი, ალბათ მაგიტომ შეუყვარდი ლევანის-აქ სახე შეეცვალა ლილიანს
-თქვენ ლევანის იცნობთ? ანუ ...თქვენ?
-დიახ! მე დავიქირავე ლევანი, მას ძალიან უყვარხარ, მაგრამ მამამისი უფრო უყვარს-ბოროტულად გაიცინა.
-თქვენ ფსიქოლოგიური პრობლემები გაქვთ!
-ოჰოოო-იღრიალა და მუჭი დაკრა მაგიდას, რამაც ლილიანი ძალიან შეაშინა -მე ვარ გიჟი და თქვენ ნორმალური?-თვალებში ჩააშტერდა-არა!- თავი გააქნია-მე ჭკვიანი ვარ, რაც უნდა გააკეთეთოთ მე თქვენზე ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ ვიქნები -ისევ მოსვა ჩაი -აქ დაცვა არის? არა, არ არის და რატომ? ალბად იმიტომ, რომ დარწმუნებული ვიყავი მარტო მოხვიდოდი და არ დამჭირდებოდა ძალით შემოყვანა სახლში. არც აქ ჩემს გვერდით არ დაგხვედრია დაცვა. რატომ? ვიცი, რომ არ გაიქცევი და მეტიც იმას რასაც მე გეტყვი უფრო მოგანდომებს ჩემთან საუბარს -ისევ ჩაიცინა-ჩაი გაგიცივდება, დალიე-ისეთი მშვიდი ტონით უთხრა, თითქოს წუთის წინ სულ სხვა ადამიანმა დაიღრიალა.
-რა უნდა მითხრათ?
-დავიწყოთ სულ თავიდა. ვიცი, გაგიკვირდება, მაგრამ მე და მამაშენი ერთ დროს მეგობრები ვიყავით. ეხლა ალბათ გაგიჩნდება კითხვა მაშინ რა არის ჩვენი მტრობის მიზეზი? მოკლედ გეტყვი….ქალი!.
-ქალი?
-დიახ. დედაშენი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა. ხედავ შვილო? ქალს შეუძლია ისეთი მეგობრობაც კი დაანგრიოს, როგორც მე და მამაშენს ვგვქონდა. ქალს ყველაფერი შეუძლია, ის ან ცაში აგიყვანს ან მიწაზე დაგამარცხებს ისე, რომ ვეღარასდროს წამოდგები.
-ვერ გავიგე
-რამდენიმე წლის წინ დედაშენს შევხვდი, ტიროდა, არ ვიცი რატომ , მაგრამ ფაქტი იყო რაღაცას გაურბოდა. საშინლად მომინდა დავხმარებოდი და შევთავაზე კიდეც, მან კი თავიდან მომიშორა. რამდენიმე თვეში ისევ შევხვდი, ახლა უკვე ბედნიერი იყო. ვიტყოდი, რომ ძალიან ბედნიერი. თურმე როდესაც მე გამექცა მამაშენი უნახი და იმ დღის შემდეგ უყვარდათ ერთმანეთი. მე ავიტანდი ამ ყოველივეს? ჩემი ძმაკაცი და ჩემი სიყვარული? რა თქმა უნდა არა! . როდესაც დათოს შევხვდი ავუხსენი, თუ რა ძვირფასი იყო ის ადამიანი ჩემთვის და რისი გაკეთება შემეძლო მისთვის. მამაშენმა მხოლოდ ის მითხა, რომ “წყვილს შორის მესამე ადამიანი ზედმეტია და მესამე აქ შენ ხარ!”, ხედავ? როგორ დაანგრია ჩვენი 15 წლიანი მეგობრობა იმ დღეს?. მეგონა სამუდამოდ მეგობრები ვიქნებოდით. მაინც სკოლის მეგობარი, ჩემს პარალელ ჯგუფში იყო პირველ კლასში ვიყავი, როდესაც შევხვდი და დავმეგობრდით. სხვები თუ ჩხუბობდნენ ჩვენ ხელგადახვეული გზას დავუყვებოდით და გავერთობოდით. ამ ყველაფერს...მან ხაზი გადაუსვა-თავი დანანებით გააქნია-წამში წაშალა და დაწვა ის ფურცლები რაც ჩვენ 15 წელი ვქმნიდით. იცოდა, მან ყველაფერი იცოდა.-ხელები განზე გაშალა-ჩემი გრძნობების შესახებ იცოდა, მაგრამ მაინც გააკეთა, მაინც ის აირჩია-ხელები მაგიდაზე დააწყო და თითები თანაბრად აათამაშა
-მათ ერთმანეთი უყვარდათ, თქვენ კი იქ მართლაც ზედმეტი იყავით!
-არა!-წამოიყვირა და ფეხზე წამოდგა-მას არ უყვარდა-მუჭი დაკრა მაგიდას და ლილიანს მიუახლოვდა, თვალებში ჩხედა-საქმეც იმაშია, რომ დედაშენს სიყვარული არ შეეძლო-თავი გააქნია-მაშ შენ აქ რატომ ხარ? სად არის დედაშენი? მოკვდა? ვინ თქვა ეგ ზღაპარი?, ალბათ მამამ არა?გული, რომ არ გეტკენოდა. მაგრამ შენ არ იცი სიმართლე.
-რა სიმართლე-ნელ-ნელა მისი თვალები სითხით ივსებოდა
-მან მიგატოვა!-მხრები აიჩეჩა და ისევ თავის ადგილზე დაჯდა-აი ასე, უბრალოდ შენ თავი დათოს მიუგდო და წავიდა.
-საკმარისია მომეცით საბუთები-ფეხზე წამოდგა
-რა საბუთბი?-გაკვირებული მზერა მიაპყრო
-ვითომ არ იცოდეთ რას ვგულისხმობ
-მე არანაირი საბუთები აქ მაქვს-ისიც ისევ წამოდგა ფეხზე.
-მოიტყუეთ?
-კი, უნდა ვაღიარო რომ არ მეგონა ეს ტყუილი თუ გაგაბავდათ მახეში.
-გიჟი ხართ-ზიზღით ამოილაპარაკა.
-დიახ, მეუბნებიან ხოლმე -გაუღიმა
-არ აქვს თქვენთან საუბარს აზრი-გაბრუნდა იმ ადგილიდან, რომ გაეღწია.
-ლევანი სპეციალურად შევაარჩიე ამ საქმისთვის-მიაძახა. ლილიანი გაჩერდა და მისკენ მუბრუნდა
-თქვენ ლევანის ტკივილი გამოიყენეთ იმისთვის, რომ 25 წლის წინ დასახული გეგმა გაგეხორციელებინათ.
-მასაც სძაგ მამაშენი, იცი რატომ? მან მამა მოუკლა, მას შურისძიება სწყუროდა.
-რაღაც იცით-თითი დაუქნია-მაგრამ არ ამბობთ
-რაც მეტი იცი უფრო საშიში ხარ და თუ საშიში ხარ მაშინ უფრო მეტ ადამიანს უნდა შენი თვიდან მოცილება-მისკენ წავიდა-წაცედით პატარა ქალბატონო -გასასვლელისკენ წაიყვანა.
-არ ვაპირებ თქვენი მანქანით წასვლას-ეგრევე თავი გააქნია, როდესაც მანქანასთან მიიყვანა სადაც მძღოლი ელოდა.
-ნუ მაწყენინებ-კარგი მეგობარივით გაუწყრა
-არ გენდობით-კბილებში გამოსცრა
-მემხოლოდ სასაუბროდ მოგიწვიეთ, საბუთები კი მხოლოდ აქ მოსვლის ბილეთი იყო. -მანქანის კარები გამოაღო და მუთითა ჩამჯდარიყო. ლილიანიც დანებდა და ჩაჯდა. მანქანა კი ადგილიდან დაიძრა.
-დროის ათვლა დაიწყო, 30..29...28.-დათვლა დაიწყო და სახლში შებრუნდა,
როგორც კი სახლს ოდნავ გამოსცდა ეგრევე დაიყვირა.
-გააჩრე- მძღოლმაც დაამუხრუჭა
-რამე პრობლემა გაქვთ?-მისკენ გაიხედა მძღოლმა
-გადავდივარ-მანქანის კარები გააღო და ფეხით განაგრძო სიარული, 3-4 მეტრი იქნებოდა დაშორება მას და მანქანას შორის, როდესაც აჩქარებული წვრილი ხმა გაიგო და წამებში მანქანა ჰაერში ავრდა. ლილიანი კი ინერქციით მოისროლა.
………….
ელზა, ნიკა და დათო საოპერაციოს წინ იყვნენ და მზერა წითელ ნათურაზე იყო მიმართული. ელოდნენ, როდის დასრულდებოდა ოპერაცია, ღილაკი ჩაქვრებოდა და კარგი ამბით გამოვიდოდა ექიმი. დათო იატაკზე იყო დამჯდარი, ზურგით კედლისკენ ფეხები მოეხარა და თავი შიგ ჩაერგო. ელზა, როგორც ყოველთვის მის გვერდით იყო და ცრემლად იღვრებოდა. ნიკა კი თვალებში სითხე ჩამდგარი კდელზე იყო მიყრდნობილი. მზერა ჰოლს გაუსწორა, იქ კი გაფითრებული ლევანი დაინახა. ლევანს დათოც ამჩნევს, ფეხზე წამოიჭრა მასთან მივარდა და მაისურის საყელოში წვდა.
-აქ რას აკეთებ-კბილებს შორის გამოსცრა-წადი აქედან სანამ თავზე კონტროლი შემიძლია.
-დათო მაგის დრო არ არის-ხმაჩამწყდარი ელზა დაექჩა ხელზე.
-გთხოვთ-მხოლოდ ეს უთხრა და აწყლიანებული თვალები შეანათა-მისი მდგომარეობის გაგებამდე აქ ვიქნები.
-არა!-ხელი გაუშვა-წადი!-დაუყვირა
-არ გაქვთ უფლება რაიმე მიბრძანოთ-თვალებში ზიზღმორეულმა შეხედა.
-დაასრულეთ ეს მასკარადი, დათო! უთხარი სიმართლე-ცრემლები მოიწმინდა ელზამ და დათოს იმედის თვალებით შეხედა-ბოლოსდაბოლოს დაამთავრე და უთხარი ამ ბიჭს, სიმართლე.
-რრ..ა სიმართლე-ხან ელზას, ხან კიდევ დათოს უყურებდა.
-არაფრის თქმას არ ვაპირებ!... წადი.
-მას არმოუკლავს მამაშენი-უცებ წამოიძახა ელზამ, დათომ კი პირზე ააფარა ხელი და ყურში ჩასჩურჩულა.
-გაჩუმდი! თუ ღმერთი გწამს ელზა, გაჩუმდი!
-როგორ უძლებ მის ასეთ გამოხედვას?-განცვრიფებული თვალებით შეხედა და შემდეგ ლევანს გადახედა-გინდა სიმართლე მოისმინო? გაფრთხილებ, მამაშენი არც ისეთი სუფთა აღმოჩნდება, როგორც შენ გგონია.
-დავასრულოთ ეს ამბავი..ახლავე!-ყელში ბურთ გაჩხერილი, მაგრამ მაინც მტკიცე ტონით თქვა.
-ლილიანის ხათრით-დათოს გადახედა და მისი ხელი თავისაში მოიქცია-ამ ამბავმა ყველაზე მეტად ლილიანი დააზარალა.
-ამის დრო არ არის-იუარა და თავი გააქნია.
-დროა, როდესაც ლილიანი გაიღვიძებს ყველა მისი საყვარელი ადამიანი უნდა დაინახოს. გააკეთე ეს მისთვის..
-გავიდეთ-მაგრად ჩასჭიდა ხელი ელზას-ქვემოთ, სავადმყოფოს კაფეში -ლევანისთვის არც შეუხედავს ისე დაიძრა. ლევანიც უხმოდ გაყვა.
კუთხეში მდგარ მაგიდას მიუსხდნენ, ლევანიც დაჯდა და მომლოდინე მზერა მიაპყრო დათოს.
-ყველანაირ შესავლის გარეშე გეტყვი, რადგან ზემოდ ჩემი შვილი მელოდება, რომელიც სიცოცხლეს ებრძვის. იმ კაცმა გაწირა სასიკვდილოდ, რომელსაც შენ შეეკარი ჩემს გასანადგურებლად, მაგრამ ერთ რამეში შეცდი...მან ყველაფერი იცოდა. გამოგიყენა და ჩემს წინააღმდეგ გაგაწყო. იცოდა, რომ მამაშენი მე არ მომიკლავს. იმ დღეს, როდესაც მამაშენი დაიღუპა, მე და ლილიანის დედამ ვიკამათეთ, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ხშირად გადადიოდა ჭკუიდან და არარსებულ ისტორიებს თხზავდა შენდეგ კი მაბრალებდა. იმ დღესაც რაღაც სულელურ ამბავზე, რომელიც მისი შეთხზული იყო მეჩხუბა. მანქნით სახლიდან გავარდა, მეც უკან გავყევი თუმცა დავკარგე. რაც შეეხება მამაშენს, როდესაც შენ ფანჯარასთან ელოდი, როდის მოვიდოდა და ჩაეხუტებოდი, ის სხვა ქალთან იყო. უამრავი საყვარელი ყავდა, როგორც გავიგე. ამის გამო თეა გაცილებას აპირებდა, მაგრამ შენ გამო შეიკავა თავი. თინიკო ერქვა იმ ქალს ვისთანაც მამაშენი დადიოდა. თინიკოს კი ქმარი ყავდა, ერთად შეუსწრო და მოსაკლავად მოზდევდა. როდესაც ჩიხიდან ჩემი მეუღლე გამოვარდა, საოცარი სიჩქარით მოძრაობდა. ალბათ მამაშენისთვის არც შეუხედავს, ისე გადაუარა და გზა განაგრძო .ამ ამბის შესახებ, როდესაც შევიტყვე, სასწრაფოთ რეაგირება მოვახდინე. მინდოდა მამაშენის დახმარება თუმცა გავიგე, რომ მამაშენი ადგილზე გარდაიცვალა. საქმე ძალიან რთულდებოდა, ჩემი მეუღლე კი შეშინებული იყო...მე დავიბრალე მკვლელობა. მხოლოდ იმის გამო, რომ ლილიანი მომავალში მკვლელის შვილის სახელს არ შეეწუხებინა. იმის ახსნას არ დავიწყებ, როგორ გამოვძვერი ფულის და გავლენის დახმარებით. სახლში მისულს კი ლილიანი მარტო დამხვდა. ტიროდა, სწრაფად ავიყვანე ხელში, მაგრამ ტირილს არ წყვეტდა. მივხვდი, რომ შიოდა. სწრაფად გავუმზადე საჭმელი და დავაძინე. მთელი სახლი შემოვიარე ბოლოს კი ჩვენს ოთახში შევედი. უკვე კარგად ვიცოდი რაც მოხდა. თუმცა მაინც გადავწყვიტე შემოწმება, არ დაგიმალავ და იქვე ამომეხლიჩა გულის ის ნაწილი, რომელიც მას ეკუთვხოდა, როდესაც კარადა ცარიელი დამხვდა. მან საკუთარი ქმარი და შვილი მიატოვა და გაუჩინარდა. არ ვიცი სად...არც მომიძებნია, არ სჭირდება ლილიანს ისეთი დედა, რომელიც ფსიქკურად ავადაა. ელზა ჩემი ყოფილი იყო. ის ჩემთან მოვიდა, თავისი თავი შემომწირა და ლილიანს დედობა გაუწია-ელზად გადახედა და გაუღიმა, შემდეგ კი გაფითრებულ ლევანის გახედა-სრული ისტორიაც მოიმინე. ეხლა იცი, რომ ის გმირი, რომელიც წლებია გულით ატარებ და მისგამო საკუთარი თავი დაოღუპე სინამდვილეში არ არსებობს. მამა, რომელიც სოციალური მუშაკი იყო და რაღაც საიდუმლოს გამო ვიღაც ფულიანმა კაცმა ტვინი გაუხვრიდა, შეთხზული ისორიაა. არ ვიცი ვის მიერ, მაგრამ….არც მაინტერესებს. დედაშენს უსამართლოდ მოექცა მისი თავმოყვარეობა ფეხქვეშ გათელა და სამარცხვინო სიკვდილით გარდაიცვალა. ჩათვალე, რომ ამით შენც გიცავდი, ნამდვილად არ მინდოდა ის გმირი, რომელიც შენს გულში ზის და პირობა მიეცი გამქრალიყო...ის მაინც მამაშენია-ფეხზე წამოდგა და ელზაც წამოაყენა-არაუშავს მე გპატიობ! ჩემი ასაკამდე, რომ მოაღწევ მივხდები რატომაც. ახლა კი წადი აქედან და აღარასდროს გამოჩნდე ჩვენს ცოვრებაში-გვერდი აუარა. ლევანი კი დატოვა განადგურებული. ფრთხილად წამოდგა სკამიდან და სავადმყოფის ეზოში გავიდა. ცრემლის ნაკადი გადმოუშვა და გულზე მიიჭირა ხელი. ჯიბიდან მანქანის გასაღები ამოიღო, მანქანაში ჩაჯდა და გაზას გაუყვა. მამამისის სასაფლაოზე მივიდა, მანქანიდან პატარა მოქარგული ხელნაკეთი დანა გადმოღო და საფლავისკენ დაიძრა.
-დიდიხანია აქ არ ვყოფილვარ. მის საფლავთან ჩამოჯდა-ნახე რა მაქვს-დანა ხელში აათამაშა-მას თან დავატარებ, რადგან ჩემს სახლზე გააკეთე და ჩემი სახელიც ამოტვიფრე. და მე იცი ახლა რას ვიზამ-დანა გაშალა და საფლავ დაასო-შენს პირობას დავარღვევ, შენ არ ხარ ის გმირი, ვინც ჩემს გონებაში და გულში ცოცხლობს. ის ადამიანი ვერ იქნება, ჩემი გმირი ვინც ცოლს ღალატობს და გულს სტკენტს. ცოცხალი, რომ იყო პასუხს აუცილებლად მოგთხოვდი. დანას გიტოვებ. გონებიდან და გულიდან იმ გმირს ვშლი ვიზედაც დედა მიყვებოდა.-ფეხზე წამოდგა და სასაფლაო დატოვა. ისევ სავადმყოფოში დაბრუნდა თუმცა ეზოში გაჩერდა. ზემოდ ადსვლა ვერ შეძლო. იქვე ჩამოჯდა თავი დახარა და თვალები დახუჭა. ზურგზე შეხება იგრძნო, თავი ასწია და თვალები გაახილა. “რამდენ ხანს ვიყავი ესე?” გაიფიქრა რადგან უკვე შებინდებული იყო.
-ორ საათზე მეტია აქ ხარ-ნიკამ სიჩუმე დაარღვია და ერთჯერადი ჭიქა სადაც წყალი ესხა გაუწოდა-დალიე
-როგორ არის?-ჭიქა გამოართვა და მას დააჩერდა
-არ ვიცი-მხრები აიჩეჩა-არაფერს არ გვეუნებიან, წამოდი მალე დასრულდება ოპერაცია
-იქ დათოა….
-წამოდი-ფეხზე წამოდგა-ლილანს სჭირდები-ეს, რომ თქვა ლევანის გაოცებულიმზერა დაიმსახურა-დღე არ გასულა შენზე, რომ არ ეფიქრა. მე მისი მეგობარი ვარ….კარგი მეგობარი და იცოდე, როდესაც ფეხზე წამოდგება გულს თუ ატკენ და ხელს გაუშვებ თავად დაგახლი შუბლში ტყვიას.
-არასდროს!-ფეხზე წამოდგა და ნიკას გაყვა. ისიც იქვე დადგა დათომ მხოლოდ შეხედა და ისევ თავი ჩახარა, არ ჰქონდა მასთან ჭიდილის თავი. თითვეული წუთი საუკუნოდ ეჩვენებოდა თვითვეულ მათგანს. როგორც იქნა წითელი შუქი ჩაქრა, რამდენიმე წუთში კი ექიმიც გამოვიდა.
-როგორ არის-სწაფად მივიდა დათო ექიმთან და იმედიანი თვალებით შეანათა.
-ვერ გადავარჩინეთ, ბევრი ვეცადე თუმცა მან არ იბრძოლა ვწუხვარ-თავი ჩახარა
-ღმერთო მიშველე-წამოიკლავლა ელზამ და იქვე ჩაიკეცა. დათომ კედელს მიაყდნო თავი და გამწარებული მუჭებს ურტყამდა. ლევანი კი გიჟივით დაეტაკა ექიმს და ყელში წვდა.
-რას ნიშნავს ვერ გადაარჩინეთ?-მთელს ხმაზე ყვიროდა
-მაპატიეთ, ბევრი სისხლი დაკარგა. სამწუხაროდ ოპერაციის მსვლელობის დროს გარდაიცვალა, ვიზიარებ-ხელები გააშვებინა ლევანს და სწრაფად დატოვა ტერიტორია.
ლევანი კი გაშტერებული ხელი მიებრჯინა კედელზე და ტიროდა.
-არა, არ მოკვდებოდა, არ შეიძლება, არ ქონდა ამის უფლება-ტიროდა და სიმწარისგან კედელს თავრს ურტყამდა -არ ქონდა წასვლის უფლება-ამოიტირა და ჩაიკეცა.
…..
ექიმი კაბინეტისკენ დაიძრა, როდესაც ვიღაც შავებში ჩაცმულმა კაცმა საკუჭნაოში შეათრია და საფეთქელზე იარაღი მიადო.
-არ იყვირო-პირზე ააკრა ხელი და კბილებში გამოსცრა.- რა გააკეთე?
-შევასრულე თქვენი თხოვნა, ის გარდაიცვალა-აკანკალებული ხმით წარმოთქვა.
-კარგია-იარაღი ძირს დაუშვა-ხომ იცი, რომ აქედან უნდა აითესო? თანხა ჩაგერიცხება, როდესაც დავრწმუნდები, რომ გარდაიცვალა.
-ის მკვდარია!...სიცოცხლის ნიშან წყალი არ აქვს.
-სიკვდილის მიზეზად რას ასახელებ?
-სამედიცინო ენაზე აგიხსნათ თუ…
-არ მაინტერესბს. მთავარია ის მკვდარია!-ხელი კრა და საკუჭნაოდან გავიდა.
……..
-ანუ ის მოკლეს?-ხმაწართმეულმა ამოილაპარაკა
-დიახ-დაეთახმა და მუჭბი შეკრა თავი, რომ გაეკონტროლებინა.-მამუკა ფსიქიატრიულშია. პირადად ვიზრუნე, რომ იქედან თავი ვერასდროს დააღწიოს. ექიმს კი...იმ ნაბიჭვარს...სასამართლოზე გული გაუსკდა.
-როგორ გადაიტანეთ ეს ტკივილი?
-ვერ გეტყვით, რომ გადავიტანე. უბრალოდ დრომ მასთან ერთად ცხოვრება მასწავლა. დღემდე არ ამომდის თვალებიდან, დათოს ტკივილით სავსე სახე, სასახლის თავთთან დაჩოქილი, რომ ტიროდა. ელზა რომელის ხმა სამყროს აზანზარებდა. იმაზე მეტ ადამიანს უყვარდა ლილიანი ვიდრე მას წარმოედგინდა.
-ხშირად დადიხართ მასთან სასაფლაოზე
-კი-თავი დინჯად დააქნია-არა მარტო მე. ნიკაც ხშირად დადის მის საფლავზე. ყოველ მისვლაზე თითო შავ ვარდს ტოვებს. ის მისი ერთგული დარჩა. არა და იმსახურებს ნამდვილ სიყვარულს და ბედნიერებას. დათომ ასე თუ ისე ისევ დაიბრუნა თავისი სახელი და მეც მეხმარება ჩემმი საქმის წარმატების გაზრდაში. ელზაც ძლიერად გამოიყურება. ჩვენ ხომ ოთხივეს ერთი ულამაზესი გოგო ლილი გვაერთიანებს-ლილის ხსენებაზე თბილად ჩაიღიმა.
-ლილი ვინ არის?
-ჩემი პატაგო გოგო
-შვილი?
-დიახ, ერთი წლის შემდეგ, როდესაც სამყაროსდ დავუბრუნდი მე და ნიკა ბავშვთა სახლს ვეწვივნეთ, უამრავი საჩუქრებით. იქ წლი-ნახევრის პატარა გოგონა დაგვხდა. ლილიანს ძალიან გავდა. მასავით წაობისფერი თვალები და სპილენძისფერი ხუჭუჭა თმებით უმანკო ღიმილით და თავდაჯერებულობით. გადავწყვიტე მეშვილა, მე მას ლილი დავარქვი. დათომ, როდესაც ნახა გაოცდა, საკმაოდ დიდი მსგავსება იყო. ოფიციალურად ვიშვილე. მან იცის, რომ მე მამამისი ვარ, დედა კი ანგელოზია ციდან დაგვყურებს და გვფარველობს. დათომ ბაბუობა მშვენივრად შეითავსა. ჩვენ ერთი ოჯახი გავხვდით. ნიკა კი ლილის ნათლიაა,თეასთან კი ყოველ შაბათ-კვირას დამყავს.
-ბედნიერი ხართ?
-კი...ლილის გამო კი!
-გენატრებათ?
-რა თქმა უნდა. ის ყოველთვის ჩემს გულში და გონებაში იცოცხლებს. მე ლილის მივუძღვენი ჩემი თავი. და ვცდილობ სწორად აღვზარდო.
-ლილიანს რას ეტყოდით?
ლევანმა მზერა ცარიელ სივრცეს გაუსწორა/
-ბევრი რამ მაქვს მისთვის სათქმელი-ფეხზე წამოდგა და პიჯაკის ღილი შეიკრა.
-მიდიხართ?
-დიახ. საკმაოდ გაგვიგრძელდა საუბარი
-კიდევ შევხვდებით?
-არ ვიცი, შეიძლება კი შეიძლება არა-გაიღიმა და ბინა დატოვა.
ყვავილების მაღაზიაში შეიარა, ლილიანის საყვარელი გვირილების თაიგული იყიდა მინდვრის ყვავილებით გაფორმებული. მანქანაში ადგილი დაიკავა და სასაფლაოსკენ დაიძრა. იქვე ახლოს გააჩერა მანქანა. თაიგული გამოიტანა და ლილიანის საფლავზე ლამაზად გადაანაწილა. და საფლავის ქვას ახედა, საიდაც მშვიდად მომღიმარი ლილიანი უცქერდა.
-ასე არ უნდა მომხდარიყო, ცოტა ხანი ერთად უნდა ვყოფილიყავით. ცოტა უნდა მომბეზრებოდი. უნდა მეპონა შენში ისეთი ნაკლი, რომელსაც ვერ შევეგუებოდი და უარი უნდა მეთქვა შენზე. ახლა, როცა ჩემთვის ისევ ისეთი ხარ, როგორიც შემიყვარდი, მიჭირს არ ვიფიქრო შენზე, აღარ მინდოდე, არღარ ვოცნებობდე….მუდამ სასურველი დარჩი.
ტანჯვაა.
შეიძლება არაფერი მაწუხებდეს, ყველაფერი წესრიგში იყოს,(ესეც ლილის დამსახურებით) მაგრამ ათაში ერთხელ მაინც ხომ მოვიწყენ...ხოდა როცა მოვიწყენ, სულ შენ გამახსენდები, სულ მექნება შეგრძნება რომ მაკლიხარ. -საფლავის ქვას ხელი გადაუსვა შემდეგ კი აკოცა-მიყვარხარ ჩემო მწვანეთვალება ანგელოზო! მიყვარხარ!-ნისლისფერ თვალებიდან მისი ტკივილი უხმოდ გადმოვიდა და ლილიანის საფლავზე დაეშვა. დაახლოებით საათი მის საფლავზე დაჰყო. რეალობაში ტელეფონის ზარმა გამოიყვანა.
-გისმენ დათო-ცრემლები შეიმშრალა და ტელეფონს იქეთ გადასძახა.
-მამიკო სად ხარ?
-ლილ, ჩემო ანგელოზო მოგენატრე მა?-მისი ხმის გაგონებაზა ხასიათი გამოუკეთდა.
-კი მომენატრე და გაგიბრაზდი!
-ოჰო-შეიცხადა-როგორ მოვიგო ჩემი პატრა პრინცესას გული?
-არ ვიცი, შენ მოიფიქრე-მოკლედ მოუჭრა და ტელეფონი გაუთიშა.
-ღმერთო ჩემო ,ხანდახან ვფიქრობ ნამდვილად ჩვენი შვილი ხომ არ არის? შენი ხასიათი აქვს -გაიცინა და კიდევ ერთხელ გადაუსვა საფლავის ქვას ხელი -მიყვარხარ მწვანეთვალება ანგელოზო!
….
სახლში მისვლამდე დიდი ზომის დათუნია და ბევრი შოკოლადები იყიდა. ეს იყო ერთადერთი გზა მისი შემორიგების. ეზოში მანქანა შეაყენა, ლილიმ მის დანახვისთანავე სწრაფად გამოიქცა ლევანთან. ლევანიც გადმოვიდა მანქანიდან და მთელი ძალით ჩაიხუტა გულში პატარა არსება.
-ჰმ, ვიღაც გაბრაზებული იყო-ეშმაკურად ჩაიცინა ლევანმა
-მართალია-სწრაფად მოცილდა გოგონა-მე შენზე გაბრაზებული ვარ
-კარგი-თავი დააქნია მანქანიდან დიდი დათუნია გადმოიყვანა-იქნება ამან გაჭრას
-დათუჩა-თვალები გაუნათდა და ფუმფულა სათამაშო, რომელიც მასზე ბევრად დიდი იყო გულში ჩაიხუტა-კარგი, მაგრამ მაინც გაბრაზებული ვარ-ცხვირი აიბზუა.
-ღმერთო ჩემო, ხომ ვამბობ ლილიანს გავს-თქო-თავისთვის ამოილაპარაკა. კალათას ხელი დაავლო, სადაც ბევრი შოკოლადები ეწყო და ლილის დაანახა-ვერც ეს გაჭრის ვითომ?
-მამიკოო, როგორ მიყვარხარ-მთელ ხმაზე დაიყვირა და გახარებული მოეხვია
-ოღონდ ძალიან ბევრს არ შეჭამ. ხომ იცი, რომ ბევრი ტკბილი….
-კბილებს აფუჭებს. მახოვს!-თვალები გადაატრიალა
-ჩემი ჭკვიანი- თავზე აკოცა
-შენ ეს წამომიღე-დათუნიაზე მიათითა-მაგას თავად წამოვიღებ.
ლევანმა დათუნია დაიჭირა კალათა კი ლილის მიაწოდა. მანაც გაჭირვებით წაიღო მაგიდისკენ. ლევანიმ ტერასაზე მდგარ დივანზე დადო და ელზასა და დათოსკენ დაიძრა
-მიხარია, რომ მოხვედი-გადაეხვია დათოს-ორი დღე არ ჩანდით, ლილი გკითხულობდა
-ბევრი საქმე მქონდა, ამიტომ ვერ მოვედით-ელზას ხელი გადახვია-ყურადღება მიაქციე ჩვენმა ფუმფულა გოგომ ბევრი არ ჭამოს-ლილისკენ გადაიტანა მზერა, რომელიც მაგიდაზე ფეხშიშველა დამჯფარიყო, კალათი ფეხებს შორის მოექცია ერთ ხელში შავი შოკოლადი მეორეში კი თეთრი ეჭირა და ორივეს ერთმანეთის მონაცვლლეობით მადიანად შექცეოდა. ლევანს გაეღიმა ამ სცენის დანახვისას-ჭკვიანი გოგოა, ბევრს არ შეჭამს!
-სად არის ნათლიას ფუმფულა გოგო-ყვირილით შემოვარდა ნიკა ეზოში
-ჩემი ნიკუშა მოვიდა-ფეხზე წამოდგა ლილი და მაგიდაზ ხტუნვა დაიყწო.
-ფრთხილად-მითითება მისცა ლევანმა და მაგიდისკენ დაიძრა.
-როგორ მოთხუპნულხარ ქალო ეგლე გეკადლება-ენა მოითლიბა და შოკოლადით მოთხუპნულ ლოყებზე აკოცა.-მმმ რა ტკბილი მყევხარ
-ნათლია დავიხჩი-აკისკისდა ლილი-რა მომიტანე?-პარკზე გადაიტანა მზერა.
-ბევრიიი შოკოლადები და ნაყინები
-ულაა-ტაში შემოკრა-მამიკო ხედავ, ნაყინი შენ არ მოგიტანია-გამაფრთხილებლად დაუქნია საჩვენებელი თითი.
-მაპატიე-ხელები ზემოდ აწია დანებების ნიშნად.
ერთად ისაუზმეს, ქალბატონს ენა არ გაუჩერებია უყვებოდა ბაღის ამბებს და ერთიანად ახალისებდა სუფრაზე მხსომებს.
-ლილ მა გადაყლაპე და შემდეგ ილაპარაკე, არ გადაგცდეს ლუკმა.
-შენც პატარა ლუკმა ჩამიდევი მერე-არ ჩამორჩა ქალბატონი და პირი დაუღო. ლევანმაც შედარებით პატარა ლუკმა ჩაუდო და მანაც განაგრძო საუბარი. დათა დამიანესთან ერთად მოვიდა. დამიანე ეგრევე ლილიასთან გაიქცა, რომელიც მინდორზე გაგორებულ ნიკას მუცელზე ეჯდა და ხელებს უპარტყუნებდა. ყავით ხელში გამოვიდა ეზოში ლევანი, ზემოდ აიხედა და გაიღიმა.
-სრული იდილიისათვის შენ აკლიხარ, მწვანეთვალებავ. ვიცი, რომ ეხლა უზომოდ ბედნიერი ხარ, რადგან შენ საყვარელ ადამიანებს ერთად შეკრებილს ხედავ. ყოველთვის მაქედან დაგვიცავ და მოგვეფერები. მე კიდევ დაველოდები იმ დღეს, როდესაც შენთან წამოვალ, მაგრამ მანამდე გპირდები, რომ ლილს სათანადო მამობას გავუწევ.-თვალის კუთხეში წამოსული ცრემლი სწრაფად შეიმშრალა. და იქეთ დაიძრა სადაც ლილი ნიკა და დამი ბურთს თამაშობდნენ.

ლილიანი კი მართლაც ზემოდან დასცქეროდა ამ ბედნიერ სანახაობას და ერთად შეკრულ ოჯახს მისი სურვილიც ასრულდა. ყველა საყვარელი ადამიანი ერთ ჭერქვეშ იყო და ერთმანეთს არ მტრობდნენ. მერე რა თუ ამას თავად ვერ მოესწრო და ვერ გაიზიარა მისი წილი ბედნიერება, სამაგიეროდ ანგელოზის სახით ყოველთვის დაიცავდა მათ!. ლევანს კი ყოველღამ სტუმრობს და მის გვერდით იკავებს, კუთვნილ ადგილს.

დასასრული!
.......
და აი დასრულდა კიდეც ეს დრამა...დიდი მადლობა, რომ ამ ისტორიას კითხულობდით. და მათ ვინც შეფასებებს მიწერდა უღრმესი მადლობა!!! თქვვენ არც კი იცით რამდენს ნიშნავდა ის შეფასებები ჩემთვის. ეს ისტორია დაწერილი მქონდა, მართალია რაღაცრ-რაღახეები ჩავამატე კიდევაც, მაგრამ საბოლოოო ჯამში მგონი ცუდი არ გამოვიდა. თავიდანნვე ლილიანის სიკვდილი გადაწყვეტილი იყო, ლევანი მასზე სულ წარსულ დროში საუბრობდა. ბევრი ვეცადე ცუდი ისტორია არ გამომსვლოდა და იმედი მაქვს საბოლოო ჯამში შემიფასებთ ამ ისტორიას. დიდი მადლობა ყველა მკითხველს საკმაოდ დიდი რაოდენობის მკითხველი მყავს (ნუ ჩემთვის დიდი რაოდენობაა) დაგიბრუნდებით ახალი ისტორიებით!



№1 სტუმარი სტუმარი mano

Saintereso siujeti iyo,tumca gramatikulad dasaxvewia.mimoixeda tiris gareshe iwereba.araferi da ARA arafeli.mesame piris zmnebic arasworadaa gamoyenebuli xshirad da Tu gaitvaliswineb,uketesi wasakitxi iqneba sheni istoriebi.warmatebebi.

 


№2  offline მოდერი Someone wandering

აიიი საოცრად დაიხვეწე,ძაალიან დახვეწე წერის სტილი პირველი თავიდან აქამდე...ნამდვილად გოცებული ვარ.
მაგრაამ დრამის გარეშეც შეგეძლო..ლილიაანი ჩემი ტკივილიაა...და რომ წარმოვიგენ ლევანის ტკივილს ყველაფერი მტკივდება. (დედაა რამდენი ტავტოლოგიაა ''ტკივილის'')
ნინელი,სანდრო და დათა დააკლდა ამ თავსს,მათი მეგობრებთან ყოფნაა.
ძალიაან მიხარია,რომ დათა და ნინელი ერთმანეთს შეაყვრე,თუმცა ჩვენი სანდრინიო?
ძალიან გამიხარდა ნიკასა და ლევანის ურთიერთობა ასე რომ აეწყო,ასევე დათოსა და ლევანის. აიი ამ თავამდე მეგონა,რომ ელზა იყო ლილიანის დედა,დაშტერებული ვკითხულობდი.რამე ხომ არ გამომრჩა ან მეშლებათქო...როგორ, ელზა არ არის ლილიანის დედა-მეთქი? :დდდ
მთავარი აკლია მათ,ჩვენი მწვანეთვალება ლილიანი,მაგრამ იმდენად გულშიჩამწვდომი იყო ეს ყველაფერი ლილი მათ გვერდით წარმომიდგენია ყოველთვის...საფლავის სცენა იყო ტკივილით სავსე...
თუმცა არ მიტირია,ალბათ რაღაც ნაპერწკალი მაინც დამაკლდა,თუმცა ტირილამდე არც ბევრი მაკლდა....
წარმატებები შენ
მაგარი გოგო ხარ.
კომენატრს ადრე არ ვწერდი ხშირად,ბოლოსთვის შემოვინახე ასე თუ ისე.

გრამატიკული შეცდომები იყო,მერე გამოასწორე აუცილებლად,უფრო სასიამოვნო წასაკითხი რომ იყოს.

 


№3  offline წევრი n-strovet

სტუმარი mano
Saintereso siujeti iyo,tumca gramatikulad dasaxvewia.mimoixeda tiris gareshe iwereba.araferi da ARA arafeli.mesame piris zmnebic arasworadaa gamoyenebuli xshirad da Tu gaitvaliswineb,uketesi wasakitxi iqneba sheni istoriebi.warmatebebi.

მადლობა გავითვალისწინებ აუცილებლათ heart_eyes heart_eyes

 


№4  offline წევრი n-strovet

Someone wandering
აიიი საოცრად დაიხვეწე,ძაალიან დახვეწე წერის სტილი პირველი თავიდან აქამდე...ნამდვილად გოცებული ვარ.
მაგრაამ დრამის გარეშეც შეგეძლო..ლილიაანი ჩემი ტკივილიაა...და რომ წარმოვიგენ ლევანის ტკივილს ყველაფერი მტკივდება. (დედაა რამდენი ტავტოლოგიაა ''ტკივილის'')
ნინელი,სანდრო და დათა დააკლდა ამ თავსს,მათი მეგობრებთან ყოფნაა.
ძალიაან მიხარია,რომ დათა და ნინელი ერთმანეთს შეაყვრე,თუმცა ჩვენი სანდრინიო?
ძალიან გამიხარდა ნიკასა და ლევანის ურთიერთობა ასე რომ აეწყო,ასევე დათოსა და ლევანის. აიი ამ თავამდე მეგონა,რომ ელზა იყო ლილიანის დედა,დაშტერებული ვკითხულობდი.რამე ხომ არ გამომრჩა ან მეშლებათქო...როგორ, ელზა არ არის ლილიანის დედა-მეთქი? :დდდ
მთავარი აკლია მათ,ჩვენი მწვანეთვალება ლილიანი,მაგრამ იმდენად გულშიჩამწვდომი იყო ეს ყველაფერი ლილი მათ გვერდით წარმომიდგენია ყოველთვის...საფლავის სცენა იყო ტკივილით სავსე...
თუმცა არ მიტირია,ალბათ რაღაც ნაპერწკალი მაინც დამაკლდა,თუმცა ტირილამდე არც ბევრი მაკლდა....
წარმატებები შენ
მაგარი გოგო ხარ.
კომენატრს ადრე არ ვწერდი ხშირად,ბოლოსთვის შემოვინახე ასე თუ ისე.

გრამატიკული შეცდომები იყო,მერე გამოასწორე აუცილებლად,უფრო სასიამოვნო წასაკითხი რომ იყოს.

უჰჰჰ რა კარგი შეფასება იყო heart_eyes heart_eyes heart_eyes ძალიან დიდი მადლობა ამ შეფასებისთვის. ვეცადე მკითველისთვის მართლაც გულშიჩამწვდომი ყოფილიყო და თუ ეს ესეა ძალიან მიხარია. რა თქმა უნდა ნელ-ნელა დავხვეწავ და გავითვალისწინებ შენიშვნებს. heart_eyes heart_eyes დრამას რაც შეეხება ეს ჩემი სტილია joy joy არ ვარ ჰეფიენდებს მიჩვეული მაგრამ არაუშავს... heart_eyes heart_eyes kissing_closed_eyes

 


№5  offline მოდერი Someone wandering

n-strovet
Someone wandering
აიიი საოცრად დაიხვეწე,ძაალიან დახვეწე წერის სტილი პირველი თავიდან აქამდე...ნამდვილად გოცებული ვარ.
მაგრაამ დრამის გარეშეც შეგეძლო..ლილიაანი ჩემი ტკივილიაა...და რომ წარმოვიგენ ლევანის ტკივილს ყველაფერი მტკივდება. (დედაა რამდენი ტავტოლოგიაა ''ტკივილის'')
ნინელი,სანდრო და დათა დააკლდა ამ თავსს,მათი მეგობრებთან ყოფნაა.
ძალიაან მიხარია,რომ დათა და ნინელი ერთმანეთს შეაყვრე,თუმცა ჩვენი სანდრინიო?
ძალიან გამიხარდა ნიკასა და ლევანის ურთიერთობა ასე რომ აეწყო,ასევე დათოსა და ლევანის. აიი ამ თავამდე მეგონა,რომ ელზა იყო ლილიანის დედა,დაშტერებული ვკითხულობდი.რამე ხომ არ გამომრჩა ან მეშლებათქო...როგორ, ელზა არ არის ლილიანის დედა-მეთქი? :დდდ
მთავარი აკლია მათ,ჩვენი მწვანეთვალება ლილიანი,მაგრამ იმდენად გულშიჩამწვდომი იყო ეს ყველაფერი ლილი მათ გვერდით წარმომიდგენია ყოველთვის...საფლავის სცენა იყო ტკივილით სავსე...
თუმცა არ მიტირია,ალბათ რაღაც ნაპერწკალი მაინც დამაკლდა,თუმცა ტირილამდე არც ბევრი მაკლდა....
წარმატებები შენ
მაგარი გოგო ხარ.
კომენატრს ადრე არ ვწერდი ხშირად,ბოლოსთვის შემოვინახე ასე თუ ისე.

გრამატიკული შეცდომები იყო,მერე გამოასწორე აუცილებლად,უფრო სასიამოვნო წასაკითხი რომ იყოს.

უჰჰჰ რა კარგი შეფასება იყო heart_eyes heart_eyes heart_eyes ძალიან დიდი მადლობა ამ შეფასებისთვის. ვეცადე მკითველისთვის მართლაც გულშიჩამწვდომი ყოფილიყო და თუ ეს ესეა ძალიან მიხარია. რა თქმა უნდა ნელ-ნელა დავხვეწავ და გავითვალისწინებ შენიშვნებს. heart_eyes heart_eyes დრამას რაც შეეხება ეს ჩემი სტილია joy joy არ ვარ ჰეფიენდებს მიჩვეული მაგრამ არაუშავს... heart_eyes heart_eyes kissing_closed_eyes

აუუუ რაა ცუდიაა თუ მხოლოდ დრამებს დაწეერ,მაშინ მე ვეღარ წავიკითხავ,რაც სამწუხაროა ჩემთვის. სად მაქვს მაგდენი ძალა cold_sweat heart_eyes

 


№6  offline წევრი n-strovet

Someone wandering
n-strovet
Someone wandering
აიიი საოცრად დაიხვეწე,ძაალიან დახვეწე წერის სტილი პირველი თავიდან აქამდე...ნამდვილად გოცებული ვარ.
მაგრაამ დრამის გარეშეც შეგეძლო..ლილიაანი ჩემი ტკივილიაა...და რომ წარმოვიგენ ლევანის ტკივილს ყველაფერი მტკივდება. (დედაა რამდენი ტავტოლოგიაა ''ტკივილის'')
ნინელი,სანდრო და დათა დააკლდა ამ თავსს,მათი მეგობრებთან ყოფნაა.
ძალიაან მიხარია,რომ დათა და ნინელი ერთმანეთს შეაყვრე,თუმცა ჩვენი სანდრინიო?
ძალიან გამიხარდა ნიკასა და ლევანის ურთიერთობა ასე რომ აეწყო,ასევე დათოსა და ლევანის. აიი ამ თავამდე მეგონა,რომ ელზა იყო ლილიანის დედა,დაშტერებული ვკითხულობდი.რამე ხომ არ გამომრჩა ან მეშლებათქო...როგორ, ელზა არ არის ლილიანის დედა-მეთქი? :დდდ
მთავარი აკლია მათ,ჩვენი მწვანეთვალება ლილიანი,მაგრამ იმდენად გულშიჩამწვდომი იყო ეს ყველაფერი ლილი მათ გვერდით წარმომიდგენია ყოველთვის...საფლავის სცენა იყო ტკივილით სავსე...
თუმცა არ მიტირია,ალბათ რაღაც ნაპერწკალი მაინც დამაკლდა,თუმცა ტირილამდე არც ბევრი მაკლდა....
წარმატებები შენ
მაგარი გოგო ხარ.
კომენატრს ადრე არ ვწერდი ხშირად,ბოლოსთვის შემოვინახე ასე თუ ისე.

გრამატიკული შეცდომები იყო,მერე გამოასწორე აუცილებლად,უფრო სასიამოვნო წასაკითხი რომ იყოს.

უჰჰჰ რა კარგი შეფასება იყო heart_eyes heart_eyes heart_eyes ძალიან დიდი მადლობა ამ შეფასებისთვის. ვეცადე მკითველისთვის მართლაც გულშიჩამწვდომი ყოფილიყო და თუ ეს ესეა ძალიან მიხარია. რა თქმა უნდა ნელ-ნელა დავხვეწავ და გავითვალისწინებ შენიშვნებს. heart_eyes heart_eyes დრამას რაც შეეხება ეს ჩემი სტილია joy joy არ ვარ ჰეფიენდებს მიჩვეული მაგრამ არაუშავს... heart_eyes heart_eyes kissing_closed_eyes

აუუუ რაა ცუდიაა თუ მხოლოდ დრამებს დაწეერ,მაშინ მე ვეღარ წავიკითხავ,რაც სამწუხაროა ჩემთვის. სად მაქვს მაგდენი ძალა cold_sweat heart_eyes

არა ყოველთვის დრამა უინტერესოა თუმცა ძირითადად დრამას ვწერ joy heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent