ყველაფერს ვიხსენებ 8
იმ ღამით არ ეძინა ლაშას, რაღაც უცნაურს გრძნობდა. ტანში გამჯდარი ჟრჟოლა რაღაც მოსალოდნელ სიახლეს აუწყებდა. ოღონდ ვერ ხვდებოდა, სასიკეთოდ შეცვლიდა ეს ყველაფერი მის მდგომარეობას, თუ სამუდამოდ დაუსვამდა წერტილს უთანასწორო ბრძოლას, რეზოს სასარგებლოდ. სავარძელში მჯდომი ადევნებდა თვალს, როგორ ჩაიფერფლნენ კუნძები ერთმანეთის მიყოლებით. ადამიანებიც ასე არ ვართ? ნელ-ნელა გველევა სასიცოცხლო ძალები, დროთა განმავლობაში ბჟუტვას ვიწყებთ, ბოლოს კი ვქრებით და ყველაფერი სრულდება: სითბო, სინათლე. სხვა „შეშებიც“, რომლებიც გვეყრდნობიან, ვარდნას იწყებენ . გვერდში მდგომის გარეშე რაა მარტოკა ადამიანი. და როცა სინათლე დაწყდება, იმარჯვებს ბნელი. ყველა მინიატურაშია შესაძლებელი სამყაროს მოდელის დანახვა. თითქოს ყველაფერი უმარტივეს კანონზომიერებებს ემორჩილება, მაგრამ ჩვენთან რატომღაც გაცილებით რთულადაა, ან ჩვენ ვართულებთ. გრძნობებს აყოლა გვჩვევია, ნდობის გამოცხადება და ხშირად, ამის გამო ვდგებით არსებობის უფსკრულის პირას. ბოლო სხივიც რომ გაქრა , მხოლოდ მაშინ ჩამოადო თავი სახელურზე მიდებულ ბალიშს და ზურგს უკან შეკუჭული გადასაფარებელი გაისწორა. ღრმად ჩასუნთქვას უცხო სურნელი ჩაჰყვა ფილტვებამდე. თითქოს ეცნობოდა , გრილ, ოდნავ ტკბილ არომატს სიმშვიდის შეგრძნება მოჰქონდა მისთვის. თავად შესაძლებელია არა , მაგრამ მის ქვეცნობიერს კარგად დაემახსოვრებინა ვისაც ეკუთვნოდა და სიზმრებმა, სწორედ ევამდე სავალი გზები იპოვნეს. არეული სიზმარი იყო, მათი ფიქრებივით . ერთი სიუჟეტი უშინაარსოდ ებმოდა მეორეს, ადგილებიც ,შეგრძნებებიც ყველაფერი არეული იყო. კიდევ დიდხანს იმოგზაურებდა ალბათ დედის შეხებას რომ არ მოეწყვიტა ილუზიური წარმოდგენებისგან. ნელა გაახილა თვალები და ფანჯარაში შემოსულ მზის სხივს აარიდა მზერა. მშვიდობიანი დილა უსურვა ნანას, რამდენადაც ეს შეიძლებოდა და სავარძელში წამოჯდა. ეტაპობრივად ახსენდებოდა სიზმარი და დაბნეული ცდილობდა არარეალური ნაწყვეტების გროვიდან რამე შინაარსი გამოეტანა . თმები არეოდა ,ჯერ კიდევ ცალ მხარზე შერჩენოდა მოსაფარებელი და ნაკლებად მკაფიოდ, მაგრამ მაინც გრძნობდა მასზე შერჩენილ სუნს. -დედიკო, ის გოგონა როდის წავიდა, კარგად იყო?,-ყოყმანის შემდეგ მაინც გადაწყვიტა გუშინდელს მიბრუნებოდა და იქვე ჩამოუჯდა ახალგაღვიძებულ შვილს. -მე წავიყვანე მეგობართან, კარგად ნამდვილად არა, მაგრამ უკეთ იყო. შენი ტანსაცმელი გამოვუტანე, აღარ გამიღვიძებიხარ. ისედაც ძლივს ჩაგეძინა. -ეგ რა სალაპარაკოა , სულ ყველაფერი წაიღოს ნეტავ. მაგან გადამარჩინა დედიკო, მომაბრუნა სააქაოს, დაილოცოს ღმერთო მისი გამჩენი,-ლოცვას ლოცვაზე აყოლებდა ნანა. ვეღარ გაეგო, მადლიერება სხვა რით გამოეხატა. ლაშას სულაც არ სიამოვნებდა მომხდარის გახსენება და კიდევ ერთხელ იმ ფაქტის წინაშე დგომა, რომ ყველაფერი შეიძლებოდა დამთავრებულიყო, მაგრამ გრძნობდა, რაოდენ მნიშვნელოვანი გახლდათ ახლა დედასთვის ემოციებისგან დაცლა.იჯდა და მშვიდად ისმენდა ყველა სიტყვას. უფრო სწორად, იჯდა და ყველა სიტყვა მისი ფიქრების მიღმა ტრიალებდა. დიდად არაფერი შეცვლილა, მაგრამ ახლა თითქოს ახალმა ძალებმა გაიღვიძეს მასში. ახლა, როცა ევას არსებობა ახალ პასუხისმგებლობებს აკისრებდა. ამოუცნობი გუმანით გრძნობდა წარმატებას, თუმცა იმედი ისევ არსად ჩანდა და იმდენადაც არ აეტანა გულის წადილს, რომ ცრუ წარმოდგენებს მოსჭიდებოდა. დედის თხოვნის მიუხედავად არ უსაუზმია, დღეს დეიდა უნდა ჩამოსულიყო და სავარაუდოდ ვერ დახვდებოდა, მაგრამ უხაროდა, მარტოობას რომ მოწყდებოდა და ხმის გამცემი ეყოლებოდა გვერდით. ცივი წყლით დაიბანა სახე, ჩაიცვა და სამსახურში წასასვლელად მოემზადა. სამზარეულოში იყო ნანა და თეფშებს ამშრალებდა. ისე ჩვეულებრივად, აუღელვებლად, თითქოს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაფერს დაერღვიოს მისი ცხოვრების იდილია. თუმცა, ნიკოს გარდაცვალების შემდეგ ასეა. მეორე ნახევრის დაკარგვის ტრაგედიის შემდეგ ვერაფერმა მოახერხა მისი შეძვრა . იმ წუთებში რეაქცია რა თქმა უნდა ჰქონდა, მაგრამ ,თითქოს, უკვე ყველაფერს მალევე ეგუებოდა . იფიქრებდით , რომ იმუნიტეტი გამოუმუშავდა ამ გაუთავებელი შემოტევებისა და თავდასხმების წინააღმდეგ. კიბეზე მომავალი რომ დაინახა, მხოლოდ მაშინ იცვალა მხარი და მშვიდად შეახსენა დის ჩამოსვლის ამბავი. თხოვა საღამოს იქნებ ცოტა ადრე დაბრუნდე და ერთად ვივახშმოთო. გადაწყვეტილი დასტური არ მიუღია თავისი შვილისგან , მაგრამ მაინც კმაყოფილი ჩანდა. იცოდა ლაშას ბავშვობიდან არ სჩვეოდა წინასწარ რამის თქმა , მით უმეტეს-დაპირება. თბილი მზერით და პირჯვრის გადასახვით გააცილა სახლიდან , როგორც ყოველთვის და სამზარეულოში შებრუნდა. ლაშას დეიდა კარგა ხნის წინ გათხოვდა შვეიაცრიაში, ქმარიც იქაური ჰყავდა. დეიდაშვილებს არ იცნობდა, შორიდან თუ მოიკითხავდნენ ერთმანეთს , ისიც დღესასწულებზე. მანძილი მაინც თავისას შვრება. რაც არ უნდა ეცადო ძველი, თბილი ურთიერთობები არ ბრუნდება. ცხადია იმას არ ვგულისხმობ, რომ ახალი ეტაპის დაწყება შეუძლებელია. არა , პირიქით, შეიძლება ახალი ეტაპი გაცილებით მძლავრად , მეტი შემართებით დაიწყო და უფრო დიდი გრძნობა მოიტანოს ამან, შეიქმნას ახალი მოგონებები, მაგრამ ის ძველი არასოდეს დაბრუნდება. უფრო მეტიც, ეს ახალი, არაფრით იქნება იმის მსგავსი.წლებია სამშობლოში არ ჩამოსულა და ნანა ისე ელოდებოდა, თითქოს დაკარგული გულის ნაწილი უბრუნდებოდა. დების სიყვარული არ განელებულა, თუმცა მის შვილებს ისეთი ურთიერთობა ნამდვილად არ ჰქონდათ, როგორსაც ალბათ ბავშვობაში წარმოიდგენდნენ. მხოლოდ დედების ნაკარნახევი სიყვარულითა და ნათესავური ინერციით საზრდოობდნენ ამ ხნის განმავლობაში. * * * მთელი ღამე გაუნძრევლად ეძინა ევას . ღამე შეთენებისკენ რომ წავიდა, მაშინ დაეტყო შფოთვა სახეზე . იქვე, მაგიდასთან იჯდა ნუცა და თვალს არ აცილებდა. გამოსაფხიზლებლად ყავა მოიდუღა, მაგრამ უყურადღებობისგან დაკალისის გარეშე გაცივდა. ნიკაპით მაჯაზე დაეყრდნო და ფანჯრიდან გახედა ცაზე შემოპარულ აფოროჟებულ ღრუბლებს. ძლივს გამოიდარა უამინდობის შემდეგ. მაგრამ, ამგვარი მომენტების არსებობა არწმუნებს ალბათ ადამიანს იმაში, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერს ეკარგება აზრი და ამქვეყნად, ყველა წუთისოფლისეული საზრუნავი ამაოა. მზის პირველ სხივებს ჯერ კიდევ ეკეკლუცებოდნენ ალაგ-ალაგ აჩენილი ფოთლები . კადრებად იხსენებდა ნუცა რეზოსთან რამოდენიმე წლიანი თანამშრომლობის ეპიზოდებს და ცდილობდა რამე უცნაური დაეჭირა , მაგრამ არა. მოგონებებშიც კი არაფერი იყო, რაშიც ეჭვის შეტანა შეიძლებოდა. ევა ალბათ რამე სიზმარს ნახულობდა , ვერ ისვენებდა და ბორგავდა. სულ მთლად აიხლართა ზეწარში. სხეული ეძაბებოდა და სახეზე დაძაბული მიმიკები ენაცვლებოდა ერთმანეთს .თავიდან არ უნდოდა გაეღვიძებინა, იფიქრა ძილი ცოტას დაამშვიდებდა, მაგრამ თავისივე ყვირილმაც რომ ვერ გამოაფხიზლა, მაშნვე მივარდა, ბეჭებში მაგრად მოჰკიდა ხელი და რამოდენიმეჯერ ძლიერად შეანჯღრია. ძალდატანებამ გამოსტაცა ავ ზმანებებს და სწრაფად წამოჯდა. დამფრთხალი შველივით დამრგვალებოდა თვალები და სიტუაციიდან გამორკვევას ცდილობდა ახალგაღვიძებული . სახეზე ბედნიერების ათინათი დასთამაშებდა , რადგან ყველაფერი მცირე ძალისხმევით დასრულდა და ცუდი სიზმარში დარჩა. მაგრამ ცხოვრება გაცილებით საზარელ მოვლენებს ამწიფებდა და აუცილებლად უნდა შეეშალა ხელი, აუცილებლად. -რაღაც საშინელება გესიზმებოდა, სიზმარია ჩემო სიხარულო, დამშვიდდი,-თავზე მზრუნველად უსვამდა ხელს და დილობდა ცოტათი მაინც მოეხსნა დაძაბულობა. -სიზმარი იყო, სიზმარი. ღმერთო ჩემო ,-მთვარეულივით იმეორებდა ცხადისა და ილუზიის საზღვარზე მყოფი. თვალებს ისრესდა და წამდაუწუმ აფახულებდა წამწამებს. ძლივს-ძლივობით მოახერხა ნუცამ დამშვიდება და გვერდებში შემოუთბუნა.ხელები არ გაუშვია ისე დაჯდა იქვე, იატაკზე. თავი შუბლზე მიადო და კიდევ უფრო მოუჭირა თითები. თითქოს უნდოდა ეგრძნობინებინა, რომ მასთანაა, რომ მარტო არ დატოვებს. -ყველაფერი კარგად იქნება, აი, ნახე , ყველაფერი კარგად იქნება. მერე,წლების შემდეგ, გაგეცინება ამ ამბებზე, ასე რომ წუხდი,-ცალყბად იღიმოდა ნუცა . ცდილობდა ამ სიტყვებისთვის რეალური მომავალი ფიქრებით შეექმნა და წარმოედგინა ,მაგრამ მასაც კი უჭირდა, სტუაციიდან გამოსავლის მოძებნა. ვეღარ დაიძინა , მოსვენებას ვერ პოულობდა . ხან რას მოედო, ხან-რას. მტვრის ჩვარსაც ეცა, იატაკიც გამოგავა. უნდოდა რამეში გადაეტანა ეს ემოცია, დაღლა უნდოდა. მთელ სახლში დაფორიალებდა და საქმეს ეძებდა. შუდღემდეც არ დარჩა ევა იმ დღეს. მიხვდა, გულს სახლში ეჩქარებოდა. ახლა, როგორც არასდროს, ისე მოუნდა საკუთარ ოჯახში ყოფნა. ნუცამ თავისი ტანსაცმელი ათხოვა , იუცხოვებენ შენები და გკითხავენო. მანქანით წაგიყვანო იმდენჯერ გაუმეორა საუზმობისას, თხოვა კიდეც ბოლოს, მაგრამ ტაქსით წასვლა აიჩემა. შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა და ამის მოწმე მათი მეგობრობის მრავალწლიანი პრაქტიკა გახლდათ. ევა ასეთი იყო, თავისნათქვამა და ჯიუტი. წასვლისას მაგრად გადაეხვია და კიდევ ერთხელ გაუმეორა როგორ უყვარს. ბავშვობიდან მისი მხარდამჭერი იყო და მიუხედავად მრავალრიცხვოვანი უხერხული , შარიანი სიტუაციებისა, უკან არასოდეს დაუხევია. ხომ გაგიგიათ ძნელად აღსაზრდელი შვილები უფრო უყვართ მშობლებსო , ეს რამდენად მართალია ჯერ ვერ დაადასტურებდა, მაგრამ ძნელად აღსაზრდელი მეგობარი კი ცხოვრებაზე მეტად უყვარდა. სწრაფად ჩაიარა კიბეები და სადარბაზოს წინ გაჩერებულ მანქანაში ჩაჯდა. მზის სხივები თავგამოდებით ცდილობდნენ ფოთლებს შორის ჩამოღწევას. ნაცნობი და უნობი ქუჩები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. სადღაც გონების მიღმა ისმოდა გამაყრუებელი სიმღერა. სახლში მისულს, როგორც ყოველთვის, დედა შეეგება . მისალმებაც არ აცადა წესიერად, კისერზე ისე ჩამოეკიდა. -გაგახსენდა შვილო სახლი?-სიცილით თქვა თინამ და ძლივს-ძლივობით მიხურა კარი. ევა ისე ეკვროდა , განძრევის საშუალებას არ აძლევდა. -ასე თუ ჩამეხუტები უფრო ხშირად წადი ხოლმე,-კიდევ ერთხელ იხუმრა დედამ და თვალებზე ცრემლი მოერია შვილის თბილ ჩახუტებაზე. ისე წამოიზარდა გააზრებაც ვერ მოასწრო. მისთვის ისევ ის ბაჯბაჯა, პატარა გოგო იყო, ხელჩაკიდებული რომ დაატარებდა აქეთ-იქეთ. -ერეკლე სახლშია?-ძლივს ამოიღო ევამ ხმა და სახლში მიმოიხედა. -არა ერეკლე მეგობრებთან ერთად გავიდა. -ვინ მეგობრებთან ერთად? -აბა რა გითხრა. როდის იყო და-ძმა რამეს ამბობდით,-ხელში დაჭერილი ჩვარი აიქნია თინამ. -კი მაგრამ , ასე როგორ გაუშვით, უცხოებთან. თან არც იცით სად წავიდა,- ღრმად სუნთქავდა და სახეზე აფორიაქება ეტყობოდა. -კარგად ხარ დედიკო?-გაკვირვებულმა გამოხედა თითქმის სამზარეულოს თაღთან მისულმა და ქალიშვილის პასუხს დაელოდა,- როდის მერე გაქვს ასეთი რეაქცია?,-თავადაც მიხვდა ზედმეტი მოდიოდა. თავი ხელში აიყვანეო ბუტბუტებდა და თვითდამშვიდებას ცდილობდა. ვერავის ვერაფერს აუხსნიდა, ეჭვებიც, შესაბამისად არ უნდა გასჩენოდათ. ყველაფერი თითქოს ისევ ძველებურად იყო, ლაღად, უდარდელად. ფართედ გაიღიმა და დედას სამზარეულოში შეჰყვა. -აბა დღეს რას ამზადებს მსოფლიოში საუკეთესო კულინარი?- ხმამაღლა წარმოთქვა , რაღაც გაურკვეველი ტონით და მაგიდას ცალი ხელით დაეყრდნო. თინას ლოყები შეეფაკლა და დარცხვენილმა გააპროტესტა საუკეთესო მზარეულის წოდება, როგორც ჩვეოდა. ყოველთვის, ყოველ ჯერზე ასე მოსდის. მალხაზი ეტყვის ხოლმე და მერე ერთად ეხუმრებიან დაწითებული სახის გამო. ცოტა გაბუტვა კი იცის , მაგრამ მეორე წუთში ისე აფუსფუსდება ხოლმე, ისე დაატრიალებს თავის ოქროს ხელებს ....ერთმანეთის მიყოლებით ახმაურდა ჯამ-ჭურჭელი. -დე ქადები გამოაცხვე რა,-ცოტა ხნის დუმილი და გაცხელებული ტაფის ხმები გადაფარა ევამ. -კი დედი, გამოვაცხობ არა რას ვიზამ, შენ წადი დაისვენე. თვალებზე გეტყობა, ძალიან დაღლილი ხარ-ლოყაზე თბილად ჩამოუსვა შვილს ხელი და ტკბილად გაუღიმა. ნელა წამოდგა და საძინებლისკენ წავიდა. თავს ძლივს აკონტროლებდა რამე უადგილო არ წამოსცდენოდა. ზლაზვნით აიარა საფეხურები და პირველივე კარი შეაღო. გადასწორებულ საწოლზე მოწყვეტით დაეშვა, რბილი ბალიში თავ-ქვეშ ამოიჩრა და თვალები მიხუჭა.მთელი სხეული დაძაბვოდა. ფეხის თითებით ამოაჩოჩა საწოლის კიდეზე დაკეცილი თხელი გადასაფარებელი , ცალი ხელით გაშალა და მის ქვეშ შეიყუჟა. გძინავს თუ გღვიძავს, გიჭირს თუ გილხინს, ასეა თუ ისეა ცხოვრება გრძელდება... ცხოვრება გრძელდება . * * * ერთი კვირა გავიდა უკვე, არასასიამოვნო სიმშვიდე და სტაბილურობა გაცილებით მეტად იწვევდა აღელვებას. როცა რაღაც ხდება , მზად ხარ. გეგმავ ,მოქმედებ , შესაბამისად რეაგირებ. როცა არაფერი ხდება უკვე ფიქრს იწყებ . რეალურის და არარეალურის გამოგონებას და ასე თავში ყველაფერი გერევა. რაც უფრო მეტ ღიმილს აიძულებდა თავს, მით მეტად ცარიელდებოდა. მუდმივად განმარტოებისკენ ისწრაფვოდა. იქაც არაფერი ხვდებოდა ახალი, მაგრამ მხოლოდ მაშინ ახერხებდა ჩაგუბებული , დამყაყებული ვაკუუმი ამოესუნთქა. იმ ამბების მერე ორი დღე გაილია და ლევანი არ გამოჩენილა. მართალია უკვირდა, მაგრამ თავად ინიციატივა არ გამოუჩენია და არც მოუკითხავს . რეზომ ითავა ამბის შეტყობინება , საზღვარგარეთ წავიდა. მე ვთხოვე, თავად ვერ მოვახერხე და აუცილებელი საქმე მქონდაო. ერთი გაუღიმა და არც შეპასუხებია ისე შევიდა ოთახში. ყოველ დღე ეკითხებოდა ნუცა ახალი ხომ არაფერი იყო , მაგრამ ამაოდ.აღიზიანებდა კიდეც ერთსა და იმავეზე საუბარი. ისევ თავის უძლურებაზე ფიქრი, საყვარელი ოჯახის დაკარგვის შიშით სიარული. ორშაბათ დილით კარზე დაუკაკუნებლად შემოვიდა ოთახში ნუცა. შემოვიდა კი არა -შემოფრინდა . -ევა სასწრაფო საქმე მაქვს ,- მაგიდის წინ ასვეტილს რაღაც ქარალდები ჩაებღუჯა და ხელები უკანკალებდა . -მოდი ჩამოჯექი, რა მოხდა,-სწრაფად მიკეტა კარი და აფორიაქებულს დაჯდომაში მიეხმარა. -კურიერმა მოიტანა. ლაშას მამის უნდა იყოს. შიგნით არ ვიცი რა არის , მაგრამ ასე მგონია ბომბი მიჭირავს ,-მაგიდაზე დაყარა საქაღალდეები და თითების სრესას მოჰყვა. -ვინმეს უთხარი? -არა არავისთვის მითქვამს , როგორც კი სახელი და გვარი წავიკითხე შენკენ გამოვქანდი. ღმერთო ჩემო ნეტავ რა არის. -ღმერთო გადმოგვხედე, მოუღე ბოლო ამ კაცის პარპაშს, -ბუტბუტებდა და მოურიდებლად ფატრავდა შებუთვას. ოთხად გაკეცილი თაბახის ფურცელი სწრაფად გაშალა და თვალებგაფართოებულმა გადააყოლა თვალი შავ პწკარებს . -რაო რა წერია, -ვეღარ ითმენდა ნუცა . - რა და საცავში აქვს რაღაც შენახული. გარკვეული დროის წინასწარ იყო გადახდილი და როგორ ჩანს ამოიწურა თანხა ბალანსზე. თუ არ გადაიხადეს დაიკარგება ყველაფერი. -ნეტავ რა არის,-ნერვიულობისგან ხმა დაკარგვოდა გოგონას. -ლაშას უნდა შევხვდე, შენი ტელეფონი მომეცი.-ხელით ამოუცნობ ფიგურებს ხაზავდა სიჩქარისა და დაბნეულობისგან. -ჩემი ტელეფონი?-გაკვირვებულმა შეხედა მეგობარს. -ხო , არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი მობილური არ ისმინება. -ახლავე, ახლავე,-ჯიბეები მოიქექა ნუცამ და ტელეფონი მიაწოდა. კანკალით აკრიბა ნომერი და მოპასუხეს დაელოდა. რამოდენიმე ცდის შემდეგაც სიჩუმე. - აიღე ადამიანო, აიღე. ახლა არ გამოჩნდები როცა გეძებ, ოოოხ... -გემრიელად მიალანძღა. ნუცას დაუბარა თუ იკითხავდნენ ეთქვა , რომ სიცხე ჰქონდა და ცუდად გახდა. -წარმატებები მისურვე ნუც,- ბეჭებზე მოჰკიდა ხელი და თვალებში ჩახედა მეგობარს . -წარმატებები ჩემო გოგო. შეძლებთ, ყველაფერს შეძლებთ. * * * იმ დღეს პირში რომ მიახალა მამამისს ევას ვეჩხუბე და აღარც ვაპირებ მასთან ლაპარაკსო, ისე გაცოფდა, ცხოველივით ღრიალებდა და დაურიდებლად სცემდა. დაცვას რომ არ გაეჩერებინა ვინ იცის, იქნებ მოეკლა კიდეც. დასისხლიანებული ეგდო იატაკზე და ვერავინ ბედავდა მიკარებას. -უმაქნისო და გამოუსადეგარო, მიგაწვენ დედაშენის გვერდში და იქ აპროტესტე მერე ჩემი ბრძანებები,-ერთი დააფურთხა და კაბინეტში შევიდა. აქედან გაიყვანეთო დაცვას უბრძანა გასვლამდე. სახის ნაკვთები არ გაერჩეოდა და მოტეხილობებსაც ვერ დათვლიდით. ერთი შეხედვითაც კარგად ჩანდა გადარჩენითვის იბრძოდა შენელებული გულისცემთა და სუნთქვით. მთელი დღე არ მოსულა გონს , ნახევრად მჯდომარე, ცარიელ ოთახში ეგდო კედელსა და იატაკს შორის. კაბინეტიდან გრგვინვა მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მიწყნარდა . როცა ვინმე არ ემორჩილებოდა, უფრო სასტიკი აზრები ეწვეოდა ხოლმე და ჭკუიდან გადასული უკონტროლო ხდებოდა. მთელი ღამე სამარისებული სიჩუმე იწვა სახლში. მხოლოდ მეორე დღეს დაარღვია სიმშვიდე ტკივილისგან ამოთქმულმა ყმუილისმაგვარმა ბგერებმა . სიტყვებსაც ვერ ამბობდა,უმოწყალოდ, უმოძრაოდ იწვა და მხოლოდ არაამქვეყნიურ ხმების გამოცემა შეეძლო. საღამოს ბრძანება გასცა რეზომ სანდო ექიმი მოიყვანეთო . ამ სიტყვის გაგონებაზე იცოდნენ უკვე ვინმე ისეთი უნდა მოეყვანათ, ვისაც ადრეც მიუღია მონაწილეობა ბინძური საქმეების „აწმენდაში“ და სიჩუმეში შეეძლო მომხდარის დამარხვა. იმდენად იყო ნაცემი მარტივად ვერ გამოვიდოდა მკურნალობა. იძულებული გახდნენ პალატასავით მოეწყოთ მთელი ოთახი და აპარატებით გაევსოთ. გამაყუჩებლებისგან გაბრუებული იწვა რამდენიმე დღე. გამოფხიზლებას არ აცდიდნენ ახალ ნემსს რომ უკეთებდნენ. თვალებსაც ვერ ახელდა . წყვდიადში იცხოვრა ერთი კვირა. ფიქრებით დ სიზმრებით სულ დედასთან იყო. თავი მის მუხლებზე ედო, როგორც- ბავშვობაში. შორეული მოგონებიდან ისმენდა მის ნამღერ ძილისპირულს და წარმოიდგენდა, როგორ ეფერებოდა თმებზე რბილი ხელებით. აუილებლად ანანებდა ეს რომ წაართვა. ბავშვობა რომ გაუნადგურა. აქამდე თითქოს გარედან უყურებდა საკუთარ უვარგის არსებას. ახლა კი ტკივილმა დააბრუნა ყველა რეალობასთან, რისი გადატანაც კი მოუხდა. მთელი ცხოვრება ცდილობდა რეზო მისგან ღირსეული მონსტრი მემკვირდე შეექმნა, მაგრამ შედეგად, მხოლოდ ნარკომანი, ვერაფრის თავის გამრთმევი შვილი შერჩა ხელთ. გრძნობდა,რომ დრო მოვიდა დამთავრდეს ყველაფერი. ან სიკვდილისთვის უნდა დანებებოდა სხეული ან თავად გამხდარიყო მამის ჯალათი.იწვა და მის დროს ელოდა. * * * მოუსვენრობამ შეიპყრო დილიდან ლაშა, ცქმუტავდა და წამდაუწუმ ანათებდა ტელეფონის ეკრანს. თითქოს რაღაცას ელოდა. გული უგრძნობდა რაღაც უნდა მომხდარიყო. -ლაშა, დეიდა ახლა მაინ გადადე გვერდით ტელეფონი, ამ დილით მაინც ვისაუზმოთ მშვიდად,-თბილად თხოვა დეიდამ და თავზე მოეფერა. -როგორც იტყვით დეიდა,არავითარი ზარები -ძალით გაუღიმა ლაშამ , ტელეფონს ხმა გაუთიშა და სავარძელზე მოისროლა. თავის გაქანებით სცადა მოჭარბებული ფიქრების გაფანტვა და გაშლილი ხელებით შევიდა სამზარეულოში. -დღევანდელი ჩემი დილა, ჩემს ორ უმშვენიერესს ქალბატონს ეძღვნება,წარმოთქვა ომახიანად. -ოი შე მაიმუნო, -ისევ წაეთამაშა დეიდა და მაგიდასთან დაჯდა. ჯერ კიდევ ასდიოდა ოხშივარი ჩაის ფინჯნებს,- ყიყლიყოებს ისევ წვავ?-სიცილი წასკდა და დას გახედა. -ვისაც არ მოსწონს არ ჭამოს,-არც ნანა ჩამორჩა და აქეთ-იქეთ გაწია თეფშები. -ჩემი გემრიელი დედიკოს ხელები. დამწვარიც გემრიელია დე,-ლაშაც იცინოდა და ხელზე კოცნიდა. თითქოს დრო დაბრუნდა უკან. უდარდელ ბავშვობაში. ყველაზე მეტად წვიმა და ტალახიან ეზოში გასვლის აკრძალვა რომ ეპრობლემებოდა. რა სავსე იყო მაშინ სახლი. ყოველ კუთხეში ჟრიამული ისმოდა. არც სტუმრები აკლდნენ აქაურობას და არც-მაცხოვრებლები. მერე დრომ ნელ-ნელა გაფანტა ყველა და ყველაფერი. ახლა მხოლოდ სამნი ისხდნენ მაგიდასთან და რიგ-რიგობით იხსენებდნენ ძველ ამბებს. მხიარული განწყობა წამით გაყინა კარზე გაბმულმა ზარმა, რომელსაც ალაგ-ალაგ წყვეტდა თავდაუზოგავი კაკუნი. -ეს ვინ არის?,-გაოცებული სახით იკითხა დეიდამ და ლაშას გახედა. -არვიცი, ვნახავ,თქვენ გააგრძელეთ,-სკამი უკან დახია და დერეფანში გავიდა,-მოვდივარ, მოვდივარ,-რამოდენიმეჯერ დაიძახა, მაგრამ ზარი ისევ არ წყდებოდა. ხელი ჰაერში გაუშეშდა ევას კარი რომ გაიღო და ლაშას წინაშე აღმოჩნდა. გაფითრებული სახით იყურებოდა. -ევა? აქ რა გინდა,-ცდილობდა თავში შესაძლო ვარიანტები დაელაგებინა, მაგრამ გონზე მოსვლაც ვერ მოასწრო ნორმალურად, ერთი ამოსუნთქვით რომ მიაყარა სათქმელი. -მოიცა, მოიცა, ვერაფერი გავიგე. შემოდი, ცოტა დამშვიდდი და გასაგებად ამიხსენი,-მხარზე ხელის შეხებით ძლივს შეძლო ევას შეჩერება. -რა ვერ გაიგე ლაშა. ჩვენთან საბუთები მოვიდა ნიკოლოზ ფილფანის სახელზე. საცავზეა ინფორმაცია. ყოველთვიურ შენატანს ითხოვენ. -თქვენთან ? კი მაგრამ , რა საცავზეა საუბარი. -ხო ჩვენთან , როგორც ჩანს თქვენი კომპანიის ნახევარი, რომელიც ჩვენ გადმოგვიფორმდა მასთან აქვს ამ საბუთებსაც კავშირი. რაღაც ანგარიშული ბმა, ზუსტად არ ვიცი. არც იმ საცავში შენახულ ნივთებზეა საუბარი, მაგრამ შენ აქამდე არ გსმენია ამ საცავზე არაფერი?- უცებ შეჩერდა და გაკვირვებული მზერა მიაპყრო. -არა, მამას არაფერი უთქვამს . -ალბათ ვერ მოასწრო,- ჩუმად ჩაილაპარაკა თავისთვის, -მე ვფიქრობ აუცილებლად უნდა ვნახოთ, ახლავე. -რეზომ გაიგო ? -არა, როგორც კი მოიტანა საბუთები კურიერმა მაშინვე მომაწოდეს, ასე რომ... მიდი გაემზადე მივდივართ,-სპონტანურად წამოიყვირა და ხელით სახლისკენ ანიშნა. სამზარეულოში რომ აღარ დაბრუნდა ნანა მოსცილდა მაგიდას და მოულოდნელი სტუმრის სანახავად გავიდა. არ ვიცი ვის ელოდა, ბანკირებს, თუ ისევ ვინმე ნიღბიანს , მაგრამ გულწრფელად გაუხარდა ევას დანახვა . - შვილო, როგორ ხარ? აქ ნუ დგახარ გთხოვ , სახლში შემოდი- გაუცნობიერებლად მოეხვია და შეიპატიჟა, მაგრამ გაქვავებულს რეაქციაც ძლივს აღმოაჩნდა და იმ წუთებში, მხოლოდ გაღიმება შეძლო. -დიდი მადლობა , მაგრამ ძალიან მეჩქარება. -ჩაი მაინც დაგელია... -სხვა დროს დედა, სხვა დროს იყოს,-სიტყვა შუა გზაში გააწყვეტინა ლაშამ, ევას ხელი ჩაჰკიდა და მანქანისკენ გაიქცა. სულ დაიბნა და გაიფანტა ,მოულოდნელობისგან. დასამშვიდობებლად ნაჩქარევად შებრუნდა და ხელი დაუქნია კარებში გახიდულს. -ახლა რას ვაკეთებთ?-გაკვირვებული მიუბრუნდა კითხვებით მამაკაცს. -რას უნდა ვაკეთებდეთ , მივდივართ ევა. ლამის კარი ჩამოიღე და ჯერ გონზეც ვერ მოვედი ისე მომაყარე ყველაფერი. წავედით სასწრაფოდო და ახლა მე მეკითხები რას ვაკეთებთ ?- უცებ მოექცა გაურკვევლობაში, მაგრამ ჩაკიდებულ ხელებზე რომ მიანიშნა, მიხვდა , რასაც გულისხმობდა. -ინსტიქტურად მომივიდა, ბოდიშს გიხდი,-სწრაფად უპასუხა და მანქანის კარი გამოუღო,-სად მივდივართ?- იკითხა , როგორც კი ღვედი გადაიკრა და მანქანა დაძრა. ევამ საბუთებზე მითითებულ მისამართს გადაუსვა ხელი. ადვილი მისადგომი არ უნდა ყოფილიყო. ერთი საათი მაინც დასჭირდებოდათ,სავარაუდოდ, სანამ მივიდოდნენ. ყოველი საცობის შეხვედრისას მოუთმენლობისგან ფრუტუნებდა ლაშა და ნელ-ნელა მოსვენებას კარგავდა.ევა ტელეფონში ეძებდა მისასვლელ გზას, ხან ადიდებდა გამოსახულებას და დაჟინებით ცდილობდა წვრილი წარწერით მითითებული ქუჩის დასახელების ამოკითხვას, ხანაც , შესახვევსა და სწორ მიმართულებას კარნახობდა . -მგონი მივედით. -კი, აქ არის,-წინა საქარე მინიდან ერთად ააყოლეს თვალი საშულო სიმაღლის შენობის ფასადს. - აბა ვნახოთ, რა შეინახე მამა,-თავისთვის ჩაილაპარაკა, ევას ანიშნა გაჰყოლოდა, მანქანა დაკეტა და კიბისკენ გაიწია. რამდენიმე საფეხური იყო მხოლოდ, კართან მდგომ კონსულტანტს მისალმებაზე ღიმილით უპასუხა. გაარკვია ვისთვის უნდა მიემართათ და ორ წუთში უკვე დერეფნის ბოლოს, ღია ფერის კართან იდგნენ. როგორც კი შესვლაზე ნებართვის პასუხი მოისმინა, სახელური დასწია და კაბინეტში შეაბიჯა. საშუალო ასაკის ქერა მამაკაცი საკმაოდ კომფორტულად მოთავსებულიყო კუთვნილ სავარძელში, თავი წარუდგინა მოსულებს და მის პირდაპირ, ჩამოსაჯდომად მიუთითა. ევასთვის გასაოცარი სიმშვიდით აუხსნა ლაშამ მოსვლის მიზეზი. უთხრა , რომ უნდა ნახოს საცავში შენახული ნივთები, თან გატანისთვის ითხოვა საბუთების მომზადება. იდენტობისა და მამის ქონებაზე უფლებების დასადასტურებლად ბევრი წვალება არ დასჭირვებია. ბაზაში ყველაფერი იყო შსენახული და ისედაც , როგორც ჩანს, მამას სიცოცხლეშივე მიენიშნებინა , რომ მას ჰქონდა უფლებები ნებსმიერ საკუთრებაზე. ნახევარი საათი ისხდნენ ოთახში. ევა ცქმუტავდა, ცდილობდა არ შეემჩნია , მაგრამ ვერაფრით მალავდა აღელვებას. -მშვიდად, მშვიდად,-ჩუმად გადაულაპარაკა ლაშამ. -როგორ შეგიძლია შენ ასე მდუმარედ იჯდე. ღმერთო ჩემო ,-ფეხზე წამოდგა და აქეთ-იქეთ დაიწყო სიარული,-ეს კაცი არ პლანეტიდან არ არის. -ევა დაჯექი გთხოვ, თავბრუ დამეხვა. -კიდევ აქეთ რომ აქვს პრეტენზიები ,გეფიცებით ან შეშლილია ან მთვარიდან ჩამოფრენილი,-უკმაყოფილო დაუბრუნდა სკამს და ისევ გააგრძელა ბუტბუტი . ლამის ისევ აპირებდა წამოხტომას კარი რომ გაიღო და ისევ ის საშუალო ასაკის მამაკაცი შემოვიდა. მარდად შემოუარა მაგიდას, საკუტარი ადგილი დაიკავა და დალუქული პაკეტი მაგიდაზე გაასრიალა. -აი ინებეთ ბატონო ლაშა, აქ არის ყველაფერი რასაც ვინახავდით. დოკუმენტებში სიაა და ასევე მათი აღწერა. თუ რამე პრობლემა შეგექმნებათ აღნიშნულთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვმართოთ. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ,- დაწვრილებული თვალებით იყურებოდა ევა. ყველას და ყველაფერს აკვირდებოდა. ცდილობდა რამე საეჭვო არ გამოპარვოდა, მაგრამ დამშვიდოდბებაც სტანდარტული იყო, როგორც მომსახურების ყველა სხვა პროცედურა.არაფერი განსაკუთრებული. გავიდეთო თვალით ანიშნა ლაშამ. მაგიდიდან აკრეფილი საქაღალდეები ევას მიაწოდა. ისე ჰქონდა ხელები მოხვეული გეგონებოდათ მსოფლიო საგანძურს დაატარებდა და დაკარგვის ეშნოდა. შეიძლება შეფუთული კოლოფი მართლაც არ ინახავდა გადამალული განძისა და დიდი ქონების შესახებ რუკებსა და მინიშნებებს , მაგრამ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სულ სხვა რამ გახლდათ. ყველა ოქროზე და სიმდიდრეზე მნიშვნელოვანი. ცდილობდა ჩქარი ნაბიჯით ევლო და დიდად არ ჩამორჩენოდა წინ მიმავალს. -რა ვქნათ , გავხსნათ? არა აქ ასე შუა ქუჩაში როგორ შეიძლება. ჩემთან წავიდეთ,-უცებ შეწყვიტა საკუთარ თავთან დიალოგი და საჭესთან მჯდომს გახედა. -სად შენთან, არ გახსოვს რომ ყველაფერს მალავ? ან შენებს რას ეტყვი ვინ მოვიყვანეო? -ჩემთან შენთან, ანუ შენი სახლის ჩემს ნახევარში, ვაიმე ნუღა მალაპარაკებ გთხოვ მითხარი რომ მიხვდი რასაც ვგულისხმობ,- ყელი გაშრობოდა და ძლივს სუნთქავდა. -მივხვდი, მივხვდი,- დიდი ხნის შენახული ღიმილი გაექცა ბაგეებზე და ძრავი დაქოქა. ახლა უფრო მშვიდად უნდა ეგრძნო თავი , მაგრამ მაინც დაძაბული იჯდა. ისევ ქუჩები, უცნობები,ნაცნობები. ქუჩებში ხალხი, ჭრელი ხალხი. ამდენი განსხვავებული და მაინც შავ-თეთრი ჭრელი ხალხი. ათასი სიხარულით და მწუხარებით გაჭედილი გზები. აბრები, აკაშკაშებული, სადა აბრები. სარეკლამო ბანერები. უშინაარსობით სავსე სივრცეები. ცოტა მოდუნდა თუ არა თითქოს სხეულმა საკუთარი თავსითვის მოიცალა და საჭიროებები იგრძნოო , მკაფიოდ გაისმა მანქანაში მუცლის ყურყური. -მოგშივდა?-წამით თვალი მოაცილა გზას და თბილი ხმით ჰკითხა. -მგონი კი,- მგვრემარე მუცელზე მაგრად მიიჭირა ხელი, მაგრამ ხმები არ წყდებოდა. ფრთხილად გადავიდა ლაშა ფეხით სავალი გზის მახლობელ ხაზში და უახლოეს დასაშვებ ადგილას გააჩერა. -რას შეჭამ? -სულ ერთია,-ჩანთასა და საბუთებს ისევ მაგრად შემოხვია მკლავი და გადასასვლელად მოემზადა. -ეგენიც მოგაქვს?-ხელით მიანიშნა დალუქულ შეფუთვაზე. -დიახ მომაქვს. -დატოვე ,არსად გაიქცევა. შევჭამთ და მალე დავბრუნდებით. -მომაქვს. -დატოვე ევა. რატომ ჯიუტობ,-არ ეშვებოდა ლაშა. -ამან შეიძლება გადაგარჩინოს, გგონია აქ დავტოვებ?-ხელში შეათამაშა საქაღალდე და ისე მიუახლოვდა სუნთქვა დაეფინა სახეზე. თვალებში უყურებდა ევა და თითქოს სადღაც ქრებოდა ქარიშხლები. სიმშვიდე ჟრუანტელად იღვრებოდა სხეულში. ისევ ნაცნობი სურნელი მოიტანა ფანჯრიდან შემომავალმა ნიავმა. თვლები დახუჭა ლაშამ და ფრთხილად ჩაისუნთქა გრილი მოტკბო არომატი. უხერხულობა ყელში გაეჩხირა ქალს , მოსწყდა თუ არა მის მზერას. -უფრო სწორად, ჩემი მთელი ოჯახის, დედაშენის , შენი სიცოცხლე,- ბლუკუნით ამოილუღლუღა რამდენიმე სიტყვა და ღრმა ამოსუნთქვით საზურგეს მიეყრდნო. -გასაგებია,-მშვიდი იყო პასუხი. მეტი არაფერი უთქვამთ, ისე გადმოვიდნენ მანქანიდან და გზის პირა პატარა შენობაში შევიდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.