შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუ მეთამაშები.! (თავი 11)


4-09-2018, 00:35
ავტორი Phoenix..
ნანახია 3 617

კიბეები სწრაფად ჩავირბინე,სადარბაზოდან გასულმა ეზო მოვათვალიერე და ჩემს წინ გაპრიალებულ მერსედესსში ჩავჯექი. გაღიმებული დამხვდა ბექა, მაკოცა.
-ბექა-ფერგადასულმა ძლივს ამოვღერღე.
-რაო ჩემო პატარა. -მანქანა დაძრა და ეზოდან გავიდა.
-ბექა რაღაც მოხდა.-ხელებს ნერვიულად ვიფშვნეტდი.
-მაშინებ უკვე ვიკა, თქვი რა მოხდა. -ნერვიულად გამომხედა და ისევ გზას გახედა.
-დღეს დილით რაღაც წერილი მომივიდა..-გავჩუმდი-ვიღაცამ მომწერა ეს უაზრო გართობა მალე დასრულდებაო, საკადრის მიიღებო.მერე შენ რომ წახვედი ვიღაცამ კარები კინაღამ ჩამოიღო, ვერ ვიცანი ხელით ქონდა დაფარებული.მეზობელი რომ გამოვიდა მერე უცებ გაიქცა.-სახეზე ხელი მოვისვი.გაჩუმებული იჯდა, თვალები სიბრაზისგან უელავდა. აეროპოტის გზაზე მანქანა გადააყენა.
-სულ გაგიჯდი ხო. -ღვედი მოიხსნა გაბრაზებული სახით შემოტრიალდა მთელი ტანით.-ეხლა მეუბნები მაგას.-ტონს აუწია.
-მე მეგონა უბრალო ხუმრობა იყო, არ მინდოდა რამე საფრთხეში ჩამეგდე.-ხელი ხელზე დავადე, უცებ მომაშორა.
-და შენ რომ რამე მოგსვლოდა, რო შეემოსულიყო? რამე რომ დაეშავებინა შენთვის.-საჭეს ხელს ურტყამდა.-ვიკა საერთოდ არ მენდობი.
-ბექა მაგას ნუ ამბობ, გენდობი. უბრალოდ შემეშინდა.-ცრემლები გადმომცვივდა.
-პროსტა როგორ არ მითხარი, ვერ ვხვდები შენს გვერდით კაცი გინდა რომელიც ნებისმიერ მომენტში დაგიცავს თუ უბრალოდ სექს პარტნიორი.-ვიცოდი გაბრაზებული იყო და ამიტომაც ლაპარაკობდა ასე.
-გთხოვ რა ასე ნუ მელაპარაკები.
-აბა როგორ გელაპარაკო, საერთოდ ვერ ვხვდები რა გინდა ჩემგან. ერთად ხომ ვართ.-გავჩუმდი-ვართ თუ არაა.-დაიყვირა და შიშისგან ავხტი.
-კი ვართ.
-ხოდა ამის მერე ნებისმიერი რამ მეხება რაც შენ გიკავშირდება, მე ვალდეული ვარ საკუთარი ქალი დავიცვა, *.... ხომ არ გგონივარ. ასეთი რამ განმეორდება და არ ვიიცი.-გაწყვითა სიტყვა.-არ ვიცი რა მოხდება ჩვენს შორის.
-მაპატიე.-თავი დავხარე.მივხვდი ცუდად მოვიქეცი რომ დავუმალე .
-გთხოვ ნურაფერს დამიმალავ. მაპატია ასე რომ გიყვირე, უბრალოდ რამე რომ დაეშავებინა. არ ვიცი რას გავაკეთებდი. თუ კიდე გამოჩნდება მაშინვე მეუბნები.-ხელი კისერში შემიცურა და შუბლზე მაკოცა. ღვედი ისე შეიკრა გზისთვის არ მოუშორებია თვალი, მანქანაც დაძრა.
-მაინც ვიზე გაქვს ეჭვი.
-ჩემს ყოფილ ქმარზე ვფიქობ. აბა სხვა ვინ უნდა იყოს.
-მაგის დედა***.ეგ *ირი. -აეროპორტის პარკინგზე მანქანა დავაყენეთ და ერთად შევედით. მაშინვე სოფოს მზერა მომხვდა. გამეცინა.
-აშკარად ყველამ იცის. -ბექას გავხედე.
-ძალიან კარგი იცოდნენ რომ ჩემი ხარ.-ავხედე და გამიცინა. ოფისსში შევედით.
-ნინუცა მოვედი.
-თ-შემისწორა ბექამ.
-ბავშვებო თქვენი ამბავი გავიგე. ძალიან კარგი წყვილი ხართ.ბედნიერებას გისურვებთ.
-მადლობა ნი-გავუღიმე. -დღეს სად ვარ?
-ნახევარ საათში აეროფლოტის რეგისტარია გაქვს დანარჩენის სიას გამოგიგზავნი.ბექა შენ თეირანზე ხარ. -ორივე გამოვედით.
-ბექა წავედი მე ჩანთას ავიტან თან კრისტის და გეგას ვნახავ.
-კაი პატარავ, თუ რამეა მაშინვე მწერ იცოდე.-შუბლზე მაკოცა და სექციისკენ წავიდა. კრისტის ნომერი ავკრიფე.
-სად ხარ?
-ვიკო მე უკვე რეისზე ვარ. დავამთავრებ და გნახავ-სწრაფად მომაყარა და გამითიშა. ოთახში შევედი ჩანთა საკიდზე ჩამოვკიდე, საშვი პერანგის საყელოზე დავიმაგრე. ტელეფონი და რაცია ავიღე. რამდენიმე საათმა მშვიდად ჩაიარა.შუაღამე იყო როგორღაც რო ერთად მოვხვდით მე და ბექა ოთახში. გვერდიგვერდ ვისხედით და გათიშული სახით ვუყურებდით ერთმანეთს.
-ეხლა იცი რას გიზამდი?-ხმადაბალი ვნებამორეული ხმით მითხრა და კაბის ქვეშ ჩუმად შემიცურა ხელი.
-წარმოდგენა არ მინდა თორე შეგათრევ ტუალეტში. -გამეცინა და ფეხიდან ხელი მოვაშორებინე.უცებ ჩემი ტელეფონის ხმა გაისმა. სმსი მომივიდა. ბექამ დახედა ტელეფონს და წამებში შეეცვალა სახე. სიბრაზისგან ყელზე ძარღვები დაებერა..
-რა ხდება ბექა-შეშინეულმა ტელეფონი გამოვართვი.შეტყოინებამ მეც შემძრა.
„პატარავ რა კარგი სუნი აქვს შენს საცვლებს, ერთს სამახსოვროდ წავიღებ“
-ბექა-მხოლოდ მის სახელის წარმოთქმა მოვასწარი, წამის მეასედებში გავარდა ოთახიდან, უკან სირბილით გავყევი. ნინუცასთან შევარდა.
-ნინუცა ძალიან დიდი ბოდიში. უნდა წავიდე, სახლში ვიღაც შევიდა.-სიბრაზის გარდა ვერაფერს ვერ ვამჩნევდი მის შავ თვალებში, დარწმუნებული ვიყავი ის ეხლა ხელში რომ ჩავარდნოდა ვერ გააწიწკნიდა ვერავინ.
-ბექა რას აპირებ-გარეთ როგორც იქნა დავეწია.
-მოვკლავ მაგ ნაბიჭვარს, არ შევარჩენ ამ საქციელს, პატარავ აქ იყავი და გეგას არ მოშორდე მე დავურეკავ. გთხოვ სანამ მე არ დაგირეკავ სახლში აარ წამოხვიდე.
-გეხვეწეი ფრთხილად იყავი.-მაკოცა და უსიტყოვ ჩაჯდა ავტომოილში. დრო ისე გავიდა არ მახსოვს. მეც და კრისტიც გაოცებულები დავყურედით ტელეფონს. ერთი ასჯერ მაინც წავიკითხე დაფარული ნომრიდან მოსული სმს.
-კრისტი ვინა ნეტა?
-არ ვიცი დაო მაგრამ საშიში რომაა ეტყობა. პიტი მანიაკია. ნეტა ბექა რას შვება.
- არ ვიცი ასჯერ დავურეკე არ მპასუხობს.ძალიან მეშინია, რამე საფრთხეში არ ჩაიგდოს თავი.
-გოგო თავიდანვე რატომ არ უთხარი.
-კრისტი მეგონა ხუმრობა იყო, ან რამე შეეშალათქო, არ მინდოდა პანიკა ამეტეხა.
-ეგ ხო.- ხელს ლოყით დაეყრდნო და თვალები მილულა. ტელეფონის ხმა გაისმა.
-ბექა რეკავს-ინტერესიანი დავუკმაყოფილე.
-ხო ბექა.
-შენი ნივთები მომაქვს თან. საკეტი გატეხილი დამხვდა, მაგ სახლში ერთ დღესაც არ გაგაჩერებ, დილით მიგიყვან ჩემთან მე საკეტს გამოვცვლი, გამოვდივარ უკვე.
-ბექა ვინე დაგხვდა სახლში, ან რა მდგომარეობა იყო.
-ავადმყოფია ეგ ჩემისა. შენი საცვლების უჯრა ქონდა ამოქექილი მარტო. რო მოვედი კარები ღია იყო.
-რა უნდა ან ვინაა.-ხელის გული შულზე მივიდე.
-არ იცი პატარა მაგამ ვიღაც შეშლილია. არ ინერვიულო შენ მოვაგვარებ ყველაფერს. გკოცნი მალე მოვალ.
-გკოცნი-გავუთიშე.
-რაო.-არ დააყოვნა კრისტიმაც.
-საკეტი გატეხილი იყოო, საცვლების უჯრა ამობრუნებული ქონია,ტიპი მანიაკია რაა.
-კიდე რაო.
-ჩემი ნივთები მოაქვვს მაგ სახლში არ დაგტოვებო.ბექასთან გადავდივარ.-განვუმარტე.
-კაია ასე უფრო უსაფრთხოდ ხარ. -შეშინეული შემოვარდა გეგა.
-გოგო ახლა უნდა ვიგებდე ამბავს.ამ
-ვაიმეე გეგა თავიდან არ მომაყოლო რა, აღარ მაქვს ნერვები.
-გავიგე ყველაფერი ბექამ დამირეკა. -გვერდით დამიჯდა.
-ნიკა გგონია?-ხმადალა თითქმის ჩუმად მითხრა.
-დავიჯერო ასეთი ავადმყოფია?
-არ ვიცი აბა სხვა ვინ შეიძლება იყო.-მხრები ავიჩეჩე. უკვე თენდებოდა. დილით რეისი მქონდა, დაბლა სექციაზე დავჯექი. ხალხი მალევე დავარეგისტრირე, ბოლო მგზავრეს ველოდეოდი როცა შესასვლელთან ვიღაც ახალგაზრდა კაცი შევნიშნე, შორს იდგა სახე კარგად ვერ დავინახე, მაგრამ გულმა მიგრძნო ის იყო ვისიც უნდა შემშინებოდა.თავი მაშინვე სექციის დაბლა დავხარე. ტელეფონზე ბექა ავალიანი მოვძებნე და დავრეკე, რამდენიმე ზუმერი გაისმა.
-ბექააა აქ არის.
-ვინ ვიკა.-ხმაში შიში შეეპარა.
-ის აქაა, ვიცი საშინლად მიყუებს, ვგრძნობ ისაა. გთხოვ მალე მოდი.
-დამშვიდდი, სად ხარ.
-მე-9 სექციაზე ვარ რეგისტაცია მაქვს.
-მაინდ იყავი პატარა ჩემი მეგობარი მოვა ახლავე. დამშვიდდი.-მივხვდი რომ მის გარეშე უფრო საშიშ სიტუაციაში ვიქნებოდი, იმ წამს გავაცნობიერე რა ბედნიერებაა როცა ასეთი მამაკაცი ყავს გვერდთი.
-ვიკა ხო.?-უცებ მამაკაცის ხმა გავიგე. ავიხედე და პატრულის თანამშომელი დამხვდა.
-მე ბექას მეგობარი ვარ, გამომყევი, თქვენს უსაფრთხოებაზე მე ვიზრუნებ.
-ეხლავე.-ჩემს გვერდით მჯდომს მივუბრუნდი.-ნინ გთხოვ 5 კაცი დარჩა დასარეგისტირებელი და დახურე შენ რა ჩემი მანიფესტი. გთხოვ.
-კაი ვიკა რა პრობლემაა.-ნერვიულად გავუღიმე და პოლიციელს გავყევი, გარშემო ვიყურებოდი მაგრამ ის აღარ ჩანდა. ან მე ვერ ვხედავდი.ბექას მეგოარმა გარეთ მის მანქანაში ჩამსვა მითხრა ავალიანი მალე მოვაო. შიშმა ამიტანა და სულ ვკანკალებდი. გააზრებულიც არ მქონდა რა ხდებოდა ჩემს თავს. ვიღაც მანიაკი ჩემს სახლში საცვლების გამო იპარება. შორიდან გავიგე ბექას ხმა ჩემს სახელს როგორ იძახდა, მომვარდა და სახეზე ხელები მომკიდა.
-ვიკა აქ ვარ.დამშვიდდი, მთლიანად კანკალებ. წამო ჩემთან. -ხელები მომხვიდა და მანქანიდან გადამიყვანა.

**
აი ესეც ახალი თავი, იმედია მოგეწონებათ ველი თქვენს შეფასებებს ჩემო საყვაელო მკითხველო <3



№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

Es vinga jandaba gachite isedac vigacis cema minda eg ar shemomyves

 


№2 სტუმარი სტუმარი ნათია

ვკითხულობდი, არა თითოეულ სიტყვას ვისრუტავდი და თან კადრებში ვუყურებდი ყველაფერს, ახლა კინოდან გამოფხიზლება მიჭირს და მოუთმენლად ველი შემდეგ სერიას????

 


მაგარიი ხარრ აი ძალიან მაგრად წერრ ????მალე დადე გელი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent