სხვისი შვილები (I)
-ანუკი, დე, დაგირეკავ ხოლმე კარგი? - ქალის ტირილამდე მისულმა ხმამ სულ ოდნავ შეაკრთო ბარგის ჩალაგებაში გართული ანა. -მე თვითონ დაგირეკავ ხოლმე, მართლა. -არ მომატყუო, დე, თორე ფეხით ჩამოგაკითხავ ხო იცი? -კარგი, ქალო, ნუ შეაღონე ბავშვი. დავრეკავო, ე.ი. დარეკავს. - ნაზად გადაუსვა თავზე ხელი და გულზე მიიკრა მისი კომენტარით განაწყენებული ცოლი. თვითონაც კანში ძლივს ეტეოდა ნერვიულობისგან, მაგრამ ცდილობდა ორივესთვის ძლიერი დასაყრდენი ყოფილიყო. არ უნდოდა შვილის ასე გაშვება, არადა იცოდა ასე იყო საჭირო. *** ოთახში შესვლისთანავე ჩანთაში სათუთად ჩაკეცილი ბალიშისპირი მოძებნა, უკვე პროფესიონალურად წამებში გადააკრა ისედაც ახლადგამოცვლილ ბალიშს და ნეტარად მიესვენა საწოლზე. გართულება ჰქონდა ასეთი. გარშემომყოფები სულ დასცინოდნენ. უცხოს იტანდა ყველაფერს ბალიშის პირის გარდა. სადაც არ უნდა წასულიყო ყველგან თავისი დაჰქონდა. ზედმეტად არაკომფორტული რომ არ ყოფილიყო, ალბათ საკუთარი ბალიშითაც ივლიდა. წამოჯდომა დაეზარა, თითქოს დაღლილობისგან აღარც შეეძლო, ამიტომ ადგილიდანვე მოეპოტინა ჩანთას ტელეფონის ასაღებად. -ჩამოვედი, დე, კარგად ვარ. -როგორი ხმა გაქვს, დაიღალე ხო? -ცოტა, ხშირად ვჩერდებოდით გზაზე, სურათების გადაღება უნდოდათ სულ მგზავრებს და... -მაგიტომ გითხარი წაგიყვანს-მეთქი მამაშენი. -ცოდო იყო მარტო უკან დასაბრუნებლად. მაგან წამომიყვანოს მერე. - ღიმილს ვერ იკავებდა დედის ქოთ-ქოთზე. -რატო ამან მეც წამოვყვები. -ნინამ ისე შეიცხადა, მამა-შვილს ერთდროულად აუტყდათ სიცილი. -კაი, დე, წავედი მე. დღეს აღარ დაგირეკავთ იცოდე. -კაი, ანუკი. დე, ჭამე არ დაგავიწყდეს. ვაიმე, როგორ არაფერი არ წაიღე აქედან, მანდ რა უნდა ჭამო? -ვნახავ რამეს შენ არ ინერვიულო. - ისევ გაეცინა დედის გადამეტებულ მზრუნველობაზე. - კაი, ძილინებისა. ღამეებს ნუ გაათენებ ახლა როგორც იცი ხოლმე, მე კარგად ვარ. თქვენც დაისვენეთ ცოტა. ტელეფონი გათიშა თუ არა, ღიმილიც გაუქრა სახიდან. ისე ეზარებოდა, მაგრამ მაინც მოაწესრიგა ოთახი. *** სველი თმით იჯდა ძალიან მყუდრო ვერანდაზე და ხის ძალიან სადა მოაჯირზე რიკულებს ითვლიდა გონებაში. მესაემდ სცადა და ბოლომდე მაინც ვერ დათვალა, სადღაც შუაში ყურადღება ეფანტებოდა და ახლიდან უწევდა დაწყება. არ დაუნახავს, მაგრამ იგრძნო, ვიღაც დაჟინებით უყურებდა. შეშინებულმა მოავლო თვალი იქაურობას. ვერაფერი დაინახა, სრული სიწყნარე იყო გარშემო. მხოლოდ დაბლა სართულიდან გაისმა აშაკარად ახლადმოსული სტუმრების ხმა; ოთახში შებარგებას ცდილობდნენ და თან ერთმანეთს აჩუმებდნენ ვინმეს არ ეძინოსო. ინსტინქტურად დახედა საათს, 22:17. მალევე ფეხის ხმა გაიგო, ვიღაც აშკარად ჩუმად და თან სწრფად კიბეებზე ამოსვლას ცდილობდა. მომსახურე პერსონალის ერთ-ერთი გოგონა ამოიცნო. თბილად გაუღიმა და ისევ მთებისკენ შეტრიალდა. ერთ-ერთი ოთახის კარზე მსუბუქად დააკაკუნა და შიგნით მყოფს სულ ოციოდე წამით თუ გაესაუბრა. ისევ ის დაჟინებული მზერა იგრძნო, მაგრამ შემობრუნებულს მხოლოდ კიბეებისკენ ჩქარა მიმავალი გოგონა შერჩა. ფართე ღიმილი შეანათა ანას და ისევ სწრაფად და უხმაუროდ ჩაიარა კიბეები. უკვე თენდებოდა ოთახში რომ შევიდა. სიცივისგან თავი სტკიოდა და ხელის თითებს თითქმის ვეღარ გრძნობდა, მაგრამ მთელი ღამე გარეთ ჯდომა ერჩია საწოლში გაუნძრევლად წოლას და დაძინების უშედეგო მცდელობას. წამლები დარჩა. ან დატოვა. თვითონაც არ იცოდა ზუსტად რომელი. *** სხვების დროით სასადილოდ და ანას დროით სასაუზმოდ ჩასულს ისეთი სასიამოვნო ყავის სუნი ეცა ცხვირში, არც კი დაფიქრებულა პირდაპირ იმ მიმართულებით წავიდა, საიდანაც სუნი მოდიოდა. კუთხის მაგიდა დაკავებული იყო, არადა როგორ უყვარდა კუთხეში ჯდომა. მიმტანმა საუზმე ღიმილიანი სახით დაუდგა წინ და წამით ადგილზე შეჩერდა. ეტყობოდა რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ ბედავდა. -გისმენთ? - ისეთი ღიმილიანი სახით უთხრა მიმტანს, გოგონა უფრო დაიბნა და ისედაც წითელი ლოყები უფრო აუღაჟღაჟდა. -იცით, ცუდად არ გამიგოთ. პირველ რიგში, ბოდიში უნდა მოგიხადოთ ამას რომ გეუბნებით. გუშინ ვერანდაზე დაგინახეთ, სავარძელში იჯექით. იცით ბოლო სართული ასეთ დროს სულ დაკავებულია ხოლმე, არავის არ ვუშბებთ საერთოდ, მეპატრონე რჩება მხოლოდ. ბავშვი ყავს პატარა სასტუმროს მეპატრონეს და როგორ გითხრათ...ეგ სავარძელი მამა-შვილის საკუთრებასავითაა. ღამე სულ მანდ სხედან და ისე აძინებს. სხვანაირად ბავშვს უჭირს ძილი, მიეჩვია უკვე. თავხედობაში ნუ ჩამომართმევთ, უბრალოდ ბატონი დემეტრე თვითონ არ გეტყვით და ბავშვია ცოდო. მხოლოდ დღის მაგ მონაკვეთში რომ არ დაიკავოთ ხოლმე ეგ კონკრეტული ადგილი ვერანდაზე. - მანამ მონოლოგს დაამთავრებდა ბროწეულივით გაწითლდა საწყალი გოგო და ბოლოს წამებში გადაფითრდა. ანა ისე შეწუხდა მოსმენილით, აქეთ უხადა ბოდიშები და მადლობები ერთდროულად ღიმილად დაღვრილ მიმტანს და დაპირდა სულ აღარ გავეკარები მაგ ადგილს ოღონდ ბავშვი იყოს კარგადო. **** მეორე დღეს კიბეებზე ადიოდა ფრაზა "ბატონო, დემეტრე" რომ მოხვდა ყურში. დემეტრედწოდებულმა მამაკაცმა სულ 2 ნაბიჯით აასწრო კიბეებზე, მაგრამ რაღაც გაახსენდა აშკარად და უცებ ისევ ქვემოთ დასაშვებად მობრუნდა. რამდენიმე საფეხური უკვე ჩავლილი ჰქონდა ანამ რომ მოაბრუნა. -ბატონი დემეტრე თქვენ ხართ? -მიმტანის მსგავსად მასაც ჭარხლისფერი ედო სახეზე. მამაკაცის თანხმობაში მცირედი დაბნეულობა და გაურკვევლობა ამოიკითხა, ამიტომ სწრაფადვე მიაყარა სათქმელი. -არ ვიცოდი თქვენი ადგილი თუ იყო. -კიდე უფრო დააბნია მამაკაცი ამ ფრაზამ. -2 დღის წინ ვერანდაზე სავარძელში გავათენე ფაქტობრივად და არ ვიცოდი ეს თქვენი ადგილი თუ იყო. -დასჯილი ბავშვივით თავდახრილმა და დარცხვენილმა მიანიშნა სავარძლისკენ. იმედია ბავშვს კარგად ეძინა და ჩემ გამო პრობლემები არ შეგექმნათ. -თქვენ ჩემ შვილზე არ იდარდოთ, ორივეს მშვიდად გვეძინა. -მამაკაცის ბოხმა ბარიტონმა ადგილზე გაყინა. არაადამიანურად სასიამოვნო ჟღერადობის ხმა ჰქონდა. წამით ვერც დაიჯერა რომ მის წინ მდგომი ადამიანის ხმა იყო. ირონიაც კი ისე სასიამოვნოდ მოხვდა ყურში დაუფიქრებლად გაუღიმა მამაკაცს. - და ბოდიში საჭირო არაა. ყველას ეკუთვნის ეგ ადგილი, მარტო ჩვენ არა. - მარტივი შესამჩნევი იყო მობოდიშებით გამოწვეული გაღიზიანება. დაბნეულმა ისევ გაუღიმა და თავისი ოთახსიკენ წავიდა. ვერაფრით გაიგო ბოლოს მაინც რატომ არ გაუღიმა. ისე იყო თვითონ ღიმილს მიჩვეული, სხვებისგანაც რატომღაც იგივეს ელოდა. ბოლო 1 საათის განმავლობაში საწოლის კიდეზე მიყრდნობილი იჯდა. ვერაფრით ვერ იძინებდა და ისევ თავის წამლებზე ეფიქრებოდა. იცოდა, მხოლოდ წამლების ტუმბოზე დადებაც კი საკმარისი იყო მშვიდად დასაძინბლად და ეგ აგიჟებდა. ფსიქოლოგიური მომენტიაო უმეორებდა თავს და ძალიან უნდოდა თავისით დაეძლია. არადა ახლა ერთი აბი მაინც რომ ჰქონოდა, მხოლოდ ერთი აბი... დიდი ხნის მერე დაეძინა. სულ 15 წუთით. 15 წუთის შემდეგ ისევ იმ კადრებმა გააღვიძეს. ძილში წამოსული ცრემლები გაბრაზებულმა მოიწმინდა და სუნთქვის დარეგულირებას ეცადა. უკვე მერამდენედ დარწმუნდა, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო მარტო წამოსვლა. ფეხაკრეფით გავიდა ვერანდაზე და ერთ-ერთ კუთხეში, საიდანაც მთელი აივანი ჩანდა, მიწაზევე მოკალათდა. სუფთა ჰაერმა კიდევ უფრო გამოაფხიზლა და წამით ინანა გარეთ გამოსვლა. ახალი გამოსული იყო კიბეებზე ამომავალი დემეტრე რომ დაინახა. პლედში გახვეული მძინარე ბავშვი ეჭირა ხელში. შორიდანვე შეამჩნია კუთხეში მიყუჟული ანა. არ ესიამოვნა ძირს მჯომის დანახვა. ან შეიძლება ცარიელი სავარძლის დანახვა, უცებ ვერ მიხვდა. შორიდანვე მარტივად აღიქვა გოგონას ცრემლიანი თვალებიც. უხმოდ შეიყვანა ბავშვი ოთახში, საწოლში ჩააწვინა და თითქმის ინსტიქტურად გამობრუნდა ვერანდაზე გოგონას სანახავად. ისეთი შემართებით წავიდა ანასკენ, ცოტა შეაშინა კიდეც. ესეც შეამჩნია... ფეხმორთხმით დაუჯდა გვერდით და რაღაცნაირად იმედიანად გაუღიმა, ოღონდ, მაინც შეკრული შუბლით. -სავარძელში რატომ არ ზიხარ? -მარტივი კითხვა იყო, არადა ისეთი ინტონაციით ნაკითხი, ანას ეგონა დემეტრე მის რამეში გამოჭერას ცდილობდა. -არ მინდოდა. -რატომ? -უბრალოდ არ მინდოდა. - მხრები ისე აიჩეჩა თითქოს ამით ცდილობდა პასუხის დადასტურებას. -დიდი ხანია ასე ხარ? -არაა. - ხვდებოდა რომ დემეტრე დიალოგის წამოწყებას ცდილობდა, მაგრამ ამაზე უკეთეს პასუხებს უბრალოდ ვერ სცემდა. ხმა აღარ ამოუღია არცერთს. ასე ისხდნენ, ფეხმორთხმით, სიჩუმეში რიჟრაჟამდე. ერთმანეთისთვის არც კი შეუხედავთ. ენითაღუწერლად არაკომფორტულად გრძნობდა ანა თავს, მაგრამ ოთახში შესვლაც არ უნდოდა. დემეტრე ხვდებოდა როგორ გავლენას ახდენდა გოგოზე და ამით გახალისებული ღამის გათენებაზეც კი თანახმა იყო. მოსწონდა ეს სიტუაცია... გადაშლილი წიგნივით იყო ანა და დემეტრეს კითხვა ჯერ დაწყებულიც კი არ ჰქონდა. ___ ზედმეტად ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დავბრუნდი. კარგი ყოფილა ისევ წერა. :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.