შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ვარსკვლავი ცაზე (თავი 3)


4-09-2018, 22:58
ავტორი მარიამი მ.ბ
ნანახია 1 499

მოგესალმებით ყველას.ბოდიშს გიხდით ამ დაგვიანებებისთვის და გელოდებით!!
პ.ს.იმედია გაგახარე ამ თავით ????(მიხვდები)s
სამი დღე გავიდა.ფეხი უკეთესად მაქვს.სიარულიც უკვე შემიძლია,ხანდახან კოჭლობით მაგრამ მაინც შემიძლია..იმ დღის მერე მშვიდად ვარ.ერე გაოცებულია თუ როგორ მოხვდა რეზი ციხეში.ვერაფერი ვუთხარი.არვიცი რატომ.
დღეს დილას ერე მოვიდა ჩემთან.
-თათუ ხო ხარ კარგად?
-კი კი..დავრბივარ უკვე.-გადავუტანე თემა ვითომ ვერ მივხვდი რისკენ იყო კითხვა მიმართული.
-ძაან კარგი.ხოიცი აღარ უნდა ინერვიულო.გამოკვლევაზე დღეს მიდიხარ?გინდა გაყოლა?
-არა იყავი მივალ და მოვალ.უნივერსიტეტიდან გავივლი.
-აჰა კაი.მისმინე დღეს ძმაკაცებთან ერთად წყნეთში მივდივარ სხვისი მაქანით და ჩემსას დაგიტოვებ
-ოო დიდიხანია არ დაგიტოვებია.
-ჰოო და გთხოვ მაქსიმალურად მთელი იყოს რა.
ბოროტულად გავუღიმე.
დამემშვიდობა და კარი გაიხურა.
ჰმ.დიდიხანია არ მიფრენია.
..
სასწავლებლის შემდეგ ლიზა სახლში მივიყვანე და კლინიკის გზას დავადექი.არც კი მინდა ამაზე ვიფიქრო მაგრამ..მგონი სიხარულით მივდივარ იქ სადაც მეზიზღება ყოფნა.
კლინიკაში შევდივარ და მიმღებში ჩემს პასუხებს ვითხოვ.ირგვლივ ვიყურები არავინ ჩანს.არა!უამრავი ხალხია,უბრალოდ ექიმს ვერ ვხედავ.
-თქვენი გამოკვლევის პასუხები ექიმის კაბინეტშია,თვითონ ოპერაციაზეა.დელოდეთ თუ შეიძლება.
,,აჰ რათქმაუნდა!ძალიან კარგი.,,უხერხულობა მომეხსნა მაგრამ მთლად ბედნიერადაც ვერ ვგრძნობდი თავს.
ექთანი დაბრუნდა და გამოკვლევის პასუხები მომცა.წამოსვლა დავაპირე
-თათია!-ხმამ გამაშეშა და გულში რაღაცამ გაირბინა.რა ჯანდაბაა!
შემოვტრიალდი. საოპერაციოდან გამოვიდა ჩემსკენ სწრაფად მოდიოდა.ჩაიღიმა.უკვე ვცნობ  ამ ღიმილს
-ისე მიდიოდი რომ არ გინახივარ?კარგი რა..-ირონია ოხ ეს ირონია!
-არ გეცალა და ამიტომ..
-ხომ ხედავ გულმა მიგრძნო!
გამეცინა. უზომოდ უხდება ეს ირონია!პირველად ვხედავ ასეთ ადამიანს .
-კარგი კარგი.საქმე მაქვს შენთან.წამოდი.
ეზოში გამოვედით 
-რა ხდება?
ეზოში გავედით და სკამზე დავსხედით.
-შენი რაღაც მაქვს და..ვიფიქრე რომ ვარსკვლავი ვარსკვლავთან უნდა იყოს!
ჯიბიდან დედას ნაჩუქარი თმისსამაგრი ამოიღო და ხელისგულზე დაიდო.გაღიმებული და ბედნიერი დავცქეროდი .
-რამდენი ვეძებე..
-მანქანაში იყო.
-რა იცოდი რომ ჩემი იყო?
გაეცინა,თავი დახარა და ამომხედა.
-ჩემს მანქანაში ყველა ფეხმტკივანს ჩემი ხელით არ ვსვამ ძვირფასო.
მითხრა და თვალი-თვალში გამიყარა.ისე მიყურებდა, რომ საუბარს ისევ აგრძელებდა,ამჯერად თვალებით..
არაფერი შევიმჩნიე საუბარი ისე გავაგრძელე.
-დიდი მადლობა!ძალიან გამახარე.
-მაშინ უნივერსიტეტთან ის გამო მოვედი.
-პირადად არ მითქვამს მადლობა.შენ რომ არა..
-გეყოფა..მოვრჩეთ მაგაზე.
ბოლოს მკითხა
-ძვირფასია არა?
-ძალიან.დედას ნაჩუქარია.ესღა დამრჩა..
შევატყე როგორ შეწუხდა და თვალები მოექუფრა.ვიცოდი აინტერესებდა მაგრამ ვერ მეკითხებოდა.იმდენად ახლო ადამიანად აღვიქვი რომ ყველაფერი მოვუყევი.
-რომ გითხრა რომ ძალიან ვწუხვარ ალბათ უაზრობა იქნება.რაც შენ გადაიტანე ეს უბრალოდ ძალიან დიდი ტვირთია ახალგაზრდა გოგონასთვის.
-ჰო.თუმცა მყავს ერთი ადამიანი რომელიც მაძლებინებდა.ერეკლე ჰქვია.ძმაზე ბევრად მეტია ჩემთვის.და ისაა ვინც შენ ჩემი შეყვარებული გეგონა!
შემომხედა,უხერხულობისგსნ ხელი კეფაზე დაისვა მაგრამ შეკავებული ღიმილით ამომხედა.
ბოლოს მითხრა
-თათია იცი შენ უძლიერესი ადამიანი ხარ ვინცკი მინახავს!
გამეღიმა
-რა ლამაზად იღიმიან თურმე ვარსკვლავები.
თავი დავხარე.ვგრძნობდი როგორ გავწითლდი.
-ექიმო იოანე!ხელი გაქვთ მოსაწერი.
გაოცებული სახით ავხედე და მერე გამეღიმა
-რა იყო?
-შენი სახელი ..პირველად გავიგე ამ დროის განმავლობაში.
გაეცინა და შემომხედა.
-მერე?როგორია?
-მშვენიერი.თანაც ექიმოს თანხლებით ბრწყინვალედ ჟღერს.
-მადლობთ!
-პასუხები ავიღე ახლა წავალ.
-სრულიად ჯანმრთელი ხარ ნუ იდარდებ!
ეს რომ ტელეფონში მეთქვა აქ აღარ მოხვიდოდი.-დაფიქრდა-თუ მოხვიდოდი?
დუმილის შემდეგ მხრები ავიწურე
-შეიძლება ..-და წამოვედი.
....
მანქანაში რომ ჩავჯექი მივხვდი რომ სახლში არ მინდოდა წასვლა.უცნაურია ასეთი ენერგია არიგრძვნია თავში გამიელვა აზრმა და დაუფიქრებლად დავძარი მანქანა.
ადგილზე 15 წუთში ვიყავი.მანქანიდან გადმოვედი და კმაყოფილმა ავტოდრომს მოვავლე თვალი.ცარიელი იყო. ამ დროს ხმა ზურგიდან მომესმა
-ოოო დიდო თათია მოხვედი?-ლევანი სიცილით მომიახლოვდა და ფადამეხვია.ის ერეს მეგობარია და აქაურობა აბარია.
-ჰო ერეს მანქანა ჩავიგდე ხელთ!
-ძალიან კარგი.დავიწყოთ მაშინ დიდიხანია შენთან ერთად არ მიფრენია.
მანქანაში ჩავჯექით და დაძვრისთანავე მაღალი სიჩქარით დავიწყე.არვიცი ზუსტად რამდენი ხანი ვიჯექი საჭესთან მაგრამ თვალწინ სულ იოანე მედგა.აი უკვე სახელით ვსაუბრობ!სახელს ვიმეორებდი გულში და თან ყველაფრით შებყრობილი საჭეს ჩავფრენოდი.მისი სახის მიმიკები,ღიმილი და ხმა სულ თვალწინ რატომ მიდგას?ასე ცოტა ხანია ვიცნობ და ამდენი გასახსენებელი რამ საიდან მაქვს ...გულში თითქოს რაღაც განათდა და ტვინში რაღაცამ დამარტყა.ნუთუ...მანქანა სწრაფად დავამხურუჭე.
-თათია..-ლევანის შემცბარმა ხმამ გამომარკვია
-ჰო
-სწრაფად რომ დადიხარ ვიცი.საჭეს რომ ფლობ ეგეც ვიცი პირველად ხომ  არ ვმჯდარვარ შენს გვერდით მაგრამ..
-მაგრამ რა?
-რა გჭირს ?
-რატო მეკითხები-საჭეს მივაშტერდი
-დღეს დაფრინავდი.-გამეცინა
-სულ ეგრე არაა?
-არა მაგაზე არ ვამბობ.დღეს გონებითაც დაფრინავდი.
-ოჰ კარგი რა..
არ მეხერხება ტყუილები.
-მოდი სანაძლეოს დავდებ რომ ვერ მეტყვი რა შეიცვალა მოედანზე იმიტომ რომ არაფერი დაგინახავს იმდენად გაითიშე.
-რა?რამე ახალია?-აქეთ იქით დავიწყე ყურება.
გაეცინა
-ყველა კედელი მოხატულია გუშინ მოხატეს მრბოლელებმა.
სხვა დროს აუცილებლად შეამჩნევდი.
-ჰო..-უაზრო ლაპარაკს აზრი არ ქონდა რა მიხვედრა უნდა რომ ამ ბოლოს და დღეს მითუმეტეს გამოთიშული დავდივარ.
-მშვიდობაა იმედია
-კი კი არაფერია
სიცილი დაიწყო
-რაიყო?!
-ასეთს პირველად გხედავ.მგონი სასწაული მოხდა.
უკვე ცუდად გავხდი.
-წავედი ეხლა რა სადაცაა დაბნელდება დავიღალე.
-კაი აბა კარგად გამომიარე ხოლმე ხოიცი როგორ მიყვარს შენთან ერთად ფრენა.
.....
სახლში მივედი თუარა დივანზე უსულოდ დავეგდე.სახეზე ხელები ავიფარე და ჩემს თავს ვეკითხებოდი რა მჭირდა.როგორც იქნა გვერდზე გავიხედე ალბათ ეს მზერამ მაიძულა.ერეკლე კედელზე აყუდებული,თმააჩეჩილი,ნამძინარევი თვალებით, გაოცებული თვალებით მომშტერებოდა.ისე შემეშინდა თავი რომ არ შემეკავებინა გადმოვვარდებოდი.
-რა ჯანდაბას აკეთებ მანდ!გული გამისკდა
-მე..ნელა მომიახლოვდა და დივნის წინ მაგიდაზე ჩამოჯდა.
-ეგ დაიკიდე.შენ რა გჭირს?
ღმერთო დღეს ყველა ამას რატომ მეუბნება გავგიჟდები!
-რა უნდა მჭირდეს დავიღალე.
ერე მუხლებს დაეყრდნო და დაწვრილებული თვალები მომიახლოვა.არჯერა.
-თათია.ახლა ზღაპრებს მოეშვი ისედაც გამაღვიძე იმხელაზე მიაჯახუნე კარი.ეს არ გჩვევია.დაღლილზე მითეტეს.მერე გამოვედი და 10 წუთია შენს თავს ებურტყუნებიდა სახიდან ხელებს არ იცილებ.ეხლა გინდა მითხრა რომ უბრალოდ დაიღალე და მე გავგიჟდი?!
არაფერი მითქვამს უბრალოდ წამოვჯექი და თვალებში შევხედე .ეს უკვე აღსარება იყო.
ჯერ მიყურა მერე კი გამიცინა
-აბა გელოდები
-ახლა არა რა..
-კარგი.როდის?
-არასდროს რაა..
წამოხტა ფეხსაცმელი ჩაიცვა ქურთუკი აიღო და ხელი დამავლო.
-ადე წავედით!
-სად?არა არსად წამსვლელი არ ვარ..
-ადექი მეთქი.
-არა ერე რაა არაფრის თავი არმაქვს!
-კარგი.-გავოცდი როგორ დამთანხმდა მაგრამ ხელი მტაცა,ამიყვანა და დაბლა ჩამარბენინა .
მანქანა დაძრა და გამეცინა
-რა?
-გიჟი ხარ!
-კარგია!
....
ცოტა ხანში მანქანა მთაწმინდის პარკთან გააჩერა.
გამეცინა.ბავშვობა თვალწინ დამიდგა
-რა გვინდა აქ
-ბავშვობა გავიხსენოთ წამო.
რა ატრაქციონიც არსებობდა ყველაზე ვისხედით.სიცილისაგან აღარ შემეძლო როცა წაიქცა და ბავშვებმა დასცინეს.საოცარ დღეში იყო.ბოლოს დაქანცულები დავსხედით.
ისევ მეცინებოდა.ერეც იცინოდა და უცებ დასერიოზულდა
-თათ .
-ჰო
-მინდა ძალიან რომ სულ იცინოდე.
-მერე ასე არ არის?შენ ხელში სულ სრ ვიცინი?
-ჰო ეგ კი .მაგრამ...მაგას სრ ვამბობ.იმას გეუბნები რომ სულ ბედნიერი მინდა იყო.არმინდა რამე გამომეპაროს ხო ხვდები არა?არმინდა უყურადღებოდ რე დრჩეს.სულ ამას ვცდილობ..
და ჩემზე მეტად არავინ გიცნობს ეს ხო იცი .
-ვიცი ვიცი.-თავი დავხარე
-და ხო იცი რომ არაფერი გამომეპარება.
-ეგეც ვიცი
-და მერე?ისიც იცი რო რომ მოვინდომო ერთსაათში გავიგებ ყველაფერს მაგრამ არა.მინდა შენ მითხრა რა ხდება.
ახლოს მივუჯექი და ხელზე ხელი დავადე.მაგრამ მომიჭირა.
-შენც ხო იცი რო ისე ვერ გავძლებ რომ არ გითხრა.მაგრამ..ახლა..მეთვითონაც არ ვიცი რა ხდება გაურკვევლობაში ვარ .არვიცი..ხომ ხვდები არა?დრო მინდა რომ მეც მივხვდე და შენც გითხრა.
გიცინა და გულზე მიმიხუტა.
-ჩემი გოგო.ხოიცი მე აქ ვარ არაფრის შეგეშინდეს.ბოლომდე მიაწექი რაც ბედნიერებამდე მიგიყვანს.მე შენი სურვილის წინააღმდეგ არ წავალ..არასოდეს თათ!ეს იცოდე და იცოდე რომ გელოდები.შენს გვერდით ვიქნები მაგაზე არ ინერვიულო.ეხლა მოვრჩეთ ამაზე და წამო ვჭამოთ!
გული შემეკუმშა.თვალები ამიცრემლიანდა
-ამიტომ მიყვარხარ !
...
სახლში გვიან მივედით და დაღლილები დასხედით.
-მადლობა.კარგი იყო
ერეს გაეცინა.
-აბა რა გეგონა როარ მოდიოდი!
-დარჩი დღეს
-ჰო მეზარება წასვლა.
-ყავა გინდა?
-აუ კი
სამზარეულოში გაბედი და გამოვძახე
-ჰო მართლა რატო იყავი აქ ხო მიდიოდი წყნეთში
-კი მაგრამ რავი ბეღარ წავედით და მოვედი დავიძინე.მეთქი მალე მოვა სად იყავი?
-ლევანისთან
-ოხ მანქანა მთელია?
-დიახ დიახ!ესეც ყავა
ყავა მივაწოდე და დავჯექი.
-რა ვქნათ ფილმს ვუყუროთ თათუშ?
-კი ვუყუროთ რამდენი ხანია არ დარჩენილხარ და მარტო ვერ ვუყურებ ვერაფერს
-რას ვუყუროთ?
-რავიცი..რამეს სიყვარულზე-ვთქვი ჩაფიქრებულმა და ენაზე ვიკბინე.არაა ეს მე არ ვიყავი აშკარად რაღაც ჩამისახლდა.ერეკლემ გამომხედა და გაღიმება სცადა თუმცა აღარაფერი უთქვამს
-კარგი..იყოს მასე.ალბათ დაღლილობის ბრალია რა თათ!-ოხ ეს მწარე იუმორი..
ფილმი ნახევრამდე რომ მივიდა ერეს შევხედე და რაღქმაუნდა ეძინა.სულ ეს ჩვევა აქვს ბოლომდე ვერაფერს უყურებს.გამეღიმა ისე საყვარლად ეძინა.უცებ მივხვდი რომ მხოლოდ ერე მყავდა ასე საფიქრალი და საზრუნავი და ახლა რა უცხოა ჩემთვის ისიც კი რომ სხვაზე გავიფიქრო.კიდევ ვინმე ბიჭზე და თანაც არა ისე როგორი დაძმური სიყვარულით ერეს ან თოკოს ვუყურებ არამედ რაღაც სხვა.რაღაც უცნაური.რაღაც ახალი..
პლედი დავაფარე და ოთახში შევედი.პიჟამა ჩავიცვი და საწოლზე დავჯექი.ძილი არ მეკარებოდა,ფანჯარაში გავიხედე და ცას მივაჩერდი.ვარსკვლავების დანახვისას იოანე გამახსენდა.გამახსენდა მისი სიტყვები როგორადარებს ვარსკვლავს და მივხვდი რომ ბევრი კომპლიმენტი მომისმენია მაგრამ ასეთი განსხვავებული არაფერი.
ყველაზე საინტერესო ისაა რომ ეს მომწონს.მაგიდასთან დავჯექი ჩემს დაუსრულებელ ნახატს დავხედე და ხატვა დავიწყე.ისე ვუსვამდი ფუნჯს რომ არ ვიცოდი რას ვაკეთებდი.უბრალოდ ვხატავდი.არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა მაგრამ დროს ვერ ვგრძნობდი.უცებ თავზე ერე დამადგა და მივხვდი რომ მოვრჩი ნახატს.ნახატი რომელიც ამდენი ხანია ვერ გავაგრძელე დავასრულე.
-კარი შეღებული იყო დავინახე რომ ხატავდი და შემოვედი.
-ჰო..ვერ დავიძინე და..
-არაუშავს იცის ...
წარბები შევჭმუხნე.ოოოხ
-რამ?!
კითხვა უგულებელყო
-თათია.
-ჰო
-ეს ის ნახატია დიდი ხანია რომ არ გაგიგრძელებია ხო
-კი ისაა
-ულამაზესია!..
მეტი არაფერი უთქვამს შუბლზე მაკოცა და გაიღიმა.
-იცი რომელი საათია გოგო?
-რომელი
-ექვსის ნახევარი.ახლა არ გამაბრაზო და დაიძინე.
-კარგი.
.....
დილას რომ გამეღვიძა სახლში ხმაური იყო.წამოვხტი მაგვიანდებოდა და ოთახიდან გავვარდი.სამზარეულოში ერე რაღაცას აბრახუნებდა დივანზე თორნიკე იწვა.თავი სიზმარში მეგონა და გაშეშებული ვიდექი.გონს რომ მოვეგე დავიყვირე
-საათიი..საათი რომელია
ერემ გადაიხარხარა
-ტყუილად აღარ ირბინო 12 ის ნახევარია ახლა უნდა მოდიოდე უნივერსიტეტიდან.
-რაა?!რატოარ გამაღვიძეთ
-დღეს ვისვენებთ თათუ-თოკომ პულტი დადო
-გჭირდება!-ყურთან ჩამისისინა ერეკლემ.მოვკლავ!
ხელი შუბლზე შემოვირტყი.
-თათია რახდება?რაღაც ამ ბოლოს შესხვანაირდი.ხო მართლა ლევანი ვნახე და ისიც მაგას ამბობს.
-თქვენ ყველას ჩემი გაგიჟება რატო გაქვთ გადაწყვეტილი?!
-ჩვენ არა მაგრამ..სხვას მგონი კი-თორნიკე ენას ვერასოდეს აჩერებდა!
-კააი და რასვაკეთებთ?-თემის გადატანა ვცადე.
თორნიკემ გაბრწყინებულმა შემომხედა
-რაო?თათია..
-არ მკითხო რა მჭირს თორემ გავიქცევი იცოდე!
-კაარგი.-კიდევ კარგი დამჯერია და ერეკლეს არ გავს.
-რას ვაკეთებთ თათუ და რავიცი მოვიფიქრებთ ამხელა ლეგენდა ხალხი ვართ.
კარზე ბრახუნია.ვაიმე ლიზა სულ  დამავიწყდა
-ჰოჰოო სუნი იგრძნო ელიზაბედმა ალბათ გართობის
-ოხ თორნიკე!
კარი გავაღე ლიზამ გაოცებულმა შემომხედა
-ცოცხალი ხარ?მადლობა ღმერთს.
შემოვიდა და არსებულმა სიტუაციამ უფრო გააკვირვა
-რა ხდება დილიდან ამათ როგორ იტან?მოგიკვდი!
-არვიცი ამათ კითხე..ჰო მიდი და დამტოვე მარტო!
ფრატუნით წავედი სამზარეულოსკენ ვერ გავიგე რა მინდოდა გამოვბრუნდი და ერეს ყავა ავაცალე.
-ეე კაი რაა ამისი აგეღო
-მაგისი ტკბილი იქნება!
თორნიკემ გაიღიმა.
ლიზამ ხელი მომკიდა
-საქმე მაქვს.
-რა არის?ხოა მშვიდობა
თვალით ბიჭებზე მანიშნა ორივე ჩვენ მოგვჩერებოდა.
-წამოდი-ოთახისკენ წავედით
ერეს შევხედე მიყურებდა.თვალებზე მივხვდი რასაც ფიქრობდა.
ოთახში შევედით და საწოლზე ფეხმოკეცილი დავჯექი.თან ყავის სმა გავაგრძელე.
-თათია..დღეს უნივერსიტეტიდან რომ გამოვედი ვიღაცამ გიკითხა.
სახის მიმიკით გავიკვირვე და განაგრძო
-იცი ვინ იყო?შენი ექიმი!
ყავა გადამცდა და სასწრაფოდ დავდგი ძირს.
-რასამბობ?!
-ჰო.შენ გელოდებოდა და ძალიან გაუკვირდა რომ არ გამოხვედი.დიდხანს მიყურა და ბოლოს ვეღარ მოითმინა.მოვიდა და მითხრა შენ თათიას მეგობარი ხარ არაო?კი მეთქი.სად არის ხომ არ იცი ვერ ვუკავშირდებიო.-მაშინვე ტელეფონს ვეცი და ზარები შევამოწმე.ჯანდაბა!
-უცხო ზარებია ალბათ ეგ იყო!
-თათია მორჩი რა შენი ემოციები გაგცემენ ხომ ხედავ.რატომ გირეკავს ექიმი ან რატომ გხვდება უნივერსიტეტთან.ეს ხომ უკვე ძალიან მარტივია!
-განაგძობ?
-შეატყო რომ ზედმეტი წამოცდა და ახსანს ეცადა.მეკი ვუთხარი რომ გასაგები იყო და ყველაფერი მშვენივრად მესმოდა!
-რაატომ უთხარი ეგ?!
-გაჩუმდი ახლა და დამამთავრებინე აბა რა მექნა მეყურებინა როგორ წვალობდა?როცა ეს ვუთხარი მოეშვა.რამე გადავცე მეთქი ვკითხე და უბრალოდ უთხარი რომ ვეძებდიო.
-რა უნდოდა ნეტავ?ტელეფონი რატომ გამოვრთე!
-დაწყნარდი და ბოლოს და ბოლოს გამოუტყდი შენს თავს რა თორემ სხვებისთვის ისედაც უცნაურად იქცევი
-ჰო ისე რომ ერეც მიხვდა
-რა?თუმცა მიხვდებოდა რათქმაუნდა.
-მაგრამ რას? მეც ვერ გამიგია რა მჭირს რა თქვენ რას ხვდებით ?!
-თათია ძალიან კარგად იცი რაც გჭირს უბრალოდ არ გინდა აღიარო.მესმის უცხოა შენთვის მაგრამ ვეცდები გაგიმარტო.შენ გადაგარჩინა ბიჭმა,რომელიც საშინლად სიმპატიურია შემდეგ კლინიკაში გაგიტაცა და შენი ექიმიც აღმოჩნდა.მეორე დღეს შენ დაგირეკა იმისთვის რომ ანკეტაზე ეთქვა.თუ ვერ ხვდები გეტყვი რომ ეს ექთნის მოვალეობაა და ექიმი ამაზე დროს არ უნდა კარგავდეს თუ პაციენტი მისი ნათესავი ან  მეგობარი არა ან თუ ის არ მოსწონს.ან უარესიც შეიძლება.
-ლიზა!
-შემდეგ წლების მოუშორებელ მანიაკს ისე გაშორებს რომ ვერც იაზრებ თანაც რა უნდოდა უნივერსიტეტთან მაშინ?
-თმისსამაგრი უნდა მოეცა
-თუ ღმერთი გწამს..ამას მაშინაც იზამდა კლინიკაში რომ მიხვიდოდი მაგრამ ვერ მოითმინა.
ნელ ნელა მეწურებოდა გული რომ ვხვდებოდი ყველა დეტალს.
-და ახლაც გეძებს თათია!დაფიქრდი დეტალები შენ უფრო იცი.ნუ გაურბიხარ რეალობას და იყავი ბედნიერი.ეს დანაშაული არ არის.ჩვენ შენთან ვართ ყველანი.ის ორი იდიოტიც მისაღებში უსაქმურად რომ სხედან და ინტერესით კვდებიან რას გეუბნები თუმცა არ იმჩნევენ!ხოდა მიდი ჩვენ შენი ბედნიერება გვინდა.
ხელებით მეჭირა თავი და საშინლად ავნერვიულდი.ასეთი ცნობისმოყვარეობა არასოდეს მიგრძვნია
-ნეტავ რა უნდოდა.
-მიზეზი არაა საჭირო იმისთვის რომ ვიღაცის ნახვა გინდოდეს.თუმცა ვერ გაიგებ თუ არ კითხავ.თანაც თუ დიდხანს ვერ გნახავს შეიძლება მოგაკითხოს და მგონი აქ ცოტა უხერხულობა შეიქმნება.-სიცილით დაამატა
-არაა არარსებობს !
-მაშინ მიდი
-რა?არ დავურეკავ!არასოდეს!
-ვინ გითხრა დაურეკეო!წადი
-სად?!
-კლინიკაში ლამაზო.შველა ნამდვილად გინდა.
-არა!-ყველაფერი წარმოვიდგინე და მივხვდი რომ უნდა მენახა-ან ჰო!
წამოვხტი სასწრაფოდ ჩავიცვი და გამოვვარდი
-საით თათია?-ერე ფეხზე წამოდგა.
-უნდა წავიდე.
-არა!
-რა?
-ანუუ-ერეს გაეცინა-ფეხით არა გამომართვი გასაღები!-ჩემი საუკეთესო.
სასწრაფოდ დავძარი მანქანა და 20 წუთში კლინიკასთან დავამუხრუჭე!გადმოვედი და მიმღებში მივედი
-ექიმი იოანე სად არის?-ისეთი ხმით ვიკითხე ექთანმა გაოცებით ამომხედა
-იცით ამ წამს გავიდა აი ისიც-დავინახე მანქანაში რომ ჩაჯდა და გავარდა.კარისკენ მივდიოდი როცა ხმა მომესმა
-იოანე?
-ჰო მისი ბრალი არ იყო იმ პაციენტის სიკვდილი მაგრამ..ძალიან ცუდად იყო არ ვიცი სად წავიდა.რამე სისულელე რომ ქნას?
სასწრაფოდ გამოვიქეცი და მანქანა დავქოქე.გიჟივით მივქროლდი წინ სანამ მისი მაქანა არ დავინახე.სწრაფად მიდიოდა მაგრამ ამ საკითხში...
როდენიმე მანქანა ჩამოვიტოვე გული საშინლად მიცემდა.შიშს ვგრძნობდი.წარმოვიდგინე რომ ..რომ რაღაც ცუდი მოხდა.არა..
გაზს ბოლომდე მივაჭირა გავუსწარი და გზა გადავუჭერი.ძლიერად დაამუხრუჭა და მანქანიდან გადმოხტა.გადმოვედი და წინ დავუდექი.ღმერთო მისი თვალები წითელი იყო.წითელი.სისხლის ფერი.სახე შეშლოდა და განადგურებოდა.რომ დამინახა გაოცება დაეტყო.
-თათია..-ხმა საშინლად გაბზარვოდა.გული ჩამეწვა ასე რომ დავინახე.
-აქ რას აკეთებ?
-შენ სად მიდიხარ?ხომ მეძებდი?ხოდა მოვედი!აქ ვარ!
-თათია..ახლა არა..უნდა წავიდე..მე ..ძალიან ცუდად ვარ.
-ვხედავ.მაგრამ ვერსად წახვალ.ასე სად უნდა წახვიდე მითხარი.
-თათია მერე ვილაპარაკოთ!-მანქანისკენ წავიდა და კარები მივუხურე.მეც გამაკვირვა ჩემმა გამბედაობამ.
-გთხოვ..ვილაპარაკოთ.
გაკვირვებულმა შემომხედა
-მისმინე რაღაც საშინელება მოხდა.ადამიანი ჩემს გამო მოკვდა..ბავშვი..თათია ბავშვი ...
ტირილს არაფერი აკლდა ისე კანკალებდა.ვერ მოვითმინე და მხარზე ხელი მოვუჭირე.
-მესმის მაგრამ მანქანას ასეთ მდგომარეობაში თუ მართავ უფრო საშინელება მოხდება.
-მოხდეს!მერე რა ?!ვინმეს ენაღვლება?
-კი-უცებ ჩემმა ღრიალმა ორივე შეგვაშინა.-რატომ არ უნდა ენაღვლებპდეს შენს ოჯახს ნაცნობებს და მეგობრებს?
-და შენ?-გული შემეკუმშა
-თუ ახლა წახვალ და რამე მოგივა ჩემს თავს ვერ ვაპატიებ რომ გაგიშვი..-პასუხს გავექეცი..დიახ გავექეცი.
ხმა არ ამოუღია უბრალოდ მიყურებდა.
-ახლა კი წავიდეთ.მე წაგიყვან.
გზაში ორივე ჩუმად ვიყავით.ერთი წერტილისთვის თვალი არ მოუშორებია.
-მანქანის ასე მართვა ვინ გასწავლა?-მითხრა წყნარად და შემომხედა.
-ერეკლემ.და აი გამომადგა!
ოდნავ გაიღიმა, მე ესეც გამეხარდა.
-სადმე გავჩერდეთ ცოტას გავივლი
-კარგი..
რამოდენიმე მეტრში წყნარი ადგილი გამოჩნდა ზღვასთან ახლოს.მანქანა გავაჩერე და გადმოვედით.ოდნავ შებარბაცდა.
-კარგად ხარ?-ხელი მივაშველე
ხელით მანიშნა არაფერიაო.
ახლოს მდგარ სკამზე ჩამოჯდა და გვერდზე მივუჯექი.ორივე წინ ჰორიზონტს გავცქეროდით.
ბოლოს ხმა ამოიღო
-კლინიკაში ვიღაც იდიოტი შემოვარდა..პოლიცია მოსდევდა თვითონ დაჭრილი იყო და იარაღით შემოვარდა..მიმღებში მოტეხილობებით პაციენტი მყავდა და მასთან ვიყავი ამ დროს.როცა შემოვარდა მე დამინახა და ყვიროდა მომხედეო.სანამ შევბრუნდი გასროლის ხმაც იყო...და..ის ბიჭი ძირს ეგდო დაჭრილი.მკვლელი კი უკვე მკვდარი იყო.რომ მიხვდა კვდებოდა იარაღი გაისროლა..მხოლოდ 15წლის იყო თათია..ვერ მივუსწარი...
-გთხოვ დაწყნარდი.-ხელი მხარში ჩავავლე
-ვიცნობდი იცი?ადრე ჩემი პაციენტი იყო.ქუჩაში სცემეს რადგან ფული ვერ უპოვეს ჯიბეში ამას შევესწარი.მერე მე ვმკურნალობდი და დავმეგობრდით..ხშირად მოდიოდა ჩემთან და მნახულობდა.სულ მეუბნებოდა ერთადერთი მეგობარი ხარ მაგრამ ყველას უდრიხარო...მე დავპირდი რომ არც მას და არც მის ოჯახს მარტო არ დავტოვებდი.
თათია, რომ მივვარდი თვალები გაახილა და შემომხედა.ხელი ჩამავლო,გამიღიმა და ისე მოკვდა.
იმხელა ტკივილი ჰქონდა თვალებში რომ ვერ ვივიწყებ...

ერთი ღარიბი ბავშვი იყო..და ოჯახს ის აღარ ჰყავს..ყველაფერი ვცადე მაგრამ ვერ გადავარჩინე!ვერა..
გული უკვე რიტმიდან ამოვარდა მინდოდა მეტირა მაგრამ თავი შევიკავე.რაღაც დროის მერე შევხედე.
-იცი რა?ზოგჯერ ცხოვრება მიდის თავის რიტმში თითქოს ძალიან წყნარია.ისეთია როგორიც გინდა.გაქვს კარიერა და წამატებული ხარ მასში მაგრამ არ არსებობს პროფესია  სადაც დაბრკოლება არ არის.მითუმეტეს ექიმი. ეს გზა ვერ იქნება სულ სწორი გესმის? შენ უნდა გაუძლო რომ უკეთესი იყო.ყოველი დაბრკოლების შემდეგ უფრო მყარად რომ გაიარო..და შენ შეძლებ ამას აუცილებლად..აუცილებლად..რაც შეეხება იმ ბიჭს ძალიან ვწუხვარ..მესმის შენი მაგრამ უნდა გადაიტანო ხომ დაპირდი რომ ოჯახს მიუხედავდი?ჰოდა პირობა შეასრულე!
მიყურებდა.თვალმოუშორებლად მიყურებდა როცა ვლაპარაკობდი.და მერე წყნარად დაიწყო
-პატარა ვიყავი როცა მეზობელს გულის შეტევა ჰქონდა.ძალიან მიყვარდა ის კაცი.მან გამზარდა თითქმის და ჩემთვის ძალიან ძვირფასია დღემდე.სულ მინდა რომ აქ იყოს.ყოველთვის ყველას სწორ გზაზე აყენებდა.მის საფლავზე სულ დავდივარ.როცა მიჭირს და როცა მილხინს.სასწარფომ ვერ მოუსწრო და გარდაიცვალა.მაშინ დედაჩემს ვუთხარი ექიმი მინდა გამოვიდე რომ მისნაირი ხალხი გადავარჩინო მეთქი.უზომოდ გაეხარდა.კიდევ უფრო ამაყი იყო როცა დიპლომი ავიღე.ამბობდა ჩემი შვილი კარგი ექიმი იქნებაო.
-და მართალიც იყო.
გამიღიმა.
-ალბათ..
-მე ვიცოდი რაზე მივდიოდი.ყველაფერი მქონდა წარმოდგენილი მაგრამ მაინც ძალიან იმოქმედა.არვიცი როდის გამივლის ეს გრძნობა.
-ეგ გრძნობა წუხილია და არავითარ შემთხვევაში დანაშაულის გრძნობა.ამის საბაბი არ გაქვს.
-უცნაურია..-ბოლოს ჩაილაპარაკა.
-რა?
-როგორ შეგიძლია ასეთ მდგომარეობაშიც სიმშვიდე მაჩუქო?
თავი დავხარე და არაფერი მითქვამს.
-წავიდეთ?
-წავიდეთ
-სად მიგიყვანო ?
-სახლში თუ შეიძლება-ნაძალადევი ღიმილიც რომ უხდება ადამიანს ეს ის მომენტია.
სახლთან რომ გავაჩერე.შემომხედა
-დიდი მადლობა..
-რისთვის?
-ყველაფრისთვის-დაფიქრდა და მრავალმნიშვნელოვნად მითხრა.არაფერი მითქვამს.
მანქანიდან რომ გადადიოდა დავუძახე
-იოანე-მეთვითონ მეუცხოვა ჩემი პირიდან მისი სახელის თქმა და განსაკუთრებული გრძნობა დამეუფლა.გაღიმებულმა შემომხედა.
-რაიყო?-ვკითხე უცებ
-პირველად დამიძახე სახელი
-კი მერე?
-მერე ის რომ მივხვდი რა კარგი სახელი მქვია თურმე!
საოცარია რომ მეც იგივე ვიფიქრე როცა პირველად სახელით მომმართა!
ღიმილი შევიკავე და საუბარი გავაგრძელე.
-დღეს რატომ მეძებდი?
-სიმართლე გითხრა თუ მოგატყუო?
-სიმართლე რათქმაუნდა.
-ისედაც იცი
-არა არ ვიცი
-იცი .უბრალოდ არ აღიარებ.
-არა..-ტყუილები არ გამომდის
-კარგი მაშინ დაგეხმარები..შენი ნახვა მინდოდა.
სახის გამომეტყველებით ვკითხე რატომ
-მიზეზი მარტივია თუმცა კონკრეტულად არ არსებობს..
შებრუნდა მაგრამ შეჩერდა -და იცი რა არის საინტერესო?როგორცკი გაიგე რომ გეძებდი ჩემთან რომ გაჩნდი..
ზურგით იყო მაგრამ მივხვდი იღიმოდა....



№1 სტუმარი სტუმარი ანა

ვაიმე როგორ მომწონს შემდეგ თავს როდის დაედბ?❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი .M.A.R.I.

აწწწწწ
ძალიან მომეწონა უძალიანესად მაგრობა
იოანეშემიყვარდა*-*
გააგრძელე აუცილებლად...
მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ლიზა

ძალიან შემიყვარდა შენი მოთხრობები და თავად შენც იცი რა რაღაც განსხვავებულიხარ სხვა მწერლებისგან რაღაც განსხვავებული სჭირს შენს მოთხრობებს ძალიან თბილად წერ თითვეულ მონაკვეთს განსაკუთრებულ სითბოს კი შენს მოთხრობებსი აღწერილი მეგობრობა სძენს შენს ნამუშევრებს ყოჩაღ ძალიან მომწონს????????????????

სტუმარი ლიზა
ძალიან შემიყვარდა შენი მოთხრობები და თავად შენც იცი რა რაღაც განსხვავებულიხარ სხვა მწერლებისგან რაღაც განსხვავებული სჭირს შენს მოთხრობებს ძალიან თბილად წერ თითვეულ მონაკვეთს განსაკუთრებულ სითბოს კი შენს მოთხრობებსი აღწერილი მეგობრობა სძენს შენს ნამუშევრებს ყოჩაღ ძალიან მომწონს!!!!!!

8

 


№4  offline წევრი მარიამი მ.ბ

სტუმარი ანა
ვაიმე როგორ მომწონს შემდეგ თავს როდის დაედბ?❤️❤️❤️❤️❤️❤️

ძალიან მალე ????????????????????????

ყველას დიდი მადლობა ჩემო სიხარულებო,მალე შდეგიც იქნება

 


№5 სტუმარი სტუმარი ლიკა

ძალიან მომწონს გთხოვ ნუ გვალოდინებდა შემდეგი თავები მალე დადე ჩემი დიდი თხოვნა იქნება გთხოვ გაგვახარე შენი მოთხრობით და ჩვენც არ მოგაკლებთ მასტიმულირებელ კომენტარებს ????????

 


№6 სტუმარი სტუმარი მაკა

ვიტირებეხლაა რატოგვალოდინებ დადეშენდეგითავიც!!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent