შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უნებლიე შეცდომა (16 თავი)


4-09-2018, 16:33
ავტორი naattii
ნანახია 4 135

ორი დღე ითმინა ნათიამ, თანაც მანანა არ შორდებოდა და იმდენად ვეღარ გაარკვია ბოლომდე ყველაფერი, გულის სიღრმეში სულ ფიქრობდა აი ახლა შემოახებს კარს და აი ახლაო, მაგრამ არა, გოგი დუმდა და არც მეგობრები იღებდნენ ხმას სანამ გაწერის დღე არ მოახლოვდა.
-სად არის_მკაცრი სახით გახედა დაჩის.
-არ ვი...
-არ გინდა დაჩი, აი არ გინდა რა_ასეთი ცინიკური ნათია არავის ახსოვდა.
-მონასტერში.
-ოჰ, გაწმენდას ცდილობს კაციი? ბოიში მაგასთან არ გამოუვა, მე აქ მიმაგდო და თითონ ცოდვების მონანიება ახლა მოინდომა? ღმერთო მაპატიე_ჩუმად დააყოლა ბოლოს.
საუბარი ექიმმა შეაწყვეტინათ:
-აბა, ჩემო მხიარულო პაციენტო, დღეს სახლში გიშვებ, აი საბუთები, ყველაფერი უკვე ანაზღაურებულია და შენმა მეგობარმა უკრაინაში საკმაო კარგი და გამოცდილი ექიმი იპოვა, რომელმაც იმედი მოგვცა, რომ ფეხს საბოლოოდ მოგირჩენს_თვალებ გაბრწყინებული საუბრობდა კაცი
-რომელმა მეგობარმა?_თვალები ეჭვით დააწვრიალა გოგომ, დაჩი ფანჯრისკენ შებრუნდა ქარიშხლის თუარა წარღვნის მოლოდინში მაინც და თვალები ხელით მოისრისა.
-ბატონმა გიორგიმ, მეგონა იცოდით_შეწუხებული სახე გაუხდა კაცს.
-კარგიით, ესეიგი ასე არა, გასაგებია, მადლობა ექიმო, ანუ ვსო თავისუფალი ვარ?
-ნამდვილად, დედათქვენს დაუცდით? უკვე ნაკერებიც კარგად გაქვთ სიარულიც შეიძლება.
-არა, დაცდა არ მინდა, დაჩია მანქანით, წამიყვანს_ბოლო სიტყვა იმხელა მუქარას გამოხატავდა უცებ დაჩიც კი შეცბა. ექიმის გასვლას დაელოდა ნათია და მაშინვე მიუბრუნდა.
-აბა ყმაწვილო, გამოდი ერთი აქეთ, კარგად დამენახე რომ დამალულხარ.
სანამ წინ არ დაიყენა დაჩი არ მოეშვა, მანაც ამოიოხრა დანებების ნიშნად და ხელები ჩამოუშვა.
-სად არის.
-ხომ გითხარი ნათი.
-რატომ წავიდა? ხომ იცი არა? შენ ყველაფერი იცი.
-ვიცი ნათი, ვიცი, ნეტავი არ ვიცოდე, მაგრამ მე ვერ მოგიყვები, ეს ჩემი ცხოვრება და საიდუმლო არაა, მაპატიე ვერ ჩავერევი.
-გასაგებია, რომელ მონასტერშია?
-შენ ნორმალური ხარ? ერთი კვირაც არ გასულა ოპერაციდან, ახლა მანქანაში ჩაჯდები და სახლში წავალთ, ყველა გელოდება ისედაც.
-კი ბატონო, მაშინ წავიდეთ, მაგრამ არა სახლში, იცი სადაც უნდა წამიყვანო.
-ჯანდაბა, ნათია, მომკლავს, არა.
-ასე ვერ ვიცხოვრებ გესმის? ყველაზე რთულ მომენტში მიმატოვა, ვიცი რომ ვუყვარვარ, მაგრამ მიმატოვა. არც კი გაუგია მკვდარი ვარ თუ ცოცხალი.
-სიმართლე რომ ვთქვათ, ჯანდაბა_კეფა მოიქექა დაჩიმ -მხოლოდ მაშინ წავიდა, როცა გაიგო, რომ გადარჩი და იცოცხლებდი, თითნ მოკვდა იმ დრომდე, ეს ექიმიც მისი მოყვანილია, ძველი ნაცნობი და საუკეთესო ქირურგი გინეკოლოგია, ყოველდღე ტვინს უბურღავდა რეკვებით, მხოლოდ მას ეხმიანებოდა. მას არასდროს მიუტოვებიხარ, უბრალოდ ისეთი რაღაც გაიგო გამოჩენის შეეშინდა.
-გოგის? რამესი შეეშინდა? იმ ყინულის კაცს? უჟმურს და ჯმუხს? ღმერთო ახლა ცნობისმოყვარეობა მომკლავს. აბა წავედით?
-არა.
-დაჩი, ლილია რომ იყოს? წარმოიდგინე რომ ლილია გაიქცა, არ მიაკითხავდი?
-ხოხვით მივიდოდი_თავი ჩაღუნა დაჩიმ -კარგი, წავიდეთ.
მდუმარეთ იარეს გელათამდე, ისეთი ძლიერი წვიმების შემდეგ ყველაფერი ტალახით დახვდათ სავსე. ტაძართან მისულებმა მამაო მოძებნეს და გოგი იკითხეს.
-არა შვილო, აქ მასეთი არავინაა, თუმცა ერთი კვირის წინ ზედა ტაძარში მიიღეს სტუმარი. ალბათ მას ეძებთ.
-კარგით, იქ როგორ მოვხვდეთ, ფეხით თუ მანქანით?
-არა შვილო, ახლა იქ ასვლას არ გირჩევთ, სამანქანო გზა მიწისგან შედგება და ამ წვიმაში მანქანით სადმე ჩარჩებით, ფეხით ძალიან გაგიჭირდებათ, ორ კილომეტრამდეა გასავლელი და ფეხი არ დაგიცურდეთ.
-ნათი, მოდი მერე მოვიდეთ, ახალი ნაოპერაციები ხარ, თან ხელჯოხით.
-არა, რადგან მოვედი მაინც ავალ, შენ თუ არა, მარტო.
-არ გცხვენია?_ხელკავი გამოდო და მამაოსთან დამშვიდობების შემდეგ ნელა აუყვნენ აღმართს.
ორ საათზე მეტი დაჭირდათ ასასვლელად, გზად უამრავ ადგილზე ატალახებული გადასასვლელი, ჩამოშლილი შლამი და ათასი წინაღობა ხვდებოდათ, როგორც იქნა 3 საათში ადგილზე იყვნენ. ნაჯახის დარტყმის ხმა გაიგონეს და იქეთ წავიდნენ. უცხო სანახაობა გადაეშალათ წინ, ხის ჯირკოსთან იდგა წელს ზემოთ შიშველი გოგი ამ სიცივეში და გამეტებით იქნევდა ნაჯახს, როგორც ჩანდა მამაოებისთვის ჩეხდა შეშის ნაჭრებს.
-გაცივდებით ბოს_ღმერთმა იცის, რამდენად გაუჭირდა აკანკალებული ხმის დაწმენდა. წამიერად გაშეშდა გოგი ნაცნობი ხმის გაგონებაზე და დაბნეულმა ნაჯახი პირდაპირ ფეხზე მორტყა.
-ჯანდაბა_ამოიღმუვლა ტკივილისგან გამწარებულმა და წამოსულ სისხლს ხელი დააფარა.
-ცოდვებმა იცის_ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა ნათიამ და წარბ აწეული მიუახლოვდა.
კაცს. -წამობრძანდით, ექნებათ მამაოებს სპირტი და ბამბა და გადაგიხვევთ, იკვდილის უფლება მხოლოდ ჩემი ხელებიდან გაქვთ_ავად გაუღიმა დადებილებული სახით მომზირალ კაცს და შიგნით შეათრია.

რა თქმა უნდა მაშინვე მიცეს ბერებმა სპირტიც, ბამბაც და ბინტიც. გოგომაც არ დაინდო და ჭრილობაზე სპირტი პირდაპირ გადაასხა, რასაც გოგის შეყვირება მოყვა და ტკივილისგან კბილების კრაჭუნი.
-რაო გიორგაძის გვარზე რას გაფრთხილებდი?_ავად ჩაისისინა გოგომ
-ჯანდაბა_სიმწრის ცრემლი მოიშორა გოგიმ და გოგოს გახედა, იმდენად ყავდა მონატრებული ტკივილი აღარ უგრძვნია, ძირფესვიანად მოატარა მზერა და თითოეულ ნაკვთზე დააკვირდა. თითოეულ უჯრედში გაითავისა საყვარელი სურნელი და როცა გადახვევას მორჩნენ მაშინვე წამოდგა.
-შენი წასვლის დროა_ცივად აქცია ზურგი და გარეთ გავიდა.
-შენ რა ხუმრობ? ნორმალური ხარ? ახლავე ამიხსენი რა ხდება.
-არაფერი, აქ ვრჩები, შენ კი მთელი ცხოვრება გაქვს წინ, ისიც საკმარისია რაც უკვე დაგმართე.
-კარგიი, სავარაუდოდ ბერებს საჭმლის მომზადებაშიც დაჭირდებათ დამხმარე._კარებისკენ გაიწია გოგი რომ მობრუქდა.
-გაგიჟდი? წადითქო
-სანამ არ ამიხსნი ასე რატომ მომექეცი და მომაკვდავი რატომ მიმაგდე ფეხს არ მოვიცვლი, გასაგებია?
-კარგი, იქნებ ასე გადაგაფიქრებინო ჩემთან ურთიერთობა, კარგი_მძიმედ ამოიხვნეშა და ნაჯახი ჯირკზევე დატოვა.
-მე.... არ ვიცი როგორ დავიწყო.. ჩემს გამო, მე ვარ მიზეზი იმის, რომ ოჯახი ამომიხოცეს, საკუთარი ოჯახის მკვლელი ვარ გესმის? და იგივე შენც დაგემუქრა, სხვა გზას ვერ ვხედავდი, ჩემს გვერდით სიკვდილი გემუქრება, შენ კი მთელი ცხოვრება წინ გაქვს, არ მოგცემდი, ვერ მოგცემდი უფლებას შენც რამე დაგმართნოდა, ჩემი წარსული არ მტოვებს და ჩემი ახლობლებისთვის მხოლოდ სიკვდილი მოაქვს. წადი და უჩემოდ გააგრძელე ცხოვრება.
-უშენოდ ცხოვრება არ მაქვს გესმის? მთელი ჩემი ცხოვრება შენ ხარ, უკვე გვიანია, მიყვარხარ და ამ საქმეშიც გარეული ვარ, ჩემს მიტოვებას არ გაპატიებ, მაგრამ არც ამ საქმედან გავალ, დემნას ბოლომდე დავეხმარები, ან შენთან ერთად, ან შენს გარეშე, ამიტომ ამოღერღე რა მოხდა დეტალურად და თავად გადამაწყვეტინე რა მინდა ამ ცხოვრებაში.
-კარგი_მაშინვე დაყაბულდა მკაცრ ხმას. -მაინც არ მაპატიებ, ამიტომ მოგიყვები...


------------------------------------------------
არ მინდოდა ყველაფერი ერთ თავში გარკვეულიყო, ამიტომ გაწელვა მაპატიეთ, შემდეგ თავში სრულიად დავაკმაყოფილებ თქვენს ცნობისმოყვარეობას <3



№1  offline წევრი დარინა

ძალიან გაბრაზებული ვარ გოგიზე და ნათიას ადგილზე აღარც მოვიკითხავდიიი, რა ჯანდაბად მენდომებოდა მისი გადახდილი თანხააა, არ ვიცი გულს როგორ მომიბრუნებს გოგი, ჩემი დაჩიკო კი სასწაულიააა, მინდა მე ეს კაციი, ვსიო ჩემია და მორჩაა.

 


№2  offline მოდერი naattii

დარინა
ძალიან გაბრაზებული ვარ გოგიზე და ნათიას ადგილზე აღარც მოვიკითხავდიიი, რა ჯანდაბად მენდომებოდა მისი გადახდილი თანხააა, არ ვიცი გულს როგორ მომიბრუნებს გოგი, ჩემი დაჩიკო კი სასწაულიააა, მინდა მე ეს კაციი, ვსიო ჩემია და მორჩაა.

ლილიას გაესაუბრეთ მაგ თემაზე :D

 


№3 სტუმარი cota boroti

kai iyo natia ra sheupovaria...:D
gogize agar var gabrazebuli
ori mowme wavikitxe da magrad monewona gavige rogor arian dachi da lilia ertad da ar myofnian arasdros<3<3<3<3

 


№4  offline მოდერი naattii

cota boroti
kai iyo natia ra sheupovaria...:D
gogize agar var gabrazebuli
ori mowme wavikitxe da magrad monewona gavige rogor arian dachi da lilia ertad da ar myofnian arasdros<3<3<3<3

ყველაზე საყვარელი წყვილია ❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნათია

ინტერესით ველი ახალ თავს , ჯერ ვერ ვიჩქარებ გოგის გაკიცხვას, ისეთი მამაკაციაა?

 


№6  offline მოდერი naattii

სტუმარი ნათია
ინტერესით ველი ახალ თავს , ჯერ ვერ ვიჩქარებ გოგის გაკიცხვას, ისეთი მამაკაციაა?

ხვალ საღამოს იქნება ❤️

უცნაური მე
ვიცი რაღაც ძალიან მძიმე აქვს მოსაყოლი და წინასწარ ვემზადები :(
გოგი შემეცოდა მეე ამ თავში :(
ნათია ასე მკაცრიც ნუ იქნება :))
ველოდები ახალ თავს ❤️❤️❤️

რომ მიატოვა ხომ კარგი იყო? :( რა ქნას ნათიამაც

 


№7  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Vaime aq gawyveta iqneboda :( male dade ra warmatebebii ... 16 ve tavi 3 saatshi wavikitxe dametxara tvalebi ????????????????

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინიკელა

მოუთმენლად ველი ახალ თავს.

 


№9  offline მოდერი naattii

სტუმარი ნინიკელა
მოუთმენლად ველი ახალ თავს.

დილის მერეა გაგზავნი მაქვს და არავინ დებს :(

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

კანონიერი ქურდიო .. ახლა მკვლელობაში .. ნარკომანი ხომ არ იყო! მგონი არა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent