შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქამელეონისფერი სიყვარული (თავი 2)


11-09-2018, 15:20
ავტორი Mia_smith
ნანახია 1 469

-ჩვენმა მეზობელმა მარიამ გიორგობიანმა თავი მოიკლა,სამზარეულოში შემოვიდა ნიკა თავის ქნევით.
-რა-ა?აღშფოთება ვერ დავმალე და სკამიდან წამოვხტი.
-ხო გუშინ ღამე გადაუჭრია ვენები... ვიღაც ბიჭის გამოო ასე ამბობენ
-ღმერთო ჩემო,ერთი ამოვიკნავლე შემდეგ კი იქვე ჩავიკეცე.ალბათ ოთხი წლის შემდეგ პირველად ვტიროდი,მტკიოდა იმ გოგოს გამო,მეც ხომ ვაპირებდი თავის მოვკლას არა?მაგრამ სუსტი აღმოვჩნდი და ვერ შევძელი გავქცეოდი ყველა ჩემს პრობლემას.კარგიცაა რადგან დღეს ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით.ცხოვრება რთული სიკვდილი კი უფრო რთული.
-სამძიმარზე გადავალ მე,ნამტირალევმა ვუთხარი ძმას,ელვის სისწრაფით გამოვიცვალე და მეზობელ სახლში გადავედი.
-ვიზიარებ,ვუთხარი ცოცხალ-მკვდარ დედას.სევდიანი, უძირო ლურჯი თვალებით ამომხედა ქალმა,მადლობაო ერთი ეს კი მითხრა და ქვითინი გააგრძელა.შემდეგ მისი ძმა დავინახე და მივუახლოვდი.ბიჭმა როგორც კი დამინახა ცრემლები ვეღარ შეიკავა და ჩემს მკლავებში ატირდა,ალბათ გაახსენდა მე ის და მარიამი როგორ ვერთობოდით ხოლმე ბავშობაში,რამდენი ტკბილი მოგონება გვაკავშირებდა ჩვენ სამს.
-ელე,ჩახლეჩილი ხმით მომიგო ლუკამ-ვიღაც ბიჭის გამო მოიკლა თავი გესმის?ვიღაც არაკაცები დასცინოდნენ თურმე ჩემს მარიამს და თავი იმიტომ მოიკლა.რავქნა ახლა?მის გარეშე როგორ ვიცხოვრო?ამ ტკივილისთვის როგორ გაგვიმეტა?არაფერი ვიცოდი გესმის?არაფერი,არც არაფერი ეტყობოდა.ახლა მოდის ის ხალხი და ვიზიარებო მეუბნებიან ვინც მის დამცირებაში იღებდნენ მონაწილეობას.მენატრება უკვე ჩემი პატარა დაიკო სულის გავლიდან გულამდე.
მისი სიტყვები იმდენად აღმაშფოთებელი და ემოციური გამოდგა ჩემთვის,ვეღარაფრის თქმა ვეღარ მოვახერხე,უბრალოდ ვეხუტებოდი ისე ძლიერ თითქოს მისი ტკივილის წაღება შემძლებოდა.ცოტა ხანში გამოვეცალე და გარეთ მდგარ დემეტრეს ამოვუდექი მხარში.
-მემეგონა ითაკილებდი და არ მოხვიდოდი სამძიმარზე,სარკაზმით სავსე სიტყვები მომაჯახა დადიანმა.
-ცუდა...ცუდ...ცუდად ვარ...ძლივს წარმოვთქვი სიტყვები შემდეგ ვიგრძენი როგორ გამომეცალა ძალა ფეხებში და უგონოდ დავეცი.

თვალები მძიმედ,ნელა აუჩქარებლად გავახილე.პირველი ვინც დავინახე ოდნავ შეშფოთებული დადიანი იყო.ოთახი მეცნო,ჩემი ოთახი...ფრთხილად წამოვჯექი საწოლზე და დადიანის ხელი ჩემი წლიდან მოვიშორე.
-რამდენი ხანი ვიყავი უგონოდ?
-სადღაც 15 წუთი
-სააბაზანოში შევალ,აზრზე რომ მოვიდე.
ბიჭმა მხრები აიჩეჩა,აღარც დავლოდებივარ მის პასუხს ისე შევიკეტე სააბაზანოში,კარები საგულდაგულოდ გადავკეტე და იქვე ჩავიკეცე.მარიამის ნაცვლად მე მტკიოდა,ლუკას ნაცვლადაც მე მტკიოდა,მიყვარდა ეს ქერა და მწვანეთვალება გოგონა.ყველა ასეა საზოგადოების მხრიდან როდესაც დამცირებას იღებენ ამაზე არსად ლაპარაკობენ,არც მეგობრებთან არც მშობლებთან არავისთან თავის თავში იკეტებიან და მხოლოდ დროის იმედი აქვთ,მაგრამ როდესაც ხვდებიან რომ დრო ყველაფერს პირიქით აუარესებს თავს იკლავენ და სამუდამოდ ემშვიდობებიან ამ ცხოვრებისეულ სიამოვნებებს.ცრემლები შევიმშრალე სახე დავიბანე და უკან ოთახში დემტრესთან დავბრუნდი.ჩემს საწერ მაგიდასთან იდგა და ხელში რაღაც წერილი ეჭირა.არა არა არა არა არა არა არა....
ოთხი წლის წინ ს რომ ვაპირებდი და გამოსამშვიდობებელი წერილი დავწერე ეს ისაა,ღმერთო ამის გამო ახლა აბუჩათ ამიგდებეს,ყველას ეტყვის,დავიწყებულ თემას წინ წამოწევს მე კიდევ ისევ გაქცევა მომიწევს.
-დამიბრუნე.მკაცრად ვუთხარი დადიანს და ფურცლის წასართმევად გავიწიე.
-შენ გოგო სრულჭკუაზე მაინც თუ ხარ?
-ვარ
-რაღაც არ გეტყობა,ეს იცი რა არის?გეცოდინება რათქმაუნდა შენი წერილია, გამოსამშვიდობებელი წერილია...დავინახე როგორ აემღვრა თვალები.
-ეს ძველია,ოთხი წლის წინანდელი.ამ პასუხმა განრისხებული დადიანე ოდნავ დაამშვიდა.
-რატომ?რატომ იკლავდი თავს?იყო კი დრო ჩვენ ორს გულახდილად გველაპარაკა?
არ ვიცი ვეღარ ვაზროვნებდი...რაც სათქმელი მქონდა უნდა მეთქვა და მომეშორებინა ეს ტვირთი თავიდან.
-ვერ ხვდები?თქვენ გამო.ყველა თქვენგანის გამო.ყველა ჩემი კლასელის თუ სკოლელეის გამო რომლებმაც სკოლის ტკბილი წლები წამართვით,მძულხართ გესმის?მინდა თქვენც იგივე განიცადოდ რაც მე განვიცადე მაშინ.რის გამო დამცინოდით?წონის გამო?იმიტომ რომ თქვენნაირი სრულყოფილი არ ვიყავი?სწორედ ეს იყო თქვენი ნაკლი,რომ ფიზიკურად აფასებდით ადამიანს.რატომ დამცინოდით?ერთმანეთის თვალში რო ამაღლებულიყავით თუ საზოგადაოებაში მაგარი გოგო ბიჭები რომ გამოჩენილიყავით.ყოველ ღამე ვტიროდი თქვენს გამო.თქვენნაირი არაკაცების გამო იღუპებიან მარიამის ნაირი გოგონები გესმის?განა რამდენი?რამდენი სუიციდიღაა საჭირო იმისთვის,რომ მიხვდეთ რამდენად მტკივნეულია თქვენი გაუაზრებლად წამოროშილი ყოველი დამცინავი სიტყვა ჩვენთვის?და ეს ყველაფერი რატომ?ამას ვერ ვხვდები?შეგიძლია მიპასუხო?....რათქმაუნდა არა რადგან ამ კითხვაზე პასუხი თქვენც არ გაქვთ.შეგიძლიათ დააბულინგოთ ადამიანი და შემდეგ მის გასვენებაში ისე მიხვიდეთ ვითომ მის სიკვდილში წვლილი თქვენ არ მიგიძღვით.თითოეული თქვენგანია დამნაშავე გესმის?თქვენი ერთი დამცირება გულს ათას ნაწილად მისერავდა.ამ ყველაფრის დასავიწყებლად ოთხი წელი დამჭირდა.ოთხი სრული წელი იმისთვის,რომ საზოგადოების აზრი ყურს იქით გამეტარებინა.თავი ვერ მოვიკალი,გამბედაობა არ მეყო.აი მანდ ვიდექი სადაც ახლა შენ დგახარ ვითვლიდი და მაკრატლის ვენებთან მიტანას ვცდილობდი,მაგრამ არ გამომდიოდა გესმის?მაგაშიც კი არ ვივარგე.ვინ იცის თავი,რომ მომეკლა ალბათ ცოტახნით ნიღბებს გაიკეთებდით და ჩემს გამო იგლოვებდით,ერთი კვირის შემდეგ კი სხვას ამოიჩემებდით და მას ეტყოდით დამამცირებელ სიტყვებს.წამით შევჩერდი ღრმად ამოვისუნთქე და საბოოლო წინადადება წარმოვთქვი რომლის ხმამაღლა თქმაც ვიცი გამანადგურებდა.
-შენ კი იმიტომ დამცინოდი,რომ შენთვის შეუფერებელ გოგონას უყვარდი.გერჩივნა თათას ნაირ ან სალის ნაირ კარგ ტან ფეხიან თუმცა გაუნათლებელ გოგონებს ყვარებოდი ვიდრე ჩემნაირებს.დემეტრეს რაღაცაის თქმა უნდოდა მაგრამ არ დასცალდა.კარები ჩემმა მონატრებულმა ძმამ დამიანემ შემოაღო.
-უი არ ვიცოდი სტუმარი თუ გყავდა,მითხრა დანანებით დამიანემ.
-არაუშავს დამი ის უკვე მიდის.დემეტრესაც არ დაუყოვნებია,უკან მოუხედავად წავიდა და დამტოვა ისევ გულგატეხილი.



-თორნიკე ბერიძე
-ელენე ავალიანი,ღიმილით წარმოთქვა ბიჭმა და მონატრებულს მთელი ძალით ჩამეხუტა.
-როგორ მომენატრე თოკო ვერც კი წარმოიდგენ
-მოგენატრებოდი აბა რა იქნებოდა ოთხი წელი გავიდა რაც არ გინახივარ,მიგვაგდე ასე ხახამშრალი ყველა და წახვედი.
-კარგად იცი რატომაც წავედი,ყველაფრის დავიწყება მჭირდებოდა,მჭირდებოდა,რომ სხვა ელენე გავმხდარიყავი,ხომ ხვდები,დანანებით ამოვილაპარაკე ბოლო სიტყვები.
-ნახე უკვე?
-უხსენებელი?სიცილით ვუპასუხე ბიჭს
-ხო ხო უხსენებელი მანაც სიცილით მიპასუხა და მომლოდინეთ დაელოდა ჩემს პასუხს.
-კი,ვნახე და გულახდილადაც ვისაუბრეთ.ყველაფერი ვუთხარი.იცი ახლა უკეთესად ვგრძნობ თავს მიხარია,რომ ის ვუთხარი რასაც ამდენი ხანი გულში ვინახავდი.
-ის არ იყო შენი სიყვარულის ღირსი ელე ეს შენც კარგად იცი და მეც.დიდი ხნის დუმილის შემდეგ ისევ მე წამოვიწყე საუბარი.
-კარგი,გვეყოს ჩემზე შენსკენ რა ხდება?გყავს ვინმე?ეჭვიანი ცოლივით ვკითხე და წარბები მაღლა ავზიდე.
-არა,ვინ უნდა მყავდეს,ხო იცი ჩემი მოსაწონი გოგო არ დადის ამ დედამიწაზე.
-ოხ რა ხარ ამისთანა ბერიძე რა,მოიცადე იმნაირი ხომ არ ხარ?სიცილით ვკითხე მეგობარს.
-იმნაირს გაჩვენებ ახლა,მანაც სიცილით მიპასუხა.
კარგით არ მოგატყუებთ და გეტყვით რომ თორნიკე საკმაოდ სიმპათიური ახალგაზრდაა,მისი სიმპათიურობის საიდუმლო სწორედაც რომ მის თვალებშია,არც ლურჯია და არც მწვანე,არც ყავისფერია და არც თაფლისფერი ის უბრალოდ ქამელეონისფერია.გოგოები ჭკუას კარგავდნენ მასზე,მაგრამ რატომღც მას ყველა ერთჯერადად უნდოდა,თითქოს უკვე დაკავებულია მისი გული.აქამდე არ დავკვირვებივარ თუმცა ახლა რომ ვუყურებდი მის დაბალდაყენებულ წვერს,თმას გამოხედვას, ღიმილს საკმაოდ სიმპათიურადაც კი მეჩვენებოდა.თორნიკეს მამა და მამაჩემი ბიზნესპარტნიორები იყვნენ,ამიტომაც ჩვენი ოჯახები თავიდანვე ცდილობდნენ ჩვენს დანიშვნას თუმცა კოვზი ნაცარში ჩუვარდათ.მოიცადეთ ახლა ამას რატომ ვყვები?არ ვიცი,არ იფიქროთ რომ ის მომწონს,არა მე ისევ ის ნაძირალა და ,,მკვლელი“ დემტერე დადიანი მიყვარს.რატომ?არ ვიცი,ამაზე პასუხს ვერასდროს გაგცემთ,ხომ იცით აი ასე უბრალოდ რომ შეგიყვარდება და მერე ვეღარ იყვარებ თითქოს ამოჩემებული გყავს და შენს ტვინს არ სურს,რომ სხვაზე იფიქროს.
-თორნიკე,უცბად წამოვიძახე და ფიქრებში გართული ბიჭი გამოვაფხიზლე
-გისმენ
-წამოდი დასავნებლად წავიდეთ მე შენ დამიანე ნიკა და შენი და მაშო.
-გაქანებული ოქტომბერია სად უნდა წავიდეთ
-სად და ბაკურიანში
-საღამოს ბუხარს დავანთებთ..
-ნაკვერჩხალზე სიმინდებს შევწვათ..
-დამინე გიტარაზე დაუკრავს...
-ჩვენ ვიმღერებთ,ნუ ვიყროყინებთ...
-ვითამაშებთ,სიხარულისგან უკვე ფეხზე ვიდექი და ადგილზე ვცქმუტავდი.
-მაშინ მე წავალ ჩავბარგდები და საღამოს გავიდეთ კაი?
-ხო,დროზე მაშოც წამოყვანე აუცილებლად
თორნიკეს წასვლის შემდეგ დაბლა ჩავვარდი სადაც ჩემი ოჯახი ტკბილად მოკალათებულიყო და კომედიურ სერიალს უყურებდა,მათი დანახვისას გულში სითბო ჩმეღვარა.
-ოჯახოოო,ერთი შევკილე და ყველას ყურადღება მივიპყარი.
-ეე,ეს სულ გაგიჟებულა დე,კი იზრდება მარა ჭკუა არ ემატება დანანებით ჩაილაპარაკა დამიანემ.
-მე დამიანე და ნიკა სახლში არ ვიქნებით შემდეგი რამოდიენიმე დღე.
-რატომ? მოსამართლის სერიოზულობით იკითხა დედამ,მოსამართლე კი იყო,მაგრამ ხო შეიძლებოდა სახლში სხვანაირი მზერა ჰქონოდა?
-იმიტომ რომ ბაკურიანში მივდივართ მე თოკო,თოკოს და და შენი ორი ვაჟი.ამაყად ვუთხარი დოინჯი შემოვირტყი შემდეგ კი ოჯახის გაკვირვებულ სახეებს შევავლე თვალი.
-ჩვენთვისაც რომ გეკითხა ცუდი კი არ იქნებოდა
-კაი თუ არ გინდათ ნუ გინდათ.
-არა ისა,მაგას კი არ ვამბობთ ჩვენ განაგრძო ნიკამ-გვინდა მარა...ჰო კაი როდის მივდივართ.
-დღეს საღამოს ჩალაგდით.შევყვირე და ჩემს ოთახში ავბრუნდი.ფანჯრიდან გავიხედე,თუმცა დადიანის სახლში აფრენილი ბუზიც კი ვერ დავინახე.სად იყო ნეტა ამდენი ხანი?ჰმმ...კაი მაგაზე ნუ ფიქრობ ელენე შემოვუძახე ჩემს თავს და ჩემოდანში ნივთების ჩაყრა დავიწყე.
--------------------------------------------------------

სამ საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩავაღწიეთ ბაკურიანში,ყველა ჩვენ ჩვენ ოთახებში მოვთავსდით ,შემდეგ კი სასტუმროს სახურავზე ავედით რომელიც საყვარლად იყო მოწყობილი.ოქტომბერის მიუხედავად საკმაოდ ციოდა,ხალხიც არ იყო ბევრი.თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი.
-რა კარგად მოვიფიქრეთ რა,გახარებულმა წამოიყვირა თორნიკემ
-აბა აბა რა ჭკვიანები ვართ,მხარი ავუბი მეც და ჩავხუტე თან ხალხს ვათვალიერებდი.ერთ მხარეს ორი ხანში შესული მოხუცი დავინახე, რომლებიც გაცხარებული კამათობდნენ რაღაცაზე.მეორე მხარეს კი ახალგაზრდა ბიჭები,კიდევ სხვა...მოიცადეთ ერთი წუთით ეს ეს ხომ დადიანია,ხომ არ მეშლება?თვალები მოვჭუტე რომ უკეთ დამენახა,კი ნამდვილად ისაა,ბიჭისგანაც ვიგრძენი დაჟნებული მზერა,შემდეგ დავინახე როგორ ჩატეხა ტუჩის კუთხე,წამოდგა და ჩვენსკენ წამოვიდა.არა,გთხოვ უბრალოდ გვერდი აგვიარე,გულში ვლოცულობდი,რომ ასე მომხდარიყო,მაგრამ ამასაც ხომ ბედი და გამართლება უნდა?
-ელე ეს შენი კლასელი არაა?ბედნიერმა იკითხა დამიანემ.ხო დამიანე ერთადერთი იყო მგონი ვინც არ იცოდა რა მოხდა ჩემსა და დემეტრეს შორის,არ იცოდა ჩემი სიყვარულის შესახებ მის მიმართ და არც იმის ნამდვილი მიზეზი იცოდა რატომ წავედი ლონდონში.
-მოდი ვითამაშოთ უცბად გადავიტანე თემა,თან ცალი თვალით დემეტრეს ვუყურებდი,რომელიც ნელა კუს ნაბიჯებით მოღოღავდა ჩვენსკენ.
-ვითამაშოთ,მაგრამ რა?გულუბრყვილოდ იკითხა მაშომ.
-რა და სიმართლე თუ მოქმედება,გაღიმებულმა უპასუხა დემეტრემ-ელენე როგორ ხარ?რამდენი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი.დამიწყო აფერისტობა დამიანეს წინ.
-ბიჭება ერთმანეთს გადახედეს,მეც მოვშორდი თოკოს და ყალბი ღიმილი ავიკარი სახეზე.
-გაიცანით ეს დემტრე დადიანია,ბიჭებს დიდი აღფრთოვანება არ გამოხატვიათ სახეზე,აი მაშოზე კი იგივეს ვერ ვიტყვი.
-მე მომწონს ეგ იდია ვითამაშოთ,დაეთანხმა უმცროსი ბერიძე დადიანს.
-თუ წინააღმდეგი არ იქნებით ჩემს ძმაკაცებს გიორგის და ლევანისაც ვეტყვი,რომ შემოგვიერთდნენ.
-არა რაც უფრო მეტნი ვიქნებით მით უფრო კარგია,დაამატა დამიანემ.
ერთი სიტყვით წრეზე დავსხედით,ბოთლი დავატრიალეთ და პირველივე ჯერზე მე და თორნიკე ამოვედით.
-აბა თოკო სიმართლე თუ მოქმედება?
-მოიცადეთ,წამოაყრანტალა გიორგიმ ეგრე უაზრობაა,თქვენ ორნი ხომ ამოხვედით ხოდა თქვენ ორს დაგისვამთ კითხვას ჩვენ.
-კარგი ხო,მობეზრებულად გადავატრიალე თვალები.
-მიდი დემე შენ კითხე მხარი გაკრა გიორგიმ ძმაკაცს.
-სიმართლე თუ მოქმედება?
-მოქმედება,ორივემ ერთდროულად ვთქვით რაზეც ასევე ორივეს გაგვეცინა.დემეტრე კი იყურებოდა დაბღვერილი,მაგრამ არაუშავს.
-იცით ახლა ვერაფერს ვფიქრობ და მოდი თითო სურვილი გქონდეთ ჩემთან.
-სისულელეა თქვა თორნიკემ,წრე დაარღვია და წავიდა.
-იცით რა?თქვენ გააგრძელეთ მომწყინდა მე.
გამოვედი თუ არა კუდში ამედევნა დადიანი,მივდიოდი და ნაბიჯ-ნაბიჯ მომყვებოდა ისიც,ბოლოს გავბრაზდი შევტრიალდი და გაბრაზებულმა ვუყვირე.
-რა გინდა?კუდში რატომ დამდევ?
-კუდში შენ დამდევ ავალიანო,რომელ სასტუმროშიც ვიყავი დარწმუნებული ვარ გაიგე და აქ ჩამოხვედი იმ ბიჭთან ერთად,გეგონა ,რომ მაეჭვიანებდი.
-რა-ა?მართლა გაკვირვებულმა ვკითხე,რადგან წარმოდგენაც არ მქონდა,რას მებურტყუნებოდა დემეტრე.
-ხო და მინდა გითხრა,რომ შენი გეგმა შესრულდა.მართლაც ვიეჭვიანე იმ შენს თორნიკეზე.რატომ ხარ მასთან?რა გესაქმება?
-შენ რა განაღვლებს?მოიცადე როგორ მეუბნებოდი ხოლმე?შენთვის აკრძალული ხილი ვარ ელენე,რაც უფრო მიუწვდომელი ვარ შენთვის უფრო გინდებიო ხომ ასე მეუბნებოდი?
-ხო მაგრამ ახლა ასე არაა
-რა იყო ერთ კვირაში შეგიყვარდი?სიცილით ვუთხარი და უკან გამოვბრუნდი.პასუხმა კი რომელიც გავიგე მისგან მთლად ამირია ტვინი.
-კი,შემიყვარდი ავალიანო.მაგრამ არა ახლა.მისგან ზურგით ვიდექი ვერ ვბედავდი შებურნებას,არა მატყებს რა თქმაუნდა მატყუებს უნდა რომ საწოლში შემითრიოს და მერე იტრაბახოს ავალიანთან ვიწექიო,არა არ დაუჯერო ელენე.
-მაშინ ამსიტყვებს ვერ გეტყოდი,ჩემი თავმოყვარეობა ამას არ მაპატიებდა,ვხედავდი როგორი სუფთა და უმანკო იყავი,ვხედავდი როგორი კეთილი და თბილი იყავი,მაგრამ საზოგადოება...საზოგადოება იყო მაშინ მთავარი.
-და ახლა?ახლა რა შეიცვალა?მთელი ჩემი ძალა მოვიკრიბე და მსიკენ შევბრუნდი.დავინახე მის ლურჯი თვალებიდან წამოსული ცრემლი.ჩემს თავს გამუდმებით ვეუბნებოდი,რომ მართალს არ მეუბნებოდა,თუმცა მეორე მხრივ ის..
-შენც კარგად იცი
-ანუ იმის თქმა გინდა,რომ გიყვარდი თუმცა ხალხს ჩემი დამცირების საშვალებას მაინც აძლევდი,გიყვარდი,მაგრამ ამის აღიარებას სიკვდილი გერჩივნა?
-ამას საკუთარ თავთანაც არ ვაღიარებდი დანანებით ამოილაპარაკა და თავი დახარა.
კედელს მივეყუდე,რადგან ვფიქრობდი,რომ ეს უსასრულო შავი სივრცე ჩამყლაპავდა.,,არ შემიძლია“-მეთქი ერთი კი ამოვილაპარაკე და ბიჭს ზურგი ვაქციე.
-მხოლოდ ერთი შანსი ელე,მხოლოდ ერთი,გთხოვ გპირდები ყველას და ყველაფერს პასუხს მოვთხოვ იმ საშინელი წუთებისთვის რომელიც შენ გადაგატანინეს,გთხოვ მე მხოლოდ ერთი შანსი მჭირდება და დაგიმტკიცებ,რომ მართლა მიყვარხარ.
-შენს თავსაც მოსთხოვ პასუხს?რამდენადაც არ უნდა მინდოდეს ეს ყველაფერი,შენთან ერთად ყოფნა არ შემიძლია,ახლა ჩემი თავმოყვარეობის საკითხი დგას წინ.მეც მიყვარხარ მაგრამ ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელია წარსულის გამო.ამოვიტირე შემდეგ კი უკან მოუხედავად გავვარდი,გავიქეცი თუმცა ამით საკუთარ თავს მაინც ვერ ვუშველე.
--------------------------------------------

ესეც მეორე თავი,როგორც დაგპირდით არ დავაგვიანე...რას იტყვით პერსონაჟებზე?მოგწონთ?ღირს გაგრძელება?ყველაფერი მაინტერესებს heart_eyes მადლობა წინა თავზე ასეთი ტკბილი და კარგი შეფასებებისთვის.
პ.ს პატარა მინიშნება ჩავაგდე ქამელეონზე საინტერესოა თუ მიხვდებით anguished



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

როგორ ვერ ვიტან სასიყვარულო სამკუფხედებს უფ... თორნიკე მომწონს... იმედია ამ სამკუთხედს არ გაწელავ თორე ამაზე დიდი ბანალურობა საშინელებაა უნრალოდ

 


№2 სტუმარი ნია

მე არვიცი და დემეტრე მომწონს რავქნა თითქოს იცი როგორია?გარედან კლდესავით მაგრამ შიგნიდან ძალიან ემოციური და საყვარელი მგონია heart_eyes თუმცა თორნიკეც ძალიან საყვარელია მივხვდი რომ თორნიკესთან იქნება ალბათ იმიტომ რომ მოსწონთ ერთმანეთი უბრალოდ ჯერ ვერ ხვდებიან ასე გააგრძელე და არ დააგვიანო heart_eyes

 


ძაან კარგი ეხლა წავიკითხე ორივე თავი და იმედია არ დააგვიანებ და არ გვალოდინებ ხოლმე წარმატებები შენ heart_eyes

 


№4  offline წევრი sali_cram

ნუ მე არვიცი რა გითხრაააააააა ჩემი გოგო დაბრუნდა ერთი ეგ კი ვიციიი heart_eyes მომწონს დამიანე და მაშო მაინტერესებს მაგათზე თუ გიფიქრია? wink ხო და კიდე დემეტრე გაიყვანე ვინააა წინ თოკოოო heart_eyes

 


№5  offline წევრი always-love

დემეტრე მომწონს და თოკო არ გვინდა რა stuck_out_tongue_winking_eye wink

 


№6 სტუმარი cota boroti

axla wavikitxe orive da dzalian momewona martla ogond magram dges ver vxvdebi demertre minda tu tornike nu ar vici demetres ar epatieba misi saqcieli da elene shteri gamova tu sheuyvardeba magram memgoni sauketeso megobrobis idea ufro mizidavs magat shoris ise tornikestan ufro minda xo ra deme tu kargi agmochnda mainc mgonia rom megobrebad uketesi iqneba
amitom toko mindaaa
p.s ratomgac masho da deme momwons dzaan<3<3<3<3<3
vsawiroeb axal taavs

magram dges ver vxvdebi damiweria
dges ar unda meweros bodishiii

 


№7 სტუმარი ბზბსჰ

აუუუ თორნიკე გვინდააააა... მალე დადეეეეეე

 


№8 სტუმარი gggg

Dzalian magari motxorobaa gansakutrebit satauri momewona titkos ragac sxva unda yofiliyo kameleonivit ucxo da sawinaswarmetyvelod dzalian rtuli rogorc kamrleonis perebis shecvla da asec famxvda zustad ase sxvanairia gansxvavebuli velodebi moutmenlad dxalian lamazad wer
P.s rodis dadeb?

 


№9  offline წევრი always-love

დემეტრე გვინდა რა heart_eyes და მალე დადე kissing_closed_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent