შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უნებლიე შეცდომა (14 თავი)


2-09-2018, 16:54
ავტორი naattii
ნანახია 4 311

კიდევ ერთი საათი იყო გასული დაჩის მობილური უცხო ნომრით რომ ამღერდა, მიხვდა ვინც იქნებოდა, ირგვლივ ანიშნა ბიჭებს და დემნამ მაშინვე გადარეკა აიტი განყოფილებაში.
-გისმენთ_ხმამაღალზე ჩართო და აკანკალებულმა დადო ტელეფონი მაგიდაზე.
-შენზე ბრაზიანი ცოლი გყოლია ბატონო დაჩი, ასე დარტყმა შენ ასწავლე?
-ეგ წინასწარ უნდა გცოდნოდა ნაბი*ვარო_სიამაყე ისმოდა დაჩის ხმაში -ლილია ჩვეულებრივი ქალი არ გეგონოს, ის ჩემი ცოლია.
-ხოოო, მაშინ რატომ ჩაულურჯდა დანარტყამი ჩვეულებრივი ქალივით?_ხმა მეორდებოდა, როგორც ჩანდა ის კაციც გოგონებს ასმენინებდა ყველაფერს.
-ახლა კარგად მომისმინე_იმდენად მშვიდად დაიწყო დაჩიმ კაცს გაცრა შიშისგან -გაგებული გაქვს და იცი ვინც ვარ, ამიტომ პირდაპირ გეტყვი და კარგად დაიმახსოვრე, ის რასაც ნებისმიერი გოგოს სხეულზე დავინახავ, ორმაგად დაგიბრუნდება, საკუთარ შვილს გეფიცები გიპოვი და ჩემ ცოლზე ერთი ხელის აწევას სამად დაგიბრუნებ, ხომ იცი რომ გიპოვი? ხომ იცი რომ ცოლებზე გადასვლა არ შეგრჩება? ამას მე გპირდები და ილოცე საერთოდ ცოცხალი გადამირჩე, ჩემ ცოლს დაარტყი? მაშინ იცოდე ეგ ხელი უკვე შენ არ გეკუთვნის, ახლა სანამ მოთხოვნეს წამოაყენებ რომელიმე დაგვალაპარაკე.
-რომელი გინდათ?_დადაბლებული გაისმა ტელეფონში კაცის ხმა და გიორგის მწარედ ჩაეცინა მის შიშზე. -შენი ცოლი ჯერ კიდევ... ამ, გათიშულია.
-მე შენ გაჩვენებ როგორ უნდა ქალზე ისე დარტყმა, რომ გაითიშოს, ნათია დაგვალაპარაკე_ კბილები გაუღრჭიალდა დაჩის ცოლზე გაგებისას და გოგის სახის გათვალისწინებით ეს გოგო აირჩია. მაშინვე წამოიწია სასოწარკვეთილი სახით გოგი და ტელეფონს დააჩერდა.
-გიორგი_პირველად მიმართა გოგომ სრული სახელით და გოგის ტანში გაცრა მისი აცრემლებული და აკანკალებული ხმის გაგონებისას.
-ნახევარი საათი გავიდა საყვარელო, დაგაგვიანდა_მთელი ძალა დასჭირდა ხმა რომ ამოეღო.
-მაპატიე, როგორც ყოველთვის მართალი იყავი_ცრემლების მეორე ტალღა წამოუვიდა გოგოს.
-ხომ იცი რომ გიპოვით?_მუქარა გაისმა კაცის ხმაში.
-მიყვარხარ ბოს, რაც არუნდა მოხდეს მიყვარხარ უჟმურო.
-გეყოთ ჟღურტული_მოფერიანებულმა გააწყვეტინა გამტაცებელმა. -მოთხოვნა ერთია და თქვენც იცით. ტავარი თავის ადგილზე დააბრუნეთ დღის ბოლომდე, თორემ ჯეირანით გავარკვევთ რომელი რომლის ცოლს გაჟ*იმავს გასაგებია? საღამოს დავრეკავ._წყვეტილი ზუმერი გაისმა, რომელსაც დაჩის ღრიალი მოყვა. მთელი ძალით დაარტყა მუშტები მაგიდას და ყველაფერი ერთი ხელის მოსმით ძირს გადაყარა.
ვერ წარმოიდგენდა ლილიას თუ ვინმე შეეხებოდა, ახლა რომ იმაზე დაეწყო ფიქრი ლილიას რაც გაუკეთეს ვეღარავინ დააკავებდა. მის გოგოს, ცოლს, ყველაზე საყვარელ ქალს შეეხნენ და იცოდა, რომ შურს იძიებდა. მკაცრი სახით და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა კაბინეტი და მახოსკენ წავიდა.
-მითხარი,რომ რამე გაქვს.
-ანუ სერიოზულადაა საქმე_თავისთვის ჩაილაპარაკა სათვალიანმა ბიჭმა და კომპიუტერს მიუბრუნდა -ვიღაც ბობოლები არინ დაჩი, მბლოკავდნენ და ბოლომდე ვერ მივყევი, მხოლოდ ის მაქ რომ წყალტუბოშ არიან, ნუ დაახლოებით დასავლეთ გასასვლელისკენ, უფრო ზუსტი არ მაქვს.
-გასაგებია, მადლობა მახო_მაშინვე დატოვა კომპიუტერების ოთახი და გასასვლელისკენ წავიდა, კაბინეტში არც შესულა ისე დაიწყო ბრძანებების გაცემა -4 საპატრულო ეკიპაჟი მჭირდება ჩემთან ერთად მოქალაქეებად გადაცმული, დანარჩენები თავიანთი მანქანებით წყალტუბოში განაგრძობენ პატრულირებას, ქალაქში 5 მანქანა დატოვეთ, როგორმე გაძლებს ორი საათი ასე ქუთაისი. ბიჭები უკვე მანქანებთან უცდიდნენ, კაბინეტიდან დაგრაგნილი ფურცელი გამოიტანა და მათთან მივიდა. მაშინვე წყალტუბოსკენ წავიდნენ, ხმას არცერთი იღებდა, სამარისებული სიჩუმე ჩამოწოლილიყო მანქანაში, ყველა თავის ფიქრებში გახვეულიყო, ყველას თავის ცოლზე ფიქრები არ ასვენებდათ, ყველა მხოლოდ მათ გადარჩენაზე და უვნებლად დაბრუნებაზე ფიქრობდა. ამბობენ განშორების შემდეგ ხვდები ადამიანი რამდენად ძვირფასი ყოფილაო, თუმცა არა მათ შემთხვევაში, თავიდანვე იცოდნენ რასაც გრძნობდნენ, გოგის ავტომატურად ახსენდებოდა გულუბრყვილო შეყვარებულის უაზრობებზე ლაპარაკი და ოცნებობდა კიდევ როდის მოისმენდა. დემნა ნატალის გაბრწყინებულ თვალებზე ფიქრობდა და მოკვდებოდა რომელიმე სხივი მაინც ჩამქრალი რომ დაენახა. გიორგიმ ცრემლი ვეღარ შეიკავა, როცა გაახსენდა მოცინარი ნინა გაბრიელთან მთელი გულით მოთამაშე მგელობანასთვის რომ დარბოდნენ. დაჩი ყველაზე ცუდად იყო, მის სიყვარულს ვერცერთი საზღვარი იტევდა, ყველაფრისგან დაცლილი მხოლოდ ქალზე ფიქრობდა და იცოდა, რომ ვეღარ იარსებებდა. აი ასე, უბრალოდ ამ ცხოვრებიდან წავიდოდა, სხეულს შეიძლება ევლო, ემუშავა, მაგრამ თითონ ვეღარ იარსებებდა, მისთვის ცხოვრება ამ ჯიუტი, გაუგონარი და მეამბოხე ქალით იწყებოდა და მთავრდებოდა. ფიქრებში არც დაუნახავთ როგორ ამოუდგა უკან 4 მანქანა და ბოლომდე მიყვებოდნენ.

დასავლეთის მხრიდან წყალტუბოს დიდი ტყე ეკვროდა, გაჩერებული მანქანის კაპოტზე გაშალა დაჩიმ კაბინეტიდან წამოღებული ქაღალდი, რომელიც ქალაქის რუკა აღმოჩნდა, ამ დროს მიყოლებით გააჩერეს კუდში ჩამდგარმა ბიჭებმა მათ უკან 4 მანქანა და გვერდით ამოუდგნენ.
-აქ სულ ტყეა, მაგრამ ძველი ლტოლვილების ბინები უნდა იყოს ნანგრევებად დარჩენილი, აი კერძოდ ოთხი. მხოლოდ ტყის მხრიდან შევძლებთ მისვლას, ისე დაგვინახავენ_ყველას ამოხედა დემნამ და იარაღი შეიმოწმა. შემდეგ კი თვალი თავის მოწმობას მოკრა, ცივად მოიძრო და მანქანაშივე მიაგდო.
-ჩემს ფიქრებს კითხულობ_დაჩიმაც მოიძრო თავისი და მანაც იქვე მიაგდო -მე აქ ცოლის დასაბრუნებლად ვარ და არა სამსახურეობრივი მოვალეობის გამო, თუ რომელიმეს არ მოგწონთ გზა იქეთაა_აღელვებულმა ანიშნა ბიჭებს და დაინახა როგორ მოიცილა გიორგიმაც თავისი. ბიჭებმა თანხმბა იარაღის გადატენით თქვეს და უფროსებს თვალებში მიაჩერდნენ.
-ძალიანაც კარგი_თავი დაუკრა დემნამ -დავიწყეთ.

-ლილია, გაიღვიძე რა ლილ, გთხოვ რა_სასოწარკვეთილი ეძახდა ნათია. ნატალისაც ჩამოუვარდა ცრემლები და ფიქრობდა როდის შეძლებდა დემნა მის ნახვას. ნინა ახალი გაღვიძებული იყო და ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ იაზრებდა ყველაფერს. ნათიას ძახილზე ქუთუთოები შეარხია ქალმა და მალევე მოვიდა გონზე.
-ჯანდაბა, რა დარტყმა ქონია ამ ნაბი*ვარს_ძირს გადავარდნილმა მიმოიხედა და უცებ თვალი მუცელზე გაუშტერდა. -ვაიმე ვინმემ მითხარით წამოსულ სისხლს ხედავთ? ნათია, შენ მიყურებ ზურგიდან, წამოსულ სისხლს ხედავ? ჯანდაბა, დაიწმინდე ცრემლებიდან თვალები და სანამ საღი აზრი შემრჩენია დამათვალიერე, გთხოვ, ოღონდ სისხლი არ დაინახო რა_ახლა უკვე ლილიაც გადავიდა ტირილზე.
-არა, არა, სუფთად ხარ, დამშვიდდი სისხლი არ ჩანს, მხოლოდ ტუჩი გაქ გახეთქილი.
-ტუჩს ვინ დაეძებს, მთელი სახე გამხეთქვია თუ უნდა, ღმერთო ესეიგი ჯერ კიდევ ჩემთანაა_ძალაუნებურად გაეღიმა და ახლა უკვე შვების ცრემლებით დაენამა სახე.
-მოიცა, შენ რა..... _თვალები გაუფართოვდა ნინას.
-ხო, მეორე კრუგზე წავედი, და დიდი იმედი მაქვს დემეტრეზე წყნარი იქნება, თუმცა მანამდე უნდა შევინარჩუნო.
-ჩემ ხელებთან ახლოს ხარ კბილებით მომწვდები?_ზემოდან დახედა ნატალიმ და ბაწარზე ანიშნა.
-მემგონი ფილმში გგონია თავი ადამიანო, მასე მაგარიც არ ვარ ნატ, მაგრამ მოიცა აბა_ოდნავ გაიწია ნატალისკენ და მანაც რაც შეეძლო დაბლა დაწია ხელები, საშინლად ტკიოდა სკამზე ასე დაჭერილი ხელები, მაგრამ ახლა მთავარი იყო ლილიას საწადელი აესრულებინა.
-ვაიმე პირველი ნასკვი გავხსენი, ღმერთო მართლა გავხსენი, არც კი მჯერა, მიდი ნატ მოშვებული ინება ეხა.
-შეუდარებელი ხარ_ხითხითით გაითავისუფლა ხელები ნატალიმ და ფეხებს დაწვდა. ბედნიერების სიცილი წასკდათ ქალებს. გათავისუფლებულმა პირველი მაშინვე ლილიას მივარდა და ის გამოაძვრინა მარწუხებიდან, შემდეგ ნატალი ნინას მივარდა, ლილია ნათიას. ახალი წამომდგარი იყო ფეხზე ნინა ნაბიჯების ხმა რომ გაისმა. მოდიოდნენ.
-ორი წუთი გვინდოდა ამის დედაც_ხელები თავზე შემოიწყო ნატალიმ და ჯერ კიდევ დაბმულ ნათას და წაქცევისგან ფეხ მტკივან ლილიას გამოხედა. -რა ვქნათ?
-რა უნდა ქნათ? წადით, მე მაინც შეგაფერხებთ და ჩავვარდებით, ჯობია ჩვენებს მიაწვდინოთ ხმა, მთელი ძალით გაიქეცი.
-გაგიჟდი? არ მიგატოვებ_წამში წამოენთო და და დაქალი ლილიას, მაგრამ დრო არ ითმენდა.
-დროზე, ყველას აქ ყოფნას წადით და გადაგვარჩინეთ. მალე თითქმი ამოვიდნენ.
არც კი ჯეროდათ რომ უჯერებდნენ, მაგრამნ ხვდებოდნენ ეს იყო გამოსავალი, ბიჭებს დაუკავშირდებოდნენ და მალე მიაგნებდნენ. ახლა მთავარი ერთ-ერთის გადარჩენა იყო. მაშინვე ისკუპეს მეორე სართულიდან და ოდნავი წამოკივლების დაეცნენ ბალახზე. მთელი ძალით გაიჭრნენ ტყეში და არცერთი იმჩნევდა ტკივილს.


საათნახევარი იყო გასული რაც ბიჭებმა ძებნა დაიწყეს, ერთი დანგრეული ბინა ქონდათ შემოწმებული და სამი იყო დარჩენილი წინიდან ხმაური რომ შემოესმათ. დაჩიმ ყველას დამალვა უბრძანა და თვითონ გოგის დატენილი 9 კალიბრიანი მიაწოდა. ეჭვით დახედა კაცმა წარსულში საყვარელ ნივთს და გამორთმევა გააჭიანურა, თუმცა ნათიას გახსენებაზე აღარაფერი უფიქრია, მაშინვე გმოართვა, შეამოწმა და მოქნილად გადატენა.
-სწრაფად ნინა_მალევე იცნო დემნამ სასურველი ხმა და სიხარულისგან შეყვირა
-ნატალი.
-ღმერთო, დემნა აქ ხარ?_გახარებულა ჩაეხვა ქმარს და ვეღარავის ამჩნევდა ირგვლივ. გიორგიმაც მალე იგრძნო საყვარელი ქალი ახლოს და შვებისგან თვალები მიელულა.
-ლილია?_ქმარზე მიხუტებულს ჩაესმა ნატალის და ცრემლები მოიწმინდა.
-არ წამოვიდა, ვერ წამოვიდა, ფეხი ტკიოდა შეგაფერხებთო, თან ნათიას ბაწრის გახსნა ვერ მოვასწარით და გამოგვიშვა ჯობია ბიჭებს მიაწვდინო ხმაო.
-სად იყავით_მაშინვე გზას დაადგა გოგი და დაჩი.
-ათი წუთის სარბენ ადგილზე აქედან.
ვერც კი მიხვდა დაჩი ამ სიტყვების შემდეგ როგორ დაიწყო სირბილი და მითითებული ადგილისკენ წავიდა, ტოლს ა უდებდა გოგიც და უკან ბიჭების ხმაც ესმოდათ.
-მალე მივალთ_სიჩუმე დაარღვია აქოშინებული ხმით ნატალიმ და თითქოს ამ ფრაზას ელოდნენო გასროლის ხმამ გააყრუა მიდამო.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

იმედია რომელიმე არ დაიჭრება.სულ გულის ფანცქალით ვეძებ ხოლმე ამ ისტორიის ახალ თავს.სუპერ გოგო ხარ შენ და შენს გმირებზე ხომ ვაბოდებ და ვაბოდებ
--------------------
ლანა

 


№2  offline მოდერი naattii

La-Na
იმედია რომელიმე არ დაიჭრება.სულ გულის ფანცქალით ვეძებ ხოლმე ამ ისტორიის ახალ თავს.სუპერ გოგო ხარ შენ და შენს გმირებზე ხომ ვაბოდებ და ვაბოდებ

დიდი მადლობაა ❤

 


№3 სტუმარი სტუმარი Kristi

Vaime yochag kargiaa... ra moitmens axal tavamdeee....dzalian kargi xar????????????

 


№4 სტუმარი სტუმარი ნათია

სად წყვიტავ სად? გინდა მომკლა?????

 


№5  offline მოდერი naattii

სტუმარი Kristi
Vaime yochag kargiaa... ra moitmens axal tavamdeee....dzalian kargi xar????????????

მადლობააა <3

სტუმარი ნათია
სად წყვიტავ სად? გინდა მომკლა?????

ინტრი-გაა, სკანდა-ლიიიი :დ :დ :დ

 


№6 სტუმარი cota boroti

vaiii gulii gamisinjet wneva vinmem cudad vaaar;):D<3<3
dzaan magari iyooooo udzalianmagresi ukargesi usainteresoesi esauketesoesi usayvarlesiiiiiiiiiii<3<3<3<3<3
da chemtvis mainc upataravesi:(:DDD
ar myofnis arasdros axla ranairad davicado xvalamdee an boo gasrola ra iyoo?!!au dzaan momewona maiinc yochaag magari iyo<3<3<3<3<3

 


№7  offline მოდერი naattii

cota boroti
vaiii gulii gamisinjet wneva vinmem cudad vaaar;):D<3<3
dzaan magari iyooooo udzalianmagresi ukargesi usainteresoesi esauketesoesi usayvarlesiiiiiiiiiii<3<3<3<3<3
da chemtvis mainc upataravesi:(:DDD
ar myofnis arasdros axla ranairad davicado xvalamdee an boo gasrola ra iyoo?!!au dzaan momewona maiinc yochaag magari iyo<3<3<3<3<3

ჰაჰაჰ, დიდი მადლობა ასეთი კომენტარისთვის, გამახალისე :D ❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი მარიკო

სიყვარულიც ასეთი უნდა ნეტა ბოლოს რა მოხდა

 


№9  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

როდის დადებ

 


№10  offline მოდერი naattii

უცნაური მე
ვაი სულ დაძაბულმა წავიკითხე..
იმეფია ყველაფერი მშვიდობით დასრულდება..
ლილიას ორსულობა მომეწონა :)
ნათია როგორი ჩუმია ვერ ვეგურბი ასეთს :დდ
გელოდები ახალი თავით ❤️❤️❤️

მიხარია ჩემთან რომ ხარ ❤️

სტუმარი მარიკო
სიყვარულიც ასეთი უნდა ნეტა ბოლოს რა მოხდა

ვნახოთ ვნახოთ :D ❤️

ანი ანი
როდის დადებ

სავარაუდოდ დღეს საღამოს

 


№11 სტუმარი cota boroti

xodaaaa morcha vkitxulob or mowmes radgan liliaze da dachizea magas davtoveb waukitxavs??!:)))mudmiv xmaurshi xuti wutis win davamtavre da egec dzaan momewona;))<3<3

 


№12  offline მოდერი naattii

cota boroti
xodaaaa morcha vkitxulob or mowmes radgan liliaze da dachizea magas davtoveb waukitxavs??!:)))mudmiv xmaurshi xuti wutis win davamtavre da egec dzaan momewona;))<3<3

კი ბატონო, გამიხარდება <3 ორივე ნაწილი მაგათია <3

 


№13  offline აქტიური მკითხველი terooo

ვინმე მოკვდა?? არ გადამტიოო

მგონია რომ ლაშა მოვიდა და გადაარჩინა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent