შრამიანი (თავი 9)
თბილისში ყველაზე ცნობილი ბიზნესმენის, თამაზ ნოზაძის დაბადებისდღეზე შეიყარა ყველა, მათშორის იყვნენ გურამ გასვიანი და თენგიზ გულფანიც კი, რომელიც იტალიიდან ახალი დაბრუნებული იყო და უკანონოდ მოპოვებულ მილიონებს ახალ ბიზნეს უმიზნებდა. იმ დროისთვის ყველასთვის ცნობილი იყო თამაზის შესაძლებლობა, კავშირები და მის სეიფში დადებული, უამრავი ფასიანი ქაღალდი. ყველას უღიმოდა და ცდილობდა, არავის შეპარვოდა ეჭვი, განსაკუთრებით კი გურამ გასვიანს ადევნებდა თვალს, რომელიც აკანკალებული ხელ-ფეხით გადაადგილდებოდა და მოღუშული სახით მისჩერებოდა იქაურობას. -ბატონო გურამ! მის წინ ახალგაზრდა ყმაწვილი, რომ დადგა ეჭვის თვალით ახედა და სახე უფრო მოექუფრა. -გაიგე რამე? კაცის აკანკალებული ხმა, უფრო აკანკალდა და ახალი ამბის გასაგებად მოემზადა. -ვიპოვეთ ძია, ხუთი დღის წინ დაჭრეს საკუთარ სახლში, მაგრამ მკვლელი ვერ იპოვეს. როგორც გავიგე ლუკა ფილფანს გადაურჩენია, ბავშვი რომელსაც მუცლით ატარებდა და სავარაუდოდ ამ ნაბიჭვარ ნოზაძეს ეკუთვნოდა აღარ არსებობს. ახლა ისევ იმ სახლში ცხოვრობს. კიდევ შავგრემანია, მწვანე თვალებით და ოცდაოთხი წლისაა. წარმატებული ქალია, თუ არ ჩავთვლით მის საშინელ ერთ წელს რომელიც თქვენი სიძის გამო გაატარა იმ საღორეში. ერთი ამოსუნთქვით ჩაურაკრაკა ყველაფერი და აკანკალებულ კაცს ხელი მოხვია. -ანეტას გავს არა? ასეთი იყო ჩემი და, ლამაზი შავი თმით და მწვანე თვალებით. -ვიცი, როგორც კი დავინახე ესევე დეიდა ანეტი გამახსენდა ძალიან გავს ძია. -დაე დაიწყოს ომი! განაჩენივით გაისმა გასვიანის სიტყვები და მომღიმარ კაცს გახედა. -ძია კარგად დავფიქრდეთ! -ერთადერთი ეგ დამრჩა დანარჩენი ყველა მომიკლეს და ახლა ვის გამო შევიკავო თავი? კუთვნილ ადგილს დაიკავებს ძალიან მალე. დაე ყველამ მიიღოს ის რაც ეკუთვნის. ----- სიგარეტის ღერი ჰქონდა მოქცეული თითებს შორის და ღრმა ნაფასებს არტყამდა. პირიდან გამოსული თეთრი კვამლი გასვიანის სახეს ეჯახებოდა და ნენეც არაფერს ამბობდა, უბრალოდ ორივე დუმილს არჩევდა ამ მომენტისთვის. შიგნიდან განგრეულ ყველა უჯრედს, საგულდაგულოდ მალავდა მამაკაცი და არაფრისმთქმელ გამომეტყველებას არ იშორებდა სახიდან. -ლუკა! ხმის ამოღება გაბედა გასვიანმა და მამაკაცს დააკვირდა რომელსაც წარბიც კი არ შეუხრია, ქალის ხმაზე. -ვიცი დავაშავე, რომ არაფერი გითხარი. ვიცი ყველაზე ცუდი ქალი ვარ... ვიცი, ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი, უბრალოდდ... უბრალოდ მინდოდა... კაცის ჩაწითლებულმა თვალებმა მოიყვანა აზრზე, რომლებიც ავისმომასწავლებლად უყურებდნენ. -იცი? ირონიას არ აკლებდა ფილფანი და ბოლომდე ბურღავდა ქალს საკუთარი მზერით. -რა იცი ამის დედაც რა? შეჩვეული ხარ მსგავს თამაშებს, იპოვე სუსტი წერტილი ჩემში და ბოლომდე დაიწყე მანიპულირება, კარგი რა! დედის ტყვნაა აბა რაა ასეთი ქალი, ჩემი ხელით შემოვუშვი საკუთარ ცხოვრებაში. მეც მყავს შვილი გგონია, რამე პრობლემა მექნებოდა, რომ გეთქვა ორსულად ვარო? ეგეთი დედა ნატირები კაცი ვარ, რომ რამე ზედმეტად მეთქვა ბავშვზე, რომელიც სხვა მამაკაცს ეკუთვნოდა? კარგი რა ნენე, არ მიცნობ უბრალოდ ბოლომდე არავინ გინდა გაიცნო, ბეროსაც ასე დამართე ბოლომდე არ გაიცანი და ეხლა ბოლო დონის ვით დადის. მე მასეთი კაცი არ ვარ, საერთოდ არ ვგავარ მასეთ ტიპებს შენგამო, რომ იჩხირავენ და საკუთარ თავს დედას უტ*ნავენ. ცივად საუბრობდა ფილფანი და ერთი წამითაც არ აშორებდა თვალს ქალს, რომელსაც მოსვენება დაეკარგა და თითებს იწვალებდა. მობილური, რომ აწკრიალდა ოდნავ დამშვიდდა ნენე და კაცის სახეს დააკვირდა რომელსაც ღიმილი შეპარვოდა და თვალებ აბრჭყვიალებული დასცქეროდა მობილურს -ალო. -მამიკო, როგორ ხარ? -ნიც, კარგად მამი შენ როგორ ხარ? -მე ცუდად მა ძალიან მენატრები, კოტე ძიამ წავიდეთ მამასთანო მაგრამ დედაა უარზე. -დამშვიდდი კაი? მოვალ მა და წამოგიყვან თან ერთ ქალს გაგაცნობ! მზერა ნენესკენ გადმოიტანა და ყურმილი მალევე გათიშა. -შენ შვილს მაცნობ? -ხო! მაგრამ არ იფიქრო, შენთან სერიოზული გეგმები მაქვს, უბრალოდ ცოტახანს ასე აჯობებს. -ვერ ვხვდები! -მისმინე, ნიცეს პრობლემებში გახვევა არ მინდა! მაგრამ როგორც ჩანს მე და შენ გამორჩეულები ვართ! დედა მოტყნული კაცის შვილი შემიყვარდა გესმის? ორი წელი იცხოვრა ჩემი ცოლის სტატუსით და ბოლოს წავიდა. ხო ესე უნამუსოდ ადგა და წავიდა და თან წაიყვანა ჩემი შვილი,რომლის შესახებ არცკი ვიცოდი. აბორტის გაკეთებას აპირებდა, რომ გავიგე და გიჟივით გავიქეცი, წამის მეასედმა გადაწყვიტა ნიცეს ბედი და ახლა ჩემთანაა მაგრამ ისევ დედამისია პრობლემა. მოკლედ დახმარება მჭირდება, გაუგებარია ხომ? შენი ბოსი გთხოვს დაეხმარო მაგრამ სხვა გზა არაა! სასამართლო იმ შემთხვევაში გამხდის მის მეურვედ თუ ცოლი მეყოლება! -ანუ რისი თქმა გინდა? -ცოლად გამომყვები? კითხვას კითხვით უპასუხა მამაკაცმა და ნენეს ჩააშტერდა. ---- 24 წლის წინ. ცივი, სუსხიანი ზამთარი იდგა... სიცივემ, რომელიც თებერვლის თვეში საგრძნობლად იმატა, ძვლებში ატანდა და ავისმომასწავებლად აფრთხილებდა ყველას.მხრებში გაშლილი მამაკაცი ერთადერთ განათებულ ფანჯარას შეჰყურებდა და ფიქრობდა შესულიყო თუ არა. საშინელი სიცივე ფეხის თითებიდან შეეპარა და მალე თმის ღერამდეც მიაღწია. უკან გაბრუნებას აპირებდა, ბავშვის ტირილმა რომ გააყრუა არემარე და ცრემლებჩამდგარი თვალებით მიაშტერდა სახლს. ნაბიჯები წინ გადადგა, უნდოდა ენახა ბავშვი რომლის გამოც მისმა დამ ამდენ ტანჯვას გაუძლო და აქამდე მოვიდა. სახლია კარი ფრთხილად შეაღო და ტახტზე მიგორებულ ბავშვს მიაშტერა თვალი. ახალშობილი არ ინძრეოდა, უბრალოდ მისი სწრაფი სუნთქვა შორიდანაც შესამჩნევი იყო. -ცუდადაა საქმე! "ბებია" ქალმა გადაუჩურჩულა მამაკაცს ისე, რომ არც შეუხედავს -რა ხდება? სახე გაუფითრდა გურამს და ისევ ჩვილს გახედა -რვა თვიანი დაიბადა სასწრაფოდ უნდა წავიყვანოთ სავადმყოფოში, თორე ცოტაც და გაიგუდება. სიამაყე შეუძვრა გურამს და ჯიუტად ექაჩებოდა კარისკენ მაგრამ საკუთარი დიშვილი ასე უპატრონოდ ვერ მიაგდო და მაშინ პირველად დაიჭირა ნენე. სახელიც მან დაარქვა, ელენე! იმდენად მედიდურად წარმოთქვამდა მის სახელს, რომ ყველას ეგონა დას აპატია, მაგრამ არა! ყველაფერი ჩაწყნარდა თუ არა ისევ იმ სახლში დააბრუნა, მხოლოდ ერთი რამ სთხოვა ანეტის ქმარს. ბავშვი ყოფილიყო გასვიანი და არა ნოზაძე, მხოლოდ ეს უნდოდა მეტი არაფერი. თხივნა კი მაშინვე შესრულდა. ელენე ბიძამისის წყალობით იყო ცოცხალი, ხოლო მამა რომელიც ნამდვილი მემკვიდრე იყო ყველაფრის რაც იმ დროისთვის ნოზაძეებს ეკუთვნოდა არანაირად იყო წინააღმდეგი იმისა, რომ მოს შვილს საქართველოს ღირსეულო მამულიშვილების გვარი ეტარებინა. ---- ფანჯარასთან იდგა უკნიდან ხმა, რომ შემოესმა და ხელის ერთი მოძრაობით ანიშნა სტუმარს დამჯდარიყო. -გავიგეთ, ომი იწყებაო! კაცის ბარიტონმა გააყრუა ყველაფერი და გურამიც მაშინვე შეტრიალდა. -ომი დიდიხანია დაიწყო, ახლა წესები იცვლება, ომის წესები რომელიც მხოლოდ მე ვიცი. -ძია! ხელმზე ეამბორა კაცი და ცას ახედა -მხოლოდ თქვენ და უფალს ვემორჩილებით! კაცს ღიმილი შეეპარა და ახალგაზრდას თავზე გადაუსვა ხელი -ჩემი ომი თქვენი ომია, თქვენი ომი კი ჩემი! ახლა დახმარება არა მოქმედება მჭირდება, თქვენ ჩემი შვილები ხართ და ყველას ერთი მიზანი გვაქვს. ოდესღაც ის გამცირებდათ ახლა კი ჩემთან ხართ და თითსაც ვერავინ გახლებთ. პირველი მოქმედება მისი აქციების დაკარგვა იქნება! აქციების რომელოც ჩემს ნენეს ეკუთვნის. კაცმა ისევ ფანჯარას გახედა... ხეზე შემომჯდარი მერცხალი, მაშინვე აიჭრა ცაში... ახლო-მახლოს კაცის ჭაჭანება არ იყო... მხოლოდ ორნი იყვნენ და სამომავლო გეგმებს თვალებით უზიარებდნენ ერთმანეთს. ---- გაუგებრობაა ისევ ხომ? აი ეს თავიც მაპატიეთ და მართა ვამბობ შემდეგ ძალიან მაგარ თავს გპირდებით. უახლოესი მეგობარი მყავს ცუდად, მეც მიჭირს მაგრამ ვეცადე მოცემული პირობა არ დამერღვია. მადლობა იმ ადამიანებს რომლებიც კითხულობთ ამ "მოთხრობას" და მითუმეტეს მოგწონთ. შემდეგ თავში უფრო მეტს გაიგებთ. ხო კიდევ ვიცი კითხვა გაჩნდება ნენეს მამა თუ ნოზაძეა მაშინ ის და ბერო ნათესავები ყოფილანო. არა! ელენე არაა ბეროს არანაირი ნათესავი, უბრალოდ ამას გეტყვით დანარჩენს კი შემდეგ თავში აუცილებლად გაიგებთ! კიდევ და კიდევ მაპატიეთ არეული თავები, რთულია წერო ისე, რომ გადაცდენები და უზუსტობები არ გქონდეს. დამწყები ვარ და იმედია სულ ოდნავ გესმით ჩემი! კიდევ ერთხელ მადლობა ყველას და ძალიან მენატრება თქვენი დადებითი შეფასებები! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.