შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უნებლიე შეცდომა (19 თავი)


10-09-2018, 14:37
ავტორი naattii
ნანახია 4 502

-ეს... ეს როგორ მოხდა? არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა, ღმერთო ნახვის უფლებას მაინც მომცემდნენ_ტირილამდე მისული დადიოდა ნათია ოთახში და ხელებს იმტვრევდა. ლილია დამწუხრებული სახით უყურებდა და დემეტრეს დაწყნარებას ცდილობდა.
-ჯანდაბა, პირველი შემთხვევაა როცა არ ვიცი რა უნდა გითხრა და რითი დაგამშვიდო, მსგავსი სიტუაცია არ მქონია_ბოლოს ამოიხვნეშა ლილიამ და დემეტრე ვეღარ დაიკავა ისე გაიქცა გოგოსკენ.
-ფეხი ტივა?
-არა პატარა, არა შენი დაიკოს ნათლია კარგადაა, ვაიმე ლილია გოგო იქნება ენამ მიყივლა.
-გამიხარდება_სევდიანად გაეღიმა აცრემლებული ნათიას დანახვაზე.
-ხო შვილი მართლა კარგია, ისე შენ ჩემი მეჯვარე ხარ და შენ არ უნდა მინათლავდე? რა უჭირს მე თუ მოგინათლავ? მაგას ჯვრისწერისას ვკითხავ ერთი მმაოს რა როგორ შეიძლება, მეთქი ცოტას ვაწვალებ და მერე ვეტყვი რომ დიდი ხანია ვაპატიეთქო, მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო ისე დამემართა, ისე რომ მეთქვა ნეტა რა მოხდებოდა?
-ნათია, დამშვიდდი, დაჯექი, ყველაფერი კარგად იქნება ბიჭების იმედი გქონდეს.
-მოვედი, ახლახანს გავიგე, რა ხდება? ახალი არი რამე?_ნატალი შემოვარდა ლიზისთან ერთად და ლილიამაც ამოისუნთქა, ახლა ორივე ბავშვი დაკავებული იქნებოდა.
-ჯერ არაფერი_ცრემლები ვეღარ შეიკავა ნათიამ.

კიდევ მოუწიათ ერთი საათი მოცდა და როგორც იქნა ბიჭებმაც შემოაღეს კაბინეტის კარი, სამივე ფეხზე წამოხტა და მომლოდინე სახეებით მიაჩერდნენ, მაგრამ სახეზევე ეტყობოდათ ბიჭებს კარგი ამბავი რომ არ ქონდათ.
-ვერაფრით დაეხმარებით ხო?_ვეღარ შეიკავა მოწოლილი ცრემლები ნათიამ.
-ჯანდაბა, ისეთი საბუთები აქვთ მის წინააღმდეგ_თავი გადაიქნია დაჩიმ.
-ჩამოთვალე.
-არ გინდა რა ნათი, ხოიცი ბოლომდე მასთან ვიქნებით.
-ჩამოთვალე მეთქი.
-ერთი ის გაყალბებული საბუთია, ლაშამ შენ რომ გთხოვა, ზუსტად ისეა გადაკეთებული როგორც გეუბნებოდა, ამის საფუძველზე ამ დილით თქვენი ოფისის ჩხრეკა ჩაატარეს და....
-და რა დაჩი? და რა? იქ მაინც ვერ იპოვიდნენ ვერაფერს.
-იპოვეს ნათი, თან რა იპოვეს.
-ოფისში? რა ჩაუდეს?_წამში ისევ ფეხზე წამოხტა.
-გახსოვთ გრიგოლის ოფისიდან ამოღებულ ყველა საბუთს ვინმე ვლადიმერ მესხიშვილის ხელმოწერა რომ ქონდა?
-რა თქმა უნდა.
-ხოდა პასპორტი გოგის სურათით და ვლადიმერ მესხიშვილის სახელით და გვარით. ამის მიხედვით დამნაშავე გოგი გამოდის და თუ ამ სახელით რაიმეა შემოტანილი ყველაფერი გოგის ბრალდება.
-ღმერთო, რა არაადამიანები არიან._ლილიასაც აუცრემლიანდა თვალები.
-მისი ნახვა მინდა.
-ჯერ ვერა ნათი_თავი გადააქნია დემნამ.
-ჩემი ქმრის ნახვა მინდა, თუ მაინდამაინც ოფიციალურად მოვითხოვო?_ხმა გაუმკაცრდა ნათიას.
-ქმარიი? როდის მოასწარით? რას ხუმრობთ ეხა?_გაოცებული იყურებოდა დემნა.
-კარგი, როგორც ცოლს უფლება გაქვს, წამოდი, სავარაუდოდ დიდი ხანი მოგიწევს აქ მოსვლა მის სანახავად._თავი ჩაქინდრა დაჩიმ.
-მოიცა მოიცა, რას გულისხმობ მაგაში? დაჩი, შენ რა მისი არ გჯერა? ეჭვი გეპარება?
-არა ნათი, რა სისულელეა.
-ღმერთო მართლა გეპარება, რადგან ადრე მომხმარებელი იყო გგონია ისევ იგივეს იწყებს? სულ გაგიჟდი? ეგ როგორ გაიფიქრე?
ყველა გაოცებული უყურებდა მოკამათე წყვილს, არავინ იცოდა გოგის წარსული ნათიას და დაჩის გარდა და ახლა გაოცებისგან თვალები გაფართოებოდათ.
-ნათი, ახლა აღელვებული ხარ, წამო გოგის განახებ და დანარჩენზე მერე ვისაუბროთ.
ლამის სუნთქვა შეიკავა გოგომ ისეთი დახუთულობა იყო წინასწარი დაკავების იზოლატორში. ემზადებოდა გისოსებში დამდგარი გოგის დანახვაზე, მაგრამ არ გამოდიოდა. სანამ კარებს შეაღებდა ღრმად ჩაისუნთქა და სახეზე ღიმილი აიკრა.
-მართალია შენი დასჯა ნამდვილად მინდოდა, მაგრამ თლად ასეც არ მითხოვია_ღიმილით მიუახლოვდა გისოსებს და გაოცებული გოგის დანახვაზე უფრო ფართოდ გაეღიმა.
-აქ რა გინდა_გისოსებიდან გამოყოფილი ხელით მოეფერა ლოყაზე ცოლს.
-აი ეს_კატასავეთ მიენაბა თვალები გოგოსაც და უფრო ჩამოადო ქმრის ხელს.
-არ გინდა რა ნათი, ნუ იტანჯავ თავს, სახლში წადი და ხვალიდან ოფის მიხედე.
-ღმერთო რა იდიოტი ხარ, ახლა გგონიაოფისის თავი მაქვს? ან აქ დაგტოვებ?
-მაგრამ ჩვენ ხო...
-რა? ფიქტიური ცოლ-ქმარი ვართ? ხანდახან მართლა მაოცებ, შენი აზრით ხელს ისე მოვაწერდი შენთან არ მეყვარებოდი?
-აბა?
-მაშინვე გაპატიე როგორც კი ისევ დაგინახე, უფრო არანორმალურად მიყვარხარ ვიდრე აქამდე და გეფიცები ჩაგცხებ განქორწინება რომ ახსენო.
-გაგიჟდი? ძლივს ცოლად მოგიყვანე და მაგას ვერასდროს ეღირსები.
-ძალიანაც კარგი, ცხოვრების ბოლომდე სისხლი უნდა გაგიშრო, აქედანაც მალე უნდა გამოგათრიო, თორე დავრჩი უკაცოდ და უალერსოდ_ტუჩებ გაბუშტულმა ამოილაპარაკა და მაშინვე აუტყდა გოგის სიცილი.
-სულ ახერხებ ხასიათი გამომიკეთო.
-ვიცი ძვირფასო, იმიტომ, რომ მიყვარხარ.
-მე უფრო_გისოსებიდან დაწვდა გოგოს ტუჩებს და მონატრებით აკოცა. მალევე მოუკაკუნეს ნათიას და ისიც დაბნეული მოშრდა გისოსს.
-დაწყობილი რეჩით შმოვდიოდი და სულ დამაბნიე_თავი გადააქნია და ქმარს ახედა -ხომ იცი რომ გამოგიყვან?
-უკვე მეცოდებიან ვინამაც ეს მომიწყო.
-დროებით და ჩემზე იფიქრე.
-ვნახოთ, აქ ისეთი დაკავებული ვარ ვეცდები მოვიცალო_სიცილი აუტყდა კაცს და სიყვარულით სავსე მზერა მოატარა ცოლს.

გარეთ გამოსულ ნათიას მაშინვე ჩამოძვრა ნიღაბი და ისეთი ხმით აღრიალდა ვერავინ გაბედა მიკარება, ბოლოს ატირებული ლილია მოეხვია და ორ ხმაში ტიროდნენ.
-ღმერთო ჩემი ცოლი ამ ჰორმონებმა სულ გადარია_შეშფოთებული დაყურებდა დაჩი ორივეს და ვერაფრით გაეგო რა გაეკეთებინა. ის იყო დასამშვიდებლად მიუახლოვდა სირბილისგან გაწითლებული გიორგი რომ შემოვარდა კარებში და გახარებულმა დაიყვირა:-ლაშა ავიყვანეთ.
-აბა ერთი გამასაუბრეთ მაგ ... მაგ...... არცერთი სიტყვა არ გამოხატავს ზუსტად რაცაა.
-დაწყნარდი და აქ დაგველოდე._მაშინვე დატოვეს კაბინეტი და რამდენიმე საათი არც გამოჩენილან, გოგოების ნერვები უკვე შეწირული ქონდათ.
-მაინც ვერ ვხვდები პასპორტი ოფისში როგორ შეიტანეს, იქ დაცვაა და უცხოს არავის უშვებს, ყველაფერს თავისთან იტოვებს თუ რამეა გადასაცემი, ვიღაც ნაცნობს უნდა ჩაედო_ბუტბუტით დადიოდა ნათია ბიჭების კაბინეტში და გამალებით ფიქრობდა -ღმერთო, ნუთუ... არაა, არამგონია ალბათ მეშლება, მაგრამ მაშინ ისე რატო იქცეოდა? ჯანდაბა მაგის თავს, ახლავე გავარკვევ, მაგას ვაჩვენებ სეირს, ნაგავი ქალი, აბა მაცადოს_მუქარით სტაცა ხელი ჩანთას და კარში ისე გავარდა გოგოებმაც მხოლოდ თვალის გაყოლება მოახერხეს. ახლა ავტობუსის ნერვები და დრო არ ქონდა, კადრებში დარეკა, მისამართი გაიგო და ტაქსიც მოიძებნა. ათასი გეგმა დასახა რას როგორ გააკეთებდა და კარიდან ხელს არ იღებდა ისე აკაკუნებდა კარზე. ყველა გეგმა გაეფანტა და განრისხებამ კისერში წაუჭირა ხელი ქალი უცოდველი თვალებით რომ მოაჩერდა.
-ხომ მშვიდობა გაქვს ნათია?
-მე შენ გაჩვენებ მშვიდობას, ეს როგორ გააკეთე მითხარი, როგორ გაბედე_ხელის კვრით შეაგდო ქალი უკან და მაგრად შეანჯღრია, რა დაგიშავა მალენა გოგიმ რა.
-სულ გაგიჟდი?
-ხოო, შენ და შენმა იდიოტმა მფარველმა გამაგიჟეთ, ორი დღის დაქორწინებულს ქმარი ციხეში გამიგზავნეთ და გაგიჟდიო მეკითხები?
-რა იყო ალერსი დაგაკლდა?
-ნაგავო_ხმამაღლა გაისმა ოთახში ხელის გარტყმის ხმა და მალენას ლოყაც აწითლდა .
-ეს როგორ გაბედე?_თვალებ გაფართოებული დააცქერდა გოგოს ზემოდან და თვითონაც აღმართა ხელი.
-აბა გაბედე_წარბი აუწია გოგომ და მაჯაში ჩაავლო ხელი -ახლავე განყოფილებაში წამოეთრიე.
წარმოდგენა არ ქონდა ნათიას ამდენი ძალა როგორ ქონდა, რომ მალენას წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მოახერხა ქალის ტაქსში ჩატენვა და გზიდან დაცვასაც დაურეკე ჩვენი წასვლის შემდეგ კამერის ჩანაწერები გადმომიგზავნეო, მანაც სიამოვნებით შეუსრულა დავალება.
განყოფილებაში მისულმა ქალი უკვე გათავისუფლებულ დაჩის მიუგდო, დააკავეო. მანაც შეუსრულა თხოვნა, მაგრამ უკან დაბრუნებული კაბინეტში დააბრუნა გოგო და ეცადა არ გაბრაზებულიყო.
-ნათია რის საფუძველზე მაკავებინებ?
-ლაშას საყვარელია, მან ჩაუდო გოგის პასპორტი, სადაცაა დაცვა დისკს გამოაგზავნის და ვუყუროთ ჩვენი წამოსვლი შემდეგ ვინ ბრუნდება ოფისში.
-ანუ ერთად მოქმედებდნენ, მაგრამ ამას დამტკიცება უნდა, მათი კავშირი უნდა დავამტკიცოთ და მერე ლაშა ავალაპარაკოთ, ხმას არ იღებს და ადვოკატიც ბოლომდე გვაწვება მხოლოდ თქვენი გატაცების გამოა აქ, მეტს ვერ ვუმტკიცებთ.
-შემახვედრე რა დაჩი გთხოვ, მენდე.
-ჯანდაბას, წამოდი_რამდენიმე წუთიანი ფიქრის შემდეგ კვლავ დასაკითხ ოთახში მყოფ ლაშასთან შეუშვეს და კარიც მოუკეტეს. ტირილისგან ისედაც ჩაწითლებული ქონდა გოგოს თვალები და ახლაც ხელები ამოისვა და ცრემლების გადმოშვებისთვის მოემზადა.
-ლაშა.
-ნათი, როგორ მიხარია კარგად რომ ხარ, როგორ ვნერვიულობდი_ფეხზე წამოდგომა მოინდომა ბიჭმა, მაგრამ მაგიდასთან ბორკილებით იყო მიმაგრებული და ვერ მოახერხა.
-ჩემი ღალატი როგორ შეგეძლო?_მომზადებული ცრემლები გადმოუშვა გოგომ და სახეზე ხელები აიფარა -მეგონა მართა გიყვარდი, მე მართლა გენდობოდი.
-მაგიტო ტირი? როგორ გაიგე? მალენამ გითხრა არა? ნაგავი ქალია, ვერ აიტანა შენ რომ შემიყვარდი და შეშურდა, მეგონა მიმატოვე.
-ესეიგი მართალი მითხრა? იცი რამდენი სისულელე ილაპარაკა? ვერაფრით დავიჯერებ სიმართლე რომაა.
-კიდევ რა გითხრა?_შიშისგან თვალები გაუფაროვდა ლაშას.
-ის რომ დახმარება სთხოვე ჩვენი გატაცებისთვის და ის რომ მასაც დააძალე შენი ჩამოტანილი ნარკოტიკი გაესინჯა და დამოკიდებული გახადე. ღმერთო, ისე მეტკინა გული, არაუშავს, შენც დამოკიდებული ხარ თუ მხოლოდ რეალიზებას უკეთებ? ყველაფერს გავუმკლავდები, აქედან გავიდეთ და თავად დაგეხმარები მკურნალობაში_სახეზე მიეფერა გოგო და დაბნეულ ლაშას ნერწყვი მძიმედ გადაცდა.
-არა მე სუფთა ვარ, გასინჯვა არც მიცდია, მანაც თვითონ მოინდომა.
-კარგი აქედან გასვლისთვის ფული დაგვჭირდება, გაქვს სადმე გადანახული რომ მოგაწოდო?
-სახლში ჩემს სეიფში, კოდი შენი სახელის ასოების შესაბამისი რიცხვებია_მხიარულად გაუღიმა გოგოს. მანაც მაშინვე დაადო ხელი ხელზე
-მადლობა საყვარელო, მაგრამ კაცები ზოგჯერ ისეთი იდიოტები ხართ_თავი გადააქნია სიცილით და ოთახი დატოვა.
მაშინვე მოახსენა ყველაფერი დაჩის და ისინიც კიდევ ერთხელ ეწვივნენ ლაშას სახლს გასაჩხრეკად. რაც მათ სეიფში დახვდათ ნამდვილად ყველასთვის სიურპრიზი იყო.



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

მეთოთხმეტეს მერე ვეღარ ვნახე მომდევნო თავები.როგორ ვნახო .ძალიან მაინტერესებს სამი დღეა ამას ვეძებ????☺❤❤

 


№2 სტუმარი ლელუუ

https://4love.ge/istoria/137803-uneblie-shecdoma-15-tavi.html ესაა მეთხუთმეტე თავი

 


№3  offline მოდერი naattii

სტუმარი ნანა
მეთოთხმეტეს მერე ვეღარ ვნახე მომდევნო თავები.როგორ ვნახო .ძალიან მაინტერესებს სამი დღეა ამას ვეძებ????☺❤❤

https://4love.ge/user/naattii/news/ აი აქ ნახეთ ან ფბზე შემომერთდით და იქ იპოვით https://www.facebook.com/groups/675755436144637/

 


№4 სტუმარი ლელუუ

https://4love.ge/istoria/137824-uneblie-shecdoma-16-tavi.html

 


№5 სტუმარი cota boroti

umagresia rogorc yoveltviis
tumca patara :(
natia yvelaze magari coliaaa DDD

 


№6  offline მოდერი naattii

cota boroti
umagresia rogorc yoveltviis
tumca patara :(
natia yvelaze magari coliaaa DDD

მადლობაა ❤️

 


№7  offline წევრი teko-teko

Pirvelad vwer konentars sheni yvela nawarmoebi wakitxuli maqvs usazgvrod nichieri xar uzomod miyvars sheni personajebi da weris stili warmatebebi mudam sayvarelo ????

 


№8  offline მოდერი naattii

teko-teko
Pirvelad vwer konentars sheni yvela nawarmoebi wakitxuli maqvs usazgvrod nichieri xar uzomod miyvars sheni personajebi da weris stili warmatebebi mudam sayvarelo ????

ღმერთო, მარტო ასეთი სიტყვებისთვის მიღირს წერა, უღრმესი მადლობა ❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი ნათია

sityvebit dznelia gadmovce is emocia rasac ganvicdi xolne am istoriis wakitxvisas, mabednierwb roca axal tavs vxedav da mere ase sicil-wuxilit vkitxulob. dzaan kargi xar????????

 


№10  offline მოდერი naattii

სტუმარი ნათია
sityvebit dznelia gadmovce is emocia rasac ganvicdi xolne am istoriis wakitxvisas, mabednierwb roca axal tavs vxedav da mere ase sicil-wuxilit vkitxulob. dzaan kargi xar????????

ჩემთვის არის ახლა ძნელი გადმოვცე როგორი მადლობელი ვარ ამ სიტყვებისთვის. არც კი მჯერა ❤️❤️❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი ანი

ტოდის დადებ შემდეგს?

 


№12  offline აქტიური მკითხველი grafo

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სეიფში ფულის გარდა არაფერი არ იქნება.
რადგან, ლაშა კი არის უარყოფითი პერსონაჟი, მაგრამ ასეთ დადებილებასაც არ იმსახურებს ჩემი აზრით.

 


№13 სტუმარი ეთო

როდის დაიდება შემდეგი ლინკი დამიდეთ ისე ვერ ვნახულობ

 


№14  offline მოდერი naattii

სტუმარი ანი
ტოდის დადებ შემდეგს?

ყველანაირად ვეცდები ხვალისთვის :)

grafo
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სეიფში ფულის გარდა არაფერი არ იქნება.
რადგან, ლაშა კი არის უარყოფითი პერსონაჟი, მაგრამ ასეთ დადებილებასაც არ იმსახურებს ჩემი აზრით.

ჰმმმმ, არ დავასპოილერებ :D

 


№15 სტუმარი სტუმარი მარიკო

Vaa dajee yochag natias raa bolos Sanam mivxvdi rom seifistvis gaitamasha iqamde debilivit vuyurebdi sayvareloo

 


№16  offline წევრი nini :)

ერთი სული მქო და ბოლოში გავსულიყავი....
მაგრამ გავედი და ჰოპ სურპრაისსს.....
საინტერესო ადგილას გაჩერდიიი....
ერთი სული მაქვს შემდეგი ვნახო და წავიკითხოოო.....
მაგრამ აასეთი პატარა არ მინდააა..... ცოტა დიდდიიიი თავი....

 


№17  offline მოდერი naattii

სტუმარი მარიკო
Vaa dajee yochag natias raa bolos Sanam mivxvdi rom seifistvis gaitamasha iqamde debilivit vuyurebdi sayvareloo

ჰაჰაჰ :დ

nini :)
ერთი სული მქო და ბოლოში გავსულიყავი....
მაგრამ გავედი და ჰოპ სურპრაისსს.....
საინტერესო ადგილას გაჩერდიიი....
ერთი სული მაქვს შემდეგი ვნახო და წავიკითხოოო.....
მაგრამ აასეთი პატარა არ მინდააა..... ცოტა დიდდიიიი თავი....

თითქმის ყოველდღე ვდებ და მეტნაირად არ გამოდის :(

უცნაური მე
ეს ლაშა რა შტერია :დდ
აი ძაან საყვარლები არიან გოგი და ნათია ერთად.. თითქოს კადრებად ვუყურებ მათ სცენას ❤️
ნათიი როგორ მაინტერესებს რა "სიურპრიზს" აღმოვაჩენთ სეიფშიი...
ველოდები ახალ თავს ❤️

ვნახოთ ვნახოთ :D

 


№18 სტუმარი სტუმარი ნანა

ნათია ძალიან საინტერესო და მაგარია სულ მინდა ვიკითხო წარმატებები და წინსვლა .მალე დადეთ რა ახალი თავი ☺❤❤❤

 


№19  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ახლა კი ნამდვილად სისულელე გააკეთა ლაშამ smile ისე ეტყობა ამ ისტორიას მალე დაასრულებ ხო?არა და არ მინდა ჯერ დასრულდეს. disappointed როგორ მაინტერესებს რა მოხდება

 


№20  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ძაან ძაან მაგარია აბა შენ იცი ველოდები შემდეგ თავს წარმატებებიი

 


№21  offline მოდერი naattii

სტუმარი ნანა
ნათია ძალიან საინტერესო და მაგარია სულ მინდა ვიკითხო წარმატებები და წინსვლა .მალე დადეთ რა ახალი თავი ☺❤❤❤

ვეცდები ყველანაირად ❤️

უცნობი ქ
ახლა კი ნამდვილად სისულელე გააკეთა ლაშამ smile ისე ეტყობა ამ ისტორიას მალე დაასრულებ ხო?არა და არ მინდა ჯერ დასრულდეს. disappointed როგორ მაინტერესებს რა მოხდება

ვნახოთ, ზუსტად არაფერი ვიცი ❤️

uchveulo
ძაან ძაან მაგარია აბა შენ იცი ველოდები შემდეგ თავს წარმატებებიი

უღრმესი მადლობა ❤️

 


№22 სტუმარი სტუმარი ნანა

დღეს ხომ დადებ ახალ თავს?ველოდები ძალიან.ნათია ფეისზე როგორ დაგიმატოთ ადვილად რომ ვნახო ხოლმე მომდევნო თავები?

 


№23  offline მოდერი naattii

სტუმარი ნანა
დღეს ხომ დადებ ახალ თავს?ველოდები ძალიან.ნათია ფეისზე როგორ დაგიმატოთ ადვილად რომ ვნახო ხოლმე მომდევნო თავები?

ყველანაირად ვეცდები დავდო, https://www.facebook.com/groups/675755436144637/ აი აქ ვარ :)))

 


№24 სტუმარი სტუმარი ნანა

გოგოები ხომარ დაიდი მეოცე თავი უნებლიე შეცდომის? როგორ ველოდები☺❤❤

 


№25  offline წევრი teko-teko

naattii
teko-teko
Pirvelad vwer konentars sheni yvela nawarmoebi wakitxuli maqvs usazgvrod nichieri xar uzomod miyvars sheni personajebi da weris stili warmatebebi mudam sayvarelo ????

ღმერთო, მარტო ასეთი სიტყვებისთვის მიღირს წერა, უღრმესი მადლობა ❤️

Kidev Metis girsi xar Shen

 


№26  offline აქტიური მკითხველი terooo

ღმერთო რა არანორმალურია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent