შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექტუმ სემპრა IV თავი (ჰარი პოტერის ფანფიკი)


3-09-2018, 01:39
ავტორი Katherine Linton
ნანახია 2 308

ჰერმიონი შევიდა გრიფინდორის საერთო ოთახში. ჰარი იჯდა და წიგნს კითხულობდა.
-ჰარი ოთხი საათია უკვე, რამე ხომ არ დაგავიწყდა?
-არა ჰერმიონ.
უპასუხა ისე რომ წიგნიდან არც კი მოუშორებია თვალი.
-აბა კარგად დაფიქრდი
-უი კი დამავიწყდა! ნევილი უნდა მომენახულებინა.
-ჰარი! შენ ხომ დრაკოს უნდა დახმარებოდი
შეჰყვირა ჰერმიონმა, როდესაც მიხვდა რომ ჰარი ძალით არიდებდა პასუხს თავს.
-ჰერმიონ დრაკოს ხედავ აქ?
-ვერა
-უი, ვერც მე
-იქნებ აგვიანდება?
-ვუთხარი სამზე აქ ყოფილიყო, უკვე ოთხი საათია. მან მოგვატყუა ჰერმიონ ის არ მოვა.
-იქნებ რამე შეემთხვა
-რა მიამიტი ხარ
-რაც გინდა ის იფიქრე!
თქვა გაბრაზებით ჰერმიონმა და კარებისკენ გაემართა
-გრეინჯერ!
-რა გინდა პოტერ!
-სად მიდიხარ?
-დრაკო უნდა ვნახო
-ასე რატომ ღელავ მასზე?
-ისე ვღელავ როგორც შენზე ვიღელვებდი, ვინმე სიკვდილით რომ გემუქრებოდეს.
-ზუსტადაც! მე და ის შენთვის ერთი ვართ?
-ამ დიალოგის მერე კი
ჰერმიონმა კარი გაიხურა.
ჰარი მიხვდა რომ აწყენინა ჰერმიონს, მაგრამ დრაკოს ნდობა არ შეეძლო, მიუხედავად იმისა რომ ახლა მდგომარეობა შეიცვალა.
ჰერმიონმა სლიზერინის ოთახის კარზე დააკაკუნა.
-შემოდი დრაკო.
გაიგო ბლეზის პასუხი. მან კარი შეაღო და მხოლოდ მწოლიარე ზაბინი დახვდა ოთახში.
-გრეინჯერ მართალია აღარ ვმტრობთ, მაგრამ ასე ხშირად სტუმრობაც არაა საჭირო.
-დრაკო აქ არ არის?
-არა. დილიდან გასულია და არ მოსულა ჯერ.
-ხომ არ იცი სადაა?
-არ ვიცი. რატომ ეძებ მას?
-მგონია რომ საფრთხეშია
-დრაკო? ჰეჰ ეგ სულ საფრთხეშია, მაგრამ თავს ყოველთვის აღწევს, ამიტომ ნუ ღელავ.
-არ ვღელავ
თქვა ჰერმიონმა ენის ბორძიკით და კარი გაიხურა.
ის ჩაფიქრებული მიაბიჯებდა დერეფანში სადაც ერთ-ერთი ახალი მოსწავლე ბიჭი შემოხვდა.
-გამარჯობა ვერ მიმასწავლი ბიბლიოთეკა სად არის?
ჰერმიონს გაუკვირდა ბიბლიოთეკა რომ იკითხა უცნობმა. მის გარდა იქ თითქმის არავინ დადიოდა.
-სიამოვნებით მიგასწავლით. დერეფნის ბოლომდე გაუყევით, შემდეგ მარცხნივ შეუხვიეთ და შემდეგ...
-მგონი ჯობს თუ გამაცილებ, თორემ აუცილებლად დავიკარგები.
-სიამოვნებით მაგრამ...
-მოგაცდინე? კარგი ბოდიში, წავალ მაშინ
ბიჭი შებრუნდა წასასვლელად. ჰერმიონი ცოტა ხანს იდგა, შემდეგ იფიქრა, რომ დრაკოს უბრალოდ დაავიწყდა ვარჯიში და მას არაფერი მოსვლია, ამიტომ გადაწყვიტა ახალ ბიჭს დახმარებოდა.
-მოიცადე... წამოგყვები
-მერე საქმე?
-გადაუდებელი არაფერია
ბიჭმა პასუხად გაუღიმა.
-მე სებასტიან სილვესტერი ვარ.
-ჰერმიონ გრეინჯერი
-გრეინჯერი? მართლა?
-რატომ გაგიკვირდა?
-მსმენია შენზე... ძალიან ბევრი. აი თურმე როგორი ყოფილხარ.
-მაინც როგორი ვყოფილვარ?
-ნაზი და საკმაოდ ლამაზიც.
-მადლობა.
ჰერმიონმა დაიმორცხვა
-იმედია კარგი გსმენია
-კი. იმის მიუხედავად რომ მაგლების შვილი ხარ ჯადოქრებში საკმაოდ პოპულარული ხარ და ძლიერიც.
ჰერმიონი დადუმდა. მას მშობლები გაახსენდა და ცრემლიც კი მოადგა, მაგრამ სებასტიანს აარიდა თვალი და საუბრის თემა შეცვალა.
-შენ რომელი სკოლიდან ხარ?
-ბრუსვიკშირის
მრავალაზროვანი ღიმილით უპასუხა ბიჭმა
-და ეგ სადაა.
-აქედან არცთუ ისე შორს. ქალაქ ბრუსვიკშირში. ნუთუ ნამყოფი არ ხარ?
-არა, არც კი მსმენია
-ჯადოქართა სამყარო იმაზე გაცილებით დიდია ვიდრე წარმოგიდგენიათ.
-და შენ საიდან იცი რამხელაა ის.
-მე აქ დავიბადე და აქ გავიზარდე ისევე როგორც ყველა ჩემი ოჯახის წევრი და წინაპარი. ჩემში არაა არც ერთი წვეთი მაგლური სისხლი. მე ჯადოქარი ვარ მთელი არსებით, სულით და ხორცით. ეს ჩემი სამყაროა.
-შენ თვლი რომ მე ბინძურსისხლა ვარ?
-არ მიყვარს ეს სიტყვა. თუმცა ფაქტია, რომ სუფთა სისხლის ჯადოქარი არ ხარ. მე მაინც არ დაგიძახებდი ბინძურსისხლას.
ჰერმიონს ოდნავ ჩაეღიმა.
-რომელ წიგნს ეძებ?
ისინი უკვე დიდი ხანია ბიბლიოთეკის სექციებს შორის მიაბიჯებდნენ
-უი სულ დამავიწყდა რისთვის მოვდიოდი ბიბლიოთეკაში. წიგნის სახელი თავიდან ამომივარდა.
-კარგი სხვა დროს ნახე, ახლა უკვე იცი სადაა ბიბლიოთეკა.
-მადლობა მშვენიერო ქალბატონო დახმარებისთვის.
-არაფრის.
ჰერმიონი აწითლდა სახეზე და ძლივს წარმოთქვა
-წავალ მეგობარი უნდა მოვძებნო.
ჰერმიონმა სწრაფი ნაბიჯით მიატოვა სებასტიანი. მას უნდოდა რონისთვის საპასუხო წერილი გაეგზავნა და მის დასაწერად განმარტოვება არჩია, ამიტომ ასტრონომიის კოშკში ავიდა, თუმცა დაინახა რომ ვიღაცამ უკვე დაასწრო. როცა ამოიცნო თუ ვინ იჯდა დიდი სარკმლის რაფაზე, გადაწყვიტა იქვე დამალულიყო.
მალფოი სიგარეტს აბოლებდა და მზის ჩასვლას უყურებდა. ცოტა ხანი ასე აკვირდებოდა ჰერმიონი. შემდეგ გადაწყვიტა დალაპარაკებოდა დრაკოს.
-მალფოი! შეჰყვირა მან გაბრაზებით
დრაკომ სიგარეტი სწრაფად გადააგდო და დაბნეულმა შეხედა მის წინ მდგარ გაცეცხლებულ გოგონას.
-გრეინჯ... ჰერმიონ აქ რას აკეთებ?
-შენ რას აკეთებ?
-მე უბრალოდ... უბრალოდ ვისვენებდი.
-საინტერესოა რამ დაგღალა! იქნებ ვარჯიშმა რომელიც 3 საათზე გქონდა...
-ჯანდაბა!
-მხოლოდ ეგ გაქვს სათქმელი?
-თავიდან ამომივარდა ბოდიში.
-შენს გამო ჰარის ვეჩხუბე.
-ხო ალბათ გაბრაზდა რომ არ მივედი... ვწუხვარ.
-გაბრაზდა? მას შენი ისედაც არ სჯეროდა და ახლა მითუმეტეს.
-გპირდები დაველაპარაკები და დავარწმუნებ, რომ ცუდი განზრახვა არ მაქვს.
-მპირდები? კარგი მჯერა. ახლა შეგიძლია მარტო დამტოვო?
-აქ მარტო?
დრაკომ მიმოიხედა
-ხო რა იყო? წერილის მიწერას ვაპირებ და არ მინდა ვინმემ ხელი შემიშალოს.
-ცოტა ხანი რომ დავრჩე? ხელს არ შეგიშლი
-აბა ჰარის დაველაპარაკებიო?
-მოგვიანებით ვნახავ.
დრაკო ისევ ფანჯარაზე ჩამოჯდა. ჰერმიონიც მის შორიახლოს მოკალათდა და წერა დაიწყო. ისე იყო წერილის წერაში გართული, რომ ვერ ამჩნევდა ხშირად მისკენ მიმართულ მალფოის მზერას. წერა დაასრულა, წერილი შეინახა და წასვლა დააპირა.
-ჰერმიონ... არ დარჩები ცოტა ხანს?
უთხრა ისე რომ არც გამოუხედავს მისკენ
-რატომ?
-უბრალოდ ლამაზი ხედია აქედან, საქმე თუ არ გაქვს დარჩი.
ჰერმიონი ყოყმანობდა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა დარჩენა და დრაკოს მიუჯდა გვერდით.
-მართლაც ლამაზი ხედია.
-რა გინდა რომ გამოხვიდე?
ჰკითხა მოულოდნელად დრაკომ
-მე მინდა მაგიის მინისტრი გავხდე.
ამაყად უპასუხა ჰერმიონმა და წელში გაიმართა.
-მე ალბათ სამინისტროს დამლაგებლადაც არ ამიყვანენ
-რატომ? შენ ხომ კარგად სწავლობდი.
-საქმეც ეგაა რომ ვსწავლობდი. წელს ბოლო წელია და მე კიდევ სწავლის უფლება არ მაქვს.
-და ისე რა გინდა რომ გამოხვიდე
-მე... ჩემი ოცნება იყო დრაკონების მომთვინიერებელი ვყოფილიყავი.
-ვაუ! მართლა? რატომ გინდა რომ დრაკონების მომთვინიერებელი გამოხვიდე?
-მიყვარს დრაკონები. მყავს კიდეც რამდენიმე სახეობა.
-დრაკონები გყავს?
-ხო... მამაჩემი ყოველ დაბადების დღეზე თითო კვერცხს მჩუქნიდა.
-ვაუ და სად გყავს ისინი?
- ჩემი ოჯახის ერთერთ მამულში, რომელიც შორსაა.
-ძალიან შორს?
-რაში გაინტერესებს? არ მითხრა რომ ნახვა გინდა
-რატომაც არა?
ჰერმიონმა ღიმილით შეხედა მას.
-არც ისე შორსაა. ბრუსვიკშირი თუ გაგიგია.
ჰერმიონი ჩაფიქრდა, გაახსენდა ახალმა მოსწავლემ რომ უთხრა ამ ადგილის შესახებ.
-დღეს უკვე მეორედ გავიგე. იმედია ვნახავ კიდეც
-მე არ გირჩევდი.
-რატომ
-შენთვის იქ სახიფათოა წასვლა.
-ჩემთვის? ანუ ბინძ...
დრაკომ ჰერმიონს სიტყვა შეაწყვეტინა
-ხო ანუ არა სუფთა სისხლის მქონე ჯადოქრისთვის. იქაურები ჯადოქრადაც არ ჩაგთვლიან.
-გასაგებია... ეს უკვე მოვისმინე დღეს. შენ ალბათ ცნობილი ხარ იქ.
-უფრო ჩემი ოჯახის და მამაჩემის საქმიანობის წყალობით.
-შენთან ერთად რომ წამოვიდე მაშინაც სახიფათო იქნება?
ჰკითხა ჰერმიონმა ეშმაკურად. დრაკოს ჩაეცინა
-გრეინჯერ... შარს ეძებ? დიდი ხანია მშვიდობაა შენს გარშემო?
-ჰაჰაჰა სულაც არა. უბალოდ ხომ იცი რა ცნობისმოყვარე ვარ. დღეს ბიბლიოთეკას გადავქექავ სანამ წიგნს არ ვიპოვნი მაგ შენს ბრუს... ბრუკს თუ როგორცაა
დრაკომ ხმამაღლა გადაიხარხარა.
-ხომ ხედავ სახელსაც ვერ იმახსოვრებ.
-კარგი რა... შენ ხო იქ იქნები რა უნდა მოხდეს.
-ასე ძალიან მეც კი არ ვენდობი ჩემს თავს ჰერმიონ
სევდიანი ღიმილით უთხრა და თვალები აარიდა.
ჰერმიონს თემის შეცვლა უნდოდა და კითხვით მიუბრუნდა დრაკოს
-ანუ ოცი დრაკონი გყავს უკვე?
-ცხრამეტი.
-ცხრამეტი რატომ? შენ ხომ ოცი წლის ხარ? ზუსტად ვიცი რომ ჰარიზე თვეებით დიდი ხარ ჰარის დაბადების დღე ორ თვეშია.
-იმედია დღეს არ მესტუმრება მამაჩემი დრაკონის კვერცხით
ჰერმიონი ჯერ დაიბნა, შემდეგ მიხვდა და ადგილიდან წამოხტა
-რა? დღეს შენი დაბადების დღეა? გილოცავ!.. ბოდიში აქამდე რომ არ მოგილოცეთ... ასე არ შეიძლება...
-რას გულისხმობ?
-უნდა აღვნიშნოთ.
-ჩვენ?
-ხო
-საღამოს აუცილებლად ამოდი გრიფინდორის საერთო ოთახში კარგი?
ჰერმიონი გაიქცა ისე რომ დრაკომ ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო.
ჰერმიონი გრიფინდორის ოთახში შევარდა და ხმამაღლა საუბარი დაიწყო
-სასწრაფოდ გვჭირდება ტორტი და დეკორაციები. ჰარის ვეტყვი რომ მოიტანოს მე კი ოთახს მოვრთავ
-რამეს ზეიმობთ?
ნაცნობი ხმის გაგონებაზე ტანში ჟრუანტელმა დაუარა, უკან შებრუნდა და კისერზე მოეხვია ოთახში შემოსულს.
-რონ! როგორ მომენატრე.
რონი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, შავ შარვალ-კოსტუმში.
ჰერმიონმა საკოცნელად გაიწია, თუმცა რონმა იგი უხეშად მოიშორა.
-რაღაც არ გეტყობა რომ ჩემი მონატრებით იტანჯებოდე. რას ზეიმობთ?
დაბნეულმა და შეშინებულმა ჰერმიონმა ძლივს უპასუხა
-მალფოის აქვს დაბადების დღე
-უკაცრავად ვის?
-უნდა მეთქვა...
-თქვი გრეინჯერ!
რონმა ჰერმიონისკენ გადადგა ნაბიჯი. შეშინებულმა ჰერმიონმა უკან დაიხია და დივანზე დაეცა.
-რონ რა გჭირს?
ჰკითხა შეშინებულმა
-გაიმეორე-თქო
დაუღრიალა მან და სახეზე სულ გაწითლდა ბრაზისგან.
-რონ?!
ჰერმიონს თვალზე ცრემლი მოადგა.
-ასე რატომ მელაპარაკები?
-პოტერმა არ გადმოგცა ჩემი სიტყვები?
-რა სიტყვები?
-რომ შენთან საერთო არაფერი მაქვს ბინძურსისხლა.
ოთახში ჰარი შემოვიდა

¬-რონალდ ვიზლი გირჩევნია აქედან წახვიდე.
-არც მაქვს დარჩენის სურვილი პოტერ.
-მოვედი რომ მეთქვა დღეიდან სამინისტრომ ახალი წესი მიიღო. არავითარი ჯოხი სკოლის ტერიტორიაზე. ექსპელიარმუს.
მან ხელი აიქნია და ჰარის და ჰერმიონის ჯოხები მის ხელში მოხვდა.
-რა? ასე როგორ შეიძლება ან შენ სამინისტროს სახელით რატომ გველაპარაკები?
გააპროტესტა ჰარიმ
-მე დღეიდან ჰოგვორტსის უშიშროებაზე ვაგებ პასუხს. და მოვითხოვ პატივით შეხვდეთ ახალ მინისტრს, მამაჩემს...
-გაეთრიე...
ჰარიმ კბილებში გამოსცრა. რონმა ჩაიცინა და ოთახი დატოვა.
ჰერმიონს არც კი უცდია ცრემლების შეკავება.
-პოტერ შენ ეს იცოდი?
კითხა გულდაწყვეტით
-არა გეფიცები...
-მან თქვა რომ მისი სიტყვები არ გადმოგიცია
-მე არ მითქვამს რომ მან ბინძურსისხლა გიწოდა.
-რა? აბა წერილი...
-წერილი მე და მალფოიმ დავწერეთ.
ჰერმიონს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ შეძლო, თავის ოთახში გაიქცა და ჩაიკეტა. ოთახიდან ხმამაღალი ქვითინის ხმა ისმოდა. ჰარი დივანზე ჩამოჯდა. მას უეცრად თავში დაარტყა
-ჯანდაბა მალფოი!
ის ოთახიდან გავარდა და დრაკოს ძებნა დაიწყო. ბოლოს ასტრონომიის კოშკში იპოვნა იგი
-მალფოი აქ რას აკეთებ?!
-ჰეი ბოდიში ვარჯიში თავიდან ამომივარდა.
-მაგაზე მერე დავილაპარაკოთ, უნდა დაიმალო ახლა.
-რა?
-წამოდი მალე დრო არ არის შეკითხვებისთვის.
ჰარიმ მალფოი სარდაფის ერთ-ერთ ბნელ ოთახში ჩაიყვანა.
-აქ იყავი, თუ გაიგე ფეხის ხმა ეს დაგეხმარება.
მან მაიკის ქვეშიდან უჩინარი მოსასხამი გამოიღო და მისცა.
-თუ მაინც გიპოვნეს ჯოხი კარგად დამალე.
-პოტერ რა ხდება?
-მინისტრი მისტერ ვიზლი გახდა. მათ ჩემი დანდობაც კი არ აქვთ გეგმაში და შენ მითუმეტეს.
-კარგი, გავიგე. ჰერმიონი! ის სადღაც გაიქცა, უნდა ვიპოვნოთ.
თქვა ანერვიულებულმა. ჰარის ცოტა გაუკვირდა ეს რეაქცია, მაგრამ დაამშვიდა დრაკო.
-ის თავის ოთახშია, გაიგო წერილის შესახებ.
-ჯანდაბა!
ჰარიმ რაღაც ხმაური გაიგო ზემოდან
-წავედი
მან ზევით აირბინა კიბეებზე.
უეცრად ვიღაცამ პირზე ააფარა ხელი დ კუთხეში გაათრია. სანამ დააპირებდა თავის დაძვრენას ყურში ნაზი ხმა ჩაესმა.
-ნუ გეშინია მე ვარ, ჯინი.
ჰერი მისკენ შებრუნდა და ვერც კი გააზრებაც ვერ მოასწრო, რომ უკვე ჯინის კოცნიდა. იმდენად ენატრებოდა იგი რომ არც კი უფიქრია ჯინის ახლანდელ მდგომარეობაზე, იმაზე რომ ორი დღის წინ კინაღამ სიცოცხლეს გამოასალმა. უბრალოდ ძალიან ძლიერად მოხვია ხელები და მის კოცნაში დაიკარგა. როდესაც უკვე შეძლო ჯინიმ მოშრებოდა ჰარის მას თვალები აარიდა და ცრემლი მოადგა.
-ჰარი ბოდიში... მაშინ რაც მოხდა არ უნდა მომხდარიყო... შენ დამნაშავე არ ხარ. უბრალოდ ჩემი ოჯახი ეძებს დამნაშავეს, მათთვის ასე უფრო მარტივია იმის მიღება რომ შვილი დაეღუპათ. მე კიდევ მიყვარს ჩემი ოჯახი და მათ გამო ყველაფერს გავაკეთებ...
-თუნდაც ჩემი მოკვლა მოგიწიოს?
-რა სისულელეა ჰარი, არავის უნდა შენი მოკვლა. ცოტა ხანი ასე იგლოვებენ ჩემები, მერე დამშვიდდებიან და ისევ ძველებურად მიგიღებენ.
-არა ჯინი ძველებურად აღარაფერი იქნება. რონი თავის სიტყვებს ვერ წაიღებს უკან. იცი ჰერმიონი რა დღეშია?
-ხო წარმომიდგენია, საწყალი.
-არ გინდა მისი ნახვა?
-რა ვუთხრა?
-მართალი ხარ. მეც არ ვიცი რითი ვანუგეშო. მითუმეტეს როცა მე და მალფოიმ...
ჰარი მიხვდა თავის შეცდომას და შეწყვიტა საუბარი
-შენ და მალფოიმ? ჰარი რა საქმე გაქვს მაგასთან. ან ჰერმიონს? მოიცა ეგ ვირთხა აქაა?
-ჯინი ის აქ არაა...
ჰარი სანამ საუბარს დაასრულებდა ჯინი ადგილს მოწყდა და კიბეებზე გაიქცა. გარჩევით გაისმა მისი წარმოთქმული
-ავადა კედავრა!



№1  offline წევრი elene2619

აუ ვერ წარმომედგინა ჰარი პოტერის ესე განვითარება რონის ესე გაბოროტება და ჯინის წარმოთქმული " ავადა კედავრა " საინტერესოდ ანვითარებ მოვლენებს მაგრამ ცოტა სშირ ხშირად უნდა დადო თავები heart_eyes წარმატებები შენ

 


№2  offline წევრი anuchki

ჩემი მალფოი.მიყვარს ეს მალფოი და რა ვქნა?.მოკლედ რომ ვთქვათ მომეწონა და იმედია ეს ვიზლის ოჯახი მალე გაახელს თვალებს და თავიანთ შეცდომას გამოასწორებენ.რონი კი ნამდვილი იდიოტიააა

 


№3  offline წევრი Katherine Linton

elene2619
აუ ვერ წარმომედგინა ჰარი პოტერის ესე განვითარება რონის ესე გაბოროტება და ჯინის წარმოთქმული " ავადა კედავრა " საინტერესოდ ანვითარებ მოვლენებს მაგრამ ცოტა სშირ ხშირად უნდა დადო თავები heart_eyes წარმატებები შენ


შევეცდები ხშირად დავდო heart_eyes

 


№4  offline წევრი skida

საინტერესო ისტორიაა კარგად წერ მაგრამ ეცადე მალ-მალე დადო ხოლმე

 


№5  offline წევრი Katherine Linton

skida
საინტერესო ისტორიაა კარგად წერ მაგრამ ეცადე მალ-მალე დადო ხოლმე


მადლობა )) ვეცდები

 


№6  offline წევრი .M.A.R.I.

ძალიან გამეხზარდა რომ ჰპს ფანფიი ვიპოე ამ საიტზე....
კარგადწერ ძალიან მომწონს ასეთი განვითარება
და თუ ფანფიკი დრაიონზეა უფრო გამეხარდება *-*
უფრო ხშირად რომ დადოხოლმე უეთესი იქნება
დაკიდევ სახელები ინგლისურად როგორც იწერება ისე არ იკითხება
ვიზლი არა უისლი* და კიდევ ლუნას გვარზე გეწერა ლოგუდი არა ლავგუდუ*
გაგრძელებას ველი))

 


№7  offline წევრი Katherine Linton

.M.A.R.I.
ძალიან გამეხზარდა რომ ჰპს ფანფიი ვიპოე ამ საიტზე....
კარგადწერ ძალიან მომწონს ასეთი განვითარება
და თუ ფანფიკი დრაიონზეა უფრო გამეხარდება *-*
უფრო ხშირად რომ დადოხოლმე უეთესი იქნება
დაკიდევ სახელები ინგლისურად როგორც იწერება ისე არ იკითხება
ვიზლი არა უისლი* და კიდევ ლუნას გვარზე გეწერა ლოგუდი არა ლავგუდუ*
გაგრძელებას ველი))



მადლობა! მიხარია რომ მოგწონთ! შევასწორებ გვარებს ) .

 


№8  offline წევრი .M.A.R.I.

Katherine Linton
.M.A.R.I.
ძალიან გამეხზარდა რომ ჰპს ფანფიი ვიპოე ამ საიტზე....
კარგადწერ ძალიან მომწონს ასეთი განვითარება
და თუ ფანფიკი დრაიონზეა უფრო გამეხარდება *-*
უფრო ხშირად რომ დადოხოლმე უეთესი იქნება
დაკიდევ სახელები ინგლისურად როგორც იწერება ისე არ იკითხება
ვიზლი არა უისლი* და კიდევ ლუნას გვარზე გეწერა ლოგუდი არა ლავგუდუ*
გაგრძელებას ველი))



მადლობა! მიხარია რომ მოგწონთ! შევასწორებ გვარებს ) .

მალე დადებ? grimacing

 


№9  offline წევრი Katherine Linton

.M.A.R.I.
Katherine Linton
.M.A.R.I.
ძალიან გამეხზარდა რომ ჰპს ფანფიი ვიპოე ამ საიტზე....
კარგადწერ ძალიან მომწონს ასეთი განვითარება
და თუ ფანფიკი დრაიონზეა უფრო გამეხარდება *-*
უფრო ხშირად რომ დადოხოლმე უეთესი იქნება
დაკიდევ სახელები ინგლისურად როგორც იწერება ისე არ იკითხება
ვიზლი არა უისლი* და კიდევ ლუნას გვარზე გეწერა ლოგუდი არა ლავგუდუ*
გაგრძელებას ველი))



მადლობა! მიხარია რომ მოგწონთ! შევასწორებ გვარებს ) .

მალე დადებ? grimacing

ვეცდები დღეს ღამით დავდო. თუ ვერ მოვასწარი ხვალ აუცილებლად დავდებ, მაგრამ წესით დღეს ღამით იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent