შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი შვილები (III)


12-09-2018, 02:21
ავტორი nitanita
ნანახია 2 384

წარმოუდგენლად უნდოდა ანას უძილობის მიზეზის გაგება, მაგრამ უშუალოდ ანასთვის კითხვას ერიდებოდა. არ იყო ეს უბრალო ინტერესის დაკმაყოფილების სურვილი. გულწრფელად უნდოდა სცოდნოდა რამით დახმარებას თუ შეძლებდა.
ვერ იტანდა სხვის პირადში ხელების ფათურს. მაგალითად, თვითონ არ სიამოვნებდა ალექსანდრეს დედასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა და სწორედ ამიტომ სცემდა პატივს სხვის პირადსაც.

****
აივანზე ღამის გატარება ჩვეულებრივ ტრადიციად ექცა. ოღონდ, ახლა დემეტრეც მასთან ერთად რჩებოდა. ხმას არ იღბდნენ, შიგადაშიგ უყურებდნენ ერთმანეთს და ასე ათენებნენ ღამეებს. დემეტრეს წყალობით სულ ცოტა ხნით ძილს მიეჩვია. შუა დღეს ალექსანდრეს და ანას ერთად აძინებდა მამაკაცი და ამაზე გამუდმებით იცინოდნენ. სანდრისგან განსხვავებით ანას მალევე ეღვიძებოდა და მეტად ვეღარც იძინებდა. ვერ ბედავდა თქმას, მაგრამ ცხადად ხედავდა დემეტრე, რომ სასტუმროში გატარებული 1 კვირის განმავლობაში საგრძნობლად დაეკლო ანას.
ზოგადად ბევრი რამის თქმას და კითხვას ვერ ბედავდა დემეტრე.

****
ალექსანდრე ანასთან ყავდა დატოვილი და თვითონ მიმღებში უცხოელ სტუმროებს ესაუბრებოდა. ერთი სული ჰქონდა როდის აბრუნდებოდა ოთახში. უცხო ადამიანთან დატოვებას არ იყო მიჩვეული, განსაკუთრებით ბოლო ძიძასთან გამოვლილი ამბების შემდეგ. მუდმივად უნდოდა დაენახა სად დაბობღავდა და რას აფუჭებდა ფუმფულა ალექსანდრე. ანასთან უპრობლემოდ ჩერდებოდა და ამით იმშვიდებდა თავს. თავისდროზე ფეთიან დედებს დასცინოდა ხოლმე უზომოდ, ახლა კი თვითონ იყო ფეთიანი მამა.
ოთახში დაბრუნებულმა პირველი ანას ცრემლიანი თვალები შეამჩნია, მერე გონებამ ნელ-ნელა აღიქვა სისხლიანი ხელსახოცი ცხვირზე რომ მიეფარებინა. მეორე ხელით ალექსანდრეს ეფერებოდა, რომელსაც მის მუცელზე დაედო თავი და გასუსული იჯდა.
-ჩვენ ვთამაშობდით.- ისევ ღიმილით ძლივს ამოთქვა და დამნაშავე ვარ მზერა მიაპყრო დემეტრეს. მართლა დამნაშავედ გრძნობდა თავს. ზუსტად რატომ ჯერ ვერ გაეგო, მაგრამ გრძნობდა...
-და?
-და კუბიკი მომხვდა.
-და ცხვირი გაგიტყდა? მაჩვენე რა გჭირს! - მომთხოვნი იყო მამაკაცის ხმა და შესამჩნევლად შეწუხებული. უკვე წინ ეჯდა ანას და გულდასმით ათვალიერებდა მის კურნოსა ცხვირს.
-არ გამიტყდა, უბრალოდ სისხლი წამომივიდა.
-მართლა არაა გატეხილი. -დაასკვნა 5 წუთიანი გულდასმით შესწავლის შემდეგ. მხოლოდ ცხვირი კი არა, თითოეული ნაკვთი შეისწავლა. - სანდრი, არ გრცხვენია?! რატო ატირე ანეტო? - მართლა არ ეგონა ასეთი რეაქცია თუ ექნებოდა, არც კი დაუშვია რომ ამ ციცქნა არსებას ამდენის გაგება შეეძლო. ანას მუცლიდან თავი დიდი ხნის აწეული ჰქონდა და მამას აკვირდებოდა. კითხვა დასმული არ ჰქონდა თვალები რომ აუცრემლიანდა, ლოყებში ჩაკარგული ტუჩი სატირლად გადმოატრიალა და სასწრაფოდ აიფარა სახეზე ხელები. ამის შემხედვარე ანაც ზუსტად ანალოგიურად მოიქცა და თვითონაც ტუჩგადმობრუნებულმა მიიკრა გულზე.
-ნუ ატირებ დემეტრე! ნახე რა სახე აქვს.
-რა ვიცოდი თუ იტირებდა.
-ჭკვიანია და ყველაფერი ესმის!
-ისიც ახლა გამწარებული, რომ იცავ და მაგიტომ მიყურებს უკვე თავმომწონედ. - სიცილი ვერ შეიკავა ვერც ერთმა.
დემეტრე დეტალურად არკვევდა რა მოხდა და თან თავზე დასტრიალებდა ანას.
შორიდან რომ შეგეხედათ, ერთი ბედნიერი ოჯახი გეგონებოდათ.

****
დღეს აივანზე არ გასულა. საერთოდ არ ჰქონდა ძალა. მთელი დღე სანდროსთან თამაშმაც რაღაცნაირად გამოფიტა.
არადა, მარტო აპირებდა დასვენებას.
ლოგინში ჩაწოლაც კი ვერ მოახერხა. ათად მოკეცილი ეხუტებოდა ბალიშს და ძილზე უკვე აღარც კი ოცნებობდა.
სამაგიეროდ, ოცნება არა, მაგრამ ფიქრი დასჩემდა დემეტრეზე. ამოუცნობი ობიექტი იყო, ზოგჯერ წარმოუდგენლად თბილი, ზოგჯერ ასევე წარმოდგენლად ნეიტრალური. აი ისეთი დაგაეჭვებდა ნამდვილად იცნობდი თუ არა.
-მერე ქალებზე იტყვიან ცვალებადი ხასიათი გაქვთო. -ხმამაღლა გააკრიტიკა კაცთა მოდგმა და ძლივს იცვალა გვერდი. სიცილის თავი არ ჰქონდა, მაგრამ გულწრფელად გაეღიმა საკუთარ საქციელზე.
მალევე ტირილამდე მივიდა საკუთარ მდგომარეობაზე რომ დაფიქრდა. ამდენ დღიანმა უძილობამ და უჭმელობამ ერთიანად გამოფიტა. ემოციურადაც აღარ შეეძლო ამ მდგომარეობასთან გამკლავება. გულწრფელად ეგონა, აქ მაინც შეძლებდა განტვირთვას და თვეების განმავლობაში დაგროვილი დარდის მოშორებას. ამის ნაცვლად კი, რაც კი დრო ჰქონდა ფიქრისთვის სულ იმ ღამეს უთმობდა. ზოგჯერ ფიქრობდა ვინმესთან დალაპარაკება უშველიდა, მაგრამ მერე სასამართლო პროცესი ახსენდებოდა და საკუთარ თავზე ბრაზდებოდა ეგ როგორ იფიქრეო. არადა, ყველაზე უკეთ თვითონ იცოდა რომ დიდხანს ვერ გაძლებდა. ძალიან ცუდად ამოხეთქავდა ერთ დღეს ერთდროულად ყველა ემოცია.
კარზე კაკუნისთანავე ცრემლიანი თვალების მშრალბას მოყვა. მანამ კითხვას მოასწრებდა თვითონ შემოსძახა დემეტრემ მე ვარო. ძლივს შეძლო სხეულის აწევა და კარებამდე მისვლა.
-აივანზე რომ არ იყავი დავეჭვდი ხო კარგადაა მეთქი. - დემეტრე უღიმოდა და თან თითქოს ღელავდა. ეს ისეთი სანახაობა იყო, დღეის ამას იქით გარეთ ცხვირს აღარ გაყოფდა.
-კი, კი კარგად ვარ! - დაბეჯითებით გაიმეორა უკვე გაზეპირებული ფრაზა და შეეცადა გაეღიმა.
-შეიძლება შემოვიდე? - თავის დაქნევით და კარების უფრო ფართედ გაღებით ანიშნა შემოდიო. "რადიოძიძა" საწოლის ერთ-ერთ მხარეს მდგარ ტუმბოზე დადო და ხმას ოდნავ დაუწია. ანამ გააზრება ვერც კი მოასწრო ისე აღმოჩნდა ჯერ დემეტრეს მკლავებში, შემდეგ საწოლზე. ორმაგი შოკი მიიღო კარებისკენ მიმავალი დემეტრე რომ დაინახა, მაგრამ შვებით ამოისუნთქა შუქის ჩაქრობის შემდეგ ისევ საწოლისკენ რომ აიღო გეზი. მეორე მხრიდან მოუარა და თვითონაც კომფორტულად მოკალათდა, ერთი ხელის მოსმით მიიჩოჩა თავისკენ ანა და გამეტებით ჩაიხუტა მისი ფარატინა სხეული. გულის ცემას გრძნობდა! უცებ რომ აუჩქარდა და წამები რომ დასჭირდა დასამშვიდებლად აი მაგას გრძნობდა! ხოო...და უხაროდა უსაზღვროდ!
იმ ღამეს ორივეს ეძინა. მეტიც სამივეს! ალექსანდრემაც თითქოს იგრძნო, რა უჩვეულო და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ხდებოდა და მთელი ღამე ტკბილად იძინა. სამაგიეროდ 7 საათზე გაღვიძება არ დავიწყებია. ერთდროულად წამოხტნენ საწოლიდან ანაც და დემეტრეც სანდროს ტირილის ხმა რომ გაიგეს. არც მშვიდობიანი დილა უსურვებია დემეტრეს, არც მისალმებია და ოთახის დატოვებისას არც დამშვიდობებია.
არა ხომ თქვა ანამ, ზოგჯერ ამ კაცებს უფრო ვერ გაუგებ ადამიანი!
ხელ-პირი დაიბანა და დემეტრეს დასახმარებლად გავიდა. ალექსანდრეს შიოდა და ტირილის შეწყვეტაზე არც კი ფიქრობდა, დემეტრეს კი როგორც ყოველ დილით ახლაც ვერ გაეგო მის დამშვიდებაზე ეზრუნა თუ საჭმლის გაკეთებაზე. სახლში როცა არიან ყველაფერი უფრო მარტივად გამოსდის. ეს პირველი მამა-შვილური ხანგრძლივი დასვენებაა და ცოტა უჭირთ რაღაცებთან ადაპტაცია.
მართლა პატარა ოჯახივით იყვნენ: ანას მოეხერხებინა სანდროს დამშვიდება და ახლა მონდომებით ეთამაშებოდა, დემეტრე ჩქარ-ჩქარა უმზადებდა ბუთქოს საუზმეს და თან ღიმილშეპარული უყურებდა თამაშში გართულებს.

****
უჩვეულოდ კარგ ხასიათზე იყო, თან დასვენებული. ეგონა, ღამე ძილმა სრულიად განსხვავებულ ადამიანად აქცია. უფრო დაუღალავად ეთამაშებოდა სანდრის, უფრო მეტს უღიმოდა დემეტრეს და ზოგადად უკეთ იყო.
შუადღეს მის მკერდზე მისვენებულს დაეძინა ალექსანდრეს. როგორც სჩვეოდა, ახლაც ანას ჯვარს ისე ებღაუჭებოდა მამაღმერთი ვერ გააგდებინებდა ხელიდან. დემეტრემ რამდენჯერმე შესთავაზა შევიყვან ოთახში და თავის ლოგინში დავაძინებო, მაგრამ ანა უარზე იყო; თუ შენთვის არაა პრობლემა, მაშინ ასე მეყოლებაო. ხოდა ისხდნენ ასე დემეტრე, ანა და მასზე მოკალათებული სანდრი. მისი თითოეული ამოსუნთქვის შეგრძნება იმდენად დიდ ბედნიერებას ანიჭებდა, უნდოდა სულ ასე ყოლოდა.
-დემე, აი ამას როგორ უძლებ? გულზე რომ გიწევს ხოლმე, ასე რომ ეძინება და მთლიანად რომ გრძნობ ამის არსებობას... როგორ უძლებ? - ცხოვრებაში ასე საკუთარი სახელის შემოკლებული ფორმა ჯერ არ მოსწონებია. თან გულწრფელად გაეცინა ანას კითხვაზე.
-ვერ ვუძლებ და ამიტომ ძირითადად თავის საწოლში სძინავს, გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით.
-ვერც მე ვუძლებ, მგონია სიყვარულისგან რამე დამეშავებინება. -ლოყებაწითლებულმა ჩაიბურდღუნა და თავი პატარა ცომის გუნდის კისერში ჩამალა.

****
ტელეფონით გააგებინეს ახალი ამბავი. იმ დღეს განსაკუთრებით ცუდად იყო. არც ოთახიდან გასულა და არც მის სანახავად მოსული მამა-შვილისთვის გაუცია პასუხი. უკვე მთელი სიმძაფრით იაზრებდა რა ხდებოდა და ერჩივნა მომკვდარიყო. ახლა მართლა მთელი გულით უნდოდა მომკვდარიყო, ოღონდ ისევ ის ყველაფერი არ გამოევლო თავიდან.

****
მეორე დღეს მარტო იმიტომ გამოვიდა ოთახიდან, რომ იცოდა ასე იყო საჭირო. ნორმალური ადამიანები ასე იქცეოდნენ. ღმერთს მადლობას უხდიდა დემეტრე და ალექსანდრე არსად რომ არ ჩანდნენ. ბავშვები და ლეკვები განტვირთვის იდეალურ საშუალებად მიაჩნდა, მაგრამ ახლა ფიქრობდა, განტვირთვის პროცესში თვითონ სანდრის დაამძიმებდა.

ეგონა მოჩვენებები დაეწყო მისი მიმართულბით მომავალი მამამისი რომ დაიანახა. ერთი-ორჯერ თვალებიც მოიფშვნიტა სიცხადეში დასარწმუნებლად.
-გონს მოსასვლელად წყალიც ხო არ მოგაპკურო, მა?
-არა, აი, რომ დაილაპარაკე მივხვდი, მართლა შენ ხარ. - სიცილით წამოფრინდა სკამიდან და ყელზე ჩამოეკიდა ჭაღარაშეპარულ მამაკაცს.
-კარგი, ნუ დამახრჩე, გოგო, ისედაც 2 დღის სიცოცხლეღა დამრჩენია.
-ნუ ამბობ მეთქი მაგას! -კუშტად შეუკრა შუბლი და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.

მანამ მამა-შვილი ჭორაობდა, შორიდან დემეტრე გულდასმით აკვირდებოდათ. არ გამორჩენია როგორ
გაუცურა მამაკაცმა წამლის კოლოფი ანას და არც ის ანას როგორ გაებადრა სახე წამლის დანახვისას. არ გამოუხატავს ემოციები, მაგრამ დემეტრე უკვე თითოეული ნაკვთის მოძრაობით ხვდებოდა რას ფიქრობდა ანა. არც ის გამორჩენია მამის წასვლამ გოგონას შვება რომ მოჰგვარა.
ვინ მოთვლის უკვე მერამდენედ გაურბოდა ტელეფონისკენ ხელი და მერამდენედ იჭერდა საკუთარ თავს.
საღამოს მაინც ვერ მოითმინა. ნაცნობ ნომერზე, ნაცნობმა ხმამ უპასუხა და რამდენიმე წამიანი დიალოგის შემდეგ დაპირდა ყველაფერს გაგიგებო.
12 საათი ხდებოდა ტელეფონმა რომ დარეკა. თან აივანზე მჯდომ გოგონას აკვირდებოდა და თან მეგობრის თითოეულ სიტყვას იმახსოვრებდა. თითქოს თავიდან ვერ მიხვდა რა უთხრეს. მერე გულის ტკივილი იგრძნო, ფიზიკური ტკივილი.
ანას 15 წლის ბავშვი ხელში ჩააკვდაო.
რომ ეგონა გადაშლილი წიგნივით კითხულობდა გოგოს, ახლა მიხვდა, კითხვა საერთოდ არ სცოდნია!


________

როგორც ყოველთვის, ახლაც ბოდიში დაგვიანებისთვის. მთელ თავისუფალ დროს(რომელიც ბევრი არ მაქვს) ამას ვუთმობ და მაინც ვერ ვდებ ხშირად ახალ თავებს.
ასევე, ბოდიში პატარა თავისთვის, მაგრამ მინდოდა მალე ამეტვირთა.
დიდი მადლობა ყველას, ვინც კითხულობთ. წარმოდგენა არ გაქვთ რამდენს ნიშნავს ჩემთვის თქვენი თბილი და ტკბილი სიტყვები!
ვეცდები ელვის სისწრაფით ავტვირთო შემდეგი თავი.



№1 სტუმარი makukuna

აუუუ, ახლა რა გაძლებს მომავალ თავამდე. ყველაფერი მაინტერესებს, თან ძალიან, ძალიან. worried

უხ, როგორ მიყვარს ალექსანდრესნაირი ტიპები, ზღვარს რომ არ გადადიან და კიდევ მეტად არ უფორიაქებენ სულს ადამიანს, უთქმელად ხვდებიან ყველაფერს და ზედმეტი სიტყვების გარეშე აკეთებენ იმას, რასაც თვლიან საჭიროდ. heart_eyes

აუუ, ბუთქუ რა საყვარელია, გავგიჟდი, ლამის შევძვრე ისტორიაში და მეც დავუკოცნო ის ფუფულა ლოყები. heart_eyes

 


№2 სტუმარი სტუმარი თამუნა

აუ ნიტა, რა კარგი ხარ ნეტავ იცოდე ????

 


№3 სტუმარი makukuna

აუ, სახელი შემეშალა, დემეტრესნაირი ადამიანები მიყვარს heart_eyes . ალექსანდრეც მაგარი კაცი დადგება, კოჭებში ეტყობა smile smile

 


№4  offline წევრი kora

იმდენად საუნტერესოდ წერ, რომ შეუძლებელია ამას კითხულობდე დ ა რეალობის შეგრძნება არ დაკარგო. ვითიშები და იმდენად ვიკარგები ნაწერში, რომ მგონია სადღაც იქ ვარ და კი არ ვკითხულობ, არამედ, თვალს ვადევნებ ყველაფერს. ანას ტკივილი და უძილობის მიზეზი მტკივა:( ჯერ კიდევ ვერ ვხვდები რა მოუვიდა ამ გოგოს, მაგრმა ეჭვი არ მეპარება იმაში რომ საოცრად კეთილი და გამორჩეული გოგოა. დემეტრე იმედია ინფორმაციის მიღების მერე უფრო დაეხმარება და ხელს არ ჰკრავს. ეს მამა-შვილი ანას გადარჩენის საკეთესო გზაა, მეჩვენება რომ მათთან მშვიდადაა.
პატარა ბუთქუზე ვგიჟდები <3
მალე მინდა ახალი თავი :))
--------------------
kira.G

 


№5  offline წევრი მია15

ძალიან კარგია.მომწონს და ველი ახალ თავს

 


№6  offline წევრი nitanita

უუუუღრმესი მადლობა თქვენ ასეთი კომენტარებისთვის!!! ❤️❤️???????? მართლა წარმოდგენა არ გაქვთ რამდენს ნიშნავს ჩემთვის თქვენი თბილი გამოხმაურება ???? ახალი თავი უკვე წერის პროცესშია და ნელ-ნელა ყველაფერს გაიგებთ. :დ
P.S. არანაკლებ კეთილი და გამორჩეული ბიჭია დემეტრეც! :დდ ❤️

 


№7 სტუმარი ეთო

ძან მაგარია საინტერესო ერთი სული მაკ როდის დაიდება კიდე

 


№8 სტუმარი სტუმარი ნანუ

ერთი სული მაქვს როდის დადებ შემდეგ თავს

 


№9 სტუმარი ემი

ნიტანიტა, როგორი კარგი ხარ heart_eyes

აუ, რა დღეშია ანა, როგორ მძიმე მდგომარეობაში. და მიზეზის ძალიან მძიმე ქონია. როგორ მაინტერესებს. იმედია, აევსება მოთმინების ფიალა, და ამოხეთქაავს დემეტრესთან თავის ტკივილს.

დემეტრე რა კარგი ადამიანია heart_eyes

შენ ხომ ჩვენი კეთილი ფერია ხარ, ამიტო მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. heart_eyes

გელოდები მოუთმენლად heart_eyes heart_eyes

 


№10  offline წევრი nitanita

ემი
ნიტანიტა, როგორი კარგი ხარ heart_eyes

აუ, რა დღეშია ანა, როგორ მძიმე მდგომარეობაში. და მიზეზის ძალიან მძიმე ქონია. როგორ მაინტერესებს. იმედია, აევსება მოთმინების ფიალა, და ამოხეთქაავს დემეტრესთან თავის ტკივილს.

დემეტრე რა კარგი ადამიანია heart_eyes

შენ ხომ ჩვენი კეთილი ფერია ხარ, ამიტო მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. heart_eyes

გელოდები მოუთმენლად heart_eyes heart_eyes



კეთილ ფერიას "ჰეფი ენდები" უყვარს და ყველაფერი კარგად იქნება. innocent sweat_smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent