შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.მეორე ნაწილი თავი 7.


10-09-2018, 04:14
ავტორი zia-maria
ნანახია 2 988

დასრულდა სიგიჟის წლები და თითქოს ახლიდან უნდა შეიცნო ახალი და შეუცნობელი სამყარო,თავად ამბობს რომ დასრულდა,მაგრამ დასრულდა კი? არა,არ დასრულებულა მხოლოდ ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო.დაღვინდა,ჩამოყალიბდა და ახლა ეძებს საკუთარ თავთან სრულ ჰარმონიას,სიმშვიდეს და ცხოვრებისეულ ქაოსს.
-რომ შემეკითხოს ვინმემ,თუ რა არის ჩემთვის ბედნიერება,იცით რას ვეტვი?
-რას? მიუბრუნდა ვახო კარებში მდგარ კობას.
-დაღლილ და დაქანცულს სახლში შესულს სიჩუმე და სიწყნარე რომ დამხვდება,თუნდაც რამოდენიმე საათით.აი ეს იქნება ჩემი პასუხი.თქვა კობამ და გადახედა ანდრეას,ვახოს და ლუკას რომლებიც იდგნენ და რაღაცას ანიშნებდნენ,მაგრამ ვერ მიხვდა და მის უკამ მდგარმა მარიამმა რომელიც ფეხ და ფეხ მოყვა კობას სახლში უთხრა.
-ესე იგი,უჩემობა გაბედნიერებს შენ ყმაწვილო?
-როგორ გაიგონე რაც ვთქვი,ყურები სახლში დაგრჩა? უთხრა კობამ და სხვების გულიანი სიცილიც მოყვა მის სიტყვებს.მარიამმა კი შეუბღვირა და სამზარეულოში გავიდა მართასთან ერთად.
-ვახშამი ხომ გინდათ მიირთვათ,პური რატომ არ იყიდეთ დღეს? ყველამ ერთმანეთს გადახედა დასჯილი ბავშვივით.
-კომბლე შენ წახვალ პურზე,თუ გინდა წყენა დავივიწყო და ვახშამიც მიირთვა.
-ვის ხელში ვარ დედიკონა,რომ იცოდე როგორ მაშანტაჟებს ეს სატანა ერთი წუთით არ გამაჩერებდი მის გვერდით.ხელები ასწია მაღლა და სახლიდან გავიდა თან მარიამს ისეთი თვალებით შეხედა ეგონა შეიცოდებდა,მაგრამ კარებისკენ რომ მიუთითა სიტყვაც აღარ შეუბრუნა,რადგან იცოდა გადაწყვეტილებას მარიამი არ შეცვლიდა.კობამ ქუჩაში გავიდა და ფეხით დაუყვა ვიწრო ქუჩას,უეცრად ქართული სიმღერა მოესმა და გაჩერდა,ყური დაუგდო და ხმა საიდანაც მოდიოდა იქით წავიდა,ფეხაკრებით მიუახლოვდა და შეხედა მუხლებზე დამხობილ გოგონას შავებში გამოწყობილს და მის ხმაში თანდათან ტირილიც შეერია,ძალიან ახლოს მივიდა,მაგრამ გოგონა წამოდგა და მხრებში მოხრილი,მკლავებ ჩამოყრილი დაუყვა ქუჩას.კობამ არ მიატოვა და უკან გაყვა,გოგონამ იარა-იარა და ერთ-ერთი მაღალ სართულიან ბინასთან მივიდა,მაღლა აიხედა ბინას შეხედა და სულ ბოლო სართულზე ავიდა,იქედან კი ზემოთ სახურავზე მოექცა და სულ კიდეში მივიდა ჯერ გადაიხედა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია,იქვე ჩაჯდა და ხმით ატირდა.ცრემლი მოიწმინდა,ადგა და კიდეში მივიდა ხელები გაშალა და ათვლა დაიწყო,კობამ არც დაფიქრდა მივიდა წელზე ხელები შემოხვია და გოგონა მისივე სხეულზე აიკრა.
-არ გინდა,ნუ გააკეთებ.რატომ გინდა შენი ცხოვრება შენვე შეწყვიტო.არა,ვერ შეწყვიტავ მას რადგან ის უფალმა გაჩუქა და მან უნდა გადაწყვიტის როდის უნდა შეწყდეს შენი სუნთქვა.
-ხელი გამიშვი,ვინ ხარ რომ დამიშალო ის რაც მინდა გავაკეთო.მომბეზრდა,ცხოვრება მომბეზრდა ახლა გამოსავალი ჩემთვის მხოლოდ ეს არის.
-გამოსავალი ყოველთვის არსებობს,მთავარი კი დაფიქრებაა.ნუ გგონია გამოსავალს შენს სიკვდილში იპოვი,გამოსავალი ის არ არის რასაც ჩვენ ვერ ვგებულობთ,გამოსავალის ძიებაში თვითმკვლრელობით ნუ ვანაცვალებთ.არის წუთები როცა სისხლი იყინება და აღარ მოძრაობს,გგონია შეწყდა სიცოცხლე მაგრამ არა, ეს შენ არა,უფალს უნდა მივანდოთ რადგან ჩვენ ხომ უფლის შვილები ვართ.
-ხანდახან იკარგები,მიდიხარ და სად მიდიხარ თავადაც არ იცი.მხოლოდ ის იცი,რომ გინდა გაექცე ყველას და ყველაფერს.
-არ ვიცი რა გქვია,არც ის ვიცი ვინ ხარ მაგრამ ქართველები ვართ და მე მზად ვარ მოგისმინო.
-არ არის სასიამოვნო მოსასმენი ის ისტორია რომელიც მხოლოდ ჭრილობებს და ტკივილს ტოვებს.
-არა უშავს,მე მოგისმენ და ერთად ვიმსჯელოთ ბოლოს რა გავაკეთოთ.
-არ მინდა უცნობს მოგიყვე ისეთი რამ,რაც არ მოგეწონება და ვფიქრობ ისედაც არასწორია.
-მოდი ამას მე თავად გადავწყვიტავ,ჯერ მოგისმენ და ჩავწვდები მის სიღრმეში ისტორიის აზრს,შემდეგ კი ერთად გადავწყვიტოთ.
-მოდი ყველაფერი ისე დარჩეს როგორც არის,ნუ ჩამეძიები.
-მართალი ხარ მე ვინ ვარ რომ ჩაგეძიო და სიმართლე მითხრა,მაგრამ ადამიანი ვარ და შესაძლებელია დაგეხმარო,ერთად ვიპოვოთ გამოსავალი.თუ არაფლის თქმას აპირებ ბოდიშს გიხდი,რომ შემოგეჭერი,მაგრამ არ შემეძლო მიმეტოვებინე ქუჩაში ასეთ მდგომარეობაში.
-ბოდიში არ არის საჭირო,ზოგჯერ ისეთი წუთები დაგვიდგება რომ გვიჭირს თავი გავაკონტროლოთ და რასაც გავიფიქრებთ იმას ვაკეთებთ.
-სწორედ ეს წუთებია ზოგჯერ,რომ ცვლის ჩვენს ცხოვრებას.ჩაილაპარაკა კობამ და მისმა ტელეფონმაც დარეკა,სწორედ მაშინ გაახსენდა რისთვის იყო გამოსული სახლიდან.
-გისმენ ლუკა.
-სად ხარ,რა ხმა გაქვს კობა კარგად ხარ?
-კი,კი კარგად ვარ ცოტა დამაგვიანდება უცნაურ შემთქვცევას შევეყარე და რომ დავბრუნდები აგიხნით.
-რა მოხდა,სად ხარ მოვალ ახლავეს.
-ძნელია ტელეფონით ვერ აგიხსნი,მალე მოვალ აიტანეთ პური სახლში და ნუ დამელოდებით მე.ტელეფონი გათიშა და ისევ გოგონას მიუახლოვდა,გოგონამ შეხედა გაუღიმა და უთხრა.
-გეძებენ,წადი მეგობრები გყავს და იქნებ.............
-მეგობრები მყავს და ,,იქნებ კიდევ-ში'' რაც გაიფიქრე არავინი არ არის ისეთი რომ ინერვიულოს ჩემი სახლში დაგვიანება.ისე ამდენი ხანია ვლაპარაკობთ და სახელები არ ვიცით ერთმანეთის.მე კობა მქვია,კობალოს მეძახის ჩემნი გიჟი მეგობრები.
-ივეტა,მეც ივლიტას მეძახდა ჩემი ახლო მეგობარი,მაგრამ ახლა ვეღარასოდეს დამიძახებს.
-გასაგებია,გარდაიცვალა და შენც იმიტომ ხარ ასე ცუდად.
-მე გადამეფარა,მისი უკანასკნელი სიტყვა კი ის იყო,რომ რომ თურმე ჩემი ძმა ყოფილა.მე კი ეს მისი სიკვდილის შემდეგ გავიგე,რამაც გამანადგურა.
-ეს მართლაც ძალიან ცუდია.კობამ ხელი მოხვია მხრებზე ივეტას და მისი თავი მის მხარზე დაადებინა,ასე ისხდნენ თითქმის დილამდე ლუკა და სხვები კი ძალიან ნერვიულობდნენ.კობამ ნელა ნელა ჩამოიყვანა მაღალი სართულიდან ივეტა ტაქსი გააჩერა და ბინაში მიიყვანა სადაც გაოცებული და შეშინებული ისხდნენ მისი მეგობრები.კარების ხმა გაიგონეს თუ არა,ყველა ფეხზე წამოდგა და ლუკა ისე იყო აკრეფილი ალბად ხელით შეეხებოდა კობას,მაგრამ კობამ თითით ანიშნა რომ ზედმეტი კითხვებისგან თავი შეეკავებინათ,მარიამს და მართას კი თხოვნით მიმართა.
-შეიყვანეთ სააბაზანოში თავს მოიწესრიგებს და რამე მიეცით რომ გამოიცვალოს,არაფერი შეეკითხოთ ძალიან მძიმე დღე ჰქონდა.მარიამმა დაუქნია თავი და ივეტა სააბაზანოში შეიყვანა,მართამ კი გამოსაცვლელი მიუტანა,ორივე კარებთან იდგა და ერთი სული ჰქონდათ გაეგოთ ვინ იყო ეს გოგონა ან რა სჭირდა მას,კობამ ბიჭებს უამბო რაც იცოდა და ვახომ უთხრა.
-კარგია აქ რომ მოიყვანე,იქნებ შევძლოთ მისი დახმარება.ივეტა მისაღებში გამოვიდა,დაღლილი სახით დაჯდა და სათითაოდ მოავლო თვალი ყველას.
-შემოგეჭერით და საღამო ჩაგიმწარეთ,აგაფორიაქეთ.
-ახლა დაწყნარდი,დაისვენე და თუ სურვილი გექნება შემდეგ ვისაუბროთ.უთხრა მშვიდად ლუკამ.ივეტამ ამოიღვნეშა და დაიწყო ყოველგვარი თხოვნის და ძალდატანების გარეშე.
-ძალიან უბრალო და ლაღი ადამიანი იყო ჩემი ძმა,მე მას ხუთი წელია რაც ვიცნობ.ერთად ვმუშაობდით,ერთ გრუპაში ვიყავით და ყოველთვის ერთად გავდიოდით გამოძახებაზე.ის თურმე ჩვენს გაცნობამდედაც მიცნობდა,მე კი არა.
-ეს როგორ,ხომ თქვი ძმა არისო.შეეკითხა მარიამმა მორიდებულად.
-გვარი გვქონდა ერთი,რას წარმოვიდგენდი თუ ერთი სისხლის ვიყავით ერთი სხეულის ნაწილები.
-ღმერთო რა საშინელებაა.თქვა მართამ და ვახოს მიეკრა.
-სულ მანებივრებდა,იმ დღეს კი მითხრა.
-ივლიტა რომ დავბრუნდებით ოპერაციიდან შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს.გამეცინა და ვუთხარი.
-ვიფიქრებდი რომ სიყვარული უნდა ამიხსნა,მაგრამ გვარი გვაქვს ერთი და გარე ბიძაშვილები ვართ.ამიტომ გამოვრიცხავ ამ თემაზე ფიქრს და დაველოდები ოპერაციის დასრულებას.გაიცინა ისე გემრიელად როგორც იცოდა,გამომხედა და მითხრა.
-ერთი წუთით არ დავფიქრდები მარტო გვარი რომ მიშლიდეს ხელს,მაგრამ მოგვიანებით გეტყვი ივლიტა.ასე მხიარულად გავედით ოპერაციაზე და რომ გვეგონა ყველაფერი დასრულდა უმსხვერპლოდ ჩაიარა ამ მძიმე ოპერაციამ,თურმე ჯერ სად ხარ დიდი ტკივილი წინ მელოდებოდა.ღიმილით მოდიოდა ჩემსკენ ჯავშანჟილეტი გაეხადა და მოულოდნელად ღიმილი გაუქრა სახიდან და მთელი ძალით გამოიქცა,ძლიერად მკრა ხელი წავიქეცი და თავადაც დამემხო ზემოდან.ვერ გავიაზრე რა მოხდა,ავტომატების გაბმულმა ჯერმა მომიყვანა გონზე,ხელი მოვხვიე წელზე და ხელზე სისველე ვიგრძენი, მივხვდი რომ დაჭრილი იყო.ფრთხილად გადავაბრუნე და მიუხედავად დიდი ტკივილისა გამიღიმა,სახეზე ხელით მომეფერა და სუსტი ხმით მითხრა.
-ივლიტა არ შემაწყვეტინო,გთხოვ ვგრძნობ რომ დიდი დრო არ მაქვს.დიდი ხანია რომ გიცნობ,მე ბოლო კურსზე ვიყავი შენ რომ სწავლა დაიწყე.ერთხელ დედაჩემმა შეგხედა და ზიზღით შემოგხედა,მე გამიკვირდა და გულში ვფიქრობდი თუ რატომ უნდა ჰქონდა ასეთი დიდი ზიზღი უცნობი გოგონასი, ის ხომ ერთი სუსტი და ფაქიზი გოგონა არის.შემდგ კი შევეკითხე,ახსნა მოვთხოვე. შემომხედა და ზიზღით სავსე ხმით მითხრა.
-ეს ის ცოდვის შვილია,ვინც თქვენ მამის გარეშე დაგტოვათ.
-რაააააა? ილია შენ,შენ მე და შენ და-ძმა ვართ? შემომხედა,მის თვალებში უკვე ცრემლი იყო ხელზე ხელი მომიჭირა და მითხრა.
-ჩემო ივლიტა ჩემი სულის,ხორცის,სისხლის და სხეულის ნაწილი ხარ.ხო კარგად მიხვდი საყვარელო,ჩვენ და-ძმა ვართ და კიდევ გყავს ერთი ძმა,უფროსი ძმა მოძებნე და ნუ დაკარგავ მას.გავშეშდი,გავშტერდი ენა წამერთვა და ტირილნარევი ხმით ვუთხარი.
-მანაც იცის ჩემს შესახებ?
-იცის,იაგომ ყველაფერი ის იცის რაც მე ვიცოდი.
-ივლიტა და იაგო დავითაძე,ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს მხოლოდ ორნი ხართ და ნუ დაიკარგებით,თქვენ ერთმანეთს სჭირდებით.ასე საუბარში თვალები გაუშეშდა და ჩემს კალთაში დალია სული.თვალებში დამიბნელდა და გონს რომ მოვედი საავადმყოფოში ვიყავი,თავზე კი დედა მადგა გვერდით კი ილიას მსგავსი მეორე მამაკაცი იდგა,მივხვდი რომ ის იყო იაგო.
-რთული სიტუაციაა,მეც ვერ გავუძლებდი მსგავს.თქვა მარიამმა და ივეტას წვენით სავსე ჭიქა მიაწოდა.
-იაგომ ახლოს დაჯდა ჩემთან,ხელზე მომიჭირა ხელი და მითხრა.
-ივლიტა სამი წელია რაც გიცნობ,ილომ შორიდან დამანახა შენი თავი და გამაფრთხილა,რომ შენზე მეც მეზრუნა.არასოდეს არ დაგკარგავ ჩვენ ხომ ერთნი ვართ და ერთად უნდა ვიყოთ.მე კი დავპირდი დავდგებოდი თუ არა ფეხზე მასთან მივიდოდი,მივედი კიდეც მაგრამ დედამისმა ხელი არ გამარტყა თორემ რა სიტუაცია შეიქნებოდა იქ თავადაც მიხვდებით.იქედან წამოსულმა კი გადავწყვიტე ჩემი სიცოცხლეც შეწყვეტილიყო,მაგრამ კობამ ჩამიშალა ამ საშინელი გადაწყვეტილების შესრულება.
-მამა? სად არის მამა ივეტა.
-მამა,მამა არ მახსოვს ბოლოს როდის ვთქვი და რა ასაკში ვიყავი.მე არ მახსოვს მამა,არ მახსოვს მამის სითბო,არ ვიცი მამის სიყვარული მე ის არასოდეს არ მინახავს.იმ მამაკაცმა როგორც მისი ორი შვილი მიატოვა ისე მიმატოვა მეც სულ თოთო.დედამ გამზარდა,იქ საქართველოში ბაბუა მყავს რომელიც ეხმარებოდა და ეხმარება აქამდე დედას.მამაჩემმა მხოლოდ უამრავი ვალი დაგვიტოვა რომ არ დაგვიწყებოდა მისი არსებობა,ბაბუა პორტში მუშაობდა და მისი საკუთარი გემი ჰყავდა მეთევზე იყო,შეელია და გაყიდა რადგან დედას დახმარებოდა.არ უნდოდა ხალხში ვინმეს შეერცხვინა და ვალი მოეთხოვა,აი ეს არის ჩემი მოკლე ისტორია.მამა არ მყავს,მაგრამ მისმა არაკაცურმა საქცილემა მაინც შემეხო და ავტორიტეტი,ღირსება შემილახა.
-მშობლის დანაშაულზე შვილები არ ისჯებიან................
-მაგრამ მე დავისაჯე,მწარედ დავისაჯე.ილოს სულს ვფიცავარ ვიპოვი,ვერ მოვისვენებ სანამ არ ვიპოვი და ჩემი ხელით არ გავუსწორდები.
-შურისძიება,ეს ყველაზე დიდი ცოდვაა მიანდე სამარალს დაე მან დასაჯოს დამნაშავე.
-ცოდვა ისაა,რომ 30 წლის ახალგაზრდა დღეს მიწაში წევს და მისი გული მტრის ხელით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.
-ვინ იცის,შესაძლებელი იყო რომ არ გადაგფარებოდა ტვია შენ მოგხვედროდა.
-ნეტა მომხვედროდა,ნეტა მე ვიწვე ილოს მაგივრად იქ იმ ცივ სამარეში.ანდრეა ჩუმად იჯდა და მოულოდნელად ივეტას მიუბრუნდა და უთხრა.
-მოვძებნით,მე მოგეხმარები მკვლელის მოძებნაში.
-თქვენ? გაოცებულმა მიაჩერდა ივეტამ ანდრეას.
-ილია დავითაძე ჩემი უახლოესი მეგობარი იყო და მე ვალდებული ვარ ჩავერიო ამ საქმეში,დაგეხმარები მისი მკვლელის მოძებნაში.მე ვიყავი დასაფლავებაზე,ბოლო პანაშვიდზეც იქ ვიყავი და ვიცი როგორ მოგექცა დედამისი,ვიცი როგორი შეურაცყოფილი იდექი და ცრემლები არ გაძლევდა საშუალებას სიტყვა გეთქვა,ვერც ნაბიჯი გადადგი.ხელი ვინც მოგკიდა და გარეთ გამოგიყვანა,მე ვიყავი.
-თქვენ? საერთოდ არაფერი არ მახსოვს.
-ჩემს ხელებში გული წაგივიდა,მე და იაგომ წაგიყვანეთ საავადმყოფოში. შემდეგ ტელეფონმა დაგირეკა და მე ვუთხარი დედას სადაც იყავი.
-ანდრეა,შენ ანდრეა ხარ მის ფოტოებში გნახე ახლა გიცანი.
-ივეტა შენთან ერთი სათხოვარი მაქვს.
-გისმენ.ყურადღებით უსმენდა ივეტა.
-სანამ არ გეტყვი ჩემს სიახლოვეს ნუ გამოჩნდები,მხოლოდ ტელეფონით დავეკონტაქტოთ ერთმანეთს.
-ახლა რა ვქნა,როგორ მოვიქცე.
-ჯერ ჯერობით დაბრუნდი სამსახურში და წყნარად,მშვიდად იყავი.დაელოდე ჩემს ზარს,როცა საჭირო იქნები დაგირეკავ.ივეტამ ყველას მადლობა მოუხადა,ტელეფონის ნომრები ჩაიწერა დილამდე ისაუბრეს,გოგოებთანაც გამოძებნა საერთო ენა და მოეწონა მათ სიახლოვეს ყოფნა,რადგან მათგან ხომ ძალიან დიდი სითბო და სიყვარული მოდიოდა.წამოდგა,ყველას კოცნით დაემშვიდობა და წასვლისას კობამ უთხრა.
-ყურადღებით იყავი,უცხო ზარებს არ უპასუხო და გასვლისას გარემო კარგად მოათვალიერე,თუ რამეს შეამჩნევ იმ წუთში მირეკავ.ივეტამ ღიმილით დაუქნია თავი და მადლიერების ნიშნად ლოყაზე აკოცა,შემდეგ ხელი დაუქნია და ანდრეას გაყვა.ყველა ჩუმად იყო და ივეტაზე ფიქრობდა,თუ რა მძიმე დღეებია ეს დღეები მისთვის მაგრამ ღიმილისთვის ძალა მაინც აქვს.ვახომ უეცრად გადაწყვიტა ქორწილი ერთი თვით გადაეწია და გიორგის დაურეკა.
-როგორ ხარ სიძევ ბატონო.
-შენი დახმარება მჭირდება ნათლი.
-რაზე,ახლა რა მოიფიქრე.გაეცინა გიორგის.
-ვერ მოვდივართ და ქორწილი ერთი თვით უნდა გადაიდოს.
-რატომ ვერ მოდიხართ,ხომ კარგად ხართ მარიამი სად არის.
-აქ არის,ჩემს გვერდით ყველა კარგად ვართ ნუ ჩავარდები ლომკებში.უბრალოდ ანდრეა ძალიან დაკავებულია სამსახურში და მათ გარეშე წამოვიდეთ?
-ოოო,ეს ცოტა რთული საკითხია მაგრამ დაველაპარაკები ალექსანდრეს და ყველაფერს გეტყვი საღამოს.ლუკა? არც ლუკა არ მოდის? ის უკვე აქ საჭიროა,საქმე დაგროვდა და ვერ ავუდივართ დამხმარე გვჭირდება.
არ ვიცი,ჯერ არ გვისაუბრია.ჩვენ ყველას ერთად გვინდა წამოვიდეთ,მაგრამ ანდრეას ისეთი რთული სიტუაცია აქვს რომ ვერანაირად ვერ შეძლებს წამოსვლას.
-მართლა რთული სიტუაციაა,ალექსანდრეს და ალიკას თითქმის ყველაფერი მზად აქვთ,მაგრამ თუ ასეა გადაწევს ქორწილს.მარიამი ახლოში თუ არის დამალაპარაკე.ვახომ მის გვერდით მყოფ მარიამს გადახვია ხელი და ისე აჩვენა,მარიამმა მწარედ უჩქმიტა მკლავზე და ვახო ააღრიალა.
-მეტკინა გოგოოოო.
-დავიხვრჩვი აბა შემიშვი ცოტა ხელი,სუნთქვა დამეკეტა.ვახომ შეუშვა ხელი და მარიამმა ისევ ჩაარტყა.
-რა იდიოტი ხარ,მხეცი,ნადირი.არანაირი სიფაქიზე შენ არ გაგაჩნია,ეს სიტყვა შენთვის უცხოა.შეუბღვირა ვახოს და გიორგის მიუბრუნდა.
-წლები გემატებათ ჭკუა არა,როგორ ხარ მა.მოიკითხა გიორგიმ თბილად მარიამი.
-კარგად ვარ,უფრო კარგად ეს ორი იდიოტი რომ მყავს აქ მაგრამ ხანდახან ნერვებს მიჭამს ორივე ერთად.
-მარიამ წუხელ დაიბანე? შეეკითხა ლუკამ.
-არა,დაგვათენდა თავზე საუბარში.
-ხოდა ახლა მიიღებ ცივ აბაზანებს.
-ვერ გამიმეტებ.დაეჭყანა მარიამი ლუკას.
-დარწმუნებული ხარ?
-კი,დარწმნებული ვარ.
-მართლა?
-მართლა.
-ვერ გავბედავ?
-ვერა.
-ვერა? წამოიწია ლუკა.
-ვერა. სიცილით უთხრა მარიამმა და ვახოს მიეკრო.
-მე რატომ მომეწებე,გინდა გადაგარჩინო?
-ვიცი არ გამწირავ.
-მე ხომ სიფაქიზე არ ვიცი,გაიყვანეთ და დასაჯეთ.
-არ გამიმეტო ვახუნხულო.
-მარიამ ლუკა არა და მე მართლა ჩაგგუდავ აუზში, კიდევ თუ დამიძახებ მაგ სახელს.
-მა უთხარი ამათ რამე,ასე მიჯაბნის ეს ორი იდიოტი.შესჩივლა გიორგის და მარიამს აბედნიერებდა გიორგის ღიმილიან სახეს რომ ხედავდა.
-მომენატრეთ,დადუმდა აქაურობა უთქვენოდ.
-მამიკო მარტო ხარ?
-მარტო ვარ შვილო მარტო.
-ლილიანა?
-ქორწილის საქმეებს აგვაებს,ის არის ორგანიზატორი და საღამოობით მოდის.
-მართლა? ესმის ეს საქმე?
-კი დიზაინერი ყოფილა და ყველაფერს მისი ხელით აკეთებს.
-მაშინ კიდევ ახალი დამხმარე უნდა აიყვანო?
-ხო და ანა აგვარებს ამ საქმეს.ტკბილად მოსაუბრეებს ანდრეა დაადგათ თავზე.
-მა წავედით ანდრეა მოვიდა.
-კარგი,დაველაპარაკები ორივეს მშობლებს და ვნახოთ რას იტყვიან.დაემშვიდობა გიორგი ბავშვებს და კომპიუტერიც გაითიშა.
-რატომ გათიშე დაველაპარაკებოდი მოვიკითხავდი, რას იფიქრებს ადამიანი.
-მე გავთიშე,შენთან სალაპარაკო მაქვს.უთხრა ვახომ ანდრეას.
-რა ხდება, კიდევ რამე პრობლემა გვაქვს?
-არა,არა ყველაფერი კარგადაა.
-გისმენთ.გაკვირვებულმა შეხედა ვახოს ანდრეამ და იქვე დაჯდა მარიამის გვერდით.
-მაშ ასე,ერთი თვით გადაიწევა ქორწილი და აქ ვრჩებით,რადგან დაგეხმაროთ ილიას მკვლელის პოვნაში.
-მე და ივეტამ ვისაუბრეთ,ეს რთული საკითხია ვახო და ვფიქრობ მარიამი და მართა უნდა წაიყვანოთ საქართველოში და თქვენც წახვიდეთ.ამ საქმეს თუ მივადექი,ყველაფერია მოსალოდნელი ისინი ყველაფერზეა წამსვლელები.
-არსად არ წავალთ,აქ ვართ და ყველა ერთად ამ საქმეს მივხედავთ.თქვა ლუკამ.
-შენ არ მიდიხარ? ნათლიამ ხომ თქვა უნდა დაბრუნდეს აქ უკვე საქმეს ვერ ავუდივართო.
-იქ ლაშა ძია მიეხმარებათ და აქ ანდრეა მარტოა,ასე რომ აქ უფრო საჭირო ვარ.
-მადლობა ყველას,მაგრამ თქვენი მოხმარება ის იქნება რომ გოგოები არ დატოვოთ მარტო უყურადღებოდ,სხვას მე თავად მივხედავ.ანდრეა ისე ჩაერთო ამ საქმის ძიებაში და ისე ღრმად შეიჭრა უადგილო ადგილებში,რომ მისი ყოველი გადადგმული ნაბიჯი შიშის მომასწავებელი იყო და ერთ საღამოს ეს შიშიც გამართლდა,როცა მარიამი არ დაბრუნდა საღამოს სახლში.ყველა აირია,ყველა ფეხზე დადგა და თავად ანდრეა გიჟს ჰგავდა.კედლიდან-კედელს აწყდებოდა და ივეტას დაურეკა,ივეტამ გაიგო თუ არა მდგომარეობა არც დაფიქრებულა მალე მოვიდა და ყველას დამნაშავის თვალით შეხედა.
-ჩემი ბრალია,იმ ღამით აქ რომ არ მოვსულიყავი ეს არ მოხდებოდა.
-ახლა იმის დრო არ არის,ვინ როდის და სად დაუშვა შეცდომა,ახლა ის დროა ყველამ ერთმანეთის გვერდით დავდგეთ.მართა ჩაალაგე რამდენიმე ხელი ტანისამოსი და ერთ ადგილზე უნდა წაგიყვანო,რომ ვერ გიპოვონ ჩვენ კი საქმეს მივხედავთ.ანდრეამ მართა წაიყვანა და ტომს გადასცა.
-ტომ უსაფრთხო ადგილზე უნდა გადამალო მართაც და შენებიც.
-კარგი,მართას წავიყვან და მეც თქვენთან ერთად წამოვალ.ტომმა მართა წაიყვანა,ტელეფონი გამოართვა და უთხრა.
-ტელეფონი აქ არ გჭირდება,დედა ჯესიკაც აქ მოვა და გარეთ არ გახვიდეთ,მაცივარში ყველაფერია და ძალიან ჩუმად უნდა იყოთ,კარი არავის გაუღოთ.საღამოს შუქის ანთებას მოერიდეთ,ტელევიზორი კი ძალიან დაბალზე გქონდეთ.მათ საუბარში ჯესიკაც მოვიდა და სამივე დატოვა სახლში,კარებში გასვლისას კი დედამ უთხრა.
-ის მაინც მითხარი სად მიდიხარ შვილო,ხომ დამიბრუნდები.
-დედა მარიამი,მარიამი გაიტაცეს და გიორგისთან ვალში ვარ ბიჭების გვერდით უნდა დავდგე,ვერ გავდგები გვერძე ჩემს ბოსს ამ მდგომარეობაში ვერ დავტოვებ.
-ფრთხილად იყავით,უფალი გფარავდეთ.ტომი წავიდა და ბიჭებთან მისული ვახოს უთხრა.
-არ ინერვიულოთქო ვერ გეტყვი,მაგრამ მშვიდად იყავი მართა უსაფრთხო ადგილზე არის ჩემებთან ერთად.ანდრეამ შეტყობინება მიიღო და გაოცებულმა წაიკითხა.
-,,არ უნდა ჩარეულიყავი ამ საქმეში,ახლა კი ეძებე,ეძებე კარგად შენი სულის ნაწილი იმედს ვერ მოგცემ,რადგან სულ მალე სიცივისაგან გაჩერდება ის გული რომლის ფეთქვა შენ ასე ძალიან გიყვარდა''.გიჟს დაემსგავსა,ყველაფერს ამტვრევდა რაც კი ხელში მოჰყვა უეცრად გონს მოეგო და მეგობარს დაურეკა,თხოვა რომ მის ტელეფონში შემოსული შეტყობინებებიდან ბოლო საიდან იყო ის გაეგო და დაელოდა.ერთი საათი დასჭირდა ზუსტი ინფორმაციის მოძიებას და ერთი საათის შემდეგ მიიღო ის რაც ძალიან აინტერესებდა.გაიგო თუ არა მისამართი სულ მალე დიდი სისწრაფით მიჰქროდა,ყველა ნერვიულობდა და მათ უკან სამართალ დამცავებიც მიჰყვებოდნენ.ერთი საათის სიარულის შემდეგ ერთ უკაცრიელ ადგილზე მივიდნენ,სადაც ერთი სახლი იდგა და მასაც უკანა ნახევარი მხარე ჩამომსხვრეული ჰქონდა.გიჟივით მიაყენა მანქანა,გადმოვიდა და კარზე უზარმაზარი ჯაჭვი იყო გამომბული.ანდრეამ რამოდენიმე ტყვია დააცალა ჯაჭვი რომ გაეწყვიტა და როგორც იქნა მოთმინეასთან ერთად ჯაჭვიც გაწყდა,ხელი კრა კარებს და ანდრია შებარბაცდა,მუხლებზე დაეცა და მხარზე მიიდო ხელი,ხელი კი წითლად შეიღება.სროლის ხმაზე ვახო არ შეეპუა და ანდრეას მივარდა,მოეხმარა ფეხზე წამოაყენა და ანდრეამ გაჭირვებით შევიდა შიგ შენობაში სადაც ყველა უსარგებლო ნივთი ეყარა,მხოლოდ ერთადერთი მაცივარი იდგა რომელსაც რამდენიმეჯერ ჰქონდა შემოკრული ისეთივე მსხვილი ჯაჭვი როგორც კარზე.იწვალეს,ანდრეა ცალი ხელით წვალობდა ტკივილს ყურადღებას არ აქცევდა და როგორც იქნა კარი მოგლიჯეს მაცივარს და შიგ თითქმის გაყინული ჯდომით მდგომარეობაში გათიშული მარიამი იყო,რომელსაც თმებზე ყინვის ლოლოები ჰქონდა,ტუჩები კი სიცივისგან ჩალურჯებოდა.ვახომ ხელში აიყვანა მარიამი და იმ წუთში მოსულ სასწრაფოს ექიმს გადასცა,ექიმმა ყურადღებით გასინჯა და ანდრეას უთხრა.
-ცოცხალია,პულსი სუსტად ფეთქავს სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ.ანდრეამ ღრმად ამოისუნთქა,ლუკამ ცრემლიანი თვალებით ახედა ცას და უფალს მადლობა გადაუხადა,არც ვახო და კობა იყო კარგ მდგომარეობაში.ივეტამ რომ გაიგონა ცოცხალი არისო კობას მოეხვია სიხარულისგან.მარიამი გადაარჩინეს,მაგრამ ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან ,ეს იყო გასარკვევი.სასწრაფომ მარიამი წაიყვანა და ანდრეაც მას გაჰყვა,რომ უეცრად სროლა ატყდა და ლუკა მოწყვეტით დაეცა ძირს,ამას ვახოს ღრიალი მოჰყვა და არ დაფიქრებულა შედეგებზე ისე გაიჭრა იმ მხარეს საიდანაც ცეცხლის ენები დაინახა სიბნელეში.მიდიოდა და სროლით მიიწევდა წინ კობა,ტომი და ივეტა ლუკასთან დარჩა და უკვე მეორე სასწრაფოს ელოდნენ.
-სად წავიდა მარტო ვახო.იკითხა ლუკამ.
-დაწყნარი,ყველაფერი კარგად იქნება.
-კიდევ უფრო რთულად და სერიოზულადაა ყველაფერი ვიდრე ჩცენ გვეგონა კობა.ანდრეას უკვე სერიოზული მტერი გაუჩნდა,რომელიც თუ არ დაიჭირეს საფრთხეში იქნება ყოველთვის.
-გაჩუმდი,ყველაფერი კარგად იქნება.ვახოც დაბრუნდება,ივეტა სად წავიდა ეს ორი ერთნაირი შეშლილია ორივე.ივეტამ ხოხვით და ხან სირბილით გადაკვეთა ის მონაკვეთი საიდანაც ისროდნენ,ვახომ შეამჩნია მაგრამ ივეტამ ანიშნა შენ იქედან მოუარე და მე აქედანო,ფრთხილად ათვალიერებდა გარემოს,რომ მოულოდნელად ყელზე შემოეხვია ძლიერი მკლავები.
-აქ რას აკეთებს ეს პატარა ანგელოზი?
-გზა დამებნა,გთხოვთ გზაზე გამიყვანეთ.
-ხოოო? ძალიან გინდა დაგეხმარო?
-გთხოვთ,იქ მეგობარი დავტოვე ცუდ მდგომარეობაში და უნდა დამეხმარო რომ გადავარჩინო.
-გადავარჩენთ შენს მეგიბარს ერთი ცალი ტყვია მოერევა მას,ჩვენ კი გავერთოთ.ეს ტაბლეტი კი ენის ქვეშ ამოიდე და სულ მალე ისე მსუბუქი გახდები თავად მოგინდება გართობა.ივეტამ მოულოდნელად ისე ამოსცხო ფეხი მამაკაცი ტკივილისგან ჩაიკეცა,ივეტას ყვირილზე ვახოც მოვიდა და ხელები გაუკავა,გონზე მოსულმა ვახოს წინააღმდეგობა გაუწია და ივეტა იძულებული იყო იარაღი ჩაერტყა თავში და გაეთიშა,გათიშა კიდეც,ხელები შეუკრეს და იქვე მდგარ მანქანის საბარგულში ჩააგდეს,თავად მანქანა ლუკასთან მიიყვანა და ფრთხილად ჩააწვინეს ვახო აღარ დაელოდა სასწრაფოს და დიდი სისწრაფიოთ მიდიოდა და თან გზაში ლოცულობდა.მიიყვანეს ლუკაც საავადმყოფოში,ანდრეას უკვე შეხვეული ჰქონდა ხელი და ბიჭებზე ნერვიულობდა რომ ვახო დაინახა,მაგრამ გაოცებულმა შეხედა უგონოდ მყოფ ლუკას და ვახომ ყველაფერი აუხსნა.
-მართლა დაიჭირეთ? იკითხა გაოცებულმა და იქვე მდგარ ივეტას შეხედა.
-საბარგულშია,მაგრამ არ მგონია მარტო იყოს მის უკან კიდევ დგას ვიღაც.
-მაგას გავარკვევთ,როცა დავკითხავთ.ივეტა,ვახო და ანდრეა განყოფილებაში წავიდნენ და ვახომ შეიყვანა უკვე გამოფხიზლებული მამაკაცი განყოფილებაში.გიორგიმ გაიგო თუ არა ბავშვების მდგომარეობა არც კი დაფიქრებულა,ყველაფერი მიატოვა და ლონდონში გაფრინდა ბექასთან ერთად.სახე წაშლილი ჰქონდა ორივეს საავადმყოფოში რომ შევიდნენ,კობამ დაინახა თუ არა გიორგი და ბექა გაუკვირდა და შემდეგ პირველი რაც უთხრა დაამშვიდა.
-ყველაფერმა ჩაიარა,უკვე სტაბილურია მდგომარეობა.
-უნდა ვნახო,მარიამი უნდა ვნახო.ხმა უკანკალებდა გიორგის და თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.სპეციალური ხალათი ჩააცვეს და მარიამთან შეუშვეს,ფრთხილად დაჯდა მის საწოლთან და ხელზე მოეფერა.
-მომენატრე ჩემო საყვარელო,როგორ შევძელი და ეს თვეები უშენოდ გავძელი.
-მამა? ჩემი მამიკო მეც როგორ ძალიან მომენატრე.
-როგირ ხარ შვილო.
-ლუკა?ანდრეა,კობა მამა ბავშვები როგორ არიან.
-ჯერ ჩემთვის გეკითხა მამა როგორ ხარო.
-შენ კითხვა რად გინდა მა,შენ ხომ ჩემი აუღებელი ციხე-სიმაგრე ხარ,ურყევი კედელი რომლის წაქცევა არავის შეუძლია და კარგად რომ არ იყო აქ იქნებოდი? გიორგის გაეცინა და უთხრა.
-კარგად არის ყველა,კობა დგას გარეთ და მითხრა ანდრეა განყოფილებაში არისო.ლუკაც მსუბუქად დაჭრილია,მაგრამ წევს ისიც.
-ანდრეა მართლა კარგადაა?
-კარგად ვარ საყვარელო აქ ვარ.ანდრეას ხმა შემოესმა ,რომელმაც გიორგი მოიკითხა და შემდეგ მარიამთან მივიდა.
-ყველაფერი დასრულდა,ილიას მკვლელი ვახომ და ივეტამ დაიჭირა.
-მართლა? როგორ გამახარე.
-უკვე დაკითხვაზეა და წინ დიდი სასამართლო ელოდება.
-მართა სად არის,ან ივეტა ვინ არის.დაბნეულად იკითხა გიორგიმ,ანდრეამ კი ანიშნა ყველაფერს მოგიყვებიო და მარიამს ჩაეძინა თუ არა გარეთ გავიდნენ ბეას და გიორგის ყველაფერი მოუყვა,ტომმა კი მართა მოიყვანა და გიორგის შეხედვაზე ბედნიერების ღიმილმა გადაუარა სახეზე.
-ტომ როგორ ხარ,დიდი მადლობა ყველაფერი მითხრა ანდრეამ.უთხრა გიორგიმ და ტომი გულში ჩაიკრა.
-თქვენგან დავალებული ვარ ბატონო გიორგი და თქვენს შვილს ჩემი სიცოცხლეც რომ დასჭირვებოდა, მე უკან არ დავიხევდი.
-ვიცი,დარწმუნებული ვარ რომ უკან არ დაიხევდი.ტომ ძალიან მიხარია,რომ შენს არჩევანში არ შევცდი,ამდენი წლებია აქ ხარ და მე შენში ეჭვი არ შემპარვია,პრემიას იმსახურებ ტომ და მიიღებ კიდევაც.
-მე მივდივარ,დაკითხვას უნდა დავესწრო ივეტასთან ერთად და მოგვიანებით მოვალ,რომ გაიღვიძებს მომწერეთ და წამოვალ.გიორგიმ დააიმედა ანდრია და ისიც წავიდა,ანდრეა და ივეტა დაკითხვის კაბინეტში ელოდებოდნენ დამნაშავის შემოყვანას და აი ისიც შემოიყვანეს,ივეტას მუქარით სავსე თვალით გადახედა და ანდრეას კი აგდებულად უთხრა.
-გგონია აქ დასრულდა ყველაფერი? არა მეგობარო,აქ მხოლოდ მე ვარ,გარეთ კი უამრავი ვართ ყველას ვერ დაგვიჭერთ,ვერ მოგვერევით.ივეტამ ხელი დაადო მხარზე ანდრეას და უთხრა.
-არ აყვე,ცდილობს როგორ გამოგიყვანოს წყობიდან.ანდრეამ დაუჯერა ივეტას და მშვიდი ხმით უთხრა.
-სხვის ნერვებზე თამაშს აღიარე,როგორ მოხვდა შენს ბინაში 1კგ-მი კოკაინი და მასთან ერთად ათასობით ტაბლეტები.
-თქვენ ხომ ყოვლის შემძლე ხართ,თავად გამოიცანით.
-გავიგებთ ნუ ნერვიულობ,შენი დახმარების გარეშეც ვიცით სიმართლე მაგრამ ეს შენთვის უკეთესი არის თუ აღიარებ სიმართლეს.
-რომელი სიმართლე ვაღიარო,თქვენ შეგიძლიათ სხვისი დანაშაულიც ამკიდოთ.
-გინდა აირიდო ილიას მკვლელობა? რატომ მოკალი ილია დავითაძე.
-ვაღიარებ,ჩემს ცოლს დაუწყო თვალთვალი და ის მიღო რაც დაიმსახურა.
-გადაამოწმე? იქნებ შენ გითვალთვალებდა და არა შენს ცოლს.
-გადავამოწმე და დავაზუსტე,რომ სწორედ მაგ ადამიანის წყალობით შეივცვალა ჩემი ცოლი და ცუდ ხალხში დაიწყო ტრიალი.
-ეს თქვენი ვერსიაა,ჩვენ კი ჩვენი ვერსია გვაქვს.
-რა ვერსია,რას ცდილობთ მითხრათ.
-ის რომ ვიცით თქვენ თავად მიუგზავნე თქვენს ცოლს ორი უცხო მამაკაცი,რომ დაგეშინებია და შემდეგ თქვენს სახელზე გადმოგეფორმებინა მთელი მისი უძრავ-მოძრავი ქონება.რადგან მისი სიკვდილის შემდეგ,გინდოდათ თქვენ ყოფილიყავით ყველაფრის უფროსი.
-თავადაც არ იცით რას ამბობთ.თქვა დაბნეულად და თვალი აარიდა ივეტას რომელიც დაჯინებით უცქერდა.
-მე არ მომიკლავს ჩემი ცოლი.
-მართალია,არ მოგიკლავს მხოლოდ შეეცადეთ მის მოკვლას.დანაშავემ გაოცებულმა შეხედა მის წინ მჯდარ გამომძიებელს და გაკვირვებულმა უთხრა.
-როგორ? ის ხომ......
-გეგონათ,თქვენ გეგონათ რომ ის მოკალით და მიატოვეთ,ჩვენ კი ის საავადმყოფოში წავიყვანეთ და გადავარჩინეთ.ასე რომ თქვენ გასამართლდებით ილია დავითაძის განძრახ მკვლელობაში და თქვენი მეუღლის მკვლელობის მცდელობაში.არ აღიარებ სიმართლეს? სამუდამო პატიმრობა არ აგცდება.ყველა წამოდგა ფეხზე და დამნაშავემ თქვა.
-კარგი,კარგი ვიცოდი კოკაინის შესახებ თქვენ მართალი ხართ მე შევუგზავნე ჩემს ცოლს სრული მიზეზი რომ მქონოდა წაჩხუბების,მაგრამ ილიას მკვლელობას მე ნუ ამკიდებთ,ილია მე არ მომიკლავს ის სხვამ მოკლა.
-ვინ არის ის სხვა,გვითხარი მისი სახელი და ვინაობა.ანდრეა დაიძაბა და მკაცრი ხმა უფრო გამყინავი გაუხდა.
-მანო ჰქვია გვარი არ ვიცი,არც ის ვიცი რა ეროვნებისაა,თქვა რომ მიზეზი მაქვსო და რა მიზეზი ჰქონდა გარდაცვლილთან მართლა არ ვიცი.
-სად უნდა ვნახოთ,სად მუშაობს.
-სასტუმრო აქვს თავისი.ანდრეამ რვეული გაუწოდა დამნასავეს რომ მისამართი დაეწერა სასტუმროსი,მაგრამ მან ჯერ ანდრეას შეხედა და შემდეგ ივეტას,ივეტამ მიუხვდა და უთხრა.
-ნუ გეშინია,გპირდები დაცული იქნები ციხეში.
-მპირდებით? ანდრეამაც დაემოწმა და სიტყვა მისცა,დაკავებულმა დაწერა სასტუმროს სახელი და დაკითხვაც დასრულდა.ანდრეამ ივეტას შეხედა და უთხრა.
-საჭიროა კარგი გეგმა მოვიფიქროთ.
-რომ დავურეკოთ?
-დავურეკოთ,დალაპარაკებით შენ დაელაპარაკები მაგრამ თუ შეხვედრაზე დაგვთანხმდა,გვჭირდება უცხო ქალი რადგან უნდა დაარწმუნოს რომ ნარკოტიკი მიჰყიდოს.
-კარგი გეგმაა,მაგრამ ვინ გამოვიყენოთ?
-ვიცი ერთი და იმედია დახმარებას გაგვიწევს,არ გვეტყვის უარს.ანდრეამ ტომს დაურეკა და შეხვედრა სთხოვა,ტომმა ჩქარი ნაბიჯით დატოვა კომპანია და განყოფილებაში მივიდა.უფროსმა დაელაპარაკა ტომს ანდრეასთან და ივეტასთან ერთად და ისიც ყურადღებით უსმენდა შემდეგ კი დაფიქრდა.
-მე მიცნობენ ტომ თორემ დაუფიქრებლად წავალ,გვჭირდება სხვა რომელიც მათთვის უცხოა.
-დაგეხმარებით,მხოლოდ იმ პირობით გავაკეთებ ამას,რომ მეც მის სიახლოვეს უნდა ვიყო ან თქვენთან ერთად.
-თანახმა ვართ.დაეთანხმა უფროსიც და ანდრეაც ტომს და მანაც ჯესიკას დაურეკა,ისიც მოვიდა განყოფილებაში და შეშინებულმა შეხედა ტომს.
-რა ხდება ტომ რა დააშავე.ტომს გაეცინა და უფროსთან ერთად ჯესიკას გეგმა აუხსნა,შეხედა ტომს და უშიშრად თქვა.
-თანახმა ვარ.
-მართლა? კითხა ანდრეამ გაკვირვებუმა.
-არ გეშინია? ახლა ივეტამ შეეკითხა.
-არა,არ მეშინია.
-მაშინ მოვემზადოთ,ჯერ სატელეფონო ზარი უნდა განვახორციელოთ,შენ აი ამას წაიკითხავ და ეტყვი და შემდეგ თუ რამე შეგეკითხა თავად უპასუხებ.დაარიგა ივეტამ.ყველაფერი კარგად გაიმეორეს და ნომერიც აკრიბეს.
-გისმენთ.მოესმათ ნამძინარევი მამაკაცის ბოხი ხმა.
-გამარჯობათ,ელენემ მომცა თქვენი ნომერი.სიჩუმეა,მამაკაცი არაფერს არ ამბობს.
-არ გითხრათ არაფერი? მითხრა რომ დაგელაპარაკებოდათ.
-ვინ არის ელენა.
-არ ვიცი, თქვენს სასტუმროშია და მე ელენედ გამეცნო.
-ჩემთვის არავის არაფერი არ უთქვამს და არც ელენე ვიცი ვინ არის.მკაცრი იყო მამაკაცის ხმა.
-კარგი არა უშავს,ბოდიშით რომ შეგაწუხეთ სხვას ვნახავ,მაგრამ ვიცოდი თქვენ სანდო იყავით.
-მოიცადეთ,მოიცადეთ არ გათიშოთ ალბად დაავიწყდა ჩემთვის ეთქვა და გავეფრთხილებინე,რამდენი გინდა ან რომელი.
-თქვენ რომელს მირჩევთ,კოკაინს თუ ტაბლეტებს.ანდრეამ ცერა თითი უჩვენა ჯესიკას და აგრძნობინა, რომ კარგად მიყვებოდა დავალებას.
-რამდენი წლის ხარ.
-22-ის.
-კოკაინი არ გინდა,ტაბლეტი ჯობია მაგრამ უკეთესია თუ არ ჩაიძირები ამ ჭაობში,გაგიჭირდება ჭაობიდან ამოსვლა.
-უკვე გვიანი არის,როდის მოვიდე.
-მოსვლა ახლაც შეგიძლია,ფული ხელზე გაქვს?
-რა თქმა უნდა,ნისია არ მინდა რადგან ვალი არ მიყვარს.
-მშვენიერია ერთ საათში გელოდები.
-თავისუფლად შემომიშვებენ?
-რომ შემოხვალ იკითხე ბანო და ისინი თავად მოგასწავლიან ჩემს ნომერს.შეთანხმდნენ,ფულიც გაამზადეს და ჯესიკა ვულგარულად ჩაცმული წავიდა ,,ბანოსთან'' შესახვედრად,შეხვდნენ კიდეც,მამაკაცს შორიდანვე ეტყობოდა რომ ჯესიკა მოეწონა,მაგრამ ჯესიკას სითამამემ ბანო აღზნებაში მოიყვანა და მასთან ერთად უნდოდა ის ღამე გაეტარებინა.
-ფული აიღე და ჩემი მომეცი.უთხრა ჯესიკამ.
-ცოტა ხნით არ დარჩები? შეეკითხა ბანომ.
-ამაზე არ შევთანხმებულვართ.თვალი ჩაუკრა ჯესიკამ და ბანომ ჩაიცინა.შემდეგ კი შეკვრა გამოუტანა და კარზე კაკუნი გაისმა და ბანომ ჯესიკას შეხედა რომელმაც შეკვრა გახსნა და ერთი ტაბლეტი ამოიღო და პირისკენ წაიღო.ბანოს გაეღიმა და კართან მივიდა.
-ვინ არის?
-დარეცხილი თეთრეული მოვიტანე ბატონო ბანო.ბანომ კარი გააღო და თავზე იარაღი მიადეს,ბანომ ჯესიკას შეხედა,ჯესიკამ კი ბანოს და გაბრაზებული ხმით უთხრა.
-გითხარი სანდო ხარ და შენთან იმიტომ მოვდივართქო და შენ მილიცია დამაყენე თავზე შე ნაბიჭ...ო?
-მე? მე არა,ვიფიქრე შენ თუ მომიყვანე.
-ნუ ჩურჩულებთ,იქ ისაუბრეთ და არა აქ.შეუტია ანდრეამ და ორივეს ხელები შეუკრა მანქანაში გვერდი-გვერდ ჩააჯინეს და განყოფილებაში წაიყვანეს.განყოფილებაში მისულები ბანო კამერაში შეიყვანეს და ჯესიკა კი უფროსის კაბინეტში სადაც აღფრთოვანებული შეხვდა უფროსი და მიულოცა დავალების წარმატებით შესრულება.
-ჯესიკა კარგად ხარ? შეეკითხა ანდრეამ.
-ასე კარგად დიდი ხანია არ ვყოფილვარ. თქვა ღიმილით და იქვე მდგარ ტომს გადაეხვია.
-მე შენს ახლოს ვიყავი არ მიმიტოვებიხარ.
-ვიცი და ამიტომ არ შემშინებია.
-ივეტა დავაკავეთ,ილიას მკვლელი დავაკავეთ და გპირდები ის დღის სინათლეს კიდევ დიდი ხნით ვერ ნახავს.უთხრა ივეტას უფროსმა და ყველამ კმაყოფილი სახით დატოვა განყოფილება.



№1  offline წევრი მია15

ძალიან კარგია.მომეწონა.სიტყვები არ მყოფნის ისე გადმოსცემ ყველაფერს .ველი შემდეგ თავს.წარმატებები

 


№2  offline მოდერი zia-maria

მია15
ძალიან კარგია.მომეწონა.სიტყვები არ მყოფნის ისე გადმოსცემ ყველაფერს .ველი შემდეგ თავს.წარმატებები

heart_eyes მადლობა ჩემო ერთგულო ფერიავ. kissing_heart

 


№3  offline წევრი მია15

არაფრის გენაცვალე.ველი შემდეგ თავს.

 


№4  offline წევრი nini-77

Vaime ra magaria

 


№5  offline მოდერი zia-maria

მია15
არაფრის გენაცვალე.ველი შემდეგ თავს.

kissing_heart kissing_heart kissing_heart kissing_heart blush

nini-77
Vaime ra magaria

heart_eyes მადლობა ნინი. kissing_heart blush

 


№6  offline წევრი თამო1712

როგორ გამიხარდა გაგრძელება ახლა ვნახე შემთხვევით❤❤❤. ველოდები შემდეგ თავს

 


№7  offline მოდერი zia-maria

თამო1712
როგორ გამიხარდა გაგრძელება ახლა ვნახე შემთხვევით❤❤❤. ველოდები შემდეგ თავს

heart_eyes დღეს საღამოს იქნება აუცილებლად. kissing_heart

 


№8 სტუმარი Mariami

Dges dadeb?velodebi

 


№9  offline მოდერი zia-maria

Mariami
Dges dadeb?velodebi

heart_eyes დავდებ,მაგრამ გვიან იქნება.ვეღარ გადავწერე სტუმარი მყავდა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent