წარსულის კვალდაკვალ თავი 11
მძინარე ბიჭთან იჯდა და ისევ მის სიტყვებზე ფიქრობდა,როცა დედამ დაურეკა,უთხრა სასწრაფოდ მიმღებში გელოდებით,ოპერაცია დასრულდაო.მორიგე ექთანს სთხოვა ცოტა ხანს დარჩენილიყო პალატაში,თვითონ კი ქვემოთ გავარდა და იმ დროს მივიდა,როცა თამუნა და ირაკლი ოპერაციის შედეგებს აცნობდნენ. -ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რას საჭირო იყო.ახლა მხოლოდ ლოდინი დაგვრჩენია,მძიმე ტრამვები იყო,შეჯახების შედეგად თავის ტვინში ჰემატომა ჩამოყალიბდა,დაზიანებილი იყო შინაგანი ორგანოები,ჰემატომა ამოვკვეთეთ, მაგრამ გონს როდის მოვა არ ვიცით,ახლა ყველაფერი მასზე და მის ორგანიზმზეა დამოკიდებული იცოცხლებს თუ...თამუნამ წინადადების დასრულება ვერ შეძლო,ან როგორ მოუბრუნდებოდა ენა ამის სათქმელად..ვერც ის და ვერც სხვა აზრადაც ვერ გაივლებდა იმას,რომ ამ დიდ ოჯახს ვიღაც გამოაკლდებოდა. დაძაბულობა ცოტა გაქრა და თითქოს ამოისუნთქეს,რაც არ უნდა ყოფილიყო ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მისი გადარჩენის იმედი ისევ არსებობდა... სანამ დანარჩენები თამუნასთან და ირაკლისთან საუბარში იყვნენ გართულები,ვერავინ შეამჩნია,როგორ დაიწკაპუნა რეზოს ტელეფონმა და შეტყობინება მოუვიდა.გახსნა და თვალები შუბლზე აუვიდა ტექსტის კითხვა რომ დაიწყო.„-დაიტანჯები ბექაურო,ძალიან დაიტანჯები,პასუხს აგებ თითოეული იმ უბედური წუთისთვის,რაც მამაშენმა მარგუნა წილად და უმამოდ დამტოვა.ეს ჩემი პირველი ნაბიჯი იყო შენი განადგურებისკენ,შენ კი არა,შენს ახლობლებს გავანადგურებ და მათი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი ისე გაგაგიჟებს,სიკვდილს განატრებინებს.ყოველ დილით იმაზე ფიქრით გაიღვიძებ იმ დღემ მშვიდობიანად ჩაიაროს,მშვიდობა კი მოგენატრება,ისე შემდეგი ვინ იქნება მეც არ ვიცი,ასე რომ დამელოდე“-ეწერა შეტყობინებაში,ხელმეორედ გადაიკითხა,მიხვდა რამდენად უსუსური იყო მის წინაშე და უეცრად ისეთ არაადამიანურ ხმაზე იღრიალა რომ ყველამ მას შეხედა.მერე ტელეფონი კედელზე შემოახეთქა და სიმწრისგან ძლიერად დასცხო მაგრად შეკრული მუშტი,ტკივილი ვერ იგრძნო,ისევ გაიმეორა,,ისევ...ისევ...ვერაფერს გრძნობდა,, სოფო უყურებდა და პირველად ხედავდა ქმარს ასეთ მდგომარეობაში.მასთან მიკარება ვერ გაებედა... მხოლოდ დათამ შეძლო მისი შეჩერება,ძლიერად მოხვია ხელები და ისე ჩაეხუტა როგორც ოდესღაც ბექაური,როცა მშობლები დაკარგა და მათ გარდა არავინ დარჩა. -დაწყნარდი ბიჭო,რა დაგემართა,ასე არ შეიძლება,ყველაფერს ვუშველით, ყველაფრს გადავიტანთ.ინ ნაბიჭ..აც დედას მოვ.....ვთ.ხომ იცი არაა?-ჩუმად უთხრა და უფრო მაგრად მოხვია ხელები... *********** საიდან ჰქონდა ამდენი ძალა უმცროს სოფო გიგაურს,თვითონაც არ იცოდა,ალბათ მამიდისგან და მამისგან ერგო წილად ის უნარი რომ ყველაფერი ისე ემოეგვარებინა არც მწვადი დაეწვა და არც შამფური.ისე დაეყოლიებინა ყველა,რომ უარი ვერ ეთქვათ... რომ დაინახა თითქმის მეორე დღე იწურებოდა,საავადმყოფო კი არავის დაეტოვებინა და სახეები გადაღლილი და გაწამებულები ჰქონდათ,მამიდა მოიშველია და ყველა მის კაბინეტში შეკრიბა. -მოკლედ რაშია საქმე,ყველანაირი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე დავიწყებ.ახლა ადგებით და ყველანი სახლში წახვალთ,თქვენი აქ ყოფნით არაფერი იცვლება,ზეზვა ბიძიას ვერ უშველით,სამაგიეროდ თქვენს თავებსაც ზიანს აყენებთ.შეხედეთ რა დღეში ხართ?განადგურებულები,მშივრები,დაუბანლები, მოუწესრიგებლები,ამით მას ვერ დაეხმარებით,აბა დაფიქრდით ის რომ გონზე მოვა,მოეწონება ასეთ დღეში რომ დაგინახავთ?-ყველას გადახედა და მათი პასუხის მოლოდინში გაჩუმდა.რომ არავინ არაფერი თქვა,ისევ მან განაგრძო. -მოკლედ რადგან ვერაფერი გადაწყვიტეთ,გამოსავალი მე მოვნახე,მორიგეობით დავრჩებით აქ.ამაღამ მე და თამო მამიდა ვიქნებით,გვანცაც გვიანობდე აქ იქნება,ასე რომ ახლა წახვალთ,დაისვენებთ და თან გადაწყვიტავთ ხვალ ვინ დარჩება მათთან.უარს არ მივიღებ.-მკაცრი იყო სოფო. -მართალია,-გვერდით ამოუდგა თამუნა,-ჰეე,მეც აქ ვარ,ხომ გჯერათ რომ მათ არაფერი გაუჭირდებათ?ასე რომ წადით,სოფო წაიყვანე რეზო,დარწმუნებული ვარ,მოტეხილი თითები ძალიან აწუხებს.ნინია,დარწმუნებული ვარ ახლა გული წაგივა შიმშილისგანაც და ნერვილობისგანაც,ბიჭებო არც თქვენ ხართ კარგ დღეში,გთხოვთ წადით... სხვა გზა არ დარჩა,უხმოდ დატოვა ყველამ საავადმყოფო. ამ ამბით ყველაზე უკმაყოფილო გუგა დარჩა,ჩაეშალა საყვარელ ადამიანთან საღამოს დაგეგმილი პაემანი.ცოტა იკამათეს,სოფო უარესად გაბრაზდა და ისე წავიდა შემოვლაზე,არც დამშვიდობებია.ერთადერთი იყო ეს საკითხი,რაზეც ვერ რიგდებოდნენ და სულ კამათი უწევდათ. შეეცადა პაციენტებთან თავი ხელში აეყვანა და არ ეგრძნოთ მათ რომ გაბრაზებული იყო.ჭირვეული მეტრეველი ბოლოს შემოიტოვა,იცოდა ის ისედაც დაუმატებდა და უარესად გაანერვიულებდა.ფონენდოსკოპი კისერზე ჩამოიკიდა,ანკეტას და გამოკვლევებს ხელი დაავლო და თამამად შეაღო პალატის კარი. -გასინჯვის დროა,წამოჯექით,-ისე უთხრა,თითქოს ცოტა ხნის უკან არაფერი მომხდარიყოს. -სხვა ექიმს დაუძახეთ.მან გამსინჯოს,-ურეაქცუოდ უპასუხა ბიჭმა. -სხვა ექიმი არ არის,მე ვარ თქვენი მკურნალი ექიმი და მე უნდა გავაკეთო ეს,-ცდილობდა არ დაეკარგა მოთმინება. -არ მინდა. -პატარა,ჭირვეული ბავშვივით იქცევით,-თითი დაუქნია და გააუღიმა,-ასე არაფერი გამოვა,-მოიუახლოვდა და შუბლზე ხელი დაადო,-სიცხე არ გაქვთ,ძალიან კარგია,ჭრილობასაც შევხედავ,გაიხადეთ თუ შეიძლება.ჯანდაბა რა მოუხერხებელი ვარ,-ჩაილაპარაკა თავისთვის,ღილები რომ ვერ შეხსნა -ფრთხილად,მეტკინა,-შეუღრუნა ბიჭმა და ხელი დაუჭირა,ისე ძლიერად მოუჭირა მაჯაზე ხელი,გოგოს ეტკინა და სახე ეცვალა ტკივილისგან. -ოღონდ ახლა ისევ არ იტიროთ,ვითომ ექიმო..-ირონიულად ჩაიცინა ბიჭმა და ხელი გაუშვა. -ასე ნუ ამბობთ,ჩემი საქმე კარგად ვიცი და სხვათაშორის ეს ხელი ძალიან ძვირფასია.-სიამაყეს არ კარგავდა გოგო. -ვისთვისაა ძვირფასი?შენი ოჯახისთვის თუ შენი ძვირფასი შეყვარებულისთვის? -თქვენ საიდან იცით ეს?ან გუგას საიდან იცნობთ?-გასინჯვა შეწყვიტა გოგომ და ინტერესით მიაჩერდა. -ისე ხართ სიყვარულისგან დაბრმავებული,რომ შენს ირგვლივ რა ხდება ვერ ამჩნევ.არც მისი არაკაცობა გაქვს შემჩნეული ხომ? -არ მოგცემ მასზე ასე ლაპარაკის უფლებას და მის შეურაწყოფას...ჯანდაბა გაიხსენით ეს ღილები...პერანგს წაეტანა სოფო,მაგრამ რომ არაფერი გამოუვიდა,გაბრაზებულმა დაანება თავი. -რაო არ გასწავლა შენმა საყვარელმა?ეს ხომ ძალიან მარტივია? -შეწტყვიტეთ,ძალიან გთხოვთ შეწყვიტეთ ჩემთვის შეურაწყოფის მოყენება,-ხმამაღლა გამოუვიდა ნათქვამი,- -ასე ძალიან გიყვართ?-პერანგი გაიხადა და ჰკითხა. გოგომ არ უპასუხა,თვალი მის სხეულზე გაუშტერდა და ნავარჯიშევ პრესს თითები ააყოლა.ჭრილობას ნაზად შეეხო. „-ჯანდაბა,რას მიშვება?თითქოს პატარა გამოუცდელი გოგო ვიყო,ისე მაბნევს.ასეთი რამ გუგასთან რატომ არ მემართება?“ფიქრობდა და თან გულში საკუთარ თავს ლანძღავდა ასე რომ ფიქრობდა. -მაპატიეთ კარგი...-თქვა უცებ,ბიჭისთვის მოულოდნელად და გაკვირვებული დატოვა. -რა გაპატიო? -ნაიარევი დაგრჩებათ და ცოტა გვიან მოშუშდება. -ეგ ხომ ისედაც ვიცი,პირველი არ იქნება,..-ბიჭი საუბრის ასეთ წარმართვას არ ელოდა. -მე ამას არ ვგულისხმობ.მე იმას ვამბობ რომ ჭრილიბა ისე ვერ გავკერე როგორც საჭირო იყო.შესაბამისად ოდნავ დიდი და უხეში ნაიარევი გექნებათ,ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში.ამიტომ გიხდით ბოდიშს,მაგრამ მეც გამიგეთ,ეს ჩემი პირველი,დამოუკიდებელი ოპერაცია იყო,ძალიან ვნერვიულობდი.თუ რამე პრობლემა გაქვთ ამასთან დაკავშირებით პლასტიკურ ოპერაციას გაგიკეთებთ ჩვენი პლასტიკური ქირურგი,რა თქმა უნდა ჩემი ხარჯებით,- გოგო ისეთი ხმით და ისე საუბრობდა რომ აშკარად გულწრფელი იყო,ეს მეტრეველმაც კარგად შეამჩნია,თუმცა თავი ვერ მოთოკა და მაინც სისულელე წამოაყრანტალა. -ეგ არაფერია,მთავარია შიგნით არ დაგრჩენოდათ რამე. უცებ ისევ წამოენთო გოგო. -მე არაპროფესიონალი და არა მცოდნე არ ვარ,კარგად ვიცი ჩემი საქმე,ასე რომ დაფიქრდით სანამ რამე იტყვით.არაფერი მითქვამს,როცა შეურაწყოფა მომაყენეთ,არაფერი მითქვამს როცა ჩემს ოჯახს შეეხეთ,შემიძლია დავხუჭო ამაზე თვალი,მაგრამ დაუმსახურებელ უმადურობას და ჩემს პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანას არ მოგითმენთ.-ხმას აუწია სოფომ. -არაპროფესიონალიზმია ახლა რომ მიყვირით,,მართლა ვერ გაიგეთ რომ არ მინდა აქ იყოთ?მიბრძანდით აქედან,-ორი თითით ანიშნა კარისკენ თორნიკემ სოფოს -უზრდელი და ხეპრე ხართ,ნამდვილი იდიოტი,.ვეღარც სოფომ მოითმინა და გაბრაზებულმა გამოიჯახუნა კარი.რას ერჩოდა ბიჭი მისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო. ******** ყველაზე მეტად ახლა იგრძნეს და-ძმა არაბულებმა მეგობრების გვერდში დგომა.არც ერთი არ წასულა სახლში მშობლებთან,ყველა მათთან შეიკრიბა და ცდილიბდნენ მოწყენის და დადარდიანების საშუალება არ მიეცათ.. მთელი ღამე მუშაობდნენ სოფო და გვანცა პაციენტებთან,მხოლოდ გამთენიისას შეძლეს ცოტა ხნით მოსასვენებელ ოთახში განმარტოება და დასვენება.... დილით ჩვეულებრივად მოინახულეს ყველა პაციენტი,მერე მომდევნო სმენა მოვიდა და მათთვის უნდა გადაბარებინათ ყველაფერი... -მეჩვენება თუ ამ პაციენტთან შესვლას თავს არიდებ?-ჰკითხა გვანცამ,როცა მეტრეველის პალატას ჩაუარეს. -არა,არ გეჩვენება,არ მინდა იქ შესვლა,-გულწრფელად აღიარა გოგომ.-აგრესიას ავლენს ჩემა მიმართ და რატომ ვერ ვხვდები. -სოფო შენ ექიმი ხარ და ყველანაირ აგრესიას და შემოტევას უნდა გაუძლო და მოუთმუნო. -ეგ კიი,მაგრამ უზრდელობას და უხეშობას არ მოვუთმენ,მელოდოს ახლა მე როდის მოვალ,მანამდე კი აიტანოს ის ქალბატონი ყასაბი... -შენ რაა ლელას ჩაუგდე ხელში?-გაეცინა გვანცას. -ზუსტადაც,ახლა ნახოს როგორ არ უნდა მეხუმროს მე და როგორ მოენატრება ზრდილობიანად მოქცევა,-აჰყვა სოფოც და მაისური გადაიძრო.კაბა ჩამოხსნა საკიდიდან და გადიცვა,ფეხები მაღალქუსლიანებში წაყო,სარკის წინ დატრიალდა და კმაყოფილმა შეათვალიერა საკუთარი ტავი. -მერე რაა რომ ღამენათევი და გადაღლილი ვარ,მაკიაჟი ყველაფერს დაფარავს. -აბა რაა,-დაეთანხმა გვანცა,-ის გადარეულები ნეტავ როგორ არიან უჩვენოდ? -დარწმუნებული ვარ მოწყენის დრო არ ექნებოდათ,მორჩი მომზადებას? -კი,გავიდეთ,-თავი დაუქნია სოფომ და უკანასკნელი შტრიხები შეისწორა სარკეში,-შენ მზად ხარ დემეტრესთან შესახვედრად?მან უკვე გაიგო ვინც ხარ. -მზად ვარ და სეირსაც ვაჩვენებ,არ შევარჩენ იმ ყველაფერს. -ნუ იქნები ასე მკაცრი,მართალია მანაც დააშავა და არ ვამართლებ,მაგრამ ის ძალიან ნანობდა ამ ყველაფერს,ამდენი წელი ცდილობდა შენთან დაკავშირებას, განიცდიდა და დარდობდა... -მას შეეძლო დამჯდარიყო თვითმფრინავზე,უბრალოდ მოსულიყო ჩემთან და პირისპირ გაგვერკვია ყველაფერი და არა ასე შუამავლებით... კარში გადიოდნენ,როცა სოფოს თავის სახელი მოესმა და თანაკურსელი ლელა იცნო. -იმ შენს ჯიუტ პაციენტს სიცხე აქვს და წამალს არ სვავს. გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს და უკმაყიფილოდ დაიმანჭნენ. -ეს ბიჭი ჩემი პირადი სასჯელია,ოღონდ რომელი ცოდვისთვის არ ვიცი,-ჩაილაპარაკა სოფომ და გვანცას მიუბრუნდა. -შენ წადი,მე მოგვიანებით მოვალ. -დარწმუნებული ხარ.? -შენ არ მეუბნებოდი წეღან ექიმი ხარ და თავი არ უნდა აარიდო მასთან შეხვედრასო?ხოდა ახლა არ შემიძლია მისი დატოვება. -გუგა გაბრაზდება.. -რამე მოიფიქრე,-მიაძახა სოფომ და ლელას აედევნა... მეტრეველი საწოლში წამომჯდარიყო და ექთანს წინააღმდეგობას უწევდა რომ სიცხე გაეზომა მისთვის. სოფო რომ დაინახა,არ ელოდა და ისეთივე მდგომარებაში გაშეშდა როგორშიც იყო. თვალები ხედავდა იმას,რისი დაჯერებაც გონებას არ უნდოდა.სამედიცინო ფორმის გარეშე სულ სხვანაირი იყო,სიტყვაც კი ვერ მოუძებნა შესაფერისი. სოფომ ჩანთა სავარძელზე დადო და ექთანს ფონენდოსკოპი და სიცხის საზომი გამოართვა.სულ არ მიუქცევია ყურადღება ბიჭისთვის,გაფართოებული თვალებით რომ უყურებდა,არც იმისთვის,რომ მოკლე და ამოღებული კაბა ეცვა,მისი სხეულის ლამაზ ფორმებს ხაზს რომ უსვამდა და უფრო მეტად კვეთავდა. მას მიუახლოვდა და მკაცრი სახით მიაჩერდა. -აბა ბატონო მეტრეველო კიდევ დიდხანს გაჯიუტდებით თუ მომცემთ უფლებას რომ გაგსინჯოთ და მალე დავასრულო ჩემი საქმე? -პაემანი ხომ არ ჩაგიშალეთ?-დამცინავი ტონით უთხრა მან. -ეგ თქვენ არ გეხებათ -მაშინ სხვას სხვას დაუძახეთ... -სხვა იყო,მაგრამ არც მას მიეცით უფლება,ასე რომ ან ახლა დამემორჩილებით ან არადა და სხვა ზომებს მივმართავ.. -დამსჯით? -არ დაგზარდებით ნამდვილად მაგაზე..პატარა ბავშვივით იქცევით,ჯიუტობთ და საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნით,სხვა თუ არაფერი.ისინი უფრო დამყოლები და ჭკვიანები არიან, ვიდრე თქვენ. -პატარა,გამოუცდელ ექიმებს არ ვენდობი და მაგიტომ. -ტყუილად ცდილობთ,არაფერი გამოგივათ. გოგომ ყურებში გაირჭო ფონენდოსკოპი და სთხოვა ჩაისუნთქეო.ისიც დამორჩილდა. მერე სიცხე გაუზომა, აშკარად მომატებული ჰქონდა... -ფილტვებში არაფერია,ცოტა გულისცემა გაქვთ მომატებული,ჭრილობაც არ მომწონს,რომ გავიგოთ რა არის გამომწვევი, ამისთვის სისხლს აგიღებთ და შესაბამის ზომებს მერე მივიღებ...ჩამოუყალიბა გოგომ. -და მერე წახვალთ თქვენს საყვარელ გუგიტოსთან ხომ? -ვერ გავიგე რას მერჩით ან მე ან მას?თუ რამე გაქვთ სათქმელი პირდაპირ მითხარით,რას მიმალავთ? -აჰ,არაფერი უთქვამს?ჯერ კიდევ არ იცი მისი შავ-ბნელი წარსულის შესახებ?-ირონია გაჟღერდა მის ხმაში -მას არა და თქვენ თუ რამე გაქვთ სათქმელი თქვენ მითხარით?-გოგომ სისხლის აღება დაასრულა და ექთანს ლაბორატორიაში გაატანა,სასწრაფოაო თან მიაძახა. -მასთან ასეთ საუბარს რატომ არ ერიდები? -იმიტომ რომ მე დასამალი არაფერი არ მაქვს ბატონო თორნიკე.-გოგო საწოლს დაეყრდნო ორივე ხელით და მიაკენ გადაიხარა,-აბა გისმენ?რა პრობლემა გაქვს მასთან და ჩემს ოჯახთან?ამჯერად ისე არ გამოვა,თავს ვერ დაიძვრენ..გოგოს მომთხოვნმა და მკაცრმა ტონმა სულ გადარია ბიჭი.გიგაური მასზე მბრძანებლობას ცდილობდა,თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა და მაინც...როგორი ლამაზი იყო. -შემეშვი..-ხელი აიქნია და მექანიკურად მას ჰკრა,სოფომ თავი ვერ შეიმაგრა მაღალქუსლიანების გამო,წაბორძიკდა და დაეცა,რასაც მისი დაკივლება მოჰყვა. წამში გაჩნდა მასთან მეტრეველი,რომ გაიაზრა რა მოხდა,ხელები წელზე და მუხლებზე შეუცრა და ჰაერში აიტაცა.მისმა სურნელმა ცხვირის ნესტოებში შეუღიტინა და თავბრუ უარესად დაახვია.თავის კონტროლს კარგავდა,მის სხეულზე აკრული გოგო სიბრაზისგან სულ უფრო წითლდებოდა,ანდას პირიქით,სულაც არ იყო ეს მისი გაბრაზებით გამოწვეული.მისი სიახლოვე აბნევდა და აწითლებდა. -დამსვი იდიოტო,შენთვის ეს აშეიძლება,ნაკერები გაგეხსნება,ცუდად ხარ,-მაინც მასზე დადრობდა. დივანზე დააჯინა და მტკივანი ფეხი მუხლზე დაიდო.ხელით უნდა დაეზილა გოგომ რომ უკან გასწია და უხეშად მოიშორა. -დედა ტერეზა,-ჩაიდუდღუნა ბიჭმა და გვერდით მიუჯდა.-ძალიან გტკივა?მაპატიე არ მინდოდა. -რა მაგარია არა?ჯერ ატკენ და მერე თვითონვე ცდილობ მოუშუშო ტკივილი.არ გამოვა ასე მეტრეველო,ჩემთან შეგეშალა,ეგ ჩემთან არ ჭრის. ბიჭი გაოგნებული უსმენდა. -უტაქტო და უზრდელი ხართ,გასაგებია არ მოგწონვართ,გაგახარებ,არც მეხატები გულზე,მაგრამ ჩემს პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანის უფლება არ გაქვთ, შეიძლება გქონდეთ თქვენი აზრი,მაგრამ ადამიანს არ უნდა ექცეოდეთ ასე.არ შეიძლება,მეც არ მომწონს ბევრი რამე, მაგრამ ყველაფერზე ასე არ ვრეაგირებ... ბიჭი გაოგნებული ისმენდა მის სიტყვებს უხმოდ,ახლა მის გვერდით ჯდომა და მისი სიახლოვე ანერვიულებდა და აბნევდა,პირველად ჰქონდა განცდა რომ გოგო ერთდროულად მოსწონდა და სძულდა.მისი გული და გონება ერთმანეთს ებრძოდა.გული თუ ეუბნებოდა ამ ქვეყნად ყველაზე კარგი გოგოაო,გონება საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობდა.მაშინვე მწარე ბავშვობა და მშობლების გამუდმებული კინკლაობა ახსენდენოდა. -რატომ?რატომ არ გაქვს ამ ყველაფერზე რეაქცია?იმიტომ ხომ არა რომ ყველაფერს ფულით მიაღწიე?-მაინც ცდილობდა მისთვის გული ეტკინა.გოგომ გაკვირვებულმა შეხედა. -განა შეიძლება ფულით იყიდო ან ისწავლო რამე?განა შეიძლება ცოდნა იყიდო? ვიღაცას და შენნაირებს შეიძლება ეგონოს რომ ასეა,მაგრამ ძალიან ცდებიან.ეს ხომ აბსურდია.იმიტომ რომ არც ფულით ნაყიდი ცოდნა იქნება მუდმივი და არც ფულით ნაყიდი ყალბი ურთიერთობები იქნება მყარი.თუმცა ვის ველაპარაკები და ვუხსნი ამას?ადამიანს,რომელისთვისაც ყველანაირი ადამიანური გრძნობა უცნობია და უცხოა.შენთვის ხომ ძნელია გაიგო როგორ შეიძლება მე ღამეები მეთენებინა სწავლაში,იმისვგამო რომ ამ ყველაფრისთვის მიმეღწია და ჩემი ცნობილი გვარი არ დამხმარებოდა.,-გოგო ცხარობდა და იქნებ ამიტომაც ვერ ამჩნევდა მეტრეველის ანთებულ თვალებს. -დაგიჯერე როგორ არა.. -არც ვცდილობ რომ რამე დაგაჯერო.გინდა ერთი საიდუმლო გაგანდო?კარგი გეტყვიი.-გამომწვევად მიაჩერდა გოგო,-მეც მძულს ჩემი გვარი,მძულს იმის გამო რომ როგორც კი იგებენ ვინ ვარ, მაშინვე ფეხქვეშ მეგებიან, ცდილობენ მასიამოვნონ და მაშინვე თამაშს იწყებენ და სხვადასხვა ნიღბებს ირგენენ.ფარისევლობენ,მე კი ადამიანებთან ურთიერთობისას ყოველთვის ვერიდები ამას,არასდროს ვთამაშობ და არასოდეს ვარ ყალბი. მაგრამ ამავე დროს ვამაყობ იმით რომ გიგაური ვარ,თვით სოფო გიგაურის მოსახელე და ძმისშვილი და გიორგი გიგაურის ქალიშვილი.იმიტომ რომ მათზე უფრო წმინდა და მყარი და-ძმური ურთიერთობა იშვიათად თუ მინახავს,მათსავით თავგანწირული მეგობრობა და გვერდში დგომა ჯერ არსად მიგრძვნია და თუ შენ - ბატონო თორნიკე მეტრეველო დაფიქრდები,დამარწმუნებ და მეტყვი რომ სადმე,ვინმესთან ასეთი რამე გინახავს ან გაგიგია,მაშინ საქვეყნოდ მოგიხდი ბოდიშს და ვიტყვი რომ ვტყუი,ვტყუი იმას რომ გიგაურები ასეთი ერთგულები და ამაყები არიან საკუთარი მიღწევებით და გარემოცვით როგორიც გვყავს. ვეღარ გაუძლო მეტრეველმა,ან როგორ გაუძლებდა? გაბრაზებული სოფო ულამაზესი იყო და იმ პანტერას ჰგავდა თავდასხმისთვის რომ ემზადება ხოლმე.შერცხა,შერცხა იმის რომ ეს ერთიანობა რასაც გოგო უხსნიდა,მის ოჯახში არ იყო.არასდროს მოუსურვებიათ მის მშობლებს ერთმანეთისთვის მოესმინათ,გაეგოთ და შვილისთვის ის ესწავლებინათ ,რაც გიგაურს ასწავლეს ოჯახში. -მაპატიე კარგი?ბოდიშს გიხდი თითოეული უხეშობისთვის,ყველაფრისთვის.და კიდევ არასოდეს არავის უფლება,ეგ სისპეტაკე და ლამაზი სული დაგინახინჯოს,არც ასე ადვილად მიმნდობი იყო ადამიანებზე,როგორც ახლა,რადგან სწორედ ისინი გატკენენ გულს ყველაზე მეტად,ვისგანაც არ ელოდები..მეტი აღარაფერი უთქვამს,ან რას ეტყოდა,როცა ისეთი რაღაც იგრძზო,რაც არ უნდა ეგრძნო.საწოლზე დაწვა და გოგოს უფლება მისცა ბოლომდე გაესინჯა,სოფო კოჭლობდა,მაგრამ ცდილობდა,არ შეემჩნია.მის ყოველ შეხებაზე ბიჭი მასში აქამდე უცნობ განცდებს იწვევდა. ანალიზებიც მოუტანეს,სანამ კონვერტი გახსნა მეტრეველმა დაასწრო და უთხრა: -ტყუილად გახსნი მაგას.ისედაც ვიცი რაც მჭირს,არც ერთი წამალი არ დამილევია ოპერაციის მერე,ყველაფერს ვყრიდი.შენ ყველაფერი სწორად გააკეთე.- სოფომ მის ხმაში სევდა იგრძნო. -რატომ ცდილობ საკუთარ თავს ზიანი მიაყენო და სასიკვდილოდ გაიმეტო?დამიჯერე ქვეყნად არავინ და არაფერი არ ღირს ამად,საკუთარი თავი უნდა დააყენო ჯერ ყველაზე წინ და მერე სხვა დანარჩენები.. ბიჭს უნდოდა ეთქვა როგორ არა ღირდა,მხოლოდ ერთი ადამიანი ღირდა ამად და ეს შე ხარო,მაგრამ მისმა გაკეთებულმა წამალმა გაჭრა და ჩაეძინა... ღამით უფრო აუწია სიცხემ,გოგოს სულ მასთან მოუწია დარჩენა,მეგობრებთან ვერ წავიდა,ხან ბოდავდა და გაურკვეველ სიტყვებს ისროდა.ცივი ოფლი ასხამდა სახეზე,წმინდავდა და გადასხმებს უკეთებდა,არც ერთი ექთანი არ გაიკარა. გამთენიისას მიეძინა,თავი მის საწოლზე ჩამოდო და ხელები თავქვეშ ამოიდო დილით მზის სხივები დაეცა სახეზე და გააღვიძა მეტრეველი,თავს კარგად გრძნობდა.პირველი რაც დაინახა სოფო იყო,მის საწოლთან მჯდარი და ჩაძინებული.ფრთხილად აიღო ხელი და სახეზე ჩამოუსვა,ჩამოყრილი თმა გადაუწია,განძრევას ვერ ბედავდა,არ უნდოდა გაეღვიძებინა.უყურებდა მის ბავშვურ,გულუბრყვილო სახეს და სამუდამოდ ცდილობდა ჩაებეჭდა გონებაში. -ნეტაც ეს წყეული წარსული არ იყოს ჩვენს შორის,ნეტავ არ იყოს.აუცილებლად ჩემი გახდებოდი.არ დაგთმობდი მაგრამ არც იმ არაკაცს მივცემ უფლებას რომ რამე დაგიშავოს და მოგეკაროს,ერთ კეთილ საქმეს მაინც გავაკეთებ და მას ჩამოგაშორებ..გაიფიქრა და საკუთარი გადაწყვეტილებით კმაყოფილს ჩაეღიმა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.