შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უნებლიე შეცდომა (13 თავი)


1-09-2018, 13:09
ავტორი naattii
ნანახია 4 390

სამსახურში აპირებდნენ შესვლას ნათიას მობილური რომ ამღერდა.
-ლაშაა_მაშინვე გადახედა წარბებშეკრულ გოგის
-იმედია არ აპირებ უპასუხო.
-აბა პატარა ბავშვივით გავიბუტო? ბეჭედი ხომ უნდა დავუბრუნო
-არც კი გაიფიქრო_თუმცა არც შეუმჩნევია ნათიას გოგის აწეული თითი ისე უპასუხა
-გისმენ ლაშა
-უნდა შევხვდეთ.
-რა მოხდა?
-ნათია, ძალიან გთხოვ, ბოლოჯერ. გეფიცები ამის შემდეგ აღარასდროს დაგენახები.
-კარგი, შევხვდეთ_ამოიხვნეშა ნათიამ და არც უცდია გოგისკენ გახედვა, მის სახეს ახლა ვერ შეხედავდა.
-ხომ ხვდები რომ არ გაგიშვებ?_წარბი აუწია გოგოს
-ნუ მაშინებ ერთი თუ კაცი ხარ, ეგ წარბი მაშინაც მეყოფოდა აიზბერგი რომ იყავი, ისე როგორი ცივი კაცი ხარ რა არი.
-ნათიააა.
-ხო კარგი, გეფიცები მალევე მოვალ, იმხელა ბრილიანტი სად წავიღო, დავუბრუნებ დავილაპარაკებთ და მოვალ.
-ასეთი დამყოლი და ლმობიერი როდის ჯანდაბად გავხდი?
-ჩემ სიყვარულს თავისი ხარკი უნდა საყვარელო_სიცილი აუტყდა ნათიას და უცებვე აკოცა -მიყვარხარ, დამელოდე.
-ყოველთვის_ღიმილითვე დაუბრუნა პასუხი გოგიმ.

გაუკვირდა ლაშამ სახლში რომ დაიბარა, მაგრამ იფიქრა, ალბათ უცხო პირების ჩართვა არ უნდაო და არც უფიქრია ცუდი ისე შეაბიჯა. გეთანხმებით, გულუბრყვილობა იმედგაცრუებას გულისხმობს. თავიდანვე გაუკვირდა ამდენი ფორმიანი სახლში, მაგრამ ბოლომდე შეაბიჯა და ლაშაც დაინახა სასმლით ხელში.
-შენ ხომ არ სვამ?
-ახლა ვსვამ_მწარედ ჩაეცინა ბიჭს და ნათიას დივანზე მიუთითა.
-ნათი, ახლა ყურადღებით მომისმინე, ყველაფერი ვიცი, ყველაფერი. მე აქ ცუდი არ ვარ, ამჯერად არა_ხელი აუწია რაღაცის სათქმელად პირ გაღებულ გოგოს -ჩემი ტყავის სანაცვლოდაც კი ვცდილობ გადაგარჩინო და ამისთვის მხოლოდ ერთ კითხვაზე მიპასუხე: სად არის ტვირთი?
-არ ვიცი.
-ნათიაა_ღრიალში გადაუვიდა ლაშას ხმა -შენ რა დაყრუვდი? ეს არც თამაშია და არც კინო მაგარი გოგოს როლი რომ შეასრულო, მოგკლავენ გესმის? ახლა აქ წყნარად იმიტომ ზიხარ, რომ დავპირდი ყველაფერს გვეტყვისთქო, თორე გოგიმ შენი გვამიც ვერ ნახოს შეიძლება. ვერც კი წარმოიდგენ აქ რა სერიოზული რაღაც ხდება, გმირობანას შეეშვი და დამიჯერე, მითხარი სად არი ტვირთი.
-მართლა არ ვიცი ლაშა, რომც ვიცოდე არ გეტყოდი.
-გასაგებია, მაშინ ძალა მოვიშველიოთ_თავით ანიშნა ნათიას უკან მდგომ ერთ-ერთ ბიჭს და წამში აეფარა უსიამოვნო სუნიანი სითხით გაჯერებული ნაჭერი. სანამ ბოლომდე გაითიშებოდა მანამდე მისწვდა ყურს ლაშას ბრძანება: -ყველა აიყვანეთ.


უკვე სამი საათი იყო გასული ნათიას წასვლიდან და გოგის მოთმინების ნატამალიც აღარ გააჩნდა.
-დაჩი, ვერავის ვუკავშირდები, ნათიაც უეცრად გაქრა, გოგოებთან ხომ არაა? ლილია სადაა?
-ჩვენთან მოდი გოგი_მოგუდულად გაცა დაჩიმ პასუხი და უძლურებისგან სკამზე უღონოდ დაეშვა გოგი, იცოდა დაჩის ეს ხმა რას მოასწავებდა.
-დაჩი...
-უბრალოდ მოდი გოგი._ტელეფონში გამეფებული დუმილი გოგის მთელ სხეულზე მოედო და წამში შებოჭა. ვერავის ეტყოდა როგორ აიძულა სხეულს და როდის შეაღო პოლიციის მეორე განყოფილების კარი. იქვე გაიგონა დაჩის ღრიალი და სიტყვების აზრს რომ ჩაწვდა უარესად გაეთიშა გონება.
-სამი გამომძიებლის ცოლია აყვანილი, სამის, თქვენ გესმით ეს რას ნიშნავს? ერთი საათი გავიდა და მიდგახართ აქ არაფერია ახალიო, ამის დედაც მოვტ*** სიახლე კიარა მათი ადგილსამყოფელი მჭირდება, ნახევარი საათი გაქვთ რამე რომ გაიგოთ ან ის დედა მოტ**** მომითრიოთ ყურებით, თორე არცერთი დაგინახოთ ამ შენობაში._ვერავინ ბედავდა გაცეცხლებული დაჩის თვალებისთვის შეეხედა. გვერდით ედგა სახეწაშლილი დემნა და კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც გოგი არც იცნობდა.
-ჩემთან შემოდით_გოგისაც დაუძახა დემნამ და ოთხივე შეიკეტნენ.
-ნათია როგორ აიყვანეს?_თავჩარგულმა კითხა დემნამ. დაჩი ჩაფიქრებული დააბიჯებდა ოთახში, მესამე უცხო საერთოდ უხმოდ ჩაშტერებოდა იატაკს.
-აიყვანეს? მე ისიც არ ვიცი რა მოხდა, გამაგებინებთ ბოლო ბოლო?
-ჩვენი ცოლებიც გაქრა_გვერდულად გამოხედა დაჩიმ, ბავშვები დატოვეს ბაღში და აღარავის უნახავს არცერთი.
-ნატალი და ლილია?_თვალები გაუფართოვდა კაცს.
-ნინაც, ჩემი ცოლიდა, ეს გიორგია მისი მეუღლე, ალბათ მათთან ერთად რომ იყო ვეღარ დატოვეს, თორე ჩვენ საქმესთან არაფერი საერთო არ აქვთ.
-ლაშამ დაურეკა დილით, უნდა შევხვდეთო, ბეჭედს დავუბრუნებ და ნახევარს საათში მოვალო_ძლივს ამოილაპარაკა გათიშულმა.
-ნუ ნერვიულობ, ერთად ეყოლებათ, იქეთ მეცოდებიან ლილიას ხელში, დამიჯერე ვერაფერს დაუშავებენ, ლილია მსგავს სიტუაციებში თავს გადასარევად გრძნობს_გამამხნევებლად მოუჭირა გოგის ბეჭზე ხელი დაჩიმ.


ყველაზე საშინელი შეგრძნებაა სიცარიელე, როცა ვერაფერს ხვდები, არაფერი გახსოვს, არავის გესმის და მხოლოდ იმას გრძნობ როგორ გიდიდება თავი და გასკდომამდე მიდის. მერე ნელნელა შეგრძნებები გიბრუნდება და ხმაც უკეთ გესმის, თვალები გახელასაც ახერხებ და ცდილობ ნათებამ არ დაგაბრმავოს.
-ნათიიი, იღვიძებს მგონი, ნათიააა_ძილბურანში ჩაესმა ნაცნობი ხმა და გაეღიმა.
-მმმმმმმ
-ჯანდაბა, სკოჩი დამავიწყდა, მოდი ჯერ გონზე მოდი მაგის მოშორებას მერე გასწავლი, ოღონდ გთხოვ ისტერიკებში არ ჩავარდე რა_ ფრთხილად შეყურებდა ლილია დაბნეულ გოგოს და ცდილობდა მისი აცრემლებული გადიდებული თვალები არ დაენახა.
-მმმმმმმმ
-კარგი, მოკლედ გაგვიტაცეს, აი ასე გამომძიებლების ცოლების კლუბი, ეს ჩემი დაა ნინა, ნატალის იცნობ_არხეინად გააცნო ირგვლი კრუგში სკამებზე დაბმული გოგონები და ეცადა გამამხნევებლად გაეღიმა.
-მმმმმმმ
-ა, ხო, სკოჩი, მოკლედ მისმინე, ახლა ყველანაირად ეცადე სახის მიმიკა იცვალო, განსაკუთრებით ქვედა მხარე, ლოყები და ტუჩები, ამასთან ერთად ეცადე ენის გამოყოფა მოახერხო და როგორც მიწვდები ტუჩების ირგვლივ მიმოატარო, საზიზღარი გემო აქ აქედანვე იცოდე. მერე როგორ კი დაინახავ, რომ უფრო თავისუფლად გეკვრება, ეცადე პირი მუხლს მიუახლოვო და იქამდე იხახუნო სანამ ცალი მხარე არ აძვრება კარგი?
ტირილით დაუქნია გოგომ თავი და ნათქვამის გაკეთება დაიწყო.
-ხოდა რას გიყვებოდი ნატ, მირეკავს ეს ბაღის მასწავლებელი და მეუბნება დემეტრემ ერთი ბიჭი დაალურჯაო, თან წარმოიდგინე, იმ გაუზრდელს სათამაშო წაურთმევია, ტალახში უსვრია, ფეხებით შემდგარა და ჩემ შვილზე დაუცინია, ეს თავხედი კი მე მირეკავს საყვედურით. რომ ვიფრინე, ახლაც გარბის, ჩემი შვილი კიდე დავასაჩუქრე, არავის დააჩაგრინო თავითქო_ამაყად ასწია ნიკაპი ლილიამ და არ შეიმჩნია როგორი გაოცებული სახით უყურებდა ნათია.
-ასე ვწყნარდებით საყვარელო, გვირჩევნია წარმოვიდგინოთ, რომ სახლში ვზივართ დივანზე._გამამხნევებლად გაუღიმა ნატალიმ, თუმცა არ გამოუვიდა, აღელვებისგან ტუჩები ლამის გვერდულად გაურბოდა.
-ლილ, ბავშვები....
-არა ნატალი, არ გაბედო, დემეტრე, ლიზი და გაბრიელი მშვიდად არიან ბაღში და დაჩის გაგზავნილი დაცვა ყავთ, მათ ჩვენ ვჭირდებოდით რაღაცატო და არა ბავშვები.
-მემგონი ჩემი ბრალია_ამოილუღლუღა სკოჩიდან ნახევრად გათავისუფლებულმა ნათიამ -გამაფრთხილა ლაშამ მომიყევი თორემ განანებო და აი თქვენც გაერიეთ, ჩემი ბრალია, მაპატიეთ.
-რას ამბობ ნათი, მაინც ასე მოხდებოდა, არ ინერვიულო, ბიჭები ალბათ უკვე გვეძებენ, მთავარია საღები დავხვდეთ. ნეტა ნინას რა დოზა გაუკეთეს ამდენი_შეფიქრიანებულმა გადახედა ჯერ კიდევ გათიშულ გოგოს.
-ღმერთო_წამოიტირა ნათიამ და ნიკაპი აუკანკალდა.
-დაწყნარდი, ტირილი არაფერში გვიშველის, დაგვეხმარე კარგი? იქნებ რაღაცით გავარკვიოთ სად ვართ_ირგვლივ მიმოიხედა ნატალიმ
-ტყეში ვართ, დანგრეულ შენობაში, მაგრამ ცუდია გზაში რომ გათიშულები ვიყავით, ასე შეიძლება სვანეთშიც ვიყოთ.
-მაგრამ არ ცივა_ცრემლები ჩამოუვიდა ნათიას.
-სწორია, ანუ შორსაც არ ვართ, აი ხომ ხედავ ერთად უფრო შევძლებთ_სევდიანად გაუღიმა ლილიამ, ნათია ტირილს ვერ წყვეტდა და ლილიამაც ვეღარ მოისვენა.
-საყვარელო მომისმინე, გატაცებას ორი მთავარი კანონი აქვს, პირველი ის რომ არ შეეხვეწო, ასეთ სადისტებს ეგ პირიქით აღაგზნებთ და არ გაბედო რომ შემოვლენ ხვეწნა დაუწყო, მაინც არ გაჭრის და მეორე, არ დაანახო რომ გეშინია, ეს მათ სიამოვნებას ანიჭებს და მეტს მოითხოვენ, ამიტომ ცრემლი მოიწმინდე, რაც კი გამბედაობა გაქვს მოიკრიბე და ეს ორი წესი გაითვალისწინე, კარგი? თუ დღეს სიკვდილი გვიწერია ღირსეულად მოვკვდეთ ჯობია და არა ვიღაც ორ კაპიკს დახამებულ იდიოტებს ჩავუვარდეთ მუხლებში_გაუბედავად დაუქნია ნათიამაც თავი და ცრემლების შეკავებას ეცადა.
-ეს როგორი გამოცდილი და ბრაზიანი ცოლი ყოლია ჩვენს დაჩის_სიცილი გაისმა შემოსასვლელში და გამოჩნდა კიდევაც 40 წლამდე მისული კაცი, რომელსაც უკან ორი ახალგაზრდა მოყვებოდა.
-ახლოს მოიწიე მე შენ გაჩვენებ როგორი ბრაზიანი ვარ_სკამს დაეჯაჯგურა გაცოფებული ლილია და წინ გაწევა მოინდომა.
-მოვედი, მერე?_ირონიული ღიმილით მიუახლოვდა კაცი და ლილის წინ დაუდგა.
-მერე, ეს_მთელი ძალით ჩაარტყა შუბლი კაცს სახეში და ცხვირი გაუტეხა -როცა ვინმეს იტაცებთ ინფორმაცია უნდა მოიძიო იდიოტო და იცოდე ვის იტაცებ_გამარჯვებული ღიმილით დაყურებდა ლილია შებარბაცებულ კაცს, მაგრამ არ დასცალდა.
-ფუ შენი ბო*ი დედაც მოვტ******_სახეში გაარტყა გამწარებულმა კაცმა ქალს და ინერციით გვერძე გადააგდო თავის სკამიანად. გაოგნებულ ნატალის ტირილისგან ნიკაპი აუკანკალდა და თითქოს შორიდან ჩაესმოდა ნათიას კივილი.

----------------------------------------------------------------
ხომ არ გამეწელა ან ხომ არ მოგწყინდათ? ვერ ველევი ისე შემიყვარდნენ და არ მინდა მოგბეზრდეთ..... ველოდები თქვენს შეფასებებს <3



№1  offline წევრი დარინა

ნათია უფრო ჭკვიანი მეგონააა ფაქტიურად მისი ნებით ჩაუვარდა ხელშიი რა ახსნები და ბეჭდის დაბრუნება მოინდომა ისე ვერ დაუბრუნწბდა ვითომ არადა იცოდა ლაშა რა ჩიტიც იყოო, გოგის სისუსტეს არ ველოდიი არ უნდა გაეშვაა, ლილია ჩემი სასწაული გოგოა წინა ისტორიაშიც განსაკუთრებით მომწონდა კი აწვალებდა ჩემ დაჩიკოს მაგრამ მაინც ღირსი იყო და რა ექნაა. მიყვარს გაცოფებული დაჩის ყურებაა.

 


№2  offline მოდერი naattii

დარინა
ნათია უფრო ჭკვიანი მეგონააა ფაქტიურად მისი ნებით ჩაუვარდა ხელშიი რა ახსნები და ბეჭდის დაბრუნება მოინდომა ისე ვერ დაუბრუნწბდა ვითომ არადა იცოდა ლაშა რა ჩიტიც იყოო, გოგის სისუსტეს არ ველოდიი არ უნდა გაეშვაა, ლილია ჩემი სასწაული გოგოა წინა ისტორიაშიც განსაკუთრებით მომწონდა კი აწვალებდა ჩემ დაჩიკოს მაგრამ მაინც ღირსი იყო და რა ექნაა. მიყვარს გაცოფებული დაჩის ყურებაა.

მე პირადად სულელურზე მეტად გულუბრყვილოს ვუწოდებდი, იცოდა ლაშას გულს ატკენდა და ასე ტელეფონის ზარით "დაკიდება" არ უნდოდა. რომც არ მიეკითხათ სადაც ლილია აიყვანეს ნათიას რას უზამდნენ? :D

 


№3 სტუმარი სტუმარი ნათია

არა გრცხვენიაა? რა გაგეწელა????თვალს ვერ ვწყვეტ, ნერვიულობისაგან თითები დავიჭამე. არაკაცები ქალს მოერიენ? ნათიას კი თავისი გულუბრყვილობით დაემართა და ადამიანურად ენდო ლაშას მაგასაც უყვარს რა გულით???? ფუ მასეთი სიყვარულუს ....

 


№4 სტუმარი Qeti qimucadze

Ise velodebi sull, caramara vnaxulob saitssaa, axali tavi mindaaaaaaaaaa

 


№5  offline წევრი ნორმი

არაფერიც გაგიწეილია,პირიქით მაგალითად მე არ მსურს დამთავრდეს და კარგიც იქნება თუ კიდევ მექნება წაკითხვის სიამოვნება.
--------------------
მორფეოსი

 


№6  offline მოდერი naattii

სტუმარი ნათია
არა გრცხვენიაა? რა გაგეწელა????თვალს ვერ ვწყვეტ, ნერვიულობისაგან თითები დავიჭამე. არაკაცები ქალს მოერიენ? ნათიას კი თავისი გულუბრყვილობით დაემართა და ადამიანურად ენდო ლაშას მაგასაც უყვარს რა გულით???? ფუ მასეთი სიყვარულუს ....

ვეცდები ინფაქტი აგაცილო :D

Qeti qimucadze
Ise velodebi sull, caramara vnaxulob saitssaa, axali tavi mindaaaaaaaaaa

ხვალ იქნება დიდი ალბათობით ❤

Farvana
არაფერიც გაგიწეილია,პირიქით მაგალითად მე არ მსურს დამთავრდეს და კარგიც იქნება თუ კიდევ მექნება წაკითხვის სიამოვნება.

დიდი მადლობა ❤

 


№7 სტუმარი cota boroti

auuu sad gawyvite eee :-[:-\x-(:-C ar sheidzlebaa uuf jer es erti patara iyo mere meore saitereso mere mesame boloshi damaintrigebeli da mere meotxe dagvianebuli!!!!!
arada mainc kargi rom iyo??!!!
liliaze vafrennn da dachim Rom tqva isini iqet arian sacodavebi liliaze xelshio?:D
mand dzaan bevri vicineee
nu mokled raa axali da didi tavi mwirdeba saswrafoodd

 


№8  offline მოდერი naattii

cota boroti
auuu sad gawyvite eee :-[:-\x-(:-C ar sheidzlebaa uuf jer es erti patara iyo mere meore saitereso mere mesame boloshi damaintrigebeli da mere meotxe dagvianebuli!!!!!
arada mainc kargi rom iyo??!!!
liliaze vafrennn da dachim Rom tqva isini iqet arian sacodavebi liliaze xelshio?:D
mand dzaan bevri vicineee
nu mokled raa axali da didi tavi mwirdeba saswrafoodd

დიდი მადლობა, შეკვეთა მიღებულია :D ❤

 


№9 სტუმარი დფფფფ

როდის დადებ?

 


№10  offline მოდერი naattii

უცნაური მე
რა გაწელვა ამათ გარეშე ვეღარ ვძლებ უკვე..
ძალიან მიყვარს ყველა მათგანი.
ლილიას სკჩის აძრობის მასტერკლასზე ძაან ვიხალისე :დდ
გიჟია ეგ გოგო :დდ
იმედია დაჩი მიამტვრევს იმ ხელს რომლითაც გაარტა ლილიას იმ კაცმა!
ძალიან მომწონხარ და გელიდები ❤️

ვგიჟდები შენი კომენტარის კითხვაზე ❤

დფფფფ
როდის დადებ?

ყველანაირად ვეცდები დღეს საღამოს იყოს

 


№11  offline აქტიური მკითხველი terooo

არაა რა მომწყინდა, ძალიან მომწონს

 


№12  offline წევრი triniti

ოჰოო აქ ამბები მელის...სამსახურიდან გაგდება მემუქრება მე შენი ისტორიის გადამკიდე როგორ ჩამითრია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent