შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღვთაება ირლანდიიდან (ნაწილი3)


12-09-2018, 18:06
ავტორი nikaberidze199511
ნანახია 1 197

გამგზავრება
1831 წლის 23 მაისი,ფილიპესთვის ჭეშმარიტების დღე გამოდგა.მძიმე იყო მისთვის სიმართლის გაგება, მშობლების შესახებ.კიდევ უფრო ძნელი მამის მკვლელის,სახელის გაგება იყო,რომელიც ცოცხალია და კვლავ განაგრძობს,ირლანდიელების ხოცვა ჯლეტვას.ძალზედ სევდიანი დღე გამოდგა ყველასთვის გარდა ანისესი.ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა თუ როგორი დაუნდობელი და უსამართლოა ხანდახან ჩვენი სამყარო.
იმ დღეს როდესაც კელი ედვარდი ესტუმრა ნელსონების ოჯახს, ქეითმა და სოფიამ ყველა ნივთი ჩაალაგეს ჩემოდნებში.მომდევნო დღეს კი ფილიპი დილიანად გაეშურა ეტლის დასაქირავებლად.დაახლოებით დილის რვა საათი იქნებოდა როდესაც ფილიპი შინ მეეტლესთან ერთად დაბრუნდა. ცდილობდა დრო არ დაეკარგა და სწრაფად დაეტოვებინა ქალაქი.ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ქალაქში გამოჩენილიყო კოლინ მაკნამარი თავის წითელ მუნდირიანებთან ერთად.სახლში დაბრუნებულმა ფილიპმა,ქეითს და სოფიას სთხოვა ანისესთან ერთად ჩამჯდარიყვნენ ეტლში,ხოლო თავად ჩემოდნების გატანას და ეტლზე დატვირთვას შეუდგა.
ბევრი არაფრის წაღება არ შეეძლოთ სახლიდან.მხოლოდ აუცილებელი ნივთები ჩაალაგეს ჩემოდნებში,რისი გადაადგილებაც შედარებით იოლი იქნებოდა.რამოდენიმე წუთში ფილიპიც მორჩა ეტლის დატვირთვას.როდესაც ბოლო ჩემოდანი გამოქონდა სახლიდან,კარების დაკეტვამდე უკანასკნელად შესცქეროდა დაცარიელებულ სახლს.სახლს სადაც მისი ყველაზე ბედნიერი წუთები ქონდა გატარებული.ცრემლები თვალებს აწვებოდნენ,მაგრამ ფილიპი მათ გარეთ არ უშვებდა.როგორც იქნა გაბედა რამოდენიმე წამიანი ცქერის შემდეგ და კარები მოიხურა,შემდეგ კი საკეტით გადაკეტა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო.თან გულში თავისთვის ჩუმად ჩაიბუტბუტა-მშვიდობით თბილო სახლო-მაშინათვე ეტლზე შეაგდო უკანასკნელი ჩემოდანი და კაბინაში,თავის ოჯახთან ერთდ მოკალათდა.
-მეეტლევ რკინიგზის სადგურისკენ გასწიე-ხმამაღლა შეჰყვირა ფილიპემ. მის შეძახილზეც მეეტლემ შემოსცხო ეტლში გაბმულ ცხენებს მათრახი და დაიძრა რკინიგზისკენ,ჩახჩახით.რამოდენიმე წუთში უნივერსიტეტს ჩაუარეს.უკანასკნელად მიშტერებოდნენ ქეითი და ფილიპე ადგილს სადაც მათი სიყვარულის ისტორია დაიწყო.ქეითის თვალებიდან,ცრემლები წამოუვიდა,რომელსაც მაშინათვე იმშრალებდა,რომ არავის შეემჩნია,მაგრამ მოხუცებული სოფიას თვალები კარგად ამჩნევდა,მისი ქალიშვილის დარდით დამძიმებულს სახეს და მასაც ამღვრეოდა თვალები.როგორც კი ჩაუარეს ნივერსიტეტს ფილიპემ სოფიას სთხოვა ანისე,რომელიც ბებიის კალთაში იყო მოკალათებული,გადაეცა მისთვის რათა მამამისის გვერდით მჯდარიყო თავისუფლად.სოფიამაც მაშინათვე გადააჯინა პატარა ანისე მამამისის გვერდით რა დროსაც შეამჩნია,რომ ყელზე მედალიონი არ ებნია.
-ანისე მედალიონი სად გაქვს?-იკითხა სოფიამ
-არ ვიცი ბებია არ მახსოვს-ანისეს სიტყვებზე ქეითი,რომელიც ფიქრებში იყო გადაკარგული გამოფხიზლდა და გაახსენდა,რომ მედალიონი მოხსნა ყელიდან,როდესაც ტანს ბანდა ანისეს-ეს რა დამემართა,ბანაობის წინ მოვხსენი მედალიონი და ოთახში მისი საწოლის კუთხეზე ჩამოვკიდე.-ანერვიულებული ხმით შეიცხადია.
-მეეტლევ გთხოვ უკან მოტრიალდე სახლისკენ-დაიყვირა ფილიპემ. მიხვდა,რომ თუკი მედალიონს დაკარგავდნენ ქეითს დარდი მოკლავდა.-არ ინევიულო ეხლავე მივტრიალდებით-დააწყნარა ფილიპემ.
მეეტლემ ცხენები ააჩქარა და სულ მალე უკან სახლის წინ აღმოჩნდნენ.ფილიპემ სწრაფად ამოიღო ჯიბიდან გასაღები და ეტლიდან გადაირბინა.ეტყობოდა,რომ ჩქაროდა,ყველგან კოლინი ელანდებოდა.სახლში შესულმა შეირბინა საძნებელ ოთახში და მედალიონი მაშინათვე ჩამოხსნა ლოგინის კუთხიდან.უწინდებურად სახლის კარების დაკეტვამდე რამოდენიმე წამით შესცქეროდა,ცარიელ სახლს,მაგრამ ამჯერად არაფერი არ ჩაულაპარაკებია გულში.დუმილით ჩაკეტა კარები და კვლავ ეტლში ჩაჯდა.ჯიბიდან ულამაზესი მედალიონი ამოიღო,რომელიც სოფიასთვის და ქეითისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა და ქეითს გადასცა.ხელმეორედ შესძახა მეეტლეს და კვლავ რკინიგზისკენ გაეშურნენ.
ერთ საათში რკინიგზის სადგურში აღმოჩდნენ.1831 წლისთვის რკინიგზის გაყვანა ახალი დაწყებული იყო ირლანდიაში და საერთოდ მთელ მსოფლიოში.არცეთ მათგანს ჯერ არ ყავდათ ნანახი მატარებელი,რომელიც ცხენების გარეშე მოძრაობდა.სულ რაღაც თვეების გახსნილი იქნებოდა რკინიგზის სადგური და არც ლიანდაგები იყო გაყვანილი ვუდლონის საგრაფომდე.ჩემოდნები ჩამოალაგეს თუ არა ეტლიდან ფილიპე მაშინათვე გაეშურა სალაროსკენ სადაც ბილეთებს ყიდიდნენ,ხოლო ქეითს და სოფიას სთხოვა,რომ ბაქანთან დალოდებოდნენ.სალაროსთან მისულმა ფილიპემ მოლარეს სთხოვა:
-ოთხი ბილეთი ვუდლონის მიმართულებით თუ არ შეწუხდებით.
-ვუდლონი მიმართულებით მატარებელი არ დადის. შემიძლია შემოგთავაზოთ ქალაქ გოლუეის მიმართულებით.-თავაზიანად შესთავაზა მოლარე გოგონამ.
-რამდენ ხანში გადის მატარებელი თუ შეგიძლიათ,რომ მითხრათ.
-დაახლოებით ერთ საათში პირველ ბაქანზე ჩამოდგება.შემდეგ კი ნახევარ საათში გავა.
-მაწყობს.-დაეთანხმა ფილიპე,გამოართვა ბილეთები მოლარე გოგონას და ბაქანისკენ გაეშურა სადაც ოჯახი ელოდებოდა.რაც შეეხება ქალაქ გოლუეის იგი კონაქტის პროვინციაში, გოლუეის ყურის სანაპიროზე მდებარეობს.
მიუახლოვდა თუ არა ფილიპე სოფიას და ქეითს,მაშინათვე პატარა ანისე ხელებში შეაფრინდა თითქოს დიდიხნის ნანახი არ ყოლოდა მამამისი.
-მამა,მატარებელი ცხენის გარეშე დადის?-ნაზი ხმით შეეკითხა ანისე.
-კი შვილო,ცხენის გარეშე დადის და თან შიგნით ეტლზე კონფორტული ყოფილა,ძილსაც შევძლებთ.-ღიმილით უპასუხა ქალიშვილს.ანისემაც გახარებლი სახით ჩაიცინა და მამამის ძლიერად ჩაეხუტა.
-რა ქენი ბილეთები იყიდე?-ჩაეკითხა ქეითი
-კი ვიყიდე,მაგრამ როგორც ჩანს ვუდლონთან არ ჩაივლის მატარებელი.ასე თქვეს,გზა არ გადი ვუდლონის მიმართულებით.
-აბა რისი ბილეთები იყიდე?-იკითხა მოხუცებულმა სოფიამაც.
-ქალაქ გოლუეიში ჩამოვალთ იქედან კი ეტლს დავიქირავებთ და ვუდლონამდე ჩავალთ.ახლა კი, იქნებ ჩამოსაჯდომი სკამი იყოს სადმე ცარიელი და დავისვენოთ.მატარებელი ერთ საათში ჩამოდგება ამ ბაქანზე.-ერთი საათი ელოდებოდნენ ფილიპე,ქეითი,სოფია და ანგელოზივით ლამაზი ანისე მატარებელს.მატარებელსაც არ დაუგვიანია და თავის დროზე ჩამოდგა ბაქანზე.ხალხმა ასვლა დაიწყო მატარებელში,ფილიპემაც არ დააყოვნა და მატარებელში ჩანთების აზიდვა დაიწყო.სოფია შესცქეროდა უზარმაზარ ორთქლმავალს,რომელიც გამაყრუებლად უსტვენდა და თავისთვის ოღონდ ხმამაღლა ჩაილაპარაკებდა ხოლმე-ეშმაკის შექმნილია ეს ცეცხლის მფრქვეველი-და თან პირჯვარს გადაიწერდა ხოლმე.ცოტახანში ფილიპემაც დაამთავრა ჩემოდნების აზიდვა და ქალბატონებს ვაგონში ასვლა სთხოვა,შემდეგ თავიანთი კაბინაც მოძებნეს და მოკალათდნენ,რბილ სავარძლებზე.
-ეს რა კარგი,რამ შეუქმნიათ.ცხენის ეტლით ჩახჩახს ჯობია.თანაც ეტლივით მოციცქნული კი არაა,ოთახივით უშველებელია-ჩაილაპარაკა გაოცებულმა ქეითმა.ხოლო მის გვერდით ალისე რბილ დივანზე ხტუნაობდა.
-შიგნიდან არაუშავს,მაგრამ გარედან მაინც საშინელი შესახედია.-გამოეხმაურა ქეითს სოფია-მაინც ეშმაკის მანქანაა.
-ბილეთები წარმოადგინეთ თუ შეიძლება-თავაზიანად მოითხოვა გამცილებელმა,რომელიც კაბინაში შესასვლელ კარებში დამდგარიყო.
-ინებეთ-ფილიპემ მიაწოდა ოთხივე ბილეთი და თან შეეკითხა თუ რამდენხანში გადიოდა მატარებელი.
-მატარებელი ზუსტად 10 წუთში გავა-და თან ბილეთები უკან დაუბრუნა.ფილიპემ ბილეთები ქეითს გადასცა და თან უთხრა,რომ სანამ დრო ქონდა მატარებლიდან ჩაირბენდა და იქვე ბაქანთან ახლოს საცხობში, რაიმე გემრიელს შეიძენდა საგზლად.
-ოღონდ იჩქარე და რაიმე ტკბილი წამოიღე ანისესთვის.-მიაძახა ფილიპეს,რომელიც ელვასავით გაუჩინარდა.მართლაც ახლოს იყო საცხობი და დიდი დრო არც დაჭირვებია ფილიპეს მისასვლელად.
-ერთი ტკბილი კრუასანი და ცხელი პური მომეცით თუ შეიძლება-სწრაფად სთხოვა ფილიპემ გამყიდველს.გამყიდველმაც მაშინათვე ფურცელში გაუხვია და იაწოდა.ფილიპემ დრო არ დაკარგა ფული მისცა და თან მიაძახა,რომ ხურდა არ იყო საჭირო,ხელი დაავლო შენაძენს და სწრაფი ნაბიჯებით ვაგონისკენ გაემართა.უკვე რამოდენიმე მეტრიღა აშორებდა ვაგონამდე რა დროსაც უკნიდან ვიღაცამ ძლიერად ხელი ჩაავლო მხარში.-ეხლავე შეჩერდით დაიყვირა უცხო პიროვნებამ ზურგს უკნიდან.-გაოგნებული ფილიპე მაშინათვე შემოტრიალდა და რას ხედავს.მის ზურგს უკან ოთხი წითელ მუნდირიანი,კბილებამდე შეიარაღებული მამაკაცი მდგარიყო.
-რით შემიძლია დაგეხმაროთ?-იკითხა თავაზიანი ხმით ფილიპემ,მაგრამ გულის სიღრმეში გრძნობდა,რომ რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო.
უეცრად ფილიპეს წინ მდგარი სამხედროები გაიწევიან და მათ უკან მდგარ პიროვნებას,რომელიც არ ჩანდა თავიდან,ერთ-ერთი მუნდირიანი,რომელმაც მხარში ხელით სწვდა ფილიპს, იკითხავს-ეს ის არის ვისაც ვეძებთ?
.-დიახ ის არის.-ფილიპემ მაშინათვე იცნო მამაკაცი,რომელიც დაეთანხმა სამხედროებს.ეს მამაკაცი გახლდათ კორკის უნივერსიტეტის დირექტორი პაუერ ხიგინსი.ფილიპესთვის უკვე ცხადი იყო,რომ მის ასაყვანად იყვნენ მოსულები და თავისი თავზე მეტად ოჯახზე ფიქრობდა,რომელიც მატარებელში უცდიდა.
-ჩვენს გენერალს სურს თქვენთან გასაუბრება,თქვენი ოჯახი სადაა?თუ გინდა,რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს,ყველანი უნდა გამოგვყვეთ და ჩვენთან უნდა ითანამშრომლოთ.-ბოხი და მტკიცედ სთხოვა,რომელსაც ეტყობოდა,რომ წოდებით უფროსი იყო სხვა დანარჩენებთან განსხვავებით.
-ჩემები მეორე ბაქანზე მელოდებიან,სწორედ მათთან მივდიოდი.-ანერვიულებული ხმით თქვა ფილიპემ.
-მაშინ დროს ნუ დავკარგავთ-ხელახლა ბოხი ხმით მიმართა უფროსმა სამხედრომ და ფილიპეს ორივე მხრიდან სამხედროები ამოუდგნენ.
ამ დროს,როდესაც ფილიპეს წაყვანას უპირებდნენ წითელ მუნდირიანი ბრიტანელები,ვაგონის ფანჯრიდა,ანისემ შენიშნა მამამისი და მაშინათვე ყვირილი დაიწყო.-დედა დედა იქ მამა დგას ვიღაც კაცებთან ერთად.-ქეითი და სოფია მაშინათვე მიტრიალდნენ ფანჯრისკენ და შენიშნეს წითელ მუნდირიანი სამხედროები,რომლებსაც ფილიპე მიჰყვებოდა სურულიად სხვა მიმართულებით.შეშინებული და დაბნეული ქეითი ქმრის დანახვაზე,ფეხზე წამოხტა,სოფიას სთხოვა,რომ ანისესთვის მიეხე და თუ არ დაბრუნდებოდა მატარებელში,აუცილებლად უნდა გაყოლოდნენ და ჩაეხწიათ ვუდლონიამდე შემდეგ კი იქ დალოდებოდნენ.მოხუცებული სოფიასაც სხვა რა დარჩენოდა,აცრემლებულმა დედაბერმა,ანისეს ხელი ჩაჰკიდა და ქალიშვილს შეპირდა,რომ ისე მოიქცეოდა,როგორც მან სთხოვა.
ქეითი გაიქცა ვაგონის დერეფანში და მაშინ როდესაც უკვე უნდა ჩასულიყო ვაგონიდან,კიბეებთან შეეჩეხა პაუერ ხიგინსი.
-შეჩერდი ქეით მათაც ეგ უნდათ,რომ ყველანი ერთად შეგიპყროთ.-და თან წინ გადაუდგა.
-ვერ დავტოვებ მარტოს,გთხოვ გამატარე.-ცდილობდა წინ მდგარი პაუერი გაეწია.
-დამემუქრნენ,რომ ოჯახს ამომიხოცავდნენ თუ კი მათ არ ვაჩვენებდი,თქვენს თავს.თქვენი სახლი გაჩხრიკეს და მეზობელები გამოკითხეს.ერთ-ერთმა მეზობელმა თქვენი მეეტლე იცნო და მათთან გააგზავნეს სამხედროები,მეეტლემაც მაშინათვე მიასწავლა გზა თუ სად დაგტოვათ,მე კიდევ შენი ქმრის ამოსაცნობლად გამიყოლეს,რადგან მატ არ იცოდნენ ,როგორ გამოიყურებოდით.სხვა გზა არ მქონდა დამიჯერე.
-ამის მერე რატომ უნდა დაგიჯერო?მირჩევნია ჩემ ქმარტან ერთად დამიჭირონ.-მტირალა ხმით მიმართა პაუერს და კვლავინდებურად,შეეცადა გვერდით გაეწია.
-ფილიპი არ ისურვებდა,რომ შეეპყარით.მან ისინი მოატყუა და მეორე ბაქანზე მიდიან.მანამ სანამ მეორე ბაქანზე გადავლენ,მატარებელიც გავა.გთხოვ გაყევით მატარებელს.ყველაფერი კარგად იქნება.კელი ედვარდმა ყველაფერი იცის.აუცილებლად დაიხსნის შენ ქმარს.ახლა კი გთხოვ გაყვე მატარებელს.
-თუ კი სინდისი შეგჩენია,ქმარი დამიბრუნეთ.-ქეითის თვალებიდან ცრემლები ნიაღვარივით სდიოდა.პაუერის სიტყვებში იმედი დაინახა და აღარ ჩავიდა მატარებლიდან.პაუერი,როგორც კი დარწმუნდა,რომ ქეითი შეჩერდა მაშინათვე დატოვა მატარებელი.განადგურებული ქეითი დაბრუნდა კაბინაში სადაც,მოხუცებული აცრემლებული დედა და ქალიშვილი ელოდებოდა.შესვლის თანავე,სოფიას თვალები აენთო,ხოლო ანისე დედას შეაფრინდა მკლავებში.-დედა მამა სადა?-მის ამ შეკითხვაზე მატარებელიც დაიძრა და გამაყრუებელი სტვენის ხმა გაისმა.ქეითი ანისეს ხმას ვერ სცემდა და ძლიერად იკრავდა გულში,მატარებელი კი ნელი მოძრაობით ტოვებდა კორკის სადგურს.
სამხედროები ფილიპესთან ერთად,როგორც იქნა გადავიდნენ მეორე ბაქანზე.
-სად არის შენი ოჯახი იკითხა უფროსმა მეთაურმა კვლავინდებურად ბოხი ხმით.
-ჩემი ოჯახი თქვენგან შორს,უსაფრთხო ადგილას არის,იქ თქვენ ვერასდროს მიაგნებთ.-ღიმილით და წყნარი ხმით გასცა პასუხი ფილიპემ,თან ცალი თვალი მატარებელს გააყოლა,რომელიც სულ მალე გაუჩინარდა თვალთა ხედვიდან.
-მეგონა ჭკვიანი კაცი ბრძანდებოდით,მაგრამ როგორც ჩანს ვცდებოდი.ისღა დამრჩენი ჩვენს გენერალთან წაგიყვანოთ.- მეთაურმა თავის თანმხლებ ჯარისკაცებს მიმართა, ხელები შეეკრათ ფილიპესთვის და ეტლში ჩაესვათ. ჯარისკაცებმაც ბრძანება უყოყმანოდ შეასრულეს,ფილიპე ხელებ შეკრული,ეტლში ჩასვეს,რომელიც რკინიგზის სადგურის წინ უცდიდათ.
დაღონებული ფილიპე.იჯდა ეტლში და ფიქრობდა,ოჯახზე.მის თავში უამრავი ფიქრი ტრიალებდა.ეშინოდა,რომ არაფერი შემთხვეოდათ მათ.-ვაი თუ მიხვდნენ საით წავიდნენ და მიაგნეს მათ.-ფიქრობდა მომავალზეც. შეძლებდა თუ არა კვლავ ენახა ცოლშვილი.შესცქეროდა ეტლის გისოსებიდან ქუჩებს.ქუჩებს,რომლებიც უწინდელ ლამაზ ქვაფენილიან წყნარ ადგილს აღარ გავდა.სადაც ერთ დროს ხშირად უწევდა სიარული.ხალხით სავსე და ცოცხალი ადგილი,რომელიც ბრიტანელების მიერ წამოწყებული ომის შედეგად დაცარიელებულიყო და გაპარტახებულიყო.
დაახლოებით ორმოც წუთში ეტლმა კორკის უნივერსიტეტს ჩაუარა,შემდეგ კი აღმოსავლეთით კოლლედჟ როუდის ქუჩას გაუყვა.რამოდენიმე წუთში ეტლმა მარჯვნივ გრეგ როუდის ქუჩაზე ჩაუხვია. გაკვირვებული ფილიპი ვერ ხვდებოდა თუ საით მიყავდა ეტლს იგი მანამ სანამ,გრეგგ როუდის ქუჩაზე არ შეუხვია,ქუჩაზე სადაც ის თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.ცხადი იყო,რომ მისი საცხოვრებლისკენ ქონდა გეზი აღებული ეტლს და მართლაც ეტლი ჩერდება ფილიპის სახლის პირისპირ.ეტლზე მოკალათებული სამხედროები ჩამოსკუპტდნენ და ფილიპი ეტლიდან გადმოიყვანეს.გადმოვიდა თუ არა ნაცნობი ხმა მოესმა უწინდებურად.-ეხლავე შეიყვანეთ,გენერალ კოლინ მაკნამართან.-სახელის გაგონებაზე,ფილიპს მაშინათვე გაახსენდა თუ ვისთან აპირებდნენ მის შეყვანას.უნდოდა ხელები გაენთავისუფლებინა და შური ეძია მამამისის მკვლელზე,მაგრამ ხელების განთავისუფლება შეუძლებელი იყო.თავს უმწეოდ გრძნობდა,ყელში ბოღმა ახრჩობდა.თან სურდა,რომ თვალებში ჩაეხედა მისი მტერისთვის,თან კი უქრებოდა ხოლმე სურვილი ნახვისა და თავისი ოჯახი ახსენდებოდა,უსაყვარლესი ქეითი და ანისე.შიშობდა,რომ კოლინთან შეხვედრა უკანასკნელი წუთები იქნებოდა მის ცხოვრებაში და ვეღარ შეძლებდა,ოჯახის ხილვას.ეტლიდან გადმოსულ ფილიპეს ბრიტანელებმა ხელები,ორივე მხრიდან იღლიებში ამოსდეს და ძალით წაიყვანეს ფილიპი თავისივე სახლში.შესასვლელი კარები შემტვრეული იყო ხოლო ყველაფერი ნივთები რაც კი სახლში დარჩა დაემტვრიათ თითქოს რაღაცას ეძებდნენ.დერეფნიდან ხელმარცხნივ შეათრიეს ფილიპე,სასტუმრო ოთახში,სადაც გრძელი მაგიდის თავში მდგომი მოხუცებული,მაგრამ ჩაფსკვნილი აღნაგობის მამაკაცი იდგა,თეთრი წვერებით და ასევე წითელ მუნდირში გამოწკეპილი.
-გამარჯობა ფილიპ ნელსონ.გთხოვ დაბრძანდი-მოხუცის სიტყვებზე სამხედროებმა ფილიპს დაჯდომა უბრძანეს და ხელის კვრით აიძულეს დამჯდარიყო მაგიდის მეორე ბოლოში სკამზე.
-ჩემგან რა გსურთ,ანდაც საერთოდ ჩემს სახლში რა უფლებით შემოიჭერით?-ჯიუტად გაბრაზებული ხმით შეეკითხა ფილიპე.
-გავიგე,რომ თურმე არც თუ ისე დიდიხნის წინ,კელინ ედვარდი გესტუმრა.მინდა გავიგო სად იმალება.თუ ყველაფერს მიამბობ გპირდები,რომ ცოცხალს გაგიშვებ და არავინ მიეკარება შენს ოჯახს.-წარბებ შეკრულმა,მოხუცმა შესთავაზა ფილიპს.
-გამიშვებ,როგორც მამაჩემი გაუშვი 1799 წელს ? ვიცი ვინც ხარ.კოლინ მაკნამარ.ერთი უბრალო მკვლელი ხარ,რომელიც ღმერთს თავისთან არ მიჰყავს.ალბად ღამღამობით კოშმარები არ გაძინებენ.-განრისხებული ხმით შეჰყვირა ფილიპმა.მისი თვალებიდან სიძულვილი ინთხეოდა.
-დიახ კოლინი ვარ-მოხუცმა ჯიბისკენ ხელი წაიღო და კონვერტი ამოიღო,რომელიც ფილიპს სახლში დარჩენოდა.-ეს კონვერტი შენს სახლში ვიპოვნე და ვიცი ვინც ხარ.ახლა ვხვდები ვის გავხარ ესეთი ჯიუტი. მამაშენსაც შეეძლო სახელგანთქმული გამხდარიყო და ეცხოვრა ჩემსავით,მაგრამ მან სიკვდილი ამჯობინა.სუსტი გამოდგა სუსტი.-თეთრი ჭაღარა წარბები შეეკრა კოლინს და წერილი რომელსაც ხელში იჭერდა ფილიპეს მიმართულებით გაისროლა.-არჩევანი შენზეა,ან მოკვდები ან კიდევ ოჯახთან ერთად იცხოვრებ სანამ არ დაბერდებით.კარგად დაფიქრდი იცი რაც მჭირდება.დრო ხვალამდე გაქვს.დილით კორკის ცენტრში ვაპირებ მოღალატეების სიკვდილით დასჯას ყველას თვალწინ.თუ გადაიფიქრებ შენი დასჯა არ მომიწევს ასე,რომ ხვალ დილამდე გაქვს დრო.
-მირჩევნია მოვკვდე ვიდრე შენსავით დიდხანს ვიცოცხლო და სინდისი მქეჯნიდეს ცხოვრების ბოლომდე.ჯოჯოხეთშიც წასულხარ კოლინ მაკნამარ.-ამაყად ბოხი ხმით მიაძახა მოხუცებულს,მაგრამ უწინდებურად დაუნდობელ კოლინს,რომელმაც ხელის მოძრაობით უსიტყვოდ ანიშნა ჯარისკაცებს, გაეყვანათ იგი სახლიდან.კვლავ ეტლში შეაგდეს,საწყალი ფილიპი და კორკის ციხისკენ გააქანეს.სადაც მას მეორე დილამდე ქონდა დრო,გადაწყვეტილების მისაღებად.გასცემდა თუ არა კელი ედვარდის ადგილ სამყოფელს,თავისი თავის გადასარჩენად.



№1  offline მოდერი ბელუ შეროზია

ცხადი იყო,რომ მისი საცხოვრებლისკენ ქონდა გეზი აღებული -"ეტლს"- და მართლაც -"ეტლი"- ჩერდება ფილიპის სახლის პირისპირ.-"ეტლზე"- მოკალათებული სამხედროები ჩამოსკუპტდნენ და ფილიპი -"ეტლიდან"- გადმოიყვანეს. - აი ხედავ რამდენ ჯერ გაქვს ეტლი გამოყენებული ? კითხვის დროს უხეშად ხვდება ყურს და უმჯობესი იქნება თუ ერთი და იგივე სიტყვას ბევრჯერ არ გამოიყენებ. wink
ალბა"დ" არა რა worried სწორია ალბა"თ".
ამ ისტორიაში ვერ ავიტან შეცდომებს, რადგან ძალიან საინტერესო შინაარსი აქვს, განსხვავებული და ჩამთრევია. სანამ აქ დადებდი მესამე თავს, ვერ მოვითმინე და მანამ მწერლებზე წავიკითხე :დდ ფილიპე, რომ ვერ გადარჩება,ეს ცხადზე ცხადია :(
მოკლედ ველოდები ახალ თავს მოუთმენლად! heart_eyes

 


№2 სტუმარი კატია

ვაუ!! scream
ძალიან მაგარია და საინტერესო!
ასეთი სტილის ისტორიები ბევრი არ იდება საიტზე.
ველოდები მოვლენების განვითარებას kissing_closed_eyes
შემდეგს როდის დადებ ?

 


№3  offline წევრი nikaberidze199511

))) შეცდომები იქნება იმიტომ რომ ახლბდაზე ახალი ვარ :) სრულად როცა დავაპირებ დადებას მერე უკვე პროფესიონალს ვთხოვ დამეხმაროს )) შენიშვნები არ მწყინს იცოდეთ )) პირიქით გამოსწორებაში მეხმარება

 


№4 სტუმარი NIKABERIDZE mwerali.com

დამავიწყდა პაროლი ვერ აღვადგნე )) საიტზე სურათსაც ვერ ვტვირთავდი და ვეღარ შევდივარ )) გაგრძელება და 4 ნაწილიიხილეთ mwerali.com ზე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent