შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*სისხლიანი პაემანი* (თავი 33)


7-09-2018, 00:18
ავტორი Queenofmoon
ნანახია 3 993

- კიდევ ერთხელ მაპატიეთ,გუშინ საშინელებები ვილაპარაკე..
- ვიცი,რომ რეალურადაც ასე ფიქრობ,არაუშავს.. ის უფრო გამიკვირდება ვინმემ თქვას,რომ საკუთარი უფროსი უყვარს.
- მაგრამ..
- ნუ გეშინია,მაგის გამო სამსახურიდან არ გაგაგდებ.. პირიქით,ეხლა უფრო ხშირად იქნები ჩემთან ახლოს.
ბოლო სიტყვებზე რობაქიძის ტვინმა დააპაუზა,უცებ გაითიშა,რადგან აზროვნების უნარი დაეკარგა და ვერანაირ მნიშვნელობას ვერ აძლევდა ამ სიტყვებს,მხოლოდ პირღია უყურებდა მამაკაცს და დაჰიპნოზებული,თვალებსაც არ ახამხამებდა.
- თქვენთან ვიქნები?
ქათქათა კანი ლამის თავის თმის ფერს დამსგავსებოდა სირცხვილისგან.
- ჰო.
ტუჩის კუთხეებში ღიმილი გაეპარა მამაკაცს,ყავის ფინჯანი მიეტანა პირთან,მზერა რომ დაემალა.
- მაინც ვერ ვხვდები,რატომ წამომიყვანეთ თქვენს სახლში.
- უგონოდ მთვრალი იყავი.
- მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი,აქ არაფერია გასაკვირი.
- ძალიან ბევრ შეკითხვას სვამ,მაგრამ იმედია კიდევ ერთხელ მოვისმენ შენგან სიტყვა ტირანს,ფხიზელ მდგომარეობაში ოღონდ.
- ისევ უხერხულ მდგომარეობაში მაგდებთ.. ბოდიში ხომ მოვიხადე?
- როგორც ჩანს არ არის საკმარისი.
- რით შემიძლია დანაშაული გამოვისყიდო?
წარბები აზიდა ქალმა გაოცებისგან.
ალექსანდრეს პასუხი არც გაუცია,ლეპტოპი ჩანთაში ჩადო,მაგიდიდან ადგა და ლილესკენ დაიძრა.
- თუ მორჩი,შეგიძლია ჩემს საძინებელში შეხვიდე.
- საძინებელში?
- შენი ტანსაცმელი გაშრებოდა,თუ ჩაცმას არ აპირებ?
- აა.. დიახ,რა თქმა უნდა.
სკამი გამოსწია და მაგიდიდან წამოხტა,რომელიც ეს უკანსკნელი უკანმოუხედავად აუყვა კიბეებს ალექსანდრეს საძინებლისკენ.
გული ლამის მკერდიდან ამოსვლოდა,როცა მამაკაცის პერანგის ღილებს იხსნიდა,წამით წარმოედგინა,ამ ყველაფერს თავად უფროსი კანდელაკი აკეთებდა,ღილებს უხსნიდა,მხრებიდან ათავისუფლებდა თხელ მატერიას და მისი ტუჩები ეხებოდა კანზე.
სწრაფად დასწვდა ჯინსს,რომელსაც ფეხები გაუყარა,მუხლებს გადაცდენილი ჩექმა ამოიცვა და ნაქსოვი ტოპი გადაიცვა.
მამაკაცის პერანგი კიდევ ერთხელ აიღო ხელში,ცხვირთან მიიტანა და კიდევ ერთხელ შეიგრძნო ალექსანდრეს სურნელი,ისევ დაებინდა გონება,კვლავ თბილი სითხე იღვრებოდა მის მუცელში და აქამდე შეუმჩნეველ გრძნობებს გაეღვიძა მის ორგანიზმში,კარებზე ფრთხილმა კაკუნმა გამოაფხიზლა ეროტიულ სცენებზე ოცნებებში წასული,პერანგი საწოლზე სწრაფად მიაგდო,თმა ხელით შეისწორა და მამაკაცს გახედა,მის წინ რომ იდგა კოპებშეკრული.
- მზად ხარ?!
- დიახ,მზად ვარ.
პულტის ღილაკის მეშვეობით მანქანის კარები გააღო,ლილე სავარძელში მოთავსდა და კალანდაძეც საჭეს მიუბრუნდა აუჩქარებლად,გრძელი თითებით ჩაფრენოდა რულს და უკან იხედებოდა,რომელიც მანქანის გამოყვანას ცდილობდა ეზოდან,მომენტალურად მანქანა გააჩერა და ქალს მიაჩერდა,რომელიც ასევე თვალებგაფართოებული შესცქეროდა ნუშისებრ თვალის ჭრილს.
- მინდა რომ მაგ ტუჩებზე გაკოცო..
თავისკენ ახლოს მიიზიდა მამაკაცმა და ჯერ კიდევ გახსნილ ბაგეებზე ისე სწრაფად დააცხრა,ქალმა რამის თქმა კიარა ამოსუნთქვაც ვერ მოასწრო,ვნებიანად უკოცნიდა ბაგეებს და უფრო მეტად მომთხოვნი ხდებოდა მის არომატულ ენასთან ერთად,მჭიდროდ იკრავდა ქალს სხეულზე,ლამის ხელებში ჩადნობოდა რობაქიძის სხეული..
ტუჩები ფრთხილად მოაშორა მადისაღმძვრელ ტუჩებს,რომლებიც კოცნის შემდეგ ოდნავ შესიებოდა,ცერა თითი გადაუტარა ორივე ბაგეს და თვალებს ვერ აშორებდა სუნთქვაარეული.

* * *

სუსხიან იანვარს ნელი ნაბიჯებით გაევლო,ციდან მოფარფატე ფიფქებიც თანდათან ქრებოდა,ბუნება თავისებურ ცვლილებას განიცდიდა და ნუშის ხეებს ნაადრევი კვირტები გამოსვლოდა ანასტასიას ეზოში.
აივანზე,მოწნულ სავარძელში მოთავსებულ ქალს,რომელსაც სქელი ფუმფულა პლედი შემოეხვია,ხელებს ჭიქით ითბობდა და ლატეს არომატით ტკბებოდა,თბილი მზის სხივები კანზე ელამუნებოდა,ჯერ კიდევ არ მოსული გაზაფხულის ფონზე.
ტელეფონში საათს კიდევ ერთხელ დახედა,თავი უკმაყოფილოდ გააქნია,მარიამზე ნერვიულობდა,რომელიც ბოლო თვეები ყოველთვის თავის მეგობარ ელენასთან რჩებოდა და სულ მეცადინეობას იმიზეზებდა,არადა მარიამი არასდროს ყოფილა ბეჯითი,ეს იცოდა,იმასაც ხვდებოდა რომ საქმე სხვა რამეში იყო,ეს კი ანასტასიას გულს სტკენდა,რადგან ერთადერთი ოჯახის წევრი,რომელიც ჰყავდა,ატყუებდა და დას სიმართლეს არ ეუბნებოდა.
კარზე კაკუნმა გამოაფხიზლა,ჭიქა ძირს დადო,პლედიდან ამოხტა და სწრაფად გავარდა შემოსასვლელისკენ,თუმცა კარში დემეტრე დახვდა გაღიმებული.
- არ შემომიშვებ?
ხელი პალტოს საყელოზე მოკიდა,მისკენ გამოქაჩა და ტუჩებზე დააცხრა.
- მოიცადე ადვოკატო,მოიცადე..მე აქ საქმეზე მოვედი!
შეიცხადა ტვილდიანმა და გაკვირვებულ ქალს გახედა,თვალები რომ დაექაჩა გაოცებისგან.
- უკაცრავად??
- ჩემო სიცოცხლე,ჩაიცვი და მალე გავიდეთ,სანამ გადავიფიქრე.
- ნეტა ეხლა რამ დაგარტყა თავში,რა საინტერესოა?
ეჭვის თვალით გახედა ქალმა დემეტრეს,თუმცა პასუხად მაინც არაფერი მიიღო,ამიტომ ბუზღუნით გავიდა საძინებელში,ტანსაცმელს დასწვდა რაც ხელში მოხვდა და ღილების შეკვრით გამოვიდა ოთახიდან.
ტვილდიანმა მანქანა ახლად აშენებულ კორპუსთან გააჩერა,ტასოც გადმოიყვანა და თვალებგაფართოებულმა ერთი მეორეს მიყოლებით ახედა სართულებს.
შენობა თორმეტ სართულიანი იყო,თეთრ-ნაცრისფერ ფერებში,აივნები ყოველ სართულზე,ზუსტი ზომით იყო განლაგებული,კუთხეებში ლამაზი ყვავილები ამშვენებდა,ფერად ქოთნებში რომ მოთავსებულიყო დიდი მონდომებით,კორპუსის გვერდით,პატარა პარკი იყო,სადაც ბევრი სასრიალო,სათამაშო და გასართობები დაედგათ,იქვე ახლოს,დიდი აუზი,შეზლონგებით ჩამწკრივებული,კორპუსის გარშემო კი,გალავანივით ჩამდგარიყო წრეზე ნაძვის ხეები,რომელიც მეექვსე სართულამდემაინც სწვდებოდა სახლებს.
- წამოდი,ამას მერეც დაათვალიერებ.
ხელი მკლავზე მოკიდა ფიქრებში გადაფრენილს და სწრაფი ნაბიჯებით მიიყვანა კორპუსის შესასვლელთან,კოდი აკრიფა,კარებიც გაიღო და ლიფტის ღილაკს დააჭირა.
- დემე,რა ხდება?
ძლივს აღმოხდა ქალს სიტყვები,რომელსაც სახეზე ღიმილი ეპარებოდა.
ლიფტში არსებულმა სენსორმა ციფრი 9 აჩვენა,რომელსაც რამოდენიმე წამიანი წრიპინი მოჰყვა და კარიც გაიღო,დერეფანში შევიდნენ თუარა ტვილდიანმა ჯიბიდან გასაღები ამოაძრო,წინ ანასტასია გაუშვა და კარებიც გადაკეტა.
- ჩემო ერთადერთო,ეს ჩვენი ახალი სახლია,იმედია მოგწონს.
უკნიდან ყურთან ჩასჩურჩულა გაოცებისგან პირდაღებულ ქალს,ერთ ადგილზე რომ გაყინულიყო,მის წინ მამაკაცი წავიდა ისევ,ფარდები გადასწია და ქალს დაუდგა დოინჯშეკრული იდიოტივით გაღიმებული სახით.
- ჩვენი სახლი?
- ამის დედაც.. თავზე ხელები შემოიწყო დემეტრემ,აქეთ იქით მოუყვა სიარულს და კვლავ ჯიბეში ჩაიცურა ხელი.
- დამავიწყდა,ჯერ ეს უნდა მომეცა..
მის წინ პატარა თვლიანი ოქროს ბეჭედი ამოიღო და არათითზე გაუკეთა ქალს. - გილოცავ,ჩემი ცოლი ხარ.
- დემეტრე,ძალიან დამაბნიე..
ხან თითზე გაკეთებულ მბზინავ ბეჭედს უყურებდა,ხან სახლს,ხან დემეტრეს. უკვე აღარ იცოდა რისთვის ან ვისთვის შეეხედა.
- ხო აბა რა გეგონა,*ირივით დავდებოდი მუხლებზე და გეტყოდი გთხოვ ცოლად გამომყევი თქო?
მაგას კითხვა და მუდარა რათ უნდა?გაბედე და შემეწინააღმდეგე.
თვალი ჩაუკრა მამაკაცმა,ანასტასიამაც სიცილი ატეხა და ტუჩებზე მიეწება მამაკაცს.
- არანორმალური ხარ! გიჟი და არანორმალური!
- მიყვარხარ ჩემო მშვენიერო,სიგიჟემდე მიყვარხარ
- მეც მიყვარხარ ჩემო არანორმალურო ქმარო!

* * *

- კატერინა!! სად ხარ?! გელოდები უკვე ოცი წუთია!!
- მოვედი უკვე.
ტელეფონი გათიშა,კარი გააღო და მის წინ ლამაზმანი აესვეტა მომაბეზრებელი სახით.
- რა გაღრიალებს?! სალონში ვიყავი,ისედაც იმდენი საქმე მაქვს.
- მეც მაქვს საქმეები.ხოარ გავიწყდება?!
- სად არის ევა?!
თვალებით გოგონას ძებნა დაიწყო,რომელიც საძინებლიდან ზურგჩანთით გამოვარდა და მამამისს შეახტა.
- მამიკოო,არ მინდა წასვლაა..
- მაა,ისედაც ხომ ხშირად გამომყავხარ?გპირდები,გპირდები ხვალ ისევ გამოგიყვან,სამსახურში მივდივარ მაა თორემ ხომ იცი რომ დაგტოვებდი?
ქვედა ტუჩი გადმოაბრუნა გოგონამ სატირლად,მაგრამ ვინ დააცადა,კატერინა ჩააფრინდა ხელებით და მისკენ სწევდა.
- წამოდი ევა,წამოდი..სახლში ბებია გელოდება.
- მომიკითხე დედაშენი,ჩემგან აკოცე.
კოცნის იმიტაცია გააკეთა მამაკაცმა.
- ევა,ჩადი კიბეებზე,მძღოლი გველოდება. მალე ჩამოვალ მეც.
ბავშვს გახედა,შემდეგ ისეც გიორგის მიუბრუნდა გულზე ხელებდაწყობილი.
- გილოცავ..ოცი წლის გოგო დაგითრევია,პედოფილიზმს აწვები?
- დიდი ხანია ნეკროფილი აღარ ხარ?! აღარ უწვები სამოცდაათი წლის კაცებს ფილმში გადაღებისთვიის?
დასარტყმელად გამზადებული ხელი ქალს ჰაერში გაუკავა,შემდეგ მეორეც და კედელს მიანარცხა.
- აღარ გაბედო მეორედ ამ თემაზე ჩემთან ლაპარაკი,თორემ რაც ამდენი წლის მანძილზე ბავშვის გამო ვიკავებდი თავს,ერთად ამოვასხავ და **ილი ვიყო,დაგბრიდავ!!!!! გესმის?!!! დაგბრიდავ კატერინა!! გააჯვი ეხლა აქედან!!!
ხელი გაუშვა ქალს და ისიც ქუსლების კაკუნით გავარდა გარეთ,განრისხებულმა კალანდეძემ მუშტი ძლიერად დაარტყა კედელს,იქვე ჩამოჯდა და სახე ხელებში ჩარგო,რამოდენიმე წამში ისევ ტელეფონის წკრიალმა გამოაფხიზლა,სადაც მარიამის ნომერი შენიშნა და მაშინვე უპასუხა.
- გიო..დააგვიანე,მე სახლში მივდივარ,ტასო მელოდება.
- მარიკუნა,მაპატიე.. გამოგივლი პატარავ,უკვე გამოვედი
- არ მინდა. შენს ცოლ-შვილთან ატარებ ალბათ დროს,მესმის.
- მარიამ,რა ცოლ-შვილი? ევა მყავდა დატოვებული,კატერინა მოვიდა და წაიყვანა..
- მე წავედი,ვეღარ დაგელოდები.
- მარიამ,გთხოვ..
- წავედი გიო. კარგად.

* * *

ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა მამაკაცი,საწოლიდან სწრაფად წამოდგა,აივანზე გავიდა და ნაცნობ ნომერზე ზიზღით გადასწია სენსორი.
- გისმენ,იასონ.
- შვილო.. როგორ ხარ?
- მაგრად,შენ?
- ჩემი შვილი შემირიგდა როგორც იქნა..ისევ ჩემი ბიზნეს პარტნიორი გახდა,ცუდად როგორ ვიქნები?
მისი ჩახლეჩილი სიცილი ექოსავით გაისმა. - მომისმინე,დღეს სატვირთოთი მიგვაქვს,ბაქოში უნდა გავაგზავნოთ,ხომ გახსოვს?
- კი,რა თქმა უნდა.
- კარგი, ხუთ საათში აეროპორთან მიდი,იქ თენგიზ აბრამიძე დაგხვდება,სანდო კაცია,ფულს მოგცემს და სატვირთოც გაუშვი.
- კარგიიი..
ჯინსის შარვალზე შავი მაისური გადაიცვა,ანასტასიას ხმაურზე გაეღვიძა და ღიმილით ახედა საყვარელ ქმარს.
- სად მიდიხარ?
- საქმეზე,მალე მოვალ.
ქალს აკოცა და სახლიდან გავარდა,მანქანა სწრაფად დაქოქა და თან ტელეფონი მხარსა და ლოყას შორის მოექცია,სადაც მეორე ხაზიდან ქალის ნარნარმა ხმამ გაიჟღერა.
- მოგენატრე?
- სახლში მიდი,მალე მოვალ.
კერძო სახლის წინ ორმა მანქანამ ერთდროულად შემოუხვია,შავმა ბეემვემ და წითელმა მერსედესმა,რომლებიც რიგრიგობით შევიდნენ,პირველი სამხარაძე გადმოვიდა დემონსტრაციულად,ბეემვეს წინ დადგა გაღიმებული,გამომწვევი მზერით,რომელიც ქვედა ტუჩს იწვალებდა და მამაკაცს უყურებდა პირდაპირ თვალებში.
დემეტრეც სწრაფად გადმოვიდა,კარებში გასაღები გადაატრიალა და სამხარაძე შეუშვა.
- აბა რა ხდება ტკბილოო?რატომ დამიძახე?
- მომენატრე,ისე როგოორ?
- ხომ გითხარი ჩემთან ცდუნებას ვერ გაუძლებთქო..
მამაკაცს მხრებზე ჩამოეკონწიალა და ტუჩებზე დასწვდა,ტვილდიანმა ქალი შეატრიალა,ხელები უკან გაუკავა და მის ყელთან ჩაფლო სახე.
- ცდუნებაზე მერე ვილაპარაკოთ,პატარა კახპავ..
ჯიბიდან თეთრი ნაჭერი ამოიღო,ცხვირთან მიუტანა და ძლიერად უჭერდა,ქალი ფართხალს და ღმუილს ნელნელა მორჩა და ჩვარივით ჩაეშვა მამაკაცის მკლავებში,მისი სხეული დივანზე მოისროლა,ტელეფონის ჩხრეკა დაიწყო მის ჩანთაში,თავისი სმარტფონიც ჯიბიდან ამოაძრო და პროკურორის ნომერი სხარტად აკრიფა.
- ხუთ საათში აეროპორთან გაუშვი ეკიპაჟი,სამხილები ბლომად გვაქვს,იმ ადვოკატის ტელეფონიც მე მაქვს,რომელიც ტვილდიანთან ახორციელებდა სატელეფონო ზარებს.
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მინისტრად უნდა დავანიშნინო შენი თავი პრემიერს რა!
- მინისტრობა და პრეზიდენტობა არ მიხსენო,თორემ კარგის ტრა*ს მო***ავ..მოკლედ,მოვიდეე?
- მოდი,აბა რა უნდა ქნა?
- კარგი,ოც წუთში მანდ ვარ.
- შენა და..ეგ კახპაც რომ გამოიყოლო?
მოვიწყინე და ერთი მაგრად მივარჭობდი.
- მე ჩემი საქმე შევასრულე,პირადი ვნებების დაკმაყოფილება კი შენით მოაგვარე რამენაირად.
- კარგი კარგი,ნუ იკბინები.. გელოდები.


_____

შემდეგი თავი,უკვე დასასრული იქნება მეგობრებო. <3
ეხლა,რა მინდა რომ გითხრათ.. ბოლო თავებიდან გამომდინარე,როგორც ვხვდები ლილესა და ალექსანდრეს წყვილმა დიდი მოწონება დაიმსახურა,ყველას თითქოს მათზე გინდოდათ უფრო მეტი დამეწერა და ეს მეტად გაინტერესებდათ,კომენტარებში tamuna.s -მ შემომთავაზა,დამეწერა ცალკე ისტორია ლილესა და ალექსანდრეზე,რას იტყვით? გსურთ ახალი ისტორია მათზე?
მოკლედ,ველი თქვენს აზრს თბილებო. <3 <3



№1 სტუმარი Mako

Kargi iqneboda calke istoriad

 


№2 სტუმარი ზინიკო

კი კარგი იქნებოდა ცალკე ისტორია :)

 


№3  offline წევრი nini :)

რათქმაუნდა საინტერესო იქნება..... მაგრამ მთავარი ეს პერსონაჟებიც არ გამოტოვო.... ველოდები შემდეგ თავს

 


№4  offline მოდერი Queenofmoon

nini :)
რათქმაუნდა საინტერესო იქნება..... მაგრამ მთავარი ეს პერსონაჟებიც არ გამოტოვო.... ველოდები შემდეგ თავს

არა,ამ პერსონაჟებს როგორ გამოვტოვებ?:) მადლობა ნინი,დასასრულს დღეს ან ხვალ დავდებ სავარაუდოდ. <3
Mako
Kargi iqneboda calke istoriad

ზინიკო
კი კარგი იქნებოდა ცალკე ისტორია :)

მადლობაა <3 <3

 


№5  offline წევრი teengirllove

ვაიმეე დასასრულიც მოგვიახლოვდაა..რახან კომენტარს არ ვწერდი იმედი მაქვს არ იფიქრე რომ არ ვკითხულობდი,თU იფიქრე არაუშავს laughing laughing ძალიან კარგიაა,ხო და ძალიან მაგარი იქნება ლილეს და ალექსანდრეს ისტორიაც ცალკე,თან თუ იგივე პერსონაჟები იქნება ..მოკლედ ველი შემდეგს

 


№6 სტუმარი ნხნხბჰ

ოჰჰჰ ლილია და ალექსანდრე საოცრებაა უბრალოდ.. ამ კაცს რამ მოუარა ასე უცებ რო ეტაკა და აკოცა :დ

 


№7  offline მოდერი Queenofmoon

teengirllove
ვაიმეე დასასრულიც მოგვიახლოვდაა..რახან კომენტარს არ ვწერდი იმედი მაქვს არ იფიქრე რომ არ ვკითხულობდი,თU იფიქრე არაუშავს laughing laughing ძალიან კარგიაა,ხო და ძალიან მაგარი იქნება ლილეს და ალექსანდრეს ისტორიაც ცალკე,თან თუ იგივე პერსონაჟები იქნება ..მოკლედ ველი შემდეგს

ოხ როგორ მომენატრეეე heart_eyes laughing კი,იგივე პერსონაჟები იქნებიან რა თქმა უნდა,არაფერს ვცვლი,უბრალოდ ისტორია მხოლოდ მათზე იქნება აგებული და შიგადაშიგ დარჩენებსაც გამოვაჩენ ხოლმე. kissing_heart
ნხნხბჰ
ოჰჰჰ ლილია და ალექსანდრე საოცრებაა უბრალოდ.. ამ კაცს რამ მოუარა ასე უცებ რო ეტაკა და აკოცა :დ

რავიცი აბა,რამ მოუარა ნეტაავ?:დდდ laughing

 


№8 სტუმარი სტუმარი ლიკა

რათქმაუნდა არც დაფიქრდე ისე დაწერე :დდდდდდდ ძაააან საყვარლები არიან ეს ლილეცდა ალექსიც და ანასტასია და დემეტრეც აუუ მეწყინა რა დასასრულიო ????❤❤❤

 


№9  offline წევრი ლილილი

კარგი იქნებოდა.ბოლო თავში სანდროზე და მართაზეც დაწერე რაა.(რას გადავეკიდე :დდ)

 


№10  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი ლიკა
რათქმაუნდა არც დაფიქრდე ისე დაწერე :დდდდდდდ ძაააან საყვარლები არიან ეს ლილეცდა ალექსიც და ანასტასია და დემეტრეც აუუ მეწყინა რა დასასრულიო ????❤❤❤

მადლობა ლიკა<3 ჰო,სამწუხაროდ უკვე სრულდება ეს ისტორიაც..:( <3 heart_eyes kissing_heart
Nameless Girl
კარგი იქნებოდა.ბოლო თავში სანდროზე და მართაზეც დაწერე რაა.(რას გადავეკიდე :დდ)

იქნება,ყველაფერი იქნება heart_eyes kissing_heart

 


№11 სტუმარი cota boroti

kiiii kiiii kiiii lile da aleqsandre mec mindaaa dzalian dzalian
akoces xalxoo egirsaaat
demem coli moiyvana imasac egirsaa
tikosac egirsaa pirshi chalis gamovleba
da mec megirsa axali tavi<3:-D
cota guli damwyda rom damtavrdeba magram ise gaiweleboda
magrad momewona es tavi waatebebi kargi dasasruls velodebi happy and mindaa

 


№12 სტუმარი nino

Dzalian magari iko ❤ Dzalian magari xar shenc da dzalian kargi ikneba tu dawer aleqsandreze da lileze magram im istoriashi demetrem da anastasiamac rom miigon monawileoba ai dzalian magari ikneba shesanishnavi otxeuli ❤❤❤❤

Dzalian mewkina rom ukve mtavrdeba es istoria❤

 


№13  offline მოდერი Queenofmoon

cota boroti
kiiii kiiii kiiii lile da aleqsandre mec mindaaa dzalian dzalian
akoces xalxoo egirsaaat
demem coli moiyvana imasac egirsaa
tikosac egirsaa pirshi chalis gamovleba
da mec megirsa axali tavi<3:-D
cota guli damwyda rom damtavrdeba magram ise gaiweleboda
magrad momewona es tavi waatebebi kargi dasasruls velodebi happy and mindaa

კი მეც ასე ვფიქრობ,რომ ძალიან გაიწელებოდა,უკვე დროა ამ ისტორიას დასასრული ჰქონდეს. <3 ლილესა და ალექსანდრეზე ისტორიას რაც შეეხება,იქაც იქნებიან დემეტრე და ანასტასია,ოღონდ ნაკლები დოზით. :დ heart_eyes kissing_heart
nino
Dzalian magari iko ❤ Dzalian magari xar shenc da dzalian kargi ikneba tu dawer aleqsandreze da lileze magram im istoriashi demetrem da anastasiamac rom miigon monawileoba ai dzalian magari ikneba shesanishnavi otxeuli ❤❤❤❤

Dzalian mewkina rom ukve mtavrdeba es istoria❤

მადლობა ჩემო საყვარელო დიდიი მადლობა kissing_heart კი აი მაგას ვაპირებ ზუსტად heart_eyes kissing_heart

 


№14  offline წევრი SmileGirl

ძალიან კარგია.აუცილებლად უნდა დაწერო ცალკე ისტორია ლილესა და ალექსანდრეს წყვილზე.ეს წყვილი უკვე ჩემი ფავორიტია.დასრულება კი ვფიქრობ უკვე დროულია.Happy end-ით გელოდები:)
--------------------

 


№15  offline მოდერი Queenofmoon

SmileGirl
ძალიან კარგია.აუცილებლად უნდა დაწერო ცალკე ისტორია ლილესა და ალექსანდრეს წყვილზე.ეს წყვილი უკვე ჩემი ფავორიტია.დასრულება კი ვფიქრობ უკვე დროულია.Happy end-ით გელოდები:)

დიდი მადლობა heart_eyes კი,ნამდვილად დროა დასასრულის.. დღეს ვეცდები უკვე ავტვირთო. ახალი ისტორია კი უკვე წერის პროცესშია. heart_eyes

 


№16 სტუმარი სტუმარი ნათია

დავიტანჯე მესამედ ვწერ და ეხლაც თუ არ გამოიგზავნა გავაფრენ, ჩემ ცეცხლოვან წყვილზე თუ აპირებ ისტორიის გაგრძელებას მაშინ იოლას გადავიტან ამის დამთავრებას, იასონმა რომ დაურეკა დემეს ისეთი შოკი მივიღე თმა კროალა დევილის პონტში ამეყალყა პლუს თაკოსთან პაემნის დანიშვნა და ოპა იასნდება ყველაფერი და სულ სათითაოდ დავილაგე თმაც????მაგრამ აქ გავჭედე ვის დაუკავშიედა დემე ლულე არაა, ალექსანდრეე ვიფიქრე თუ ყავდა სხვა მეგობარი სამმართველოში და არ მახსოვს?????აშკქეად ბილობილი მჭირდება არა?!????????

ვაუ, ალილუია დაუდოოიიი

 


№17  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი ნათია
დავიტანჯე მესამედ ვწერ და ეხლაც თუ არ გამოიგზავნა გავაფრენ, ჩემ ცეცხლოვან წყვილზე თუ აპირებ ისტორიის გაგრძელებას მაშინ იოლას გადავიტან ამის დამთავრებას, იასონმა რომ დაურეკა დემეს ისეთი შოკი მივიღე თმა კროალა დევილის პონტში ამეყალყა პლუს თაკოსთან პაემნის დანიშვნა და ოპა იასნდება ყველაფერი და სულ სათითაოდ დავილაგე თმაც????მაგრამ აქ გავჭედე ვის დაუკავშიედა დემე ლულე არაა, ალექსანდრეე ვიფიქრე თუ ყავდა სხვა მეგობარი სამმართველოში და არ მახსოვს?????აშკქეად ბილობილი მჭირდება არა?!????????

ვაუ, ალილუია დაუდოოიიი

კი,კი..გადავწყვიტე უკვე,ვაპირებ ლილეზე და ალექსანდრეზე ისტორიის გაგრძელებას. <3
მოკლედ ბოლო თავში ნახავ ყველაფერს <3

 


№18 სტუმარი მკითხველი

აი აღარ ვიცი რა გითხრა გული მწყდება რომ მტავრდება მაგრამ ახალი ინიციატივა რომ ჩემი საყავრელი სახელი "ლილე" იქნება ახალი ისტორიის თავარი გმირი მიხარია, თან ამათაც მოიხსენიებ ხომ?...
აუ მარი და გიო დამაკლდა, თან მეწყინა მათი საუბარი.
ხო კუდევ რა მინდა გითხრა, ანასთან გახსნილი იყო და უცებ ჩაიკეტა მარი, აქვს ალბათ მიზეზი და დაწერ. (ვსიო მოვრჩი აღარ ვერევი)
გელოდები აბა შენ იცი :*:*

 


№19  offline მოდერი Queenofmoon

მკითხველი
აი აღარ ვიცი რა გითხრა გული მწყდება რომ მტავრდება მაგრამ ახალი ინიციატივა რომ ჩემი საყავრელი სახელი "ლილე" იქნება ახალი ისტორიის თავარი გმირი მიხარია, თან ამათაც მოიხსენიებ ხომ?...
აუ მარი და გიო დამაკლდა, თან მეწყინა მათი საუბარი.
ხო კუდევ რა მინდა გითხრა, ანასთან გახსნილი იყო და უცებ ჩაიკეტა მარი, აქვს ალბათ მიზეზი და დაწერ. (ვსიო მოვრჩი აღარ ვერევი)
გელოდები აბა შენ იცი :*:*

ხო ჩემო თბილო,აუცილებლად გამოვაჩენ ლილეს ისტორიაშიც დემეტრეს და ტასოს,აბა რას ვიზამ?<3
კი,მიზეზსაც გაიგებ აუცილებლად <3 <3 <3

 


№20 სტუმარი სტუმარი Mziko

Auuu es ra iyooo? Moica moica momechveva Tu Martla mtavrdeba????? Ra meshveleba???? ESE igi axal istoriashi lile da aleqsandre iqnebian?????demes da tasos com gamoachen?:((((((((((

 


№21 სტუმარი სტუმარი ნინა

იცი ლილე და ალექსანდრე რათქმუნდა ,მაგრამ მარიამის და გიორგის ისორიასაც მინდა რომ ჰქონდეს გაგრძელებაა❤️❤️

 


№22  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი Mziko
Auuu es ra iyooo? Moica moica momechveva Tu Martla mtavrdeba????? Ra meshveleba???? ESE igi axal istoriashi lile da aleqsandre iqnebian?????demes da tasos com gamoachen?:((((((((((

კი მზიკო,ისინიც იქნებიან ხოლმე,ხანდახან. kissing_heart
სტუმარი ნინა
იცი ლილე და ალექსანდრე რათქმუნდა ,მაგრამ მარიამის და გიორგის ისორიასაც მინდა რომ ჰქონდეს გაგრძელებაა❤️❤️

დასასრულში ყველანი იქნებიან,სანდროც და მართაც,გიოც და მარიც,ასე რომ მკითხველს გული არ დაწყდება არც ერთ წყვილზეე. kissing_heart

 


№23 სტუმარი Tamuna

Rodis ikneba bolo tavi??

 


№24 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა ძალიან საინტერესოა წასაკითხი იყო ვიხალისე მადლობა დიდი ველოდები ახალ ნაწარმოებს ????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent