სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.მეორე ნაწილი თავი 5
-მართა სად მიდიხარ.მართა გიორგის ხმამ შეაჩერა. -ბანკში მივდივარ,ვახომ ქვითრები მომცა უნდა გადავიხადოთ სასწრაფოდო. -თავად რატომ არ წავიდა,შენ რომ გაგიშვა. -კლიენტს ელოდება,ალბად მამაკაცია და თვალი რომ არ დამადგას მომიშორა თავიდან.გიორგის გულიანად გაეცინა მართას სიტყვებზე და ვახოც გამოვიდა გარეთ მათ სიცილზე. -რა მოხდა,რატომ იცინით? -არაფერი,შენ არ გეხება.უთხრა გიორგიმ და მართას თვალი ჩაუკრა. -არაფერზე იცინით ფეხზე დადგა თქვენს სიცილზე მთელი კომპანია? -წადი,წადი ვახო მე მჭირდება თორემ მას გავუშვებდი.მართამაც თვალი ჩაუკრა გიორგის და ღიმილით დაშორდა მანქანა გამოიყვანა და ნელა-ნელა მიდიოდა წყნარი მუსიკის თანხლებით,მაგრამ მყუდროება ერთ-ერთი შესახვევიდან დიდი სიჩქარით მომავალმა მოტოციკლეტმა დაურღვია,წინა მხარეს შეასკდა და მარჯვენა ფარი ჩაუმსხვრია.უცნობს შეეშინდა და სანამ მართა აზრზე მოვიდოდა ადგილიდან გაქრა,ის კი შეშინებული და ფერდაკარგული გადმოვიდა მანქანიდან,ადგილზე გაშეშდა როცა მანქანის წინა ხედს შეხედა.წუთიც არ იყო გასული მომხდარიდან,რომ პატრულიც ადგილზე გაჩნდა,მანქანის საბუთები შეამოწმეს,მანქანას გარშემო შემოუარეს,ხალხი შეგროვდა და მოძრაობა დაიკეტა მოულოდნელად კი ერთმა ასაკოვანმა ქალბატონმა კივილი ატეხა. -საფულე,საფულე მომპარეს.როგორც ჩანს ქურდმა ვერ გააღწია,ვერ შეძლო ხალხის ბრბოს გარღვევა და მიმალვა,ამიტომ გამოსავალი ადვილად მოძებნა და უცნობი ქალბატონის საფულე შეუმჩნევლად მართას მანქანაში შეუგდო,რომელიც პატრულის ერთ-ერთმა მუშაკმა იპოვა.საფულე ხელში აიღო და მართას შეხედა,მართას შეეშინდა და აკანკალებული ხმით უთხრა. -ჩემი არ არის,მე რატომ მიყურებთ ასეთი ირონიით,იმედია არ ფიქრობთ რომ მე მოვპარე მოხუცს საფულე და შემდეგ ისევ გავითამაშე მსხვერპლის როლი. -შენი არ არის,მაგრამ გასარკვევია აქ როგორ მოხვდა ეს საფულე. -იდეა არ მაქვს,არ ვიცი. -სწორედ ესაა გასარკვევი და ამას განყოფილებაში გაარკვევს უფროსი,დუმილი გამოიყენეთ და ადვოკატი აიყვანეთ. -თავად ვარ და შემიძლია თავი დავიცვა,მაგრამ განყოფილებაში წასვლა არაა აუცილებელი.ნუთუ ვერ ხედავთ,მე დამეტაკა ვიღაც და დაზარალებული მე ვარ,განყოფილებაშიდაც მე უნდა წამიყვანოთ და სხვის დანაშაულზე მე უნდა ვაგო პასუხი? -ყველაფერი იქ გაირკვევა,წყნარად და მშვიდად.მართას ცრემლი მოერია და ვახოს დაურეკა. -გისმენ მართა დაგაგვიანდა,კლიენტი გელოდება მოდიხარ? დაწყნარდი,დაწყნარდი და ისე მითხარი არ მესმის რას ამბობ.რააააა? სად ხარ,გაყევი და მეც განყოფილებაში მოვალ ახლავეს.წამოხტა ფეხზე ვახო ბოდიში მოუხადა ყველას და გიჟივით გავარდა,ასევე დაუკაკუნებლად შევარდა გიორგისთან და აღელვებულმა უთხრა. -ნათლი მომეცი მანქანის გასაღები ჩქარა. -რა ხდება,ხომ მშვიდობაა.ფეხზე წამოხტა გიორგი. -მშვიდობაა,თუ დამჭირდი დაგირეკავ და გეტყვი სად ვიქნები.გიორგიმ მისცა გასაღები მანქანის და ისიც უსწრაფესი ნაბიჯებით წავიდა,მალე მივიდა განყოფილებაში გული აუფრიალდა ატირებული მართა რომ დაინახა,მართა არც კი დაფიქრებულა ვახოს რომ შეხედა და სირბილით გაიქცა ჩაეხუტა და მთელი ძალით ხვევდა ხელებს.ვახომ უცნაურად იგრძნო თავი მართა მის მკლავებში რომ მოიქცია და ჩუმად,ყველას შეუმჩნევლად აკოცა ყელში,მისი სურნელი შეისუნთქა და უჩურჩულა. -ნუ გეშინია,ყველაფერი კარგად იქნება მაგრამ რა მოხდა,როგორ მოხვდი აქ.მართამ ცოტა დამშვიდდა რადგან ვახო მის გვერდით იყო და ანერვიულებულმა მოუყვა რაც მოხდა,ვახო გაბრაზდა და უფროსთან შევიდა. -მესმის ბატონო ვახო რომ გოგონა თქვენი ახლობელია,მაგრამ რა ვქნათ როცა მის მანქანაში ვიპოვეთ დაკარგული საფულე,საფულე რომელიც მოჰპარეს ერთ ქალბატონს ეს კი ართულებს მის მდგომარეობას. -ვინც დაეტაკა და ჩაამსხვრია მანქანის მარჯვენა ფარი გაგექცათ,არც გიცდიათ მისი მოძებნა,რადგან ხელთ გყავდათ ჩამოყალიბებული რეციდივისტი.ყველაფერი რომ თქვათ,ვერავინი ვერ დამაჯერებთ რომ ანერვიულებულმა და ატირებულმა საფულე მოჰპარა მოხუც ქალბატონს და ქურდობაში ამიტომ დებთ ბრალს. -თქვენი საქმეა დაიჯერებთ თუ არ დაიჯერებთ,მაგრამ ფაქტი სახეზეა. -რა არის ასე,თქვენ საერთოდ კარგად ხართ?ისეთ ხალხმრავალ ადგილზე მოხდა შეტაკება ყველგან კამერებია,ხომ არ დაფიქრდებით კამერები გადაამოწმოთ? მე გადავამოწმებ თავად და მართა გამართლდება,რაშიც ძალიან დიდი იმედი მაქვს,თქვენ ვინც იყო იქ და მართა დაადანაშაულა დანაშაულში გეფიცებით თქვენს მიერ დაკავებული სკამები განთავისუფლდება.კარგად მიცნობ ვინც ვარ და სიმართლის დასამტკიცებლად რასაც გავაკეთებ.ვახომ ხელი მოკიდა მართას და გაბრაზებული გამოვიდა განყოფილებიდან,მანქანაში ჩახდომისთანავე მიუბრუნდა და უთხრა. -ნუ ტირი ყველაფერი მოგვარდება. -ღმერთო რა სირცხვილია რა ვუთხრა მამას,დედას,მათ თვალებში როგორ შევხედო. -ყველაფერს მოვაგვარებ,მართა გპირდები რომ ყველაფერი კარგად იქნება.ახლა სახლში დაგტოვებ და მე საქმეები მაქვს.მართა სახლში მიიყვანა თავად კი გელას დაურეკა და შეხვედრა სთხოვა.გაოცებული უსმენდა გელა ვახოს და ბოლოს აღშფოთებულმა უთხრა. -ეს რგორ შეიძლება, ვახო გეფიცები გამაოცე. -ერთი სიტყვით,შენ უნდა მიხედო ამ საქმეს ხომ იცი მართა როგორ ძალიან მიყვარს. -გასაგებია ყველაფერი,მაგრამ სულ არ გეცოდება? -მეცოდება,მაგრამ იმ ერთ გარტყმას ასე ადვილადაც ვერ შევარჩენ. -კარგი რა,კარგი რა ასე როგორ გაგიქვავდა ეს გული.ცოდოა,მეცოდება ძალიან უნდა ინერვიულოს. -როგორ გგონია,ჩემს წიქვილზე წყალმა დაასხა და არ გამოვიყენო ეს შანსი? -რას აპირებ შემდეგში,მითხარი რომ ვიცოდე. -გეტყვი იმ შემთხვევაში თუ დამეხმარები ძმურად.ვახომ წარბი ასწია და თან გელას სადისტურად გაუცინა. -მანიაკი ხარ? -არა,მინდა ჩემი დავარქვა. -მერე სხვა ხერხი არ არსებობს? -ეს კარგი შანსია. -მე მაინც ვერ მივხვდი რა ჩაიფიქრე,არა მივხვდი,რომ რაღაც კარგი ჩაიფიქრე,მაგრამ მართლა ცოდოა. -მე გადმოგოგზავნი მის ყველა მონაცემებს და ქორწინების ხელშეკრულება შეადგინე.ჩიტი მახეში გაება და ის იქედან სასჯელის გარეშე ვერ დაიხსნის თავს. -შენ ხარ მისი სასჯელი.გაეცინა გელას. -მთელი ცხოვრება ვიქნები.აყვა სიცილში ვახო. -კარგი,მოგყვები ისე როგორც შენ გინდა და დანარჩენებზე შემდეგ ვისაუბროთ.დაემშვიდობნენ ერთმანეთს და გიორგის მიუყვანა მანქანა,მანაც არაფერი შეეკითხა ისეთი დაღლილი იყო,მხოლოდ ერთი უთხრა. -ყველაფერი კარგადაა? -კი,კი ნათლი მადლობა.გიორგი დაღლილი იყო და სახეზედაც ეტყობოდა სახლში შევიდა თუ არა ისეთი გემრიელი სუნი დაეტაკა კარებშივე გაჩერდა და ეს გემრიელი სუნი ხარბად შეისუნთქა.მისაღებში არავინ იყო,სამზარეულოში შევიდა და იქ მოფუსფუსე ლილიანა დაინახა. -ლილიანა როგორ გრძნობ თავს? -მოხვედი? ვახშამიც მზად არის. -ვხედავ,რა მოამზადე. -თქვენი შეკვეთა არის მზად უფროსო,სულ ცოტაც და მიირთმევთ. -რა შეკვეთა.გაოცდა გიორგი. -კურდღელი იყიდეო დილით ხომ მითხარი. -შენ რა,მართლა წადი და კურდღელი იყიდე? -მართლა აბა ტყუილად? აი მზად არის კიდეც.გიორგის გაეცინა და ღიმილით უპასუხა ამღერებუულ ტელეფონს. -გისმენ ბესარიონ. -უკვე სახლში ხარ? -კი სახლში ვარ. -მაშინ წამოიყვანე ლილიანა და მოდით ჩემთან. -რატომ? რა ხდება. -აუუუუუ,ანამ ხმელი ლობიო დამახვედრა თითებსაც მიაყოლებ ზედ ისეთი გემრიელია და თან კარგი თოთო-ქორფა მწვანილი ზედ.სოფლურად დავჯდეთ რა? -როგორ გავცვალო კურდღლის ჩაშუშული ხმელ ლობიოზე ბესარიონ. -მართლა? -მართლა. -არ მეღადავები? -არა,არ გეღადავები უკვე ვიწყებთ ჭამას. -მოვდივარ. -აქ მოსული არ დაგინახო. -რატომ? -იმიტომ რომ შენ,შენი ლობიო ჭამე. -იდიოტო,უჩემოდ არ დაიწყო ჭამა თორემ თეფშს აგართმევ.რამდენიმე წუთში მოვიდა ბექა და ლუკა და ანამ გაცეცხლებულმა დაურეკა ბექას ტელეფონზე. -სად წადიით ორივე მამა-შვილი. -გიორგისთან,კურდღლის ჩაშუშულს მივირთმევთ ლობიოს ხვალ დავაყოლებთ საყვარელო. -არცერთს არ შეგერგებათ,უნამუსოები ხართ.სახლში არ მოხვიდეთ მოღალატეებო.სამივე გულიანად იცინოდა და ლილიანას როგორ მოსწონდა ეს მხიარული სამეგობრო.რამოდენიმე დღეში მართას გელამ დაურეკა და შეხვედრა სთხოვა,მართამ ვახოს შეხედა მოწყენილად და უთხრა. -გადამიფარავ რამდენიმე საათს? -სად მიდიხარ,აუცილებელია რომ წახვიდე? -გელამ დამირეკა და უნდა შევხვდე. -ვინ არის გოგო გელა.გაბრაზებულმა შეხედა ვახომ. -გელა ძიამ ვახო რა გემართება. -აააა,არ გამახსენდა უცებ.წადი და თუ გინდა ნუღარ მოხვალ,იქედან სახლში წადი. -მადლობა უთხრა და გავიდა.მართა შეიცვალა,სულ მოწყენილი დადიოდა იმ დღესაც უხასიათოდ შეაღო კაფეს კარი და უკვე მასზე მომლოდინე გელას წინ დაჯდა,რომელიც ტელეფონზე საუბრონდა და გულიანად იცინოდა. -გამარჯობა გელა ძია.საუბარი მართას ხმამ შეაწყვეტინა და მოსაუბრეს უთხრა. -ცოტა ხანში გავთავისუფლდები და მე თავად დაგირეკავ.ხელით კი მართას ანიშნა, დაჯექიო.დაჯდა მართა და სანამ გელა რამეს ეტყოდა ლოდინი უსასრულოდ გაიწელა,გელამ როგორც იქნა დაასრულა საუბარი და ტელეფონი გათიშა,მართას შეხედა და უთხრა. -რა ვქნათ შვილო,საფულეს პატრონი შენ გადებს ხელს ვერა და ვერ გადავათქმევინე,რომ შენ არ ხარ მისი საფულეს მომპარავი. -არ ამიღია მე,ეს რა უსამართლობაა.მრცხვენია უკვე და მალე იმ აზრზე მივალ რომ თავს მოვიკლავ.ისევ ტირილი მოერია მართას,გელას შეეცოდა და შერბილებული ხმით უთხრა. -შენი დახმარება მხოლოდ ერთი გზით შემიძლია. -რა გზაა,ეს ერთი გზა მითხარით. -ეს ყველაფერი რომ დასრულდეს და თავიდან აიცილო ეს გაურკვევლობა,შენი დახმარების გარეშე არაფერი არ გამოვა. -მითხარი რა გავაკეთო,ყველაზე მეტად ეს მინდა და მერე თუნდაც მოვკვდე. -ამ ქაღალდზე მომიწერე ხელი,აქ და აქ.მართამ არც დახედა რაზე აწერდა ხელს და სადაც უთხრა გელამ ყველგან მოაწერა ხელი. -არ წაიკითხავ რაზე აწერ ხელს? -რაც შეიძლება ჩქარა გავნთავისუფლდე ამ ტკივილისგან და სასიკვდილო განაჩენზე რომ არ მაწერინებ ხელს ვიცი,სხვას ყველაფერს გავუძლებ.უთხრა მართამ და სიხარულისგან გამოწვეული ცრემლიც გაბრწყინდა მის თვალებში.გელას გაეცინა,უკვე ხელმოწერილი ქაღალდები ერთად შეკრიბა და ღიმილით უთხრა მართას. -ყველაფერი კარგად იქნება,ძალიან მაგრად.ფეხზე წამოდგა და მართას ხელი მოხვია, ერთად გავიდნენ გარეთ და ღიმილი არ შორდებოდა სახეზე. -მადლობა გელა ძია. -მე წავალ,შენც წადი მაგრამ კომპანიაში დაბრუნდი იქ ვახოს სალაპარაკო აქვს შენთან. -ჩემთან? მითხრა სახლში წადი იქედანო. -წადი მასთან,ის რომ დაგელაპარაკება მერე მოგიწევს ბევრ რამეზე დაფიქრება.მართამ ვერაფერი ვერ გაიგო რას გულისხმობდა გელა და ისევ კომპანიაში დაბრუნდა,გელამ დაშორდა თუ არა მართას ვახოს დაურეკა და ყველაფერი მოუყვა.ვახო გულის ფანცქალით ელოდა მართას და მის თვალებში ვარსკვლავები ციმციმებდნენ.მართას შესვლა კაბინეტში და ვახომ უამრავი ლამაზი პეიზაჟი წარმოიდგინა,ჯადოსნური წუთები მოახლოვდა,მისი ოცნება რამდენი წუთიც და რეალობად იქცევა. -რა ხდება ვახო გელა ძიამ მითხრა აქ დავბრუნებულიოყსავი,ვახოს რაღაც აქვს სათქმელიო.ვახომ ჯერ უცქირა მართას,დინჯად წამოდგა ხელი მოკიდა და იქვე დივანზე დააჯინა,თავად კი მის წინ დაიმუხლა. -მართა ჩვენ არ ვიცით ჯერ ცხოვრების ფასი,მაგრამ ვიცით როგორ გავუფრთხილდეთ ჩვენთვის საინტერესო და ძვირფას წუთებს.ამიერიდან დრო არ უნდა დაგვენანოს,მხოლოდ იმიტომ რომ ერთმანეთს მოვეფეროთ და ერთმანეთი ძვირფასი სიტყვებით ავავსოთ,მოდი დავამახსოვროთ ყველას ჩვენი სიყვარული.მაშინ,როცა გვგონია რომ სამყაროს ძინავს.მაშინ,როცა ნიავიც კი არ იძვრის მხოლოდ ჩვენ გვღვიძავს და ჩვენი გულები კვეთავენ ერთმანეთისაკენ სავალ ბილიკებს.ნუ მიცქერ ასეთი გაოცებული,გიკვირს რადგან ჯერ როგორც ვხედავ ვერ მიხვდი ჩემი სიტყვების მთავარი მიზეზი რა არის. -ვახო კარგად ხარ? -კარგად ვარ და ჩემი მიზანია,ჩვენი ცხოვრების ჯადოსნური და დაუვიწყარი პეიზაჟები ერთად აღმოვაჩინოთ ჩვენს სამყაროში.გავიღვიძოთ ერთად,ვიფიქროთ ერთად და ვისუნთქოთ ერთად,ერთმანეთის გულის ხმასაც მოვუსმინოთ.მართა მიყვარხარ და მინდა სულ ერთად ვიყოთ.მართა გაოცებული იჯდა და ნელა-ნელა გაანალიზა ვახოს ნათქვამი,გაეღიმა 32-ე კბილი გამოაჩინა და თვალები ისე გაუნათდა თითქოს ჩირაღდნები აანთო ვიღაცამ იმ ორ შავ წერტილში. -ამჟამად მართლა ვერ ვიფიქრებდი შენგან ასეთ შემოთავაზებაზე,ბედნიერების არანაირი გრძნობა არ გამაჩნია,მაგრამ მაინც მინდა გითხრა,რომ ამ წამებში მე ჩემი ცხოვრების უმცირეს დეტალში,წამზე ნაკლებ დროში ვგრძნობ საოცარ სიხარულს,აღტაცებას გავს ეს ყველაფერი და აღმაფრენას,ერთბაშად რომ მომეზღვავა უთვალავი დადებითი ემოცია.ჩემს წინ მუხლზე ხარ დამდგარი და შენი მომღიმარი თვალები მეუბნება,თუ რაოდენ დიდია შენში ეს გრძნობა.შენ ხარ ბედნიერი ამ წამს და მეც მაბედნიერებ, ამიტომ.......... -ამიტომ................ -ამიტომ მეც თანახმა ვარ მივიღო შენი შემოთავაზება ჩემო უხეშო,უტაქტო და ჩემო მანიაკო.გიორგი ვახოს კაბინეტთად იდგა და იღიმოდა,ბექამ შორიდან შეამჩნია მომღიმარი გიორგი და ჩუმად მიუახლოვდა,ჯერ უცქირა შორი ახლოდან და შემდეგ გაოცებულმა უთხრა. -რა მოხდა,რატომ იღიმი მარტო იდიოტივით თუ დავიჯერო ახლა სწავლობ ღიმილს? -დღეს ალექსანდრეს რეაქციას ვნახავ,რომ გაიგებს ვახომ როგორ ოსტატურად აართვა ქალიშვილი და სულ მალე კი შენ გნახავ იგივე მდგომარეობაში. -რაააა? ვახომ მართა წაგვართვა? -წაგვართვა,წაგვართვა და ისევ ვაკანსია უნდა გამოვაკრათ. -გეფიცები გასათხოვარ გოგოს აღარ ავიყვან აქ სამუშაოდ,დავიღალე მერამდენე გოგო წაგვართვეს უკვე. -შენ ხომ მიიღე შენი იდიოტო,ისე უნდა სხვასაც შექმნას წყნარი და მშვიდი ბუდე. -დაურეკე ალექსანდრეს იცის უკვე? -ჯერ ბავშვებთან შევალ და გავიგებ რას აპირებენ. -მოიცადე არ შეხვიდე,ახლავეს მოვალ.ბექა გაიქცა და გულამოვარდნილი დაბრუნდა ხელში შამპანიურის ბოთლით და ჭიქებით,გიორგიმ კარი შეაღო და ღიმილით მიუახლოვდა ერთმანეთზე ჩახუტებულ წყვილს. -ბჟღარტებო,დაგეცადათ ცოტა აცივდებოდა.უთხრა ბექამ ბავშვებს და გაეცინათ. -შემოვედით რომ დაგლოცოთ.უთხრა გიორგიმ ღიმილით და ბექამ შამპანიურიც გახსნა. -აბა დაგლოცავთ მოჟღურტულე მტრედებო,იღუღუნეთ და მალე პატარა მტრედებიც ააღუღუნეთ,ჭერიც ააგუგუნეთ და სულ სიხარულით,სიყვარულით სავსე იცხოვრეთ.ორივეს გადახედა ბექამ და ჭიქა სულმოუთქმელად დაცალა. -ვახო და მართა გახსოვდეთ,რომ თქვენი ცხოვრების კარი ყოველთვის ღიაა ახალი ოცნებებისთვის,ახალი შესაძლებლობებისთვის და უამრავი ბედნიერი წუთებისთვის,ასევე ტკივილიც არის ამ დიდ გზაზე რომელსაც უნდა გაუძლოთ.ზოგჯერ ადამიანები ბედნიერებას საკუთარ თავისგან შორს ეძებენ და ფიქრობენ თუ მათ კარგი,დიდი და კომფორტული სახლი ექნებათ მხოლოდ მაშინ იქნებიან ისინი ბედნიერები,მაგრამ ვინც ასე ფიქრობს ძალიან სცდებიან ისინი.რაც არ უნდა შეეცადო,შენ სამყაროს ვერ შეცვლი შვილო,მაგრამ შეცვლი მცირედს, გაინტერესებს რას? უმეტესი დრო დაუთმე საყვარელ ადამიანს,შენს სიყვარულს.დრო მოვიდა,რომ ბედნიერებისაკენ მიმავალ გზის სათავეში დადექი და ამ გზაზე მშვიდად,აუჩქარებლად და დაკვირვებულად უნდა იარო.სიცოცხლე საჩუქარია ისიამოვნე,დააფასე და გიყვარდეს იგი.სიცოცხლის ყოველი წამი დააფასე,რადგან არცერთი წამი აღარ განმეორდება,დღევანდელი დღეც წარსულის ფურცელზე დარჩება დაწერილი,გადავშლით ფურცელს და უკვე ახალი დღეა ახალი იმედებით,ახალი იდეებით და სიცოცხლით სავსე.რომ დაიღალო,უბრალოდ ადექი ნიავს შუბლი შეუშვირე და შეიგრძენი ის.დღეიდან შენ არა მარტო შენს თავზე ხარ პასუხისმგებელი,შენს გვერდით რომ თვალებ ანთებული ქალი დგას, შენ აი ამ ქალის ცხოვრებაც და სიცოცხლეც შენს კაცობაზეა.შენ,მხოლოდ შენ შეგიძლია მოუტანო შენს თავსაც და მასაც წარმატებაც და წარუმატებლობაც,ბედნიერება თუ უბედურება.შენ ხარ დღევანდელი დღის და ამიერიდან ყოველი ლამაზი დღის არქიტექტორი,მე ვამაყობ შენი გადაწყვეტილებით.გილოცავთ შვილებო და რა მაინტერესებს,პასპორტები თანვე გაქვთ? -კი,აქ გვაქვს.უთხრა ვახომ გიორგის. -მოდი აქედან პირდაპირ აეროპორტში წავიდეთ. -სად გვიშვებ ნათლი.სახე გაუნათდა ვახოს. -ლონდონში,იქედან დაბრუნდებით და ქორწილიც იქნება. -დედიკო და მამიკო გაბრაზდებიან.თქვა მართამ. -ნუ ნერვიულობ მათზე,ჩვენ რას ვაკეთებთ არ მივცემთ გაბრაზებისთვის დრო დახარჯოს.უთხრა ბექამ მართას. -მათზე ნუ ნერვიულობ,ისინი კარგად იქნებიან აი კლოუნი ისე გაართობს ორივეს რომ სულ დაავიწყებს თქვენს თავს.გაეცინა გიორგის და ბექას დაბღვერილ გამოხედვას ყურადღებაც არ მიაქცია,რადგან ანდრეას დაურეკა და ახალი ინფორმაცია გადასცა,მაგრამ გააფრთხილა კიდეც რომ ეს მარიამისათვის სიურპრიზი ყოფილიყო.ნაცნობების და მეგობრების დახმარებით გიორგიმ როგორც იქნა იშოვა ორი ბილეთი და ვახოს სიცილით უთხრა. -ანდრეა დაგხვდებათ,მარიამმა არაფერი არ იცის და დარწმუნებული ვარ იქ უჟმურთა მეფეს რომ დაინახავს გაოცდება,მაგრამ ძალიანაც გაუხარდება. -მომენატრა ჩემი ნერების კიბორჩხალა.თქვა ვახომ და ორივეს გადაეხვია. -ჩემი ძმები ხართ,მეგობრები და არა ბიძიები.ლუკა გაბრაზდება,მაგრამ ვიცი შემომირიგდება რადგან ის უნდა იყოს მეჯვარე. -სხვაგვარად ვერც წარმოვიდგენდი.თქვა ბექამ -გაგიბრაზდები კი არა წელში უნდა გადაგამტვრიო,მაგრამ რა ვუყო მართას პარალიზებულ ქმარს ხომ არ უყურებს ცხოვრების ბოლომდე.იდიოტო,რატომ არ მითხარი რას აპირებდი. -ვერ ვიჯერებ,არ მჯერა რომ შენ არაფერი არ იცოდი.უთხრა გაოცებულმა გიორგიმ ლუკას. -არა,რომ აწვალებდა ვიცოდი მაგრამ ასე უცებ თუ დაქორწინებას გადაწყვეტდა ეს არ ვიცოდი. -დაგვიანებულია შვილო შენი სიბრაზე და ახლა მეტი პოზიტივი უჩვენე შენს მეგობარს და მიულოცე ბედნიერება.უთხრა ბექამ შვილს და თვალი ჩაუკრა. -თქვენც მაგრები ხართ,დაგერეკათ რა მოხდებოდა.შეუღრინა ბექას ლუკამ და ისევ ვახოს შეხედა დაბღვერილმა,მაგრამ გაეცინა და მეგობარს,ძმას და სულის მესაიდუმლეს გადაეხვია.უკვე აფრენის დრო იყო და გიორგი არსად არ ჩანდა,ვახომ დაინახა რომ გიორგი მორბოდა და ლუკას შორიდანვე დაუყვირა. -გაყევი შენც ამათ,ყველა ერთად იქნებით და ყველა ერთად დაბრუნდებით საქორწილოდ. -ეს როგორ მოახერხე ასე უცებ.გაუკვირდა ბექას. -ყველა ადამიანში ცხოვრობს პესიმისტი და ოპტიმისტი,მთავარია არცერთი ზღვარს არ უნდა გადავიდეს და ყველგან უნდა გყავდეს შენი ფავორიტი,ამიტომ საქმესაც უხმოდ და უპრობლემოდ მოაგვარებ.ვიფიქრე ცოტა ხნით დავისვენებთ თორემ ლუკა თუ აქ მარტო დარჩა,ჩემი თავი ჯანდაბას თქვენ ორივე ცოლს და ქმარს საგიჟეთი არ აგცდებათ და ხომ მხედავ თქვენზე როგორ ვზრუნავ. -აუ რა მაგარი კაცი ხარ შენ ალექსანდრესთან რომ არ დამტივე მარტო,ავცდი მის ჯუჯღურს.გაეცინა ლუკას და გიორგის თვალი ჩაუკრა. -აბა ჩვენც წავალთ და ალექსანდრეს მოვინახულებთ. -მამა ჯერ კარგად ჭამეთ და მერე შეაპარეთ ნელა ნელა,თორემ მისვლისთანავე რომ უთხრათ შესაძლებელია მშიერები გამოგაგდოთ რესტორნიდან და სირცხვილია.თქვა ლუკამ და გულიანად გადაიხარხა,გიორგიმ და ბექამ ერთმანეთს შეხედეს და ლუკას სიცილს თავადაც აყვნენ.გაფრინდნენ,მართამ აფრენამდე მოასწრო და მამას შეტყობინება გაუგზავნა. -,,მაპატიე მა,ძალიან მიყვარხარ''.ალექსანდრემ შეტყობინება წაიკითხა და გაოცებულნა მართას ნომერზე გადარეკა,მაგრამ მართა ამ დროს ჩაფიქრებული იჯდა ვახოს გვერდით და ლონდნისკენ მიმავალი თვითმფრინავი ღრუბლებში მიიკვლევდა გზას.ალექსი ტელეფონს ზემოდან დაჰყურებდა და რესტორანში შესული გიორგი და ბექა არც კი შეუმჩნევია,გაბრაზებულმა მანქანის გასაღებს დაავო ხელი და გარეთ უნდა გასულიყო უკვე,რომ ბექამ მკლავში წაავლო ხელი და შეეკითხა. -სად მიდიხარ ასეთი სახით,რა გჭირს.ალექსანდრეს გულზე მოეშვა მეგობრებს რომ შეხედა და მათთან ერთად მივიდა მაგიდასთან,დასხდნენ და შუბლზე ოფლის მსხვილი წერტილები აჩნდა. -არ ვიცი რა ხდება,მართამ პატიება მთხოვა და ნომერი კი გათიშული აქვს. -მართა კარგად არის,არ ატეხო ახლა ერთი ამბავი და ხალხი არ შეაშინო.უთხრა გიორგიმ. -რა მოხდა,რატომ მაფრთხილებთ. -ახლა შესაძლებელია გაბრაზდე,მაგრამ შვილიშვილს რომ ჩაიგორებ შენს საწოლში გგონია დაგაცლის მასთან ნებივრობას შენი საგიჟეთი სამეგობრო? ალექსანდრემ სათითაოდ შეათვალიერა მეგობრები და მათ უთხრა. -რამე იცით და შორიდან მივლით? პირდაპირ მითხარით ნუ მაწვალებთ გული მაქვს ცუდად. -აქ გადაიხდი ქორწილს ალბად,კარგია ჩვენც არ ვიბოდიალებთ უცხო ადგილებში. -ბექა ნუ თამაშობ ჩემს ნერვებზე თორემ ნიყვივით წაგაცილებ თავს. -ხოდა სიძე-ქალიშვილი არ დაგელაპარაკება საყვარელი ძია მოგვიკალიო. -სიძე-ქალიშვილი? რას გულისხმობს გიორგი ეს ავადმყოფი. -იმას გულისხმობს,რომ მოსალოცად მოვედით ძმაო.შენი შვილები უკვე ჰაერში არიან და ილოცე მშვიდობით ჩაფრინდნენ დანიშნულების ადგილზე. -ვახომ? ვახომ წაიყვანა ჩემი მართა? -ვახომ აგართვა ოსტატურად ქალიშვილი და არ თქვა უკეთესი მინდოდა ჩემი შვილისთვისო თორემ ამ მაგიდას თავზე გადაგამტროვ.ალექსანდრემ ხელები გაშალა და თქვა. -როგორ ვინერვიულე,ჯერ კარგად არ მაქვს გააზრებული რომ მამა ვარ და სულ რაღაც ერთ წელიწადში ბაბუაც გავხდები.ალიკამ იცის? -არა,არ იცის დავურეკოთ და აქ მოვიყვანოთ.ალექსანდრემ ტელეფონი ამოიღო და ალიკას ნომერზე დარეკა. -არ უთხრა ჯერ არაფერი,აქ მოვიდნენ და აქ ვუთხრათ ერთად.უთხრა ბექამ. -კარგი,თქვენ სხვებს დაურეკეთ აქ მოვიდნენ უკლებლივ.ყველას ერთი ტექსტი გაუგზავნეს ,,სასწრაფოდ ვიკრიბებით ყველა ალექსანდრეს რესტორანში,აქ მოდით''.გიორგიმ კი ანას სთხოვა მასთან მისულიყო და ლილიანა წამოეყვანა,რა თქმა უნდა ანას უთხრა მიზეზი რატომ იკრიბებოდნენ და სიხარულით წავიდა გიორგის სახლისაკენ,მაგრამ უკვე სახლთან მისული უცნაურ შემთხვევას გადაეყარა.სახლთან ახლოს ორი მონაზონი იდგა და ერთი მათგანი ძალიან სევდიანად უცქერდა სახლს.ეცნო,ძალიან ეცნო ის თვალები,ის სახე,ეს სევდანარევი გამოხედვა მაგრამ არ უნდოდა დაეჯერებინა.ეს თვალები იმდენად ახლობელი იყო მისთვის ცრემლი მოერია და ვეღარ გააგრძელა გზა,გაჩერდა გადმოვიდა და სადაც მონაზონი იდგა იქით აიღო გეზი,მაგრამ მან შეხედა თუ არა ანას სასწრაფოდ გაეცალა იმ ადგილს.მისდია ანამ მაგრამ ვერ დაეწია,გაებნა და ვერ შეძლო მისი ახლოს ნახვა.ლილიანასთან დაბრუნდა და მოჩვენებით ღიმილით მიესალმა. -მოემზადე,მივდივართ დღეს ალექსანდრეს რესტორანში ვიკრიბებით. -რას ვზეიმობთ ყველა ერთად,რომელიმეს დაბადების დღე არის? -ვახომ ქალიშვილი წაართვა ალექსანდრეს და ქორწილისთვის დაბრუნდებიან,დღეს მხოლოდ ჩვენ ვართ და ქორწილისთვის ალბად მოგვიანებით დაიწყებს მზადებას. -თუ მომანდობს საოცარ,ზღაპრულ ქორწილს გავუკეთებ ბავშვებს. -როგორ,იცი ეს ყველაფერი? -დიზაინერი ვარ ანა და ერთ დროს ჩემი კომპანიაც მქონდა,მაგრამ ჩემმა დეპრესიამ და ცხოვრებისგან გამოთიშვამ ყველაფერი წამართვა და გაქრა. -შანსი გაქვს ლილიანა ყველაფერი თავიდან დაიწყო და დაიწყებ კიდეც,მე სულ სხვა რამ მანერვიულებს. -რა,შემიძლია დაგეხმარო? -ჯერ არა,ჯერ უნდა დავრწმუნდე. -ანა შემიძლია საიდუმლოს შენახვა. -დარწმუნებული ხარ? -სავსებით,მითხარი რამ აგანერვიულა. -ლილიანა როცა გადიხარ სახლიდან,დაკვირვებულხარ და შეგიმჩნევია სახლთან ახლოს მდგარი მონაზონი? -კი,ყოველ დღე ამ გზაზე დადის და სახლს უცნაურად უცქერის.ერთი გაფიქრება ისიც კი გავიფიქრე დიდი მოგონებები აქვს ამ სახლთანთქო,რადგან მის მზერაში დავინახე ძალიან დიდი ტკივილი. -შეგიძლია სურათი გადაუღო შეუმჩნრვლად თუ კიდევ შეამჩნევ? -რა ხდება,ანა ის ქალი შენი ნაცნობია? იცი,თითქოს იმ ქალის თვალებს მივამსგავსე მისი თვალები გიორგის საწოლთან ფოტო რომ უდევს,მაგრამ იქ სიცოცხლით და ბედნიერებით არის სავსე,აქ კი ჩამქრალია მისი თვალები და ტკივილით სავსე. -ღმერთო, გავგიჟდები ეს ხომ შეუძლებელია.ჩაილაპარაკა ანამ და წყალი მოსვა,თავად იჯდა და ფიქრობდა ლილიანას მომზადებაში,შემდეგ კი ერთად გავიდნენ სახლიდან.რესტორანში მისულს ბექამ შეამჩნია ანას უხასიათობა და გვერძე გაიყვანა. -რა ხდება,ანა რა სახე გაქვს. -არაფერი,რაღაც უხასიათოდ ვარ. -მეც ვხედავ რომ უხასიათოდ ხარ და შეგეკითხე რატომ,ავად ხარ? -ბექა მომეცი პირობა,რომ რასაც ახლა გეტყვი ჯერ-ჯერობით გიორგის არაფერს არ ეტყვი. -რაღაც მოხდა,გოგი ძიას შეემთხვა რამე? -არა,არა გოგი ძალიან კარგად არის. -მარიამს? -არც მარიამს მაგრამ ახლოს ხარ. -მითხარი ანა რა გჭირს,სერიოზულად მაშინებ უკვე.ანამ ყველაფერი უამბო ბექას თავისი ეჭვების შესახებ,ლილიანას ნათქვამიც დაამატა და ბექამ უთხრა ჩქარა და ჩუმად,რომ შეხედა გიორგი მოდიოდა მათკენ. -არავის არაფერი არ უთხრა,სახლში ვისაუბროთ მაგ თემაზე მეც მაქვს რაღაც სათქმელი. -ესე იგი ის მარიამი იყო,არ მომჩვენებია. -რა არ მოგჩვენებია გველთევზა,რა სახე გაქვს.ბექამ დაბღვერილმა შეხედა ანას და მკაცრად უთხრა. -ან დაიჯერებ რომ არავისთვის არ შემიხედავს,ან ამ წუთში ადგები და წახვალ სახლში. -რა მოგივიდათ,რა გეტაკათ.გიორგიმ გაოცებულ ანას შეხედა და შემდეგ ბექას უთხრა. -ეჭვიანობის სცენები სახლში გაარჩიეთ,აქ ხალხი გიყურებთ და თუ შეამჩნიეთ ყველა თქვენ მოგჩერებიათ.ბექამ ორივე მიატოვა და ანას თვალი ჩაუკრა,გიორგიმ კი ანას ხელი მოხვია და გულზე მიიკრა.ანამ ვეღარ გაუძლო გიორგის მკერდიდან წამოსულ სითბოს და გულამომჯდარი ატირდა. -რა გჭირს ანა შენ რაღაც გაწუხებს,რაღაც ისეთი რისი თქმაც ჯერ არ გინდა.ან რაღაცამ შემოგიტია,რატომ შეგეცვალა ხასიათი ან შემთხვევით ორსულად ხომ არ ხარ? -გაგიჟდი გიორგი? რა დროს ჩემი ბავშვია ლუკა ხომ ჩააკლავს საწოლში. -მასე გგონია? იცი ლუკას როგორ გაახარებ? -არა გიორგი სადაცაა ლუკა დაქორწინდება და თოთო ბავშვით დავხვდე რძალს? -მაშინ ნუ ეჭვიანობ და ნუ ეჯუჯღურები ბექას,შენ არც კი იცი მას როგორ ძალიან უყვარხარ.ყველაფერი გაქვს სრული ბედნიერებისთვის,შენ კი ჯერ კიდევ რამდენი გაქვს სასწავლი.ვიცი რთულია ცხოვრება,აღარც ჩვენ აღარ ვართ ბავშვები უკვე ასაკში ვართ და რაც უფრო ვიჭრებით ცხოვრების ფერხულში, მით უფრო რთულდება ყველაფერი.მაგრამ სწორედ განვლილი მძიმე და რთული წუთებით ვიზრდებით და ვითარდებით.მხოლოდ ის წუთები რად გიღირს,როცა თვალს ახელ და შენს გვერდით შენს საყვარელ ადამიანს ხედავ.ნუ ღიზინებ ანა დროს ვერ დააბრუნებ უკან,ვერც წინ გაუსწრებ და გამოიყენე შენი ცხოვრების ყოველი დღე,ყოველი წუთი,საათი და აჩუქე უფრო მეტი სიყვარული შენს საყვარელ ადამიანს. -ბექა რა ჭირს ანას.შეეკითხა ალექსანდრემ და ალიკამ. -გაუბერა მისებურად,დიდი ხანია არ გაუბერია და შემოაწვა წუთები სიგიჟის. უთხრა ბექამ ბიჭებს სიცილით და ისინიც გააცინა,თუმცა ძალიან კარგად იცოდა ბექამ რა აწუხებდა ანას მაგრამ ჯერ არაფლის თქმა არ შეეძლო.გიორგიმ ხელგადახვეული მოიყვანა ანა მეგობრებთან და ბექას შეუბღვირა. -დღეს აქ არაფერს არ ეტყვი,სახლში რაც გინდა ის უთხარი ამას ვერცერთი ჩვენთაგანი ვერ გავიგონებთ. -დაჯექი თავზე რომ დამადექი გადავყლაპო ლუკმა,ნუ გამაჩხირეთ ყელში ორივემ,შენ შენი მუქარით და მან მისი გამოხედვით. -შეცვალეთ თემა,სენსაცია მოხდა გაიგეთ? თქვა გელამ და მეგობრებს შეხედა. -რა მოხდა თქვი აბა,შენ ხარ ჩვენი ცნობათა ბიურო.თქვა ლაშამ და ყველას გაეცინა. -რუსეთში 30 წლის დაკარგული ქმარი ისე დაუბრუნდა მეუღლეს თითქოს სამოგზაუროდ იყო წასული და რამოდენიმე თვის შემდეგ მოგზაურობით დაღლილი და თან კმაყოფილი დაუბრუნდა ოჯახს.ანამ და ბექამ ერთმანეთს შეხედეს და გიორგიმ თქვა. -რომ ვიცოდე,რომ ერთ დღეს ჩემი მარიამი დამიბრუნდებოდეს ხმას არ ამოვიღებ,შოკში ჩავარდები და ალბად შოკისგან ვერც ვიტყვი ვერაფერს. -ეს შეუძლებელია გიორგი მაგრამ რომ მოხდეს სასწაული და მარიამი დაგვიბრუბდა,მართლა არაფერს არ იტყვი? არც ახსნას არ მოსთხოვ ამდენი წელი სად იყო,რატომ გაუჩინარდა ან ჩვენ ვინ დავასაფლავეთ იქ ვის დავტირივართ.თქვა ბექამ სერიოზულად რაზედაც ყველა დააფირდა. -არ გავჩუმდები იმიტომ რომ სათქმელი არაფერი არ მექნება,მხოლოდ იმიტომ გავჩუმდები,რომ არ ვიცი საიდან დავიწყო შეკითხვა.ამ ბოლო დროს კი უცნაური შეგრძნება მაქვს და ალბად იტყვით გაგიჟდაო.შემეშინდება,იცით რატომ? რომ არ გაქრეს.არ ვიცი ეს რატომ უნდა გაეკეთებინა,მაგრამ ვფიქრობ რომ ეს ძალიან სერიოზული თემაა და ახსნაც სერიოზული ექნება თავისთავად.შენ იკითხე იქ ვინ მარხია,ვინ დავასაფლავეთო?იქ 25 წლის წინ ჩემი ბედნიერება დავასაფლავე ბექა მარიამთან ერთად და არც ვეძებ მას.თუ კი გამოჩნდა და ის დაბრუნდა,აი მაშინ ვიკითხავ ვინ წევს იქ,ვისი სხეული გადმოგვცეს და ვის დავტირი მთელი ეს წლებია.ცხოვრება ასპარეზია სადაც სულით გაუტეხელნი იმარჯვებენ,მე სანამ სული მიდგას იმ ბედნიერებას ვცემ პატივს რომელიც ჩემს გვერდით აღარ არის.მე ამით ჩემს ნაკვალევს დავტოვებ,ჩემს მერე კი ჩემი შვილი და შვილიშვილი გააგრძელებს.ამიტომ სანამ შემიძლია გავყვები უტერფულ გზას შეუპოვრად იმ ჰორიზონტისაკენ სადაც ჩემი გულის მალამო მელოდება,მჯერა მივაღწევ იმ მწვერვალამდე. ეძებეთ ბედნიერება თქვენში და არა სხვაგან,გახსოვდეთ დრო არავის ელოდება და მეტ დროს ვუთმობთ ბედნიერების ძებნას იქ სადაც არ არის.ისიამოვნეთ თქვენით მოპოვრებული ბედნიერებით და გახსოვდეთ,რომ სწორედ ახლაა,ამ წამს თქვენი ბედნიერების დრო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.