შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ დამისრულებია...(XIX თავი)


7-09-2018, 18:23
ავტორი nina.d.
ნანახია 2 299

ასე კარგად ჯერ არ მძინებია. დილით გაბრიელის სხეულზე მიკრულს გამეღვიძა. ღიმილით წამოვწიე თავი და ლოყაზე მოვეფერე მშვიდად მძინარეს. საწოლიდან წამოვდექი, მისი პერანგი ჩავიცვი და სამზარეულოში ჩავედი. საუზმეს ვამზადებდი თმა აბურდული გაბრიელი, რომ შემოვიდა. ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა.
-გაბრიელ ხელები დასვრილი მაქვს._ვუთხარი ღიმილით და ტუჩებზე ვაკოცე.
-წამოდი, წყალი გადავივლოთ._მითხრა მაცდური ღიმილით და ყელზე მიკბინა.
-საუზმეს ვამზადებ.
-მერე დაამთავრებ. სხვათაშორის გიხდება ჩემი პერანგი._მითხრა ღიმილით და ქვედა ღილების შეხსნა დაიწყო. ხელში ამიყვანა, წელზე ფეხები შემოვხვიე და მის ბაგეებს დავეწაფე.
-მოითმინე ცოტახანი, თორემ კიბეებზე დავეცემი._მითხრა სიცილით და ყელზე მაკოცა. მის კისერში ჩავმალე სახე და ნაზად დავუწყე კოცნა. სააბაზანოში, რომ შევედით ძირს დამსვა და წყალი მოუშვა. პირდაპირ პერანგით დამაყენა წყლის ჭავლის ქვეშ, შარვალი გაიხადა და უცებ მომეკრა სხეულზე. სველი პერანგი ტანზე მეკვროდა და ყველაფერი მეტყობოდა. ვნებიანი მზერით შეათვალიერა ჩემი სხეული, პერანგზე ხელი მომკიდა და ერთი ხელის მოსმით გაგლიჯა, ღილები აქეთ იქით მიმოიფანტა. სააბაზანოში დიდხანს მოგვიწია ყოფნა. ტანზე პირსახოცი შემომაკრა, საწოლზე ჩამოვჯექი, გაბრიელმა ფენი მოიტანა და თმების გაშრობა დაიწყო.
-დღეიდან ამ სახლში ყველაფერი ორი უნდა იყოს, შენთვის და ჩემთვის._მითხრა ღიმილით და ლოყაზე მაკოცა.
-კი, საჭიროა._მეც ღიმილით ვუთხარი და ცხვირზე ვაკოცე.
თმა გამიშრო, კარადიდან ტანსაცმელი გამოიღო და კალთაზე დამიდო.
-ეს რა არის?_ვკითხე გაკვირვებულმა.
-შენთვის ვიყიდე.
-როდის?
-გუშინ. მიდი, ჩაიცვი. მე ქვემოთ ჩავალ, სადღაც უნდა დავრეკო._მითხრა ღიმილით და ტუჩებზე მაკოცა.
დახეული ჯინსი ამოიცვა და ქვემოთ ჩავიდა. ბედნიერი სახით შევათვალიერე ტანსაცმელი. საცვლებიც უყიდია, სხვათაშორის მომეწონა, მაგრამ ჩემი მკერდის ზომა საიდან გაიგო? ოჰ, რა მნიშვნელობა აქვს. დახეული ჯინსი და ზოლებიანი პერანგი, ჩავიცვი და მეც ქვემოთ ჩავედი.

***
ქვემოთ ჩავიდა, მობილური მოიმარჯვა და სწრაფად აკრიფა ძმაკაცის ნომერი, მანაც მალევე უპასუხა.
-რა ხდება?
-შე*ემა, შენი დახმარება მჭირდება.
-რაში?
-ქეთას სიურპრიზი უნდა მოვუწყო.
-რაღაც შეიცვალა ხო?
-კი, ახლა სულ სხვანაირად ვართ.
-მისმინე, წყნეთის სახლში, რომ მოუწყო სიურპრიზი?
-კარგი აზრია. თან მარტოები ვიქნებით.
-გიყვარს, შე*ემა?
-კი, მიყვარს._ბედნიერი ღიმილით ჩაილაპარაკა გაბრიელმა და კიბეებზე ჩამომავალ ქეთას შეხედა, რომელიც ნახევრად შეკრული პერანგით ჩამოდიოდა და მისი ნაყიდი ლიფი მოუჩანდა, რომელშიც ისედაც სექსუალური სხეული უფრო მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა.
-სამსახურში დაგელაპარაკები._უთხრა ლექსოს სწრაფად და ყურმილი დაკიდა.
კიბეებზე ჩამოსულს ღიმილით მოეხვია და ყელზე აკოცა.
-ასე რატომ დადიხარ?
-ასე როგორ?
-მკერდი, რომ გიჩანს ნახევრად.
-უბრალოდ გაჩვენებ, როგორ მიხდება შენი ნაყიდი ტანსაცმელი._უთხრა საყვარელი ღიმილით ქეთამ და ტუჩებზე აკოცა.
-კი, მართლაც, რომ ძალიან გიხდება. ახლა კი ღილები შეიკარი, სანამ სულ გამიფუჭებია._უთხრა ეშმაკური ღიმილით და ტუჩები დაუკოცნა საყვარელ ქალს.

***
ღილები შევიკარი და სამზარეულოში შევედით. ვისაუზმეთ, ყავა დავლიეთ და სამსახურში წავედით. იქ მისულებს ლექსო, როგორც ყოველთვის სტარტზე დაგვხვდა. კაბინეტში შევედით, ლექსომ შეგვათვალიერა და გაგვიღიმა.
-რა საყვარლები ხართ.
-დიახ._უთხრა გაბრიელმა და ლოყაზე მაკოცა.
-ხო მართლა, გაბრიელ დღეს საქმეები გვაქვს.
-კი, თან ბევრი.
-კარგით, მე გავალ ეხლა._ვუთხარი ღიმილით და კაბინეტიდან გავედი.

***
მაგიდას მიუსხდნენ და სიის შედგენა დაიწყეს.
-ე.ი. ყვავილები უეჭველი, სანთლები, ტკბილეული, ნათურებიც კარგი იქნება, კიდევ?_თქვა გაბრიელმა და თავზე გადაისვა რამდენჯერმე ხელი.
-მაგიდა, სკამები და ღვინო._სიცილით თქვა ლექსომ.
-მოკეტე ეხლა, თუ ძმა ხარ რა. ნუ მანერვიულებ, ისედაც გასკდომაზე მაქვს გული.
-კარგი ჩუმად ვარ. რახან შენ ვიღაც შეგიყვარდა, ხმას არ ამოვიღებ. თან შენს გემოვნებაზე ვგიჟდები.
-გემოვნებაზე?
-ანუ ქეთა, რომ შეგიყვარდა მაგ პონტში. ყველაზე დახვეწილი, გემოვნებიანი და ლამაზი გოგო.
-ჩემი პრინცესა._ღიმილით გახედა მეორე ოთახში მყოფ ქეთას და ბედნიერებით აღივსო.
-საღამოს შენ წაიყვან, თუ მე მოვიყვანო?_ძმაკაცის სიტყვებმა გაბრიელი გამოაფხიზლა და ისევ საქმეს მიუბრუნდა.
-შენ მოიყვანე, მე იქ დავხვდები.
-კარგი. გავიდეთ ხო ეხლა.
-მიზეზი უნდა მოვიფიქროთ, რომ რამე არ იეჭვოს ქეთამ.
-ნუცა ღელავ, მე მოვიფიქრებ რამეს.
-ძმა ხარ.
მობილური აიღო მაგიდიდან და ქეთასთან შევიდა. მომღიმარ ქალს მთელი ძალით მოეხვია და ყურთან აკოცა.
-სადმე მიდიხართ?_ღიმილით ჰკითხა ქეთამ.
-კი, რაღაც საქმეები გვაქვს მე და ლექსოს. მოვაგვარებთ და მოვალთ.
-კარგი, დღეს შეხვედრები ისედაც არ გაქვს.
-ძალიან კარგი. გავიქეცი ეხლა მე._ტუჩები დაუკოცნა საყვარელ ქალს, კიდევ ერთხელ ძლიერად ჩაიკრა გულში და ოთახიდან გავიდა.
საღამომდე ყველაფრის გაკეთება უნდა მოესწროთ, ამიტომ დამხმარე ძალა გამოიძახეს ზურასა და ნიკას სახით. ყვავილების მაღაზიასთან შეხვდნენ ერთმანეთს.
-რა ხდება?_ იკითხა ზურამ და მანქანას მიეყრდნო.
-ქეთას უნდა მოვუწყო სიურპრიზი.
-ვაა, რატომ?_ისევ ზურამ იკითხა ვითომ გაკვირვებული სახით.
-სიყვარული უნდა ავუხსნა._თქვა გაბადრული სახით და ლექსოს დაეყრდნო მხარზე.
-უჰ, გვეშველა._სიცილით თქვა ნიკამ და ზურას გახედა, რომელიც იღიმოდა.
-აბა რას გეგმავ?
-წყნეთის სახლის ლამაზი ეზო მინდა, რომ მოვრთოთ-ნათურებით, ბუშტებითა და ყვავილებით.
-კარგი აზრია.
-ვიცი, რომ ვარდები და შავი შოკოლადი უყვარს.
-კიდევ, ეგეთი სიტუაციები მოსწონს, როგორის მოწყობასაც აპირებ.
-მაშინ საქმეს მივხედოთ.
-მე და ნიკა წყნეთში ავალთ.
ნიკა და ლექსო წყნეთში წავიდნენ, ზურა და გაბრიელი კი საყიდლების ყიდვას შეუდგნენ.
დაიწყო ვარდებითა და ბევრი სხვა ყვავილით, შემდეგ სხვადასხვა ფერის ჰელიუმის ბუშტები, შოკოლადები მხოლოდ შავი, ნათურები და კიდევ ბევრი წვრილმანი. ყველაფერი იყიდეს და წყნეთში წავიდნენ.
ოთხივემ ერთად მალე დაამთავრა ეზოს გალამაზება. ნუცამ ქეთას საყვარელი ხილის ტორტი და საყვარელი საჭმელები მიიტანა. ამ რაღაცეების დანახვაზე გაბრიელმა წარბები შეჭმუხნა და სერიოზული სახით თქვა:
-ახლა გასაგებია რატომაც არის გამხდარი!
-კი, მხოლოდ იმას ჭამს რაც უყვარს და სხვა რამეს არც სინჯავს.
-ზღვის პროდუქტები არ უყვარს?
-თევზს ათასში ერთხელ ჭამს და დანარჩენს, რაც წყალში ბინადრობს ვერ იტანს.
-რამეს ვიზამ.
-წავალთ ეხლა ჩვენ.
ყველანი წავიდნენ, მხოლოდ გაბრიელი დარჩა. ღიმილით მოავლო თვალი გალამაზებულ ეზოს და სახლში შევიდა ტანსაცმლის გამოსაცვლელად. დახეული ჯინსი და ცისფერი პერანგი ჩაიცვა. ღილების შეკვრა არ ჰქონდა დასრულებული, ქეთას ნომერი, რომ გამოისახა ტელეფონზე. ღიმილით უპასუხა და საყვარელი ქალის ხმას დაელოდა.
-გაბრიელ სად ხარ?_აშკარად მოწყენილი ხმით ჩაილაპარაკა ქეთამ.
-ჩემო ლამაზო, საქმე გამომიჩნდა და წყნეთში ვარ. წვეულება იმართება აქ, ეხლა ლექსო მოვა შენთან, ჩემთან წადი ლამაზი კაბა ჩაიცვი და წამოდი, კარგი?
-რამე სერიოზულია?
-კი და მინდა, რომ ჩემთან იყო.
-კარგი.
-მომენატრე პრინცესავ.
-მეც მომენატრე.
-მალე მოდი, კარგი?
-თუ ლაპარაკით არ მომაცდენ მოვალ._ღიმილით თქვა ქეთამ.
-ოჰ, ქალბატონო ქეთა, ბოდიში, რომ მოგაცდინეთ._სიცილით თქვა გაბრიელმა.
-მიპატიებია, ბატონო გაბრიელ.
ქეთამ ყურმილი დაკიდა. გაბრიელმა ყავა გაიკეთა, საქანელაზე ჩამოჯდა და ქეთასთან გატარებულ ყოველ წუთზე დაიწყო ფიქრი. პირველად, რომ შეხვდნენ, ერთმანეთის ატანა არ ჰქონდათ. პირველად, რომ ჩაეხუტა მის სიფრიფანა სხეულს, გული ლამის საგულედან ამოუვარდა. პირველად, რომ აკოცა იგრძნო ქეთას გულის ცემაც, რომელიც მისას უტოლდებოდა. პირველად, რომ ეძინათ ერთად ჩახუტებულებს, ამაზე კარგი და თბილი გრძნობა არასდროს განუცდია გაბრიელს. პირველად როცა იეჭვიანა, თქვენც კარგად იცით რა ქნა. პირველი ღამე, როდესაც მათი სხეულები უფრო მეტად დაუახლოვდნენ ერთმანეთს. უყვარს, ყველაზე და ყველაფერზე მეტად. მისი ღიმილის დანახვა ყველაფერს ერჩივნა. ღიმილით ფიქრობდა და ელოდებოდა მის მოსვლას.

***
ლექსო მალევე მოვიდა და გაბრიელის სახლში წავედით. მის საძინებელში შევედი და საწოლზე ლამაზი კაბა დავინახე, იქვე მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელიც ეწყო. ღიმილით ჩავიცვი მუქი შინდისფერი კაბა და შავი ფეხსაცმელი. მაკიაჟი გავიკეთე და ქვემოთ ჩავედი. ლექსოს მოწონების და ქება-დიდების შემდეგ, გაბრიელთან წავედით. ლექსომ მანქანა ერთ-ერთ სახლთან გააჩერა, გადავედით, ეზოში წყნარი მუსიკის ხმა ისმოდა. რამდენიმე წამში გაბრიელი გამოჩნდა კარში, ჩემს დანახვაზე გაეღიმა და თვალები სიხარულით აევსო, მომეხვია და ყელზე მაკოცა.
-ლექსო, შენ არ მოდიხარ?
-შედით და მეც მალე მოვალ._ეშმაკური ღიმილით მითხრა და მანქანისკენ მიბრუნდა.
მე და გაბრიელი ეზოში შევედით. იქ რატომღაც არავინ იყო, ეზოს შუაში მაგიდა და ორი სკამი იდო, ბურთებითა და ყვავილებით მორთული, ხეებზე კი ნათურები ეკიდა.
-მომატყუე ხომ?
-სასიკეთო საქმისთვის._გაიცინა და მაგიდამდე მიმიყვანა.
სანამ დავსხდებოდით ვარდისფერი ვარდების დიდი თაიგული მომიტანა და ლოყაზე მაკოცა. მაგიდას მივუსხედით, ბევრი ვისაუბრეთ, ცოტა ღვინოც დავლიეთ და ბოლოს ნელი მუსიკის ფონზე დავიწყეთ ცეკვა.
-იცი, ძალიან ლამაზი ხარ.
-მადლობა. ეს დახეული ჯინსი სპეციალურად ჩაიცვი ხო?_სიცილით ვუთხარი.
-დიახ._მანაც სიცილით მიპასუხა და ყელზე მაკოცა.
-რაღაც უნდა გითხრა.
-გისმენ._გულაჩქარებული ველოდებოდი იმას, თუ რას მეტყოდა და ეს წუთები საუკუნედ გაიწელა.
-მიყვარხარ ქეთა._მითხრა ანერვიულებული ხმით. მე კი ისეთი ბედნიერი ვიყავი, ცოტაც და ვიყვირებდი.
-ნუ ნერვიულობ, მეც მიყვარხარ._ღიმილით ვუთხარი და მთელი ძალით მოვეხვიე. ხელები მომხვია და ჰაერში დამატრიალა. შემდეგ დამსვა და ტუჩები დამიკოცნა.
-ვიცი, ამ მომენტის გაფუჭება არ ღირს, მაგრამ ეს ფეხსაცმელი უნდა გავიხადო._ჩემს სიტყვებზე გაეცინა, ხელში ამიყვანა და სახლში შემიყვანა. დივანზე დამსვა, ჩემს წინ ჩაიმუხლა და ფეხსაცმელი გამხადა. ჩემი ბოტასები მოიტანა და ჩამაცვა.
-ესენი საიდან?
-ნუცამ მოიტანა.
-გველი._ღიმილით ვთქვი და ფეხზე წამოვდექი.
-ტანსაცმელიც არის და გამოიცვალე თუ გინდა.
-კაბას გამიხსნი?_ღიმილით ვუთხარი და ცხვირზე ვაკოცე
-სიამოვნებით.
კაბა გამიხსნა, მე ზემოთ ოთახში ავედი გამოსაცვლელად. ჯინსის შარვალი, მაისური და ჟაკეტი ჩავიცვი. ქვემოთ ჩავედი, გაბრიელი ჰამაკში იწვა. მასთან მივედი და გვერდით მივუწექი.
-იმედია გაგვიძლებს._სიცილით ვუთხარი და თავი მხარზე დავადე.
-გაგვიძლებს ნუ გეშინია._მანაც გამიღიმა და ხელი მხარზე მომხვია.
იქვე სკამზე დადებულ პლედს გადაწვდა და აიღო, შემდეგ კი დამაფარა და თვითონაც დაიფარა.
-მიყვარხარ._მითხრა საყვარელი ღიმილით და შუბლზე მაკოცა.
-მეც მიყვარხარ გაბრიელ.
მთელი ძალით ჩამიკრა გულში, თან თმაზე მეფერებოდა და დრო და დრო შუბლზე მკოცნიდა. მის მკლავებში მომწყვდეულმა მშვიდად გადავინაცვლე სიზმრების სამყაროში.



***
ესეც ახალი თავი, ვიცი ძალიან ვაგვიანებ ხოლმე, მაგრამ უბრალოდ მიფუჩეჩებას ჯობია წესივრად დავწერო. მადლობა ვინც კითხულობთ.



№1 სტუმარი სტუმარი lia

sauketesoa.momwons zalian .

did intervals nu aketeb,dade hqara.❤❤❤

 


№2  offline წევრი nina.d.

სტუმარი lia
sauketesoa.momwons zalian .

did intervals nu aketeb,dade hqara.❤❤❤

მადლობა, რომ კითხულობთ. შევეცდები აღარ დავაგვიანო ????
--------------------
ნათია მწითური

 


№3 სტუმარი სტუმარი lia

ratom agvianeb???

dade ra axali tavi.

 


№4 სტუმარი სტუმარი ანეტა

ცოტა შეგიძლია დაუჩქარო ძალიან მაინტერესებს ახალი თავი^^

 


№5 სტუმარი სტუმარი ანეტა

აღარ აგრძელებენ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent