შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა ნიღბით [ დასასრული ]


6-09-2018, 02:44
ავტორი -venus-
ნანახია 5 496

აეროპორტიდან როგორც კი გმოვედი, ტაქსი გავაჩერე და ეგრევე მარისთან წავედი.
როგორ მომნატრებია თბილისი, აქაური ჰაერი, ხალხიც კი. თუმცა ტკივილი უფრო მეტია ვიდრე მონატრება.
მარიამის კორპუსთან გამიჩერა ტაქსმა და ეგრევე სადარბაზოში ავვარდი, კარებზე დავაზარუნე და როგორც კი კარი გაიღო ეგრევე შევახტი მონატრებულ დაქალს. იმდენიხანი ვეხუტებოდი ძლივს გავუშვი ხელი.
ჩემოდანი იქვე კუთხეში დავდე და სამზარეულოოში შევედით, როგორც ყოველთვის მარის ენა არ გაუჩერებია და იქამდე მელაპარაკა სანამ ტვინი არ ამატკია.
არც მე დავაკელი, ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, ანდრეიზეც ვუთხარი. დავინახე, რომ სახე აელეწა, მაგრამ არც ერთმა შევიმჩნიეთ. ყველაზე მეტად ლაშას იქ ჩმოსვლამ გააკვირვა, ბევრი რამ მირჩია. ლაშასთან შერიგებაც. კაცია შეიძლება ვერ მოზომა, არარის მართალი და არც ვამტყუნებო, მაგრამ ვიცი ყველაზე მეტად უყვარხარო.
- არ მჭირდება მასეთი სიყვარული, ზუსტადაც, რომ როდესაც გიყვარს ყველაფრის მოზომვა და საჭიროების შემთხვევაში თავის შეკავებაც უნდა შეგეძლოს. დღეს დარტყმას ვერ მოზომავს, ხვალ შემოაკვდები. მერეც იტყვით ვერ მოზომაო?!
- კარგი რა, ძალიან ნუ გადააჭარბე.
- აღარ გახსოვს რა მდგომარეობაში მოგადექი?
- შეურიგდი, ხომ დაგპირდა ხმასაც არ აგიწევო, შეეშალა და მიეცი შანსი გამოსწორების.
- ახლა მე კი არა შენ აჭარბებ მარიამ!
- შენი ბედნიერებისთვის ვამბობ ტას. ფინჯნებში ყავა განაახლა, თეფშზე ნამცხვრის ნაჭრები დაამატა და ისევ წინ დამიჯდა. ეს იმის ნიშანია, რომ კიდევ დაუსრულებლად მოგვიწეს ლაპარაკი.
- ბედნიერებისთვის მამაკაცის ყოლა აუცილებელი არარის, მე ახლაც ბედნიერი ვარ, სამსახური მაქვს, ვაკეთებ იმას რაც მომწონს, ორი მეგობარი მყავს ვისაც ვუყვარვარ.
- უბრალოდ ნერვები მეშლება, ყველაფერი იმ საზიზღარი ნიკას გამო ხდება. მისი უაზრო ტყუილები რომ არა ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, მაგან გაგიჩალიჩა და ვინ იცის ახლა, შორიდან როგორი კმაყოფილია ამ ყველაფრით. დავიჯერო ვერ გაიგებდა ამ ამბებს?! ლაშა რო შენთან ჩამოვიდა, შენ რო ვაფშე წახვედი იქით, კაი რა, ვერ დამაჯერებ, მაგარი ჩუმჩუმელა და დამპალი ტიპი ყოფილა.
- ვერ წარმოვიდგენდი ასე თუ გაბოროტდებოდა, მაგრამ აღარ მაინტერესებს. იქნებ უკეთესიცაა ასე რომ ხდება. იქნებ უარესი მელოდა ლაშას, რომ გავყოლოდი. მოკლედ აღარ მინდა რა ამ თემაზე საუბარი. ლაშას და ნიკას თემა მოკვდეს. ახლა დგება ჟამი, წინსვლისა და განვითარებისა ჩემისა. მსახიობურად, დიდი მოწიწებით წარმოვთქვი და ორივემ გავიცინეთ.
- კარგი, იყოს მასე. ახლა შენი დროა დაო!


კარგია მარიკოსთან ლაპარაკი, მომენატრა ყველაფერი მასთან ერთად... ბევრი ვიჭორავეთ, შუადღისკენ ჩვენს კაფეში გავედით, გავიხსენეთ "ახალგაზრდობა".
- რას ინებებთ?
- ერთი ბრაუნის ნამცხვარი და რძიანი ყავა თუ შეიძლება.
- თქვენ?
- იგივე, მადლობთ.


- ანუ არაპირებ ხო?!
- არ ვთქვი მოკვდეს ლაშას თემა თქო?
- რავიცი, ცოტა მეცოდება, რომ ნახო არ გინდა? დაელაპარაკები მაინც, ვფიქრობ იმსახურებს.
- შენ ჩემიანი ხარ თუ იმისიანი? ათასჯერ ველაპერე და ვუთხარი, რომ აღარაფერი გამოვა. არ მინდა რა, არ ვარ მზად მასეთი ცხოვრებისთვის, მირჩევნია მარტო ვიყო და კარიერას მივხედო. ძალიან გთხოვ, ლაშას ნუღარ მიხსენებ .

როგორც კი სათქმელი დავასრულე, შეკვეთა მოგვიტანეს. ორივემ ხმის ამოუღებლად მივირთვით. ხანდახან თუ შევხედავდით ერთმანეთს და გავუღიმებდით. ვიცოდი რაღაცის კითხვა კიდევ უნდოდა, მაგრამ რაღაც აკავებდა.
- არ იტყვი? ვეღარ მოვითმინე.
- რას? თითქოს გაფაქტესო ისეთი სახე მიიღო.
- რისი კითხვა გინდა? თავი დამნაშავესავით ჩაღუნა ამოისუნთქა და შემომხედა.
- შენ და ანდრეი...
- არა მარი, ერთად არ ვართ.
- მაგრამ გამორიცხულიც არაფერია ხო? არაფერი ვუპასუხე, ალბათ იმიტომ, რომ მართალი იყო. უბრალოდ გულის ტკენა არ მინდოდა.
- მოდი რა წავიდეთ. საქმეები მაქვს მოსაგვარებელი, შენც მუშაობ ხვალ ხო?
- კი ვმუშაობ. ხმაჩამქრალმა მიპასუხა. არ მინდოდა მისი წყენინება და შეძლებისდაგვარად ანდრეის თემას მასთან არ განვიხილავდი.
ანგარიში გადავიხადე და კარისკენ წავედით, მარი ტელეფონში იყო ჩაფლული, მე კი ჩანთაში საფულეს ვდებდი როცა ვიღაცას შევასკდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი უყურადღებობის გამო მოხდა, ჩხუბის დაწყებას ვაპირებდი, მაგრამ თავის აწევისას ხელებში ლაშა შემრჩა.
- ლაშა?
- ჩამოსულხარ, როგორ ხარ? გამარჯობა მარიამ. კარგად ვარ მადლობ. სიტყვის თქმა არ აცადა მარის, მზერა ისევ ანასტასიაზე გადაიტანა.
- ხო როგორც მხედავ ჩამოვედი, კარგად ვარ მადლობა.
- მარი შენი დაქალი,რომ მოვიტაცო ხომ არ გეწყინება?
- თუ წამოგყვა... მხრები აიჩეჩა და კარისკენ წავიდა.
- მოიცადე სად მიდიხარ, მე არ მეკითხებით? არსადაც არ წამოვალ!
- ვიცოდი. მარიმ ლაშას გადახედა. აზრი არაქვს, ჯობს შეეშვა. მეგობრული რჩევასავით გამოუვიდა.
- ჩვენ განვიხილეთ უკვე ეს თემა!
- როდემდე უნდა მაწვალო? მხოლოდ ერთი ვახშამი.
- რატო არ გესმის?
- არც შენ გესმის. მოდი ეს მხოლოდ ორი ნაცნობის ვახშამი იყოს, სხვა არაფერი. ვილაპარაკოთ, ვივახშმოთ, ღვინო დავაგემოვნოთ. სასიამოვნო საღამო გავატაროთ, როგორც მეგობრებმა და როცა მოისურვებ სასტუმროში მე დაგტოვებ.
ცოტახანს ჩავფიქრდი. ერთმა საღამომ რა უნდა შეცვალოსთქო გავიფიქრე, მარიამს შევხედე და მისი თვალებიდანაც თანხმობა ამოვიკითხე.
- არ ვიცი, შეგეხმიანები. ახლა სასტუმროში მეჩქარება.
- კარგი, იმედია არ გამიტეხავ, 7სკენ სასტუმროსთან ვიქნები. მაინც არ მეშვებოდა.
- კარგი, დროებით. მარის მკლავში ვწვდი და კარებიდან გარეთ გავვარდი.
მარიამს დავემშვიდობე, სასტუმროში წავედი და თავი მოვიწესრიგე. 7ისკენ სასტუმროს ფოიეში ვიჯექი და ლაშას ველოდი. არ დაუგვიანია.
ფოიეში მომაკითხა, გამიღიმა და მანქანისკენ მიმითითა. რა ძალიან გაჯელტმენებულა, გადავირიე. ირონიულად გავიფიქრე და მას გავყევი.

მანქანაში ჩავსხედით, მე ხმას არ ვიღებდი, ის კი ჩემს გასამხიარულებლად და საუბარში ასაყოლიებლად იმდენს ლაპარაკობდა ტვინი ამიდუღდა, რომ არ ავყევი ღმერთის წყალობით მიხვდა და გაჩუმდა!
რესტორანთან გააჩერა, გადმოვიდა და ნელა გამომიღო კარი, ხელი გამომიწოდა და გადმოსვლაში დამეხმარა. ხომ ვამბობდი, ჯელტმენობის ზენიტშია.
შიგნით შევედით, საკმაოდ მყუდრო და თბილი გარემო იყო. ცოცხალი მუსიკა მარჯვენა კუთხიდან ისმოდა, რაც სიმყუდროვეს უფრო ამძაფრებდა. დაჯავშნილი მაგიდისკენ წავედით. უზარმაზარ სარკმელთან ორ კაცზე გაშლილი ულამაზესი სუფრა დამხვდა. სარკმლიდან კი ჩემთვის უსაყვარლესი და ულამაზესი თბილისის ხედი იშლებოდა, რომელიც ნელ-ნელა შებინდებისას ნათდებოდა.
- მოგწონს? ჩემი გაშტერებული სახის დანახვაზე მკითხა და სავარძელი გამომიწია, დავჯექი და ისე ვუპასუხე ხედისთვის თვალი არ მომიშორებია.
- ულამაზესია.
- შენსავით.
- ლაშა... ხედს თვალი მოვაშორე და მობეზრებული მზერით ლაშასკენ გადავინაცვლე.
- ანასტასია. მანაც თითქოს არაფერიო მომბაძა და ჩემი სახელი წარმოთქვა.
- დიდხანს ყოფნას არ ვაპირებ, მალე უნდა წავიდე, როგორც შევთანხმდით ერთი მეგობრული ვახშამი და მერე ვიშლებით!
- კარგი, ისე იყოს როგორც შენ გინდა, მაგრამ რატომ მაწვალებ? კაი გავიგე, რომ დამნაშავე ვარ. ცუდად მოგექეცი და შეიძლება არასდროს დაგავიწყდეს იმდღევანდელი ტკივილი და წყენა, მაგრამ ოთხი თვე გავიდა. ვწუხვარ, მართლა ვეუხვარ! ერთი შანსი მინდა, რომ დავამტკიცო ჩემი სიყვარული.
თითქოს მისი ლაპარაკი არ გამიგონია, მენიუ ავიღე და სახეზე ავიფარე.
- მეღადავები ხო?
- რას შეუკვეთავ? ისევ გავატარე მისი კითხვა.
- მომაქცევ ყურადღებას?
მენიუ მაგიდაზე დავახეთქე. ნერვები მომეშალა და სახე შემეცვალა. მთელი ძალით მორგებული სიმშვიდე წამში გამეფანტა. ოკეანეში ამოვარდნილ შტორმს ვგავდი, ლაშა კი გემი იყო, რომელიც ცოტახანში შტორმის მსხვერპლი გახდებოდა.
- ჩვენ აქ სავახშმოდ მოვედით ვიმედოვნებდი, რომ ყველაფერი მშვიდად დასრულდებოდა, მაგრამ აქედანვე ვინანე, რომ წამოგყევი. არ შემაწყვეტინო! - საჩვენებელი თითი ჰაერში ავღმართე, როდესაც ლაშას გამომეტყველაბა დავინახე, - რაღაცის თქმაუნდოდა. გავაჩუმე და გავაგრძელე.
- რაც შეეხევა ურთიერთობას, რომლის მოგვარებასაც ასე ძალიან ცდილობ, ვწუხვარ, მაგრამ ეს არასდროს მოხდება. მე ეს არაერთხელ მითქვამს შენთვის კიევში როცა ჩამოხვედი. ძალიან გთხოვ, არ მინდა! ვერ ვიქნები შენთან. ორივემ მივხედოთ საკუთარ ცხოვრებას.
- კარგი! იყოს მასე. არასასიამოვნოდ გამიღიმა და ახლა თვითონ დაწვდა მენიუს.
- რასაკეთებ? მისმა სიმშვიდემ გამაკვირვა.
- ჩვენთვის კერძს ვარჩევ, აქ ხომ სავახშმოდ ვართ. წამიერად მოაცილა მენიუს თვალი და ღიმილით შემომხედა. მეც გულზე მომეშვა, მივხვდი, რომ ჩემმა ნალაპარაკებმა შედეგი გამოიღო და მეც გავუღიმე.
- რათქმაუნდა.
- ნახევრად შემწვარ სტეიკზე რა აზრის ხარ, გარნირად მოხარშული სატაცური და ფორთოხლის სოუსი აქვს.
- არაჩვეულებრივი არჩევანია.
მიმტანს დაუძახა და შეკვეთას წითელი ღვინოც დაუმატა.
- მე არ დავლევ.
- სტეიკი წითელი ღვინოს გარეშე საცოდავობაა, ერთი ჭიქა არაფერს გიზავს.
- კარგი, მართალი ხარ.

მიმტანმა შეკვეთა ჩაიწერა და ღიმილით მოგვშორდა. სანამ ვახშამი არ მოგვიტანეს მაქამდე ხმა არც ერთს ამოგვიღია. საოცარი სურნელი ქონდა სტეიკს. შეკვეთა წინ დაგვიდეს.
- გემრიელად მიირთვის.
- მადლობა, შენც. გავუღიმე და ამ სასწაული ვახშმის დაგემოვნება დავიწყე. ლაშა მართალი იყო, სტეიკს ღვინო სასწაულად მოუხდა.
დაახლოებით 1 საათი ვიჯექით, ღვინოს ნელ-ნელა ვწრუპავდი, ცოტა მომეკიდა. საიდანღაც ნელი ვალსი ჩაირთო. ცარიელი დარბაზი ნელ-ნელა მოცეკვავე წყვილებით გაივსო.
- ვიცეკვოთ? ხელი გამომიწოდა და გამიღიმა.
- ახლა? არა რასამბობ, შეგარცხვენ!
- არამგონია ჩემზე უარესი იყო, მაგრამ გთხოვ! პირველი და უკანასკნელი ცეკვა. ისეთი სევდიანი გამომეტყველება ჰქონდა, წამიერად ჩემ თავზე გავბრაზდი,შემეცოდა. მერე მივხვდი, რომ ეს უბრალოდ შეცოდების ბრალი იყო და არანაირი გრძნობა არ მაკავშირედა მასთან.
- კარგი პირველი და ბოლო ცეკვა. გავუღიმე და ხელი ჩავკიდე.
სასწაული მოძრაობები გავაკეთე, რა ვალსი რა ცეკვა, შენი საქმე რო არარის სად ეკვეხები. იმდენი ვიცინე მუცელი ამტკივდა. მუსიკის დამთავრებისას ჩვენი “ვალსი”ც დასრულდა, მადლობა ღმერთს! ლაშამ მაგიდამდე მიმიყვანა, ჩანთა ავიღე და გასასვლელისკენ დავიძარი.
- მანქანასთან დამელოდე, ანგარიშს გადავიხდი და დაგეწევი. უხმოდ დავეთანხმე და მაქანისკენ წავედი. მალევე გამოვიდა, მანქანაში ჩავსხედით და სასტუმროსკენ წავედით.
- მოვედით. საჭეს თვალს არ აშორებდა. სახეზე წუხილი დატყობოდა.
- მადლობა, ყველაფრისთვის დიდი მადლობა! მშვიდობით. გავუღიმე და ღვედი შევიხსენი, რომ მანქანიდან გადავსულიყავი. მკლავზე ხელის მოჭერა ვიგრძენი დამისკენ მივიხედე. თვალები ჩასისხლიანებული ჰქონდა, ყელზე ძარღვები გამოჰბერვოდა და ვედრებით მიყურებდა.
- ტასო გთხოვ! ჩახლეჩილი ხმით ძლივს ამოიხრიალა. ნუ მიმატოვებ.
თვალებში ვუყურებდი, ვუყურებდი და არანაირი რეაქცია, გრძნობა, უბრალოდ ვუყურებდი. ხელი გავაშვებინე, კარი გავაღე და მანქანიდან უსიტყვოდ გადავედი.
სასტუმროს მიმღებში ვიდექი. ჩემთვის დაჯავშნილი ნომრის გასაღები ავიღე და ოთახისკენ წავედი. შესვლისთანავე გავიძრე ტანისამოსი და აბაზანაში შევვარდი. საშინელი დღე მქონდა. იმ ღამეს როგორ ჩამეძინა არ მახსოვს.

დილით რომ გავიღვიძე მოვწესრიგდი და მარისთან წავედი.
კარზე დავაკაკუნე, მარიამმა თმა აბურდულმა გამიღო კარი და ისეთი შესახედი იყო გამეცინა.
- ხო რა იყო, ახლა ავდექი.
- ბალიში აგიფეთქდა?
- ეგ კი არა, მოყევი რა მოხდა როგორ ივახშმეთ?!
- ნუ დაიმედდები, ყველფერი დასრულდა!
- შეჯექი ანუ ვირზე. აფსუს რა ბიჭი იკარგება. თავი გააქნია და დანანების ნიშნად ხელები ზემოთ ასწია.
- ძალიან თუ გიტყდება მასეთი ბიჭის დაკარგვა შენთვის დამითმია.
- რას ვარდები ეგრევე?კიევში ხუმრობაზე აგცრეს?
- ხომ იცი ამ ამბების მერე ისედაც აცრილი ვარ. მოუშორებელ ჭირად მექცა და დავიღალე, აღარ მინდა მისი სახელის გაგონება, მორჩა ლაშა, დასრულდა!
- კარგი, გასაგებია. პროექტზე მუშაობას როდის იწყებ?
- ჯერ ადრეა, მიდი უცებ ყავა გააკეთე და დავრეკავ ცოტახანში.
მარი წამოდგა, წყალის მადუღარა ჩართო და ფინჯნებში ყავა ჩაყარა.
მაგიდაზე დადო და წინ დამიჯდა.
- ანდრეი? ისევ ისე შეეცვალა სახე, როგორც უწინ.
- რას გადაეკიდე ამ ანდრეის? მარიამს სახე უფრო შეეცვალა და მივხვდი, რომ ზედმეტად უხეში ვიყავი მასთან.
- მაპატიე, თავი ვერ შევიკავე!
- არა, გასაგებია. არუნდა მეკითხა.
- არავიზე საუბარი არ მსურს, ძალიან გთხოვ.
- მიდი მაშინ დარეკე.
ტელეფონი ამოვიღე და მაღაზიის პატრონთან დავრეკე.

- გამარჯობა! მე ანასტასია ტკაჩენკო ვარ, თქვენი მაღაზიის დიზაინერ-დეკორატორი, დღეს რომელ საათზე შევხვდეთ?
- გამარჯობა, მე 4ის მერე მცალია, პირდაპირ მაღასიასთან მობრძანდით, შეათვალიერეთ და დავიწყოთ გეგმის შედგენა.
- კარგით 5ისკეჯ შევხვდეთ.
- გელოდებით, მადლობა.
- დროებით.
ტელეფონი გავთიშე და მარის გავხედე.
წარბები აათამაშა და აცუნდრუკებული ხმით დაიწყო.
- რაო აბა? მოხუცია? როგორი ხმა ჰქონდა?
- არა რაა, ერთი კაცი უნდა გიშოვო შენ თორე სულ გაგიჟდი.
- მე არა შენ პონტში. ნახევრად ჩაიღიმა.
- რა მზრუნველი ხარ, პირდაპირ გავვოგნდი!
- შენ კიდევ ვეღარ გცნობ, ძალიან გასწერვდი და არ მომწონს! მის ნათქვამს ყურადღება არ მივაქციე, წამოვდექი და კარისკენ წავედი.
- საით? დაბნეული სახით უკან გამომყვა.
- სასტუმროში, დავისვენებ.
- ტასო! კართან შემაჩერა. მისკენ მივტრიალდი.
- ჩვენ დაქალები ვართ არ დაივიწყო.
გავუღიმე და გამოვბრუნდი.
შუადღე იწყებოდა, მარჯანიშვილის ქუჩას მოვუყვებპდი და ვფიქრობდი ცხოვრებაზე, ჩემს არეულ და უთავბოლო ცხოვრებაზე, შეცდომებზე, ტკივილზე. უცებ მომინდა ანდრეისთვის დამერეკა. ტელეფონი ჯიბიდან ამოვიღე და დავრეკე.
- Привет андрюха! როგორ ხარ?
- Привет стася! შენ როგორ ხარ? აქამდე რატომ არ დარეკე?
- ბოდიში ანდრუშ იმდენი რამ მოხდა დამავიწყდა.
- რა მოხდა, ხომ მშვიდობაა?
- ისეთი არაფერი, რომ ჩამოვალ მოგიყვები.
- კარგი, რაქენი შეხვდი?
- 5ზე შევხვდები, ველაპარაკე უკვე.
- ძალიან კარგი, შენი იმედი მაქვს. მალე ჩამოდი.
- კაი, არინერვიულო ყველაფერს მოვაგვარებ და ჩამოვალ!
- სტაას.
- ჰო ანდრეი. რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ მიპასუხა
- მომენატრე! ამის გაგონებაზე სხეულში სითბო ჩამეღვარა და მუცელი სასიამოვნოდ ამტკივდა. შემდეგ გამეღიმა.
- მეც. ვუპასუხე და გავთიშე. რამდენიმე წამი გაბრუებული ვიდექი და დებილივით ვიღიმოდი.

5ისნახევარზე შენობასთან ვიდექი, ჩემს წინ შავმა რენჯროვერმა გააჩერა, ჯერ მძღოლი გადმოვიდა და უკანა კარი გამოაღო, იქიდან კი ჯინსის შარვალსა და შავ პერანგში გამოწყობილი 35 წლამდე მამაკაცი გადმოვიდა.
გამიღიმა და მივხვდი, რომ ბატონი გიორგი იყო. მომიახლოვდა, ხელი ჩამომართვა და თავაზიანად მეამბორა.
- გამარჯობა კიდევ ერთხელ.
- გამარჯობა, მოდი შევიდეთ და ვნახოთ სად, რა და როგორ შეიძლება, რომ დეკორაცია გავაკეთოთ. გავუღიმე და რამდენიმე ნაბიჯით კარებს მივუახლოვდი.
- ახლავე. კარი გააღო და შიგნით შევედით.
საშუალო ზომის ფართი იყო, ნათელი მაგრამ ძველებური. საკუთარი ბრენდის მაღაზიას ხსნის, როგორც ვიცი ეს მესამე ფილიალია. საკმაოდ გემოვნებიანი და დახვეწილი პიროვნება ჩანს.
- კედლევს ისეთ ფერებში გადავწყვეტ, რომ ფართი არ დაიკარგოს, რაც უფრო ნათელ ფერებში იქნება მით უკეთესი.
- როგორც გნებავთ, თქვენ არჩევანს ვენდობი, ერთადერთი თხოვნა რაც იქნება ის არის რომ, ტანსაცმელი new york-დან და paris-დან ჩამოვა, ამიტომ რამდენიმე კედელზე მინდა ამ ქალაქების დეკორაცია იყოს. თქვენზეა დამოკიდებული, ან ნახატებით შეავსეთ, ან შპალერით გააფორმეთ.
- არარის პრობლემა ბატონო გიორგი, რამე სხვა სურვილი თუ გაქვთ მითხარით და ჩავამატებ.
- არა დანარჩენი თქვენთვის მომინდია. რამდენ ხანში დაასრულებთ?
- ყველანაირად ვეცდები, რომ დეკორაცია კომპიუტერული პროგრამით რამდენიმე დღეში დავასრულო, დაახლოებით ოთხი ხუთი დღე დამჭირდება, რომ არანაირი შეცდომა არ გაიპაროს, შემდგომ უკვე ხელოსნებზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად იმუშავებენ თუმცა თუ გეჩქარებათ, ყველანაირად ვეცდები მაქსიმალურად მოკლე დროში ჩაგაბაროთ თქვენი მაღაზია.
- ძალიან კარგი, მოკლედ მაქსიმუმ დრო 2კვირა მაქვს, 21 ოქტომბერს ჩემი მეუღლეს დაბადების დღეა. მინდა, რომ მის დაბადებისდღეზე უკვე გახსნა გავაკეთო, მას ვჩუქნი ამ ფილიალს.
-გასაგებია, ძალიან კარგი, ყველანაირად ვეცდები რომ 20-ში დავამთავროთ.
-უღრმესი მადლობა, არ შევმცდარვარ, უკრაინიდან თქვენ რომ ცამოგიყვანეთ და რათქმაუნდა ამისთვისაც მადლობა მინდა მოგახსენოთ.
- არაფრის, პირიქით ჩემთვის სასიამოვნოა.
-კარგით, მაშ თუ დავამთავრეთ მე წავალ, საქმეები, ხომ გესმით.
- კი,კი მეც დღესვე შევუდგები მუშაობას.
- კარგით, თუ გნებავთ გაგიყვანთ.
- არა, არა მადლობა. შეხვედრამდე...
- დროებით.
მანქანაში ჩაჯდა და წამებში გაუჩინარდა, მეც ტაქსი გავაჩერე და სასტუმროში წავედი. გზიდან ანდრეის გადავურეკე და ყველაფერი ვუთხარი. სასტუმროს ჯავშანი გაეუქმებინა, ისიც დამთანხმდა, მომიკითხა, მეც ყველაფერი ვუთხარი.
- არ გაგიჭირდება შენ, ვიცი რომ მოასწრებ. ჩემს გამხნევებას ისე საყვარლად ცდილობდა გამეცინა.
მადლობა მოვუხადე, დავემშვიდობე და ზუსტად მაშინ გავუთიშე ტელეფონი როცა ტაქსისტმა სასტუმროსთან გააჩერა. ფული მივაწოდე და შენობაში გავუჩინარდი.
რამდენიმე დღე თავაუღებლად ვმუშაობდი. მინდოდა ყველაფერი შეუდარებლად გამომსვლოდა.
ერთ საღამოს კარზე კაკუნი გაისმა, ლეპტოპს მოვშორდი და კარი გავაღე. ჩემს წინ ანდრეი დავინახე და სიხარულისგან კინაღამ გული წამივიდა.
- აქ რასაკეთებ? ერთსაათიანი ჩახუტების შემდეგ ვიკადრე და ხელი გავუშვი.
- სურპრიზი! ხელები გაშალა და გამიცინა. მომენატრე და ვიფიქრე ვნახავ თქო.
- გიჟი ხარ ხო? მცხეთიდან კიარ მოდიხარ მერე. ძალიან გამიხარდა კიდევ ჩავეხუტე და კისერში ვაკოცე. დავინახე როგორ დაბურძგლა მკლავზე.
შიგნით შევიპატიჟე. დაწყებული პროექტი შემიფასა, ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა თვითონაც დამხმარებოდა, რომ დრო მოგვეგო. საღამოსკენ პროექტი მზად გვქონდა. დაჯერებაც კი მიჭირდა ისეთი გამოვიდა.
- ულამაზესია!
- შენი დამსახურებით. გამიღიმა და შუბლზე მაკოცა.
- უნდა ავღნიშნოთ! გახარებულმა წამოვიძახე. წამოვდექი, მაგრამ თვალებში დამიბნელდა, კონტროლი დავკარგე და უკან დავეხეთქე, ოღონდ ამჯერად ანდრეის კალთაში. ძალიან შემრცხვა.
- რა გჭირს, კარგად ხარ?
- მე, ის... მისი სურნელი ვიგრძენი, თავბრუ უარესად დამეხვა. “ღმერთო რამჭირს”
- ტასო მაშინებ!
- არაფერია, დღეს მუშაობას შევყევი და არაფერი მიჭამია, ალბათ მაგის ბრალია.
- ნორმალური ხარ? მიდი გაემზადე და ვჭამოთ რამე. ისე ახლოდან მელაპარაკებოდა ჭკუა დავკარგე. ვითომც არაფერი მის კალთაში, რომ ვზივარ. ორი წლის ბავშვივით დავუქნიე თავი და წამოვდექი...

საღამოს 8 საათი იყო. ტაქსიმ რესტორანთან გაგვიჩერა. მყუდრო ადგილას დავსხედით.
ანდრეისთვის ქართული მენიუს გაცნობა გადავწყვიტე. კლასიკურად ხინკალი, მწვადი, ხაჭაპური და ცივი მისაყოლებლები შევუკვეთე. დასალევად წითელი ღვინო ავიღეთ.
ლაპარაკს შევყევით, ლაშაზე ყველაფერი მოვუყევი რაც სამი დღის წინ გადაგვხდა. ღვინომ თავისი ქნა და ცოტა შევზარხოშდი, ანდრეი კი დამცინოდა, “მალალიტრაშკა” გამოდექიო. როდის ვიყავი მსმელი, კაი პურის მჭამელი არ ვიცი.
ვგრძნობდი რაღაცის თქმა უნდოდა, სხვანაირად მიყურებდა. სიყვარულით ოღონდ ისე არა როგორც ადრე. სხვანაირი სიყვარულით და ვიცი ისიც გრძნობდა იმას, რომ მე ყველაფერს ვხვდებოდი.
- გინდა წავიდეთ? თითქოს ჩემს გულში იჯდა, იგივეს თქმას ვაპირებდი.
- დამასწარი, კი დიდი სიამოვნებით.
- სასტუმროში მივიდეთ, მე სხვა ნომერს ავიღებ და დავისვენოთ.
- კარგი. დავეთანხმე და სასტუმროსკენ წავედით.
ლობიში ვიჯექი და ანდრეის ველოდებოდი, მიმღებში ნომრის აღებას ცდილობდა. ცოტახანში ჩემსკენ წამოვიდა და წინ დამიჯდა.
- აიღე?
- არა, თავისუფალი ნომერი აღარ ყოფილა.
- კაი არაუშავს, ჩემს ოთახში ავიდეთ. წამოვაყრანტალე და შემდეგ გამახსენდა, რომ ჩვენ ბიძაშვილ-მამიდაშვილი არ ვიყავით!
- დარწმუნებული ხარ? თვალები დაიწვეილა და გამიღიმა. თავბრუ ისე მეხვეოდა ერთი სული მქონდა ნომერში ავსულიყავი, იხტიბარი არ გავიტეხე.
- კი, რატომაც არა!
- კარგი მაშინ ავიდეთ.
ნომერში როგორც კი შევედი ფეხზე გავიხადე, აბაზანისკენ წავედი და ანდრეის მივუბრუნდი.
- თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ ნომერში. გავიცინე და კარი მივიკეტე. ანდრეისაც გაეცინა.
- დივანი რომ არ გაქვს?
- იატაკი გვაქვს! აბაზანიდან გავძახე.
- არ მეგონა ასეთი დაუნდობელი თუ იქნებოდი.
აღარ მიპასუხოა, წყალი გადავივლე და ხალთით გავედი. სასმელ მორეულს ძალიან მესიმპათიურებოდა ანდრეი. ყველანაირად ვცდილობდი საკუთარი თავისთვის წინააღმდეგობის გაწევას, იმ გრძნობის გულში ჩაკვლას, რომელსაც მის მიმართ ვგრძნობდი. კი, უკვე ვაღიარებ, რომ მომწონს!
ანდრეიც შევიდა აბაზანაში. მის გამოსვლამდე იატაკზე დავუგე ლოგინი და მის გამოსვლას ველოდი.
- დალევ რამეს? გამოსვლისთანავე ვკითხე.
- ღვინო გაქვს?
- კიდევ ალკოჰოლს დალევ?
- თუ გვაქვს რატომაც არა.
- ვნახავ ნომრის ბარში თუ გვაქვს რამე.
ორივე ხალათში გამოწყობილი, ნომრის ტერასაზე ვისხედით და ღამის თბილისს შევცქეროდით, წინ ორი ბაკალი წითელი ღვინო გვედგა, ნელ-ნელა ვწრუპავდით და ხანდახან ერთმანეთისკენ თვალს ვაპარებდით.
- სტას. ბოლოს როგორც იქნა ამოიღო ხმა.
- ჰოუ.
- შენც გრძნობ? ძალიან ჩუმი ხმით მკითხა, თვალებში შემომციცინებდა, სხვანაირად, სიღრმისეულად.
- რას? დავიბენი და თან ცოტა დავიძაბე.
- ვიცი, რომ გრძნობ!
- ანდრეი, კონკრეტულად?
- დაძაბულობას, დისტანციას და...
- და?
- სტას მიყვარხარ! და არ მომწონს ამის გამო ჩვენს შორის დისტანცია რომ წარმოქმნა.
- რა დისტანციაზე ამბობ ანდრეი, მეც მიყვარხარ ხომ იცი. თავი გავისულელე!
- ხო. ჩაიცინა.
- რა გაცინებს? წამოდგა და ჩემს გვერდზე დაჯდა. დამცხა და მუცელი ამტკივდა. ალბათ ნერვიულობის გამო.
- გიყვარვარ, ალბათ როგორც ძმა ხო? ხმაში ირონია შეერია.
- ანდრეი!
- კარგი მაპატიე, უბრალოდ თავი ვერ შევიკავე. ამდენი წელია ხმას არ ვიღებ. შენ კიდევ ძმა, ბიძაშვილი, ნათესავი... ამის გარდა არაფერს გაიძახი!
- რას მოელოდი ჩემგან? აქამდე მასე ვიცოდი, რა უნდა მექნა?
- ახლა? სიმართლე რომ იცი რამე შეიცვალა? სასმელმა გაათამამა, აშკარად გაღიზიანებული იყო, ასეთი გაღიზიანებული არასდროს მინახავს, მითუმეტეს ჩემს მიმართ.
- დამშვიდდი, წამო შევიდეთ და დავწვეთ. ხოტახანი ხმა არ ამოუღია, მიყურებდა და იღიმოდა.
- ანდრეი. გამოსაფხიზლებლად მისი სახელი წარმოვთქვი. ისიც უთქმელად მომიახლოვდა, ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია და უფო ახლოდან დამაკვირდა. მე სასიამოვნოდ ამტკივდა მუცელი, ისევ! ხელ-ფეხი ამიკანკალდა, გული ამიჩქარდა, ბედნიერების მეტასტაზებმა იმრავლეს ჩემში, ძარღვებში სისხლის ჩქეფასაც კი ვგრძნობდი. ისიც ვიგრძენი მისი სურნელის ახლოდან შეგრძნებისას, ჩემმა გულმა რამდენიმე დარტყმა რომ გამოტოვა, შემდეგ კი ჩვეულებრივზე ორმაგად აჩქარებულად განაგრძო ფეთქვა.
- ანდრეი. ძლივს გამოვფხიზლდი მისი “ტყვეობიდან”.
- სტას მიყვარხარ! ჩემსკენ წამოიწია და ჩამეხუტა. მეც მოვხვიე ხელები. შემდეგ მხრიდან თავი წამოწია და ჩემს სახესთან ძალიან ახლოს გააჩერა. ფიქრობდა, მიყურებდა და ფიქრობდა. შემდეგ კიდევ მომიახლოვდა და ტუჩებზე ძალიან მაზად შემეხო. მისი შეხება და ჩემი თვალებიდან ცრემლების წამოსვლა ერთი იყო. არ ვიცი რა დამემართა. მისკენ უფრო ახლოს მიმწია, კალთაში ჩამისვა და ისე მკოცნიდა. ვერ შევეწინააღმდეგე. მთელი სხეული მისკენ იყო მიმართული, დაპროგრამებულივით გავხდი. ვნება, ცეცხლი და სურვილი მოსვენებას მიკარგავდა. მისი ყოველი შეხება მაგიჟებდა, უფრო უარესი კი ის იყო, რომ ეს სიტუაცია ორმაგად მაგიჟებდა. მე და ანდრეი, წარმოუდგენელი და შოკისმომგვრელი იყო ყოველივე. წარმოუდგენელი, მაგრამ ამავდროულად დაუვიწყარიც.
ხელში აყვანილი შემომიყვანა ოთახში, საწოლზე დამაწვინა და გვერდზე მომიწვა.
- დარწმუნებული ხარ? ჩახლეჩილი ხმით მითხრა და ისევ მაკოცა. ვნებამორეულმა უსიტყვოდ დავუქნიე თავი და ხალათი შევუხსენი. ამ მოქმედებამ სულ მთლად შეშალა. წამებში გამანთავისუფლა ხალათისგან და ისე ნაზად მეფერებოდა ჭკუიდან ვიშლებოდი.
ჩვენი სხეულები ერთმანეთს შეერწყა და იმ წამიდან ჩემმა ტვინმა ყველანაირი გრძნობა გათიშა...

სიამოვნების ზენიტს მიღწეულებმა ამღვრეული თვალებით მივაშტერდით ერთურთს, ის თმაზე მეფერებოდა.
- შეუდარებელი ხარ! გამიღიმა და ჩემს კისერში თავი ჩარგო.
დაუვიწყარი ღამე იყო!


3 დღე დამჭირდა დეკორაციის დასასრულებლად, ძალიან ბევრჯერ შევამოწმე, ანდრეის გადავამოწმებინე, მარიამს ვაჩვენე, ის საერთოდ გაგიჟდა, "ასეთი ნიჭიერი თუ იყავი აქამდე სად დაეთრეოდიო" - ესეთი საყვარელი დაქალი მყავს რა ვქნათ...
ყველაფრის უნაკლოობაში. დავრწმუნდი და ბატონ გიორგის მეილზე გადავუგზავნე. ანდრეისთან ერთად პასუხს ველოდი. რამდენიმე წუთში მეილზე პასუხიც მომივიდა.
- ვიცოდი, რომ კარგი იყავით თუმცა ასეთი შეუდარებელი პროექტის გაკეთება თუ შეგეძლოთ არ ველოდი. რათქმაუნდა გამიხარდა. ანდრეის მივვარდი ჩავეხუტე და ვაკოცე. მანაც მომილოცა და საუკეთესო მყავხარო მითხრა. დიახ, არ ცდებით, არც მოგელანდათ და არც თვალი გატყუებთ. - მე და ანდრეი ერთად ვართ! უბრალოდ მარიმ ჯერ არ იცის.

ყველაფრის დასრულების შემდეგ საუკეთესო ხელოსნებს დავუკავშირდი, სასურველი თანხა გადავუხადე და ვუთხარი, რომ 20მდე თუ არ დაასრულებდნენ საშინელებას დავმართებდი, მათაც პირობა მომცეს და დაწყნარებულმა ანდრეის გადავხედე.
- მგონი საუზმეს ვიმსახურებთ, რას იტყვი?
- რათქმაუნდა, ჩავიდეთ რესტორანში.
- ძალიან მეზარება.
- მაშინ ახლა ჩავალ, საუზმეს ამოვიტან და ლოგინში მოგართმევ.
- ძალინ ნუ გამანებივრებ, თორემ გავთამამდები!
- შენ საუკეთესოს იმსახურებ, ხომ იცი როგორ მიყვარხარ.
- რაღაც უნდა გითხრა. თავი ჩავღუნე და სარკმლისკენ წავედი. თავს ძალიან დამნაშავედ ვგრძნობ!
ანდრეის სახე შეეშალა.
- რამეს ნანობ? ხმაშეცვლილმა მკითხა. მე გაოგნებულმა ავხედე.
- გაგიჟდი? არასდროს! მაგას არ ვგულისხმობ.
- აბა? მოეშვა და ახლა ინტერესიანი თვალები შემომანათა.
- საქმე მარიამს ეხება!
- მარიმი რა შუაშია?
- თავიდან, რომ გაგაცანი მას მერე მოწონხარ. არ ვიცი როგორ ვუთხრა. ხომ იცი ჩემთვის ძალინ ძვირფასია, მაშინ მე არაფერი ვიცოდი და ვმაიმუნობდით რაღაცებს. მგონი იმედი ჰქონდა ახლა კი? ანდრეი სერიოზული სახით მიყურბდა, მერე სიცილი აუტყდა. მეც გიჟივით ვიღიმოდი და ვერ ვხვდებოდი რა აცინებდა. შემდეგ დასერიოზულდა
- მორჩი? ღიმილშერეული სახით ვკითხე. რა გაცინებს, მე ა გულისტკივილს გიყვები, შენ კიდე მოაღე პირი. რა ვქნა? არ მინდა გული, რომ ვატკინო.
- მაპატიე, უბრალოდ ძალიან სერიოზულ რამეს ველოდი, ამის გაგონებაზე კი თავი ვეღარ შევიკავე. შენ რა მართლა იმაზე ნერვიულობ მარის ჩვენი ამბავი როგორ უთხრა?!
- ხო ანდრეი, ვნერვიულობ!
- არ ვიცი რა გითხრა, უბრალოდ თუ ნამდვილად დაქალია და თქვენი მეგობრობა რამეს ნიშნავს გაგიგებს.
- რა ადვილად საუბრობ!
- სისულელეა! დამიჯერე ტყუილად ნერვიულობ. მოვიდა და ჩამეხუტა, შემდეგ ნომრიდან გავიდა და ცოტახანში უზარმაზარ ლანგარზე დაწყობილი საუზმეთი ამოვიდა...

მარიამს ჩვენზე ვუამბე. ძალიან ვნერვიულობდი. მეგონა ვერ გამიგებდა, ვიცი გაუტყდა, მაგრამ ანდრეი სწორი აღმოჩნდა!

ყველაფერი კარგად მიდიოდა იქამდე სანამ გულის წასვლები, გულის რევები, თავბრუს ხვევები და უმადობა დამეწყებოდა...
რამდენჯერმე ჩემი ასეთი მდგომარეობა უბრალო მოწამვლას და გადაღლილობას დავაბრალე. ანდრეის საქმეების გამო წასვლა მოუწია, მე კი ძალიან ვნერვიულობდი. ისეთი სენტიმენტალური და მგრძნობიარე გავხდი, მასთან ყოველ საუბარს ტირილით ვასრულებდი. ის ვერ ხვდებოდა რა მჭირდა, ფიქრობდა რომ მენატრებოდა და უხაროდა.
მარიამის დაჟინებული თხოვნით, მის გინეკოლოგთან ჩავეწერე და წასასვლელად გავემზადე.
დაახლოებით კვირაზე მეტი იყო გასული რაც ანდრეისთან ურთიერთობა მქონდა. ძალიან ვღელავდი. რამდენიმე დღეში მაღაზიის გახსნა იქნება, საპტიო სტუმრად ვარ დაპატიჟებული, მე კიდევ ანდრეის გარეშე გინეკოლოგებთან დავრბივარ! სრული სიგიჟე!!!
მარიამს არ ეცალა, ან უბრალოდ წამოსვლა არ უნდოდა. მარტო წავედი. ძალიან მეშინოდა, მე ხომ ექიმებთან და გინეკოლოგებთან შეხება აქამდე არ მქონია, თუმცა ძალა მოვიკრიბე და კლინიკისკენ წავედი.
იქ მისულმა გინეკოლოგი ლეილა ანჯაფარიძე ვიკითხე, მისი ოთახი მაჩვენეს და შესვლისთვის მივაკაკუნე, შემდეგ კარი შევაღე და შევედი.
- გამარჯობა, მოდი, მგონი ანასტასია უნდა იყო ხო? მარიამმა დამირეკა.
- კი მე ვარ ქალბატონო ლეილა.
- მოდი დაჯექი. მითხარი რა გაწუხებს, სიმფტომები რა გაქვს, მენსტრუალური ციკლი თუ დაგიგვიანდა? კითხვები მომაყარა და ინტერესით დამიწყო მზერა.
- დიახ, დაახლოებით კვირაზე მეტი გავიდა რაც საყვარელ მამაკაცთან ურთიერთობა მქონდა. არ მახსოვს მგონი თავი არ დაგვიცვია, სამწუხაროდ ნასვამი ვიყავი. მაგის შემდეგ რათქმაუნდა არაფერი მჭირდა, ჩვეულებრივ ვმუშაობდი, თუმცა რამოდენიმე დღის წინ ღებინება დამეწყო, მადა დამიქვეითდა და ძლიერი თავბრუსხვევები მაქვს.
- გასაგებია, რათქმაუნდა თუ ამ ყველაფერს დავუფიქრდებით, არის იმის შანსი, რომ ფეხმძიმედ იყოთ, ამის დასამტკიცებლად სისხლის ანალიზს აგიღებთ, რამდენიმე წუთში პასუხი იქნება.

ვენიდან სისხლი ამიღო, ლამის გული გამისკდა, ისე მეშინოდა ნემსის, ახლა კი ჩემხელა ნემსი ჩემს ვენაში პარპაშებდა და სისხლს მწოვდა.
როცა პატარა ფლაკონი მუქი შინდისფერი სითხით შეივსო, კაბინეტიდან გავიდა და დამელოდეო მომაძახა, გეგონება სადმე გავიქცეოდი.
ლაბორატორიიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ დაბრუნდა, ფურცლით ხელში.
- მოკლედ, არ შევმცდარვართ, ჯერჯერობით ძალიან პატარააა, ექოსკოპიით ჯერ ვერაფერს დაგანახებ, თუმცა გილოცავ, 8დღის ფეხმძიმე ხარ. გამიხარდა, თუმცა ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული, მქონდა თუარა სიხარულის უფლება. ანდრეის რეაქცია საშინლად მაინტერესებდა ამ ფაქტთან დაკავშირებით. ქალბატონს ფურცელი გამოვართვი.
- არ ცდება ხო? დარწმუნებული ვართ?
- ვართ ანასტასია ვართ! ღიმილით მიპასუხა.
- მადლობა.
- ერთ თვეში მოდი, უკვე 5კვირის იქნები, გულის ცემას მოვუსმენთ და აღრიცხვაზეც დადგები.
- იცით მე უკრაინაში ვცხოვრობ, აქ სამსახურიდან ვარ. შესაძლოა ერთი კვირაც არ დავრჩე.
- გასაგებია საყვარელო, მაშინ თავს გაუფრთხილდი და 5 კვირის რომ გახდები იქ აუცილებლად მიდი ექიმთან.
- დიდი მადლობა აუცილებლად. გავუღიმე და კაბინეტიდან დაბნეული გამოვედი. მარისთან მინდოდა ლაპარაკი, მაგრამ სახლში არიყო. გზად ანდრეის დავურეკე.
- ანნდრე, მჭირდები!
- მოხდა რამე?
- აღარ მინდა აქ!
- მერე რა პრობლემაა, ვუთხრათ გიორგის, რომ აუცილებელი საქმე გაქვს და ბრუნდები.
- მართლა? არ ტეხავს?
- არანაირად, შენ შენი საქმე გააკეთე. ხელოსნებიც დღეს-ხვალ ჩააბარებწნ მაღაზიას, გახსნაზე წასვლა თუ არ გინდა ვერავინ დაგაძალებს! თან მეც ძალიან მომენატრე, ერთი სული მაქვს ჩაგეხუტო.
- ანდრე...
- ხო ჩემო ლამაზო. თქმა მინდოდა, მაგრამ ასე ტელეფონით არ გავრისკე. მისი სახის დანახვა მერჩივნა!
- უახლოეს რეისზე ბილეთი ამიღე, სასურველია დღეს იყოს. ახლა სასტუმროში მივდვიარ, ჩემოდანს ჩავალაგებ და შენს ზარს დაველოდები.
- კარგი სტას. დაგირეკავ.
- გკოცნი. ტელეფონი გავთიშე და სასტუმროსკენ წავედი.

მისვლისთანავე გადმოვალაგე კარადიდან ტანსაცმელი და ჩემიდანში ჩალაგება დავიწყე. ნახევარსაათში ყველაფერი მზად მქონდა. ძალიან მომშივდა, საკვები ნომრიდან შევუკვეთე. მალევე ამომიტანეს. მივირთვის და ანდრეის ზარს ველოდებოდი. ძლივს დარეკა!
- ხო ანდრე.
- ღამის ორზეა ფრენა.
- აუ, რა გაძლებს მაქამდე.
- ძალიან მოგენატრე?
- ძალიან. ხმა ტირილისკენ გადამეზარდა.
- არ გაბედი! კიდევ არ იტირო, თორემ გავგიჟდები. რაგჭირს ეს დღეებია?
- არაფერი. გაბუსულმა ამოვილაპარაკე.
- მზად ხარ?
- კი, მარიამს დავემშვიდობები და 1სკენ აეროპორტში წავალ.
- კარგი სიხარულო, ბედნიერი მგზავრობა. გელოდები.
- მადლობა ანდრე.

მასთან საუბრის გაწყვეტიდან ხუთ ეუთში მარიამმა დამირეკა. წასვლის შესახებ ვუთხარი და მგონი ყველაფერს მიხვდა. მასთან მივედი, თვალებში ჩახედვის მაინც მცხვენოდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ცუდი რეაქცია არ ჰქონია, თავს მაინც უხერხულად ვგრძნობდი.
- სასწაულია ტას. მართლა გულით გილოცავთ! უთხარი?
- მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე.
- ხო ტელეფონით სათქმელი არარის. მისი სახე უნდა დაინახო.
- ხო, მეც ეგ მინდა.
- გაუხარდება ძალიან! გამიღიმა და ჩამეხუტა. გული მწყდება ასე მალე რომ მიდიხარ.
- ვიცი მარიამ, მაგრამ...
- ხო მესმის...
იმდენი ვილაპარაკეთ დავიღალე. ნუ კლასიკური მარი, დაუღლელად შეუძლია ღამეები ათენოს ჭორაობაში. დავემშვიდობე, ჩავეხუტე და ტაქსი გამოვიძახეთ. პირველისთვის აეროპორტში ვიყავი. რეგისტრაცია გავიარე და სხდომის გამოცხადებისას თვითმფრინავში სიხარულით ავედი.
რამდენიმე საათში ჩემს ტკბილ კაცს ჩავეხუტე. გული ისე ამიჩუყდა კიდე ვიტირე...
ჩემი ჩასვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.
ჩემი სახლი გავაქირავეთ, მე კიდევ ანდრეისთან გადავედი. სამსახურში იშვიათად დავდიოდი. გულის რევას და თავბრუსხვევას მაქსიმალურად ვმალავდი ანდრეისგან. ერთი თვე საუკუნედ მომეჩვენა. ძლივს დადგა ის დღე, როცა გინეკოლოგთან უნდა წავსულიყავი.
ექოსკოპიაზე გულის ცემას მოვუსმინე, იქაც ვიტირე. პაწაწინა იყო. ძალიან მინდოდა ანდრეიც ჩემს გვერდზე ყოფილიყო, მაგრამ მისთვის სურპრიზის გაკეთებას ვგეგმავდი. ყველაფერს მის დაბადებისდღეზე გაიგებს.

სახლში მისვლისას ხვალინდელი დღისთვის მზადება დავიწყე. მინდოდა ყველაფერი შეუდარებელი ყოფილიყო. სასაჩუქრე ყუთში ტესტი, პირველი ექოსკოპიის სურათი და პაწაწინა ბოდე ჩავდე, წარწერით: “ბიჭი თუ გოგო?” კარგად გადავმალე და სააბაზანოში შევედი...
მეორე დღეს ანდრეი გავაღვიძე და მილოცვის გარეშე სამსახურში გავუშვი. ისეთი სახით დატოვა სახლი აშკარად ეწყინა, მაგრამ ვერც კი ხვდება რა ელის. სულ მოუთქმელად ველოდი მის მოსვლას. გული სამჯერ ამერია...
არავის დაპატიჟებას არ ვაპირებდი. მინდოდა ეს დღე მხოლოდ ჩვენი ყოფილიყო.
სახლში შუქები ჩავაქრე და მის მოსვლას კლასიკურ კაბაში გამოწყობილი, ხელში ტორტითა და სასაჩუქრე ყუთით ველოდი.
კარის ხმაზე გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა. ავღელდი და სუნთქვას მოვუხშირე.
- სტას, ძვირფასო მოვედი. სად ხარ?
- მის ხმაზე სასიამოვნოდ გამეღიმა.
მისაღებ ოთახში შუქი აანთო.
- სიურპრიზი! დავიყვირე და მის შეშინებულ სახეზე გამეცინა.
- გამისკდა გული! ვიცოდი, რომ რაღაცას მაიმუნობდი. დილით ხმა რომ არამოიღე მანდ დაიწვი.
- აბა ისე დაგტოვებდი? გილოცავ სიყვარულო! საუკეთესო ხარ და მინდა ყოველთვის ბედნიერები ვიყოთ.
- მადლობა სტას. მიყვარხარ. სანთლები ჩააქრო, ტორტი სამზარეულოში გავოტანე და მისაღებ პთახში დავბრუნდი. მაგრად მოვეხვიე და ჩვენთვის განკუთვნილ სუფრასთან დავსხედით.
- უგემრიელესია, მთელიდღე ამეების გაკეთებას მოუნდი?
- ჰო, ერთი სული მაონდა როდის მოხვიდოდი. დავასრულოთ და შენთვის საჩუქარი მაქვს, ვიმედოვნებ მოგეწონება.
- შეუძლებელია არ მომეწონოს.
ვახშმის დასრულების შემდეგ დადგა ის ნანატრი დრო! ანდრეის ყუთი გავუწოდე და ამ მომენტის დასამახსოვრებლად ტელეფონით ვიდეოს გადაღება დავიწყე. ისეთ ადგილას დავდე, რომ ორივე გამოვჩენილიყავით და გახსნას დაველოდე.
ანდრეი დავნეული სახით ხსნიდა შეფუთვას...
გახსნა და ჯერ ტესტი ამოიღო, მერე სურათი. ბოლოს პატარა ბოდე. ჯერ მე შემომხედა, გაოგნებული და ფერწასული იყო. შემეშინდა, ძალიან ვინერვიულე და შიშით ვერც გავუღიმე. შემდეგ ისევ სურათს დახედა და დავინახე როგორ ჩამოუვარდა ცრემლი. ამღვრეული თვალები შემომანათა, ვეღარ შეიკავა და ტირილი დაიწყო.
- ეს სიმართლეა? ჩემთან მოვარდა და ჩამეხუტა.
- კი ანდრე, მალე მშობლები გავხდებით! მეც მეტი რამინდოდა, ქვითინი ამიტყდა.

ამ დღის მერე თავს მევლებოდა, არც აქამდე მაკლებდა ყურადღებას, მაგრამ ეს უკვე პიკი იყო.
მივლიდა. ყველაფერს მისრულებდა.
მერე იყო ბავშვთან მისი პირველი შეხვედრა. გულის ცემას ერთად ვუსმენდით და ბედნიერი სახოთ ვუყურებდით ეკრანს.

გადიოდა დრო, მე უფრო და უფრო ვიბერებოდი. ანდრე არაფერს მაკეთებინინებდა. თვითონ სახლიდან მუშაობდა და ცდილობდა, რომ მეტი დრო სახლში გაეტარებინა.
ერთი დიდი ოთახი ბავშვის ოთახად გადავაკეთეთ.
დეკორაცია და ფერების შეხამება არც მე და არც ანდრეს გვეშლებოდა ამიტომ ნეიტრალურ ფერებში გადავწყვიტეთ, ჯერ სქესი არ ვიცოდით, ამიტომ ისეთი ფერები ავარჩიეთ, რომ ორივესთვის შესაფერისი ყოფილიყო, ბიჭისთვისაც და გოგოსთვისაც.
ლამაზი ფუმფულა სათამაშოებით მოუწყო მამამ ოთახი.
ყველფერი მზად გვქონდა, სქესის გაგება აღარ გვინდოდა, ანდრემ სურპრიზად დარჩესო. უკვე 6თვის ვიყავი. მარიამი შეძლებისდაგვარად მირეკავდა, გვკითხულობდა. დავადებისას აუცილებლად ჩამოვალო, მეც ველოდებოდი. ნელ-ნელა მიჭირდა მოძრაობა. ცოტა აგრესიული გავხდი, მაგრამ ანდრე მიგებდა.
ერთ დღეს სახლში განადრული სახით მოვიდა.
- რა გჭირს?
- შენთან ერთი ფრიად მნიშვნელოვანი და ძალზედ საჭირბოროტო კითხვა მაქვს.
- ნუ მასხრობ, რა ხდება? ჩემს წინ ჩაიმუხლა, ჯიბიდან პატარა ყუთი ამოიღო და გახსნა.
- ცოლად გამომყვები? საშინლად გამიხარდა, ვერც ავღწერ ისე. ამ თემაზე არასდროს გვისაუბრია, არ მინდოდა რაიმე ზეწოლას ჰქონოდა ადგილი, ამიტომ მერჩივნა ეს თემა არც განხილულიყო. ძალიან მოულოდნელი და სიხარულის მომგვრელი იყო! რათქმაუნდა დავთავთანხმდი.
- ვიცი უფრო რომანტიკულიც შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ჩემს უმშვენიერეს და გაბერილ ქალს ბევრი სიარული არ შეუძლია და ასე გადავწყვიტე.
- რა მნიშვნელობა აქვს ადგილს ანდრე. ძალინ გამახარე! ვგიჟდები შენზე!
- მიყვარხართ სტას...



ორ კვირაში ქორწილი დავგეგმეთ, ძალიან ვიწრო წრეში. რათქმაუნდა მარიამი ჩემი მეჯვარე იყო. ულამაზესი და დაუვიწყარი დღე იყო. ყველაფერმა ისე საოცრად ჩაირა მეთვითონ შოკში ვიყავი. ბოლოსკენ ცოტა დავიღალე და როგორც საპატიო მიზეზის მქონემ იქაურობა ანდრეისთან ერთად დავტოვე...
სამითვეც გავიდა, მარიამი ჩემთან დავტოვე, ბოლო თვეებში დაგეხმარებიო, ისეთი ბედნიერი ვიყავი სულ მეტირებოდა.

მერე იყო საშინელი ტკივილი.
მერე სამშობიარო ბლოკი.
ჩემი ყვირილი ბოლო ხმაზე,
შემდეგ ჩემი პატარა გოგოს ტირილი და ბედნიერებისგან წამოსული ცრემლები.
მერე მისი პატარა თბილი სხეული ჩემს მკერდზე და დაუსრულებელი სიხარული.
ბედნიერება რომელიც არასოდეს მორჩებოდა, ბედნიერება რომელსაც არაფერი შეედრებოდა. სიხარული სიყვარული და უამრავი თეთრად გათენებული ღამე.
ჩვენს გოგოს მე და ანდრემ ევა დავარქვით. როცა ქალბატონი მოისურვებდა ჩვენც მაშინ ვიღვიძებდით და ვიძინებდით.
თავის ჭკუაზე გვატარებდა, გვაწვალებდა, გვღლიდა, მაგრამ უბედნიერესები ვიყავით.

ერთი ჩვეულებრივი გოგო ვიყავი, მერე გავიზარდე, მარტო, ჩემთვის, დამოუკიდებლად ვცხოვრობდი, ამან გმაოიწვია ჩემი უამრავი შეცდომა ცხოვრებაში, შეცდომაზე შეცდომას ვამატებდი.
შემდეგ ის საშინელი დრო როცა მე სხეულით ვვაჭორბდი ლაშასთან, მერე ნიკა, ბოლოს ანდრეი. მოკლედ ქაოსი იყო ჩემს ცხოვრებაში... მაგრამ ახლა ყველაზე ბედნიერი ქალი ვარ, ჩემს გვერდზე ჩემი პრინცესა წევს, მის გვერდზე კი საყვარელი და უძვირფასესი მამაკაცი, რომელზეც თავდავიწყებით ვარ შეყვარებული. ორივეს მშვიდად სძინაცს. ახლა ღამის 4 საათია. ვიცი არც ისეთი სახარბიელო ცხოვრება მქონდა, მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ და არც ერთ წამს და წუთს არ ვნანობ.
იცხოვრეთ ისე როგორც თქვენ გინდათ, თქვენ თვლით და ფიქრობთ, რომ სწორია.
მე ანასტასია ტკაჩენკო ვარ, ეს კი ჩემი ისტორიაა!!!


დასასრული...





№1 სტუმარი გგგგ

ნუთუუუუუუუუუ

გგგგ
ნუთუუუუუუუუუ

არ მჯერაა :D :D
წავდი წავიკითხო

 


№2 სტუმარი ნაინა

ეს ისტორია ასე არ მთქვრდება, ამის დამწერი ლაშასთან ტოვებს ანასტასიას და მარიამს ანდრეასთან ასე რომ ვფიქრობ ეს ისტორია მითვისებულია და დაბოლოვებაა მხოლოდ შეცვლილი

 


№3 სტუმარი ანანა

ძალიან ძალიან არ მომეწონა ეს დასასრული :( წინა ბევრად ჯობდა და სხვა რამე იგრძნობოდა, მითუმეტეს რომ არანაირი გრძნობა ჩანდა ანდრეიდან :) უფრო მრავალფეროვან და საინტერესო დასასრულს ველოდი. ძალიან დამწყდა გული რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ისტორია ასე გადაასხვაფერე. წარმატებები

 


№4 სტუმარი სტუმარი უცნობი

დასასრული არ უნდა შეგეცვალა:'(
როგორ ველოდი ამ თავს, დარწმუნებული ვიყავი ლაშასთან დარჩებათქო მაგრამ...

 


№5  offline ახალბედა მწერალი -venus-

ნაინა
ეს ისტორია ასე არ მთქვრდება, ამის დამწერი ლაშასთან ტოვებს ანასტასიას და მარიამს ანდრეასთან ასე რომ ვფიქრობ ეს ისტორია მითვისებულია და დაბოლოვებაა მხოლოდ შეცვლილი

ჩემია ეს ისტორია, უბრალოდ დასასრული შევცვალე:)

 


№6  offline წევრი melina

ძალინ ცუდი დასასრული და ტყუილად დაკარგული დრო, რომელიც ისტორიის კითხვას დავუთმე. ადამიანს რომელსაც მთელი ცხოვრებაა ბიძაშვილად მიიჩნევ, გიყვარს როგორც ძმა უბრალოდ შეუძლებელია მას ისე შეხედო როგორც მამაკაცს.

 


№7 სტუმარი მკითხველი

დროა ნაკლებ სერიალებს ვუყუროთ, თორემ უკვე ისტორიებსაც ეტყობა მათი გავლენა:d:d ისტორია ყველაზე ცუდი დასასრულით.

 


№8 სტუმარი სტუმარი Kristi

Cina bevrad sjobda dzalian ar momecona aseti dasasruliii.... ar unda shegecvalaa... tumca shenia da sheni gadasacyveti ras izam... carmatebebii

 


№9  offline წევრი ნორმი

მე ეს დასასრლი უფრო მომეწონა,მაშინ ვერნაირი ემოცია და გრძნობა დავინახე ლაშასა და სტასიას შორის.აქ კი ნამდვილად ჩანდა.მე ძალიან მომეწონა kissing_heart kissing_heart
--------------------
მორფეოსი

 


№10 სტუმარი სტუმარი თეო

დიდი არაფერი რა....

 


№11 სტუმარი Theodorra

პირველი დასასრულიც წაკითხული მაქვს და ნამდვილად სჯობდა ეს.. ლაშასთან,რპგორც აღნიშნეს,არანაირი გრძნობა ჩანდა და იმ ყველაფრის შემდეგ რა მოხდა რაც არუნდა სწორად ყოფილიყო გადმოცემული გრნობა,წყვილს შემდგარს მეეოირადა ვერ დავინახავდი. ერთხელ თუ ”გაიმეტა” მეორედაც შეძლებს და თუ თავს გავიდა მესამედაც..-ასეთი ტკბილი დასასრული ეკუთვნოდა ქალბატონი ტკაჩენკოს ცხოვრებას..ძალიან მომეწონა.

 


№12 სტუმარი ნი

თავიდან კარგი იყო, მაგრამ დასასრული უაზრო აღმოჩნდა. შეუძლებელია ბიძაშვილი, როგორც მამაკაცი ისე შეიყვარო. თანაც ვერ დავინახე ანასტასიასა და ანდრეას შორის ის ვნება რაც ლაშას ა და სტასიას შორის იყო.

 


№13 სტუმარი stumari

დავიწუებ იმით რომ იდია კარგია მაგრამ დაუხვეწავია თავიც და ბოლოც, უაზროდ გაწელილი დიალოგებით, ძალიან დიდი ბოდიში არ მინდა გაწყენინო მაგრამ მაინც ასეა, არ ემთხვევა ბევრ რამ როცა მოთხრობას წერ რაც დაწერილი გაქვს იმას დროდადრო გადახედო მგონი ჯობს, არ ჯდება ლოგიკურად ნიკას და ლაშას საუბარი და შემდეგ ლაშას საქციელი, არც ნიკას გაბოროტების ამბავი, ამ ყველაფერს გადავხედავდი შენს ადგილას მითუმეტეს მეორედ რაცა ვაპირებ ავტვირთო ისტორია და ბოლოს არ მაქვს პირველი ვარიანტი წაკითხული მაგრამ აშკარად ეტყობა რომ ეს ბოლო მისი არარი, ეტყობა რომ სხვის ჭკუაზე( ბოდიში უხეში ნათქვამისთვის) გაქვს გადაკეთებული და ეს შენიდან წამოსული დასასრული არარის....მაპატიე თუ რამე ისე ვერ ვთქვი და გაწყენინე მაგრამ ძალიან მომეწონა იდია და კრგად დამუშავების შემთხვევაში საუკეთესო იქნება ვფიქრობ

სად შეიძლება ვნახო პირველი ვარიანტი?

 


№14 სტუმარი სტუმარი მარია

არ მომეწონა .რატომღაც პირველი ვარიანტი უფრო საინტერესო მომეჩვენა .ანასტასია ანდრეის წყვილი ვერაფრით დავინახე.არ ვიცი არ ვიცი .პირველი ვარიანტი მირჩევნია მე.

 


№15  offline ახალბედა მწერალი -venus-

მადლობა ყველას აზრის დაფიქსირებისთვის :)

 


№16 სტუმარი სტუმარი ლილე

სად შეიძლება ვნახო პირველი ვარიანტი?ეს არ მომეწონა...

 


№17 სტუმარი Vv

სტუმარი ლილე
სად შეიძლება ვნახო პირველი ვარიანტი?ეს არ მომეწონა...

მეც ძალიან მინდა პირველი ვარიანტის ნახვა, ნეტავი ისიც ატვირთოს

 


№18 სტუმარი კოკო

სისულელე.....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent