შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიება, შვებას არ ჰგვრის! (თავი 1)


2-09-2018, 00:24
ავტორი ქეთათო4
ნანახია 1 897

ბარიდან გამოსულმა სახე ნერვიულად მოისრისა და მანქანისკენ წავიდა, რომელიც იქვე გაეჩერებინა.
ვერცხლისფერ სედანს მალევე დაუჭირა მუღამი და ახლა უკვე ვეღარ შორდებოდნენ ერთმანეთს.
რთულ სიტუაციებში ყოველთვის ეხმარებოდა ამ მანქანის სიმძლავრე და სიჩქარე.
ახლაც არ დაუკარგავს დრო, სიჩქარის პედალს ბოლომდე მიადგა და მანქანა ერთიანად მოსწყდა ადგილს,
გიჟივით მართავდა საჭეს და ყველა მანქანას ეჭვის თვალით უყურებდა, თითქოს ყველაში წიკლაურს ხედავდა.
იქვე სანაპიროსთან გააჩერა და სწრაფად გადავიდა, იმდენად დაღლილი იყო, რომ იქვე ჩაიკეცა და ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოახერხა.
ორი ღამე არ ეძინა და მის ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ზუსტად ამ ორმა საშინელმა ღამემ ითამაშა.
ხელებზე ჯერ კიდევ წიკლაურის ბინძური სისხლი ჰქონდა შემხმარი , რომელიც სავარაუდოდ დანიდან გადმოვიდა, მაგრამ არ ნანობდა.
რვა წლიანი მუშაობის შემდეგ პირველად გაიმეტა ადამიანი მოსაკლავად, მაგრამ ეს არ ჰგავდა პირველ მკვლელობას, თითქოს კარიერის მანძილზე კვირაში მინიმუმ ორ კაცს მაინც უსწრაფებდა სიცოცხლეს.
ფიქრებში იყო გართული მობილური, რომ აწკრიალდა და მაშინვე დახედა მწვანედ განათებულ ეკრანს.
გურამის ნომერი ამოიკითხა თუ არა თითი მაშინვე გადაუსვა და მობილური ყურზე მიიდო
-შენ *იგ ხო არ გაქ ტო? ღრიალი მოესმა და უფრო დაიძაბა
-რა ხდება გურამ? სიმშვიდის ეტალონი იყო ეს კაცი განყოფილებაში და ახლაც არ არღვევდა ჩვეულებას.
-რატომ მოკალი ცოტნე? გეკითხები ამის დედას შევეცი. ტონს ვერ აკონტროლებდა ბაბლიანი
-მოდი დამშვიდდი ხო?
-შენი დის გამო არ გაქვს უფლება მოკლა ის ვინც მოგესურვება
-ყველას დედას შევეცი გასაგებია? ჩემი და და დიშვილი მოკლეს და მაგ ნაბიჭვრების სიცოცხლე სულ ფეხებზე! სათითაოდ მოვკლავ ყველას და თუ გინდა სამუდამო მომისაჯონ
-დამშვიდდი კარგი? მოდი ასე მოვიქცეთ, მითხარი სად ხარ და მოვალ!
-სანაპიროზე ვარ. უპასუხა თუ არა ყურმილი გათიშა და ქვიშაზე მუხლებით დადგა.
აღელვებულ ზღვას გაჰყურებდა, რომელიც სადაცაა ღრიალით გადმოეშვებოდა ნაპირებზე და ყველაფერს წალეკავდა.
მის თვალებში ბრაზი იკითხებოდა, რასაც კარგი არასდროს მოჰყოლია.
ცოტნე ჩხვიმიანი ყველაზე გამორჩეული კაცი იყო, თანაც სვანობა, რომ ბოლომდე გამჯდარი ჰქონდა ყველა უჯრედს, ეს უფრო გამორჩეულ მამაკაცად აყალიბებდა.
აი იცით როგორი იყო?
ოცდამეერთე საუკუნეში პრიზი, რომ დავაწესოთ "ყველაზე კაცი" ცოტნეს გარდა სხვა ვერ აიღებს დამიჯერეთ.
მისი სტილი, მანერა, საუბარი, გამოხედვა იმდენად სხვანაირია ვერ შეადარებთ ვერავის.
ყველა კაროლას ეძახდა.
ქალის სახელი არაა კაროლა, უბრალოდ დიდმა ბაბუამ შეარქვა და სამსახურშიც მუდმივად ასე მიმართავდნენ.
ფიქრებს წაეღო ჩხვიმიანი, სად არ ატარა და ბოლოს მაინც მისი დიშვილის გაფითრებულ სახეზე გააშტერა.
როგორი სუსტი იყო მაშინ ეს მთა კაცი ვერავინ აღწერდა, ღრიალებდა და ვერავინ აკავებდა მაგრამ მაინც ძალიან სუსტი იყო.
ზღვის ტალღას ჰგავდა კაროლა, ოღონდ აღელვებულს.


-გაგიჟდი? ფიქრებში გართულს უკნიდან გურამის ხმა შემოესმა და ნაცრისფერი თვალები შეანათა ჩხვიმიანს.
-ხო გავგიჟდი, ამის დედაც გავგიჟდი! ორი წლის წინ გავგიჟდი, მაშინ როცა ორ ანგელოზს მიწა მივაყარე გესმის?
-კაროლა შენ არ ხარ ასეთი! ტონს დაუწია და მღელვარე ტალღებს გახედა
-აბა როგორი უნდა ვიყო? სხვანაირი ვერ ვარ გესმის? ნიტას სახე, რომ მახსენდება უბრალოდ ვერ ვივიწყებ გესმის?
აცრემლებულ თვალებს ვერაფერს უხერხებდა ციტნე.
-ყველას დედა კაროლა, მე და შენ შევძლებთ ყველაფერს უბრალოდ გთხოვ წესებით ვიმოქმედოთ, იმ წესებით რომელიც ჩვენ გვაქვს.
ის ნაბიჭვრები საკადრისს მიიღებენ, გპურდები მთელი ცხოვრება იატაკს ვახეხინებ, თავს არ ავაწევინებ არცერთს უბრალოდ დამიჯერე გთხოვ.
-და ასე დავიბრუნებ მათ? გაბზარული სახით უყურებდა ბაბლიანს და შინაგანად უფრო ინგრეოდა
-ვერც მათი მოკვლით დაიბრუნებ შენს დას და ნიტას გესმის? უბრალოდ შენი წესებით ეთამაშე ყველას, ვაბშე და სათითაოდ იძიე ყველაზე შური ოღონდ სიკვდილი არა, მათთვის ეს გამოსავალია მათ მაბიჭვრულ საქციელს გაექცნენ, კაროლა გამიგე გთხოვ! ვერ დაგკარგავ არ შემიძლია გაგიშვა, წიკლაურის მკვლელობა თავდაცვას მივაწერე და უბრალოდ გაიარა მაგრამ სხვა დროს ვეღარაფერს ვიზამ.
შენი თავდები მე ვარ, თუ კიდევ რამე სისულელეს გააკეთებ ერთად შევკრავთ ბარგს.
-ჩემგამო წირავ თავს? ისტერიული სიცილო აუტყდა ორივეს და ცრემლებამდე გაგრძელდა ეს წამი.
თითქოს ერთად გაზრდილები იყვნენ მაგრამ, რეალობა ის იყო, რომ მხოლოდ და მხოლოდ ოთხი წელი იყო რაც ერთმანეთს გადაეყარნენ.
-კაროლა
-ხო კაი , მსგავსს არაფერს ვიზამ!
-აი ასეთს გიცნობ! გაუღიმა და სანაპირო ერთად დატოვეს.
----
მზის ამოსვლაზე გიჟდებოდა და მითუმეტეს როცა სვანეთში ისვენებდა ამაზე ლამაზს, ვერაფერს ნახავდა.
როგორც კი მზე ამოიწვერებოდა ფეხზე წამოდგებოდა და ფანჯარასთან გარბოდა, ხასიათში ჰქონდა გამჯდარი უკვე ეს ყველაფერი.
ერთი დღეც, რომ არ ენახა ალიონი გიჟს ჰგავდა და მთელი დღე უხასიათობა ბატონობდა მასზე.
ჩვეული დილა იყო, მაგრამ მზე ამოვიდა იმაზე ადრე ვიდრე ელოდა და ამან ცოტა იმედები გააუცრუვა.
ის დღე თავიდანვე ცუდად დაიწყო ნიკას ეკამათა და ხასიათი
წაუხდა.
ჩაის სვამდა ქვემოდან ნანას ხმა, რომ მოესმა
-ევა სტუმრები გვყავს!
ორჯერ გადაატრიალა თვალი და კიბეებზე ბუზღუნით დაეშვა მაგრამ როცა გურმი დაინახა ტაში შემოკრა და მეექვსე საფეხურიდან გადაფრინდა
-ბიძია! შეჰყვირა და კისერზე შემოხვია წვრილი მკლავები.
-ჩემო გადარეულო. კაცმაც თბილად მიიხუტა და ლოყები დაუკოცნა.
კიდევ დიდხანს არ მორჩებოდნენ ერთმანეთთან საუბარს და ფერებას ჩხვიმიანის ხველება, რომ არა.
ევას მზერა წამის მეასედში მოხვდა და თვალები ორჯერ დაახამხამა
-ალქაჯო, რას მოვესწარი!
-გველეშაპებთან მებრძოლი მოსულაა!
ხელები გადააჯვარედინა და სამზარეულოში გავიდა.
სამზარეულოში ფუსფუსი არასდროს ყვარებია, მაგრამ ცოტნესთან ყოფნას არჩია და ნანას ეხმარებოდა.
ქალმა ორჯერ დაახამხამა თვალი, რამე ხო არ მელანდებაო, მაგრამ როცა ორივე მცდელობის შემდეგ იგივე დაინახა, საკუთარ თვალებს დაუჯერა და ჭვიშდარის გაკეთება გააგრძელა.
და ვინ იყო ცოტნე ჩხვიმიანი ევალიასთვის?
მუდმივად გაურბოდა მასთან შეხვედრას, მიზეზი კი თავადაც არ იცოდა, უბრალოდ არ სურდა მასთან ყოფნა და მორჩა.
საკუთარ თავს მუდმივად გაურბოდა დვალი, თუმცა ეს რამდენად კარგად გამოსდიოდა ვერ ხვდებოდა.
სამი წლის წინ მომხდარს, უბრალოდ მის ბავშვურ ქცევას უწოდებდა ხოლმე და სიცილითაც კი იხსენებდა, როგორ გამოუტყდა საკუთარ გრძნობებში კაროლას.
შვიდი წლით უფროს კაცს დღემდე გულით დაატარებდა და ერთი წამით ვერ წყვეტდა მასზე ფიქრს, მაგრამ საბოლოოდ დანებდა მაშინ როცა კაროლამ გამოაცხადა შეყვარებული მყავსო.
მაშინ დაინგრა ყველა ოცნება ერთმანეთის მიყოლებით, და საბოლოოდ მწარე რეალობის წინ სულ მარტო აღმოჩნდა.
დღემდე არ იცის ვინაა ის "იღბლიანი" ცოტნეს, რომ შეუყვარდა რადგან არასდროს უნახავს.
სადაც ისინი დადიოდნენ, დვალი იქ არ ჩნდებოდა და მარტივად, რომ გითხრათ ერთმანეთს არსად გადაყრიან.
სულ ორი თვის წინ შეიტყო, რომ კაროლა მარტო იყო და არც არავისთან ყოფნას ფიქრობდა.
გული იმდენად ეტკინა, რომ ყველაფერს გადააბიჯა და ახალი დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო მის გარეშე, ასე უკეთესი იყო.
ბევრად თავისუფალ ადამიანს ჰგავდა ევალენია და მეტიც ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარიცი იყო.
გრძნობების, ემოციების გარეშე რაც ყველაფერს უადვილებდა, მაგრამ ეს მხოლოდ სხვებისთვის არავინ იცოდა რა ხდებოდა მის გულში.

მისაღებში ისხდნენ და უბრალოდ ჰორიზონტს გაჰყურებდნენ, ჩხვიმიანის მობილური, რომ ამღერდა და მაშინვე დახედა ნომერს
-ვინაა? აზრზე მოიყვანა ხმამ გურამი და ცოტნეს მიაჩერდა
-ის ბუთბაიაა! თვალები სიბრაზისგან დააკვესა და მობილური მოისროლა
-უპასუხე იქნებ..
-არა გურამ არა! ჩემი გასულელება ასე მარტივი არაა და ამან ყველანაირი ხერხით ახალი სირობა ისტორიაა შეთხზა და ტიპმა კინაღამ დამაჯერა რომ ჩემი და არც მოუკლავთ დ მითუმეტეს! ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, ვერასდეოს ამბობდა იმას რომ მისი და გააუპატიურეს ამის ძალა უბრალოდ არ ჰქონდა.
გურამი ადგილიდან არ განძრეულა, გაცოფებულ კაროლას უყურებდა და აანალიზებდა ყველაფერს.
ასე მარტივი აღარ იქნებოდა მისი გაჩერება, ახლა უკვე დაჭრილ მხეცს ჰგავდა ცოტნე, რომელოც იქ დაჭრეს სადაც აკრძალული იყო.
----
ეს ჩემი პიროველი "მოთხრობაა" რომელიც 2 წლის წინ დავწერე და სადღაც შევინახე, მაგრამ რატომღაც ისევ ვიპოვე.
მომინდა თქვენთვის გამეზიარებინა და თქვენი ემოციები, შთაბეჭდილებები მომესმინა.
უამრავი შეცდომაა ალბათ მაგრამ რავიცი...
აი ასეთია ჩემი ხასიათობრივი მოთხრობა.
ყველაფერი ჩემებურია და ვერავინ დამდებთ ბრალს, რომ რამეს "ვიპარავ".
ხო კიდევ "შრამიანი გაგრძელდება თუმცა სულ ცოტა დრო მჭირდება ყველაფერი დავალაგო, ნუ 5-6 დღე, რომ თავები უფრო დალაგებულად დავწერო და გაუგებრობა აღარ იყოს.
მანამდე კი უბრალოდ თქვენი ნებისმიერი შთაბეჭდილება მაინტერესებს.
მიყვარხართ ძალიან!



№1 სტუმარი სტუმარი Kristi

Sainteresoaa imedia gaagrdzeleb... ????????

 


№2  offline წევრი ნენეე

მახსოვს, მე შენ და ირმა დეიდა ვისხედით იატაკზე.
უცბად, რომ აღრიალდი მუზა მეწვიაო და ეს დაწერე.
რომ მაკითხებდი თვალებში ჭინკები გიხტოდნენ და სულ იმას მიმეორებდი "ჩემგან ქალი დადგებაო"
ქალი კი არა ქალი პიროვნება დადგება კვიცუნი❤
მიყვარხარ ბუს და უზომოდ მენატრები❤
ჩემი სიყვარულის უშრეტი ენერგია ხარ????
--------------------
ნენე გასვიანი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent