შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი შვილები (II)


8-09-2018, 02:06
ავტორი nitanita
ნანახია 2 795

7 საათი იყო დაწყებული ოთახში შესვლა რომ გადაწყვიტა. ძილინებისაო ხმაჩამწყდარმა დაუბარა დემეტრეს და ფრთხილად მიიხურა ზურგს უკან კარი. მამაკაცმა ღიმილით გადაიქნია თავი და თავისი ოთახისკენ აიღო გეზი. მალე ალექსანდრეც გაიღვიძებდა და უნდოდა ცოტა ხანს მაინც მოესწრო ძილი.

***
საუზმის შემდეგ ცდუნებას ვერ გაუძლო და ისევ იმ სავარძელში მოკალათდა. სულ ოდნავ დამნაშავედ იგრძნო თავი, მაგრამ მერე გაახსენდა გოგონამ უთხრა დღის კონკრეტულ მონაკვეთში ეკუთვნით მამა-შვილს ეგ ადგილიო.
ფიქრებში წასულმა ვერ გაიგო როგორ მიბობღდა სავარძლამდე პატარა ალექსანდრე, მხოლოდ მისი ხელების ტყაპუნმა მოიყვანა გონს. ბავშვი შუბლშეკრული აჰყურებდა ანას და მომთხოვნად უტყაპუნებდა ხელს სავარძლის თავისუფალ ნაწილზე, თითქოს ამით ცდილობდა თქმას ჩემ ადგილას ზიხარო. ანამ ჯერ გარშემო მიმოიხედა, დემეტრეს ეძებდა. ოთახიდან გაიგო მისი ხმამაღალი საუბრის ხმა და ინსტინქტურად შემობრუნდა ალექსანდრესკენ. ბავშვმა როგორც კი ყურადღება იგრძნო ისევ ხელების ტყაპუნი დაიწყო. ანას ღიმილად დაღვრამ გაჭრა. ხელების ტყაპუნმაც უკლო, მამის მსგავსად შეკრული შუბლიც გაიხსნა და რაც მთავარია მორცხვი ღიმილიც შეეპარა ბუთქუნა ლოყებში. გიჟდებოდა ანა ბავშვებზე და აღტაცება ვერ დამალა ალექსანდრემ მასთან მისვლის სურვილი რომ გამოხატა.
-შენი ადგილი დავიკავე ხო? - ღიმილით ელაპარაკებოდა მომცინარ პატარას, რომელმაც თითქოს ესმის რაც უთხრაო, უარის ნიშნად თავი გადააქნია.- კიი, როგორ არა. პირობას გაძლევ ამის მერე მართლა აღარ დავჯდები აქ. ოღონდ, ერთი პირობით: ყელში უნდა მაკოცნინო.- თითის აწევით მოახსენა პირობა და ალექსანდრემაც კისკისით გადააგდო თავი უკან. ისეთი ტკბილი ყელი ჰქონდა, ფუმფულა ღაბაბი და სასწაული სუნი! ნაკეცები ჰქონდა უთვალავი, ლოყები ძალიან დიდი, სულ 2 კბილი ჰქონდა და ღიმილისას სასაცილოდ მოუჩანდა. ასეთ მომენტებში ფიქრობდა, რომ სულ არ იყო პატარა 1-2 შვილის გასაჩენად.
ნაბიჯების ხმაზე მიიხედა და მათკენ მომავალი ტრადიციულად შუბლშეკრული დემეტრე დაინახა.გახალისებულმა უსურვა მამაკაცს მშვიდობიანი დილა და ბავშვის ყელიდან თავი უხერხულად წამოსწია.
-ბოდიში, გარეთ არ იყავით და ვერ გკითხეთ ბავშვთან თამაში თუ შეიძლებოდა.- ნელ-ნელა სწორდებოდა ბეჭებში, მაგრამ ალექსანდრეს მაინც ცოცხალი თავით ხელს არ უშვებდა. მასაც დიდის ამბით ჩაებღუჯა ანას ჯვარი და გულ-მკერდზე მისვენებული ეშმაკურად უყურებდა მამას.
-მოეწონე! - აშკარა გაოცება იგრძნობოდა მის ხმაში. ანას არ ესიამოვნა დაიგნორებული ბოდიში, მაგრამ არ შეიმჩნია, დიალოგში აყოლა არჩია.
-მგონი კი. მე უზომოდ
მომეწონა!
-უკარებაა. ჩემ გარდა მხოლოდ 1-2 ჩემ მეგობარს ეთამაშება, სხვა არავის.
-მე და ბავშვები ყოველთვის ვუგებთ ერთმანეთს. - სიამაყით ყელმოღერებულმა განცხადა, თან მოსმენილის გამო გულწრფელი სიხარულიც ვერ დამალა. მამაკაცის ჩაცინება არ ესიამოვნა, მაგრამ იმდენად დიდ პოზიტივს ასხივებდა ალექსანდრე, მამამისის გამო ნერვებს ვერ მოიშლიდა.
-სანდრი, მა, არ გინდა ვჭამოთ? - თვალებს ვერ დაუჯერა იმდენად რადიკალური ცვლილება ნახა მამაკაცის გამომეტყველებაში. თვალები გაუბრწყინდა უშუალოდ ბავშვთან საუბრისას. და ხმა?! ისედაც ენითაღუწერლად სასიამოვნო ჟღერადობის ხმა უფრო დაუტკბა. ვერც კი გაიაზრა ისე აუჩქარდა გულისცემა მამაკაცი ბავშვის ასაყვანად რომ დაიხარა. - ხელი დაუქნიე, მა, მოდი დავემევიდობოთ. - მამა-შვილი ხელის ქნევით ჩავიდა კიბეზე და გაღიმებული ანა მარტო დატოვეს. მომენტალურად გაიაზრა, რომ დემეტრე ცოლიანი მამაკაცი იყო და სირცხვილისგან ლოყები აუღაჟღაჟდა. ისე შერცხვა სხვა ვერაფერი მოიფიქრა და სასწრაფოდ ოთახში შევარდა. იმ დღეს აღარც გამოსულა. მხოლოდ ღამე გვიან გამოიპარა აივანზე მას შემდეგ, რაც მამაკსცის ნაბიჯების და შემდეგ კარების მიხურვის ხმა გაიგონა.

****
უკვე მეხუთე დღე თენდებოდა, რაც დემეტრე გაოცებული უყურებდა აივნის კუთხეში განადგურებული სახით მჯდომ გოგონას. უძილობის მეხუთე ღამე იყო და ანამ გულწრფელად არ იცოდა კიდე რამდენის გაძლებას შეძლებდა.
დღისით სულ იღიმოდა. ყოველ დღე ხედავდა დემეტრე ხან ეზოში, ხან კაფე-ბარში და ანა სულ იღიმოდა. ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად დაადგინა, რომ ანა უბრალოდ სულ კი არ იღიმოდა, არამედ სულ იღიმოდა, როცა უყურებდნენ. ამის აღმოჩენამ იმდენად გააღიზიანა კანში ძლივს ეტეოდა, უნდოდა რამე ეთქვა გოგონასთვის, როგორმე გაებრაზებინა და მისი რეალური სახე დაენახა. არადა, ანა თითქმის არასდროს არ ბრაზდებოდა. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ანას თქმით არ ყოფილა შემთხვევა რომ ყვირილამდე გაებრაზებინა ვინმეს, მხოლოდ ტირილამდე გაბრაზებას ახერხებდა.

ყოველ დღე ეთამაშებოდა ანა ალექსანდრეს და ბიჭიც გაღვიძებისთანავე აივნისკენ მიბობღავდა, იცოდა იქ ძალიან ლამაზი გოგო ელოდებოდა, რომელიც გაუჩერებლად უკოცნიდა ფუმფულა ლოყებს, დაუღალავად დაბობღავდა მის მსგავსად აივანზე, ეხმარებოდა კუბიკებით კოშკების აშენებასა და მერე დაუნდობლად მათ დანგრევაში.
ახლაც თამაშისგან დაღლილები სავარძელში მისვენებულიყვნენ. ანა ნახევრად მძინარე ალექსანდრეს თმებზე ეფერებოდა ისევ ის მწველი მზერა რომ იგრძნო. უკვე იცოდა დემეტრე იქნებოდა და აღარც გაუხედავს. 1-2ჯერ გამოიჭირა მასზე მიშტერებული დემეტრე და მას შემდეგ იცის რომ აღარ უნდა გაიხედოს მისკენ ასეთ დროს. ალექსანდრე რომ არა ალბათ აივანზე არც გამოვიდოდა ხოლმე, დღისით მაინც ყოველ შემთხვევაში. ყოველთვის, როცა მამაკაცს ხვდებოდა უხერხულობისგან სად წასულიყო არ იცოდა. დამნაშავედ გრძნობდა თავს თითოეული ღიმილის გამო, მაგრამ ვერაფრით გადაეჩვია... თითქოს უკვე სისხლში ჰქონდა გამჯდარი. წარმოდგენაც არ უნდოდა რას გრძნობდა მისი ცოლი... მაგრამ ძალიან სიმპათიური იყო დემეტრე. დარწმუნებული იყო, რომ მისი ცოლიც ამჩნევდა მდედრობითი სქესისგან მომავალ ულევ ყურადღებას და გულში აქებდა ხოლმე კარგი გამძლეობისა და მოთმინებისთვის. ისე მისი ცოლი ძალიან, ძალიან ლამაზი წარმოედგინა. კონკრეტულად ვერ იტყოდა რა ფერის თმა და თვალები ჰქონდა ან როგორი ჩაცმის სტილი, მაგრამ რატომღაც ეგონდა, რომ ულამაზესი და საოცრად დახვეწილი ქალი უნდა ყოფილიყო. რაც მთავარია ბედნიერი. არც კი უშვებდა, რომ დემეტრეს ცოლი შეიძლება უბედური ყოფილიყო.

****

იმ ღამეს არც ერთი წუთით არ სძინებია. დილით ყავის დასალევად ჩასულმა, მხოლოდ შორიდან დაუქნია მამის კალთაში მჯდომ ალექსანდრეს ხელი და კუთხის მაგიდასთან მოკალათდა. ისევ ის მატრაბაზი მიმტანი შეხვდა ბევრი ლაპარაკი რომ უყვარდა და ანას მსგავსად ღიმილად იღვრებოდა. შეკვეთის მიცემა არ დასჭირვებია ისე მიუტანა კუთვნილი ყავა და მშვიდობიანი დილა უსურვა.
-დილა მშბიდობისა! როგორ გეძინათ?
-დილა მშვიდობისა, ნინა. კარგად, გმადლობ. - ოდნავ ირონიული ღიმილი შეეპარა კითხვაზე პასუხის გაცემისას.
-ძალიან კარგი! ბატონ დემეტრესთან ერთად არ ისაუზმებთ? ალექსანდრეს ერთი სული აქვს როდის მოაღწევს თქვენამდე, მამამისს აღარ უჩერდება.
-ყავას დავლევ და მოვინახულებ ბუთქოს, ასე მირჩევნია.- არადა, იმდენად სუსტად გრძნობდა თავს, არ იცოდა რამდენად კარგი აზრი იყო ახლა ფუმფულა ალექსანდრეს ხელში აყვანა.
-ძალიან უყვარხართ ალექსანდრეს! - ბედნიერი ღიმილით ჩაილაპარაკა გოგონამ.- ასე მგონია თქვენში იპოვა დედა. ჯერ არც ერთი ქალი არ მიუკარებია გვერდით, არადა, თითქმის სულ აქ გაიზარდა და ხან ვინ ცდილობდა მასთან თამაშს ხან ვინ. ქალი კი არა, მამის გარდა არავის არ იკარებს. თითქოს იცის რომ მარტო ეგ არ დატოვებს არასდროს დედამისის მსგა...
-ნინა, სამზარეულოში სჭირდები. - დემეტრეს ხმა საოცრად ცივი იყო. არც დაუყვირია, არც უხეშად უთქვამს. უბრალოდ ძალიან უემოციოდ გადააბა 3 სიტყვა ერთმანეთს. საწყალი გოგო ადგილზე შეხტა, გადაფითრდა, თვალები აუცრემლიანდა და გარშემო ისე დაიწყო თვალების ცეცება თითქოს სამალავს ეძებსო. მასზე არანაკლები რეაქცია ჰქონდა ანას, რომელიც მთელი მონდომებით ცდილობდა მიეხვედრებინა გოგონა, რომ ბატონი დემეტრე მის უკან იდგა, მაგრამ აშკარად უშედეგოდ. მანამ მამაკაცმა წინადადება არ გაიმეორა, ნინა ადგილიდან ვერ იძვროდა. დარცხვენილმა ჩაილაპარაკა ბოდიშიო და თითქმის სირბილით წავიდა სამზარეულოსკენ.
ამასობაში პატარა ალექსანდრემ ანას კალთამდე გზა უპრობლემოდ გაიკვლია და ახლა ხელში აყვანას სთხოვდა. ფრთხილად აიყვანა ბავშვი და გულზე მიიხუტა. თან ნინას ნათქვამს იაზრებდა. დედამ დატოვაო. ვერაფრით ვერ ხვდებოდა ეს სიყვარულის ბუშტი როგორ უნდა დაეტოვებინა ვინმეს. ტრადიციულად კოცნით აუწითლა ფუმფულა ლოყები. დემეტრეს ვერ უყურებდა, თვალის კუთხიდან დაინახა რომ მის მოპირდაპირედ დაჯდა, მაგრამ გახედვას ვერ ბედავდა. რატომღაც ეგონა რომ მასზეც გაბრაზებული იქნებოდა. დიდხანს ვერ შეძლო ბავშვთან თამაში. ნელ-ნელა
ეპარებოდა სისუსტე და ხვდებოდა ვეღარ შეძლებდა სანდრის ხელში ჭერას. ძლივს გაბედა დემეტრესთვის ეთხოვა ბავშვი გამომართვიო. არაფრის ახსნა არ უთხოვია ისე აიყვანა სანდრი ხელში, მისთვის განკუთვნილ სკამზე დასვა და ისევ ანას მიუბრუნდა. არაფერი უკითხავს ისე მოიქცია მისი მაჯა ხელში და პულსის გაზომვას შეეცადა. მერე ძალიან ნაზად ჩამოუსვა ფერდაკარგულ სახეზე ხელი და იმედიანდ გაუღიმა. აი ისე, როგორც მაშინ აივანზე.
-ბოლოს როდის გეძინა?
-არ ვიცი, არ მახსოვს.- ზუსტად არ იცოდა რამ ჩაუწყვიტა ხმა, ცუდად ყოფნამ თუ მის სახეზე შემორჩენილმა დემეტრეს ხელმა.
-ახლა ჩვენ ავალთ ზევით და მანამ არ დაიძინებ მე შენ მარტოს არ დაგტოვებ, კარგი? სულ რომ სასწრაფოს გამოძახება დამჭირდეს წამლის გასაკეთებლად, მაინც დაგაძინებ. - გულწრფელად ენერვიულებოდა. უნდოდა დაზუსტებით სცოდნოდა, რომ კარგად იქნებოდა. მართლა კარგად.

****
უჩვეულოდ სასიამოვნო სუნმა გააღვიძა. თვალების გახელისთანავე დემეტრე დაინახა, რომელიც უშედეგოდ ცდილობდა გაჯიუტებული ალექსანდრე ანას სიახლოვიდან მოეშორებინა, ის კი გამწარებული მიბობღავდა საწოლის ბოლოდან ანასკენ და რამდენჯერაც მამა უკან დააბრუნებდა გულიანად კისკისებდა. მშვიდად იგრძნო თავი, შედარებით დასვენებულად. რაც მთავარია, ეძინა. თბილ გარემოში გაღვიძებამაც თავისი ეფექტი მოახდინა. სულ 1 წამით გაჰკრა სინანულის ქენჯნამ და მერე ნინას სიტყვები გაახსენდა. მხოლოდ ახლაღა გაიაზრა, რომ დემეტრე უცოლო იყო. უ ცო ლო. დემეტრე უ ცო ლო. არ გამოპარვია დემეტრეს მისი გაცისკროვნებული სახე. როგორც კი დაინახა ეღვიძა, ალექსანდრეს გაუხსნა მისკენ მიმავალი გზა. თან თვითონ მაჯაში სწვდა და ისევ პულსის გაზომვა დაიწყო. მერე ღიმილით დაიქნია თავი და ისევ ისე სახეზე მიეფერა. ანას გულის აჩქარება და ალქსანდრეს მიერ მამისის ხელის გოგონას სახიდან ბურდღუნით აცლა ერთი იყო.
ჯერ ორ ხმაში იცინოდნენ ანა და დემეტრე სანდრის ეჭვიანობაზე, მერე მესამე ხმაც აყვათ თითქოს გაიგო რა მოხდაო.
ლამაზი სიცილი ჰქონდა დემეტრეს და ანას.. ანას წარმოუდგენლად უხდებოდა ბედნიერება.


______
დაგვიანებისთბის ბოდიში. იმედია
მოგეწონებათ. ????



№1 სტუმარი სტუმარი Mariamo

Sainteresod wer da anas da demetres cxovrebac (wina) darwmunebuli var asetive saintereso iqneba <3 aleqsandre use sayvarlad agwere yvelas chaekbechineba ????????imedia, male dadeb shemdeg tavs

 


№2  offline წევრი tamuna.s

ძალიან თბილი და ტკბილი ისტორიაა, რომ ვკითხულობ სიმშვიდის გრძნობა მეუფლება. ძალიან გთხოვ აღარ დააგვიანო რა და ცოტა თავები გაზარდე

 


№3 სტუმარი makukuna

როგორ გემრიელად წერ heart_eyes heart_eyes

 


№4 სტუმარი აბლაბუდა

საინტერესოდ და გამართულად წერ, ძალიან მომწონს ისტორია, ცოტა აგვიანებ

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

როგორ მიყვარს შენი ისტორიები.
ღმერთო, რა ტკბილად და თბილად წერ. ბავშვის ლოყებზე, კისერზე, სუნზე კითხვისას ჩემი დამემართა.
როგორ მომწონს ეს შენი ჩამოყალიბებული, საკუთარ მესთან ჭიდაობით არ დაკავებული გმირები!

 


№6 სტუმარი nia

dzalian momwons da moutmenlad vucdi axal tavs ❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი მაიკო

ძალიან დამაინტერესა ველოდები შემდეგ თავს მალე დადე რა

 


№8 სტუმარი სტუმარი ნანა

ორი თავის მეტი არ დევს?ძალიან მაინტერესებს❤❤❤

 


№9  offline წევრი nitanita

უღრმესი მადლობა ყველას თბილი და ტკბილი კომენტარებისთვის! ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent