შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადატრიალება (მე სიყვარულის არ მჯერა) /სრულად/


8-09-2018, 00:00
ავტორი tollia
ნანახია 3 161

ცხოვრებაში ხდება გადატრიალებები.
და ამისთვის ყოველთვის არ არის საჭირო, რამე დიდი ტრაგიკული ამბავი გადაგხდეს.
ერთი დილა და ერთი ფიქრიც საკმარისია.
ხომ იცით, რომ ყველაფერს აქვს ზღვარი?
ნახევარ ლიტრიანი ქილა რომ აიღოთ, როგორც არ უნდა ეცადოთ, მასში ერთ ლიტრ წყალს ვერ ჩატენით.
გადმოვა.
ყველაფერს აქვს თავისი მოხმარების წესი და მათ შორის ადამიანის მოთმინებასაც.
დიდად მორწმუნე არ გახლავართ… უფრო სწორად, რელიგიური. თორემ რწმენით, მწამს.
ხოდა, იმ გამონათქვამისაც მჯერა, გაგიგიათ ალბათ: ღმერთი რაღაც ტკივილს რომ დაგატეხთ თავს, მისი გადატანის ძალასაც გაძლევთო.
ხო, გვაძლევს, მაგრამ ჩვენ, ადამიანები, დიდი უმადური და გლახა არსებები ვართ, მოგეხსენებათ.
ხოდა, გვიყვარს წუწუნი. რას ვიზამთ?
ჩემის აზრით, ერთი დიდი მეტიჩრობაა.
ხოდა მეც, ერთი დიდი ახირებული ვინმე გახლდით, პატარაობაში. ნუ, რაღა პატარაობაში.

მოკლედ
ყველაფერი იმ ზაფხულს მოხდა. თვრამეტი წლის ვიყავი და სიმართლე გითხრათ, დიდად არ გამეგებოდა ცხოვრების.
მთელი ცხოვრება კარგ გოგოდ გავატარე.
თვრამეტი წლის განმავლობაში ვიყავი რაღაც სხვა, გვერდზე მდგომი. ვერ ხვდებით ხო? ვერც მე.

ასე იყო. ჩემს თვრამეტ წლიან ცხოვრებაში ბევრი სისულელე გადამხდა თავს და კიდევ უფრო ბევრი საშინელება.
დავიწყოთ იქედან, რომ ოთხი წლის ასაკში ხელებში ჩამაკვდა ჩემი ორი წლის ძმა. მერე იყო და ავარიაში მოვყევი. ნუ მოკლედ, დიდად ხეირიანი ვინმე ვერ ვიყავი. მერე ცხოვრება ჩვეულ ტემპში წავიდა.
სამეგობრო წრე კი მყავდა დიდი, მაგრამ სიმართლე ითქვას, დასანახად ვერ ვიტანდი ვერც ერთს. მაგრამ ფეხებზე მეკიდა, ისევე როგორც სხვა ყველაფერი. ჩემი თავიც დიდად არ მომწონდა, მაგრამ ამას ხმამაღლა არ ვამბობდი, ყველა მლანძღავდა ეგ არც იფიქროო.
არ მომწონდა ჩემი სიმაღლე… სადაც არ უნდა მივსულიიყავი ყველა 2-3 წელს მიმატებდა. სამეგობროს ვერ ვიტანდი-თქო ვთქვი. ოღონდ ორი იყო. ერთთან კარგ დროს ვატარებდი და თვითონ გიჟებოდა ჩემზე. არ იყო შურიანი და არც რამე ჰქონდა შესაშური, ანდრო, თვითონაც ძალიან სიმპათიური ბიჭი იყო, და მეორე… მეორე, გიგა, ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო და … როგორ გითხრათ, ყველას და ყველაფერს მერჩივნა. მეორე კლასში შემომეამხანაგა და გეფიცებით, თუ კი ვინმესთან რამე ურთიერთობა მქონდა, მისი რჩევებით იყო აწყობილი. თქვენ გგონიათ ვტყუი?
წავიდა თუ არა, თავზე ჩამომენგრა ყველაფერი.
დიდად შესაშური ხასიათი პატრონი ვერ გახლავართ, მაგრამ შენიღბვა შემიძლია კარგი. იმდენად კარგი რომ ჩემს ყველა მეგობარს დღემდე ძალიან გულღია და გულჩვილი ვგონივარ, არადა სინამდვილეში, ჩემზე გულჩათხრობილსა და ამავე როს ფეხებზე გოგოს? შანსი არაა, ვერ იპოვით. ხოდა ამ თქვენმა გიგამ, რომელიც მთელ კლასსა და სამასწავლებლოს აყაჩაღებდა ეს მეორევე კლასში შეამჩნია. მომიჯდა და მითხრა, რომ კარგი პოტენციალი მქონდა ჩემგან მსახიობი გამოსულიყო, მაშინ კი გამეცინა და… მოკლედ, მე და გიგა იმენად დავმეგობრდით, ათი წლის განმავლობაში დღე არ გაგვიტარებია უერთმანეთოდ. აი ის ძმა ჩამინაცვლა ხელებში რომ ჩამაკვდა.
ეგეც ერთი ამბავია, ანდროს და გიგას გარდა არავინ იცოდა მაგაზე.
აი ზუსტად ეგღა მაკლდა მთელი სამეგობროსთვის მომეყოლა ჩემზე.
ისიც არ იცოდნენ ნორმალურად, ჩემს მშობლებს რა ერქვათ. იცოდნენ, ამაზე არ უნდა ელაპარაკათ.
ნუ როგორც იყო.

ეს აბდაუბდა დაიწყო ასე.

თვრამეტი წელი უნდა შემსრულებოდა, ერთი კვირა იყო დარჩენილი. უკვე დაგეგმილი გვქონდა მე, ანდროს და გიგას, როგორ მოვხევდით რაჭის მთებში.

ერთ დაწყეულ საღამოს ვზივარ ჩემთვის, ოთახში, უკვე ღამის ორი საათი იყო და მეღვიძა. ნაღდად არ ვიცი რატომ. არც არაფერს ვაკეთები, უბრალოდ ბოლო ერთი კვირა დამჩემდა ფხიზლად უნდა ვიყო, თორემ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ყველაფერი თავზე დამენგრევათქო. მე რა ვიცოდი, რომ ჩემი სიფხიზლე ვერაფერს შეცვიდა. ხოდა ასე, ღამის ორ საათზე მირეკავს ლალი დეიდა (გიგას დედა). შვილო მგონი დავიღუპე ეზოში ჩამოდიო. აკაკი, გიგას მამა მივლინებაში იყო და მათ სახლთან ახლოს ალბათ მხოლოდ მე გავახსენდი მშველელად. გვერდით ეზოში ცხოვრობდნენ. ნათქვამი არ ქონდა მე უკვე ჩაცმული ვიყავი და ოთხით მივრბოდი კიბეზე, დედა კი გამომეკიდა, მაგრამ ვინ უსმენდა.
რას ჩავდიოდი?
ნეტავ კისერი მომეტეხა და მეც მომსვლოდა რამე.
ვიღაც გამო*ირებულს, ხო… გა მო *ი რე ბულს უჩხუბია, გიგა პირველზე ცხოვრობდა და გასულა, რა ხდება ძმებო, რა გაჩხუბებთო… რა მაგისი საქმე იყო? წადი რა, დაიძინე. ხოდა… ნუ როგორც იყო, გიგა დაჭრა იმ… რაც იყო. შიგ გულში დაარტყა და კი არ გაჩერდა, ამოუტრიალა შიგნით დანა.
აი პროსტა დამანახა…
არ ვიცი, როგორ და რანაირად, ფაქტია, ლალის მივეშველე, მოვუარე. ნუ მე ვუვლიდი შემდეგი ორი თვე. მერე აკაკიმ სადღაც წაიყვანა და წავიდა.
მე?
რა ვიცი აბა მე.
გიგა წავიდა თუ არა, სათითაოდ დაიკარგა ურთიერთობებიც, ერთმანეთის მიყოლებით.
სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებდა.
მთელი ცხოვრება კარიერაზე ფიქრში გავატარე, იცით? ეგეც მაგრად არ მაინტერესებდა.

აი ნაღდად ყველაფერზე გული მერეოდა, განსაკუთრებით მაშინ, ამ *ირის ფულიანი მამიკო რო შვილის გამოძვრენას ცდილობდა. სასამართლოებზე რომ დავდიოდი, ერთხელაც სახეში შევაფურთხე და პანიკებში ჩავვარდი.
დედაჩემიც კი გამოშტერდა.
მე, ქრისტინე ამაღლობელს, ყოველთვის ყველაფერი ფეხზე მეკიდა და თუ მნიშნელოვანი იყო, ემოციებს მაინც არ გამოვხატავდი. და უცებ კივილი დავიწყე.
წარმოიდგინეთ თვრამეტი წლის განმავლობაში ხმის ტონისთვის არ ამიწევია, თუ სადმე ყვირილი იყო საჭირო, უბრალოდ ვჩუმდებოდი, ვდგებოდი და მივდიოდი.

ხოდა, წაიყვანეს ლალი.

გამოცდებამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი.

ანდრო სულ სახლში იყო შეკეტილი და მარტო მე მელაპარაკებოდა.
ძაან ღადაობა იყო. მე ყველა გულს მიშლიდა, გიგას ჩათვლით, მე კიდე - მარტო გიგუნას.
ხოდა ეგ რო მოკლეს, მე ხო უნდა მეთქვა რამე? იცით, არც მიტირია. სამძიმრებზე სულ თავთით ვედექი და დედამისისა და ვაფშე ყველასგან განსხვავებით სახეში ვუყურებდი. მეგონა გაახელდა იმ დამპალ თაფლისფერ თვალებს და ისე გადაივარცხნიდა ხორბლისფერ თმას. არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ანდრო მომენატრა ძალიან.
აი მაგის მიმართ რაღაც სხვა მქონდა. იცით, როგორ ვიცნობდი? აი ახლაც შემიძლიათ გითხრათ ელემენტარული რა პოზაში ეძინა, თავი რომ სტკიოდა ხელს როგორ იჭერდა, როგორ კითხულობდა… ნუ მოკლედ. დიდად დაკვირვებული არ გახლდით მაშინ, ანდრუშას კი ვიცნობდი ჩახარშულს, ისიც ეგრე.
რაც იყო იყო რა…

ხოდა, რას ვამბობდი?
გამოცდამდე ერთი კვირაღაა დარჩენილი, ვიგებ, რომ გიგას მკვლელი ციხეში გაასაღეს.

მოკლე რა…
დილა გათენდა და თავი რომ ავწიე
ცხოვრება მეზარებოდა.
ამ ამბიდან შვიდი თვე იყო გასული.
მზე ცუდად ამოვიდა.
რაღაცნაირი, წითელი ცა იყო. მეზიზღება წითელი ცა.
ანდროს დავურეკე და არ მიპასუხა, არ მცალიაო მომიგდო. ხოდა არ გცალია და ვაფშე კარგად მეყოლე-თქო.
ზურგჩანთა ჩავალაგე. ჯიბეზე ასე ასი-ორასი ლარი მქონდა, ბანკში ბევრი დავაგროვე და წავედი.
სად?
მეც არ ვიცოდი.
ან სად უნდა წავსულიყავი ამ პაყატა საქართველოში?
წერილიც დავწერე.

“ ძაან ნუ ინერვიულებთ.
არ გავთხოვილვარ და არც თავს ვიკლავ.
პროსტა მაგრად დავიღალე რა.
აღარ შემიძლია აქ,
სულს მიხუთავენ ეს დამპალი კორპუსები.
ხომ იცით, არა?
მანქანების გრიალიც მეზიზღება და ვაფშე ამ ბინძურ ჰაერს რო ვსუნთქავ ისე მერევა გული…
ყველაფერი და ყველა შემზიზღდა ნელ-ნელა.
თქვენთანაც სულ მიჭირდა ურთიერთობა და იცით ვინც მეხმარებოდა.
არა, გიგასთან არ მივდივარ. ან მე მაგასთან ვინ მიმიშვებს?
მოკლედ, წავედი.
თუ არ მომძებნით მაგარს გამისწორებთ.
თქვენც კარგად იცოდით, ერთხელაც გადავწყვეტდი ამას და ნუ,
დროა.
რას იზამ?
აბა ჩაო, კაკაო და რო რამე
ჩემით მოვალ.
არ დავიკარგები.”

არა მართლა დიდი ხანი ვითმინე რა.
ბოლოს უკვე მართლა გული მერეოდა ქალაქზე და მით უმეტეს იმ ყეყეჩ საზოგადოებაზე, რომელშიც მე ვტრიალებდი.
ჩემი ნება რომ იყოს, კომუნიზმს დავაბრუნებდი, ოღონდ, რელიგიის პონტში შევცვლიდი ამბებს და ცოტა სამართლიანიც იქნებოდა რა.
ის დახვრეტა და რაღაც,
საჭირო იყო.
არ ვარ მკვლელი.
მაგრამ, იცი? ქვეყანაში წესრიგი, თითის დაქნევით და ბავშვური მუქარით არ მყარდება. ერთი-ორ *ირს მიახვრეტდი და აბა ვინმეს გაემეორებინა.
მერე ეს კანონიერი ქურდებიო და ამბები. ეგენიც თავს გავიდნენ. მარტო ჯიბის მსოქელებაზე არიან და ადრე რო იყო, წესრიგი, ახლა ვაფშე *ლეზე კიდიათ.
მთავრობა კი არა, ეგენი მაინც რო აკეთებდნენ თავიანთ საქმეს, გიგა ნაღდში ცოცხალი იქნებოდა.
ხოდა მეც მაგრად დავიკიდე.
ცხოვრებაში სამი ადამიანი მიყვარდა მარტო. მშობლებიც კი არა.
ჩემი ძმა- ლუკა, გიგა და ანდრო. ლუკას ვიღაცამ დაარტყა მანქანით და გაიქცა, მთავრობამ კიდე დაიკიდა სანამ ხალხმა არ გაუ*რაკა. გიგა მომიკლეს და ღმერთს მადლობა ეგ მაინც გამოიძიეს მარა რა, ამ ქვეყნად ვერ დაიტანჯა მაგისი მკვლელი, ერთ თვეში გაასაღეს.
რო მივხვდი რო მაგარი უბედურების მომტანი ვიყავი, შავი კატა და რავი კიდე რა, წამოვედი.
თორე, ეჭვი არ მეპარება, ანდროსაც რამე მოუვიდოდა.

სად უნდა წამოვსულიყავი?
პირველი ივნისი იყო. დილის რვის ნახევარზე ჩემს სახლში არავის ჭაჭანება არ იყო. ხოდა მეც, ავდექი მოვიკიდე ჩემი გუდა-ნაბადი და წამოვედი.
წამოვედი და სანამ სადმე წასვლას გადავწყვეტდი, საფლავზე ავიარე. დიდად არ მიყვარს სიარული, რატო არ ვიცი, მაგრამ გიგას აქვს ნათქვამი, რომ მოვკვდები არ გაბედო და აქ დეპრესიული ლაწირაკივით არ დამიწყო “სვიდანიებიო”. მაშინ კი ვიცინოდით და… რა ვიცოდი?
ისე მაგარი უცნაური რამეა ადამიანი. აი რა რა და წინათგრძნობა რა მომენტია ვერ გავიგე.
ქრისტიანები ხო ამბობენ, დაწერილი არაფერია და ადამიანი თავის ბედს თვითონ ქმნის ყოველ ნაბიჯზეო, აი მაშინ, თუ ეგრეა, წინათგრძნობა რა არის? ანუ სადღაც გადაწყვეტილი იყო რო ეგრე უნდა მომხდარიყო და ეს დედაბუნებაც გაგრძნობინებს რა, ცოტა ნელაო.
გიგა თითქოს ბოლო წვეთი იყო, მიზეზი, რომ ყველაფერი დამეტოვებინა.
ისე კი უკვე დიდი ხანია მარტო მაგას ვოცნებობდი, ოღონდ სხვაგან მაცხოვრა-თქო.
რატო?
რატო არ უნდა მეფიქრა?
მამაჩემს - ძალიან ღრმად პატივცემული ბატონ დავითს არასდროს ეცალა ჩემთვის და როცა ასე არ იყო, ძალიან უხეში, ეგოისტი და რაღაც ექსტრა-ცინიკოსი არსება იყო, ბაბუს გავდა.
დედაჩემი - ეკატერინე, როგორ გითხრათ, დიზაინერობდა, თავისი ბუტიკი ჰქონდა და თბილისის ყველაზე პეროგაყრილი საზოგადოების საპატიო წევრი იყო, ნამდვილად. ისე კი, ადამიანმა ამდენი გამოიარო და მაგათთან მაინც ენაჭარტალა და ტკბილი იყო, ძალა უნდა ალბათ. ეკასაც მოუკლეს ძმა ახალგაზრდა რომ იყო და მერე სამ წელიწადში დაეხოცა ყველა. მე კიდე ისე მელაპარაკებოდა, გეგონება მაგის ცხოვრებაში ბოლო წვეთი ვიყავი და ყველაფერი ჩემი ბრალი იყო. თავიდან თითქოს არ იყო ასე, მაგრამ რაც ლუკა გარდაიცვალა მთლად გამოიცვალა და გეგონება მე მადანაშაულებდა ამაშიც. არ ვიცი, რატომ. აბა ჩემთვის გეკითხათ. ოთხი წლისას პატარა ძმა რომ ხელში ჩაგაკვდება და დედა კიდე იქით გადანაშაულებს, რა ვიცი, რატო უნდა იყო ნორმალური? მეგონა ყველას შევებრალებოდი და ამიტომ არ ვუყვებოდი არავის. გიგამ კიდე, სიბრალული და ეგეთები სულ არ იცოდა.
ანდრო ჩემზე ორი წლით უფროსია და ჩემთვის რას ნიშნავს, ასე, სიტყვიერად ვერ გეტყვით. უბრალოდ ადამიანი იყო, ვისთან ყოფნისასაც უაზროდ ბედნიერი ვიყავი.
სასაფლაოდან სახლში გავედი. უკვე მაინც თერთმეტი იყო და სახლში აღარავინ იქნებოდა. აი ძალიან გამეცინა ჩემი წერილი. ხელუხლებელი რო დამხვდა საწოლზე. ისე დავტოვე, გეგონება ჩემს სანახავად შემოიჭყიტებოდა-მაინც ვინმე.
ასე ფიქრებით, ზემო ვერიდან ჩამოვედი და უკვე წყნეთის სახლის ღობეზე მივძვრებოდი. გასაღები ვიცოდი სადაც იყო დამალული და შევედი.
რა უნდა მეკეთებინა?
ყველაფერი დავყარე და რა თქმა უნდა ხატვას მოვყევი.
ისე ღმერთმა ეგ ერთი რაღაც მართლა ძალიან მაგარი მომცა. აი რა ცუდადაც არ უნდა ვიყო, შემიძლია დავჯდე და წამში გამოვეთიშო ყველაფერს. ხატვის დროს ბომბი რო ამიფეთქო გვერდზე, ყურს არ შევიფერთხავ კიარა, შეიძლება სუნთქვაც არ ამერიოს.
ასეთი ჩვევა მაქვს, რაღაცას რო ვხედავ, სრულად მამახსოვრდება და მერე ხატვისას თავისით იხატება ის, რაც პატივცემულ ქვეცნობიერს მოეპრიანება.
ხატვას რომ მოვრჩი მოსაღამოვებული იყო, ფურცელს დავხედე… ეგრევე დავხიე და გადავაგდე.
საკუთარი ქვეცნობიერიც რო არ გასვენებს…

გარეთ გავედი და ველიკით გავისეირნე. სიჩარე ჩემი სისუსტეა. მთელი ცხოვრების ოცნებად მაქვს ერთი რამე ძაან ძერსკი ბაიკი და მთელი სიჩქარით გრიალი.

სახლში ღამის სამზე დავბრუნდი და იქვე დამეძინა.

მეორე შუადღით ავდექი თუ არა წავედი. აბა აქ ჩემს პოვნას რა უნდოდა. ტელეფონი გამორთული მქონდა და ჩავრთე, ინტერესის პონტში. ანდროსგან იყო ათამდე გამოტოვებული ზარი. დედასგან და მამასგან - ნოლი.
გული დამწყდა-მეთქი ვერ გეტყვით, სხვანაირად ვერც იქნებოდა. ისე, ადამიანს რაც არ უნდა ცუდი ცხოვრება გქონდეს გავლილი, ერთადერთ შვილს როგორ უნდა შეაზიზღო თავი?
არ თქვათ გადამეტებულიაო, დედაჩემი დასანახად მეზიზღებოდა. მამაც, მაგრამ მაგას კიდე უფრო ვიტანდი. ეკა იმდენად უთავმოყვარეო იყო, იცოდა დავითის საყვარლების ამბავი და ვითომ არაფერი, სულ თბილად ექცეოდა და რავიცი.
ეგეთი გულის ამრევი არაფერია, კაცი რო ვიღაც კახპასთან გაერთობა და მერე ისევ შენთან წვება, ვითომ არაფერი და შენც, მისი ფულისა და “სახელის” გამო მაგრად გკიდია.
ახლა, როცა ორივე გარდაცვლილია, არაფერი შეცვლილა, მე ისევ ვერცერთს ვიტან. ეგ კია, მომენტებში ასწორებდა დათო რო ეკას ეცინიკოსრბოდა. და რაღაც, თითქოს მომაკლდნენ.

“ოკრიბაზე” გავედი და მესტიის მარშუტკას დავაჯექი. ფული საკმაოდ მქონდა. ტელეფონი flight modeზე დავაყენე და მუსიკების სმენაში ჩამეძინა კიდეც, როცა თვალებში გამოვიხედე უშგულს უკვე გაცდენილი ვიყავით, გადავიწიე და მძღოლს ვკითხე, ლალხორს თუ გაივლიდა. არა, მაგრამ შენ თუ მანდ მიდხარ გაგატარებო.
მესტიის იქით სვანეთი ნანახი არ მქონდა და საერთოდ არც ლალხორი ვიცოდი რა და როგორი იყო. ჩამოვედი, ერთ ბებოს ვკითხე რამე სასტუმრო ხომ არ გეგულებათ-თქო და მიმასწავლა ვინმე მატასი. მატასი ქალის სვანური სახელია.
მატასის ორსართულიანი კერძო სახლი ჰქონდა, საკმაოდ დიდი. განიერი ასოებით ეწერა “guest house - saucxoo”. ეზოში შევედი და მასპინძელოს ძახილს მოვყევი. მაინც, უფრო ქართული იყო.
კარიდან სასიამოვნო გარეგნობის მოხუცმა ქალმა გამომხედა, მატასი მქვია, ბებოო. გამომეცნაურა. ოთახი მაჩვენა და მითხრა, ვახშმობას ვაპირებ და ჩამოდიო. დამპატიჟა. ძალიან საყვარელი ქალი იყო. ჩემი ამბავი მკითხა და ალბათ იმისთვის, რომ თავი უფრო ახლობლად მეგრძნო, ჯერ თვითონ მომიყვა. ქვრივი იყო. ჩემი და ჩემი ქმრის ოცნება იყო, სასტუმრო გვქონოდაო, ისე კი ორივე თბილისში ვართ დაბადებულ-გაზრდილებიო. შვილი ჰყოლია, ერეკლე. ახლა უკვე ორმოცი წლისაა და პროკურატურაში მუშაობსო. ქმარი მაშინ გარდაცვლია, როდესაც ოცდაათი წლისანი იყვნენ. სურათები მაჩვენა. მატასი ბებო იყო რაღაც საოცრება. ულამაზესი ქალი. შერჩა ასე, სულ ჩვილი ბავშვითა და სასტუმროთი, მარტო. მაშინ სასტუმრო ჯერ კიდევ მშენებარე ყოფილა და მარტოს მოუწია დასრულება. ეს მე მოკლედ მოგიყევით. თვითონ ბევრი რამე მომიყვა კონსტანტინეზე- თავის მეუღლეზე. ისე ლაპარაკობდა, რაღაც მომენტში იმაზეც კი დავფიქრდი, სიყვარული ალბათ მართლა არსებობს-მეთქი. შენი ამბავი რა არის ბებოო, ბოლოს დააყოლა. მივხვდი არანაირად გამკიცხავდა და მეც, ისე როგორც არასდროს არავისთან მილაპარაკია, საერთოდ ყველაფერი მოვუყევი ჩემ თავზე.
- იცით, მატასი ბებო, ასე არასდროს დავფიქრებულვარ ჩემ ცხოვრებაზე. ალბათ ამიტომ ვერ ვამჩნევდი რა ცუდად იყო საქმე.
- ეგ არაფერი, ბებო. ყველაფერს ეშველება. ერთს გეტყვი, აქ დარჩი. დაისვენე და გამოცდებამდე დაბრუნდი. ისწავლე ბებო და მერე უფრო ტკბილი იქნება დამოუკიდებლობა. მე ჩემი ოჯახი მიკრძალავდი კოსტას შეხედვასაც კი. როცა სწავლა დავამთავრე, ოცდაერთი წლის ასაკშივე გავთხოვდი. ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და იცი, ამაზე კარგი, არასდროს არაფერი მომხდარა. მთელი ცხრა წელი ერთი ძალიან დიდი ბედნიერება იყო.
ღამე გავათიე და მეორე დღე, მთლიანად მატასისთან ერთად გავატარე. ყველაფერში ვეხმარებოდი რასაც აკეთებდა.
- ეგ შენ გგონია თავი უკარება და უკადრისი. ისე კი, ბებო, ძალიან კარგი გოგო ხარ.

მეორე დილით ადრე ავდექი და იქაურობა დავტოვე. მატასიმ დამიბარა, აუცილებლად შემომიარეო. გზად მანქანა გავაჩერე და ვკითხე სად მიდიოდა. თბილისსშიო. გავუშვი. ერთ მანქანასაც დაველოდე და ვიღაც ახალგაზრდა ბიჭმა გამიჩერა. უშგულში მივდივარო და ჩავუჯექი.
- რა გქვია?
- მატასი.
- უცხო სახელია.
- ხო. ბებოს საპატივცემულოდ დამარქვეს. თქვენ?
- მე აკუნა. ისე… შენზე ორი წლით უფროსი ვიქნები, თქვენობით არ მომმართო რა. - თითქოს გაუტყდაო, ჩაიცინა და სიგარეტის ნამწვავი გადააგდო. - ისე კი, რამდნეი წლის ხარ, მატა?
- თვრამეტის.
- საით მიდიხარ?
- უმისამართოდ. უბრალოდ უშგულის იდეა მომეწონა.
- სვანეთი დათვალიერებული გაქვს?
- ლალხორი და მესტია, მხოლოდ.
- ხოდა, ექსკურსიაზე მივდივართ. - ჩაიცინა და ფეხი გაზის პედალს მიადგა მთელი ძალით. მთელი გზა ვგრძნობდი, როგორ მათვალიერებდა, სიმართლე გითხრათ რეაქცია არ მქონდა. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ზრდილობიანი ვინმე იყო და არაფერს გაბედავდა. რამოდენიმე მთას კრუგები ვურტყით, ძალიან მეფილოსოსფოსებოდა და მეც თავს ისე ვიჭერდი, თითქოს დებილი ვიყავი და ვერაფერს ვხვდებოდი. ბოლოს ერთი დიდი სიბრძნე დაახეთქა, ალბათ როგორც ყველა გოგო, შენც ოცნებობ სიყვარულზეო. აქ მართლა დამაინტერესა მაგისი აზრი და ვუთხარი არა, სიყვარულის საერთოდ არ მჯერა-თქო.
- რას ქვია, არ გჯერა?
- აი ეგრე.
- აბა, რა გგონია, ყველა შეყვარებული ადამიანი ტყუის?
- არა. პირიქით. ყველა შეყვარებული ადამიანი მოტყუებულია.
- ეგ როგორ?
- ისინი ცხოვრებამ მოატყუა. მაგათში ერთმანეთს ბევრი, ძალიან ბევრი დადებითი გრძნობა ერევა ერთმანეთს და გონიათ, ეს ყველაფერი ერთად არის სიყვარული. რეალურად ეს შეიძლება იყოს ურთიერთგაგება, სიმპათია, ყველაზე ხშირად ერთმანეთის სურვილი…
- შენ არასდროს გყვარებია.
- მარტივი მისახვედრია, რომ ვერ ვიგრძნობ იმას, რისი არსებობისაც საერთოდაც არ მჯერა. უბრლოდ მე იმდენად რეალისტი ვარ, როდესაც ამ “სიყვარულს” ვხედავ ჩემდაუნებურად ვშიფრავ. აი ვინმე რო იტყვის, ძალიან მიყვარსო, ეგრევე იაზრებ რამ აიძულა ამის თქმა.
- ეგ შენ გგონია ეგრე. შენ გგონია ადამიანს მეორეს რამე მოქმედება აიძულებს უყვარდეს მეორე…
- ხო აი ზოგს ტრაგიზმი ევასება და ამბები, ხოდა ქვეცნობიერი რჩეულად უკარებას ირჩევს და მერე ეს ტიპიც თავს იტანჯავს რა.
- ეგ ეგრე არ ხდება… იმაზე რას იტყვი, მაგ ადამიანის დანახვისას რო გული გიჩქარდება? შენ არ გყვარებია, მატასი, თორემ მაგას არ იტყოდი. იცი რა საოცარი და სხვანაირი შეგრძნებაა, ქუჩაში რო მიდიხარ, ან ისეთ ადგილას სადაც მას ელი და უცებ მის სახეს ხედავ? იცი რა გრძნობა გიჩნდება? მაგას ვერაფერი შეცვლის.
- მანდ უკვე ქვეცნობიერი მუშაობს. მე მჯერა, რომ ადამიანის ქვეცნობიერს ძალიან დიდი ძალა შესწევს. ხოდა ადამიანს როგორც უნდა რეალურად, ისე გრძნობს თავს. ქვეცნობიერი ასრულებს სურვილებს, რომელსაც ადამიანი თავის თავსაც არ უმხელს. რეალურად კი, მათ კი არ ასრულებს, ქმნის ილუზიას, რომ ეს მოხდა. ყველაფერს რაღაც ქვეტექსტს უძებნის ისეთს, რომ ადამიანმა იფიქროს, ეს მართლა ასრულდაო.
- და ანუ, რა გინდა თქვა, რა არის სიყვარული?
- სიყვარული არის ადამიანის ილუზია, რომელსაც მაშინ აფარებს თავს, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდება.
- არა მატასი, შენ არ გყვარებია.
- არა და არც შემიყვარდება. რადგან მე ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როდესაც ვარდისფერი სათვალე მოვიხსენი. - მშვიდი და იაზვა ღიმილით ვუთხარი. - სიყვარული, კი მხოლოდ ხელოვნური გამოსახულებაა.
- ერთი რამ დაიმახსოვრე, მატასი… დადგება მომენტი, იდგები და ვიღაცას დაინახავ. გული ერთ დარტყმას გამოტოვებს. ღამე ვეღარ დაიძინებ და… ყველას განსხვავებულად ემართება. მე ამ დროს დარდი მჭამს, ზოგი კი ფრთაშესხმულია… ძალიან გთხოვ, მაშინ, როდესაც გული ვიღაცის დანახვისას გეტყვის, რომ შენ ცდებოდი, გამიხსენე. - მის ამ ბავშვურ თხოვნაზე მართლაა გულით გამეღიმა.
- კარგი, აკუნა. ხო ასე გჯერა სიყვარულის? მიდი და ამიხსენი. მე გითხარი რატომაც არ მჯერა. ახლა შენი ჯერია. მითხარი, რატომ გჯერა სიყვარულის?
- იმიტომ რომ მყვარებია.
- ახლა აღარ გიყვარს?
- კი.
- და მაშინ სად არის ის? რატომ ვზივარ აქ მე და არა ის? - გამეცინა და გამომცდელად გავხედე.
- იმიტომ რომ სამწუხაროდ, ყველა ადამიანს არ უმართლებს და ზოგჯერ გვიყვარდება ის, ვინც ჩვენთვის არაა შექმნილი. რადგან სამწუხაროდ, დედამიწაზე შვიდი მილიარდი ადამიანია და აქედან ყველას ყავს წამალივით გამოწერილი მეორე ნახევარი. შანსი იმისა, რომ მას შეხვდე ძალიან პატარაა. ხოლო იმის, რომ ის ამოიცნო ან სწორედ ის შეგიყვარდეს, კიდევ უფრო ცოტა. რადგან მატასი, სიყვარული არსებობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ყოველთვის ორმხრივია, არ ნიშნავს, რომ თუ ვინმე შეგიყვარდა, ღმერთი აიღებს და მის თავს გაჩუქებს.
- და მაშინ რა აზრი აქვს? სიყვარული ისაა, რამაც უნდა გაგაებდნიეროს. თუ გაუბედურებს, მაშინ მითხარი რა აზრი აქვს? რატომ უბრალოდ არ შეწყვეტ?
- რა აზრი აქვს? ერთი დაიმახსოვრე, როდესაც ადამიანს ვინმე უყვარდება ის უეჭველად კარგისკენ იცვლება. ადამიანები, ფაქტია, არ იცვლებიან, მაგრამ ამ დროს, ისინი თავის ყველა კარგ თვისებას კიდევ უფრო აუმჯობესებენ და ცუდებს თითქმის სპობენ. სიყვარული, როგორიც არ უნდა იყოს ეს, ადამიანს უფრო სუფთად სუნთქვას ასწავლის. ამას ვერ გაიგებ, მატასი, რადგან შენ არ გყვარებია.
- ადამიანს უბედურებისთვის ისედაც არ აკლია მიზეზები, ახალი გრძნობით რომ არ დაიმატოს ტანჯვა.
- და აბა რა უნდა ქნას?
- უარი თქვას.
- რაზე?
- ზედმეტ თავის ტკივილზე, ანუ - სიყვარულზე. - ამაზე გულიანად გადაიხარხარა, აშკარად ჩემი აგდება უნდოდა, მაგრამ მხოლოდ იმას მიაღწია, რომ მეც გამეღიმა.
- შენ გგონია, - კიდევ გაეცინა - სიყვარული კარზე მოგიკაკუნებს და გკითხავს, შეიძლება შემოვიდეო? სიყვარულს სულ ცალ ფეხზე კიდია შენ რა გინდა, მეგობარო. იმიტომ რომ ის, თავისას მაინც გაიტანს.
უბრალოდ თავი შევაბრუნე და გზას გავხედე. ამ თემაზე კამათი არ მიყვარს ერთი მარტივი მიზეზის გამო, ადამიანები ორ ნაწილად არიან გაყოფილები. ერთს ჯიუტად სჯერა, რომ სიყვარული არსებობს, მეორეს პირიქით. არის მესამეც, შუაში მოქცეული მწირი რაოდენობის ჯგუფი, რომელსაც დიდად არ აუტკიებია თავი ამაზე ფიქრით.
მანქანა ტყის პირა ველთან გააჩერა სადაც ათობით კარავი იდგა.
- აქ კარვები ქირავდება. ჩვენნაირი მობოდიალეებისთვის ღამის გასათევად. მე გპატიჟებ.
- არ არის საჭირო.
- აუცილებელიც კია.
- მადლობა. - ორი ერთკაციანი კარავი გააშლევინა და უკვე დასაძინებლად შევედით. ღამის სამი იქნებოდა. - ღამე მშვიდობისა, აკუნა.
- ტკბილი ძილი, მატასი.
ისე გაეღიმა, ზუსტად იცოდა, ჩვენს განვლილ საუბარზე დავიწყებდი ფიქრს. რეალურად, ასეც მოხდა. დავწექი და მზის ამოსვლამდე ვფიქრობდი, გადამეწყვიტა არსებობს თუ არა. ბოლოს მივხვდი, რომ ეს არაა თემა, რომელსაც გადაწყვეტ. რადგან სიყვარული ზოგადია. ზოდი ადამიანისთვის არსებობს, ზოგისთვის - არა.
თვალი ვერ მოვხუჭე. ათას სისულელეზე ვფიქრობდი. ძირითადად - გიგაზე და ანდროზე.

ანდროზე ფიქრი ვერ მოვიშორე განთიადამდე. როგორ გავიცანი? გიგასგან. სიმართლე გითხრათ, პირველი შეხვედრა არ მახსოვს ნორმალურად. მაგრამ ანდროს შესახებ ყველაფერი მახსოვს. ახლაც დეტალებში შემიძლია აღგიწეროთ მისი გარეგნობა.
ანდრო ნაკაშიძე, ძალიან ჩვეულებრივი ბიჭი იყო, ასე, ერთი შეხედვით. ისე კი ბევრჯერ მიფიქრია ამაზე, ბიჭი არ დამინახავს მე, ქრისტინეს, რომ ანდროზე მეტად მომწონებოდა. ნათქვამია ლამაზზე უფრო ლამაზი არ გამოილევაო, მაგრამ რეალურად ყველა ადამიანს აქვს თავისი საზომი ხო? მე ანდრო მყავდა და… ნუ… მყავს. სხვა თუ ვერაფერი, საზომად მაინც.
აღნაგობა ისეთი ჰქონდა როგორადაც მწერლები აღწერენ ახოვან ქართველ ვაჟებს. მაღალი, თხელი, მაგრამ ღონიერი. როცა გავიცანი, ერთადერთი ის მახსოვს, რომ მაშინ გრძელი, დავარდნილი შავი კულულები ჰქონდა. ახლა კი, თავი აქვს გადაპარსული. გრძელი შავი წამწამები დიდ შავ თვალებზე, აი კანი კი, ავადმყოფურად თეთრი. მის ხელებს რომ დახედავდით, მაჯებზე ვენები არ ამობურცვოდა, მაგრამ ცისფერი მილები მაინც კარგად მოსჩანდა კანს ზემოდან. ნერვიულობის დროს წვერზე ან ლოყებზე იცოდა ხელის ჩამოსმა, საქმე თუ მე მეხებოდა, ორივე ხელს გადაისვამდა ხოლმე მთლიან თავზე.
არასდროს არავისთან მყვარებია ჩახუტება, მაგრამ ანდრო რომ გავიცანი, რაღაც სხვანაირად მივიღე.

არ ვიცი.
სიყვარულის ნამდვილად არ მჯერა.
უბრალოდ ახლა ვხვდები, არსებობს რაღაც,
სხვა გრძნობა.
აღუწერელი ენით.
როდესაც ვინმეს შეხვდები და ხვდები, რომ რაღაც განსხვავებულად ეწყობით ერთმანეთს. შეიძლება მაშინვე ვერ გაიგო და ერთ დღესაც, როდესაც რამე ზოგად თემზე ჩამოვარდება ლაპარაკი, ისე თქვას თუნდაც ორი სიტყვა, იგრძნო, რომ ვიღაც შენს სულს უშუალოდ შეეხო.
არაფერია მაგ შეგრძნებაზე ამოუცნობი და თან სასიამოვნო, როდესაც პირველად ისმენ არც თუ ისე ნაცნობი ადამიანის მსჯელობას, როდესაც მთელი გრძნობით, ჟინით ხსნის თავის დამოკიდებულებას თემაზე, რომელზეც აშკარად არაერთხელ უფიქრია მას, და იცი რომ შენც ხშირად ფიქრობ ამაზე. ისმენდე ამ მონდომებულ საუბარს და ხვდებოდე, რომ ეს ადამიანი ხელებს აფათურებს შენს არსებაში, ისე რომ ვერც აკონტროლებ, ვერ უშლი, უკრძალავ. არც გიყურებდეს და ვერც ხვდებოდეს რას ჩადის, შენ - არ იმჩნევდე, ხმას არ იღებდე და მაინც… იგებდე და გრძნობდეს, რომ იქ, იმ მყუდრო გარემოში, სადაც მხოლოდ ხუთამდე ადამიანი სხედხართ, ორნი სულ სხვაგან ხართ.
არაფერია იმაზე ამაღელვებელი, ხედავდე უცნობ ადამიანს, როგორი ვნებით ლაპარაკობს, იმაზე რაც აინტერესებს, რაც უყვარს, უნდა, განიცდის. ამ დროს ადამიანის თვალებს ვნების ცეცხლი ანდაც უბრალო კაშკაში იმდენად მოიცავს ხოლმე, მთელს ოთახს ანათებს. ბედნიერია ადამიანი, ვისაც სხვისი გრძნობის დაჭერა და გააზრება შეუძლია.
და კიდევ უფრო ამაღელვებელია, ამ დროს მოუბარმა თავად ჩაგხედოს თვალებში და იგრძნოს შენი გამჭოლი მზერა, მიხვდეს, რომ იქ, იმ ოთახში, ის მარტო არ არის. და სულაც, ის იმ ოთახში არ არის. ყველაზე აღმატებულია, უცხო ადამიანებში ამ ვნების სრულად გაზიარება და იმის გააზრება, რომ შენს გვერდით მჯდომი, ზუსტად იმ ცეცხლში იწვის სადაც გეგონა მარტო იყავი.

ანდრო მანამდე გავიცანი, მაგრამ მე ასე მახსოვს. ის ლაპარაკობდა და რაღაც მომენტში, წამი გაჩერდა. სკეპტიკოსიაო, ყველა მისი მეგობარი მეუბნებოდა, მაგრამ როდესაც ლაპარაკი დაიწყო და ბოლოს ჩემი თვალები დაიჭირა, ვფიცავ, ჰაერი გაიყინა და იქ აღარავინ განძრეულა. მე და ანდრო სადღაც პარალეურში აღმოვჩნდით, სადაც მივხვდით, რომ მეორე, ის იყო, ვინც ყველაფერს იგებდა.
თითქოს ერთი შეხედვით მივხვდით, ვიპოვეთ ვიღაც, ვინც უცნობობის მიუხედავად, იდეალურად გვიცნობდა.
ხო, მე უცხო ბიჭს ვუყურებდი, და ზუსტად ვიცოდი, რომ მე ის იდეალურად მიცნობდა.
ანდრომაც ზუსტად იგივე მითხრა. თვალებში რომ ჩაგხედე, მეგონა ჩემი ყველა ფიქრი გაშიფრული გქონდა უკვეო. პირველივე დანახვისას მეგონა, რომ თუ ვეღარ გნახავდი სუნთქვა დამავიწყდებოდა, რადგან შენმა თვალებმა თითქოს ჰაერს გზა გაუხსნა, რომ ჩემს ფილტვებამდე მისულიყო.

გამთენიისას აკუნას ხმა გავიგე კარავთან. გღვიძავსო? შემოვუშვი და გვერდით მომიჯდა. ცხელი ჩაი საიდან გააჩინა არ ვიცი, მაგრამ დავლიეთ და დავიძარით.
უკან დაბრუნებისას მანქანა კლდის პირზე გააჩერა. და ასეთი რამ მითხრა : მატასი, ჩათვალე მე გიჟი ვარ, ფეხი გაზის პედალზე მიდევს. სულ ოდნავი ბიძგი და სვანეთის უდიდეს მთებს შორის ხევში ჩავეშვებითო. არ შემშინებია, ვიცოდი, გამკეთებელი არ იყო. ხოდა ახლა, მოიფიქრე რას გააკეთებდი და ის ქენი. დროს ხეტიალში ნუ კარგავო.
მეც თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე, თითქოს უკვე ვეშვებოდი ხევში... ხეებს განწირული ვეჯახებოდით და უკვე ვგრძნობდი ტკივილს, რომელიც ჩემი სიკვდილის მიზეზი გახდებოდა.
...
...
ერთადერთი რამ.
ერთად ერთი.
რას არ გავცემდი?
რას არ გავიღებდი?
რომ კიდევ ერთხელ მენახე.
რა ვიცოდი, რომ მე მაშინ დაგკარგე, როდესაც თბილისი დავტოვე?

...
მე დავბრუნდი. იმ დილითვე. საღამოს მქონდა პირველი გამოცდა.
ყველაფერი ჩავაბარე...

მაგრამ შენ, თბილისს აღარ იყავი.

.
თბილისი. უცნაური ქალაქია.
როდესაც იქ ცხოვრობ, თითქოს გბეზრდება ან გზიზღდება.
მეც. მომბეზრდა უზარმაზარი მახინჯი კორპუსები, დაბინძურებული ჰაერი და მანქანების გაუთავებელი ღუღუნი. მაგრამ ნებისმიერ დროს საკმარისია შეღამებული თბილისი გრილი, სუსხიანი ჰაერი ჩავისუნთქო და ორი ნაბიჯი გადავდგა, ყველანაირი უარყოფითი ქრება და მე ისევ მიყვარს ჩემი პატარა ქალაქი, რომელიც იმდენად სტურათმოყვარეა, მარტოსაც არ მაგრძნობინებს, რომ განწირული ვარ.
მხოლოდ ერთი მინუსი აქვს. ხალხი აფუჭებს ყველაფერს.
თვითონ ბებერი, დინჯი ქალაქი კი გულთბილად იღებს ყველა ვიზიტორს.
მე დავბრუნდი ჩემს ქალაქში და მოგაკითხე, მაგრამ შენ წასული იყავი. მამაშენთან წასულხარ, ბერლინში.
არასდროს ვყოფილვარ ბერლინში, მაგრამ მძულდა ის. რადგან მან შენი თავი მე და თბილისს წაგვართვა.

ახლა უკვე უნივერსიტეტიც დავამთავრე ლონდონში და საკმაოდ პრესტიჟულ ფირმაში კრეატიული დირექტორიც ვარ და ფინანსებსაც განვკარგავ.
ოთხი წელი გავიდა.
შენ კი დაუმშვიდობებლად წახვედი.
ისე, რომ არც გამაფრთხილე.
ვინმესთვის რომ გეკითხათ მასზე, გეტყოდათ სიმპათიური და ჩვეულებრივი ბიჭიაო.
ჩემთვის კი ანდრო ნაკაშიძე ყველაფრის საზომი იყო. ყველაფრის ეტალონი.
და როდესაც მეგონა, გიგას სიკვდილით გულის უკანასკნელი ნაგლეჯი მომიკლეს, შევცდი. შევცდი, რადგან მე არ ვზომავდი შენს ადგილს ჩემში.
მე არ მოვკვმკვდარვარ, მაგრამ უსულო გავხდი, რადგან შენ ჩემი არსებაც თან გიაყოლე.
ვერასოდეს გაპატიებ, თბილისში ბედნიერს რომ არ დამხვდი. არადა, ყველაფრის თქმა მინდოდა.

ოდესმე შეხვდებით ადამიანს, რომელიც გაგრძნობინებთ, რომ მარტო არ ხარ.
მე შენ გიპოვე და იცი? მიუხედავად იმისა, რომ ოთხი წლის განმავლობაში თვალიც არ მომიკრია შენთვის, თავს მაინც მშვიდად ვგრძნობ, რადგან მე მარტო არ ვარ. დედამიწის რომელიღაც ბოლოში მეგულები ჩემს არსებასთან ერთად გადაკარგული.
ახლა თურქეთი აეროპორტში ვზივარ. თბილისში ვბრუნდები. მეყოფა შორს ყოფნა. ეკრანს წერისას რამოდენიმეჯერ მოვაშორე თვალი და ნაცნობის სილუეტის დალანდვისას ტირილი მომინდა. მინდოდა განწირულს დამეყვირა შენი სახელი, მაგრამ ხმა სადღაც ხორხში იჭედებოდა და სუნთქვასც კი მიშლიდა. ხოდა ჩავთვალე უბრალოდ დამეწერა.
„სტამბოლი - თბილისი“ გამოცხადდა და მეც გიჟივით გავექანე პროცედურებისთვის. თან დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი. პირველ კლასში ისე დაჯექი, ჩემთვის პირდაპირ გეყურებინა თვალებში.
მე კი - სუსტი ვერ გიძლებ და სასწრაფოდ მივრბივარ საპირფარეშოში.
მე აღარ მჯერა არც სიყვარულის და მგონი აღარც იმ ამოუცნობის, მანამ სანამ საპირფარეშოს კარის წინ არ გხედავ, როგორ მელოდები.
- ქრისტინე. - მე უხმოდ ვცდილობ გვერდის ავლას და შენ, ისე რომ არაფერს მეკითხები, წლების შემდეგ პირველად მეხები, მაბრუნებ და თვალებში მიყურებ. - რატომ წახვედი?
- ეს შენ წახვედი.
- მე შენთან ვბრუნდები.
- ვერ დაბრუნდები იქ, სადაც არასდროს ყოფილხარ.
- ან იქ, საიდანაც არასდროს წამოსულხარ.

...
მე სიყვარულის არ მჯერა.
მაგრამ მჯერა, რომ ღმერთი ადამიანებს მარტოობისთვის არ წირავს.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian magaria iyoo, tan saocrad gamorcheulibstilitt, araa sascauli, magram originaluri da gamorcheuli iyoo,

 


№2  offline წევრი tollia

Qeti qimucadze
Zalian magaria iyoo, tan saocrad gamorcheulibstilitt, araa sascauli, magram originaluri da gamorcheuli iyoo,

Madlobaa didi ♥️♥️

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

საოცრად კარგი ისტორიაა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent