შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*სისხლიანი პაემანი* (თავი 30)


1-09-2018, 16:54
ავტორი Queenofmoon
ნანახია 3 847

- არაფერს ამბობს?!
დოინჯშეკრული ქალი დგას და კამერას თვალებდაწვრილებული აკვირდება,რომელსაც გვერდით საშუალო სიმაღლის ფორმიანი უდგას,ხშირ წვერზე ხელებს ნერვიულად ისმევს და ისიც მზერას არ აშორებს.
- ყველაფერს უარყოფს,ყველაფერს!
ხელები ერთმანეთს შემოჰკრა და ჟღალს გახედა.
- კარგი..ისევ გამომძიებელი რობაქიძე.. თვალები აატრიალა,ქუსლების კაკუნით გავიდა დერეფანში,რომელიც დაკითხვის ოთახისკენ მიდიოდა.
რკინის მაგიდასთან თავაწეული დათა დაინახა,თვალები ვულკანიდან გადმოფრქვეული ცეცხლივით უგიზგიზებდა.
მის წინ მოკალათდა ლილე,თავი უკმაყოფილოდ გააქნია და წინ დადებულ ფურცლებს დახედა.
- დათა,ეხლა კარგად მომისმინე.. ყველაფერს თუ აღიარებ,შენს მდგომარეობას ცოტათი მაინც შეიმსუბუქებ.
- არაფრის აღიარებას არ ვაპირებ.
- კარგიი... ისევ ფურცლებს გადახედა ქალმა და თვალები ნელნელა დაუმიზნა გამომცდელად მის სახეს.
- 20 ნოემბერს,22 საათსა და 30 წუთზე,იმყოფებოდი შენს ოფისში,ასეა?
- ასეა.
- ამ დროს შენ მიიღე ისეთი ნარკოტიკი,რომლის შემოტანა საქართველოში კიარა,ევროპის ნახევარზე მეტ ქვეყანაში არ შეიძლება..
- მე არ მიმიღია ეგ დედამოტ*ნული ნარკოტიკი! ყველაფერი ტვილდიანმა გამიჩალიჩა!
- გაქვს დამამტკიცებელი საბუთი?
- არა.
- გასაგებია,
- 24 ნოემბერი,17 საათი.
შენი პირადი დაცვა, გეგეჭრკორი,ადამაშვილი,ფირცხალავა და ქანთარია,თავს ესხმიან შენთვის კარგად ცნობილ მოქალაქე ტვილდიანს,ფიზიკურად სასტიკად უსწორდებიან და მის მოტოციკლეტს ამსხვერვენ,შუა გზაში ტოვებენ ნაცემს,რომელიც გონებაწასული გდია.. ამას უარყოფ?
- უარვყოფ!!!
რაში მდებ ბრალს გამომძიებელო,ლილაჩკაა?! მე ვცემე?! დაამტკიცეთ რომ მე ვუბრძანე მათ,დაამტკიცეთ!!
ქალმა ღრმად ჩაისუნთქა,შუბლი თითებით მოისრისა ნერვიულად.
- 27 ნოემბერი,დათა..27 ნოემბერი,23 საათი..
პოლიცია ადგება ტვილდიანს და ნარკოტიკების მოხმარების გამო მიჰყავთ.. ამ დროს,რა ხდება ოცი წუთით ადრე?! ტვილდიანის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე,ვხედავთ სახლიდან გამოსულ გეგეჭკორს და ფირცხალავას.. ადამიანს ნარკოტიკები შეტენე,ნარკოტიკები რომ მოგეპოვებინა,არაკანონიერად შემოიტანე საქართველოში... ღმერთო ჩემო,ეს ყველაფერი რომც უარყო,მაინც მოგიწევს დანაშაულის მოხდა,ნაკაშიძე!
- ჩემი ადვოკატი მოვა და მაგასაც ვნახავთ,ლილე!!!!
- ასევე ბრალად გედება ანასტასია ახვლედიანის დაჭრა ცეცხლსასროლი იარაღით,ეჭვიანობის ნიადაგზე.
- ეგ მე არ გამიკეთებია!!!! არა!!! იღრიალა კაცმა და ხელები მაგიდაზე დაარტყა. - ამის დედას შევე*ი,მე არ მისვრია!!კიდევ ერთხელ უღრიალა ქალს,რომელიც მის წინ ისე მშვიდად იჯდა,თითქოს ბეთჰოვენის მთვარის სონატას ისმენდა.
- ვიცი,რომ შენ არ გისვრია,მაგის გამო,ცოტახანში შენს ძმაკაცს მივაკითხავ.
- ვის?!
- მაქსიმე ავალიანს,რომელსაც არანაკლები ბრალი მიუძღვის.. არ იცოდი?!
- რაა?!
- დიახ,დიახ..ავალიანმა ესროლა ტასოს..ოჰოო,გაგიკვირდა პრეზიდენტო?
- უხ ეგ ნაბო*არი... ფუ ამის!! არადა დღეს დილით მეკითხებოდა,შენ ესროლეო?! მაგრამ.. რაში დასჭირდა?!!!
კაცმა კბილები ერთმანეთს დააჭირა ძლიერად.
- მოკლედ,არც ერთ ზემოხსენებულ დანაშაულს არ აღიარებ,ასეა?
- ასეა!!
- კარგი,ადვოკატს დაელოდე ნაკაშიძე,გამოძიებასთან არ გსურს თანამშრომლობა ვატყობ.. ისე,მადლობა თქვი,მე შემოვედი შენს დასაკითხად აქ.. დამიჯერე ასე მშვიდად ჩემი კოლეგები არ დაგელაპარაკებოდნენ.
კიდევ ერთხელ დახედა ზემოდან მამაკაცს ტუჩებმობრეცილმა და კარი გაიხურა.
- წადი შენი! შეიკურთხა ნაკაშიძემ და ზიზღით სავსე თვალებით ახედა კამერას.
- ლევან,ნაკაშიძე თავის ადვოკატს ელოდება,მოკლედ მე მივდივარ ავალიანთან და რამოდენიმე კაცი გააფრთხილე,მოემზადონ.
- კარგი ლილე.
მამაკაცი გამომძიებლის ბრძანებას გასცემს და რამოდენიმე ახმახიც გვერდს უმშვენებს,რომლებიც პოლიციის შენობას მძიმე ნაბიჯებით ტოვებენ.
ძვირადღირებული,ბოლო მოდელის შავად მოელვარე მანქანიდან,საიდანაც ალექსანდრე გამოდის, მკაცრი მზერით ათვალიერებს ქალს და მისკენ მიემართება.
- დაკითხე დავით ნაკაშიძე?!
ცვირზე შავი სათვალე შეისწორა და მაჯას დახედა.
- დიახ უფროსო,არაფერს ამბობს.. ადვოკატს ელოდება,ახლა მაქსიმე ავალიანის დასაკავებლად მივდივართ.
მამაკაცი რამოდენიმე წამი იდგა გაჩუმებული,ქალს აკვირდებოდა და თითქოს რაღაცაზე ფიქრობდა,ჟღალს კი თვალები დაეწვრილებინა ინტერესით,დაკომპლექსებულმა ლამის ტელეფონი ამოიღო და წინა კამერას დახედა საკუთარი თავის შესათვალიერებლად,ბოლოს როგორც იქნა ძალა მოიკრიბა და სიტყვები ამოუშვა იისფერი ბაგეებიდან.
- რამეს დამავალებთ?
- რომ დაბრუნდები,ჩემს კაბინეტში გელოდები.
გააზრებაც ვერ მოახერხა,ისე სწრაფად მოშორდა მამაკაცი,რომელსაც საოცარი სურნელი დაეტოვებინა ჰაერში რაც გულს საშინლად უჩქარებდა,მუცელს უწვავდა და ერთ წერტილში იყრიდა თავს ეს სასიამოვნოდ მწველი გრძნობა.
ასე რატომ მიბნევს თავგზას ეს დესპოტი..უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და საჭესთან მოთავსდა.

* * *

კარზე კაკუნი არ წყდებოდა,უფრო მეტად ხმაურიანი ხდებოდა,ლამის შემოამტვრია ავალიანმა სახლის კარი,როცა დაფეთებული მართა დახვდა საწოვარათი მომარჯვებული.
- გაგიჯდი ხო?! მაქსიმე რამდენჯერ გაგაფრთხილე ამ დროს არ მოხვიდე თქო,ბავშვი გამიღვიძე,იცი?!
- რატი სად არის?! რატი სად არის ამის დედაც! იღრიალა და ოთახებში მოუყვა სიარულს.
- ზალაშია,ხალიჩაზე თამაშობს,მანდ რა გინდა!
სწრაფად გავარდა მისაღებ ოთახში,ბავშვი ხელში აიტაცა და გულზე მიიკრო,მისი სურნელი ისე შეისუნთქა,თითქოს აქამდე ჟანგბადის უკმარისობა კლავდა და გადარჩენას ცდილობდა.
- მამას სიცოცხლე..ჩემი პატარა კაციი.. ჰაერში აიტაცა ორივე ხელით და პატარაც უღიმოდა გაბრწყინებული თვალებით.
- სანამ სანდრო მოსულა,ჯობია წახვიდე.. გესმის მაქსიმე?!
ავისმომასწავებლად შეხედა ქალს,თვალები ბრაზით ანთებოდა და ცალი ხელით თითი დაუქნია.
- დამაცადე,ჯერ დამაცადე.
რატი ფრთხილად დასვა ხალიჩაზე,თავის სათამაშოები ისევ პაწაწუნა ხელებში დაუბრუნა და ოქროსთმიან თავზე აკოცა რამოდენიმეჯერ.
- მაქსიმე რა ხდება?!
ქალისკენ დაიძრა,ხელი ძლიერად მოკიდა მკლავში და ოთახიდან გაიყვანა.
- რას აკეთებ,მეტკინა! ტუჩები მობრიცა მართამ და შეშინებული თვალებით გახედა ავალიანს.
- პოლიცია მეძებს!!!
- რაა?
- ეხლა მომისმინე!
რომც დამიჭირონ,ბავშვს მომიყვან ხოლმე!! გესმის მართა?გესმის?
- მოიცა,ვერაფერი გავიგე! ამიხსნი რა ხდება?
- ასახსნელი აქ არაფერია! სადაც არ უნდა ვიყო,შვილს მომიყვან და მაჩვენებ ხოლმე,ხომ გაიგე?!
- ამისთანა რა გააკეთე,რომ გიჭერენ? ასეთი საზიზღარი და არაკაცი როგორ ხარ?
- ჩემს ნერვებს ნუ ცდი! ბო*იშვილი ვიყო გაფრთხილებ!!
- ადამიანურად არ შეგიძლია ლაპარაკი ხოო?ელემენტალურ რაღაცას გეკითხები და რა არ მაქვს უფლება ვიცოდეე? ისედაც გავიგებ ჩემი დაქალისგან იცოდე!!!
- ხოდა შენი დაქალისგან რასაც გაიგებ,მაგ მიზეზის გამო შვილს თუ არ მომიყვან,იცოდე ციხიდან ძალიან,ძალიან გაბრაზებული გამოვალ და ყველაზე ვიყრი ჯავრს,პიველ რიგში შენი ნაბი*ვარი ქმრით დავიწყებ!! გაიგეეეე?!!
- გავიგე!! ნუ ყვირი ბავშვს შეეშინდება!!
- ძალიან კარგი თუ გაიგეე.. ისევ რატისკენ დაიძრა,გულზე მიიკრო და კოცნებით ვერ ძღებოდა,ისე ეფერებოდა.
შესასვლელისკენ დაიძრა და მართას კვლავ ხელი ჩაავლო.
- რას აკეთებ?! მაქსიმე გამიშვი!
- არ გახსენდება ხოლმე წარსული? ჩვენი ერთად გადატარებული დღეები,ან ღამეები?
ირონიულად ჩაილაპარაკა და ქვედა ტუჩი გაისირა კბილებით.
- რა თქმა უნდა,მახსენდება.. და გული მერევა!!!
ხელით ეჯაჯგურებოდა,რომ თავი დაეხსნა.
კედლისკენ მოიქცია,მის წინ ძალიან ახლოს დადგა,ქალს კი ზიზღისგან სახე დაემანჭა.
- წადი!! წადი!! თავი დამანებე და წადი!!
- წავალ..წავალ.. თითები ყბის ძვალზე გადაუტარა და ყელის მიმართულებით ჩაასრიალა. - დროებით,საყვარელო.
კოცნის იმიტაცია გააკეთა,თვალი ჩაუკრა და კარი თავისივე ხელით გაიხურა,ქალის ღრიალი კი კიბეებზე ესმოდა.
- მეზიზღები!!! მეზიზღები!!!
მხოლოდ ბავშვის ტირილმა გამოაფხიზლა,ხელები პირთან მიიტანა და სწრაფად გაიქცა რატისკენ.
ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე,ავალიანის სახლის წინ ორი მანქანა იდგა,ქალს საჭეზე ხელები შემოეჭდო და ნერვიულად აცეცებდა ზურმუხტისფერ რგოლებს აქეთ იქით.
სად ჯანდაბაში ხარ.. იმეორებდა ერთსა და იმავეს,როცა შავი რეინჯ როვერი მოხვდა მხედველობის არეალში,მაქსიმე მანქანიდან გადმოვიდა თუარა,ლილეც მაშინვე მისკენ დაიძრა,ხელი იარაღის ბუდეს სტაცა და მას დაუმიზნა.
- სწრაფად,გაჩხრიკეთ!
ბრძანება გასცა,კაცმა სიცილ-ხარხარით ასწია ხელები,რომელსაც შარვლის და კოსტუმის ჯიბეებს უმოწმებდნენ ფორმიანები. - ცოტა ფრთხილად ტო,წამოიყვირა ავალიანმა,რობაქიძე მამაკაცისკენ დაიძრა,შეაბრუნა და მანქანას მიაყუდა,ხელებზე ბორკილები დაადო და ყურთან ჩასჩურჩულა.
- დაკავებული ხარ,ავალიანო..

* * *

თბილისთან ახლოს მდებარე კერძო სახლთან,რომლის ეზოს გარშემო ლამპიოენები ანათებდა,მანქანის სწრაფმა და ხმაურიანმა დამუხრუჭებამ ნაცრისფერი კვამლი დააყენა,სწრაფად გადმოვიდა მამაკაცი ავტომობილიდან,გასაღები მოარგო კარებს,რომელიც ასევე სწრაფად გააღო და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა მისაღებისკენ.
- რა ჯანდაბა ხდება?!
სამხარაძის კმაყოფილ სახეს გახედა,რომელმაც თვალებით მიუთითა დამჯდარიყო.
- ამოღერღე რა ხდება!!! იღრიალა დემტრემ და მკლავებში ჩააფრინდა თინას.
- გალიიდან გამოვარდნილ ლომს რომ გავხარ,ჯერ დამშვიდდი..გადაიკისკისა ქალმა,ჩანთისკენ დაიხარა და სიგარეტის კოლოფი ამოღო. - მოკლედ, ტუჩებს შორის წვრილი ღერი მოიქცია და ნიკოტინი ხარბად ჩაისუნთქა, - გავიგე ვინც ესროლა შენს ანასტასიას
- ვინ?!!
- მაქსიმე,ავალიანმა.. გეცნო საყვარელო?
- რაა?! შ*გ ხოარ გაქვს?? რას მეუბნები აზრზე ხარ?!
- სამწუხაროდ არ მაქვს.. ისევ გადაიკისკისა და სახე დაასერიოზულა,სავარძელში ჩაეშვა ბუმბულივით და ქვევიდან უყურებდა ტვილდიანის გაცოფებულ მზერას,რომელიც ყოველი სიტყვის წარმოთქმაზე კაცის რეაქციებით ერთობოდა. - სწორად გაიგე,მან ესროლა.. ოღონდ საინტერესო რა არის იცი? ამ ვითომ ძალიან პროფესიონალმა ქილერმა,რომელიც მანქანას მთელი სისწრაფით ატარებდა და ეგონა მიზანში სანდრო მაღლაკელიძე ჰყავდა,უუუფს.. ანასტასიას მოხვდაა..
- დედაც მო**ან!!!ნახავს, აი ნახავს რასაც ვუზამ...
მუშტი დაარტყა შუშის მაგიდას,რომელიც მთელ სირძეზე გაიბზარა და სადაცაა გასკდებოდა.
- უკვე დააკავებდნენ,შენც ეგ არ გინდოდაა? დათაც და მისი ძმაკაციც ციხეში ზიან! აი ასე..
- მეხუთე განყოფილებაში არიან,არა?!
- ჰო,იქ არიან.. ეხლა არ მითხრა,რომ წასვლას აპირებ.. არა?!
- ზუსტად მაგას ვაპირებ,სიტყვები დააწია ქალს,რომელიც უკვე პალტოს იცმევდა.
- მეც მოვდივარ.
- შენ რა გინდა?
- დამიჯერე,მინდა.. ხელის გაწევა რომ მოგინდება,უცებ რომ დაგიჭირო,ეხლა მიხვდი არანორმალურო რასაც ვგულისხმობ?!
მანქანაში სწრაფად ჩასხდნენ და სახლის ეზოს მოშორდნენ,ტელეფონზე ანასტასია ურეკავდა,თუმცა მაინც არ იღებდა. ყბებს ერთმანეთს აჭერდა და დაძაბული უყურებდა გზას,რომელიც მთელი სისწრაფით დადიოდა და გვერდით გამქროლი მანქანების ხმებით ყურები ეგუბებოდა,ქალის კივილი და მუდარა,რომ ნელა ეტარებინა არც კი ესმოდა,მისი გონება თითქოს დაბინდულიყო,საჭეზე ხელი არც აუშვია,საგზაო წესები მინიმუმ ხუთჯერ მაინც დაარღვია,სანამ განყოფილებამდე მიაღწიეს.
ავტომობილიდან ისე გადმოვიდა,თინა ქუსლების კაკუნით ძლივს ეწეოდა გაცოფებულს,ყველას ყურადღება მათკენ იყო მიმართული,მხოლოდ რობაქიძის ხელებმა შეაჩერა,რომელიც უკვე განყოფილების მთავარ გასასვლელთან იმყოფებოდა.
- დემეტრე,გაჩერდი! არ შეიძლება იქ შესვლა!
- გამატარე,გესმის?! გამატარე!!! ამის დედაც!! ლილე გამატარე!!
ლილე ძლივს აკავებდა,უკან მდგომ სამხარაძეს კი წარბშეკრული უყურებდა,თვალებით ანიშნებდა რამე ეღონა და შეეჩერებინა,რადგან მის ძალას მაინც ვერ შეეწინააღმდეგებოდა და დაცვის დახმარება დაჭირდებოდა.
- დემეტრე,შემომხედე! თავისკენ შეატრიალა ლილემ და ნაპერწკლებიან თვალებს გაუსწორა მზერა.- მიმოიხედე! ყველა შენ გიყურებს! არასწორი მოძრაობა და მაშინვე გაგაგდებენ!!! გპირდები,გპირდები რომ ნახავ დათასაც და სანდროსაც! უბრალოდ მოითმინე! აქ დამელოდეთ!
კარგი?!
მუშტი კედელს ხეთქა და უკან გატრიალდა,რამოდენიმე წამი იდგა და ცდილობდა თავის ხელში აყვანას,ხშირი სუნთქვა ნელნელა შეესუსტებინა,თავზე ხელები შემოიწყო და ჟღალს გახედა.
- აქ ვიქნები,მანამ სანამ მაგ სი*ს არ ვნახავ!!!
თითი დააქნია ჰაერში და განყოფილების დერეფანში,იქვე გრძელ სკამზე ჩამოჯდა ფეხებგაშლილი.
- კარგი,როგორც გინდა.
სამხარაძეც გვერდით ჩამოუჯდა.
- ნაკაშიძე სად არის? მიმოიხედა რობაქიძემ,გვერდით კი მისი თანამშრომელი ამოუდგა,მთქნარებ-მთქნარებით თვალებს იზელდა და ძლივს აღმოხდა პირიდან სიტყვები. - დროებით საკანშია,აი იქით. ხელით ანიშნა და ისევ ზანტად გაემართა დერეფნისკენ,როცა უფროსი კანდელაკი დაინახა.. ამის დედაც..ჯანდაბა ლილე! რამ გამოგაშტერა?! როგორ დაგავიწყდა უფროსთან შესვლა?! ღმერთო...
შუბლზე ხელი ზედმეტად ხმაურიანად შემოირტყა,ზურგით დადგა და თავისი თავის ლანძღვა გინება არ დაიკლო გონებაში,როცა ალექსანდრე მიუახლოვდა,თვალებში ჩახედა და ცდილობდა როგორმე მოეგერიებინა მისი მძვინვარე სფეროები.
- რობაქიძე!
მისი ხმა ქუხილივით გაისმა და ჟღალიც შიშისგან შეკრთა.
- დიახ უფროსო..
- წესით ჩემთან კაბინეტში უნდა გამოცხადებულიყავი რამოდენიმე საათის წინ!!!
- იცით.. ავალიანთან დაკითხვამ დიდი დრო წაიღო.. მე.. მე.. მაპატიეთ.. თვალები აუწყლიანდა და შიშის ტალღამ მოიცვა მთლიანად მისი სხეული,მამაკაცი კი იდგა არაფრისმთქმელი სახით,წარბშეკრული რომელსაც გამოყვანილი ყბის ძვალი ზედმეტად დაეჭიმა.
- სწრაფად კაბინეტში შემომყევი!
- დიახ,ახლავე..
ცხვარივით უკან გაჰყვა მამაკაცს,რომელიც ტყავის სავარძელში მოთავსდა,კომპიუტერის ეკრანს უყურებდა რამოდენიმე წუთი და შემდეგ თითით ანიშნა,ქალი მოახლოვებოდა.
- ამას ხედავ?!
ეკრანზე ანიშნა თითით,კამერაში გამოჩენილ შავ რეინჯ-როვერს.
- დიახ,ეს ავალიანის მანქანაა..
ვიდეო მასალა რამოდენიმე წუთით კიდევ გადაახვია მამაკაცმა,ამჯერად კადრები მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩნდება,სადაც რეინჯ როვერი უხვევს კერძო,ერთსაერთულიან სახლთან და შუახნის მამაკაცს ხვდება.
- ეს კაცი ვინ არის,იცი?!
- ეს..ეს ტვილდიანის სახლია..კი,მაგრამ როგორ?!
- მე მეკითხები,ამას?! როცა ვინმეს აკავებ,მოგყავს განყოფილებაში,ბოლომდე არ უნდა გამოიძიო მისი საქმე,ლილე?!
- ყველაფერს გავარკვევ..
თავი ჩახარა,რომელმაც ოდნავ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი,ამავდროულად საშინლად გაბრაზდა,უფროსის მაგიდას მოშორდა და კარებისკენ დაიძრა.
კანდელაკი მაშინვე ფეხზე წამოდგა და მისმა სიტყვებმა შეაჩერა კარის ზღურბლზე მდგომი ქალი.
ჟღალს მიუახლოვდა,ხელი მის უკან წაიღო და კარები თავისივე ხელით მიხურა.
რობაქიძე კარს ლამის მთელი სხეულით აეკრო,თვალებს ვერ უსწორებდა მამაკაცის დაძაბულ მზერას,რომელიც თითქოს რამის წაკითხვას ლამობდა მის გამომეტყველებაზე.
ალექსანდრე ცდილობდა რამე ეთქვა,მაგრამ ქალის მკაცრი მზერა არ აყოვნებდა ყოველ მის მოქმედებას.
სახე მის სახესთან მისწია ახლოს და ყურთან ჩასჩურჩულა
- ნუ ბრაზობ,რობაქიძე.. პროფესიონალი გამომძიებელი რომ იყო,ბევრი გამოცდილებაა საჭირო..
მისი ტუჩებიდან გამოსული ცხელი ჰაერი და სურნელი,რომელიც ერთმანეთში ირეოდა,მთლიანად გონებას რომ უბინდავდა,ეს უკანასკნელი თვალები დაეხუჭა,ტუჩები ოდნავ გაეპო და ნესტოებით ღრმად შეისუნთქა მისთვის მძიმე და ძალიან სასიამოვნო სურნელი.. სიცივე იგრძნო,როცა მამაკაცი წამიერად გაიწია,ხელი,რომელიც მისი წელის გასწვრივ ჰქონდა მიდებული კარებზე,აეღო და გულზე დაეწყო ხელები,გამომძიებელი მაშინვე გამოხილზდა,თვალები გაახილა და უფრო მეტად შერცხვენილს ლამის ცრემლები გადმოსვივდა თვალებიდან,როცა მამაკაცის ირონიულ ღიმილს შეეჩეხა.
ნიკაპი აუკანკალდა და კარები სწრაფად გააღო,მთელი სისწრაფით მოშორდა იმ ადგილს,ერთჯერადი ჭიქა გაავსო ბოლომდე ცივი წყლით და ერთი ამოსუნთქვით ჩაცალა.

* * *

ნახევრად მძინარე მამაკაცს და მთელი ღამის უძილოს,წინ ტვილდიანი აესვეტა,რომელიც მუშტებით დაეყრდნო რკინის მაგიდას და თვალები გაუსწორა მის შეშინებულ თვალებს.
- რას მიყურებ შე სი*ოოო?!
- რა ჩემი *ლე გინდა?
ტვილდიანმა თავი გააქნია,კამერას ახედა და ყველანაირად შეეცადა ნერვები მოეთოკა.
- ესე იგიი,სანდროს მოკვლა გინდოდა და ანასტასიას მოახვედრე,არაა?!
- უიი.. ანასტასიას მოხვდაა?
ქვედა ტუჩი გამობზიკა მამაკაცმა გაოცებული სახით. - რა ხიფათიანი გოგოა,სულ შარში როგორ ეხვევა ტოო?
- ეხლა კარგად მომისმინე შე *ლეო,ილოცე..
- ვილოცო?! ჩაეცინა ავალიანს
- ილოცე,რომ რაც შეიძლება დიდხანს გაგაჩერონ ციხეში..რადგან რომ გამოხვალ ცხოვრებას დაემშვიდობები,გაიგეე შე გან**ნო?!!!
- რა ტვინი მო**ანი?! მოვკალი ეგ შენი ტასო თუ რა?! პირადი ანგარიშსწორებაა,ეს არც შენ გეხება და არც შენ სიხარულს.. აბა ჰე,დავაი დაა*ვიე.
- მაგრად მკი*ია პირადი ანგარიშსწორებაა,ზოგადი თუ ფილოსოფიურ-მეცნიერული..ანასტასიას,ერთი თმისღერის ჩამოვარდნას არ შევარჩენ არავის,გაიგე შე სი*ო?
ჰოოო,ხვდები ხო?? თავი დააქნია ტვილდიანმა და მამაკაცის ყბას ჩაავლო ხელი,რომელსაც თითებს მთელი ძალით უჭერდა ლოყებზე,მაქსიმე კი ორივე ხელით ცდილობდა,მოეშორებინა.
- ეს ჩემი ბოლო სიტყვაა,ილოცე *ლეო, ი ლ ო ც ე...
ლამის კანში შეჭრილი თითები სწრაფად მოაშორა,სკამიდან წამოდგა და ოთახი დატოვა.
- რა ქენი?
წინ სამხარაძე აესვეტა,რომელიც ინტერესით კვდებოდა და პასუხის მოლოდინში თვალებში უყურებდა მამაკაცს.
- ველაპარაკე. მოკლედ,წაგიყვან სახლში,წავედით.
ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან,საჭესთან მოთავსდა და ტელეფონი მხარსად და ლოყას შორის მოიქცია. სამხარაძე კი მამაკაცს თვალებით ბურღავდა,ხვდებოდა სადაც რეკავდა და სიბრაზისგან ტუჩებს კუმავდა.
- ანასტასია,მაპატიე.. ვერ დაგირეკე,რომ გნახავ ყველაფერს მოგიყვები ჩემო სიცოცხლე,კარგი? შენთან ვიქნები ძალიან მალე.
- მე უკვე სახლში ვარ.
- რა?! გამოგწერეს?მოიცა რატომ არ დამელოდე?!
- აღარ მოგაცდინე,წუხანდელი ღამისგან დაღლილი იქნებოდი და გამოძინება დაგჭირდებოდა ძალების აღსადგენად!
მამაკაცმა საჭეს ხელი მიარტყა,პასუხად კი სამხარაძის შენიშვნა მიიღო.
- ნორმალური ხარ? ფრთხილად!
- აჰა,თინაც მანდ არის,არა?
- მოვალ და ყველაფერს აგიხსნი,გაიგე?!
- არ მოხვიდე,სამსახურში მივდივარ.
- რა სამსახურში?! რა ჯანდაბაა რას ჰქვია სამსახურში მიდიხარ დღეს დილით გამოგწერეს ანასტასია!!!!
- ბევრი საქმეები დამიგროვდა,შენთან ლაპარაკის დრო აღარ მაქვს,წავედი! ა ჰო,თიკუნა მომიკითხე.
- ანასტასია!!! ანასტასია?! ფუ შენი დედაც მოვტ*ან!!!
ტელეფონი წინ მიაგდო და თინას გახედა.
- რა იყო,იეჭვიანა? აკისკისდა ქალი.
- შენი ტრა*ის საქმე არ არის,აქ ჩამოდი.
- რაა?აქ ჩამოვიდე?!
- ხოოო ხოო აქ ჩამოდი საქმეები მაქვს!!!
მუხრუჭს მთელი სიმძლავრით მიაწვა და მანქანა გააჩერა,ქალს კარი გაუღო თავისივე ხელით,რომელსაც კიდევ ერთხელ ანიშნა გადასულიყო,სამხარაძეს მოთმინების ფიალა ავსებოდა,ლამის წივილ-კივილი ატეხა,მაგრამ მაინც დაჰყვა მის ნებას,კარები ძლიერად მიუხურა და რამოდენიმე წამში მხოლოდ მანქანის კვამლში გახვეულიყო.

______

ვიცი,ვიცი რომ ძალიან დავაგვიანე,მაგრამ მართლა ვერ შევძელი აქამდე დამედო პირადი პრობლემების გამო.. ბოდიშით და იმედია ისიამოვნებთ ახალი თავით. მიყვარხართ მე თქვენ



№1 სტუმარი სტუმარი Mziko

Araushavs chemo sayvarelo Roca mogixerxdeba mashin Dade me xoici sul dagelodebi. Rac sheexeba am tavs Minda is vtqva rom rac daimsaxures maqsimem da datam is miiges. Nu data ki mecodeba magram shurisdziebas at unda daebrmavebina .... Lile da aleqsandre ki aiii cecxlia Martla dzaan momwons sauketeso xar

 


№2  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი Mziko
Araushavs chemo sayvarelo Roca mogixerxdeba mashin Dade me xoici sul dagelodebi. Rac sheexeba am tavs Minda is vtqva rom rac daimsaxures maqsimem da datam is miiges. Nu data ki mecodeba magram shurisdziebas at unda daebrmavebina .... Lile da aleqsandre ki aiii cecxlia Martla dzaan momwons sauketeso xar

მადლობა მზიკო:*

 


№3 სტუმარი სტუმარი ნათია

მოგვენატრეეე, აჰა როგორც ვხედავ დემეს მამა ან თინა არიან გარეულები ტწოს დაჭრაში თუმცა რატომ მისწრებს ეს ენა? თინას რომ დემეს დათრევა უნდა და ინტრიგას ხლართავს , რად უნდა ლაპარაკი. დათას იმედია არ გამოუშვებ ციხიდან თუ არადა ისევ აირევა ყველაფერი, და მგონი ამ უკანასკნელის ჩადენას აპირებ, ხო არა?!ნუ რაღა მეთქმის...ხელები ამიწევია????, გენდობი????.ჰო და კიდევ მომენატრე, ????????????

 


№4  offline წევრი ლილილი

ბავშს გაჩვენებენ არა კვახი კიდე.ჯერ სიმართლე გაიგოს მართამ :|

 


№5 სტუმარი cota boroti

lile da aleqsandreee:))))aleqsandre momwooons ddd
ara lile ufro
tu aleqsandre
ara lile
nu raaaaa momwons da egaa ra
m i y v a r s <3<3<3

deme saertod sxva saqmea eg vafshe magaria
marta rom ar gatyda da maqsimem mainc ver moalbo magaze gavgijdi ise mesamovna<3<3
kai iyo
warmatebebi
agar daagviano
siyvarulit cota boroti<3<3<3:DDD

 


№6  offline წევრი SmileGirl

მომწონს ეს ისტორია თავისი ჩახლართვებით,დაძაბულობით და დემეთი.

კარგი თავი იყო.ბოლოს ტასოს ეჭვიანობა ხო საერთოდ.თინა,მიუხედავად იმისა რომ არ მომწონს ისტორიას უფრო საინტერესოს ხდის.ადვილად იკითხება და რაც მთავარია თუ დაიწყე თავს ვეღარ დაანებებ.მადლობა შენ ასეთი ისტორიისთვის და წარმატებები.
--------------------

 


№7 სტუმარი nino

Dzslian magaria ❤ magari xar shenc ❤ vekodebi sgemdeg tav ❤ (imedia male dadeeb) ❤❤

 


№8  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი ნათია
მოგვენატრეეე, აჰა როგორც ვხედავ დემეს მამა ან თინა არიან გარეულები ტწოს დაჭრაში თუმცა რატომ მისწრებს ეს ენა? თინას რომ დემეს დათრევა უნდა და ინტრიგას ხლართავს , რად უნდა ლაპარაკი. დათას იმედია არ გამოუშვებ ციხიდან თუ არადა ისევ აირევა ყველაფერი, და მგონი ამ უკანასკნელის ჩადენას აპირებ, ხო არა?!ნუ რაღა მეთქმის...ხელები ამიწევია????, გენდობი????.ჰო და კიდევ მომენატრე, ????????????

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას <3 <3 და მე როგორ მომენატრეეთ ჩემო საყვარელო?????* <3 <3
cota boroti
lile da aleqsandreee:))))aleqsandre momwooons ddd
ara lile ufro
tu aleqsandre
ara lile
nu raaaaa momwons da egaa ra
m i y v a r s <3<3<3

deme saertod sxva saqmea eg vafshe magaria
marta rom ar gatyda da maqsimem mainc ver moalbo magaze gavgijdi ise mesamovna<3<3
kai iyo
warmatebebi
agar daagviano
siyvarulit cota boroti<3<3<3:DDD

მადლობა,ჩემო ცოტა ბოროტო და ძალიან საყვარელოო,სულ მეცინება ხოლმე შენს კომენტარებზე^_^ :დდ <3 <3 <3 ამ ჯერზე ასე არ დავაგვიანებ გპირდებით
SmileGirl
მომწონს ეს ისტორია თავისი ჩახლართვებით,დაძაბულობით და დემეთი.

კარგი თავი იყო.ბოლოს ტასოს ეჭვიანობა ხო საერთოდ.თინა,მიუხედავად იმისა რომ არ მომწონს ისტორიას უფრო საინტერესოს ხდის.ადვილად იკითხება და რაც მთავარია თუ დაიწყე თავს ვეღარ დაანებებ.მადლობა შენ ასეთი ისტორიისთვის და წარმატებები.

პირიქით დიდი მადლობა შენ ჩემო კარგო,რომ კითხულობ და რაც მთავარია მოგწონს <3 <3 <3
უცნაური მე
კარგი იყო..
გპატიობ დაგვიანებას :დდ
ლილე და ალრქსანდრე ცოტა ძაან მომწონს <3
თიკუნას გავჩეჩავდი კარგად :დ
ანასტასიას ნუ მიეჭვიანებ რაა :დდ
მალე მინდა ახალი თავი..
მარიამი და გიო მინდა სემდეგ თავში
❤️❤️❤️

კი,აი შემდეგ თავშია მარიამისა და გიორგის მომენტები,მოკლედ ზუსტად მიმიხვდი :დდდდ <3 <3
და ჰო,მადლობა კიდევ ერთხელ <3 <3
nino
Dzslian magaria ❤ magari xar shenc ❤ vekodebi sgemdeg tav ❤ (imedia male dadeeb) ❤❤

ამჯერად ასე არ დავაგვიანებ და მალე დავდებ ჩემო თბილო,მადლობა <3 <3

 


№9 სტუმარი მკითხველი

სად დაიკარგე..... მომენატრე!!!!
ისტორიის ყველა გმირიც მომენატრა. ეს რა ''ინტრიგა'' იყო უფროსი ტვილდიანი რატომ შეხვდა?.....
მოკლედ კარგი იყო, შენ კი საუკეთესო ხარ და გელოდები:*:*:*

 


№10  offline მოდერი Queenofmoon

მკითხველი
სად დაიკარგე..... მომენატრე!!!!
ისტორიის ყველა გმირიც მომენატრა. ეს რა ''ინტრიგა'' იყო უფროსი ტვილდიანი რატომ შეხვდა?.....
მოკლედ კარგი იყო, შენ კი საუკეთესო ხარ და გელოდები:*:*:*

მეც თანაც ძალიან! ამდენი ხნით აღარ დავიკარგები <3! ძაალიან დიდი მადლობა ჩემო მკითხველოოო <3 <3

 


№11 სტუმარი სტუმარი მარი

Kargi iyo dzalian . Au agar daagviano ra dadeba kargi? Mogavenatra istoria. Velodebi shemdeg tavs. ♥♥♥

 


№12  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი მარი
Kargi iyo dzalian . Au agar daagviano ra dadeba kargi? Mogavenatra istoria. Velodebi shemdeg tavs. ♥♥♥

აუცილებლად,მარი<3 <3 ასე აღარ დავაგვიანებ <3 <3მადლობა დიდი საყვარელოო <3

 


№13 სტუმარი სტუმარი ლიკა

ძალიან კარგი იყო ლილე ძააან მომწონს ეს თიკუნა მოაშორე სანამ თმით ვითრიე :დდდდ საბოლოოჯამში რაც ამ ისტორიაში ხდება ძალიან მომწონს თავისი დაძაბული მომენტებით ველოდები შემდეგ თავსს დიდი სიამოვნებით <33

 


№14  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი ლიკა
ძალიან კარგი იყო ლილე ძააან მომწონს ეს თიკუნა მოაშორე სანამ თმით ვითრიე :დდდდ საბოლოოჯამში რაც ამ ისტორიაში ხდება ძალიან მომწონს თავისი დაძაბული მომენტებით ველოდები შემდეგ თავსს დიდი სიამოვნებით <33

დიდი მადლობა,ლიკა <3 <3!
შემდეგ თავს მალე შემოგთავაზებთ???? <3 <3

 


№15  offline ადმინი შამანი

არადა თინა თავიდან არ ჩანდა ეგეთი,ძაან ატეხილია,არამგონია კარგად წაუვიდეს საქმე smiling_imp
ხო ლილეს ურთიერთობაც საინტერესო ჩანს.
პ.ს.მაქსიმემ ჭკუა ვერ ისწავლა bowtie
ველი შემდეგ თავს. heart_eyes
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№16  offline მოდერი Queenofmoon

შამანი
არადა თინა თავიდან არ ჩანდა ეგეთი,ძაან ატეხილია,არამგონია კარგად წაუვიდეს საქმე smiling_imp
ხო ლილეს ურთიერთობაც საინტერესო ჩანს.
პ.ს.მაქსიმემ ჭკუა ვერ ისწავლა bowtie
ველი შემდეგ თავს. heart_eyes

რომ გეკითხა,პატარა ბიჭები მომწონსო და ატყდა ეხლა დემეტრეზე არა? smiley laughing
მალე დავბრუნდები ახალი და საინტერესო თავით heart_eyes

 


№17  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

როდის დადებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent