სექტუმ სემპრა V თავი (ჰარი პოტერის ფანფიკი)
ჰარიმ სწრაფად ჩაირბინა კიბეებზე და ჯინისთან მივიდა. -სადაა მალფოი? -რაში გაინტერესებს? -მოკალი? -არა სანამ შელოცვა დავასრულე გაუჩინარდა. ბედნიერი ხარ? ჯინიმ ჰარის შეუბღვირა და წავიდა. -მალფოი გამოდი. დრაკომ მოსასხამი გადაიძრო. -შენი შეყვარებული გიჟია -უხდება სიგიჟე ჰარის გაეღიმა -პოტერ კინაღამ მომკლა, რა გაცინებს? -ცოტა ხნის წინ შეიძლებოდა მეც იგივე გამეკეთებინა დაუფიქრებლად დრაკო. ახლა კიდევ გმალავ და შენს გამო ჯინის და ჰერმიონს ვეჩხუბები. -ჰერმიონი როგორაა არ გინახავს? -სად მეცალა, შენი დამალვით ვიყავი დაკავებული. -მასთან ავალ. -არ დაგელაპარაკება. -ვეცდები მაინც. -კარგი, მაგრამ მოსასხამი გადაიფარე. ახლა დერეფანში ხეტიალის დრო არაა. სწრაფად ადი და იქ დარჩი სანამ უისლები არ წავლენ. -შეიძლება რაღაც… დრაკოს უჭირდა ეთქვა ჰარისთვის ეს სიტყვები. -შეიძლება რაღაც გთხოვო? -შენ ? მე? კარგი გისმენ. -ზაბინი სლიზერინის ოთახშია, არ მინდა რამე შეემთხვეს. ერთი მეგობარი დამრჩა. -შენ და რონმა რამე შელოცვა ესროლეთ ერთმანეთს და სხეულები გაცვალეთ თუ რა ხდება? ჰარიმ გაკვირვებით იკითხა და ხმამაღალი სიცილიც მოაყოლა. -კარგი ვნახავ შენს მეგობარს. -მადლობა პოტერ, ყველაფრისთვის. დრაკომ მოსასხამი მოიცვა და გრიფინდორის ოთახში ავიდა. შევიდა თუ არა დაინახა დივანზე მჯდომი ჰერმიონი, რომელიც წიგნს კითხულობდა. -ჰეი როგორ ხარ? -დღეს უკვე მნახე მალფოი, რამდენჯერ უნდა მომიკითხო? -მე ვიგულისხმე იმ დებილის ნახვის შემდეგ… -რამე განსაკუთრებულ განწყობაზე უნდა ვიყო? -ჰარიმ მითხრა რომ ტიროდი და ოთახში ჩაიკეტე. -საინტერესოა… და თუ იცი ვენებიც ხომ არ გადამიჭრია შემთხვევით? -ჰერმიონ… ვიცი რომ გაბრაზებული ხარ. -კი ვარ! შენზე და ჰარიზე. ყველაფერი დროულად რომ გეთქვათ და არ დაგემალათ მეცოდინებოდა მაინც როგორ დავხვედროდი იმ იდიოტს. -ანუ კარგად ხარ… ვგულისხმობ დეპრესია და რამე ხომ არ გექნება დაშორების გამო. -რა? ეგღა მაკლია დეპრესიაში ჩავვარდე უისლის გამო. ზოგადად ბიჭის გამო. დავშორდით და დავშორდით დიდი არაფერი მომხდარა, მის ცოლობას ხომ არ ვაპირებდი. მეც ვიცი რომ მასზე უკეთესს ვიმსახურებ და ვფიქრობ რომ ადრე უნდა დავშორებოდი მას. -მგონია რომ ბევრს ფიქრობ… როცა უყვართ ფიქრის უნარი შეზღუდული აქვთ ადამიანებს, მხოლოდ გრძნობით ხელმძღვანელობენ. -სერიოზულად?! შენ დრაკო მალფოი მესაუბრები მე გრძნობებზე? სასაცილოა -სასაცილო ისაა რომ შენ ამისი არ გჯერა როდესაც თავად… დრაკომ ჰერმიონის მუხლებზე გადაფურცლული წიგნის ყდა ამოატრიალა -... როდესაც თავად რომეოს და ჯულიეტას კითხულობ. -რა შუაშია ეგ? -თავშია. შენ ახლა დაშორდი შეყვარებულს და სიყვარულის ისტორიებს წიგნში ეძებ, რომ საბოლოოდ სიყვარულზე ხელი არ ჩაიქნიო. -ფსიქოლოგი როდის გახდი? უბრალოდ მიყვარს მსგავსი ისტორიების კითხვა, ან როგორ შეიძლება არ გიყვარდეს რომეო და ჯულიეტა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრაგედიაა. -საქმეც მაგაშია რომ ტრაგედიაა და არა რომანი. ორ თექვსმეტი წლის ბავშვს ერთმანეთი თავისი ჭკუით ერთი დანახვით შეუყვარდათ, იქორწინეს და თავი მოიკლეს. რა უაზრობაა. მოზღვავებული ჰორმონები არ იცოდნენ სად წაეღოთ და პირველ შემხვედრს სამუდამო სიყვარულს ეფიცებოდნენ. მე ასე ვხედავ ამას. ჰერმიონმა დრაკოს შეხედა რომელიც ღიმილით უყურებდა პირდაღებულ გოგონას. -ანუ შენ შექსპირი არ მოგწონს? -არა, ეგ არ მითქვამს. რომეო და ჯულიეტა არ მომწონს. -აბა რა მოგწონს მაშინ. -მე ჰამლეტის სიგიჟე უფრო მერომანტიულება და მისი ოფელიასადმი ტრფობა. -ეგეც რომ ტრაგედიაა. -ჰამლეტი უაზროდ არ კვდება. მისი მიზანი და ამოცანა შურისძიება იყო. რომეო და ჯულიეტაში მორალი არ დევს. ჰერმიონს უფრო და უფრო მოსწონდა დრაკოსთან წიგნებზე საუბარი. -შენ ქარიშხლიანი უღელტეხილი თუ გსმენია? -ჰაჰაჰა… მსმენია? “… მხოლოდ ერთ ლოცვას წარმოვთქვავ და გავიმეორებ სანამ ენა არ გამიხმება! - ქეთრინ ერნშოუ არ განისვენო მშვიდად სანამ მე ცოცხალი ვარ!... შენ თქვი, რომ მე მოგკალი, მაშინ ამედევნე! ყოველთვის ჩემთან იყავი, ნებისმიერი ფორმა მიიღე, გამაგიჟე! მხოლოდ არ დამტოვო ამ უფსკრულში სადაც შენ არ ხარ. მე ვერ ვიცოცხლებ ჩემი ცხოვრების გარეშე… მე ვერ ვიცოცხლებ ჩემი სულის გარეშე…” დრაკომ დაასრულა ციტირება. ჰერმიონს ამ სიტყვებზე ჟრუანტელმა დაუარა. ძლივს მოაბა სიტყვებს თავი. -ვაუ! არ მეგონა მსგავსი წიგნები თუ მოგწონდა. -მხოლოდ შენ არ ხარ წიგნების მოყვარული აქ, კონკურენტი გაგიჩნდა. -ჰაჰა კარგი რა მალფოი. მხოლოდ ერთი წიგნიდან მოიყვანე ციტატა. ეგ არ ნიშნავს რომ ბევრი წიგნი გაქვს წაკითხული. -ისეთ წიგნს გეტყვი რომელიც არაცერთ ბიჭს წაუკითხავს. -მიდი აბა -სიამაყე და ცრურწმენა. -მე ალბათ მაგ წიგნში მისტერ დარსი ვიქნებოდი არა? -კარგი რა! საიდან იცი? -შენი მეგობრები თუ არ კითხულობენ ეგ ყველა ბიჭზე არ ვრცელდება. -კარგი. საყვარელი წიგნი რომელია? -კოელიო, ალქიმიკოსი. -მართლა? მსმენია მაგრამ არ წამიკითხავს. -გირჩევ რომეო და ჯულიეტა გადადო და ეგ წაიკითხო. -და რაზეა? -გინდა რომ წინასწარ გითხრა? -ნუ მოკლე აღწერასავით. -ერთს გეტყვი, ჩემთვის ეგ ნაწარმოები ყველაზე დიდი მოტივატორია და გასწავლის რომ დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე აუცილებლად ბევრი დაბრკოლება შეგხვდება და თუ გადალახავ მიხვალ შენს ოცნებამდე. -საინტერესოა. -ჰერმიონ რატომ გიკვირს რომ მეც მიყვარს წიგნები და ზოგადად ჩემი ქცევები ყოველ ჯერზე რატომ გაოცებს -ძალიან შეიცვალე დრაკო, ის ბიჭი რომელსაც ვიცნობდი სულ სხვა ადამიანი იყი. -არა ჰერმიონ! შენ არ მიცნობდი. შენ ჩემი სახელი და გვარი იცოდი, ცოტაც საერთო ინფორმაცია და ბევრი ჭორი… მე პირადად არასოდეს მიცნობდი. არც მე გიცნობდი და არც მიცდია. იმას ვაკეთებდი რასაც მიმანიშნებდნენ და იქით მივდიოდი საითაც მიბიძგებდნენ. მხოლოდ იმას ვერავინ ხედავდა სინამდვილეში ვინ ვიყავი. -ახლა ამას რატომ მეუბნევი, ახლა შემეცვალა აზრი შენზე. -შენი გამხნევება მინდოდა და მეც გული გადაგიშალე. -არ მჭირდება გამხნევება, კარგად ვარ. -კარგი, როგორც იტყვი. დრაკო ადგა და წასვლა დააპირა. -სად მიდიხარ… კორიდორი სავსეა სამინისტროს ხალხით. -ჯანდაბა! ოთახის კარი გაიღო და ჰარი შემოვიდა. ჰერმიონი რომ დაინახა გაუკვირდა. -ჰერმიონ როგორ ხარ? მან ხმა არ გასცა. წიგნი აიღი და ოთახისკენ გაემართა. -გაბრაზებული ხარ? პასუხი ისევ ვერ მიიღო. მერე დრაკოს მიუბრუნდა -შენც ასე მოგექცა? დრაკომ მხრები აიჩეჩა -მეგონა გვაპატია.ბოლოს ჰერმიონი შემობრუნდა. -დრაკო შენ საპატიებელი არაფერი გაქვს, შენ ხომ არ ხარ ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელმაც ყველაფერი იცის ჩემზე და რომელმაც დამიმალა რომ მეორე იდიოტი მეგობარი დამშორდა, ისე რომ მოსვლაც არ იკადრა და ტყუილი წერილი დაწერა ვითომ ჩემს გასახარებლად! ჰარის რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ჰერმიონმა ოთახის კარი მოაჯახუნა. -ზაბინი კარგადაა… დრაკო ჩაფიქრებული ჰერმიონის ოთახის კარს მიშტერებოდა. -მალფოი! -რამე მითხარი პოტერ? -შენი მეგობარი უსაფრთხოდაა. მარგო დარჩა მასთან. ახალი მოსწავლეა. ძალიან კარგი გოგოა. -ვინ დარჩა? -მარგო. ჰარიმ ვერც კი მოასწრო გააზრება როგორ გავარდა დრაკო ოთახიდან. დრაკომ სლიზერინის ოთახის კარი შეაღო და ბლეზის საწოლზე მჯდომი მარგო დაინახა. -გამარჯობა დრაკო -აქ რას აკეთებ? -გეყოფა მალფოი, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ცირკი. -ბლეზი სადაა? -სააბაზანოში. -ნუ მატყუებ მას გიფსები ადევს თავისით ვერ დადის. -უკვე აღარ. მალე ბლეზიც გამოჩნდა, რომელიც სრულიად ჯანმრთელი იყო. გიფსებიც მოხსნილი ქონდა. -დრაკო ეს სასწაულია,ნახე მარგომ მომარჩინა. მარგო ბიძაშვილს მიუბრუნდა. -აი რა ძალაზე ამბობ უარს. ბლეზი დაიბნა. -უარს ასეთ ძალაზე? რაზე საუბრობთ. დრაკომ ბლეზს თითქმის უბრძანა -დაგვტოვე ზაბინი. ის მიხვდა რომ ჯობდა დაეჯერებინა დრაკოსთვის და ოთახში შევიდა. -მარგარეტ რის მიღწევას ცდილობ? მე ძალაზე კი არა მსხვერპლად შეწირვაზე ვამბობ უარს. სულ არ მინდა მსგავსი ძალა. -სულელი ხარ! მე ხომ არ მოვკვდი? -მარგო 10 წელია არ მინახიხარ შენი აზრით ახლა აქ რატომ ხარ? -ჩემი ბიძაშვილი მინდა დავიბრუნო. -მგონი მომიწევს სიმართლე გითხრა. -რა სიმართლე. -დედაშენი იცი როგორ დაიღუპა? -რა თქმა უნდა, მან შელოცვა არასწორედ წაემოთქვა და თავის თავი დაჭრა. მარგომ თქვა სევდით სავსე თვალებით. -ეს ასე არ არის მარგო. მამაშენს იგივეს გაკეთება უნდოდა რაც მამაჩემს სურს ახლა. შენ უკვე რიტუალისთვის იყავი მზად და უნდა მოეკალი, როცა დედაშენი გადაგეფარა და შენს მაგივრად ის მოკვდა. ამიტომ მიიღე ძალა შენ, რიმელიც წესით მამაშენს უნდა მიეღო. ჩემთან კონტაქტი კიდევ იმიტომ გაგაწყვეტინეს რომ ჩემს დანახვაზე ძველ მოგონებებს გაიხსენებდი და ეშინოდათ დედის სიკვდილი არ გაგეხსენებინა. შენ მოგონებები სრულიად შეგიცვალეს. ცხოვრება წაგართვეს და ძალიან ვწუხვარ ამის გამო. მე ამის მსხვერპლი არ გავხდები. მაგრამ ვიცი მამაჩემსაც აქვს ძლიერი იარაღი ჩემს წინააღმდეგ- ეს დედაჩემია. მას თუ თითს დააკარებს, მეორე ცდაზე ნამდვილად მოვკლავ და არც ვინანებ. მარგო ტიროდა. -შენ მაყტუებ! დაუყვირა ბოლოს დრაკოს და ოთახიდან გავარდა ტირილით. ჰერმიონი ბიბლიოთეკის თაროებს შორის დასეირნობდა. მან ნაცნობი ფიგურა შენიშნა ერთერთ თაროსთან და მივიდა მასთან. -გამარჯობა ბიჭი შემობრუნდა და აშკარად გაეხარდა ჰერმიონის დანახვა -გამარჯობა ჰერმიონ, როგორ ხარ? -კარგად შენ? -მეც. როგორც იქნა გავიხსენე რა წიგნს ვეძებდი და მოვედი. -ძალიან გვიანია ახლა. ამ დროს აქ ხალხი არაა ხოლმე და მარტო მიყვარს აქ დარჩენა. არ მოველოდი შენს ნახვას. -მე კი სიმართლე გითხრა, იმედი მქონდა რომ სადმე შემხვდებოდი. -რატომ? რამე გინდა ისევ მიგასწავლო? -ჰაჰა არა. კითხვა მაქვს... გახსნის წვეულებაზე ხომ მოდიხარ? -წვეულება სულ ამომივარდა თავიდან - მეწყვილე უკვე გყავს? თუ არა გთავაზობ ერთად წავიდეთ ჰერმიონი ჩაფიქრდა. რონს დაშორდა ამიტომ მისი კანდიდატი გამოირიცხა, ჰარი სავარაუდოდ ყველაფრის მიუხედავად ჯინის შესთავაზებდა, მალფოი... მალფოი? თავადაც გაუკვირდა დრაკო რომ კანდიდატებში მოისაზრა, მაგრამ მეგობრულად მალფოისთანაც შეეძლო წასულიყო. რადგან ბიჭებისგან არცერთს ინიციატივა არ გამოუხატავს ჯერ გადაწყვიტა მათთვის დრო მიეცა, ამიტომ სებასტიანს ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ გასცა პასუხი. -იცი ახლა გამახსენდა რომ უკვე შევუთანხმდი ერთს. -ერთს? ჰაჰა სახელი არ აქვს იმ ერთს? -წვეულებამდე არ მინდა ვინმემ ჩემი პარტნიორის შესახებ გაიგოს უცებ მოიფიქრა პასუხი ჰერმიონმა და გაუღიმა სებასტიანს. -კარგი მაშინ. თუ ის ერთი გადაიფიქრებს, მე თქვენს განკარგულებაში ვარ მადამ ღიმილით წარმოთქვა სებასტიანმა და რევერანსით დაემშვიდობა ჰერმიონს. გოგონა ღიმილით უყურებდა მიმავალ სებასტიანს. უეცრად ტირილის ხმა მოესმა. ის მიყვა ხმას და მიადგა იმ სექციებს რომელთა შორისაც ქვითინებდა ძირს მჯდომი ქერა გოგონა. ჰერმიონმა ის იცნო -შენ მარგო ხარ ხო? ახალი მოსწავლე გოგონამ ახედა და ცრემლები მოიწმინდა. -კი მე ვარ. -შემიძლია დაგეხმარო. -არა შენს მატყუარა მალფოის დაეხმარე! -დრაკოს გამო ტირი? რა დაგიშავა? -არაფერი... -მარგო გთხოვ იქნებ შემიძლია დახმარება. მარგომ ცრემლები შეიშრო და ფეხზე წამოდგა. -არა ეს ოჯახურია, თუ მოუნდება დრაკოს თვითონ მოგიყვება. მან ბიბლიოთეკა დატოვა. ჰერმიონი იდგა გაკვირვებული და ვერ გაეგო რა მოხდა იგი ავიდა საერთო ოთახში სადაც ჰარი დრაკო და ზაბინი ისხდნენ. -რა ხდება აქ? იკითხა ჰერმიონმა როდესაც ეს ტრიო დაინახა. -ჰერმიონ შენ გელოდებოდით უპასუხა დრაკომ მშვიდი გამომეტყველებით. -მე? რატომ? -როგორც იქნა მაფლოიმ გადაწყვიტა მოგვიყვეს რა შეემთხვა. თქვა ჰარიმ. -მგონი ვიღაცეები გვაკლია. ჰერმიონი ოთახიდან გაიქცა და ლუნასთან და ნევილთან ერთად დაბრუნდა. -ჰერმიონ შეიძლება ცალკე დაგელაპარაკო? ჰკითხა დრაკომ და ოდნავ მოშორებით წავიდა შეკრებილებისაგან. ჰერმიონი მივიდა მასთან -გისმენ -პირველ რიგში მაინტერესებს ხომ კარგად ხარ დრაკომ თბილად გაუღიმა. ჰერმიონს გული აუჩქარდა, იფიქრა რომ დრაკო მის მეწყვილეობას სთხოვდა ახლა და ღიმილით უპასუხა -არაჩვეულებრივად ვარ დრაკო. დაშორების გამო ჩემი მდგომარეობა არცერთმა აღარ იკითხოთ, იმიტომ რომ მე არ მაწუხებს ეს საკითხი და აღარ გვინდა ამაზე საუბარი. -კარგი გასაგებია. ჰარის შეურიგდი? -არც გავბრაზებულვარ, ვიცი რომ ჩემზე ზრუნავს და ამიტომ მოიფიქრა წერილის ამბავი. უბრალოდ ცოტა ხანი ვაგრძნობინებ რომ გაბუტული ვარ. ისეთი საყვარელია როცა ჩემს შემორიგებას ცდილობს. ამზე ორივეს გაეცინა. -რა უნდა გეკითხა? მოუთმენლად ელოდა დრაკოს შეთავაზებას. -ხო რა მინდოდა... ცუდად არ გამიგო, მაგრამ ამ ორის ნდობა თუ შეიძლება? მალფოიმ თავით ახალ მოსულებზე ანიშნა -რას ამობობ შენ თვითონ არ თქვი რომ ზაბინი მათ გადაარჩინეს? -კარგი გასაგებია. მეტი კითხვა აღარ მაქვს ამ სიტყვებმა ჰერმიონს იმედი გაუცრუა. შეეცადა არ შეეტყო და ბავშვებისკენ მიმავალ დრაკოს გაყვა. ყველა დივანზე ჩამოჯდა. -მგონი ბევრი რამის მოყოლა მომიწევს ამიტომ კარგად მოთავსდით. პირველ რიგში უნდა იცოდეთ ის რომ მე ნამდვილი ჯადოქარი ვარ. ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენ არ ხართ, მაგრამ იქ სადაც მე დავიბადე ჯადოქრად მარტო ის ითვლება ვისაც არცერთი მაგლი წინაპარი არ ყავს. ასეთი ჯადოქრები იყოფა კასტებად, საკუთარი წარმომავლობის და ძალის მიხედვით. მე და ჩემი ოჯახი უმაღლესი ჯადოქრების კასტას ვეკუთვნით. ჩვენს წინაპრებში ძალის გადაცემის რიტუალი იყო სადაც ერთი ჯადოქარი მეორეს კლავდა იმ მიზნით რომ მისი ძალა მიეღო, მაგრამ მსხვერპლი აუცილებლად ნათესავი უნდა ყოფილიყო. ამის გამო ბევრ ოჯახში შვილებს მხოლოდ მსხვერპლშეწირვისთვის აჩენდნენ, როცა ბავშვი საკმარის ცოდნას და გამოცდილებას მიიღებდა, რომ თავისი ძალა ემართა მას სწირავდნენ და ასე იღებდნენ მამაკაცები ძალას. მხოლოდ ეს ძლიერი მამაკაცები წარმოადგენდნენ უმაღლეს კასტას. ვისაც მსხვერპლშეწირვით არ ქონდა ძალა მიღებული ის ვერასოდეს უმაღლესებში ვერ მოხვდებოდა. მამაჩემის მიზანი ამჟამად ჩემი მსხვერპლშეწირვაა. ალბათ კითხვა გაგიჩნდებათ ის ისედაც უმაღლესია და რათ უნდა ჩემი მოკვლა. მას უნდა რომ მხოლოდ თვითონ იყოს უმაღლესი და ერთპიროვნულად მართოს ჯადოქრები. ჯერ მე მომკლავს, შემდეგ სხვა უმაღლეს ჯადოქრებს და მათ ოჯახებს. ეს გეგმა თუ გამოუვიდა მისი მრისხანება და ძალა ასი და ათასი ვოლდემორის ტოლფასი იქნება. -შენ ხომ თქვი რომ ის დაჭერი? ჰერმიონმა ჰკითხა -მე მას „სექტუმ სემპრა“ ვესროლე ამის გაგონებაზე ჰარი მიუბრუნდა დრაკოს და გაოცებულმა ჰკითხა -რატომ? -იმიტომ რომ ვიცი როგორი მტკივნეულია. ჰარიმ თავი ჩახარა, დრაკომ კი განაგრძო. -მე მას ვესროლე შელოცვა, თუმცა დედაჩემმა უმკურნალა როგორც ჩანს. -როგორ უნდა ვებრძოლოთ მამაშენს თუ საჭირო გახდა, როცა ჯოხებიც კი არ გვაქვს? -იკითხა გაოცებით ნევილმა -დაივიწყეთ ჯოხები, ეგ სათამაშო იმისთვისაა რომ თქვენი ძალები დაახშოს და გააკონტროლოს, ასე უკეთესია. თქვენი ძალა ჯოხში არაა. თქვენი ძალა თქვენშია, თქვენს სულში, გულში, გონებაში და გრძნობებში. მთავარია მისი მართვა ისწავლოთ და ჯოხი არ დაგჭირდებათ, აი ნახეთ დრაკო ზაბინის წინ დადგა, ღრმად ჩაისუნთქა, ცალი ხელი წინ გაიშვირა და მშვიდად წარმოთქვა „ექსპელიარმუს“ . ზაბინის ჯოხი მის ხელის გულზე აღმოჩნდა. ყველა უყურებდა და ხმას ვერ იღებდნენ. ბოლოს ჰარიმ წარმოთქვა. -ხომ გვასწავლი ამა? -კი აუცილებლად. ხვალვე დავიწყებთ დამხმარე ოთახში ვარჯიშს. ჩემი და ზაბინის ჯოხები არ ჩამოურთმევიათ რადგან ვერ გვნახეს. ისინი მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას გამოგვადგება, ამიტომ ორივეს მე შევინახავ. უკვე გვიანია, მგონი ჯობს დღეს უკვე დავიძინოთ და ხვალ დილით ადრე ჩავიდეთ სავარჯიშოდ რას იტყვით? -ჯერ შენი დაბადების დღე არ დასრულებულა თქვა ჰერმიონმა, რომელსაც ხელში ტორტი ეჭირა. დრაკოს გაეცინა -როდის მოასწარი გრეინჯერ?! -სურვილი ჩაიფიქრე და ჩააქრე უთხრა მან ღიმილით. დრაკომ სანთლები ჩააქრო. ყველა გაამხიარულა ამ პატარა ჟესტმა. ტორტი მიირთვეს. ნევილიც კი შეეგუა დრაკოს და აღარ ბუზღუნებდა. ცოტა ხანი გართობის შემდეგ ყველა დაღლილი დივანზე ჩამოჯდა ზოგიც ხალიჩაზე. ზაბინიმ ჯიბიდან რაღაც ბილეთები ამოიღო და დრაკოს მისცა. -არ არსებობს! ფინალის ბილეთებია?! დრაკომ თვალები დაჭყიტა. -კი ერთი წლით ადრე ვიყიდე რომ მოვხვედრილიყავით. მადლობა ბლეზ. -რისი ფინალია? დაინტერესდა ჰერმიონი -ქვიდიჩი წესების გარეშე -რა? ასეთი არსებობს? გაუკვირდა ჰარის -არსებობს? ეს ხომ ყველაზე დიდი სანახაობაა აღშფოთდა ზაბინი. -რა არის განსხვავებული ჩვეულებრივი ქვიდიჩისგან ახლა ნევილმა იკითხა -ის რომ თამაშის დროს შეიძლება „ავადა კედვრა“ გესროლონ და ამაზე არავინ დაისჯება, ჩვეულებრივ გაგრძელდება თამაში. ერთ თამაშზე ყოფილა რომ ხუთი ადამიანი მოუკლავთ. -რა სისასტიკეა! წამოიძახა ჰერმიონმა -გეთანხმები, მაგრამ თან სულისშემძვრელი სანახაობაა, რომლის გამოტოვებასაც არ ვაპირებ და უნდა ვიჩქაროთ დრაკო, ერთ საათში იწყება. -რა? დღეს? დრაკომ ბილეთს დახედა დროის გადასამოწმებლად და მოთამაშეების სიასაც გადაავლო თვალი. -ხო მართალი ხარ მალე უნდა წავიდეთ. იცოდით უისლი რომ თამაშობდა? -რა? ერთდროულად შეჰყვირეს ჰარიმ და ჰერმიონმა. როგორც იქნა მოვახერხე, იმედია მოგეწონებათ ) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.