შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფანჯრების მწმენდავი თავი.5


3-09-2018, 13:12
ავტორი melanqoliki
ნანახია 2 646

გამოსადეგი ნივთების დანახვით გახარებულმა ლიზამ, ნიკუშა დააშოშმინა და ახალგაზრდა კურიერები მადლობის გადახდის შემდეგ დაითხოვა.
_ ალბათ ხვდები, ვისი გამოგზავნილიც უნდა იყოს, არა? _ ჩაეძია ნიკა, რომელსაც მოლბერტები სახლში შეჰქონდა.
_ წარმოდგენაც არ მაქვს _ ჩაიკისკისა ლიზამ
_ იმ ს გამოგზავნილს აშკარად არ ჰგავს._ გაცხარდა კაცი
_ არა, ალექსანდრე მართლაც რომ გამოჩენილიყო, ასე არასდროს მოიქცეოდა
_ ახლა უფრო მეტი მიზეზი გექნება იმისთვის, რომ სახლში იჯდე და ხატო_ მხიარულების ნიშნად ნიკამ ტაში შემოჰკრა.
_ დავხატავ, მაგრამ მუშაობის დაწყებას მაინც ვაპირებ, უკვე გადაწყვეტილია _ მკაცრი ტონით დაასრულა წინადადება.
_ როგორ არ იშლი შენსას რაა_ ნიკა მიხვდა, რომ ლიზასთან კამათს აზრი არ ჰქონდა.
_ აი, ეს ფულიც გამომართვი, არ დამიხარჯავს _ გოგონამ კაცს ფული გაუწოდა, რომელიც ნიკას კაბების საყიდლად დაეტოვებინა.
_ მაგიჟებ რააა, მაგ ფულს უკან არ გამოგართმევ. განა ცოტა რამე ჭირდება ბავშვს? ან შენ? როდემდე უნდა იარო ნახევრად დაფლეთილი, საცოდავი ჩანთით?
_ აჰ, კარგი _ ლიზამ გაწვდილი ასლარიანები უკან, საფულეში ჩაიდო და ძველ ჩანთას დახედა.



8 საათი სრულდებოდა. ლევანს ორი საათის წინ გამოერთო მაღვიძარა, მაგრამ გაუნძრევლად იწვა ლოგინში და ადგომა საშინლად ეზარებოდა. საწოლის კუთხეში მიგდებული ტელეფონი, გაუჩერებლად რეკავდა. უკვე იცოდა, ნინა იქნებოდა,მაგრამ მასთან საუბარს გაურბოდა. თითქოს იაზრებდა, რომ მის წინაშე დამნაშავე იყო.
თვალწინ გოგონას სახე ედგა, რომელზე ფიქრსაც ვერსად გაურბოდა. თუ, ასე გაგრძელდებოდა ლევანს, არამარტო კომპანიის მართვა, არამედ საკუთარ თავთან გამკლავებაც გაუჭირდებოდა და გადაიქცეოდა ისეთ ადამიანად, რომელსაც მთელი ცხოვრება გაურბოდა. და მაინც, რა იყო ამ არსებაში ასეთი მიმზიდველი და მნიშვნელოვანი მისთვის?
_ ლიზა _ ხმამაღლა, ფრთხილად წარმოთქვა მისი სახელი და სახეზე უეცარმა ღიმილმა გადაურბინა. ნუთუ შეყვარებული იყო? ან უბრალოდ გატაცებული და მონუსხული? იყო კი, იმ ადამიანში ამდენი იდუმალება და საოცრება, რაც ლევანის წარმოდგენებში? თავს შეკითხვებს უსვამდა და აღიზიანებდა მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებოდა. დილის ვარჯიში გაეცდინა, რადგან ღამით წესიერად არ ეძინა. საუზმის არსებობის შესახებ კი სულ გადავიწყებოდა.
რაღაც უნდა მოემოქმედებინა, მაგრამ რა? ეს შეკითხვა მოსვენებას არ აძლევდა და გონებას უწამლავდა. იქნებ კიდევ გაეგზავნა საჩუქარი? ამის გაფიქრებაზე სტაჟიორი გაახსენდა და ტელეფონს დასწვდა.
_ მარი, დავალება შეასრულე? _ სწრაფად მიაყარა გოგოს.
_ დიახ, როგორც მთხოვეთ, მოლბერტებიც და საღებავებიც გავატანე_ სტაჟიორმა ხმადაბლა ჩაილაპარაკა
_ ძალიან კარგი, ნინას ხომ არ გაუგია რამე?
_ არა, არაფერი
_ კარგია, ნინას გადაეცი, რომ შეხვედრაზე ვარ და ნახევაარ საათში ოფისში ვიქნები .
_ კარგით, აუცილებლად გადავცემ, დროებით
_ დროებით _ კაცმა საუბარი დაასრულა და მოწესრიგებას შეუდგა.



კაბინეტის აივანზე მდგარი ქალი, მშვიდად ეწეოდა სიგარეტს და ფინჯნიდან ყავას წრუპავდა. მისთვის ეს, წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ჩვევა იყო, რომელიც საოცარ სიამოვნებას ჰგვრიდა. მაღალსართულიანი შენობის აივნიდან დაჰყურებდა ხალხს და ფიქრში ჩაძირულიყო. იცოდა, რომ ლევანი სულაც არ იყო შეხვედრაზე. იქნებ, იმ გოგოსთან ერთად იყო, მაგრამ ასე უცებ? არა, მიუხედავად იმისა, რომ ლევანს ნებისმიერი საწადელის მიღწევა შეეძლო, ასე სწრაფად, მაინც ვერ განვითარდებოდა მოვლენები. ყავა მოსვა და კიდევ ერთ ღერ სიგარეტს მოუკიდა. თითქოს სევდის შეგრძნებამ შეიპყრო, მაგრამ მალე ნინას სხეულში ამ გრძნობის ადგილი სიბრაზემ დაიკავა. სიბრაზემ, საკუთარი წამიერი განერვიულების გამო და იმისთვის, რომ ისევ ლევანზე ფიქრობდა. მას მერე ორი წელი გასულიყო, მაგრამ მომხდარს, მაინც ვერ ივიწყებდა. შეუძლებელი იყო, იმის გამოსწორება, რისი გაკეთებაც მას მოუწია. მაშინ ხომ ის ნინა არ იყო, რომელსაც შეეძლო თავის თავზე აეღო ამხელა პასუხისმგებლობა. ბოლო, ღრმა ნაფაზი დაარტყა და თავის თავს აწმყოში დაბრუნება აიძულა. ეზიზღებოდა წარსული, რომელიც გარემოებას მისთვის მძიმე ტვირთად ექცია. სძულდა საკუთარი უსუსურობისა და უმოქმედობის გახსენება. ახლა კი, ჩვეულებისამებრ იწყებოდა ახალი დილა, ფინჯან ყავასა და სიგარეტთან ერთად ისე, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს. მწარედ ჩაეღიმა და საკუთარ თავს, წარსულზე ფიქრი აუკრძალა.შეიცვლებოდა განა წარსულზე ფიქრით რაიმე? ტირილის, დეპრესიისა და სასოწარკვეთის მაგივრად, შეძლებდა ცხოვრების იმ გამოცდის ჩაბარებას? ამ ყველაფერზე ფიქრი დიდი ხნის დაგვიანებული იყო...
ქალმა აივანი მშვიდი გამომეტყველებით დატოვა. კაბინეტში დაბრუნებულმა საყვარელი, წითელი ტუჩსაცხი შეისწორა და სარკეში თავის თავს დამაჯერებლად გაუღიმა. წარსულის ყველა ფიქრი გაეფანტა, ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ ლევანის ზეგავლენისგან, ბოლომდე უნდა განთავისუფლებულიყო ერთხელ და სამუდამოდ. თითქოს, ერთი შეხედვით მარტივი რამ ჩანდა, ამ ამბის შემდეგ, უკვე ორი წელი გასულიყო, მაგრამ საქმე არც ისე მარტივად იყო და ნინა ამას არ უარყოფდა. ის არ იყო ვალდებული, ზურგით ეტარებინა ტკივილი, რომლის გახსენებაც გულსა და მთელს შიგნეულობას უღრღნიდა. მალე ფიქრს თავი მიანება, სექსუალურ ტანზე მომდგარი ქვედაბოლო შეისწორა და კაბინეტიდან გავიდა.
_ მარი, ლევანი ხომ არ მოსულა?
_ დიახ, ამ წუთას შევიდა თავის კაბინეტში _ გაუღიმა სათვალიანმა გოგონამ.
ნინას სახეზე არანაირი ემოცია არ ჰქონდა, ვერავინ იფიქრებდა, ამ ქალს, საკუთარი სხეულისა და კარიერის იქით, თუ ადარდებდა რაიმე. მისაღების მაგიდაზე უამრავ ფურცლებს შორის, პატარა საქაღალდე მოძებნა და სწრაფი მოძრაობით გაემართა ლევანის კაბინეტისკენ.
_ დილამშვიდობის_ ყოველგვარი კაკუნისა და ცერემონიების გარეშე შეაღო მინის კარი.
_ დილამშვიდობის ნინა_ კაცს უკვე ეტყობოდა, რომ სადღაც შორს დაფრინავდა.
_ შეხვედრაზე იყავი? ხომ ყველაფერი კარგადააა?_ ქალმა ეშმაკურად ჩაიცინა და ლევანის ჩაწითლებულ თვალებს შეხედა.
_ ჰო, ჯერ არ მინდა ამ თემის განხილვა _ სწრაფად მოუჭრა კაცმა და მის მზერას თვალი აარიდა, იცოდა რომ ნინა ყველაფერს ხვდებოდა, მაგრამ მაინც არ უნდოდა მასთან საუბარი, ან რა უნდა ეთქვა?
_ გასაგებია, ეს კოტეს ხელმოწერაა_ ქალმა სიხარულით დაუდო პატარა საქაღალდე
_ დანაპირები შეუსრულებია _ ლევანმა ფურცლებს გადაავლო თვალი
_ ყველაფერი წესრიგშია? _ დაინტერესდა ქალი, თუმცა პასუხი უკვე იცოდა
_ კი, ყველაფერი წესრიგშია _ უპასუხა რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ
_ ძალიან კარგი, რაღაცის თქმას ვაპირებ და მინდა, რომ ყურადღებით მისმინო, მეორედ ამას აღარასდროს გავიმეორებ _ ნინამ საქაღალდე მაგიდის კუთხისკენ გააცურა და ლევანს თვალებში ჩახედა.
_ ხომ კარგად ხარ?_ დაიბნა კაცი
_ კი, ყველაფერი წესრიგში მაქვს, საქმე ამას არ ეხება ლევან_ ჩაეღიმა ქალს და სახე მალევე დაუსერიოზულდა
_ აბა, რას ეხება?
_ მინდა გითხრა, რომ ყველაფერი კარგადაა. არ არის საჭირო თავის ისე დაჭერა და იმაზე ფიქრი, რომ ჩემს წინაშე ვალდებული ხარ. ორივემ კარგად ვიცოდით, ეს ყოველივე თავიდანვე განწირული იყო, ამიტომ ცოტა მოეშვი _ ირონიული ღიმილით დაასრულა წინადადება და კაცს შეხედა.
_ მე ყოველთვის ვალდებული ვიქნები ნინა, რაც მოხდა ამის გამო..._ წინადადების დასრულება სცადა, მაგრამ ქალმა არ მისცა ამის საშუალება.
_ ამაზე არ გვინდა, მე შენ თავიდანვე გითხარი გახსოვს?
_ კი, ნინა, ყველაფერი მახსოვს
_ ძალიან კარგი, მაშინ ხელახლა ნუ გამამეორებინებ, უბრალოდ იცოდე ჩემ გამო არანაირი პრობლემები არ შეგექმნება. კარგად იცი, მე არასდროს დავიწყებ შენს კუდში დევნას, ან წარსულში მომხდარის გამო დადანაშაულებას. უბრალოდ მინდა ამ თამაშს ბოლო მოეღოს, ტყუილები საჭირო აღარაა, ისედაც სახეზე გაწერია ყველაფერი და ესეც რომ არ იყო, ჩემი საქმე არაა და შეეშვი თავის არიდებებს, შენ შენი ცხოვრება გაქვს და ჩემს წინაშე არანაირი ვალდებულება არ გაგაჩნია.
_ გამაჩნია _ კაცმა მზერა დახარა და სახეზე სინანულმა გადაურბინა
_ არა, ლევან არანაირი ვალდებულება, მოდუნდი _ ქალმა ისევ ეშმაკურად ჩაიღიმა და კაცს ლოყაზე აკოცა, მერე კი როგორც ყოველთვის ლამაზი, გრძელი თითებით მოაშორა წითელი ტუჩსაცხის კვალი. თავისი თავით კმაყოფილმა ნინამ იცოდა, რომ ლევანი მაინც გრძნობდა დამნაშავედ და გულის სიღრმეში უხაროდა, ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან იმ ჯვრის ტარება, რომელიც მას უწევდა მხოლოდ მისი ბრალი არ იყო. მაგრამ ის, არასდროს მიეკუთვნებოდა სუსტი ქალების კატეგორიას და თავიდანვე ზუსტად იცოდა, რომ ლევანისგან არასდროს არაფერს მოითხოვდა. მას იმის გაფიქრებაც აღიზიანებდა, რომ ლევანის გამო წინა დღეები ეჭვიანობაში გაეტარებინა, ახლა ამის დრო ნამდვილად არ იყო.


ლიზას გვიან გამოეღვიძა. ნიკას სპეციალურად გამოერთო მაღვიძარა. ბავშვიც არსად ჩანდა, ამაზე კაცს უკვე ეზრუნა და თეატრში მისვლამდე პატარა ბაღში წაეყვანა. სამზარეულოში გასულ გოგონას, მაგიდაზე ჯერ კიდევ თბილი ყიყლიყოები, ძველ ჩაიდანში დაყენებული ჩაი და პატარა წერილი დახვდა.
_ კვატიას ვაჭამე და ბაღში წავიყვანე, მშვიდად ხატე _ ლიზამ ფურცელი მაგიდაზე ღიმილიანი სახით დააბრუნა და თავის მოწესრიგებას შეუდგა.
გოგონამ სახეზე წყალი შეისხა და თავის თავს სარკეში გაუღიმა. ახარებდა წინა დღეს მიღებული საჩუქრების გახსენება. წელზე დაფენილი ოქროსფერი კულულები აიკეა და საკუთარი გამოსახულება შეათვალიერა. გამხდარ სახეზე ლოყები ვარდისფრად შეფერვოდა. მის მზერაში იყო რაღაც, ხალისიანი და იდუმალი. ვის შეიძლებოდა გამოეგზავნა საჩუქარი? ვინც უნდა ყოფილიყო, მან ზუსტად იცოდა, რომ ლიზა ხატავდა და მისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხელოვნებას.
გოგონამ ცხელი შხაპის შემდეგ, თხელი ხალათი შემოიცვა და სამზარეულოში გავიდა. კარადიდან დედამისის ნაქონი, კესანიებით მოხატული ფაიფურის, თხელი ფინჯანი გადმოიღო და ცხელი ჩაი დაისხა. ორთქლადენილ ფინჯანზე წამით თვალი გაუშტერდა
_ ყველაფერი მიდის, ყველაფერი ქრება, არაფერი რჩება _ შემოუტია ნაცნობმა მელანქოლიამ და ბავშვობა გაახსენდა. როგორ ეჯდა ხოლმე დედამისს, მარიას კალთაში და მის წინ, მაგიდაზე მდგარ ფინჯანზე ცისფერ ყვავილებს ითვლიდა.
_ ერთი, ორი, სამი _ ხმამაღლა დაითვალა და გრძელი, ლამაზი თითები კესანიებს გააყოლა.
_ მარია _ ტკივილიანი ხმით ამოთქვა და მძიმედ ამოისუნთქა. მისმა გახსენებამ საშინელი ტკივილი მოჰგვარა, ამიტომ შეეცადა წარსულზე აღარ ეფიქრა. ცხელი ფინჯანი ხელებში მოიქცია და სკამზე ფეხები მოკეცა. სველი თმიდან ჩამოსული წვეთები წელზე ეცემოდა და ხალათს უსველებდა. ფინჯანზე ხელებს ითბობდა და ჩაის სიამოვნებით სვამდა.
_ ნენე უნდა დავხატო _ გაიფიქრა და სახეზე ბედნიერების ღიმილმა გადაურბინა. მერე კი, იქნებ ისევ შეექმნა ნამუშევრები და მშრალ ხიდზე გაეტანა. ნიკუშას გამზადებულ ყიყლიყოებს გადახედა და ჩაფიქრდა. როდემდე უნდა გაგრძელებულიყო ასე? არ უნდოდა კაცისთვის პასუხისმგებლობების დაკისრება. მართალია ნიკა გაცნობის დღიდან მისდამი თბილად იყო განწყობილი, მაგრამ ეს, მაინც არ აძლევდა იმის უფლებას, რომ ძმისთვის პირადი ცხოვრება წაერთმია. ლიზას დღემდე ვერ აეხსნა, როგორ დამეგობრდნენ იმ ყველაფრის მერე, რისი გადატანაც კოტეს გამო მოუწიათ. გოგონა ნიკას თვალებში ყოველთვის ხედავდა რაღაც ნაცნობს და ახლობელს, იმას, რისი ახსნაც სიტყვებით არ შეეძლო. საუზმის ბოლო ლუკმა სიამოვნებით გადასანსლა და ჩაი მოსვა. ის იყო, მოლბერტი უნდა აეღო, რომ დაპირებული სამსახური გაახსენდა და ტელეფონში შემოსულ ესემესებს გადახედა.
ქალბატონ ლიას დანაპირები შეესრულებინა და რესტორნის კოორდინატები მოეწერა. ლიზამ საათს დახედა, მისამართი ამოწერა და სამსახურის პოვნით დაიმედებულმა გამზადება დაწყო.
რესტორნის მიგნება არ გასჭირვებია. ავტობუსით 15 წუთიანი მგზავრობის შემდეგ, ცოტა ფეხით გაიარა და უზარმაზარ, ორსართულიანი შენობის წინ აღმოჩნდა. დაბნეულობისა და მორიდების დრო აღარ ჰქონია, პირდაპირ შევიდა ფოიეში. მართალია მიმტანობასთან შეხება არასდროს ჰქონია, მაგრამ ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორ დარჩენილიყო მიმტანის პოზიციაზე.
_ გამარჯობათ, გისმენთ_ ფიქრებიდან გამოარკვია ქალმა და მანიუ შესთავაზა.
_ მიმტანის ვაკანსიაზე ვარ მოსული, ქალბატონმა ლიამ გამომგზავნა _ სწრაფად მიაყარა გოგონამ და ნერვიულობა დაეტყო.
_ აა, გასაგებია, თქბენ ხართ ლიზა ხო?
_ დიახ_ ნერვიულად ამოისუნთქა და ძალა მოიკრიბა
_ სასწრაფოდ გვჭირდება მიმტანი, გამოცდილება თუ გაქვთ?_ შუახნის, გაპრანჭულმა ქალმა გოგონა აათვალიერა და მეორე სართულის კიბეს აუყვა.
_ არა, მაგრამ დაინტერესებული და და მონდომებული ვარ_ შემართებით დაასრულა წინადადება გოგონამ და ქალს უკან გაყვა.
_ დღეს დაგიტოვებთ და დაგაკვირდებით, მონდომებული ჩანხართ_ ქალმა სიარული შეანელა და მეორე სართულის დარბაზს თვალი შეავლო, მერე კი ერთრიგად ჩამწკრივებულ მაგიდებთან მდგარ ახალგაზრდა ქალს მოუხმო.
_ ანა, ეს ახალი მიმტანია, ვინმე მიუჩინე, ან შენთვითონ აუხსენი ყველაფერი და საქმეს მიხედეთ _ დაასრულა მენეჯერმა და ქერად შეღებილ ქალს მკაცრად გადახედა.
_ შენი სახელი?_ მიმტანი გოგონას მოუბრუნდა.
_ ლიზა_ მხიარულად წარუდგინა თავი გოგონამ
_ ლიზა, მოკლედ გეტყვი ყველაფერს _ ახალგაზრდა ქალმა გოგონა გულდასმით აათვალიერა და საუბარი განაგრძო
_ თმა, აუცილებლად აწეული უნდა გქონდეს.
_ გასაგებია,_ ლიზამ სწრაფი მოძრაობით აიკეცა თმები
_ დღეს, აუცილებლად მოგიწევს მუშაობა, შემდეგზე კიდე მენეჯერი გადაწყვეტს, სალომე ჰქვია. ყურადღებით იყავი, არ იფიქრო , რომ არ გიყურებს, ან ყურადღებას არ გაქცევს, ყველგან კამერებია და არაფერი იმალება.
_ მიმტანად არასდროს მიმუშავია,მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ
_ ძალიან კარგი, დღეს 300 კაციანი ქორწილი გვაქვს, ჯერ სერვირებით უნდა დავიწყოთ, მერე დიზაინერები დარბაზს მორთავენ და ბოლოს ჩადგმებსაც გავაკეთებთ.
აქეთ სტაფის ოთახია, ქვემოთ საჭმელები მზადდება და მერე ლიფტით ზემოტ ამოდის _ ქალმა წინადადება დაასრულა და სამზარეულო აჩვენა.
_ ჯერჯერობით გასაგებია, ახლა რისი გაკეთება მევალება?_ ლიზა დავალების მისაღებად მოემზადა.
_ იმ კუთხეში სუფთა თეფშები დევს, უკვე დავატილოვეთ, ერთნაირები აიღე და წამომყევი.
ლიზამ თეთრი თეფშები აიღო და სწრაფად გაყვა ქალს დარბაზში.
_ სულ 30 მაგიდაა, თითოზე 10 თეფში იდება, შესაბამისად დანები და ჩანგლები. ამ ყველაფერს რომ მოვრჩებით, მერე ბაკლებს დავალაგებთ. ისეთი განსაკუთრებული არაფერია, ხელსახოცები თვითონ უნდა მოიტანონ, ალბათ დეკორაციების ფერი იქნება.
_ გასაგებია_ ლიზა ქალს დაეთანხმა და თეფშების გაწყობას შეუდგა.
დარბაზის მეორე მხარეს მყოფი მიმტანები გოგონას უყურებდნენ და მისი ვინაობით დაინტერესებულნი, საჭორაოდ ემზადებოდნენ. დაბნეული ლიზა, ნერვიულობის დამალვას ცდილობდა და თეფშებს ლამაზად ალაგებდა. სანამ საქმიანობას დაიწყებდა ნიკუშას მიწერა და სიტუაცია აუხსნა. იცოდა,კაცს არ ესიამოვნებოდა, მაგრამ სამუშაო აუცილებლად უნდა დაეწყო.
თეფშების დალაგებას მორჩა და სამზარეულოში შებრუნდა. გაართმევდა კი თავს? შეძლებდა მუშაობას უზარმაზარ დარბაზში, სადაც 300 კაცი იჯდა? ნერვიული შეკითხვები მოსვენებას არ აძლევდა, მაგრამ თავს იმშვიდებდა და პატარა ნენეზე ფიქრობდა.
მიმტანებმა მაგიდები მალევე გაშალეს და დარბაზი დიზაინერებს დაუთმეს. სტაფისათვის განკუთვნილი ოთახიდან სიცილისა და კამათის ხმები გამოდიოდა. ზოგი ყავას სვამდა და ჭორაობით იყო გართული, ზოგი ბილწსიტყვაობით ამკობდა ერთმანეთს და იცინოდა. ლიზა დანარჩენებისგან მოშორებით, მშვიდად იდგა და ბაკლებს ატილოვებდა. როცა საქმეს მორჩა, ნახევრად მორთულ დარბაზს გახედა. მაგიდებზე ხელოვნური ყვავილების დეკორაციები დაედგათ. მეორე სართულზე ასასვლელ კიბეებზე პატარა სანთლებს ალაგებდნენ და ვარდის ფურცლებს ყრიდნენ. ამ ყველაფრის დანახვაზე, ლიზას დეჟა ვუს შეგრძნება დაეუფლა და სევდამ შემოუტია. გაახსენდა ის საბედისწერო და სამარცხვინო დღე. იმ დღეს, მის ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დაეტოვებინა, რომ არა ის დილა, იქნებ ახლა აქ არ ყოფილიყო. ან, ვინ იცის, როგორ იქნებოდა ყველაფერი.
კოტეს ყველაფერი დიდი ხნის წინ ჰქონდა დაგეგმილი. ამ დღეს სიხარულით ელოდა და ღიმილიანი სახით აგვარებდა წვრილმან საქმეებს. ჯერ სალონში გადარეკა და ლიზასთვის დაგეგმილი პროცედურების განრიგი გადაამოწმა, შემდეგ კი მძღოლს მოუხმო და დღის განრიგი გააცნო. ქალიშვილისთვის არაფერი ენანებოდა. მისი ორგანიზებული იყო ქორწილი და ძალისხმევას არ იშურებდა, რომ ყველაფერს კარგად ჩაევლო. ბრძენი მამის მორჩილი შვილი, ცოლად რუს ოლიგარქს მიყვებოდა და მალე გაერთიანებულ ბიზნესს სათავეშიც ჩაუდგებოდა. კოტეს გრანდიოზული ქორწილის შესაფერისი საჩუქარიც ჰქონდა შერჩეული . ახალდაქორწინებულ წყვილს, კუნძულ ბალიზე გასამგზავრებელ ბილეთებსა და შესაბამისი მომსახურებებით უზრუნველყოფილ საგზურებს ჩუქნიდა. გარდა ამისა, ლიზა ბიზნესის შემსწავლელი სრული კურსის დამთავრების შემდეგ დაპირებულ წილს მიიღებდა მზრუნველი მამის კომპანიაში.
მეორე სართულის აივანზე მდგარი გოგონა, მოწყენილი სახით იყურებოდა. სივრცეში თვალი უშტერდებოდა და მოძალებულ ფიქრებს გაურბოდა, თითქოს ვიღაცას ელოდა. მისი ოთახიდან გოგონების მხიარული ჟრიამული და კისკისი ისმოდა, ყველას უხაროდა ლიზას გაბედნიერება. მხოლოდ სოფიმ, მისმა ბავშვობის მეგობარმა იცოდა გოგონას სევდის მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ კოტეს, ლიზას დაბადებისთანავე დაეგეგმა მისი ცხოვრება, უცოდვილი არსება ყოველთვის ხვდებოდა _ რაღაც ისე ვერ იყო.
ხატვის ნიჭი ბავშვობიდან ჰქონდა. რაც თავი ახსოვდა, სულ ხატავდა და ბევრს კითხულობდა. ყველაფერი აინტერესებდა ხელოვნებასა და ხელოვნებზე _ იმ არამიწიერ ხალხზე, სასწაულებს რომ ქმნიდნენ, რომლებიც შემდეგ დროსა და სივრცეში მოგზაურობდნენ. საათობით შეეძლო უბრალოდ ეყურებინა ნახატებისთვის და წარმოსახვით აღედგინა მათი შემქმნელები. ყოველთვის, როცა ინტერესიანი სახით მიირბენდა მამასთან და მხატვრებზე შეკითხვებს უსვამდა, კოტე ცბიერად უღიმოდა, შემდეგ კი ცდილობდა პატარას ინტერესები სულ სხვა მიმართულებით წარემართა. როგორც თავად კოტე ამბობდა, ის ბუნებით რეალისტი იყო და თავის თავს, ყოველთვის ისეთ მიზნებს უსახავდა, რომლის მიღწევა თავდაუზოგავი შრომის ფასად შეიძებოდა. კაცის ინტერესები კი ყოველთვის ერთი იყო_ რაც შეიძლებოდა მეტი ქონება დაეგროვებინა და დროის სვლასთან ერთად, მისი ძალაუფლებისადმი წყურვილი სულ უფრო მეტად იზრდებოდა.
ლიზას არასდროს არაფერი აკლდა. ყოველთვის საუკეთესო ეცვა, საუკეთესოს ჭამდა და ფულიც იმაზე მეტი ჰქონდა, ვიდრე ჭირდებოდა. მზრუნველი მამის საყვარელ ქალიშვილს, არც სანახაობები და მოგზაურობა აკლდა, თუმცა ყოველთვის იყო რაღაც, რაღაც უკმარისობის,თითქოს უაზრობის შეგრძნება, რაც მისთვის ყველაფერს ერთფეროვანსა და შინაარსს მოკლებულს ხდიდა. გარდატეხის ასაკში ამ შეგრძნებებმა კიდევ უფრო იმატა. ამას დაემატა ისიც, რომ გოგონამ დედის საიდუმლო ჩანაწერები იყოვა, სადაც მარია თავის გულის ნადებზე დაუფარავად საუბრობდა და აღწერდა ცხოვრებას, რომელშიც ის, სულაც არ იყო ისეთი ბედნიერი, როგორიც ეს, ერთი შეხედვით ჩანდა. ,, ოქროს გალია’’ _ ასე შეარქვა ლიზამ იმ რეალობას, რომელშიც დედამისი მთელი ამ ხნის განმავლობაში ცხოვრობდა, კოტეს შიშითა და საყვარელი შვილის სიყვარულით. ამ ყველაფრის შემდეგ ლიზას, უფრო მეტად გაუღვივდა პროტესტის შეგრძნება დესპოტი ადამიანის მიმართ, რომელსაც მამამისი ერქვა. ვერსად გაურბოდა კოტეს თვალებს,სადაც არ უნდა ყოფილიყო, კაცმა მუდამ იცოდა მისი საქმიანობის შესახებ. გოგონა ხვდებოდა, რომ მისი ცხოვრება ნელ-ნელა ემსგავსებოდა იმ ყოფას, რომელსაც დღიურებში არწერდა. კოტე ყველას აკონტროლებდა, ის გეგმავდა ვინ სად უნდა წასულიყო, რა უნდა ეკეთებინა და როგორ უნდა ეცხოვრა. ის ხომ პატარაობიდანვე უნერგავდა, რომ ხატვა წარმატებას ვერ მოუტანდა და გარდასულ ხანთა ხელოვან ხალხზე ფიქრი, ტყუილი დროის ფლანგვა იყო. ლიზას ინტერესები მხოლოდ და მხოლოდ საინტერესო ჰობი შეიძლებოდა ყოფილიყო, რომლის დახმარებითაც მომავალი ,, ბიზნეს ლედი’’ ხელოვნებით დაინტერესებულ მაღალჩინოსნებთან წარმატებულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ გოგონამ კოტეს არჩეულ, ბიზნესის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა და პარალელურად ბუღალტერია შეისწავლა. მიუხედავად დაგეგმილი მომავლისა, სადაც არ უნდა ყოფილიყო, მუდამ თან ჰქონდა ხატვისთვის განკუთვნილი ფურცლები და უბრალო ფანქარი. ხატავდა ყველაფერს და ხატავდა მაშინ, როცა ამის პირველივე შესაძლებლობა მიეცემოდა, მერე კი ნამუშევრებს გულდასმიტ მალავდა, რომ კოტეს ნოტაციებისთვის თავი აერიდებინა.. დროის სვლასთან ერთად ხვდებოდა, რომ წინააღმდეგობის გაწევას არანაირი აზრი არ ჰქონდა. დარწმუნებული იყო, რომც შეწინააღმდეგებოდა, კოტეს ყველაფერი წინასწარ ექნებოდა გათვლილი. კაცის განრისხება კი მხოლოდ ლიზაზე არ გადაივლიდა, მან კარგად იცოდა, რომ მსგავს სიტუაციაში ის და მარია, შეიძლებოდა გარეთაც დარჩენილიყვნენ. გულის სიღრმეში კოტე ცოტაში ეცოდებოდა კიდეც, ყველაფრის მიუხედავად მამამისი იყო და შვილზე ზრუნავდა.
_ არ შემოხვალ?_ აივანზე გამოსული სოფი მკლავზე ნაზად შეეხო
_ კი, მაგრამ მანამდე რაღაც მინდა გთხოვო_ ლიზა გოგონას მიუბრუნდა.
_ ხომ კარგად ხარ?
_ კი, კარგად ვარ, უბრალოდ მინდა, რომ გოგონები ცოტა ხნით ოთახიდან გაიყვანო, მარტო მინდა დარჩენა.
_ ლიზა, მართლა კარგად ხარ?_ ანერვიულდა გოგონა და მეგობარს სევდიან თვალებში ჩახედა.
_ კი_ მოკლედ უპასუხა და მზერა აარიდა.
_ იცოდე, სისულელე არ ჩაიდინო.
_ არა, რას ამბობ _ ჩაეღიმა ლიზას
_ დარწმუნებული ხარ, რომ მარტო გინდა დარჩენა?
_ კი_ ისევ მოკლედ მოუჭრა
_ კარგი,მაგრამ დიდი ხნით მარტო ვერ დაგტოვებ
_ კარგი _ ჩაიბუტბუტა ლიზმ და თვალზე მომდგარი ცრემლები დამალა.
დაცარიელებულ ოთახში შესულმა საკუთარი თავი უზარმაზარ სარკეში შეათვალიერა. მაკიაჟი და აწეული კულულები კიდევ უფრო ალამაზებდა.
_ თოჯინას გავხარ_ საკუთარ თავს მიმართა და ხმამაღლა, სიმწრით გადაიკისკისა.
_ გასაყიდად გამზადებულ თოჯინას _ მონოლოგი გააგრძელა და საწოლზე აკურატულად მიფენილ ქათქათა, საქორწინო კაბას გახედა, რომელიც მისთვის პარიზიდან ჩამოეტანათ.
მაკიაჟისთვის განკუთვნილ მაგიდას მიუახლოვდა, რომელზეც უამრავი ძვირფასეულობა ელაგა, მათ შორის იყო ბრილიანტის ყელსაბამი, რომელი მის მომავალ მეუღლეს, ილიას ეჩუქებინა ნიშნობის დღეს. გოგონამ სამკაულს თვალი შეავლო და დიდი ხნის სევდას გზა, ცრემლების სახით დაუთმო. ბრილიანტს, მწვანე თვალებიდან გადმოღვრილი დარდისა და მწუხარების ცრემლები ეღვრებოდა.
_ მაკიაჟიც კი არ მიფუჭდება, ძვირადღირებული თოჯინა ვარ_ ჩაილუღლუღა და აკეცილი თმა ჩამოიშალა, თავის თავს უფლება მისცა ბოლომდე ამოეღო ნაღველი. ტირილს უმატა, უკვე სახეზე ხელებაფარებული ქვითინებდა, როცა მხარზე ხელის შეხება იგრძნო,მაგრამ იფიქრა მეჩვენებაო და ტირილი განაგრძო.
_ ნუ ტირი_ ახლა უკვე ცხადად ჩაესმა ახალგაზრდა კაცის ხმა და შეცბა, სწრაფად მოიშორა ხელები სახიდან. მის გვერდით მდგარი კაცი მუქი, მწვანე თვალებით შეჰყურებდა.
_ ალექსანდრე_ მისი სახელი წარმოთქვა და ერთდროულად შეშინებული და გაკვირვებული, სწრაფი მოძრაობით ფეხზე წამოიჭრა.
_ ნუ გეშინია _ მეორე წინადადება წარმოთქვა კაცმა და ნაცნობ, საყვარელ ხმაზე ლიზას გული აუჩქარდა.
_ მე, დღეს ვთხოვდები_ ცივად ჩაილაპარაკა გოგონამ და მღელვარების დასამალად კაცს ზურგი შეაქცია.
_ ლიზა _ სითბოთი მიმართა საყვარელ არსებას და ნელა მიუახლოვდა. ახლოდან შეიგრძნო მისი სურნელი, წვრილ წელზე გადმოფენილ, ოქროსფერ თმას თვალი ააყოლა და მარცხენა მხარეს გადაუწია, მერე კი ოდნავ დაიხარა და წითელი ბაგეებით ყელზე შეეხო.
_ ალექსანდრე _ გოგონას სიამოვნებით აღმოხდა მისი სახელი
_ ვისი სული გსურს?_ ბაგეებმა ყურთან გადაინაცვლეს
_ კი,მაგრამ_ ლიზა კაცის სიტყვებმა დააბნია
_ ვისი სული გსურს?_ ისევ გაიმეორა შეკითხვა და გოგონა ერთი მოძრაობით შემოაბრუნა.
_ მიყვარხარ_ ჩაიბუტბუტა დარცხვენილმა ლიზამ და თვალები დაბლა დახარა.
_ ხელი ჩამკიდე რა_ კაცმა თავი მაღლა ააწევინა და ლამაზ თვალებში ჩახედა. ლიზას სახეზე ფერები გადაუვიდა, გული აუჩქარდა და თავბრუ დაეხვა.
_ იცოდე, მაგრად ჩამკიდე_ გაეღიმა კაცს, გოგონას გამომწვევად გაუღიმა და ძლიერად ჩაიკრა გულში.



№1  offline წევრი Kalina

,,ოქროს გალია”.
მომეწონა.
ძალიან მომეწონა! ♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№2 სტუმარი makukuna

სად იყავი გოგო, ამდენ ხანს? smile smile heart_eyes

 


№3  offline წევრი ნორმი

ძლიან ძალიან მაგარი იყო და აღარ დააგვიანო რა??
--------------------
მორფეოსი

 


№4  offline წევრი დამწყები

უაზროდ მომწონს , გამალებით ველი შემდეგ თავებს

 


№5  offline წევრი dark_violet13

კარგი იყო მაგრამ იცოდე აღარ გვალოდინო ... აბა ბევრი თავი იქნება ერთადო?

 


№6  offline წევრი melanqoliki

dark_violet13
კარგი იყო მაგრამ იცოდე აღარ გვალოდინო ... აბა ბევრი თავი იქნება ერთადო?

ორი თავის დაწერა მოვახერხე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მქონდა. მადლობა ყურადღებისთვის <3

Farvana
ძლიან ძალიან მაგარი იყო და აღარ დააგვიანო რა??

აღარ დავაგვიანებ დიდი მადლობა <3 ძალიან მახარებს თქვენი კომენტარები

დამწყები
უაზროდ მომწონს , გამალებით ველი შემდეგ თავებს

ძალიან მიხარია დიდი მადლობა <3

 


№7  offline წევრი melanqoliki

უცნაური მე
ძალიან ძალიან მომეწინა..
ალექსანდრე ამ თავში ძალიან მომეწონა, თუმცა წინა თავებით უკვე ვიცი რა არაკაციცაა..
ნინას და ლევანის წარსულიც მაინტერესებს.. იმედია მალე იქნება ახალუ თავი.

ახალი თავი ხვალ იქნება :) დიდი მადლობა რომ კითხულობ და აზრს აფიქსირებ კომენტარებს ისეთი სიხარულით ვკითხულობ ვერ აგიღწერთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent