უნებლიე შეცდომა (20 თავი)
ორ საათში უკან დაბრუნებული კრიმინალისტები საკმაოდ დაღლილად გამოიყურებოდნენ, რობაქიძეებს სასახლე ჰქონდათ და მის გაჩხრეკას დიდი ენერგია ჭირდებოდა. ლილია უკვე შიმშილსაც ვეღარ გრძნობდა მოსიარულე ნათიას ყურებაში. გოგო თითების მტვრევით გადიოდა ოთახის ბოლოდან თავში და ისევ უკან. -იცოდი? დაჩის მაგიდიდან კარებამდე 4 ნაბიჯია, მაგიდან ფანჯრებამდე 6, მაგრამ აი კარებიდან ფანჯრებამდე 11, ალბათ დაჩის მაგიდა ცოტათი გვერდულადაა, დაჩისა და დემნას მაგიდას შორისაც 4 ნაბიჯია....._საინტერესო მონოლოგი ბიჭების შემოსვლამ გააწყვეტინა. -კიდევ კარგი, თორემ ნათია თუარა მე ვიქნებოდი საგიჟეში წასაყვანი. -აღარაა საგიჟე ქუთაისში, დახურეს._სახეზე ხელები ჩამოისვა დაჩიმ და ლილიას ხაჭაპურები გაუწოდა ზემოდან დადებული ჰოთ-დოგით. -აბა? ამოღერღავთ? -არაფერია ამოსაღერღი, ამ კრახს მთელი მოღვაწეობის მანძილზე ვერ დავივიწყებთ_მუშტი კრა კედელს დემნამ. -რა მოხდა? -აი რაც მოხდა_პატარა ფურცელი ამოიღო ჯიბიდან დაჩიმ და მაგიდაზე დააგდო -სეიფში მხოლოდ ეს დაგვხვდა: „დაგაგვიანდათ“ გოგოებმა ხმის ამოღება ვერ მოასწრეს ისე აწკრიალდა ტელეფონები. -გისმენთ_პასუხის გაცემაშიც ჩანდა დაჩის დაღლილობა. -რააა? დარწმუნებულები ხართ? -ჯანდაბა, ეს როგორ დაგვემართა. -გასაგებია._ახლა დაჩის მუშტი მოხვდა კედელს -რაფერიც არ დაგვიგვიანია, სახლი ააფეთქეს, ჩვენს მერე ააფეთქეს, ესეიგი რაღაც იყო რაც ვერ ვიპოვეთ. ისევ მივდივარ, ნაცარშიც რომ მომიწიოს ქექვა მაინც ვიპოვი, დიდი აფეთქება არ ყოფილა_სასწრაფოდ გაიხურა კარი და დემნაც უკან მიყვა. -ლაშას უნდა დაველაპარაკო_პირგამოტენილ ლილიას უთხრა გოგომ და ისევ დასაკითხი ოთახისკენ წავიდა. კართან გიორგი დახვდა, მაგრამ ისეთი სახე ქონდა თავი დაუქნია და შუშვა. -ზოგჯერ ქალებიც რა იდიოტები ხართ არა?_ირონიულად ჩაეცინა ლაშას. -კარგი, მაპატიე, არ უნდა მეცადა შენი მოტყუება, ახლა ყოველგვარი ნიღბის გარეშე ვზივარ აქ_დაღლილი სახე მოისრისა ნათიამ -არ გთხოვ ყველაფერი აღიარო და დეტალებში მოყვე, მე ადამიანურად გთხოვ უდანაშაულო ქმრის გათავისუფლებაში დამეხმარო, მას ამაში წვლილი არ მიუძღვის და მსხვერპლი გამოდის. გთხოვ. -ქმრიის? ცოლად გაყევი?_ნერწყვი მძიმედ გადაეყლაპა ლაშას. -გავყევი, იმიტომ, რომ ცხოვრებაზე მეტად მიყვარს, არც ახლა მივატოვებ, ბოლომდე მის გვერდით ვიქნები, მას ახლა ისე ვჭირდები როგორც არასდროს, მე სიყვარული ასე მესმის, შენგანაც მსმენია რომ გიყვარვარ, გთხოვ, თუ ოდნავ მაინც რამედ მიგაჩნია შენი გრძნობა, დამიმტკიცე, რომ არ ვცდები და სიყვარული ყველასთვის ასეთია, უბრალოდ დამეხმარე. -მე შენი უბედურება არასდროს მდომია ნათი, მართლა შემიყვარდი, შენნაირ არანორმალურს არავის ვიცნობ, სწორედ ეს სითამამე, ბავშვურობა და გულუბრყვილობა მომეწონა, მაგრამ ახლა იმ გოგოსგან არაფერი გაქვს შერჩენილი და გეფიცები ეს გულს მტკენს. არ ვიცი რითი დაგეხმარო, ამ საქმეში მეც ისევე პაიკი აღმოვჩნდი როგორიც გოგი, მე არავინ მაცოცხლებს ნათი, აქ უკანაკნელ საათებს ვითვლი, თქვენ არ იცით, არ გესმით, აქ სერიოზული ხალხია ჩართული, იმდენად სერიოზული, რომ თავის ქსელს საზღვარგარეთიდან აწარმოებენ, მე... კარგი, შემდეგი გამომძიებლის შემოსვლისას ნარკოტიკებთან კავშირსაც ვაღიარებ, მაგრამ მეტს ვერ ვიტყვი, იცოდე, რომ ეს ყველაფერი საზღვარგარეთიდანაა. -ვინ არის ვლადიმერ მესხიშვილი? -ფიქტიური სახელია, ჯანდაბას მაინც სიკვდილი მიწერია, მოკლედ ეგ სახელი და გვარი ბრძანებად მივიღეთ, გავაკეთეთ ყალბი პასპორტები და როცა საზღვრის გადაკვეთა და იქედან რაიმეს ჩამოტანა გვევალებოდა, მაშინ ვიყენებდით. ბიბლიოთეკაშ საწერ მაგიდას საიდუმლო უჯრა აქვს, იქ იპოვით. -ანუ შემიძლია დავამტკიცო, რომ გოგის არ ეკუთვნის ის პასპორტი. -შეგიძლია_სინანულით დაუქნია თავი ლაშამ. -მამაშენი სად იქნება? -არ ვიცი, არ დამკავშირებია, რამდენიმე სახლი აქვს ალბათ რომელიმე მათგანში. -პასპორტი მალენამ ჩაუდო არა? -ჩემი ბრძანებით_თავი დახარა კაცმა და მთელი ძალით ეცადა ყველა გრძნობა სახეზე არ დატყობოდა. -გმადლობ. -მაპატიე_კართან დაეწია ნათიას ლაშას სიტყვები -გატაცების გამო.... ფეხიც... მე... მე ასე არ მინდოდა. ალბათ ხვალ საღამოს უკვე ცოცხალი აღარ ვიქნები და მინდა იცოდე, რომ ვწუხვარ. -ვიცი ლაშა, ჩათვალე ყველაფერი გამოისყიდე, მადლობა_გაღიმებულმა დაუქნია ნათიამ თავი -დაჩის ვთხოვ და დაგიცავენ. -აზრი არ ექნება, თქვენ არ იცით ჯერ კიდევ ვისთან გაქვთ საქმე. ჩაფიქრებული მიუყვებოდა განყოფილების დერეფანს ნათია და მზის სხივები, რომ იგრძნო მიხვდა უკვე მეორე დღე გათენებულიყო, ბიჭებს ყველაფერი მოუყვა,ისინიც ყველანაირად ცდილობდნენ ნანგრევებში ეპოვათ რამე, ახლა ადვოკატის ჯერი იყო, მოითხოვდა თანხმობას აეროპორტის კამერების ნახვაზე და დაამტკიცებდა გაფრენის დროს გოგი რომ არ იჯდა თვითმფრინავში. ისე ეხუჭებოდა თვალები სახლამდე ძლივს მიაღწია, ღარც გადავლების თავი ქონდა აღარც ჭამის, როგორც ყოველთვის გოგის მხარეს დაწვა, მისი ბალიში ჩაიბღუჯა და საერთოდ არ გაჭირვებია მორფეოსთან გადანაცვლება. თითქმის მთელი დღე ეძინა, გაღვიძებულს უკვე შებინდებული დახვდა, დასვენებული კი იყო, მაგრამ ახლა შიმშილი აწუხებდა, ვერ იტანდა საჭმლის კეთებას, მაგრამ უნდა მიჩვეულიყო, ქმარი ყავდა ბოლობოლო. სააბაზანოს მიუახლოვდა წყალი რომ გადაევლო კარზე რომ დარეკეს. არავის ელოდა და გაკვირვებულმა გააღო კარი, ისედაც გაფართოებული თვალები ორმაგად გაეზარდა კარში მანანა რომ გამოჩნდა. -დედა? -რა იყო, თაფლობისთვეს მე ვერ ჩაგიშლიდი ნარკომან ქმართან და რა გაგიკვირდა?_ პირდაპირ სახლში შემოვარდა ქალი და დივანზე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დაენარცხა. -ჩალაგებული გაქვს უკვე ბარგი? -რა ბარგი დედა? ან საერთოდ რა გინდა აქ? საიდან გაიგე? რა გაიგე? -ყველაფერი, რა გაგიკვირდა? ქუჩაში დასატოვებლად ხომ არ გაგიმეტებ ერთადერთ შვილს, ამიტომ გაპატიებ და განქორწინებას ერთად მივხედოთ. -დედა სულ გაგიჟდი? დაშორებას არ ვაპირებ, გოგი მიყვარს და უდანაშაულოა, მალე გამოუშვებენ. -ყველა მასე ამბობს_ხელი ჩიქნია ქალმა. -აქედან წადი_საკუთარი ხმა ვეღარ იცნო ნათიამ -გოგო...... -აქედან წადიმეთქი_ ყვირილზე გადავიდა გოგო -როგორ არ გცხვენია? მაშინ კარგად მოგწონდა გოგი ბებიასთან ექიმები რომ დაყავდა და სოფელში დაგაპრავაჟებდა, ახლა აღარ მოგწონს არა? კი ბატონო, მაშინ აღარც მე მოგწონდე, ის ჩემი ქმარია გასაგებია? ან ერთად მიგვიღე ან საერთოდ არცერთი. ნახვამდის_ცხვირწინ მიუხურა კარები და იქვე ჩასრიალდა. თითქოს მაშინ დარია მთელმა ემოციებმა ხელი და ტირილი ხმამაღალ ბღავილში გადაუვიდა, ჯერ გატაცება, დაჭრა, საავადმყოფო, ოპერაციები, დაკოჭლება, გოგის წასვლა, მისი წარსული, მისი სოფელში გადამლვა, გოგის დაბრუნება, დაქორწინება, დაკავება, კიდერში ამოუვიდა ყველაფერი და ხვდებოდა აზროვნების უნარს კარგავდა, აღარც ქვედა მეზობელი აჯავრებდა და გამეტებით ურტყამდა იატაკზე მუჭებს.ერთი საათი დაჭირდა გულის მოსაოხებლად, შედეგად დასიებული თვალები, ატკივებული თავი, დაბინდული მზერა და ფეხის და მუჭების ატკივება მიიღო. ძლივს წამოდგა ფეხზე და სამზარეულოს მიაშურა იქნებ რაიმე ტკივილ გამაყუჩებელი ეპოვა. წამლის მოპოვების შემდეგ საჭმლის რიგირც მოვიდა. ზერელედ გამოაღო მაცივარი და კატლეტებს სტაცა ხელი. უკვე შესაწვავად დებდა კარების ხმა რომ გაიგონა. ვიღაც საკეტს აწვალებდა. მოაგნეს!!! მხოლოდ ამაზე შეეძლო ფიქრი და რამეს ეძებდა თავისდასაცავად. ბედად პირველივე ჯერზე ცომის გასაბრტყელებელს მოკრა თვალი და მაგრად ჩაბღუჯა, აბა ვინმეს რამე გაებედა. ფეხის წვერებზე აწეული გასწია შემოსასვლელისკენ და კარის უკან დაიმალა, ამ დროში კარიც გაიღო და კაცის სილუეტიც გამოჩნდა, აღარ დაფიქრებულა ნათია ისე აღმართა ხის იარღი და დაუპატიჟებელ სტუმარს ბეჭეებში ჩასცხო, შემდეგ მკლავზე, მერე შემობრუნებულს გულ-მკერდზე: -ვის სახლში იპარები შენ? ვინ მოგცა უფლება, აქედან გაეთრიე_არც წივილ კივილი დააკლო და მოლოდ მაშინ გაჩერდა ტკივილისგან აზმუვლებულმა ნაცნობმა ხმამ რომ გამოსტაცა იარაღი ხელიდან: -მე ვარ ნათი, მეე_ძიძგილაობაში ცდილობდა კაცი მის გამოფხიზლებას. წამიერად შედგა ნათია, ვერ იჯერებდა, მერე ღიმილმა გაუნათა მთელი სახე და დაჟეჟილ ქმარს შეახტა -გოგიიი... ერთმანეთით ვერ ძღებოდნენ, ახლა უკვე გემრიელად ილუკმებოდა ნათია და გოგის სახეს თვალს არ აცილებდა. -ღმერთო არც კი მჯერა_ვეღარ მოითმინა ბოლოს. -რეკორდი მოხსენი, შუა ჭამამდე იყავი ჩუმად_სიცილი აუტყდა კაცსაც. -კარგი რა, რა დროს ჭამაა? მოყევი რა მოხდა. -მოგიყვები, მაგრამ რაღაც ენერგია არ მაქვს, დამეხმარები?_ხელოვნურად აუფახულა თვალები მოხითხითე ნათიას. -დიდი სიამოვნებით, რას მიბრძანებთ? _კალთაში ჩუჯდა გოგოც. -იმას, რომ ქმარს თავისი ცოლი ენატრება_წელზე შემოისვა და საძინებლისკენ გააგრძელა გზა. ის-ის იყო ლოგინზე უნდა გაეგრძელებინათ ტელეფონები რომ აწკრიალდა. -ეს ბიჭი არაფერს მაცლის, თვითონ რა ენაღვლება ორი შვილი ყავს_ბუზღუნით მოიმარჯვა ტელეფონი და რამდენიმე წამში გაკვირვებული გამოხედა ცოლს. -განყოფილებაში გვიბარებს. -ახლა რაღა მოხდა_მობეზრებით გადაატრიალა თვალები გოგომ. -არ ვიცი, მაგრამ სასწრაფოდო, ანუ რაღაც სერიოზული მოხდა. მალევე მივიდნენ განყოფილებაშ და მაშინვე შეამჩნიეს რაღაც რიგზე რომ ვერ იყო, სასწრაფოს თანამშრომლები პატრულში არეულიყო და იმ წუთას მთელი განყოფილება ერთ დიდ მორუზრუზე სკას მოგაგონებდათ, არცერთი წევრი გაჩერებული არ იდგა. ძლივს მიაღწიეს დაჩის კაბინეტამდე და ისევ გაოცდნენ, მხოლოდ თვითონ დაჩი და დემნა კიარა, ნატალი, ლილია, გიორგი, ნინა თავისი ბავშვებით ჩამომჯდარიყვნენ და კარებისკენ მომლოდინედ იხედებოდნენ. ცოლ-ქმრის დანახვაზე შვებით ამოისუნთქეს. -კიდევ კარგი მშვიდობით მოხვედით_ფეხზე წამოხტა დემნა. -რა ხდება? ასეთი რა მოხდა? -ლაშა მოკლეს_ზარივით ჩაესმა ნათიას დაჩის ნათქვამი სიტყვები და რამდენჯერმე გაუმეორდა გონებაში, სანამ ნათქვამის აზრს ჩაწვდებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.